წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი IV)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი IV)
ნაწილი მეოთხე


მინ­დო­და თა­ვი და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ ეს სუ­ლაც არ იყო სიყ­ვა­რუ­ლი. მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ თა­ვი­დან­ვე იმ­დე­ნად დი­დი იყო მი­სი და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, რომ მო­რე­უ­ლი ჟი­ნი სიყ­ვა­რულს უტოლ­დე­ბო­და. ამის დამ­ტ­კი­ცე­ბას კი დრო სჭირ­დე­ბო­და. ამ­წუ­თას მას­თან და­ახ­ლო­ე­ბის სი­ტუ­ა­ცია არ იყო. მას უნ­და ემ­კურ­ნა­ლა.
ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე, რაც შე­მეძ­ლო. შე­საძ­ლე­ბელ­ზე მე­ტიც გა­ვა­კე­თე. ვენ­დის­პან­სერ­ში ჩე­მი კურ­სე­ლი მუ­შა­ობ­და და იმას ჩა­ვა­ბა­რე. რამ­დე­ნი­მე კვი­რა იქ და­წო­ლა და სამ­კურ­ნა­ლო კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა მო­უ­წევ­და. უკ­ვე აყ­ვა­ნი­ლი იყო აღ­რიცხ­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო აქ და სის­ხ­ლი გა­ე­სინ­ჯა. ეს სა­ზიზღა­რი პრო­ცე­დუ­რა იყო. მეს­მო­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, ვი­საც ამის გავ­ლა უწევ­და. რო­გო­რიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­ინც ძნე­ლი იყო. ვე­ნე­რი­უ­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დი თვა­ლით უყუ­რებ­დ­ნენ. ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ათა­შან­გი მთლად შიდსს არ უტოლ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა იყო. აუცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნ­და გემ­კურ­ნა­ლა, თო­რემ შე­დე­გი შიდ­სის­გან არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და. მო­წამ­ლუ­ლი სის­ხ­ლი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც კლავ­და ორ­გა­ნიზმს.
ნა­ნა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. თვა­ლე­ბი ჩა­უქ­რა, აღარ იღი­მო­და, ჩემ­თან ლა­პა­რაკ­საც გა­ურ­ბო­და. თვა­ლებ­ში აღარ მი­ყუ­რებ­და, რო­ცა სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იყო, რომ და­ა­ვა­დე­ბამ დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლად იმოქ­მე­და მას­ზე, სი­ცოცხ­ლე აღარ უნ­დო­და. ამ გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი გო­გოს­გან აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, დარ­დით ამო­ღა­მე­ბუ­ლი მზე­რის გარ­და.
არც დე­ი­და­მი­სი იყო უკე­თეს დღე­ში. ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის სა­ნა­ხა­ვად არ მი­სუ­ლა. ეში­ნო­და, ვინ­მე ნაც­ნობ­მა ამ შე­ნო­ბა­ში რომ და­მი­ნა­ხოს, რა პა­სუ­ხი გავ­ცეო. თით­ქოს დის­პან­სერ­ში მხო­ლოდ ათა­შან­გი­ა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ. არ მეს­მო­და მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის, მაგ­რამ ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე. ალ­ბათ სადღაც მარ­თა­ლიც იყო. მე კი, რო­გორც ექიმს, ვერც ვე­რა­ვინ და­მიშ­ლი­და მას­თან მის­ვ­ლას და არც არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბო­და, იქ თუ მნა­ხავ­და. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც არ შე­მეძ­ლო სხვე­ბის გა­გე­ბა.
რო­გორც იქ­ნა, გა­მო­წე­რეს. ნა­ნემ­ს­რე­ბი ისე სტკი­ო­და, სი­ა­რუ­ლი უჭირ­და. აბა, რო­გო­რია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოც­ზე მეტ ნემსს რომ და­გარ­ჭო­ბენ, თა­ნაც მთე­ლი სა­მი კვი­რა.
მე მი­ვიყ­ვა­ნე სახ­ლ­ში. დე­ი­და­მი­სი გა­მოგ­ვე­გე­ბა. იმ­დე­ნი მად­ლო­ბა მი­ხა­და, რომ თა­ვი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი.
- სა­ში­ნელ დღე­ში კი ჩავ­ც­ვივ­დით, ბა­ტო­ნო ან­დ­რია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ასე­თი იყო ალ­ბათ ჩვე­ნი ბე­დის­წე­რა.
- არა უშავს, ქალ­ბა­ტო­ნო, სა­მი­ო­დე წე­ლი და მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გათხოვ­დე­ბა, შვი­ლებ­საც გა­ა­ჩენს და ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვიწყ­დე­ბა.
- ამის და­ვიწყე­ბა ასე იოლი რო­დია, ექი­მო, - მწუ­ხა­რე­ბით გა­აქ­ნია თა­ვი ქალ­მა და ჩა­ი­ზე მი­მი­პა­ტი­ჟა.
დარ­ჩე­ნას აზ­რი არ ჰქონ­და. ნა­ნა თა­ვის ოთახ­ში შე­ი­კე­ტა და გა­მოს­ვ­ლას აღარ აპი­რებ­და. დე­ი­და­მის­თან რა მქონ­და სა­ლა­პა­რა­კო? უნ­და ეწუ­წუ­ნა და მი­სი წუ­წუ­ნის­თ­ვის მეს­მი­ნა?
წა­მო­ვე­დი. ახ­ლა უარე­სად გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იქ სა­ნა­ხა­ვად მის­ვ­ლის სა­ბა­ბი მა­ინც მქონ­და. ახ­ლა რა უნ­და მექ­ნა? რის­თ­ვის უნ­და მივ­დ­გო­მო­დი სახ­ლ­ში, რა მეთ­ქ­ვა? მომ­წონს თქვე­ნი დის­შ­ვი­ლი და ვერ ვე­ლე­ვი-მეთ­ქი? ასე არ გა­მო­ვი­დო­და.
ვი­ფიქ­რე, სა­ერ­თოდ აღარ შე­ვეხ­მი­ა­ნე­ბი და იქ­ნებ და­ვი­ვიწყო-მეთ­ქი. ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. ასეც მო­ვი­ქე­ცი.
სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წრე­გა­და­სულ ქე­იფ­ზე გა­და­ვე­დი. ხან ერთ ქალს ვი­ბა­რებ­დი სახ­ლ­ში, ხან მე­ო­რეს, გუ­ლი რომ გა­და­მე­ყო­ლე­ბი­ნა. ქა­ლებს ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სიმ­პა­თი­უ­რი ექი­მი ვი­ყა­ვი, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ინ­ტი­მურ სა­კითხებ­შიც მქონ­და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა. ლო­გინ­ში ისე­ვე არ მეშ­ლე­ბო­და არა­ფე­რი, რო­გორც ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს.
მაგ­რამ მე­ოთხე დღეს მივ­ხ­ვ­დი, რომ სმა აღარ შე­მეძ­ლო, გა­და­იტ­ვირ­თა ორ­გა­ნიზ­მი. შე­სა­ბა­მი­სად, არც ქა­ლის­კენ მსურ­და გა­ხედ­ვა. უნ­და და­მეს­ვე­ნა, რომ ძვე­ლი ფორ­მა აღ­მედ­გი­ნა. პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რომ სა­კუ­თა­რი შვე­ბუ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლად ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე. ნა­ნას გა­მო და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც არ წა­ვე­დი. უფ­რო სწო­რად, უარი ვთქვი კუთ­ვ­ნილ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე და სა­მი თვით გა­დავ­წიე. ვი­ფიქ­რე, შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს სად­მე მთა­ში წა­ვალ და მშვი­დად და­ვის­ვე­ნებ-მეთ­ქი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ალი­კას გა­უ­ხარ­და ჩე­მი თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნა. თა­ვის მარ­ჯ­ვე­ნა ხელს მე­ძახ­და და ყო­ველ­თ­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, რო­ცა ასის­ტენ­ტო­ბას ჩემ მა­გივ­რად სხვა უწევ­და.
ნა­ნა­ზე მა­ინც ვფიქ­რობ­დი. ვერ ამო­ვიგ­დე ვერც გუ­ლი­დან და ვერც გო­ნე­ბი­დან. ახ­ლა მი­ზე­ზი მჭირ­დე­ბო­და, სა­ნა­ხა­ვად რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. თავს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი, რა მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა.
ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, აღა­რაფ­რის მო­ფიქ­რე­ბა არ დამ­ჭირ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად დე­ი­და­მი­სი და­მად­გა თავს, ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა. ოპე­რა­ცი­ი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, დაღ­ლი­ლი და გა­სა­ვა­თე­ბუ­ლი.
კლა­რას და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და, მა­შინ­ვე ფეხ­ზე წა­მო­ვი­ჭე­რი.
- ჩემ­თან ხართ? მობ­რ­ძან­დით... ხომ მშვი­დო­ბაა? - დაბ­ნე­ულ­მა არ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქ­ვა.
- ბა­ტო­ნო ან­დ­რია, ბო­დიშს კი გიხ­დით, ასე რომ შე­მო­გე­ჭე­რით, მაგ­რამ ისე შე­მა­წუ­ხეს თქვენ გა­მო, რომ მე თქვე­ნი შე­წუ­ხე­ბა მო­მიხ­და.
- აბა, მითხა­რით, რა ხდე­ბა? - ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ვი­ღაც მის ნაც­ნობს ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა და ამის სათ­ქ­მე­ლად მო­ვი­და-მეთ­ქი.
- ნა­ნა ისე მო­გეჩ­ვი­ათ, ახ­ლა უკ­ვირს, სა­ნა­ხა­ვად რა­ტომ აღარ მო­დი­სო. - თქვა და გა­მომ­ც­დე­ლი მზე­რა მო­მაპყ­რო, აბა, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა ჩემს ნათ­ქ­ვამ­ზეო.
მე კი სა­ში­ნე­ლე­ბა და­მე­მარ­თა - გავ­წით­ლ­დი... ყუ­რე­ბი­ა­ნად. ამით გამ­ხ­ნე­ვე­ბულ­მა ქალ­მა კი გა­აგ­რ­ძე­ლა, - რაც სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს, სულ ტი­რის, სი­ცოცხ­ლე აღარ მინ­და, თა­ვი გა­რეთ არ გა­მო­მე­ყო­ფა, ვერც ვე­რა­ვის შე­ვიყ­ვა­რებ და ვერც ვე­რას­დ­როს გავ­თხოვ­დე­ბიო. ჰგო­ნია, რომ რაც თავს გა­დახ­და, ეს ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლია. ვე­რაფ­რით ვა­ნუ­გე­შე, არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ უნ­და. მე­ში­ნია, რა­მე არ მო­უ­წი­ოს თავს. თქვენ სულ გი­ჯე­რებ­დათ, იქ­ნებ ახ­ლაც და­გი­ჯე­როთ? გა­მო­მი­ჭე­და ყუ­რე­ბი თქვენ­ზე ლა­პა­რა­კით... თუ დროს გა­მო­ნა­ხავთ... ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან ცო­ტა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაქვთ, მაგ­რამ...
- არა, რას ამ­ბობთ, - სი­ხა­რუ­ლის­გან ავი­რიე, - მო­ვალ, არ არის პრობ­ლე­მა. სა­ღა­მოს გა­მო­გივ­ლით. მეს­მის მი­სი. მას ახ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.
- არ ვი­ცი, რა გზას და­ვად­გე. მე მთე­ლი დღე სამ­სა­ხურ­ში ვარ, ეს კი­დევ ზის სახ­ლ­ში და არ­სად არ გა­დის. ამ ზაფხულს ცხვი­რი არ გა­უყ­ვია გა­რეთ. სულ მოწყე­ნი­ლი იყო. რას ვი­ფიქ­რებ­დი, ასე­თი ტკი­ვი­ლი თუ ჰქონ­და გულ­ში. ნე­ტავ მა­შინ­ვე ეთ­ქ­ვა, სულ ვდარ­დობ, რა­ტომ არ გა­მენ­დო-მეთ­ქი. ბო­ლო თვე­ებ­ში ისე­თი გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი გახ­და, ვე­ღარ ვცნობ­დი, - ენად გა­იკ­რი­ფა კლა­რა.
- ქალ­ბა­ტო­ნო კლა­რა, მო­დი, ასე შევ­თან­ხ­მ­დეთ. სა­ღა­მოს, შვი­დის მე­რე მო­ვალ და და­ვი­ლა­პა­რა­კებთ. იმე­დია, ვი­პო­ვით გა­მო­სა­ვალს. არ ინერ­ვი­უ­ლოთ.
ერ­თი სიტყ­ვით, რო­გორც შე­მეძ­ლო, და­ვამ­შ­ვი­დე ნა­ნას დე­ი­და და გა­ვის­ტუმ­რე. მე კი სი­ხა­რუ­ლის­გან აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი სამ­სა­ხურ­ში ვე­ღარ ვჩერ­დე­ბო­დი. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბო­და სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, რომ შინ გავ­ლა და ტან­საც­მ­ლის გა­მოც­ვ­ლა მო­მეს­წ­რო. კარგ ფორ­მა­ში მინ­დო­და, ვე­ნა­ხე.
არა, მი­სი და­ვიწყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამას ახ­ლა უფ­რო ნათ­ლად მივ­ხ­ვ­დი, რო­ცა თვი­თონ მო­ი­სურ­ვა ჩე­მი ნახ­ვა და `დეს­პა­ნი~ გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ესე იგი, ისიც ფიქ­რობს ჩემ­ზე. თუ ასეა, უკან რა­ტომ უნ­და და­ვი­ხიო? რაც იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა. არ ვი­ცი, სა­დამ­დე მი­მიყ­ვანს ეს გზა, მაგ­რამ სადღაც ხომ მი­მიყ­ვანს? - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის, სა­ნამ მის ბი­ნას მი­ვაღ­წევ­დი.
კა­რი დე­ი­და­მის­მა გა­მი­ღო და შინ შე­მიძღ­ვა. უკ­ვე მე­ო­რედ ვი­ყა­ვი აქ და ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­შინ კი არ შე­მიმ­ჩ­ნე­ვია, რომ შე­მო­სას­ვ­ლელ­ში უზარ­მა­ზა­რი სარ­კე ეკი­და, სა­დაც სა­კუ­თარ ფი­გუ­რას თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე და­ი­ნა­ხავ­დი. არც წიგ­ნე­ბით გა­მო­ტე­ნი­ლი თა­რო­ე­ბი და­მი­ნა­ხავს და არც კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად დამ­წყე­ბი მხატ­ვ­რის ნა­მუ­შევ­რებს ჰგავ­და.
გა­ვი­ა­რეთ სას­ტუმ­რო ოთა­ხი და სა­ძი­ნე­ბელს მი­ვა­დე­ქით. ამ ოთახ­ში არ ვყო­ფილ­ვარ. კლა­რამ კა­რი შე­ა­ღო და ან­დ­რია მო­ვი­დაო, ხმა­დაბ­ლა თქვა. ნა­ნა სა­წოლ­ზე მი­წო­ლი­ლი­ყო, ფე­ხებ­ზე თხე­ლი პლე­დი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი და ხელ­ში წიგ­ნი ეჭი­რა.
- წიგ­ნე­ბი იცოცხ­ლე, უყ­ვარს, ხე­ლი­დან ვერ გა­აგ­დე­ბი­ნებ, - ღი­მი­ლით მამ­ც­ნო დე­ი­და­მის­მა, - მე დაგ­ტო­ვებთ, ბავ­შ­ვე­ბო, და ვახ­შამს მო­გიმ­ზა­დებთ, - ამ სიტყ­ვე­ბით ოთა­ხი­დან გა­ვი­და და მარ­ტო­ნი დაგ­ვ­ტო­ვა.
უც­ნა­ურ­მა ცახ­ცახ­მა ამი­ტა­ნა. თით­ქოს პირ­ვე­ლად დავ­რ­ჩით მარ­ტო­ნი. არ ვი­ცო­დი, რა­ზე მე­ლა­პა­რა­კა, სა­უბ­რის დაწყე­ბა გა­მი­ჭირ­და.
- რო­გორ ხარ? - ნა­ნამ თვი­თონ წა­მო­იწყო.
- მე კარ­გად, შენ? - ამ ერ­თ­მა შე­კითხ­ვამ უცებ მო­მიხ­ს­ნა და­ძა­ბუ­ლო­ბა.
- რა ვი­ცი... რო­გორ უნ­და ვი­ყო... - და თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა.
- რო­გორ და კარ­გად, - რი­ხი­ა­ნად ავ­ლა­პა­რაკ­დი, - და­ი­ვიწყე, რაც იყო. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ცო­ტა ხან­ში ეს ამ­ბა­ვი ცუ­დი სიზ­მა­რი­ვით გაქ­რე­ბა.
- არა, ეს ამ­ბა­ვი აქე­დან არას­დ­როს არ გაქ­რე­ბა, - შუბ­ლ­ზე მი­ი­კა­კუ­ნა ხე­ლი, - სულ იმის ში­ში მექ­ნე­ბა, ოდეს­მე თა­ვი არ იჩი­ნოს.
- ამი­ტო­მაც სულ უნ­და აკონ­ტ­რო­ლო. თუმ­ცა, არა მგო­ნია, მთლად ასე სა­ში­შიც არ არის. რა თქმა უნ­და, თუ ნორ­მა­ლუ­რად იცხოვ­რებს ადა­მი­ა­ნი.
- შე­გა­წუ­ხე, არა? - სევ­და აღე­ბეჭ­და სა­ხე­ზე, - სახ­ლ­ში და­გი­ბა­რე... მაგ­რამ ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად მარ­ტო რომ დავ­რ­ჩი, რომ... შე­ნი ბრა­ლია, რა­ტომ მი­მაჩ­ვიე ყო­ველ­დღე შენს ნახ­ვას, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­ღი­მა, - მე­რე კი გაქ­რი.
ისე მსუ­ბუ­ქად მსაყ­ვე­დუ­რობ­და, სი­ა­მოვ­ნე­ბის ტალ­ღამ მთე­ლი სხე­უ­ლი მო­იც­ვა. შე­ფარ­ვით მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და, თან მან­ძილს არ ამ­ცი­რებ­და, რა­თა გა­ე­გო, მე რა შე­ხე­დუ­ლე­ბის ვი­ყა­ვი ამ სა­კითხ­ზე.
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, მინ­დო­და მოს­ვ­ლა, მაგ­რამ მე­უ­ხერ­ხუ­ლა. სა­ბა­ბი არ მქონ­და, რომ მე­ნა­ხე, - გა­მე­ცი­ნა, - ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ არც უნ­და ჩე­მი და­ნახ­ვა-მეთ­ქი.
- ვი­თომ?
- რა ვი­თომ? - ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა არ მო­ე­წო­ნა.
- ასე რომ იფიქ­რე, იმი­ტომ არ გა­მოჩ­ნ­დი? მე სხვა მი­ზე­ზი მგო­ნია.
- რა მი­ზე­ზი?
- თქვენ, კა­ცებს, იმის კი არ გჯე­რათ, რა­საც ხე­დავთ, არა­მედ იმას ხე­დავთ, რი­სიც უკ­ვე გჯე­რათ. შენს თვალ­ში მე უკ­ვე ხე­ლი­დან წა­სუ­ლი გო­გო ვარ, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. აბა, ჩემ­ნა­ირს რო­გორ გა­მო­ა­ჩენ შენს მე­გობ­რებ­თან და სა­ერ­თოდ, შენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? რას იტყ­ვი­ან...
გავ­ხევ­დი. თურ­მე რა შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი ჰქო­ნია დაწყო­ბი­ლი...
- შე­ნი აზ­რით, ისე ღრმად ჰქონ­და ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ უკ­ვე მე­ფიქ­რა იმა­ზე, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი მო­მა­ვალ­ში? - და გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­ვაპყა­რი.
სა­ხე­ზე ალ­მუ­რი წა­ე­კი­და, უხერ­ხუ­ლო­ბის და­სა­ფა­რა­ვად პლე­დის ზე­და­პირს ჩა­ებღა­უ­ჭა და წიწ­კ­ნა და­უწყო.
- ვი­ხუმ­რე... - ჩუ­მად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და მზე­რა ამა­რი­და, - მად­ლო­ბა, რომ მოხ­ვე­დი. მე­ტად აღარ შე­გა­წუ­ხებ, - ნირ­შეც­ვ­ლილ­მა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა.
- აი, რა­ღაც გეწყი­ნა. რა გეწყი­ნა?
- არა­ფე­რი, რა უნ­და მწყე­ნო­და? უბ­რა­ლოდ, მარ­ტო მინ­და დარ­ჩე­ნა. არ უნ­და გა­მო­მეგ­ზავ­ნა დე­ი­და­ჩე­მი შენ­თან. შეც­დო­მა და­ვუშ­ვი.
- გე­ყო­ფა! ძა­ლი­ან არე­უ­ლად ლა­პა­რა­კობ რა­ღაც, შე­ნი ვე­რა­ფე­რი გა­მი­გია. ხან ასე, ხან - ისე. ჯერ მო­ვი­დეს და მნა­ხო­სო, ახ­ლა კი მაგ­დებ. მო­დი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დი, რა გინ­და, კარ­გი?
ნე­ტავ არ მეთ­ქ­ვა. უეც­რად გა­ფით­რ­და, ტუ­ჩე­ბი მთლად გა­უ­თეთ­რ­და, ნი­კა­პი აუკან­კალ­და, თა­ვი­სი სი­სუს­ტის და­სა­ფა­რა­ვად თავ­ზე პლე­დი გა­და­ი­ფა­რა და იქი­დან გა­მომ­ძა­ხა, თუ შე­იძ­ლე­ბა, წა­დიო.
აბა, სადღა წა­ვი­დო­დი? ახ­ლა რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავ­დი.
მის სა­წოლ­ზე გა­დავ­ჯე­ქი და პლე­დი სა­ხი­დან ჩა­მო­ვუ­წიე.
- მო­მის­მი­ნე, ნა­ნა. მო­დი, და­ვი­ვიწყოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღემ­დე იყო. შენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ხარ, ქა­ლი, რო­მელ­საც არა­ფე­რი გაკ­ლია - არც ჭკუა, არც გო­ნე­ბა და არც გა­რეგ­ნო­ბა. შენ­ნა­ირ გო­გო­ებს შე­უძ­ლი­ათ მთე­ბი გა­დად­გან, თუ­კი მო­ი­სურ­ვე­ბენ. მონ­დო­მე­ბაც კი არ დაგ­ჭირ­დე­ბა, სურ­ვი­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ამის­თ­ვის. თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად იცი, რომ ასეა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, არ ვმა­ლავ და არც მიც­დია და­მალ­ვა, რომ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნე. რა თქმა უნ­და, მე­რე აირია სი­ტუ­ა­ცია. ხომ გეს­მის... მთლად ჩე­მი ბრა­ლიც არ არის, ასე რომ მოხ­და, მაგ­რამ მე მა­ინც არ მი­მი­ტო­ვე­ბი­ხარ. ვერ გე­ლე­ვი და არ ვი­ცი, ეს რი­სი ბრა­ლია. მთლად მა­მა­კა­ცუ­რი სი­სუს­ტის არ უნ­და იყოს, მგო­ნი, - გა­ვი­ხუმ­რე, რომ ოდ­ნავ მა­ინც გან­მე­მუხ­ტა სი­ტუ­ა­ცია.
- შენ მხო­ლოდ გე­ცო­დე­ბი და ეს გა­ლა­პა­რა­კებს, - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა და თვა­ლებ­ში ცრემ­ლი გა­უბ­რ­წყინ­და.
- სუ­ლაც არ მე­ცო­დე­ბი. შე­სა­ცო­დი რა გჭირს? ნუ მაბ­რა­ზებ, ძა­ლი­ან გთხოვ. ხო, ვა­ღი­ა­რებ, რომ მომ­წონ­ხარ, ბევ­რი მი­ფიქ­რია შენ­ზე და ახ­ლაც ვფიქ­რობ. ყო­ველ­დღე მახ­სოვ­ხარ და ვერ გი­ვიწყებ. ამის აღი­ა­რე­ბა შვე­ბას მოგ­გ­ვ­რის? მაგ­რამ არც ის მინ­და, რომ გუ­ლი გატ­კი­ნო. მე ახ­ლა ისეთ დღე­ში ვარ, რომ ვერ გა­და­მიწყ­ვე­ტია, რა გზას და­ვად­გე. არც ის შე­მიძ­ლია, ზურ­გი გაქ­ციო, მაგ­რამ...
- მაგ­რამ ჩემ გვერ­დით ყოფ­ნაც გიტყ­დე­ბა, არა?
- აუუუ, - შე­მა­წუ­ხა მის­მა ეჭ­ვებ­მა, თუმ­ცა სა­ფუძ­ვ­ლი­ან­მა, - ეგ­რე ნუ ლა­პა­რა­კობ, გთხოვ. ასე მიც­ნობ?
- ნე­ბის­მი­ერ კაცს გა­უტყ­დე­ბო­და ჩემ­ნა­ი­რის გვერ­დით გავ­ლა, - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა და თვა­ლებ­ზე ხე­ლი აიფა­რა.
- ახ­ლა გცემ, იცო­დე! - გა­ვუ­ჯავ­რ­დი, - გინ­და, და­გიმ­ტ­კი­ცო, რომ სუ­ლაც არ მიტყ­დე­ბა? გინ­და და­გიმ­ტ­კი­ცო?
სა­ხი­დან ხე­ლი ჩა­მო­ი­ღო და ცრემ­ლი­ა­ნი მზე­რა მო­მა­ნა­თა.
- გინ­და, ერ­თად წა­ვი­დეთ და­სას­ვე­ნებ­ლად? ორი-სა­მი კვი­რით სად­მე გა­ვი­დეთ, კარ­გი?
- რა? - იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ და­იბ­ნა.
- რაც მო­ის­მი­ნე. მე ავი­ღებ შვე­ბუ­ლე­ბას, შენ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­ა­კე­თე.
- ისე­დაც ბი­უ­ლე­ტენ­ზე ვარ, თვის ბო­ლომ­დე.
- ჰო­და, მით უკე­თე­სი. ვუთხ­რათ დე­ი­და­შენს, თუ მო­ე­წო­ნე­ბა ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა....
- არ ვი­ცი... არა მგო­ნია...
- მე და­ვარ­წ­მუ­ნებ, შენ ნუ გე­ში­ნია. - თვა­ლი ჩა­ვუ­კა­რი და წა­მოვ­დე­ქი.
სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ისე­თი მა­დი­საღ­მ­ძ­ვ­რე­ლი სურ­ნე­ლი გა­მო­დი­ო­და, ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მომ­ში­ე­ბო­და.
- ქალ­ბა­ტო­ნო კლა­რა... - კა­რის ზღურ­ბ­ლ­თან გავ­ჩერ­დი.
- ახ­ლა­ვე ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა, ჩე­მო კარ­გო, ორ წუთ­ში გავ­შ­ლი მა­გი­დას, - ღი­მი­ლით გა­მომ­ხე­და ნა­ნას დე­ი­დამ, რო­მელ­საც ხელ­ში ტო­მა­ტით გას­ვ­რი­ლი სუფ­რის კოვ­ზი ეჭი­რა, - ოჯა­ხუ­რიც მზა­დაა და სხვა და­ნარ­ჩე­ნიც.
- თქვენ­თან წი­ნა­და­დე­ბა მაქვს... - გა­ვაგ­რ­ძე­ლე.
- რაო, გე­ნაც­ვა­ლე. ცუ­დი არა­ფე­რი მითხ­რა, ისე­დაც გა­ხეთ­ქ­ვა­ზე მაქვს გუ­ლი.
- არ ვი­ცი, ცუ­დია თუ კარ­გი, მაგ­რამ მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, ძალ­ზე დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო წი­ნა­და­დე­ბაა.
- აბა, გის­მენ მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით, - ქალ­მა ტო­მა­ტი­ა­ნი კოვ­ზი ცა­რი­ელ თეფ­შ­ზე და­დო და მა­გი­დას მი­უჯ­და.
- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ნა სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად გაგ­ვეგ­ზავ­ნა ერ­თი-ორი კვი­რით.
- გგო­ნია, არ შევ­თა­ვა­ზე, შვი­ლო? მეხ­ვე­წე­ბო­და ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლი, გა­მო­უშ­ვი ჩემ­თან ბორ­ჯომ­ში, შვი­ლი­ვით მივ­ხე­და­ვო, მაგ­რამ არ ქნა. ასე წევს მთე­ლი დღე და ზე­ზე არ დგე­ბა. ჭა­მა რომ ჭა­მაა, ისიც არ ახ­სენ­დე­ბა, მე თუ არ შე­ვახ­სე­ნე.
- იცით, რა ვი­ფიქ­რე, ქალ­ბა­ტო­ნო კლა­რა? არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ... მე რომ წა­მეყ­ვა­ნა სად­მე...
- რო­გორ? - იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი ნათ­ქ­ვა­მი, რომ ქალს ეგო­ნა, მო­მე­ყუ­რაო.
- აი, მე რომ გავ­ყ­ვე თან, რო­გორც ექი­მი... მას ახ­ლა ზღვის აბა­ზა­ნე­ბი მო­უხ­დე­ბა, ჭრი­ლო­ბე­ბი ჯე­რაც არ არის სრუ­ლად შე­ხორ­ცე­ბუ­ლი. მე... მე შვე­ბუ­ლე­ბით წელს არ მი­სარ­გებ­ლია, ამი­ტომ შე­მიძ­ლია მო­ვითხო­ვო. თქვენ ალ­ბათ გე­ში­ნი­ათ, ეს ამ­ბა­ვი ვინ­მეს სა­ლა­პა­რა­კო არ გახ­დეს. მა­გის გა­რან­ტი­ას მე გაძ­ლევთ. ჯერ ერ­თი, ვინ რას გა­ი­გებს და მე­ო­რეც, მე თვი­თო­ნაც არ ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვინ­მემ ზედ­მე­ტი ილა­პა­რა­კოს. ჩემ­თან წა­მოს­ვ­ლა­ზე ნა­ნა უარს არ იტყ­ვის.
ქა­ლი ერ­თხანს ყოყ­მა­ნობ­და. თით­ქოს რა­ღა­ცის აწონ-და­წო­ნას ცდი­ლობ­და. ვინ იცის, რამ­დენ­მა კითხ­ვის ნი­შან­მა გა­ურ­ბი­ნა იმ­წუ­თას გო­ნე­ბა­ში.
- არ ვი­ცი, ან­დ­რია... მო­ვი­ფიქ­რებ, შვი­ლო. ასე ხე­ლა­ღე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა მო­მი­გო.
- ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა ძა­ლა­შია და მზად ვარ, თუ­კი გა­დაწყ­ვეტთ, - მო­რი­დე­ბით ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე და ნა­ნას­თან შევ­ბ­რუნ­დი.
ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, რა პა­სუხს მი­ვუ­ტან­დი. გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი შე­მომ­ც­ქე­რო­და.
- მო­ვი­ფიქ­რე­ბო... - ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე.
- ესე იგი, არ გა­მიშ­ვებს.
- არა, გა­გიშ­ვებს. უბ­რა­ლოდ, ასე უცებ ვერ გა­დაწყ­ვი­ტა. ვა­ცა­ლოთ ცო­ტა, მო­ი­ფიქ­როს. თვი­თო­ნაც მიხ­ვ­დე­ბა, რომ ასე უკე­თე­სია.
- ან­დ­რია... - გაბ­ზა­რუ­ლი ხმით და­მი­ძა­ხა.
- რა?
- მე შენ მიყ­ვარ­ხარ.
გავ­ქ­ვავ­დი. ვი­ცო­დი, რომ დღეს თუ ხვალ ამ სიტყ­ვებს აუცი­ლებ­ლად მეტყო­და, მაგ­რამ ამ­წუ­თას ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი. პა­სუ­ხად რა უნ­და მეთ­ქ­ვა? მეც მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი? არ მინ­დო­და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ჯერ ვერ გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვი სა­კუ­თარ თავ­ში, სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში. იყო კი ეს სიყ­ვა­რუ­ლი? ჯერ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლიც არ მქონ­და, რა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და მქო­ნო­და მას­თან. თუ აქამ­დე მის ცო­ლო­ბას ვგეგ­მავ­დი, მე­რე კი ეს გეგ­მა უბ­რა­ლოდ, სექ­სუ­ა­ლურ­მა ლტოლ­ვამ შეც­ვა­ლა, ახ­ლა სრუ­ლი­ად სხვა გრძნო­ბას შე­ვეპყა­რი. არც სექ­სი მინ­დო­და მას­თან, არც მი­სი და­უფ­ლე­ბის ჟი­ნი მკლავ­და, კოც­ნა რომ კოც­ნაა, ისიც არ მი­ზი­დავ­და, მაგ­რამ მა­ინც მინ­დო­და, გვერ­დით მყო­ლო­და. ალ­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მა უფ­რო ერ­ქ­ვა ამ ყვე­ლა­ფერს, ვიდ­რე ნდო­მა ან სიყ­ვა­რუ­ლი. თით­ქოს სა­ნა­ტო­რი­უ­მის ექი­მი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, მო­მაკ­ვ­და­ვებს ბო­ლო დღე­ე­ბი შე­უმ­სუ­ბუ­ქოს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი გრძნო­ბით ვი­ყა­ვი გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ნა­ნას ცხოვ­რე­ბის ხა­ლისს გა­ვუღ­ვი­ძებ­დი და კვლავ მო­ვაბ­რუ­ნებ­დი ამ ქვეყ­ნის­კენ.
ისე ვი­ვახ­შ­მეთ, სა­უ­ბა­რი ვერ ავაწყ­ვეთ. თით­ქოს სა­მი­ვე­ნი რა­ღა­ცამ დაგ­ვაბ­ნია. იმის თქმაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, აღ­მე­ნიშ­ნა, რა გემ­რი­ე­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თ­ლაც, ასე­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით კარ­გა ხა­ნია, არ მი­ვახ­შ­მია.
გვი­ა­ნო­ბამ­დე დავ­რ­ჩი. ჯერ სა­მი­ვემ ერ­თად ვი­ლა­პა­რა­კეთ, მე­რე მე და ნა­ნა გან­ვ­მარ­ტოვ­დით მის­სა­ვე სა­ძი­ნე­ბელ­ში და სა­წოლ­ზე მი­წო­ლი­ლე­ბი ისე ში­ნა­უ­რუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით, თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. რა­ღა­ცე­ბი გა­ვიხ­სე­ნე ჩე­მი სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კი­დან. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი კუ­რი­ო­ზი მექ­ნე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში ჩე­მი პრო­ფი­ლის გა­დამ­კი­დე. ის კი კის­კი­სებ­და და კის­კი­სებ­და. რაც გა­მო­წე­რეს მას შემ­დეგ პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი ასე გა­ცი­ნე­ბულს, ღი­მი­ლიც კი უცხო ხი­ლი გახ­და მის სა­ხე­ზე.
პირ­ვე­ლი ხდე­ბო­და, რომ წა­მო­ვე­დი. არ კი მინ­დო­და, მაგ­რამ არც დარ­ჩე­ნა გა­მო­დი­ო­და. ვერ ვე­ლე­ო­დი. რაც დრო გა­დი­ო­და, მით უფ­რო მინ­დო­და, სულ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ახ­ლა იმას­ღა ვნატ­რობ­დი, დე­ი­და­მისს ხე­ლი შე­ეწყო ჩვენ­თ­ვის, დრო­ზე მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა პა­სუ­ხი და მე და ნა­ნა თბი­ლისს გავ­ც­ლო­დით.
ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ქალ­ბა­ტონ­მა კლა­რამ იმა­ზე ად­რე მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ვიდ­რე ვე­ლო­დი. მე­ო­რე სა­ღა­მოს­ვე, რო­გორც კი მათ­თან გა­ვე­დი და ჰოლ­ში შე­ვა­ბი­ჯე, ქალ­ბა­ტონ­მა კლა­რამ გა­მარ­ჯო­ბის ნაც­ვ­ლად, მე თა­ნახ­მა ვა­რო, შე­მო­მა­გე­ბა.
სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ლა­მის შევ­ხ­ტი. ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი სი­ხა­რუ­ლის და­მალ­ვა. კლა­რას მივ­ვარ­დი, ხე­ლე­ბი მოვ­ხ­ვიე, ვა­კო­ცე და ვუ­ჩურ­ჩუ­ლე:
- მე თქვენ იმედს არ გა­გიც­რუ­ებთ, ქალ­ბა­ტო­ნო!
მე­ო­რე დღეს­ვე დავ­ტ­რი­ალ­დი. გა­დავ­რე­კე, გად­მოვ­რე­კე, ბა­თუმ­ში ნაც­ნო­ბი გა­მოვ­ნა­ხე, სას­ტუმ­რო­ში ნო­მე­რი და­ვი­ბე­ვე, ფუ­ლი გა­დავ­რიცხე და რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­რე, ნა­ნას ვეს­ტუმ­რე, რომ მეთ­ქ­ვა, ორ დღე­ში ქა­ლა­ქი­დან გავ­დი­ვართ-მეთ­ქი.
ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და და­უ­ვიწყა­რი დღე­ე­ბი იწყე­ბო­და. ამას უკ­ვე ვგრძნობ­დი.


გაგრძელება ჟურნალ "გზის" 45-ე ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი