წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი III)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი III)
ნაწილი III


ოპე­რა­ცი­ი­დან მე­სა­მე დღე გა­თენ­და. ად­რი­ა­ნად მი­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში, ნა­ნა რომ მე­ნა­ხა და მო­მე­კითხა. წი­ნა სა­ღა­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და, ღა­მით კი უფ­რო აუწია და, ცო­ტა არ იყოს, შევ­შ­ფოთ­დი, პე­რი­ტო­ნი­ტი არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს-მეთ­ქი. სკა­ლა­ზე წი­თე­ლი ხა­ზი ოც­დაცხ­რა­მეტს რომ მიაღ­წევს, ყვე­ლა ექიმს შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ექ­მ­ნე­ბა. ალი­კა კი იყო მშვი­დად, ისე­თი ყო­ჩა­ღი და ჯან­მ­რ­თე­ლია, არა­ფე­რი ემუქ­რე­ბაო, მაგ­რამ მე ჩე­მი და­მე­მარ­თა. სამ­სა­ხურ­ში მი­სუ­ლი კა­ბი­ნეტ­შიც კი არ შე­ვე­დი, პირ­და­პირ მის პა­ლა­ტას მი­ვა­დე­ქი. ღა­მით დავ­რე­კე და მითხ­რეს, ექ­ვ­სი ხა­ზით და­უ­წია სიცხე­მო, მაგ­რამ ეს მთლად სა­ნუ­გე­შო არ იყო.
მშვი­დად იწ­ვა, ფან­ჯ­რის­კენ მი­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ლა­მა­ზი სა­ხე. ჩემს და­ნახ­ვა­ზე ოდ­ნავ წა­მო­ი­წია სა­წოლ­ში.
- იწე­ქი, იწე­ქი, - ხე­ლით ვა­ნიშ­ნე, - რო­გორ ხარ, აბა?
- კარ­გად. სიცხე აღარ მაქვს, - მო­რი­დე­ბუ­ლად გა­მი­ღი­მა და დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა.
სადღაც, სუ­ლის ყვე­ლა­ზე ღრმა კუნ­ჭულ­ში შე­აღ­წია ამ მზე­რამ და იქა­უ­რო­ბა გა­ა­ნა­თა. არა­თუ გა­ა­ნა­თა, გა­ათ­ბო კი­დეც. ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტე­ლი ჯერ არ მახ­სოვ­და ცხოვ­რე­ბა­ში.
- ჩვენ კი გვა­რი­ა­ნად შეგ­ვა­ში­ნე და... - მეც გა­ვუ­ღი­მე და ხე­ლი ავ­წიე, რომ თმა­ზე გა­და­მეს­ვა, მაგ­რამ მა­ინც შე­ვი­კა­ვე თა­ვი, ჯერ ნა­ად­რე­ვია ასე­თი გა­ში­ნა­უ­რე­ბა-მეთ­ქი.
- რო­დის გამ­წე­რენ? - ხმა ჯე­რაც მი­სუს­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და.
- მა­ლე. ასე ძა­ლი­ან გინ­და აქე­დან გას­ვ­ლა?
- მინ­და, - პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით სხარ­ტად მი­პა­სუ­ხა.
- არა­ფე­რი გა­ჩე­რებს აქ? სულ არა­ფე­რი? - და­ვაწ­ვ­რილ­მა­ნე კითხ­ვა, რომ მი­მე­ნიშ­ნე­ბი­ნა, რა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ­დი.
გა­წით­ლ­და. მი­მიხ­ვ­და. თვა­ლე­ბი მი­ნა­ბა და ჩურ­ჩუ­ლით თქვა:
- რაც აქ მა­ჩე­რებს, იმას გა­რე­თაც ვნა­ხავ, მაგ­რამ რაც გა­რე­თაა, იმას აქ ვერ ვპო­უ­ლობ, - ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პა­სუ­ხი გამ­ცა.
- მარ­თ­ლა? მათ შო­რის მეც... მნა­ხავ გა­რეთ? - ჩა­ვა­ცივ­დი.
მზე­რა ამა­რი­და, თან არა­ფე­რი თქვა.
სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო. ირი­ბად იც­ქი­რე­ბო­და, თით­ქოს რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს მიშ­ტე­რე­ბიაო, წა­მით არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია თვა­ლი. ამ­წუ­თას ფა­ი­ფუ­რის თო­ჯი­ნას ჰგავ­და.
- მი­პა­სუ­ხე... - გა­ვუ­მე­ო­რე.
- ეს ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, - ჩურ­ჩუ­ლით თქვა და გამ­შ­რა­ლი ტუ­ჩე­ბი ენით მო­ი­ლო­კა.
ისე ამო­ვიხ­ვ­ნე­შე, მე­გო­ნა, გუ­ლიც თან ამო­ვა­ყო­ლე, რო­ცა მი­სი ენი­სა და ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბას ვუც­ქერ­დი. იმ­ხე­ლა ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე, სა­სუ­ლე­ში გა­დამ­ც­და. ამიტყ­და ხვე­ლა და ვერ გავ­ჩერ­დი. ავი­ფა­რე პირ­ზე მუშ­ტი, სა­ხე შე­ვაბ­რუ­ნე და ვახ­ვე­ლე და ვახ­ვე­ლე. ნა­ნამ ზურ­გ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე დამ­კ­რა ხე­ლი, ბე­ბი­ებ­მა რომ იცი­ან ისე.
- გა­ცი­ვე­ბუ­ლი ხართ? - მკითხა, რო­ცა ცო­ტა მო­მეშ­ვა.
- არა, ნერ­წყ­ვი გა­დამ­ც­და სა­სუ­ლე­ში, - გა­ვუ­ღი­მე და ამ ღი­მი­ლით მი­ვე­ფე­რე.
- ცუ­დია, - ისევ ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკითხა, - ცო­ლი გყავთ?
ლა­მის სი­ცი­ლი ამიტყ­და. ესე იგი, მოვ­წონ­ვარ. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ შე­კითხ­ვას არ დას­ვამ­და.
- ჯერ არა, მაგ­რამ მე­ყო­ლე­ბა. - ცო­ტა არ იყოს, მე­ხა­მუ­შა ჩე­მი პა­სუ­ხი და შე­ვიშ­მუშ­ნე, ეს კი იმით გა­მოვ­ხა­ტე, რომ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ცხვი­რის ნეს­ტო­ებ­თან გა­ვის-გა­მო­ვის­ვი.
- რო­დის? - ახ­ლა ის ჩა­მე­ძია.
- მა­ლე.
- ისა... - უეც­რად შე­მომ­ხე­და, თა­ვი­სი ლა­მა­ზი მზე­რით მო­ე­პა­რა ჩემს თვა­ლებს და ცა­ლი წარ­ბი უც­ნა­უ­რად აწ­კი­პა მაღ­ლა, ძა­ლი­ან მაღ­ლა. პირ­ვე­ლად ვნა­ხე, ასე მაღ­ლა აზი­დუ­ლი ადა­მი­ა­ნის წარ­ბი, - ეს `მა­ლე~ აქ მო­და­შია? ყვე­ლა­ფერ­ზე მა­ლეს მე­უბ­ნე­ბით, - და გა­ი­ცი­ნა. ცო­ტა ხმა­მაღ­ლა მო­უ­ვი­და, რად­გან უცებ და­იჭყა­ნა, ჭრი­ლო­ბას არ მო­უხ­და სი­ცი­ლი.
- მე ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე მიყ­ვარს, - ავუხ­სე­ნი ჩე­მი `მა­ლეს~ `მო­დუ­რო­ბის~ მი­ზე­ზი. - მეც, - მო­მი­გო და ისე კმა­ყო­ფილ­მა გა­ი­ღი­მა, თით­ქოს აღ­მო­ჩე­ნა გა­ე­კე­თე­ბი­ნოს.
- აი, ხომ ხე­დავ, რა­ღაც სა­ერ­თო გვქო­ნია, - სა­ზე­ი­მო ხმით წარ­მოვ­თ­ქ­ვი და ხე­ლის ზურ­გ­ზე ხე­ლის­გუ­ლი შე­ვა­ხე. შე­ვა­ხე და დამ­რ­ჩა ჩე­მი ხე­ლი მის ხელ­ზე.
არ გა­უ­წე­ვია. არც არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რით გა­მომ­ხე­და მხო­ლოდ. ოდ­ნავ მო­ვუ­ჭი­რე თი­თე­ბი. რე­აქ­ცია ნუ­ლი. კი­დევ მო­ვუ­ჭი­რე. კვლავ გა­მომ­ხე­და. ამ­ჯე­რად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბიაო.
ამ დროს გა­რე­დან ხმა­უ­რი მო­ის­მა. სას­წ­რა­ფოდ წა­მოვ­დე­ქი და გა­რეთ გა­მო­ვე­დი, ვერც კი მო­ვას­წა­რი, რა­მე მეთ­ქ­ვა.
თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, სა­მუ­შაო დი­ლა იწყე­ბო­და.
კა­ბი­ნეტ­ში გა­ვე­დი, ალი­კა ჯე­რაც არ მო­სუ­ლი­ყო. ერ­თი­ა­ნად აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სა­ო­ცარ სიმ­სუ­ბუ­ქეს ვგრძნობ­დი. მეც ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის გავ­წერ­დით, რომ გა­რეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე შევ­ხ­ვედ­რო­დი და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ვგრძნობ­დი, უკ­ვე ვე­ღარ ვძლებ­დი მის გა­რე­შე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ყვე­ლა კაცს ასე ემარ­თე­ბო­და მის და­ნახ­ვა­ზე, თუ მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი? მინ­დო­და, მხო­ლოდ მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი, ეს იმის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ ჩემ­თ­ვის იყო გა­ჩე­ნი­ლი, თან უფ­რო მშვი­და­დაც ვიქ­ნე­ბო­დი, თუ სხვა მა­მა­კა­ცე­ბი შლე­ი­ფი­ვით არ ეყო­ლე­ბო­და აკი­დე­ბუ­ლი.
თორ­მე­ტი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ვე­რი­კო რომ შე­მო­ვი­და. ცენ­ტ­რა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­ცი­ენ­ტ­თა ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე და­მი­დო.
- ალი­კა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა? - ვკითხე და პა­სუ­ხე­ბის შეკ­ვ­რა ჩემ­კენ მო­ვა­ჩო­ჩე.
- არა, ორ სა­ათ­ში მო­ვა­ლო, და­რე­კა.
- მად­ლო­ბა, ვე­რი­კო.
ექ­თან­მა კა­რი გა­ი­ხუ­რა, მე კი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბის გა­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვიწყე. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ნა­ნა­სი მაინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ მა­ინც გულ­დას­მით, ნე­ლა ვავ­ლებ­დი თვალს თი­თო­ე­ულ ფურ­ცელს, რა­მე სა­ეჭ­ვო არ გა­მომ­პა­რო­და.
აი, ისიც... ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი... რაო?.. ფურ­ცე­ლი ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე თვა­ლებ­თან. ეს რა წე­რია? არ არ­სე­ბობს! ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია! უეც­რად თვალ­წინ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­ბა­შად აყი­რავ­და, მათ შო­რის მეც და სადღაც ჰა­ერ­ში დავ­რ­ჩი გა­მო­კი­დე­ბუ­ლი.
ში­და ტე­ლე­ფონს ვე­ცი და ვე­რი­კო ვიხ­მე.
- ვე­რა, მე­ლი­ქიშ­ვილს რო­დის აუღე სის­ხ­ლის ანა­ლი­ზი?
- ოპე­რა­ცი­ის წი­ნადღეს, რა იყო? - მხრე­ბი აიჩე­ჩა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა.
- ტემ­პე­რა­ტუ­რა ხომ არ ჰქონ­და მა­შინ?
- არა მგო­ნია... რა ვი­ცი, არ უთ­ქ­ვამს.
- იმე­დია, არა­ფე­რი შე­გეშ­ლე­ბო­და.
- რას ნიშ­ნავს, შე­მეშ­ლე­ბო­და?
- ანუ... სხვი­სი სის­ხ­ლი ხომ არ გაგ­ზავ­ნე შემ­თხ­ვე­ვით ცენ­ტ­რა­ლურ­ში...
- არა, ან­დ­რია, რას ამ­ბობ! - ისე­თი ტო­ნით მო­მი­გო, ეგ რო­გორ მა­კად­რეო, მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა.
- კარ­გი, მად­ლო­ბა.
ვე­რა გა­ბუ­ტუ­ლი გა­ვი­და კა­ბი­ნე­ტი­დან, მე კი ჭკუ­ა­ზე არ ვი­ყა­ვი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი მუშ­ტებს ვურ­ტყამ­დი მა­გი­დის ზე­და­პირს, რა თქმა უნ­და, მსუ­ბუ­ქად. ისევ ვიხ­მე ვე­რა.
- ვე­რი­კო, მე­ლი­ქიშ­ვილს კი­დევ ერ­თხელ აუღე სის­ხ­ლი, სა­ნამ უსა­უზ­მია, რა­მე შეც­დო­მა არ გაგ­ვე­პა­როს.
- კარ­გი, - ექ­თა­ნი ვე­რა­ფერს მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, გა­ო­ცე­ბუ­ლი შე­მომ­ც­ქე­რო­და, - რა­მე ცუ­დია?
- ჰო, - ცი­ვად მი­ვუ­გე და შუბ­ლი მო­ვის­რი­სე, - რა­ტომ­ღაც, მგო­ნია, რომ ასე არ უნ­და იყოს.
ცო­ტა ხანს შე­ვი­ცა­დე, და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დენ ხანს, რამ­დენ­საც ვე­რა ვე­ნი­დან სის­ხ­ლის აღე­ბას მო­ან­დო­მებ­და, მე­რე კი ნა­ნას პა­ლა­ტა­ში შე­ვა­ბი­ჯე.
ისევ ის მზე­რა... დამ­ბან­გა­ვი, გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი... ხე­ლი მა­ჯა­ში მო­ე­ხა­რა და თი­თე­ბი მო­ე­მუშ­ტა. ვე­რი­კოს თა­ვი­სი საქ­მე უკ­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნა.
სკა­მი მოვ­წიე და წინ და­ვუ­ჯე­ქი.
- წე­სით, ახ­ლა კა­ბი­ნეტ­ში უნ­და და­მე­ბა­რე­ბი­ნე და იქ გვე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე, არ მინ­და ჩვენს სა­უ­ბარს ვინ­მე და­ეს­წ­როს.
- დი­ახ, - მოს­წავ­ლე­სა­ვით მი­პა­სუ­ხა.
- აგი­ღეს სის­ხ­ლი, ხომ?
- დი­ახ.
ჩა­ვახ­ვე­ლე, ლა­პა­რა­კის დაწყე­ბა მი­ჭირ­და.
- ნა­ნა, შენ მითხა­რი, რომ გათხო­ვი­ლი არ ხარ და არც ყო­ფილ­ხარ.
- დი­ახ.
- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? გყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?
- არა. - სა­ხე ღი­მილ­მა გა­უ­ნა­თა, ეგო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნას ვა­პი­რებ­დი და იმი­ტომ მი­ჭირ­და თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კი.
- ისე მა­მა­კა­ცი? - ყვე­ლა­ზე ძნე­ლი შე­კითხ­ვა დავ­ს­ვი და თან და­ვაშ­ტერ­დი, მზე­რით გავ­ბურ­ღე.
ჭარ­ხ­ლის­ფე­რი გა­უხ­და სა­ხე, თვა­ლე­ბი უეც­რად ჩა­უქ­რა და გა­უქ­ვავ­და. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, ცოცხალ ადა­მი­ანს კი არა, ნა­ხატს მივ­ჩე­რე­ბო­დი.
- არა, - რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ ძა­ლი­ან ხმა­დაბ­ლა მი­პა­სუ­ხა, ძლივს გა­ვი­გო­ნე.
- მო­მის­მი­ნე... შე­იძ­ლე­ბა ეს შეც­დო­მაა, მაგ­რამ... იმ დღეს, აქ რომ და­გაწ­ვი­ნეთ, სიცხე ხომ არ გქონ­და?
- არა. რა­ტომ მე­კითხე­ბით? რა მოხ­და?
- ქალ­წუ­ლი ხართ? - ჭი­რის დღე­სა­ვით მე­ჯავ­რე­ბო­და ხოლ­მე ამ შე­კითხ­ვის დას­მა, მაგ­რამ სხვა გზა რომ არ იყო?
მიტ­კ­ლის­ფე­რი და­ე­დო სა­ხე­ზე, თვა­ლებ­ში კი ძრწო­ლის­მაგ­ვა­რი რა­ღაც გა­უკ­რ­თა. მა­შინ­ვე შევ­ნიშ­ნე ეს, არ გა­მომ­პარ­ვია.
- კი... ვარ, - შე­ში­ნე­ბულ­მა მო­მი­გო, სა­წოლ­ში ჩა­ცურ­და და სა­ბა­ნი ნი­კა­პამ­დე აიფა­რა.
- ანუ... არ ვი­ცი, რო­გორ გითხ­რა... სექ­სი არ გქო­ნია არა­ვის­თან?
პა­უ­ზა გა­ი­წე­ლა, მის თვა­ლებ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი ში­ში კი უფ­რო გა­ი­ზარ­და, თვა­ლებ­ში ვე­ღარ ჩა­ე­ტია და სა­ხე­ზე გად­მო­ვი­და. ნა­ნას აშ­კა­რად დას­ცხა, რად­გან სა­ბა­ნი კვლავ ჩა­მოს­წია და მკლა­ვე­ბი ზე­მო­დან და­აწყო, შუბ­ლ­ზე კი ოფ­ლის წვე­თე­ბი და­ას­ხ­და.
- რა ხდე­ბა, ან­დ­რია ექი­მო, რა­ტომ მე­კითხე­ბით? - გაბ­ზა­რუ­ლი ხმით მკითხა.
მიმ­ძიმ­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ასე­თი მორ­ცხ­ვი, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი და სათ­ნო გო­გო შე­იძ­ლე­ბო­და წამ­ხ­და­რი ქა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.
- იმი­ტომ, რომ შენს სის­ხ­ლ­ში ოთხი ჯვა­რი აღ­მოჩ­ნ­და. - რო­გორც იქ­ნა, მთა­ვარ სათ­ქ­მელს მი­ვა­დე­ქი.
- ოთხი ჯვა­რი? ეგ რას ნიშ­ნავს?
- არ იცი, ოთხი ჯვა­რი რას ნიშ­ნავს? - გა­ვოც­დი.
- არა... პირ­ვე­ლად მეს­მის.
აი, სას­წა­უ­ლი პირ­და­პირ! გო­გოს გა­ქა­ნე­ბუ­ლი ათა­შან­გი ჰქონ­და და ოთხი ჯვა­რი რას ნიშ­ნავ­და, არ იცო­და.
- ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ათა­შან­გით ხარ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.
- ათა­შან­გი რა და­ა­ვა­დე­ბაა? - იმ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლად მე­კითხე­ბო­და, ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ თა­მა­შობ­და.
- ეს იგი­ვეა, რაც... სი­ფი­ლი­სი.
ალ­ბათ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­ზა­რი და­ე­ცე­მა. მე­გო­ნა, გუ­ლი გა­უს­კ­დე­ბო­და. უცებ წა­მოჯ­და, თით­ქოს რა­ღა­ცას მი­ა­ყუ­რა­და, გა­ი­რინ­და, მე­რე მომ­ჩ­ვარ­და, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და სუნ­თ­ქ­ვა შე­ი­კა­ვა. მხო­ლოდ ცხვი­რის ნეს­ტო­ე­ბი უთ­რ­თო­და უც­ნა­უ­რად. შემ­დეგ თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ევ­სე­ბო­და ისი­ნი ნელ-ნე­ლა ცრემ­ლით.
- ის არ რჩე­ბა, ხომ? სულ მექ­ნე­ბა?
თა­ვი გა­ვაქ­ნიე და კი­დევ ერ­თხელ ამო­ვიხ­ვ­ნე­შე, დღეს უკ­ვე მე­ო­რედ.
- შენ ის მითხა­რი, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და აგე­კი­დე­ბი­ნა ეს და­ა­ვა­დე­ბა. რა­მეს მი­მა­ლავ? სი­მარ­თ­ლე უნ­და მითხ­რა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია, გეს­მის? ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დე­ბით, ინ­ს­პექ­ტო­რი გა­მო­ვი­ძა­ხოთ.
- არა! - უღო­ნოდ შეს­ძა­ხა, - და­მი­ჭე­რენ?
- სი­მარ­თ­ლე მითხა­რი, არა­ვინ და­გი­ჭერს. - უკ­ვე მოთ­მი­ნე­ბას ვკარ­გავ­დი.
- მე... მე გა­მა­უ­პა­ტი­უ­რეს. - თქვა და მოწყ­ვე­ტით და­ვარ­და სა­წოლ­ზე. და­ვარ­და და და­იკ­ვ­ნე­სა, ისევ ეტ­კი­ნა ჭრი­ლო­ბა.
ალ­ბათ სადღაც იქ­ვე, ერთ მეტ­რ­ში ბომ­ბი რომ გამ­ს­კ­და­რი­ყო, ასე ვერ შე­მახ­ტუ­ნებ­და. სკა­მი­დან წა­მოვ­ხ­ტი და გან­ზე გავ­დე­ქი, თით­ქოს კეთ­რო­ვანს უნ­და გავ­რი­დე­ბო­დი.
გო­ნე­ბას გუ­გუ­ნი გა­დი­ო­და, მი­ხურ­და ყვე­ლა­ფე­რი, გუ­ლი სა­ში­ნე­ლი დარ­ტყ­მე­ბით აწყ­დე­ბო­და ოთხი­ვე სა­კანს.
- რო­დის? ვინ? სად? - ამ­ჯე­რად მხო­ლოდ მოკ­ლე-მოკ­ლე შე­კითხ­ვე­ბის ჯე­რი და­ვა­ყა­რე.
პა­სუ­ხი არ გამ­ცა. ვი­ფიქ­რე, რა­ღა­ცას იგო­ნებს-მეთ­ქი და მივ­ვარ­დი, მა­ჯა­ში ჩა­ვავ­ლე ხე­ლი და მო­ვუ­ჭი­რე:
- რას ფიქ­რობ ამ­დენს? მითხა­რი, რომ გე­კითხე­ბი! - თავს ძლივს ვი­კა­ვებ­დი, რომ არ მეყ­ვი­რა. ერ­თი­ა­ნად მი­ცახ­ცა­ხებ­და სხე­უ­ლი. რო­გორ მინ­დო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო და გამ­ღ­ვი­ძე­ბო­და!
ხე­ლი გა­მომ­ტა­ცა და შუბ­ლ­შეკ­რულ­მა ამომ­ხე­და. მტრუ­ლი იყო ეს ამო­ხედ­ვა. თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, რა შე­ნი საქ­მეაო. გამ­წა­რე­ბუ­ლი გა­მოვ­ვარ­დი პა­ლა­ტი­დან და საპ­რო­ცე­დუ­როს კა­რი შე­ვა­ღე. ვე­რა ყა­ვას სვამ­და.
- ვე­რა, გი­ნე­კო­ლო­გი მჭირ­დე­ბა, გა­მო­ი­ძა­ხე პო­ლიკ­ლი­ნი­კი­დან.
- რა ხდე­ბა? - ვე­რამ პი­რის­კენ წა­ღე­ბუ­ლი ფინ­ჯა­ნი ლამ­ბაქ­ზე დად­გა.
- სწრა­ფად! - ნა­ნას ჯავ­რი მას­ზე ვი­ყა­რე და ვუღ­რი­ა­ლე. წო­ნას­წო­რო­ბა დავ­კარ­გე, თავს ვე­ღარ ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დი.
გი­ნე­კო­ლო­გი ათ წუთ­ში მო­ვი­და.
- რა ხდე­ბა, ან­დ­რია? - კა­ბი­ნეტ­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სათ­ვა­ლე თავ­ზე და­ი­კო­სა ქალ­მა.
- მე­დეა, მეცხ­რე პა­ლა­ტა­ში ერ­თი პა­ცი­ენ­ტია. თუ შე­იძ­ლე­ბა, შე­ა­მოწ­მე, ქალ­წუ­ლო­ბის აპ­კი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია თუ არა, - ამის თქმა­ზე ცივ­მა ოფ­ლ­მა და­მას­ხა.
- ახ­ლა­ვე, - რო­გორც ჩანს, ჩემ­მა ხმამ შე­აშ­ფო­თა მე­დი­კო, რად­გან არც უკითხავს, რა­ში მჭირ­დე­ბო­და პა­ცი­ენ­ტის ქალ­წუ­ლო­ბის დად­გე­ნა, ეგ­რე­ვე გატ­რი­ალ­და და ოთა­ხი­დან გა­ვი­და...

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, ნა­ნა ქალ­წუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მე ხომ ჩემს თავს აღარ ვგავ­დი და ალი­კა მთლად გა­და­ი­რია. ასე­თი ბავ­შ­ვის­გან ამას რო­გორ ვე­ლო­დიო. მე­რე და­ფიქ­რ­და, იქ­ნებ მარ­თ­ლაც შეც­დო­მაა და ტყუ­ი­ლად ვაბ­რა­ლებთ ასეთ რა­მე­სო, მაგ­რამ უკ­ვე მჯე­რო­და, რომ ასე იყო. ხომ მითხ­რა, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­სო.
და­ვი­ბა­რეთ კა­ბი­ნეტ­ში. ძლივს შე­მო­ვი­და. სა­ხე ჩა­თეთ­ქ­ვო­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თით­ქოს წლე­ბი მო­მა­ტე­ბო­და, იმ პა­ტა­რა გო­გოს აღარ ჰგავ­და. ტი­რი­ლი­სა­გან ქუ­თუ­თო­ე­ბი და­სი­ვე­ბო­და, გუ­გე­ბი ერ­თი­ა­ნად ჩას­წით­ლე­ბო­და.
ალი­კამ დი­ვან­ზე ჩა­მოს­ვა, რომ მო­ხერ­ხე­ბუ­ლად დამ­ჯ­და­რი­ყო. ჯე­რაც უჭირ­და ნორ­მა­ლუ­რად ჯდო­მა.
- ნა­ნა, უნ­და მოგ­ვიყ­ვე, რა მოხ­და, - დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით მი­მარ­თა ალი­კამ.
ერ­თხანს ჩუ­მად იყო, ხმას არ იღებ­და. თა­ვი ჩა­ე­ღუ­ნა და კალ­თა­ში ჩა­დე­ბულ თა­ვის მო­მუშ­ტულ ხე­ლებს დას­ჩე­რე­ბო­და.
- ნა­ნა! ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. შე­ნი ოპე­რა­ცია სწო­რედ ამ და­ა­ვა­დე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, იცი? შენ შან­კ­რე­ბი გქონ­და და არა სწო­რი ნაწ­ლა­ვის ნა­ხეთ­ქე­ბი, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ უოპე­რა­ცი­ო­დაც გა­გიქ­რე­ბო­და. ნუ გვა­ი­ძუ­ლებ, ინ­ს­პექ­ტო­რი გა­მო­ვი­ძა­ხოთ და და­კითხ­ვა მო­გიწყოს. - გა­აგ­რ­ძე­ლა ალი­კამ.
- თქვენ ხომ მა­ინც გა­მო­ი­ძა­ხებთ... - თა­ვი ას­წია და ჯერ ალი­კას შე­ხე­და, მე­რე მე.
- ჰო­და, რომ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა რო­გორ იყო, სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ვით.
ხე­ლე­ბი აიფა­რა და ატირ­და. გუ­ლა­მოს­კ­ვ­ნი­ლი ტი­რო­და. არც ერთს არ გვიც­დია მი­სი დამ­შ­ვი­დე­ბა. ალი­კამ მი­მი­კე­ბით მა­ნიშ­ნა, აცა­დე, იტი­რო­სო.
რო­დის-რო­დის დაწყ­ნარ­და, ამო­ის­ლუ­კუ­ნა და და­იწყო:
- ჩემს ჯგუ­ფელ­თან მი­ვე­დი ერ­თხელ სახ­ლ­ში, გა­მოც­დე­ბი ახ­ლოვ­დე­ბო­და და ერ­თად უნ­და გვე­მე­ცა­დი­ნა. იმას ბე­ბია მოჰ­კ­ვ­დო­მია და სო­ფელ­ში გაჰ­ყო­ლია მშობ­ლებს. სახ­ლ­ში მი­სი ძმა დამ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც იმ დღეს ვე­ღარ წა­სუ­ლა საქ­მე­ე­ბის გა­მო და მე­ო­რე დღის­თ­ვის გა­და­უდ­ვია გამ­გ­ზავ­რე­ბა. შე­მი­პა­ტი­ჟა, მე­რე რა, რომ ირა არ არის, ყა­ვა დავ­ლი­ო­თო. მო­მე­რი­და და უარი ვერ ვუთხა­რი. მე­რე... - ისევ აიფა­რა სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი და ას­ლუ­კუნ­და.
- მე­რე? ცუ­დად მო­გექ­ცა? ძა­ლა და­გა­ტა­ნა?
- ჰო. ლა­მა­ზი ხა­რო, შენ­თან მინ­დაო... ვეხ­ვე­წე­ბო­დი, გა­მიშ­ვი-მეთ­ქი. ვუთხა­რი, ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ და გთხოვ, ამას ნუ გა­ა­კე­თებ-მეთ­ქი.... იმა­ნაც ნუ გე­ში­ნია, შენს ქა­ლიშ­ვი­ლო­ბას ხელს არ ვახ­ლე­ბო... შე­მო­მა­ხია ტან­საც­მე­ლი... უკ­ნი­დან მო­მად­გა...
- კარ­გი, გა­სა­გე­ბია... ეს მხო­ლოდ ერ­თხელ იყო? - შე­ე­კითხა ალი­კა.
- ჰო, მხო­ლოდ ერ­თხელ. მე­რე ირას ტან­საც­მე­ლი გა­მო­მი­ტა­ნა და იმით წა­მო­ვე­დი შინ.
- რო­დის მოხ­და ეგ?
- ერ­თი თვის წინ.
- შე­ნი ჯგუ­ფე­ლის მი­სა­მარ­თი გვითხა­რი.
- რა­ტომ? არა! არა­ვის არ უთხ­რათ, გთხოვთ!
- ნუ გე­ში­ნია, არა­ვის ვეტყ­ვით. შენ გეს­მის, რომ ის ბი­ჭიც და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა სხვა გო­გო­ებ­საც გა­დას­დოს?
- არა, არა! - მთელ ხმა­ზე გაჰ­ყ­ვი­რო­და, - არ გინ­დათ, გე­მუ­და­რე­ბით! მომ­კ­ლავს!
- ბი­ჯოს! - აღ­შ­ფოთ­და ალი­კა, - ხომ გითხა­რი, არ ვეტყ­ვით-მეთ­ქი. ისე გა­ვა­კე­თებთ, რომ ის ვე­რა­ფერს გა­ი­გებს. ვი­თომ სხვა გო­გომ გვითხ­რა. რა, შენ გარ­და სხვას­თან არ ექ­ნე­ბო­და სექ­სი?
- კი, რო­გორ არა, სულ გო­გო­ებ­ში და­დის, - რო­გორც იქ­ნა, მიხ­ვ­და, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობ­და.
- ჰო­და, გვითხა­რი. სა­ხე­ლი, გვა­რი და მი­სა­მარ­თი.
ჩაგ­ვა­წე­რი­ნა მი­სა­მარ­თი. ალი­კა კა­ბი­ნე­ტი­დან გა­ვი­და, მი­ლი­ცი­ა­ში რომ და­ე­რე­კა იმ ვი­გინ­და­რის ასაყ­ვა­ნად და სამ­კურ­ნა­ლოდ გა­საგ­ზავ­ნად.
მე და ნა­ნა მარ­ტო­ნი დავ­რ­ჩით.
- ახ­ლა რა იქ­ნე­ბა? - ცრემ­ლი­ა­ნი მზე­რით მო­მა­ჩერ­და.
- აქე­დან რომ გაგ­წერთ, ვენ­დის­პან­სერ­ში წახ­ვალ და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ჩა­ი­ტა­რებ. ნუ გე­ში­ნია, არ მოკ­ვ­დე­ბი.
- მოვ­რ­ჩე­ბი?
- ალ­ბათ. სის­ხ­ლი ბო­ლომ­დე ვერ გა­სუფ­თავ­დე­ბა, მაგ­რამ ეს შენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს. მა­ნამ­დე კი დე­ი­და­შენ­თან მოგ­ვი­წევს ლა­პა­რა­კი.
- იმა­საც უნ­და უთხ­რათ?
- აუცი­ლებ­ლად. და­მალ­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­გექ­მ­ნე­ბა, რო­მელ­საც მარ­ტო ვერ აუხ­ვალ.
- რამ­დენ ხანს მო­მი­წევს მკურ­ნა­ლო­ბა?
- დიდ­ხანს... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ნიშ­ნის მო­გე­ბით მი­ვუ­გე, თით­ქოს რა­მე­ში დამ­ნა­შა­ვე ყო­ფი­ლი­ყო.
თან მე­ცო­დე­ბო­და, თან მებ­რა­ზე­ბო­და. რას გა­უ­ჩერ­და მარ­ტო იმ ბიჭს? მაგ­რამ მე­ო­რე წამს ვა­მარ­თ­ლებ­დი. მე­რე რა, ჩე­მი დის მე­გო­ბა­რი რომ მო­ვი­დეს, ჩემ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის უნ­და შე­ე­შინ­დეს? ერ­თი თუ ნა­ძი­რა­ლა გა­მოდ­გა, ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რი ხომ არ იქ­ნე­ბა?
აღარ ვი­ცო­დი, რა გზას დავ­დ­გო­მო­დი. მი­სა­ტო­ვებ­ლად არ მე­მე­ტე­ბო­და, მაგ­რამ და­სარ­ჩე­ნა­დაც არ მინ­დო­და. მით უმე­ტეს, რომ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ყვე­ლამ გა­ი­გო მი­სი ამ­ბა­ვი. ენა­ზე ვის რა და­ად­გე­ბო­და? ამის მე­ტი სა­ჭო­რაო არა­ფე­რი ჰქონ­დათ.
ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვი­ტან­ჯე­ბო­დი. კი­დევ კარ­გი, არა­ვის გა­უ­გია, რომ მომ­წონ­და, თო­რემ სირ­ცხ­ვი­ლით თავს ვე­ღარ გა­მოვ­ყოფ­დი. ალი­კა­სი არ მე­რი­დე­ბო­და, მას­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ვი­ცო­დი, გა­მი­გებ­და. თა­ნაც, არ იყო ლაქ­ლა­ქა, კრინტს არ დას­ძ­რავ­და სხვას­თან, არი­ქა­და, ან­დ­რი­ას ის გო­გო თა­ვის­თ­ვის უნ­დო­დაო.
და­ვუ­რე­კეთ დე­ი­და­მისს, და­ვი­ბა­რეთ და ყვე­ლა­ფერს მო­ვუ­ყე­ვით. ეს მე­დი­დუ­რი ქა­ლი წამ­ში და­პა­ტა­რავ­და და თხუ­ნე­ლას და­ემ­ს­გავ­სა. მის­თ­ვი­საც ისე­თი­ვე შო­კი აღ­მოჩ­ნ­და ეს ამ­ბა­ვი, რო­გო­რიც ჩემ­თ­ვის.
გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლი გიზ­გი­ზებ­და, სულ­ში - ზამ­თა­რი...


გაგრძელება ჟურნალ "გზის" 44-ე  ნომერში



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი