წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი V)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი V)
ნაწილი მეხუთე


ცხრა დღე დავ­რ­ჩით ბა­თუმ­ში. მა­შინ სადღა იყო ისე, ახ­ლა რო­გო­რი­ცაა - ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რომ სას­ტუმ­რო შეგ­ხ­ვ­დე­ბა. თა­ნაც ხა­ვერ­დო­ვან სე­ზონ­ზე ყო­ველ­თ­ვის გა­და­ჭე­დი­ლი იყო ბა­თუ­მი რუ­სი დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბით.
რო­ცა ორად­გი­ლი­ან ნო­მერ­ში ავე­დით და ნა­ნამ გა­ი­გო, რომ ერ­თად უნ­და გვეცხოვ­რა, ში­შის­გან ტუ­ჩე­ბი გა­უ­ფით­რ­და.
- ნუ გე­ში­ნია, არა­ფერს არ გი­პი­რებ. უბ­რა­ლოდ, ესეც ძლივს ვი­შო­ვე, გეს­მის? სა­ერ­თოდ არ შე­გე­ხე­ბი. შენ შენ­თ­ვის იქ­ნე­ბი, მე ჩემ­თ­ვის. პი­რო­ბას გაძ­ლევ.
- მა­გის სუ­ლაც არ მე­ში­ნია, - მშვი­დად მო­მი­გო და თვა­ლი თვალ­ში ურ­ცხ­ვად გა­მი­ყა­რა.
აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა! მას მხო­ლოდ იმის ეში­ნო­და, თუ ერ­თად დავ­წ­ვე­ბო­დით და სექ­სი გვექ­ნე­ბო­და, მი­სი სე­ნი მეც არ გა­დამ­დე­ბო­და. გა­მე­ცი­ნა. ხე­ლი წა­ვავ­ლე და სა­წოლ­ზე დავ­ს­ვი. და­ვუწყე ახ­ს­ნა, რომ არ­ც­თუ ისე­თი პა­ტა­რა გო­გოა, ასე­თი რა­მე­ე­ბი არ ეს­მო­დეს. რომ სა­შიშ­რო­ე­ბამ უკ­ვე ჩა­ი­ა­რა, მი­სი სის­ხ­ლი გაწ­მენ­დი­ლია, თუ მთლი­ა­ნად არა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ინც. მთა­ვა­რია, ფრთხი­ლად იყოს. სა­სურ­ვე­ლია, სა­მი წე­ლი შვი­ლი არ გა­ა­ჩი­ნოს და მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად არ იც­ვა­ლოს. ბო­ლო გაფ­რ­თხი­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცი­ნე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ე­ღო.
თა­ვი უსიტყ­ვოდ და­მიქ­ნია, მაგ­რამ მის თვა­ლებ­ში ში­ში მა­ინც ში­შად დარ­ჩა. არ ვი­ცი, რი­სი იყო ში­ში, რო­მელ­საც ხელ­ში ჰყავ­და გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი - მა­მა­კა­ცე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის, ცრურ­წ­მე­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, გა­სა­ჭი­რის, სი­მარ­ტო­ვის თუ ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბის... შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის ერ­თად. მინ­დო­და, გა­მემ­ხ­ნე­ვე­ბი­ნა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ იგი უკ­ვე აღარ იყო მარ­ტო, რომ მე მის გვერ­დით ვი­ყა­ვი და არას­დ­როს მი­ვა­ტო­ვებ­დი. ვუმ­ტ­კი­ცებ­დი, რომ ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და ჩემ­თ­ვის და მი­სი გუ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი.
კარ­გა ხანს მის­მი­ნა. მე­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი­სერ­ზე მომ­ხ­ვია ორი­ვე ხე­ლი, ყე­ლი ყელ­ზე გა­და­მაჭ­დო და სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი ხმით ზედ ყურ­თან და­იწყო გო­დე­ბა:
- არას­დ­როს გა­მიშ­ვა ხე­ლი, ან­დ­რია, არას­დ­როს, კარ­გი?
და პირ­ვე­ლად ვა­კო­ცე. ისე ვცახ­ცა­ხებ­დი, თით­ქოს ქა­ლის­თ­ვის ჯერ არ მე­კოც­ნა. რამ­დე­ნი მი­ოც­ნე­ბია ამ ტუ­ჩებ­ზე, რამ­დენ­ჯერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ ვა­კო­ცებ­დი. ახ­ლა კი... არ ვი­ცი, თით­ქოს ისე არ გა­მომ­დი­ო­და, რო­გორც უნ­და გა­მომ­ს­ვ­ლო­და. რა­ღაც­ნა­ი­რად ვფრთხი­ლობ­დი. ალ­ბათ უფ­რო იმი­ტომ, რომ არ და­მეფ­რ­თხო. ერ­თი ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა და მორ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა მე­რე სა­ერ­თოდ აღარ გა­ვე­კა­რე­ბი­ნე ახ­ლოს. ამი­ტომ მხო­ლოდ ნა­ზი მო­ფე­რე­ბით და კოც­ნით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე. მე­რე ბევ­რი სა­ა­ლერ­სო სიტყ­ვა ვუთხა­რი და შუბ­ლ­ზე ვა­კო­ცე. გა­მუდ­მე­ბით ვე­ლო­დი, რო­დის მკითხავ­და, გიყ­ვარ­ვარ თუ არაო, მაგ­რამ, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, არც უკითხავს და არც მზე­რა­ში ჩას­დ­გო­მია მსგავ­სი შე­კითხ­ვა. იქ­ნებ იცო­და, რა­საც ვუ­პა­სუ­ხებ­დი და სწო­რედ ამ პა­სუ­ხის ეში­ნო­და? მინ­დო­და, რომ ასე არ ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მეწყი­ნე­ბო­და, თუ იფიქ­რებ­და, რომ არ მიყ­ვარ­და. ეს ხომ ტყუ­ი­ლი იყო. მე მიყ­ვარ­და, გულ­წ­რ­ფე­ლად მიყ­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტა­დაც მიყ­ვარ­და... ან... არ ვი­ცი. მაგ­რამ რომ მიყ­ვარ­და, ეს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი. თუმ­ცა, ამა­ში გა­მოტყ­დო­მას ჯერ ვერ ვბე­დავ­დი. თუ სიყ­ვა­რულს ავუხ­ს­ნი­დი, მა­შინ იმე­დიც უნ­და მი­მე­ცა, რომ ცო­ლად შე­ვირ­თავ­დი. ამის გა­კე­თე­ბას კი არ ვა­პი­რებ­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მი­სი გუ­ლის­თ­ვის ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, მხო­ლოდ ეს იყო. ამის თქმა კი მიმ­ძიმ­და. ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. ამ აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში კა­რი­ე­რას ვერ გა­ი­კე­თებ­დი, ერ­თი ნა­ბი­ჯი­თაც ვერ წა­ი­წევ­დი წინ. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებ­დი, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბო­და, ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვიწყ­დე­ბო­დათ ნა­ნას პრობ­ლე­მე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბო­და. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა შე­მეც­ვა­ლა აზ­რი და...
მაგ­რამ ეგ ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვა იყო. მე კი ახ­ლა მხო­ლოდ ამ წუ­თე­ბით უნ­და დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვი, მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი დღით უნ­და მეცხოვ­რა და ხვა­ლე­ზე არ მე­ფიქ­რა.
იმ დღეს ნომ­რი­დან არ გავ­სულ­ვართ. ერ­თ­მა­ნეთს ჩა­ვე­ხუ­ტეთ და გემ­რი­ე­ლად გა­მო­ვი­ძი­ნეთ...
ღა­მე უკ­ვე შე­მო­პა­რუ­ლი­ყო, რო­ცა გა­მეღ­ვი­ძა. ნა­ნას ჯერ ისევ ეძი­ნა. ფრთხი­ლად მო­ვა­შო­რე ჩე­მი ხე­ლი, რო­მელ­ზეც თა­ვი ედო და აივან­ზე გა­ვე­დი.
აქე­დან ზღვა ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­ჩან­და, მთვა­რის შუქ­ზე ვერ­ცხ­ლის­ფ­რად ლაპ­ლა­პებ­დ­ნენ ცი­ვი ტალ­ღე­ბი. სა­სი­ა­მოვ­ნოდ ის­მო­და ტალ­ღე­ბის ტლა­შუ­ნის ხმა, თით­ქოს ვი­ღაც გა­სა­ფენ სა­რეცხს ფერ­თხავ­სო. დაჰ­კ­ვირ­ვე­ბი­ხართ ოდეს­მე ამ ხმას? იგი ძა­ლი­ან წა­ა­გავს ზღვის ტალ­ღის ხმას, ნა­პირს რომ მო­ას­კ­დე­ბა ხოლ­მე.
ზღვას­თან სა­ო­ცა­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მა­კავ­ში­რებს. ამის ორი სიტყ­ვით ახ­ს­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყო­ველ­თ­ვის ასე იყო იმ დღი­დან, რო­ცა ზღვა პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ეს კი მო­ზარ­დო­ბა­ში მოხ­და, რო­ცა მე­გო­ბარ ბი­ჭებ­თან ერ­თად სო­ხუმ­ში გა­ვი­პა­რე. ო, იქ სულ სხვა­ნა­ი­რი იყო ზღვაც, ჰა­ე­რიც და მი­წაც. იქა­უ­რო­ბა უცხო პლა­ნე­ტას ჰგავ­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­ში ძალ­ზე ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს სადღაც ტრო­პი­კებ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი, აი, ფილ­მებ­ში რომ მე­ნა­ხა ან რო­მა­ნებ­ში წა­მე­კითხა.
მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ბავ­შ­ვუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო და იმი­ტო­მაც მეჩ­ვე­ნე­ბო­და ასე გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად, რა­საც გვი­ან მივ­ხ­ვ­დი, რო­ცა მი­უწ­ვ­დო­მე­ლი თით­ქ­მის აღა­რა­ფე­რი დამ­რ­ჩა - ახალ­გაზ­რ­და კაცს ზღვა­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო წას­ვ­ლა, მთა­შიც და ოკე­ა­ნე­ზეც, თა­ნაც - სა­დაც გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც. ოც­და­ა­თი წლის ასაკ­ში ჩემს ოც­ნე­ბებს მსგავ­სი ნატ­ვ­რე­ბი გა­მო­აკ­ლ­და.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზღვა მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩამ­რ­ჩა გულ­სა და გო­ნე­ბა­ში. თით­ქოს იმ ქა­ლი­ვით იყო, რო­მე­ლიც გიყ­ვარს, გეფ­ლირ­ტა­ვე­ბა, ახ­ლო­საც გიშ­ვებს, მაგ­რამ შე­ნი ვე­რას­დ­როს გახ­დე­ბა და მხო­ლოდ შო­რი­დან ეტ­რ­ფი...
კარ­გა ხანს ვი­ჯე­ქი აივან­ზე და შო­რეთს გავ­ყუ­რებ­დი, თუმ­ცა უკ­ვე აღა­რა­ფე­რი ჩან­და. ზღვა კარ­გა ხა­ნია, ფან­ჯ­რებს მო­შორ­და და ჰო­რი­ზონ­ტ­ში ჩა­ი­კარ­გა, რად­გან მთვა­რე ღრუბ­ლებ­მა ჩა­ით­რია და ზღვაც თან გა­ი­ყო­ლა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზურ­გი­დან თბი­ლი მკლა­ვე­ბი ჩა­მო­მის­რი­ალ­და მკერ­დ­ზე, თით­ქოს ჩან­ჩ­ქე­რი კლდი­დან გად­მო­ვარ­დაო. ნე­ტა­რად ამო­ვიგ­მი­ნე და თვა­ლე­ბი მივ­ლუ­ლე.
- შენ ჩე­მი სევ­დის სა­მე­ფოს პრინ­ცი ხარ, თეთრ რაშ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, - მი­ჩურ­ჩუ­ლა გა­ხუ­რე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბით და ამო­ნა­სუნ­თ­ქი ჰა­ე­რის ცხე­ლი ნა­კა­დი სა­ხე­ზე შე­მო­მაფ­რ­ქ­ვია, - და მინ­და, მო­თეთ­რო რა­ში ახ­ლა­ვე, ამ­წუ­თას!
რო­გორ მინ­დო­და, თა­ვი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი.
- ამ­წუ­თას აუცი­ლე­ბე­ლია? ცო­ტა ხომ არ გა­დაგ­ვე­დო გა­გი­ჟე­ბის წუ­თე­ბი?
- ამ წუ­თებ­ში ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ ამ წუ­თებს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, - გა­ხე­ლე­ბულ­მა ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა და გამ­შორ­და. მე­ტის მოთ­მე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ისე გა­მა­ხე­ლა, ამ­წუ­თას მარ­თ­ლაც სი­გი­ჟე ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც უარე­სად გა­გიჟ­და. სა­ძი­ნებ­ლის კარ­თან და­ვე­წიე და ქო­რი­ვით და­ვაცხ­რი თავს.
ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უცებ მოხ­და. წა­მი­თაც არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ ნა­ნას­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი სექ­სი იყო, ამი­ტომ ცო­ტა­თი მა­ინც მოვ­ფ­რ­თხი­ლე­ბო­დი, უხე­შო­ბა არ გა­მო­მე­ჩი­ნა და ნა­ზად მოვ­პყ­რო­ბო­დი. არც იმა­ზე მი­ფიქ­რია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვი მი­სი სხე­უ­ლით და გა­მე­სიგ­რ­ძე­გა­ნე­ბი­ნა, რა გან­ძის მფლო­ბე­ლიც ვხდე­ბო­დი. არა­ფერ­ზეც არ მი­ფიქ­რია. გი­ჟი ვი­ყა­ვი და სი­გი­ჟეს ჩავ­დი­ო­დი. გა­ხე­ლე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმას ველ­ტ­ვო­დი, რომ გა­ხე­ლე­ბუ­ლი ვნე­ბა და­მე­ო­კე­ბი­ნა, და­ნარ­ჩენ­ზე აღარ ვფიქ­რობ­დი. არც იმა­ზე, თა­ვად ნა­ნა რას ფიქ­რობ­და ამ წუ­თებ­ში...
მე­რე დიდ­ხანს ვი­წე­ქით ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლე­ბი. ნა­ნა ჩე­მი თმის ღე­რებს წიწ­კ­ნი­და და ჭერს შეჰ­ყუ­რებ­და, მე მის ძუ­ძუ­ზე მქონ­და ლო­ყა და­დე­ბუ­ლი და გატ­რუ­ნუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბას მივ­ცე­მო­დი. თმა­ზე მო­ფე­რე­ბა ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.
იმ ღა­მემ ასე, მდუ­მა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. კი მრცხვე­ნო­და, ცხო­ვე­ლი­ვით რომ ვე­ცი და აღა­რა­ფერ­ზე ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ თა­ვის მარ­თ­ლე­ბას ხომ არ მოვ­ყ­ვე­ბო­დი? არც იყო სა­ჭი­რო. ვი­ცო­დი, რო­გორ უნ­და გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ საქ­მეს მე­ო­რე დი­ლი­დან­ვე შე­ვუ­დე­ქი...

ზღაპ­რუ­ლი დღე­ე­ბის მთე­ლი წყე­ბა დაგ­ვიდ­გა. ზღვა­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად თით­ქ­მის არ გვქონ­და დრო. დღი­სა და ღა­მის ორ მე­სა­მედს სა­წოლ­ში ვა­ტა­რებ­დით. არ შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან მოგ­ბეზ­რე­ბო­და. ორ­პირ ქარ­ში დან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლი­ვით იყო, რაც უფ­რო ეხე­ბო­დი, მით უფ­რო გიზ­გი­ზებ­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისე გა­ი­წა­ფა ლო­გინ­ში, გე­გო­ნე­ბო­დათ, ამ საქ­მის­თ­ვის არის და­ბა­დე­ბუ­ლიო. არც ჭა­მა გვახ­სოვ­და, არც სმა. სა­ღა­მო­ო­ბით თუ გა­ვი­დო­დით სა­ნა­პი­რო­ზე, დაღ­ლი­ლე­ბი და მო­თენ­თი­ლე­ბი. რო­გორც კი მთვა­რე ამო­ცურ­დე­ბო­და, მა­შინ­ვე ნო­მერ­ში გა­მოვ­რ­ბო­დით.
მი­ყო­ლე­ბით ამ­დე­ნი დღე, დი­დი ხა­ნია, თა­ვი ასე კარ­გად არ მიგ­რ­ძ­ნია. ნა­ნა ყვე­ლა­ნა­ი­რად მავ­სებ­და. არა და არ მბეზ­რ­დე­ბო­და მის გვერ­დით ყოფ­ნა, მი­სი სი­ცი­ლი, მი­სი სევ­და, მი­სი ღი­მი­ლი... ყვე­ლა­ფე­რი მსი­ა­მოვ­ნებ­და და მინ­დო­და, სულ მქო­ნო­და, არას­დ­როს გა­მომ­ლე­ო­და. იმ­დე­ნად კარ­გად ვი­ყა­ვი მას­თან, ისიც კი ვი­ფიქ­რე, ხომ არ მი­ვა­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა და რუ­სეთ­ში ან სად­მე ხომ არ გა­და­ვიხ­ვე­წო, სა­დაც არა­ვინ გვიც­ნობს-მეთ­ქი... მაგ­რამ ვერ გავ­რის­კე... შე­მე­შინ­და... ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის შე­მე­შინ­და. უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის... კა­რი­ე­რის ვე­რაწყო­ბის... ერ­თი სიტყ­ვით, მა­მა­კა­ცუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი ერ­თი­ა­ნად მო­მე­ძა­ლა.
არა­და, მის გა­რე­შე ერ­თი დღეც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. სულ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, თბი­ლის­ში რომ ჩა­ვი­დო­დით, რო­გორ უნ­და მო­მეთ­მი­ნა მი­სი უნა­ხა­ო­ბა? და რად­გან საშ­ველს ვერ ვხე­დავ­დი, ისევ და ისევ თავ­და­ვიწყე­ბა­ში ვპო­ვე შვე­ლა.
თუმ­ცა, მთა­ვა­რი ის იყო, რომ ნა­ნას სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი და­უბ­რუნ­და. ისე­თი მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი იყო, არას­დ­როს რომ არ მე­ნა­ხა. და ეს მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ხა­ლი­სე სა­ოც­რად გა­დამ­დე­ბი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუმო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და. ყო­ველ­დღე ახალ და ახალ აღ­მო­ჩე­ნებს ვა­კე­თებ­დი. ისე მაკ­ვირ­ვებ­და თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბით, რომ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი. სწო­რედ ისე­თი იყო, რო­გო­რიც ჩემს და­ლი­ან­და­გე­ბულ ცხოვ­რე­ბას სჭირ­დე­ბო­და, უფ­რო სწო­რად, მუხ­ტი - ამ ლი­ან­და­გებ­ზე მი­რახ­რა­ხე ჩე­მი სი­ცოცხ­ლის ბორ­ბ­ლებს რომ გა­ას­რი­ა­ლებ­და.
ერ­თხელ, ღა­მით, სა­ნა­პი­რო­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ჩვე­უ­ლებ­ი­სა­მებრ, ვიწ­რო ქუ­ჩა­ზე შე­ვუხ­ვი­ეთ, სა­დაც ლამ­პი­ო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბა არ იყო და სიბ­ნე­ლე­ში გვიხ­დე­ბო­და გავ­ლა. ეს ქუ­ჩა სას­ტი­კად არ უყ­ვარ­და, სულ იმის ში­ში ჰქონ­და, ვინ­მე არ ჩაგ­ვი­საფ­რ­დეს და გა­ძარ­ც­ვის მიზ­ნით რა­მე სა­ში­ნე­ლე­ბა არ დაგ­ვ­მარ­თო­სო, ამი­ტომ გა­სუ­სუ­ლი მომ­ყ­ვე­ბო­და ხოლ­მე გვერ­დით და ისე მძლავ­რად იყო ჩემს ხელს ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი, თით­ქოს ეში­ნია, არ წა­იქ­ცე­სო. ჰო­და, იმ ღა­მეს ენა არ გა­უ­ჩე­რე­ბია. ფრთხი­ლად მო­ვა­ბი­ჯებ­დით ქუ­ჩა­ში, ირ­გ­ვ­ლივ ისე­თი წკვა­რა­მი იდ­გა, წე­სი­ე­რად თვალ­თან თითს ვერ მი­ი­ტან­დი, ეს კი ტი­ტი­ნებ­და და არ ჩერ­დე­ბო­და.
- ან­რი, იცი, რა? - გა­ჩერ­და უცებ და ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა.
- რა?
- ხე­დავ, რო­გორ ბნე­ლა? ახ­ლა მე და შენ მხო­ლოდ ხმე­ბი ვართ, - ჩუ­მად და­ა­ყო­ლა, - უს­ხე­უ­ლო ხმე­ბი.
შე­მაჟ­რ­ჟო­ლა, რამ მო­ა­ფიქ­რა ამის­თა­ნა რა­მე-მეთ­ქი. გულ­ში ჩა­ვი­ხუ­ტე და თვა­ლებ­ში რომ ჩავ­ხე­დე, ხმა­მაღ­ლა ვუთხა­რი:
- მე შენს თვა­ლებს ვხე­დავ, მა­შა­სა­და­მე, მხო­ლოდ ხმე­ბი არ ვართ!
ორი­ვეს გაგ­ვე­ცი­ნა...

ბო­ლო დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად გაგ­ვი­ჭირ­და. წა­მოს­ვ­ლა არც ერთს არ გვინ­დო­და. ისე ჩა­მო­ვაღ­წი­ეთ თბი­ლის­ში, არც კი გვი­ლა­პა­რა­კია გზა­ში ერ­თ­მა­ნეთ­თან. ავ­ტო­ვაგ­ზალ­ზე კლა­რა დაგ­ვ­ხ­ვ­და, დე­ი­და­მი­სი. გა­ო­ცე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და თა­ვის დის­შ­ვილს, იმ­დე­ნად შეც­ვ­ლი­ლი ეჩ­ვე­ნა. ნა­ნა მარ­თ­ლაც სა­ოც­რად გა­დას­ხ­ვა­ფე­რე­ბუ­ლი­ყო ამ დღე­ებ­ში, თით­ქოს ბრწყი­ნავ­და. დე­ი­და­მისს თქმით არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ აშ­კა­რა იყო, მიხ­ვ­და, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ნა­ნას ასე­თი ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი.
- იმე­დია, ეს დას­ვე­ნე­ბა სა­ნა­ნებ­ლად არ გა­უხ­დე­ბა, - გად­მო­მიკ­რა სიტყ­ვა.
- იმე­დია... - მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე, რი­თაც ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, მე ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თე-მეთ­ქი.
- დი­დი მად­ლო­ბა, ან­დ­რია. შენ რომ არა, არ ვი­ცი, ამას რა ეშ­ვე­ლე­ბო­და, - კლა­რამ გა­დამ­კოც­ნა და დე­ი­და და დის­შ­ვი­ლი ტაქ­სი­ში ჩას­ხ­დ­ნენ.
რო­გორც კი წა­ვიდ­ნენ, გულ­ში ეგ­რე­ვე სუს­ხი შე­მო­მე­პა­რა. თურ­მე რო­გორ მათ­ბობ­და... თურ­მე რო­გორ მავ­სებ­და... მო­უ­ლოდ­ნე­ლად თით­ქოს რა­ღაც გატ­კა­ცუნ­და გო­ნე­ბა­ში, თით­ქოს რო­მე­ლი­ღაც კუნ­ჭუ­ლი გა­ნათ­და... და მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფეთ­ქე­ბა­დი, ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი მსხვრე­ვის პე­რი­ო­დი იწყე­ბო­და.
იქ, სადღაც, გუ­ლის რო­მე­ლი­ღაც ჯე­რაც უღ­რან ტყე­სა­ვით გა­უ­ვალ კუნ­ჭულ­ში, ბევრ ტკი­ვილ­სა და მწუ­ხა­რე­ბას რომ უპო­ვია სა­ვა­ნე, ახალ­მა გან­ც­დამ და­ი­დო ბი­ნა, - რა­ღა­ცის და­კარ­გ­ვის მო­ლო­დინ­მა, რა­ღაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სის და­კარ­გ­ვის მო­ლო­დინ­მა... და ამ გან­ც­დამ ძა­ლი­ან შე­მა­ში­ნა...
ნა­ნა ხომ ისე­დაც აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და შიშს... სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­ვი­და, რომ ჩვენ ორი­ვეს გვე­ში­ნო­და... ერ­თ­მა­ნე­თის და­კარ­გ­ვის...
ცუ­დია, რო­ცა მშობ­ლე­ბიც გავ­ლე­ნი­ა­ნი გყავს ადა­მი­ანს. დე­და პრო­ფე­სო­რი, მა­მა პრო­ფე­სო­რი, ბე­ბია - მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. ერ­თი სიტყ­ვით, სახ­ლ­ში კრინტს ვერ დავ­ძ­რავ­დი ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, აუცი­ლებ­ლად სა­ბე­დის­წე­რო სამ­ს­ჯავ­როს გავ­ლა მო­მი­წევ­და.
ამი­ტომ ჩუ­მად გა­დავ­წყ­ვი­ტე ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ბი­ნის სა­კითხი უნ­და გა­მერ­კ­ვია, სად შევ­ხ­ვ­დე­ბო­დით მე და ნა­ნა ერ­თ­მა­ნეთს. სად და ბე­ბი­ა­ჩე­მის ბი­ნა­ში, ვე­რა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო და ბი­ნის ქი­რას მე, თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი, ვი­ღებ­დი, რო­გორც სა­ნი­მუ­შო შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ბე­ბი­ამ, აბა­ში­ძის ქალ­მა, რო­გორც კი მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე, დე­ი­და­ჩემს გა­მო­უცხა­და, თქვენ­თან გად­მოვ­დი­ვარ საცხოვ­რებ­ლად, სულ ფეხ­ზე მკი­დია, ჩე­მი სი­ძე ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა, ჩე­მი ბი­ნა უნ­და გა­ვა­ქი­რაო და მაგ თან­ხით ან­დ­რი­ას გვერ­დით და­ვუდ­გეო. ბე­ბი­ა­ზე უკ­ვე მო­გი­ყე­ვით, რო­გო­რი ქა­ლიც ბრძან­დე­ბო­და და ის რომ რა­მეს იტყო­და, ვი­ღას ჰქონ­და ორი თა­ვი, შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და? ან კი რა­ტომ უნ­და შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდ­ნენ? მა­მა­ჩემს ძა­ლი­ა­ნაც უყ­ვარ­და სი­დედ­რი, სი­დედ­რ­საც მოს­წონ­და ნა­ხევ­რად თა­ვა­დი და ნა­ხევ­რად აზ­ნა­უ­რი სი­ძე, ამი­ტომ ერ­თად ცხოვ­რე­ბა ოჯა­ხის არც ერთ წევრს უსი­ა­მოვ­ნე­ბას არ უქად­და.
ჰო­და, სწო­რედ ეს ბი­ნა ამო­ვი­ღე მი­ზან­ში. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, იმ სა­ღა­მოს­ვე ვეს­ტუმ­რე მდგმურს, მარ­ტო­ხე­ლა კაცს, რო­მე­ლიც ელ­მა­ვალ­მ­შე­ნე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და და ვთხო­ვე, ბი­ნა და­მი­ცა­ლე, საცხოვ­რებ­ლად უნ­და გად­მო­ვი­დე-მეთ­ქი. მა­შინ­ვე დამ­თან­ხ­მ­და, მეც მაწყობს, ბა­რემ გა­და­ვალ თემ­ქა­ზე, სამ­სა­ხურ­თა­ნაც ახ­ლოს ვიქ­ნე­ბიო.
რამ­დე­ნი­მე დღე­ში მარ­თ­ლაც გა­და­ვი­და და დამ­რ­ჩა ბურ­თი და მო­ე­და­ნი მე. სახ­ლ­ში არა­ფე­რი მით­ქ­ვამს. არც იყო სა­ჭი­რო. ისი­ნი ვე­რას­დ­როს გა­ი­გებ­დ­ნენ, მე ბი­ნა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მქონ­და თუ გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი. ფულს ხომ მა­ინც მე ვი­ღებ­დი. მარ­თა­ლია, ორა­სი მა­ნე­თი და­მაკ­ლ­დე­ბო­და, მაგ­რამ აღარ ვჩი­ო­დი, სა­მა­გი­ე­როდ, სხვა, უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მეს ვი­ძენ­დი.
ასე რომ, მე და ნა­ნამ ამ ბი­ნა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ შეხ­ვედ­რე­ბი. ღა­მით არ ვრჩე­ბო­დით. ჯერ ერ­თი, კლა­რას გა­ნაწყე­ნე­ბა არ გვი­ღირ­და და მე­ო­რეც, არც მე მინ­დო­და ჩე­მებს რა­მე­ზე ეჭ­ვი აეღოთ.
ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დი­ო­და, უკე­თესს რომ ვერ ვი­ნატ­რებ­დი. ნა­ნას არას­დ­როს უკითხავს ჩემ­თ­ვის, მიყ­ვარ­და თუ არა და არც მე ამიხ­ს­ნია მის­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი. მაგ­რამ იყო კი სა­ჭი­რო? ერ­თ­მა­ნე­თთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ისე­დაც ნა­თე­ლი იყო, რომ მიყ­ვარ­და. მიყ­ვარ­და კი არა, მი­სით ვსუნ­თ­ქავ­დი. ის ჩე­მი სი­ცოცხ­ლის ელექ­სი­რი იყო, რომ­ლის გა­რე­შეც ვერ ვი­არ­სე­ბებ­დი. თვი­თონ დღე არ გა­ვი­დო­და, არ ეთ­ქ­ვა, მიყ­ვარ­ხა­რო. დი­ლა ამ სიტყ­ვით იწყე­ბო­და და ღა­მეც ამ სიტყ­ვით დგე­ბო­და. ხან­და­ხან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, სა­პა­სუ­ხო `მეც მიყ­ვარ­ხარ-ს~ რომ ვერ ვი­მე­ტებ­დი, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, `მეც, მეც~ მა­ინც შე­მე­გე­ბე­ბი­ნა მი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიტყ­ვი­ე­რი გზავ­ნი­ლის­თ­ვის.
ასე გა­დი­ო­და დღე­ე­ბი, თვე­ე­ბი, წლე­ბი...
სა­მი წე­ლი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად. სა­მი ულა­მა­ზე­სი, უბედ­ნი­ე­რე­სი და უნე­ტა­რე­სი წე­ლი. სა­მი წე­ლი უკა­ნო­ნო ცოლ-ქმა­რი­ვით ვცხოვ­რობ­დით - ხე­ლის მო­წე­რის გა­რე­შე, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში უფ­რო მე­ტი ვი­ყა­ვით ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის, ვიდ­რე ცო­ლი და ქმა­რი.
თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი, ისე­ვე რო­გორც და­საწყი­სი.
ურ­თი­ერ­თო­ბის ზუს­ტად იმ ეტაპს მი­ვაღ­წი­ეთ, რო­ცა გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი იმ ადა­მი­ან­ზე, ვის­თა­ნაც ცხოვ­რობ. თურ­მე, რო­გორც კი ამას გა­ი­ფიქ­რებ, უნ­და ჩათ­ვა­ლო, რომ ეს სიყ­ვა­რუ­ლის და­სას­რულს ნიშ­ნავს. სად იწყე­ბა ტყუ­ი­ლი? სწო­რედ იქ და მა­შინ, სა­დაც და რო­ცა თავს ვარ­წ­მუ­ნებთ, რომ ერ­თ­მა­ნე­თის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო ვი­ცით და და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი გვაქვს. არ და­ი­ჯე­როთ! ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი ქვე­სამ­ყა­რო, სა­დაც პა­ტა­რა-პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ინა­ხავს. მათ და­სა­ცა­ვად კი ტყუ­ილს იყე­ნებ.
ინ­ს­ტი­ტუ­ტი რომ და­ამ­თავ­რა, ბო­ლო გა­მოც­და­ზე ვერ წავ­ყე­ვი, სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია მქონ­და იმ დღეს. მე­რე სა­ღა­მომ­დე ვე­ლო­დე ბი­ნა­ში, პა­ტა­რა სუფ­რა გავ­შა­ლე, ერ­თად აღ­ვ­ნიშ­ნავთ უმაღ­ლე­სის დამ­თავ­რე­ბას-მეთ­ქი და არ მო­ვი­და. სა­ღა­მოს წა­მო­ვე­დი. ერ­თი ცა­ლი შა­ვი ვარ­დი, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის ვი­ყი­დე, წყლი­ან ვედ­რო­ში ჩავ­დე და ჰოლ­ში ისეთ ად­გი­ლას დავ­დე, სარ­კ­მ­ლი­დან რომ შე­მო­ი­ხე­დავ­და, და­ე­ნა­ხა.
ის ღა­მე კოშ­მა­რად მექ­ცა, ძა­ლი­ან გავ­ბ­რაზ­დი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ისე მე­ლა­პა­რა­კა, დავ­თ­მე. ჯგუ­ფე­ლებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბა ერ­თად აღ­გ­ვე­ნიშ­ნა და უარი ვერ ვუთხა­რიო. ორი ლექ­ტო­რიც წა­უყ­ვა­ნი­ათ თან. არა­და, ერთ ლექ­ტორს რომ მოს­წონ­და და მას­ზე მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და, ეგეც ნათ­ქ­ვა­მი ჰქონ­და. რა მექ­ნა? მე­ეჭ­ვი­ა­ნა? რას მო­ვი­გებ­დი? ვე­რა­ფერს. თვი­თონ კი მიმ­ტ­კი­ცებ­და, უბ­რა­ლოდ, ვგრძნობ, რომ მოვ­წონ­ვარ, მაგ­რამ სიტყ­ვაც არ უთ­ქ­ვამს არას­დ­რო­სო, მაგ­რამ რო­გორ და­მე­ჯე­რე­ბი­ნა? მით უფ­რო ახ­ლა, რო­ცა სტუ­დენ­ტი აღარ იყო და იმ ლექ­ტორს მას­თან თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა?
ერ­თი სიტყ­ვით, ეს ამ­ბა­ვი ისე ჩამ­თავ­რ­და, ვე­რა­ფე­რი და­ვაც­დე­ნი­ნე და მეც დავ­მ­შ­ვიდ­დი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ვუყ­ვარ­დი და სხვის­კენ აღარ გა­ი­ხე­დავ­და.
ერთ დღე­საც ისე­თი დაღ­ვ­რე­მი­ლი მო­ვი­და, და­ნა პირს არ უხ­ს­ნი­და.
რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი, და­ვე­ტა­კე. კარ­გა ხანს, არა­ფე­რი, არა­ფე­რიო, კრინ­ტი ვერ და­ვაძ­ვ­რე­ვი­ნე. რო­გორც იქ­ნა, ბო­ლოს ამო­ღერ­ღა, ორ­სუ­ლად ვა­რო.
ელ­და მე­ცა. სა­ი­დან, რო­გორ? პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­რე­შე არც ერ­თხელ არ მივ­კა­რე­ბი­ვარ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ-მეთ­ქი?
- პრე­ზერ­ვა­ტი­ვი ყო­ველ­თ­ვის რო­დია სან­დო, იქაც ხდე­ბა გარ­ღ­ვე­ვე­ბი. - ისე­თი ბრძნუ­ლი კი­ლო­თი თქვა, თით­ქოს დი­სერ­ტა­ცია ჰქო­ნო­და ამ თე­მა­ზე და­ცუ­ლი.
დავ­მუნ­ჯ­დი. არ მჯე­რა-მეთ­ქი, ხომ არ ვეტყო­დი? ამით სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავ­დი. ჩე­მი გო­ნე­ბა ისე ნე­ლა აზ­როვ­ნებ­და, ვერ ვსაზღ­ვ­რავ­დი, რა შე­კითხ­ვა უნ­და და­მეს­ვა. თუმ­ცა, გო­ნე­ბამ ზან­ტად, მაგ­რამ მა­ინც შე­ნიშ­ნა, რომ ნა­ნა ჩემ­გან სწო­რედ შე­კითხ­ვას ელო­და და ამ შე­კითხ­ვა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი.
- ახ­ლა რას აპი­რებ? - `შუ­ა­ლე­დუ­რი~ შე­კითხ­ვა დავ­ს­ვი.
- მე თუ შენ? - მრა­ვალ­მ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რით გად­მომ­ხე­და.
- მე რა... მე უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტო?
- აბა, მე?
ჩა­ვახ­ვე­ლე. პა­უ­ზა ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა.
- ნან, იცი რა? იქ­ნებ ჯერ მოგ­ვე­ცა­და? სა­ნამ მყა­რად დავ­დ­გე­ბით ფეხ­ზე...
- ჰო, რა თქმა უნ­და, ეგ მეც ვი­ფიქ­რე... - სხარ­ტად მო­მი­გო.
გუ­ლი მო­მე­ცა და მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- ჰო­და, გა­ჩე­ნას მე­რეც მო­ას­წ­რებ, სად­მე გავ­რ­ბი­ვართ? ბავ­შ­ვი კარ­გია, მაგ­რამ...
- მაგ­რამ შენ არ გჭირ­დე­ბა, - `ა­მარ­თ­ვა~ წი­ნა­და­დე­ბა და ირო­ნი­უ­ლად და­ას­რუ­ლა.
- მე... არა, რა­ტომ მე... ძა­ლი­ა­ნაც მჭირ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ... - რა სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, თავს ვერ ვა­ბამ­დი ვერც ერთ წი­ნა­და­დე­ბას. გა­ნა ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი, მას რომ ცო­ლად ვერ შე­ვირ­თავ­დი, ეს მა­დარ­დებ­და და ამას ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, თო­რემ რომ მცოდ­ნო­და, ხე­ლის მო­წე­რის გა­რე­შეც გა­ა­ჩენ­და შვილს, ეგ­რე­ვე დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი.
უცებ ხმა­მაღ­ლა გა­ი­ცი­ნა.
- მო­გატყუე, ან­რი, არ ვარ ორ­სუ­ლად.
იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მი­სი აღი­ა­რე­ბა, რომ წა­მო­ვენ­თე.
- კი მაგ­რამ, რა­ში დაგ­ჭირ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბა?
- არც არა­ფერ­ში.... - მხრე­ბი უდარ­დე­ლად აიჩე­ჩა, - ისე­დაც ვი­ცო­დი, რაც მოხ­დე­ბო­და... - ამ სიტყ­ვე­ბით ჩან­თას ხე­ლი და­ავ­ლო, კა­რი გა­ი­ხუ­რა და ხვა­ლამ­დეეეეო, გა­წე­ლი­ლად მო­მა­ძა­ხა...


გაგრძელება ჟურნალ გზის 46-ე ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი