წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VI)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VI)
თავი მეექვსე


იმ დღი­დან ყვე­ლა­ფე­რი აირია. ნა­თე­ლი იყო, რა­ტო­მაც მო­მატყუა. შე­მა­მოწ­მა, ვა­პი­რებ­დი თუ არა მის ცო­ლად შერ­თ­ვას და რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუნ­და, რომ ეს ჩემს გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და, ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა. პა­ე­მან­ზე ხან მო­დი­ო­და, ხან არა. რო­ცა ვერ მო­დი­ო­და, არ მაფ­რ­თხი­ლებ­და და არც ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას იძ­ლე­ო­და, რა­ტომ ვერ მო­ვი­და. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ცდი­ლობს, მა­ეჭ­ვი­ა­ნოს-მეთ­ქი, ამი­ტომ მსუ­ბუ­ქად ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, რო­ცა ვერ ახერ­ხებ გა­მოს­ვ­ლას, იქ­ნებ გა­მა­გე­ბი­ნო, რომ არ გე­ლო­დო-მეთ­ქი. წი­ნას­წარ მეც არ ვი­ცი, რო­დის რო­გორ მო­მი­ხერ­ხ­დე­ბაო, მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი გამ­ცა.
მე­რე და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რა... უჩე­მოდ. ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ და სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვაო. ამა­ზეც დავ­ხუ­ჭე თვა­ლი. მეც ავი­ღე შვე­ბუ­ლე­ბა და ბორ­ჯომ­ში, ჩემს ჯგუ­ფე­ლებს ვეწ­ვიე.
მთა­ში დას­ვე­ნე­ბას მა­ინც სხვა ეშ­ხი აქვს, თით­ქოს უფ­რო კაჟ­დე­ბი, სულ სხვა ენერ­გი­ით ივ­სე­ბი, ვიდ­რე ზღვა­ზე. ზღვა უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თ­ვი­საა კარ­გი, მთა კი შე­ნი ძა­ლე­ბის გა­მო­საც­დე­ლად. მო­ი­კი­დებ ზურ­გ­ჩან­თას, შე­უდ­გე­ბი ბი­ლიკს და თით­ქოს უსას­რუ­ლო­ბას მი­უყ­ვე­ბი. იღ­ლე­ბი, ქო­ში­ნებ, მაგ­რამ უკან მა­ინც არ იხევ, ვინ­მემ სი­სუს­ტე რომ არ დაგ­წა­მოს.
მარ­თ­ლაც ბევ­რი ვი­ხე­ტი­ა­ლე. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა ულა­მა­ზე­სია. მარ­თა­ლია, შხა­რა­სა და თეთ­ნულ­დის­ნა­ი­რი მწვერ­ვა­ლე­ბი არ არის, მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი მთა-გო­რე­ბია, ცქე­რით ვერ გაძღე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გვერ­დი­სუბ­ნის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც აღ­მარ­თიც ბლო­მა­დაა და დაღ­მარ­თიც.
სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ვე­დი. დავ­რე­კე ნა­ნას­თან, მაგ­რამ ყურ­მი­ლი არა­ვინ აიღო. კლა­რას ნახ­ვა ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და, ამი­ტომ სა­ღა­მომ­დე მო­ვი­ცა­დე, ცო­ტა გვი­ან კი­დევ ერ­თხელ დავ­რე­კავ-მეთ­ქი, თუმ­ცა ცდა ძალ­ზე გა­მი­ჭირ­და. გუ­ლი ცუდს მიგ­რ­ძ­ნობ­და. იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი, რომ სხვა­ზე გამ­ც­ვ­ლი­და, გულს მიკ­ლავ­და. ეგო­ის­ტუ­რად მიყ­ვარ­და, არა­ვის­თ­ვის არ მე­მე­ტე­ბო­და. სამ­სა­ხურ­ში თით­ქ­მის ყვე­ლამ იცო­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და ისიც იცოდ­ნენ, ცო­ლად რა­ტო­მაც არ ვირ­თავ­დი. მას­ზე ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ჩემ გარ­შე­მო.
სა­ღა­მოს ისევ დავ­რე­კე. ამ­ჯე­რად კლა­რამ მი­პა­სუ­ხა და _ სამ­სა­ხუ­რი­დან ჯერ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლაო. არც კი ვი­ცო­დი, მუ­შა­ო­ბა თუ და­იწყო. ეს სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის.
კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუტ­ში მოწყო­ბი­ლა, სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, პრი­ვა­ტი­ზე­ბა რომ შე­მო­დი­ო­და მო­და­ში. ამა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა და იქ­მ­ნე­ბო­და და იქ­მ­ნე­ბო­და კერ­ძო სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ეკო­ნო­მის­ტე­ბი და ფი­ნან­სის­ტე­ბი ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ და აკ­ვა­ლი­ა­ნებ­დ­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თუ კერ­ძო პი­რებს, რო­გორ მო­ეხ­დი­ნათ სა­წარ­მო­ე­ბის თუ ფაბ­რი­კა-ქარ­ხ­ნე­ბი­სა და მი­წე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა და კერ­ძო ბიზ­ნე­სი წა­მო­ეწყოთ.
სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ კერ­ძო სა­წარ­მო­ში და­ეწყო მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის ოფი­სი რო­მე­ლი­ღაც კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუტ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. სულ რა­ღაც ორი კვი­რაა მუ­შა­ობს და უკ­ვე პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სიც მის­ცე­სო.
ეს ჩემ­თ­ვის სი­ახ­ლე იყო. არც უთ­ქ­ვამს. გუ­ლი დამ­წყ­და. არა, გუ­ლი კი არ დამ­წყ­და, გავ­ბ­რაზ­დი. იმის ღირ­სიც არ ვი­ყა­ვი, ეთ­ქ­ვა?
გა­დავ­წყ­ვი­ტე, აღარ და­მე­რე­კა და, სა­ერ­თოდ, აღარ მო­მე­კითხა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თვი­თონ თუ გა­ვახ­სენ­დე­ბო­დი.
იმ სა­ღა­მოს არ და­უ­რე­კავს, არც მე­ო­რე დღეს. მეც არ შე­ვეხ­მი­ა­ნე. თუ პრინ­ცი­პია, პრინ­ცი­პი იყოს-მეთ­ქი.
ასე გა­ვი­და სა­მი დღე. მე­ოთხე დღეს, სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, უცებ ვი­ღა­ცის მან­ქა­ნა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით მოვ­კა­რი თვა­ლი. ხომ არ მეშ­ლე­ბა-მეთ­ქი, მა­შინ­ვე მო­ვატ­რი­ა­ლე ჩე­მი მან­ქა­ნა და გა­ვე­კი­დე. სა­ნა­პი­როს და­უყ­ვ­ნენ. ისეთ მან­ძილ­ზე მივ­დევ­დი უკან, რომ ვერ შე­ვემ­ჩ­ნიე. სა­ჭეს ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი ეჯ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ჩე­მი ტო­ლი. შო­რი­დან მშვე­ნი­ე­რი ბი­ჭი ჩან­და. მცხე­თის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს... მე იქ­ვე შე­ვა­ნე­ლე სვლა, აღარ მივ­ყე­ვი. ისე­დაც გა­სა­გე­ბი იყო ყვე­ლა­ფე­რი...
ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ვცახ­ცა­ხებ­დი, ნერ­ვებს ვე­ღარ ვთო­კავ­დი. ასე­თი გა­ცეცხ­ლე­ბუ­ლი კარ­გა ხა­ნია, არ ვყო­ფილ­ვარ. ახ­ლა რომ მე­ნა­ხა, ალ­ბათ, ცე­მით და­ვა­ო­სებ­დი. კი­დევ კარ­გი, იმ დღეს არ და­მი­რე­კა და ავ­ც­დით ერ­თ­მა­ნეთს, თო­რემ თავს ვე­ღარ შე­ვი­კა­ვებ­დი.
მე­რე ნელ-ნე­ლა გა­და­მი­ა­რა, ისე აღარ ვყრი­დი ცო­ფებს, მაგ­რამ ნახ­ვა ახ­ლა უფ­რო მე­ტად მინ­დო­და. უნ­და გა­მერ­კ­ვია, რა ხდე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მეწყ­ვი­ტა, ერ­თად ვრჩე­ბო­დით თუ ვშორ­დე­ბო­დით.
მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სურ­ვი­ლი­სა, არ ვუ­რე­კავ­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ოდეს­მე თუ გა­ვახ­სენ­დე­ბო­დი და თუ და­მი­რე­კავ­და.
გა­ვახ­სენ­დი. სხვის მან­ქა­ნა­ში რომ ვნა­ხე, მას მე­რე ორი დღე კი­დევ გა­ვი­და და და­მი­რე­კა. ორ სა­ათ­ში ჩვენს ბი­ნა­ში გა­მო­ვალ და თუ გცა­ლია, გნა­ხა­ვო. კარ­გი-მეთ­ქი.
აი, ახ­ლა კი გა­მი­ჭირ­და თა­ვის მო­თოკ­ვა. ორი ჭი­ქა ღვი­ნო დავ­ლიე, გულ­ზე ცო­ტა­თი რომ მომ­შ­ვე­ბო­და, მაგ­რამ მგო­ნი, პი­რი­ქით იმოქ­მე­და, უარე­სად და­ვი­ძა­ბე.
ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ად­რე მი­ვე­დი და ლო­დინ­მა მო­მი­წია. სა­ნამ მო­ვი­დო­და, ჩე­მი და­მე­მარ­თა. ხან ბოლ­თას ვცემ­დი, ხან დავ­ჯ­დე­ბო­დი, ხან წა­მოვ­წ­ვე­ბო­დი...
რო­გორც იქ­ნა, მო­ვი­და, მაგ­რამ თხუთ­მე­ტი წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით.
დაგ­ვი­ა­ნე­ბა, იცოცხ­ლე, ყო­ველ­თ­ვის იცო­და.
სევ­დი­ა­ნი მეჩ­ვე­ნა. სუ­ლაც არ უციმ­ცი­მებ­და თა­ვი­სი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი. მშვი­დად გა­მის­წო­რა მზე­რა, თით­ქოს იოტი­სო­დე­ნა და­ნა­შა­უ­ლიც არ მი­უძღო­და ჩემ წი­ნა­შე.
ასე ვი­დე­ქით და ერ­თ­მა­ნეთს შევ­ყუ­რებ­დით.
_ არ მა­კო­ცებ? _ ოდ­ნავ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხმით მკითხა.
_ არა.
_ რა­ტომ?
_ იმი­ტომ, რომ არ ვი­ცი, გინ­და თუ არა ჩე­მი კოც­ნა.
_ ეგ სა­ი­დან­ღა მო­ი­ტა­ნე ახ­ლა?
_ მე სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნე? არც არ­სა­ი­დან, რა­საც ვხე­დავ, იმას ვამ­ბობ.
_ რას ხე­დავ, ნე­ტავ? _ უდარ­დე­ლი ღი­მი­ლით მკითხა და ხე­ლე­ბი გა­მო­იწ­ვ­დი­ნა, რომ ყელ­ზე მომ­ხ­ვე­ო­და, მაგ­რამ თა­ვი უკან გა­დავ­ხა­რე.
_ ან­დ­რია, რა ხდე­ბა?
_ ეს შე­კითხ­ვა მე უნ­და და­მეს­ვა შენ­თ­ვის. ნა­ნა, რა ხდე­ბა?
_ არა­ფე­რი, _ მხრე­ბი აიჩე­ჩა, მაგ­რამ წე­ღან­დე­ლი უდარ­დე­ლი იერი ვე­ღარ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, გა­წით­ლ­და.
_ მუ­შა­ო­ბა და­გიწყია, რაც არ ვი­ცო­დი. პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სიც აგი­ღია, ესეც გა­მო­მა­პა­რე. ერ­თი კვი­რაა, შენ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ და თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ­დე, სრუ­ლი იგ­ნო­რი. და მე­უბ­ნე­ბი, რომ არა­ფე­რი ხდე­ბა?
_ მე მე­გო­ნა, შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყა­ვი.
_ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ორი თვით კი არა, 24 დღით, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერ­თი კვი­რაა, დამ­თავ­რ­და.
_ მე არ ვი­ცო­დი, ჩა­მო­სუ­ლი თუ იყა­ვი.
_ მარ­თ­ლა? დე­ი­და­შენ­მა არ გითხ­რა, რომ დავ­რე­კე?
_ კი, მითხ­რა, მაგ­რამ... მე­გო­ნა...
_ ააა, გე­გო­ნა, რომ ბორ­ჯო­მი­დან და­გი­რე­კე, არა?
_ ჰო.
_ მე­რე? სახ­ლ­ში ვერ და­მი­რე­კე? შე­გე­მოწ­მე­ბი­ნა. ან აქ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი და გე­ნა­ხა, მა­გი­და­ზე წე­რი­ლი რომ და­გი­ტო­ვე. არც ეგ გი­ფიქ­რია. თუმ­ცა, მად­ლო­ბე­ლიც უნ­და ვი­ყო, რომ არ გად­მოხ­ვე­დი და შე­ნი ახა­ლი საყ­ვარ­ლე­ბი აქ არ მო­იყ­ვა­ნე.
_ ან­დ­რია! _ შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ამოთ­ქ­ვა.
_ რა ან­დ­რია, რა ან­დ­რია! არ მითხ­რა, რომ სხვას არ ხვდე­ბი! გგო­ნია, არ ვი­ცი? გინ­და, გითხ­რა? მან­ქა­ნის ნო­მე­რიც კი ვი­ცი!
_ ვი­ცი, რომ იცი. მეც და­გი­ნა­ხე იმ დღეს, უკან რომ გა­მოგ­ვე­კი­დე.
გავ­შ­რი. არც მი­ფიქ­რია, თუ შე­მამ­ჩ­ნევ­და. ცო­ტა არ იყოს, გა­მიტყ­და.
_ აჰაა... მე­რე რა­ტომ არ გა­ა­ჩე­რე­ბი­ნე მან­ქა­ნა შენს მე­გო­ბარს?
_ არ მინ­დო­და, თა­ვი უხერ­ხუ­ლად გეგ­რ­ძ­ნო. ვი­ფიქ­რე, რო­ცა ვნა­ხავ, მე­რე ვეტყ­ვი-მეთ­ქი.
_ იმის მე­რე ორი დღე გა­ვი­და და არ და­მი­რე­კე...
_ იმი­ტომ, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­დი და მინ­დო­და, დამ­ცხ­რა­ლი­ყა­ვი.
_ დე­დუქ­ცი­ის მე­თო­დი. _ სი­ცი­ლი ამიტყ­და.
_ დე­დუქ­ცია ამას არ სჭირ­დე­ბა, გა­და­სა­რე­ვად გიც­ნობ! _ ტუ­ჩე­ბი გა­ბუს­ხა და სა­წოლ­ზე ჩა­მოჯ­და.
_ ჩემ­თ­ვის სათ­ქ­მე­ლი არა­ფე­რი გაქვს, გარ­და იმი­სა, რომ იმ დღეს და­მი­ნა­ხე?
_ მაქვს.
_ მი­დი მე­რე, რას უც­დი, და­იწყე! _ სკა­მი გა­მოვ­წიე და წინ და­ვუ­ჯე­ქი.
_ მე ვთხოვ­დე­ბი, ან­დ­რია! _ მო­მა­ხა­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მაგ­რამ მშვი­დად.
ყო­ველ­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­თ­ვის ვი­ყა­ვი მზად, წი­ნა დღე­ებ­ში ას­ჯერ მა­ინც წარ­მო­ვიდ­გი­ნე ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის მო­მენ­ტი და ის, რა­ზეც ვი­სა­უბ­რებ­დით. რას მეტყო­და, რი­თი იმარ­თ­ლებ­და თავს, რო­გორ შე­ეც­დე­ბო­და თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლის გა­ბა­თი­ლე­ბას... მაგ­რამ გათხო­ვე­ბას თუ მიხ­სე­ნებ­და, წა­მი­თაც არ მი­ფიქ­რია. ისე გა­მა­ო­ცა მის­მა ნათ­ქ­ვამ­მა, თით­ქოს გა­უთხოვ­რო­ბის აღ­თ­ქ­მა ჰქო­ნო­დეს და­დე­ბუ­ლი.
_ რა თქვი?
_ ვთხოვ­დე­ბი. _ იმა­ვე ტო­ნით გა­ი­მე­ო­რა და ჯი­ქურ გა­მის­წო­რა თვა­ლი.
_ რა­ტომ? _ სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე, რომ მე­კითხა.
_ იმი­ტომ, რომ შენ არ გინ­დი­ვარ ცო­ლად, მე კი ოჯა­ხი მინ­და მყავ­დეს _ ქმა­რი, შვი­ლე­ბი... შენ ამას არას­დ­როს გა­ა­კე­თებ, რად­გან მე სა­მარ­ცხ­ვი­ნო ქა­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­გა­მო­სა­ჩე­ნი, თა­ვის­მომ­ჭ­რე­ლი და ასე შემ­დეგ.
_ ასე ნუ ამ­ბობ... _ ხმა გა­მებ­ზა­რა.
_ რა­საც ვამ­ბობ, სრუ­ლი სი­მარ­თ­ლეა. არ ვა­პი­რებ არაფ­რის ახ­ს­ნას, არც პრე­ტენ­ზია არა მაქვს შენ­თან. ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. შენ მე ამ ცხოვ­რე­ბის­კენ მო­მაბ­რუ­ნე, მად­ლო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მეთ­ქ­მის, მაგ­რამ ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ შე­მიძ­ლია.
დავ­მუნ­ჯ­დი. რა­საც ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი იყო და რა უნ­და მე­საყ­ვე­დუ­რა?
_ რა­ტომ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი? მწა­რეა სი­მარ­თ­ლე? _ დამ­ცი­ნა­ვი ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი აუკი­აფ­და თვა­ლებ­ში.
_ ვინ არის მა­ინც, კარ­გი ადა­მი­ა­ნია?
_ კარ­გი ადა­მი­ა­ნია. რაც მთა­ვა­რია, ვუყ­ვარ­ვარ, თა­ნაც ისე, რომ უნ­და, სულ მის გვერ­დით ვი­ყო.
_ გი­ლო­ცავ...
_ მად­ლო­ბა... თუ არა­ფე­რი გაქვს სათ­ქ­მე­ლი, მე წა­ვალ... მე­ლო­დე­ბი­ან... _ ნიშ­ნის მო­გე­ბით მითხ­რა და ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლით გა­მომ­ხე­და.
_ არა, არა­ფე­რი... წა­დი შენს გზა­ზე, _ ამ­რე­ზით წარ­მოვ­თ­ქ­ვი და ავ­დე­ქი.
მას­თან სა­უ­ბა­რი ამით და­ვამ­თავ­რე.
ზლაზ­ვ­ნით წა­მო­ი­მარ­თა. თან უნ­დო­და წას­ვ­ლა, თან ყოყ­მა­ნობ­და. არ მო­ე­ლო­და, ასე ად­ვი­ლად თუ დავ­თ­მობ­დი. ალ­ბათ იფიქ­რა, ვერ შე­მე­ლე­ვა და თვი­თონ­ვე შე­მირ­თავს ცო­ლა­დო. მე კი ამ­ხე­ლა რის­კი ვერ გავ­წიე. ვერ შევ­ძე­ლი, მე­ჯობ­ნა ჩე­მი თა­ვის­თ­ვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც.
რო­ცა ჩემ­გან სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო და არც შე­ვე­ცა­დე გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა, ად­გა და წა­ვი­და. უსიტყ­ვოდ, დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის გა­რე­შე...

მას შემ­დეგ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ნა­ხავს. არც არა­ფე­რი გა­მი­გია მას­ზე. შემ­თხ­ვე­ვი­თაც არ გა­დავ­წყ­დო­მი­ვარ.
პირ­ველ ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. დეპ­რე­სი­ამ შე­მიპყ­რო. არც სამ­სა­ხუ­რი მინ­დო­და, არც კა­რი­ე­რა, არც მშობ­ლე­ბი და არც არა­ვინ ქვე­ყა­ნა­ზე. უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღე და ორი კვი­რით მოს­კოვ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებს ვეს­ტუმ­რე. ვი­ფიქ­რე, გულს გა­და­ვა­ყო­ლებ-მეთ­ქი. არც ამან მიშ­ვე­ლა. სა­ნამ ჩემს თავს არ შე­ვუ­ძა­ხე, გონს მო­დი, ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა კარგს არა­ფერს მო­გი­ტანს-მეთ­ქი, ვე­რა­ფე­რი გა­ვაწყ­ვე. მე­რე დავ­ჯე­ქი და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რა აზ­რი ჰქონ­და ჩემს ასეთ გან­ც­დებს და უკ­ვე გა­ფუ­ჭე­ბულ საქ­მეს რას ვუშ­ვე­ლი­დი ამ­დე­ნი დარ­დი­თა და ვა­რა­მით. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ვერც ვე­რა­ფერს. ჰო­და, ვი­ფიქ­რე, რაც არის, არის. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. არ მი­მარ­თ­ლებს სიყ­ვა­რულ­ში? ნუ მი­მარ­თ­ლებს, რა­შიც მი­მარ­თ­ლებს, იმას მა­ინც მივ­ხე­დო-მეთ­ქი და გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა.
და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია, და­ვა­მუ­ღა­მე ჩე­მი პრო­ფე­სია და წლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გის სა­ხე­ლიც გა­მი­ვარ­და. მე­რე ალი­კა გარ­და­იც­ვა­ლა, შუა ოპე­რა­ცი­ის დროს ინ­ფარ­ქ­ტ­მა გლი­ჯა და წამ­ში გა­თავ­და ამ­ხე­ლა კა­ცი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე იმ ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი კო­ლე­გის უეცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, თან სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე გა­ფატ­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გი­წევს. რო­გო­რია? რამ­დე­ნი­მე კვი­რა შოკ­ში ვი­ყა­ვი, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი.
ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ახ­ლა მე მყავს ასის­ტენ­ტე­ბი და ეს ახალ­ბე­და ქი­რურ­გე­ბი მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. თბი­ლის­ში ყვე­ლა მიც­ნობს და და­ფა­სე­ბუ­ლი ექი­მი ვარ. ამას­თან, სხვა მხრი­ვაც პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი გახ­ლა­ვართ _ უცო­ლო, მდი­და­რი, კარ­გი სახლ-კა­რით, მან­ქა­ნით... ერ­თი სიტყ­ვით, ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ეგაა მხო­ლოდ, ვე­რა­ვინ შეძ­ლო ჩე­მი შებ­მა, ცოლ­ქ­მ­რუ­ლი უღე­ლი არა და არ და­ვიდ­გი ქედ­ზე.
ქა­ლე­ბი კი, იცოცხ­ლე, ბლო­მად ირე­ვი­ან ჩემ გვერ­დით. ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნურ­ჩევ­ლად, ყვე­ლა მეპ­რან­ჭე­ბა: გათხო­ვი­ლი თუ გა­სათხო­ვა­რი, ქვრი­ვი თუ გა­ნათხო­ვა­რი, ში­ნა­ბე­რა თუ ახალ­გაზ­რ­და... ახ­ლა ბევ­რად სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, ოღონდ ეგაა, უფ­რო მე­დი­დუ­რი გავ­ხ­დი. ასე რომ არა, ვინ იცის, უკ­ვე მომ­ჩან­გ­ლავ­და რო­მე­ლი­მე ლა­მაზ­მა­ნი.
ქალ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში დის­ტან­ცი­ას აღარ ვარ­ღ­ვევ, შეყ­ვა­რე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. თუ ისე მო­მე­წო­ნე­ბა, რომ გა­დავ­წყ­ვეტ, მას­თან სექ­სი აუცი­ლებ­ლად უნ­და მქონ­დეს, რა თქმა უნ­და, ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ვა­ბამ, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ, რომ სხვა რა­მის იმე­დი არ უნ­და ჰქონ­დეს. ერ­თ­გ­ვარ ზე­პირ კონ­ტ­რაქტს ვა­ფორ­მებ ქა­ლებ­თან _ მე ასე და ასე მო­ვიქ­ცე­ვი, შენ­გან კი ამას და ამას ვითხოვ-მეთ­ქი.
ეს სა­უცხოო მე­თო­დი გა­მოდ­გა. არც ურ­თი­ერ­თო­ბა გრძელ­დე­ბა დიდ­ხანს და არც უკ­მა­ყო­ფი­ლო რჩე­ბა არა­ვინ. დი­დი, დი­დი, ექ­ვ­სი თვე ან წე­ლი­წა­დი გაგ­რ­ძელ­დეს შეხ­ვედ­რე­ბი, რად­გან ყო­ველ­დღე ან ყო­ველ­კ­ვი­რა კი არ ვხვდე­ბი ასე­თებს, არა­მედ თვე­ში ან ორ-სამ თვე­ში ერ­თხელ. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა რომ მო­მე­ნატ­რე­ბა, და­ვუ­რე­კავ ერთს. თუ სცა­ლია, ხომ კარ­გი, შევ­ხ­ვ­დე­ბი და რო­მე­ლი­მე იაფ­ფა­სი­ან სას­ტუმ­რო­ში წა­ვიყ­ვან, ან ჩემ­თან სახ­ლ­ში და­ვი­ბა­რებ, თუ არ სცა­ლია, მა­შინ მე­ო­რეს, მე­სა­მეს შე­ვეხ­მი­ა­ნე­ბი და ასე...
ასე რომ, ქა­ლი არ მაკ­ლია. მაკ­ლია სხვა რა­მე _ სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხუ­რი სით­ბო. ახალ­გაზ­რ­და აღარ ვარ, მო­მე­რია ასა­კი, ამი­ტომ იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი მი­ჭირს, რომ ოჯა­ხი უნ­და შევ­ქ­მ­ნა. რა დროს ეგ არის. არც ვნა­ნობ. დი­დად არას­დ­როს მქო­ნია სურ­ვი­ლი, შვი­ლე­ბი მყო­ლო­და. არ ვი­ცი, რი­სი ბრა­ლია. შე­იძ­ლე­ბა იმი­სი, რომ მეც დე­დი­სერ­თა ვარ და ცოცხა­ლი თა­ვით არას­დ­როს მინ­დო­და, და ან ძმა მყო­ლო­და.
ბავ­შ­ვე­ბი მიყ­ვარს, რო­გორ არ მიყ­ვარს, მაგ­რამ სხვე­ბის და არა ჩე­მი. ახ­ლა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, მე რომ შვი­ლი მყავ­დეს... რა ვი­ცი, იქ­ნებ კარ­გი­ცაა, ვი­ღაც მა­მას რომ და­გი­ძა­ხებს, თუმ­ცა ამა­ზე თა­ვის დრო­ზე უნ­და მე­ფიქ­რა. ახ­ლა ზედ­მე­ტად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მგო­ნია. 56 წლის კაც­მა ახ­ლა რომ შვილ­ზე ვი­ფიქ­რო, რო­დის­ღა მო­მეს­წ­რე­ბა? ან მას რა­ში გა­მო­ად­გე­ბა მიხ­რ­წ­ნი­ლი მა­მა, რო­ცა 19 წლის გახ­დე­ბა? აქეთ ვე­ყო­ლე­ბი სა­პატ­რო­ნო. არა, არ მინ­და. შე­იძ­ლე­ბა ვნა­ნობ კი­დე­ვაც და ჩემს თავს არ ვუტყ­დე­ბი, ასე ეულად რომ დავ­რ­ჩი, მაგ­რამ ახ­ლა სი­ნა­ნუ­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.
აი, ეს ამ­ბა­ვი გახ­ლ­დათ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის პრე­ლუ­დია და რომ არ მო­მე­ყო­ლა, ინ­ტერ­ლუ­დი­ას აზ­რი არ ექ­ნე­ბო­და. რად­გან ნა­ნა­ზე ასე თუ ისე მო­გა­წო­დეთ ცნო­ბე­ბი, იმა­საც გეტყ­ვით, რომ ამ დღე­ებ­ში სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ვე­ყა­რე. ეს კი სულ რა­ღაც ექ­ვ­სი­ო­დე დღის წინ მოხ­და.
იმ დღეს მაგ­რად წვიმ­და. სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სულს ქუ­ჩა­ში ისე­თი სა­ცო­ბი დამ­ხ­ვ­და, მე­გო­ნა, სახ­ლამ­დე ვე­რას­დ­როს მი­ვაღ­წევ­დი. ის იყო, სპორ­ტის სა­სახ­ლეს გავ­ც­დი, რომ ვი­ღაც ქალ­მა ხე­ლი და­მიქ­ნია. ალ­ბათ ყვე­ლას უქ­ნევ­და ხელს წვი­მის გა­მო და სუ­ლერ­თი იყო, ვინ გა­უ­ჩე­რებ­და. შე­მე­ცო­და. ვი­ფიქ­რე, გა­ნა სად უნ­და ცხოვ­რობ­დეს ისეთ ად­გი­ლას, გაყ­ვა­ნა და­მე­ზა­როს-მეთ­ქი და გა­ვუ­ჩე­რე.
_ ვე­რა­ზე გა­მიყ­ვანთ?
აუუ, ოღონდ ეგ არ ეთ­ქ­ვა... ჭი­რის დღე­სა­ვით მე­ზა­რე­ბა ხოლ­მე პი­კის სა­ა­თებ­ში ვე­რა­ზე გას­ვ­ლა, ისე­თი სა­ცო­ბე­ბია. მაგ­რამ რად­გან გა­ვუ­ჩე­რე, უარი არ გა­მო­დი­ო­და.
უკან ჩაჯ­და. კარ­გა ხანს ერ­თ­მა­ნეთს არ დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვართ. სარ­კი­დან შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ლა­მა­ზი ქა­ლი ჩან­და, მთლად ახალ­გაზ­რ­დაც არ იყო, მაგ­რამ კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი. შა­ვი ხვე­უ­ლი თმა კრა­ვე­ლის ჯი­შის ცხვა­რი­ვით და­ე­ხუ­ჭუ­ჭე­ბი­ნა. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ამ წვი­მა­ში მზის სათ­ვა­ლე ეკე­თა.
_ რო­მელ ქუ­ჩა­ზე? _ გულ­გ­რი­ლად ვკითხე, რო­გორც კი ჩაჯ­და.
_ კო­ბის ქუ­ჩა.
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე. სწო­რედ მაგ ქუ­ჩა­ზე მქონ­და ბე­ბი­ის და­ნა­ტო­ვა­რი ბი­ნა, სა­დაც მე და ნა­ნა ერთ დროს ერ­თ­მა­ნეთს ვხვდე­ბო­დით. კი­დევ ერ­თხელ შევ­ხე­დე სარ­კი­დან, მაგ­რამ არ მეც­ნო. მაგ ქუ­ჩა­ზე ასე­თი ქა­ლი არას­დ­როს მე­ნა­ხა, თუმ­ცა, არც ისე ხში­რად ვარ იქით, მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა მდგმუ­რი ბი­ნის ქი­რის­თ­ვის და­მი­ბა­რებს.
_ დი­დი ხა­ნია, ვე­რა­ზე ცხოვ­რობთ? _ გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე.
_ ცხრა წე­ლია, თუმ­ცა მა­ნამ­დეც მაგ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი... სა­მი წე­ლი, _ თქვა და ჩე­მი სახ­ლის ნო­მე­რი არ და­ა­სა­ხე­ლა უცებ?
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან და­ვა­მუხ­რუ­ჭე. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ეზო­ში მხო­ლოდ ჩე­მი ბი­ნა იყო, სხვა არა­ვინ ცხოვ­რობ­და. ვი­ფიქ­რე, ჩე­მი მდგმუ­რი ხომ არ იყო-მეთ­ქი და ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად ვკითხე:
_ მდგმუ­რად?
_ არა. ქმარ­თან ერ­თად. მე­რე გა­ვე­ყა­რე.
აი, ხა­თა­ბა­ლა! რა­ღა­ცას იტყუ­ე­ბა ეგ ქა­ლი!
_ მაგ ნო­მერ­ში მე ვცხოვ­რობ წლე­ბია, მაგ­რამ თქვენ არ მახ­სოვ­ხართ, _ ვუთხა­რი და და­ჟი­ნე­ბით და­ვაკ­ვირ­დი სა­ხე­ზე.
უეც­რად სწრა­ფად ას­წია თა­ვი, სათ­ვა­ლე მო­იხ­ს­ნა და სარ­კე­ში გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა შე­მო­მა­ფე­თა. ოჰ, ეს მზე­რა... და­უ­ვიწყა­რი, გა­უ­ხუ­ნა­რი...
_ ან­დ­რია, შენ ხარ? _ ხმა­დაბ­ლა იკითხა.
_ ნა­ნა? _ მეც შე­ვა­გე­ბე შე­კითხ­ვა.
_ ღმერ­თო ჩე­მო! _ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ხმით აღ­მოხ­და.
მსწრაფლ გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა.
_ წინ გად­მო­ჯე­ქი! _ ვთხო­ვე და ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ ამიტყ­და კან­კა­ლი...
მუნ­ჯე­ბი­ვით ვის­ხე­დით და ერ­თ­მა­ნეთს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით.
_ ვერ გი­ცა­ნი, რო­გორ შეც­ვ­ლილ­ხარ, _ რო­გორც იქ­ნა, ამოვ­თ­ქ­ვი.
_ მეც ვერ გი­ცა­ნი, შენც შეც­ვ­ლილ­ხარ, _ გა­ი­ღი­მა.
_ თმა სხვა ფე­რი გაქვს, თა­ნაც დახ­ვე­უ­ლი...
_ ჰო, ასე უფ­რო ახალ­გაზ­რ­დუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. შენ კი­დევ ჭა­ღა­რა შეგ­პარ­ვია. შეგ­პარ­ვია კი არა, მოგ­რე­ვია, _ გა­და­ი­კის­კი­სა.
_ სად ხარ, რას საქ­მი­ა­ნობ? მარ­თ­ლა ჩვენს ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ?
_ კი, მანდ ვცხოვ­რობ. ათი წლის წინ მი­ყი­და ჩემ­მა ქმარ­მა ეგ ბი­ნა. ძა­ლი­ან მინ­დო­და, სად­მე მანდ მეცხოვ­რა, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს. არ და­გი­მა­ლავ და იმის იმე­დიც მქონ­და, რომ ოდეს­მე შეგ­ხ­ვ­დე­ბო­დი. მაგ­რამ არც მი­ფიქ­რია, თუ ვერ გიც­ნობ­დი.
_ ესე იგი, გათხო­ვი­ლი ხარ?
_ ვი­ყა­ვი. მე­რე დავ­ქ­ვ­რივ­დი. ახ­ლა ისევ მარ­ტო ვარ.
_ შვი­ლე­ბი?
_ ერ­თი გო­გო მყავს. მზე­თუ­ნა­ხა­ვი... შენ?
_ მეც ისევ ისე, რო­გორც ვი­ყა­ვი. ვცხოვ­რობ მარ­ტო _ არა ცო­ლი, არა შვი­ლი. მარ­ტო­ხე­ლა მგლურ ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. სად მუ­შა­ობ?
_ არც არ­სად. ჩე­მი გო­გო მარ­ჩენს და მეც რა­ღა­ცებს ვჩა­ლი­ჩობ. თუ დრო გაქვს და არ და­ი­ზა­რებ, გა­მო­მი­ა­რე, ჩემს შვილ­საც გა­გაც­ნობ, ყა­ვა დავ­ლი­ოთ, წარ­სუ­ლი გა­ვიხ­სე­ნოთ...
ისე შე­ფუ­თა ეს შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ უარი არ მეთ­ქ­ვა. ისე­დაც არ ვეტყო­დი უარს, რად­გან ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მი­სი ნახ­ვა, ძა­ლი­ა­ნაც ავ­ფო­რი­აქ­დი და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეს­ტუმ­რე­ბო­დი ში­ნაც, მით უფ­რო, რომ ქმა­რი არ ჰყო­ლია.
ერ­თი სიტყ­ვით, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ წი­ნას­წარ და­ვუ­რე­კავ­დი და შეხ­ვედ­რა­ზე შევ­თან­ხ­მ­დე­ბო­დით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი