წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VII)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VII)
ნაწილი მეშვიდე

და აი, დად­გა ჩვე­ნი ხე­ლა­ხა­ლი შეხ­ვედ­რის სა­ა­თი. იმა­ზე მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვიდ­რე უნ­და მე­ნერ­ვი­უ­ლა, რად­გან ეს დღე­ე­ბი სულ ვა­მუ­ნა­თებ­დი ჩემს თავს, ემო­ცი­ებს არ აჰ­ყ­ვე და სი­სუს­ტე არ გა­მო­ი­ჩი­ნო-მეთ­ქი. თუმ­ცა, ვის შე­ეძ­ლო ეთ­ქ­ვა, რა დო­ზით უნ­და მე­ნერ­ვი­უ­ლა? ან ნე­ტავ რა მა­ნერ­ვი­უ­ლებ­და? მიყ­ვარ­და? ალ­ბათ აღარ. ან შე­იძ­ლე­ბა, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი იყო ის სიყ­ვა­რუ­ლი და ოდ­ნა­ვი შენ­ჯღ­რე­ვაც კი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ხე­ლახ­ლა ამო­ე­ხეთ­ქა? არა მგო­ნია, მთლად ეგე­თი გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი. იქ­ნებ მას­თან სექ­სი მე­ნატ­რე­ბო­და? არა, არც ეგ იყო. ერ­თი სიტყ­ვით, თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი, რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი ანერ­ვი­უ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და მორ­ჩა.
ზუს­ტად ერ­თი კვი­რის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კითხე. მე­რე ვკითხე, ხომ არ შევ­ხ­ვ­დეთ-მეთ­ქი. აუცი­ლებ­ლა­დო, მითხ­რა და თა­ვის­თან დამ­პა­ტი­ჟა. ხვალ სა­ღა­მოს გე­ლო­დე­ბით, ჩე­მი გო­გოც შინ იქ­ნე­ბა და ბა­რემ ერ­თ­მა­ნეთს გა­იც­ნობ­თო.
ერ­თი სიტყ­ვით, შევ­თან­ხ­მ­დით.
იმ ღა­მეს მთლად ამოვ­ვარ­დი კა­ლა­პო­ტი­დან. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, დი­ლით რომ არ მი­ვარ­ჯი­შია, გარ­და ამი­სა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­ტუ­ა­ლი, კი­ბე­ზე სამ-სამ სა­ფე­ხურს რომ ვახ­ტე­ბო­დი, გა­მოვ­ტო­ვე. ისე უცებ გავ­ზარ­მაც­დი ერთ ღა­მე­ში, რომ სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ ვცნობ­დი. რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­ყა­ვი - აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­სა­ვით, ნა­პირს რომ აწყ­დე­ბა ვე­ე­ბერ­თე­ლა ტალ­ღე­ბით. ძი­ლის წინ, ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ვის­რუ­ტე მთვა­რის სურ­ნე­ლი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი შე­ვიგ­რ­ძე­ნი.
ვერც ნორ­მა­ლუ­რად და­ვი­ძი­ნე. ყო­ველ ერთ სა­ათ­ში მეღ­ვი­ძე­ბო­და. ასე რამ გა­მა­სუ­ლე­ლა ამ­ხე­ლა კა­ცი? თან მე­ცი­ნე­ბო­და ჩემს თავ­ზე, თან მიკ­ვირ­და. დი­ლით ჩვე­უ­ლე­ბას არ ვუ­ღა­ლა­ტე, აივან­ზე დავ­ჯე­ქი და სა­ხე მზეს მი­ვუშ­ვი­რე, რა­თა მი­სი სხი­ვე­ბი და­მეყ­ნო­სა. მაგ­რამ იმ დი­ლით მზეს სურ­ნე­ლი არ მოჰ­ყო­ლია...
ის იყო, სა­ა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­ვე­დი, რომ ჭიშ­კ­რის მი­ჯა­ხუ­ნე­ბის ხმა გა­ის­მა. მივ­ხ­ვ­დი, ევა ბრუნ­დე­ბო­და ღა­მის მორიგეობიდან. ვი­ფიქ­რე, ყა­ვა­ზე დავ­პა­ტი­ჟებ, თან დროს ცო­ტა­თი მა­ინც შე­ვამ­ცი­რებ სა­ღა­მომ­დე-მეთ­ქი. პირ­სა­ხო­ცის ხა­ლა­თი მჭიდ­როდ შე­მო­ვიხ­ვიე, ქა­მა­რი გა­და­ვი­ჭი­რე და ფან­ჯა­რა­ში თა­ვი გავ­ყა­ვი.
- ევა!
მე­ო­რე და­ძა­ხე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, ლა­მაზ­მა ევამ მა­შინ­ვე ამომ­ხე­და.
- ყა­ვა­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბი! - თა­ვი მე­ო­რე სარ­თუ­ლის­კენ ავიქ­ნიე.
- ხუთ წუთ­ში ამო­ვალ! - ხე­ლი და­მიქ­ნია და ისევ მი­ი­მა­ლა.
სა­ნამ ჩე­მი სექ­სუ­ა­ლუ­რი მდგმუ­რი ამო­ვი­დო­და, ყა­ვა მო­ვა­დუ­ღე, შო­კო­ლა­დის ფი­ლა და­ვამ­ტ­ვ­რიე და მა­გი­და­ზე პა­ცი­ენ­ტის მო­ტა­ნი­ლი ხი­ლიც შე­მოვ­დე.
- უჰ, კარ­გი არო­მა­ტი დგას! გცოდ­ნია ყა­ვის მო­დუ­ღე­ბა, - ევა ხე­ლე­ბის ფშვნე­ტით შე­მო­ვი­და.
- არა მარ­ტო ყა­ვის მო­დუ­ღე­ბა. სხვა ბევ­რი რა­მეც კარ­გად გა­მომ­დის, - ორაზ­როვ­ნად მი­ვუ­გე და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით გავ­ხე­დე.
- სხვა რა­მე კარ­გად კი არა, ძა­ლი­ან მაგ­რად უნ­და გა­მოგ­დი­ო­დეს, - არ დამ­რ­ჩა ვალ­ში, - თუ არა და, მშვი­დო­ბით, კა­ცო­ბავ! ქა­ლე­ბის ნდო­ბას ეგ­რე­ვე და­კარ­გავ.
- ოხ, რა ხართ ეს ქა­ლე­ბი! სიტყ­ვას ხომ ვერ იტყ­ვი, სა­ში­ნე­ლე­ბა რომ არ და­ა­ყო­ლონ.
- მე რა, შენ თვი­თონ წა­მო­იწყე და... - გუ­ლი­ა­ნად ჩა­ი­ხითხი­თა, - ისე, მიყ­ვარს შე­ნი ასა­კის კა­ცე­ბი. უფ! კარ­გი სექ­სი იცი­ან.
- ბევ­რი გყო­ლია ჩე­მი ასა­კის? - ცა­ლი წარ­ბი ავ­წიე და იდუ­მა­ლი სა­ხე მი­ვი­ღე.
- ნუუუ... იმ­დე­ნი, რომ სა­ჭი­რო დას­კ­ვ­ნა გა­მო­მე­ტა­ნა, - თვი­თო­ნაც იდუ­მა­ლი სა­ხე მი­ი­ღო და ვი­თომ სა­ი­დუმ­ლო მი­ჩურ­ჩუ­ლა.
ორი­ვეს გაგ­ვე­ცი­ნა.
- მა­გა­რი გო­გო ხარ. რო­გორც წე­სი, შე­ნი ასა­კის ქა­ლე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ასე თა­მა­მად არას­დ­როს ლა­პა­რა­კო­ბენ. შენ კი ზედ­მე­ტად გუ­ლახ­დი­ლი ხარ.
- და­სა­მა­ლი რა მაქვს? შენს ცო­ლო­ბას კი არ ვა­პი­რებ, - მხრე­ბი აიჩე­ჩა და შო­კო­ლა­დის ნა­ტე­ხი პი­რის­კენ გა­ა­ქა­ნა. - რა­ღაც სხვა­ნა­ირ ხა­სი­ათ­ზე ხარ, მოხ­და რა­მე?
- რა­ში შე­მატყ­ვე, რომ სხვა­ნა­ირ ხა­სი­ათ­ზე ვარ?
- რა ვი­ცი, და­ბო­ლილს ჰგავ­ხარ. თვა­ლე­ბი ამ­ღ­ვ­რე­უ­ლი გაქვს და ჩა­წით­ლე­ბუ­ლი, თით­ქოს არ გი­ძი­ნია... ბა­ხუ­სის ამ­ბა­ვია?
- არა. არ და­მი­ლე­ვია, მაგ­რამ და­ლე­ვის გა­რე­შეც შარ­ში ვარ, - რა­ტომ­ღაც, გა­დავ­წყ­ვი­ტე, მის­თ­ვის გუ­ლი გა­და­მე­შა­ლა.
- აბა, მოჰ­ყე­ვი, რა ხდე­ბა. - ყა­ვის ფინ­ჯა­ნი დად­გა, ხე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თა და მა­გი­დას იდაყ­ვე­ბით და­ეყ­რ­დ­ნო.
ოჰ, რა ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი აქვს ამ მა­ი­მუნს და რო­გო­რი მაც­დუ­რი გა­მო­ხედ­ვა. ნამ­დ­ვი­ლი ევაა, ვე­რა­ფერს იტყ­ვი!
- ამ სა­ღა­მოს ჩემს პირ­ველ სიყ­ვა­რულს ვხვდე­ბი.
- ვაუ! სად შე­მიძ­ლია ამ­დე­ნი! - ხა­ლი­სი­ა­ნად შეს­ძა­ხა, - სად იპო­ვე?
- შემ­თხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს ამას წი­ნათ. დღეს პა­ე­მან­ზე მივ­დი­ვარ და რა­ღაც ვერ ვარ მთლად მშვი­დად.
- სტოპ! ეგ რას ნიშ­ნავს? ღე­ლავ?
თა­ვი და­ვუქ­ნიე თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად.
- აბა, დაგ­ვ­რ­ხე­ვია და ეგაა. რა­ტომ, ისევ გიყ­ვარს?
- არააა.
- აბა? მოგ­წონს?
- არც ვი­ცი, რა ვთქვა. ისე­თი აღა­რაა, წლე­ბის წინ რომ იყო, მაგ­რამ არც ახ­ლაა ცუდ ფორ­მა­ში. მო­წო­ნე­ბით ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და.
- იცი, ეგ რა არის? მხო­ლოდ ნოს­ტალ­გია იმ წარ­სუ­ლი წლე­ბის და მე­ტი არა­ფე­რი. აი, ნა­ხავ. შეხ­ვ­დე­ბი და ეგ­რე­ვე დამ­შ­ვიდ­დე­ბი.
- ვი­თომ? ესე იგი, არა­ფე­რი მე­მუქ­რე­ბა?
- არა, არ გე­მუქ­რე­ბა. თუ გინ­და, და­გე­ნაძ­ლე­ვე­ბი.
- არა, რად მინ­და.
- მარ­თა­ლი ხარ, ნაძ­ლე­ვი არ გვინ­და, თო­რემ ასე რომც არ მოხ­დეს, რა­ტომ მეტყ­ვი სი­მარ­თ­ლეს, რა, შე­ნი ნე­ბით ხომ არ წა­ა­გებ? - თქვა და სი­ცი­ლი ატე­ხა.
- ჰო, ისე ეგეც მარ­თა­ლია. რა და­მიშ­ლის, რომ მო­გატყუო? რას გა­ი­გებ?
- ჰო­და, აღარ გე­ნაძ­ლე­ვე­ბი. მე კი­დევ სა­ში­ნელ "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვარ. წუ­ხელ სამ­სა­ხურ­ში დავ­ლი­ეთ და თა­ვი მის­კ­დე­ბა.
- ლუ­დი მაქვს, ხომ არ გინ­და?
- აუ, მინ­და. არა­ყიც გექ­ნე­ბა შენ.
- არა­ყიც მაქვს, კო­ნი­ა­კიც, ვის­კიც და რა ვი­ცი, ას­ნა­ი­რი სხვა სას­მე­ლიც. თქვენ მხო­ლოდ ინე­ბეთ, სე­ნი­ო­რი­ტა!
- ცო­ტა არა­ყი და ცო­ტა ლუ­დი. ეგ ვი­ცი, რომ აუცი­ლებ­ლად გა­მო­მიყ­ვანს.
მო­ვუ­ტა­ნე და და­ვუს­ხი ერ­თიც და მე­ო­რეც. ჯერ არა­ყი და­ლია, მე­რე ლუ­დი მი­ა­ყო­ლა.
- შენ არ გინ­და? - დაჯღა­ნუ­ლი სა­ხით შე­მომ­ხე­და, მუშ­ტი პირ­ზე მი­ი­დო და ისე და­სუ­ნა, რო­გორც რუ­სე­ბი და­სუ­ნა­ვენ ხოლ­მე პუ­რის ლუკ­მას არ­ყის შემ­დეგ. სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- რა იყო, რუს "ალ­კაშს" ვგა­ვარ? - მი­მიხ­ვ­და.
- და­ახ­ლო­ე­ბით.
- ბო­ლო დროს ხში­რად მი­წევს და­ლე­ვა და ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა, უარს რომ ვერ ვამ­ბობ. მე­რე კი­დევ ისეთ რა­მე­ებს ვა­კე­თებ სიმ­თ­ვ­რა­ლე­ში, მე­ო­რე დღეს რომ მიყ­ვე­ბი­ან, არ მჯე­რა, ნუ­თუ ასე­თი რა­მე მე ჩა­ვი­დი­ნე-მეთ­ქი, - ისევ ჩა­ი­ხითხი­თა, - აუ, რო­გორ შე­მა­ხუ­რააა! წა­მო­ვი­და და წა­მო­ვი­და!
- ჰო­და, ჩა­წე­ქი ახ­ლა და და­ი­ძი­ნე. ძილ­ში უფ­რო გა­მოხ­ვალ.
- კი, ეგ­რე ვა­კე­თებ ყო­ველ­თ­ვის. ძი­ლი მაგ­რად მშვე­ლის, ძი­ლი და სექ­სი.
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე, მე ხომ არ ჩა­მიკ­რა-მეთ­ქი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მზე­რა მი­ვაპყა­რი.
- არა, არა, მა­გი­ტომ კი არ ვთქვი, რომ რა­მეს გთხოვ, - ღი­მი­ლით გა­აქ­ნია თა­ვი, - ზო­გა­დად ვახ­სე­ნე. ახ­ლა შენ­თ­ვის სექ­სი მავ­ნე­ბე­ლია. სა­ღა­მოს ისე­დაც მო­გე­ლის და დას­ვე­ნე­ბუ­ლი უნ­და იყო.
- არა­ფე­რიც არ მო­მე­ლის. შენ რა გგო­ნია, ვნა­ხავ და მა­შინ­ვე მი­ვახ­ტე­ბი?
- აბა, რა! მო­ნატ­რე­ბა სა­ნამ ცხე­ლია, მა­ნამ უნ­და გა­სინ­ჯო! რო­გორც ხა­ში, რა! - გა­ი­ხუმ­რა და ლუ­დის ბოთ­ლი მო­ი­ყუ­და.
- ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა.
- მო­მიყ­ვე­ბი, რო?
გა­მე­ღი­მა. არა, მო­ყო­ლას ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებ­დი. ჭო­რა­ო­ბა არ მჩვე­ვია. მარ­თა­ლია, ამ­ბო­ბენ, კა­ცებს ქა­ლებ­ზე მე­ტად უყ­ვართ ჭო­რა­ო­ბაო, მაგ­რამ ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე ნამ­დ­ვი­ლად არ იყო.
- არა, არ მო­გიყ­ვე­ბი, - თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ისე­თი სა­ხე მი­ვი­ღე.
- ამი­ტომ ხარ მა­გა­რი კა­ცი! - წა­მო­ი­ძა­ხა უეც­რად ევამ, წა­მოხ­ტა, ხე­ლი მომ­ხ­ვია და პირ­და­პირ ტუ­ჩებ­ში მეძ­გე­რა.
ვახ! რო­გო­რი ცხე­ლი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და!
რა­ტომ­ღაც, უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ც­და და­მე­უფ­ლა. ეტყო­ბო­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი გო­გო იყო და ასეთ რა­მე­ებ­ზე უკან არ და­ი­ხევ­და, მაგ­რამ მა­ინც რა­ღა­ცამ შემ­ბორ­კა, სა­პა­სუ­ხო სვლა ვერ გა­ვა­კე­თე.
- კარ­გი, წა­ვე­დი ახ­ლა მე, უნ­და გა­მო­ვი­ძი­ნო, ან­დ­რია ექი­მო! - საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი მკერ­დ­ზე მა­ტა­კა, - შენ კი­დევ მი­დი, ფორ­მა­ში ჩა­დე­ქი, სა­კა­ი­ფოდ გა­მო­ეწყ­ვე და პა­ე­მან­ზე გა­ე­შუ­რე. მე­რე რომ გნა­ხავ, ჩე­მი­თაც მივ­ხ­ვ­დე­ბი, სა­ღა­მომ რო­გორ ჩა­ი­ა­რა. აბა, ჰე! - თი­თე­ბით სა­ჰა­ე­რო კოც­ნა გა­მო­მიგ­ზავ­ნა და კი­ბე­ზე და­ეშ­ვა.
ევას­თან მუ­სა­იფ­მა და მსუ­ბუქ­მა წა­ხემ­სე­ბამ მიშ­ვე­ლა. გუ­ნე­ბა ისე გა­მო­მი­კეთ­და, რომ ღი­ღი­ნიც კი და­ვიწყე. მეც რომ და­მე­ლია ერ­თი-ორი ჭი­ქა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ცხებ­დი ახ­ლა ერთ კარგ სიმ­ღე­რას, ევას კი გი­ჟი ვე­გო­ნე­ბო­დი. არა უშავს, სხვა დროს რომ დავ­ს­ხ­დე­ბით მე და ჩე­მი მდგმუ­რი ლუდ­ზე სა­ქე­ი­ფოდ, მა­შინ ვაჩ­ვე­ნებ კლასს. იმის­თ­ვის, რომ ავ­მ­ღერ­დე, ცო­ტა გა­დაკ­რულ­ში უნ­და ვი­ყო, სხვა­ნა­ი­რად გუ­ლით ვერ ვმღე­რი.

მგო­ნი, კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი. ბო­ლოს სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ჩე­მი თა­ვი. არც კი ვი­ცი, რა­ტომ ვიპ­რან­ჭე­ბი ასე. ვი­თომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღდ­გე­ნა მინ­და? შე­იძ­ლე­ბა. ეგ ჯერ არ ვი­ცი, მაგ­რამ რაც ვი­ცი, ისაა, რომ მინ­და, ცო­ტა­თი მა­ინც ინა­ნოს, რომ მი­მა­ტო­ვა. ახ­ლაც მახ­სოვს ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, კა­რი რომ გა­ი­ჯა­ხუ­ნა და დამ­ტო­ვა. უსიტყ­ვოდ, და­უმ­შ­ვი­დო­ბებ­ლად... ყო­ველ­გ­ვა­რი და­კონ­კ­რე­ტე­ბის გა­რე­შე... არ გა­ვა­ჩე­რე... არ გა­ვე­კი­დე... მე­გო­ნა, რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და და ვერ შეძ­ლებ­და ჩემს მი­ტო­ვე­ბას... მე­გო­ნა, რომ მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი უფ­რო ძლი­ე­რი იყო, ვიდ­რე ჩე­მი... რომ სხვას­თან ვერ გაძ­ლებ­და, მო­ი­ყირ­ჭებ­და და მა­ინც ჩემ­თან დაბ­რუნ­დე­ბო­და... მე კი ვა­პა­ტი­ებ­დი... ვა­პა­ტი­ებ­დი, რად­გან ეს გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის და მე­ო­რედ ჩემს ღა­ლატს და სხვის გა­კი­დე­ბას გულ­შიც არ გა­ივ­ლებ­და...
შევ­ც­დი. ყვე­ლა­ფერ­ში შევ­ც­დი, ერ­თის გარ­და. მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­სა­ზე ძლი­ე­რი იყო, არა მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი, თვი­თო­ნაც ჩემ­ზე ძლი­ე­რი იყო... ძლი­ე­რი ყვე­ლაფ­რით - ხა­სი­ა­თით, გამ­ბე­და­ო­ბით, სი­ჯი­უ­ტით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბით... ამი­ტო­მაც არ დაბ­რუნ­და. ამა­შიც შე­მა­მოწ­მა და დარ­წ­მუნ­და, რა მში­შა­რაც ვი­ყა­ვი...
და აი, ახ­ლა, წლე­ბის შემ­დეგ, კვლავ მას­თან შე­სახ­ვედ­რად მი­ვიჩ­ქა­რო­დი. რას ვე­ლო­დი ამ შეხ­ვედ­რის­გან? რა უნ­და და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა მის­თ­ვის? თუ თა­ვი მე­მარ­თ­ლე­ბი­ნა? ყვე­ლა კითხ­ვა, რო­მე­ლიც თავ­ში მიტ­რი­ა­ლებ­და, უპა­სუ­ხოდ მრჩე­ბო­და. ახ­ლა სა­კუ­თარ თავ­თან ინ­ტერ­ვი­უს დრო არ იყო.
კვლავ სა­ცობ­ში მო­მი­წია სი­ა­რულ­მა. კუს ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვი­წევ­დი წინ და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, ად­გილ­ზე მი­სულს მან­ქა­ნის და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი თუ გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბო­და. იქ­ნებ ჩემს ეზო­ში და­ვა­ყე­ნო და მე­რე ფე­ხით გა­ვაგ­რ­ძე­ლო მის სახ­ლამ­დე გზა? ეს ჭკვი­ა­ნუ­რი აზ­რი იყო და ასეც მო­ვი­ქე­ცი.
ცხრა და­იწყო, რო­ცა მის ეზო­ში შე­ვე­დი. ეზო­ში შე­სულს მარ­ცხ­ნივ უნ­და გა­მეხ­ვია და პირ­ველ­სა­ვე კი­ბეს მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავ­ყო­ლო­დი. მე­რე მე­ო­რე კარ­ზე უნ­და და­მე­რე­კა ზა­რი, შა­ვად შე­ღე­ბილ რკი­ნის კარ­ზე.
დავ­რე­კე... წა­მიც და გა­ი­ღო... იმა­ზე ად­რე, ვიდ­რე მო­ვე­ლო­დი. ესე იგი, სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად მე­ლო­და.
- შე­მო! - ღი­მი­ლით მითხ­რა და გან­ზე დად­გა, გზა და­მით­მო.
ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი გა­ვუ­წო­დე. უფ­რო სწო­რად, ხელ­ში მი­ვა­ჩე­ჩე, ხო­ლო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი, რო­მელ­შიც ერ­თი ბოთ­ლი კო­ნი­ა­კი, შამ­პა­ნუ­რი და ბომ­ბო­ნე­რი იდო, შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე მრგვალ მა­გი­და­ზე შე­მოვ­დე.
- მარ­ტო ხარ? - ვკითხე და მი­მო­ვი­ხე­დე.
ძვე­ლე­ბუ­რი ბი­ნა იყო, გა­უ­რე­მონ­ტე­ბე­ლი. ოდეს­ღაც ვი­ღა­ცას მსუ­ბუ­ქი რე­მონ­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და მას მე­რე, ხე­ლიც არ იყო ნახ­ლე­ბი არც კედ­ლე­ბის­თ­ვის, არც იატა­კის­თ­ვის. სა­ღე­ბა­ვი კარ­გა ხნის გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ჩან­და, შპა­ლე­რი კი გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი.
- კი, მარ­ტო ვარ. ლე­ლის აგ­ვი­ან­დე­ბა.
- ლე­ლი ჰქვია შენს შვილს?
- ჰო.
- დე­და­ჩემ­საც, - გა­ვი­ღი­მე.
- ვი­ცი...
იქ­ნებ ამი­ტო­მაც და­არ­ქ­ვა თა­ვის შვილს დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი? რა­ღაც­ნა­ი­რად შე­მი­ფარ­თ­ქალ­და გუ­ლი. რა­ტომ, წარ­სუ­ლი რომ არ და­ვიწყე­ბო­და?
- ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. ამ მხრივ მა­ინც ავიხ­დი­ნე ოც­ნე­ბა, - სევ­და გა­უ­რია ხმა­ში.
გუ­ლი მეტ­კი­ნა. ვხვდე­ბო­დი, რომ გა­და­მიკ­რა და თა­ვი­სი აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბი მე გად­მო­მაბ­რა­ლა, მაგ­რამ ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ­დი. ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი იყო.
- არა უშავს, ჯერ არც ისე ბებ­რე­ბი ვართ, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ასაკ­შიც კი იწყე­ბენ თა­ვი­დან ცხოვ­რე­ბას.
- ალ­ბათ...
- რა ვქნათ, და­ვე­ლო­დოთ ლე­ლის? - მო­ხერ­ხე­ბუ­ლად დავ­ჯე­ქი სკამ­ზე და ნა­ნას მი­ვა­ჩერ­დი, რომ სი­ნათ­ლე­ზე კარ­გად შე­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.
ისე­თი სხი­ვი აღარ ჰქონ­და თვა­ლებ­ში, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, ნა­ო­ჭე­ბიც მომ­რავ­ლე­ბო­და. ცო­ტა მო­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო კი­დეც... ცო­ტა კი არა, ბევ­რად, მაგ­რამ ფორ­მა არ ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. მკერ­დი გაზ­რ­დო­და, სა­გან­გე­ბოდ დე­კოლ­ტე­ი­ა­ნი კა­ბა ჩა­ეც­ვა და გე­გო­ნე­ბო­დათ, ძუ­ძუ­ე­ბი დას­კ­დო­მა­ზე აქ­ვ­სო, ისე გა­მომ­წ­ვე­ვად ამო­ფუ­ე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ კა­ბის ოვა­ლუ­რი ჭრი­ლი­დან.
ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ევა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ისე დავ­მ­შ­ვიდ­დი, მიკ­ვირ­და, რა მა­ღელ­ვებ­და-მეთ­ქი. თით­ქოს არა­ფე­რი. თით­ქოს ერ­თი დი­დი ხნის უნა­ხა­ვი ნაც­ნო­ბი მე­ნა­ხოს და მორ­ჩა. ვუ­ყუ­რებ­დი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­მე მინ­დო­და მის­გან? მი­ხა­რო­და მა­ინც, რომ ვხე­დავ­დი? ალ­ბათ მი­ხა­რო­და, მაგ­რამ არა იმ დო­ნე­ზე, რომ მის­გან წა­მოს­ვ­ლა დამ­ზა­რე­ბო­და. ვნე­ბა­თა­ღელ­ვა წა­მი­თაც არ მიგ­რ­ძ­ნია, მი­სი მო­ფე­რე­ბის სურ­ვი­ლი ახ­ლო­საც არ გამ­კა­რე­ბია. რა­ტომ? ნუ­თუ ვერ ვპა­ტი­ობ, ოდეს­ღაც რომ მი­მა­ტო­ვა? რა დროს ეგ არის ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ?
უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და.
- და­ჯე­ქი, რა­ტომ დგა­ხარ? - ნა­ნას მი­ვა­ჩერ­დი.
- ახ­ლა­ვე, სუფ­რას გავ­შ­ლი და დავ­ჯ­დე­ბი. ლე­ლის ნუ და­ვე­ლო­დე­ბით, ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი.
- თუ ღმერ­თი გწამს, არა­ფე­რი არ გინ­და. არ მშია. უბ­რა­ლოდ, თი­თო ჭი­ქა დავ­ლი­ოთ და წა­ვალ, არ მო­გაც­დენ.
- მო­მაც­დენ, თო­რემ მეც თავ­ზე მაყ­რია საქ­მე­ე­ბი. მი­ხა­რია, რომ შეგ­ხ­ვ­დი, რომ უარი არ მითხა­რი და მოხ­ვე­დი, - თან ლა­პა­რა­კობ­და, თან გა­დი-გა­მო­დი­ო­და და კერ­ძებს ამა­ტებ­და სუფ­რას.
- ნან, არ გინ­და ამ­დე­ნი რა­მე, რა, მო­დი, და­ჯე­ქი, - ისევ ისე მივ­მარ­თე, რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს მო­ფე­რე­ბით ვე­ძახ­დი.
- რამ­დე­ნი წე­ლია, ეს სიტყ­ვა არ გა­მი­გო­ნია, - აკ­ვ­ნე­სე­ბუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა.
- რა­ტომ, ჩემ გარ­და "ნან" არა­ვის­თ­ვის ყო­ფილ­ხარ?
- არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ მე­რე ბევ­რი მა­მა­კა­ცი მყო­ლია.
- ბევ­რი რამ­დე­ნი?
- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს... რაც შენ­გან წა­ვე­დი, ცხოვ­რე­ბა ამე­წე­წა. მას მე­რე ვე­რა და ვერ დავ­ლაგ­დი.
- ოღონდ მე არ და­მაბ­რა­ლო ეგ აწეწ­ვე­ბი. შენ ხომ გინ­დო­და, რომ შე­ნი ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ფლირ­ტის ჯაჭ­ვი ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის ყო­ვე­ლი რგო­ლი ახა­ლი მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბო­და? მახ­სოვს, რო­გო­რი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით მიყ­ვე­ბო­დი ხოლ­მე, ამას მოვ­წონ­ვარ, იმას მოვ­წონ­ვარ, ამან ეს მითხ­რა, იმან...
- მინ­დო­და, შენ გე­ეჭ­ვი­ა­ნა, სხვა მიზ­ნე­ბი არ მქო­ნია.
- კარ­გი ერ­თი... მო­დი, ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ ამა­ზე, თო­რემ გუ­ლი მიგ­რ­ძ­ნობს, ვიჩხუ­ბებთ.
- შენ­თან ჩხუბს არ ვა­პი­რებ. რაც იყო, იყო. უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, რომ შე­ნი და­კარ­გ­ვით ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფეთ­ქე­ბა­დი, მას­შ­ტა­ბუ­რი მსხვრე­ვა და­იწყო.
- რო­დის დაქ­ვ­რივ­დი? - ბან­ზე ავუგ­დე სიტყ­ვა.
- დი­დი ხა­ნია.
- ახ­ლა გყავს ვინ­მე?
- მუდ­მი­ვი არა.
- ეგ რო­გორ გა­ვი­გო?
- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ჩე­მი ასა­კის ქა­ლი მუ­დამ გვერ­დ­ში აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა. ახ­ლა ინ­ვა­ლიდს თუ მო­უნ­დე­ბა ჩე­მი ცო­ლად შერ­თ­ვა, თო­რემ სხვას არა­ვის. თა­ნაც, სხვა დრო დად­გა. ახ­ლა ქა­ლე­ბი არ­ჩე­ნენ მა­მა­კა­ცებს და არა მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებს. ნაღ­დად არ მინ­და სარ­ჩე­ნი კა­ცი. სექ­სი რომ მო­მინ­დე­ბა, რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ ჩე­მი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.
იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თ­ვის მი­სი აზ­რე­ბი, რომ გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე, ვინ­მე სხვა ხომ არ ზის ჩემ წინ-მეთ­ქი. თან ისე თა­მა­მად გა­ახ­მო­ვა­ნა თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბი, თით­ქოს მი­სი უახ­ლო­ე­სი და­ქა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
- რა­ტომ მიყ­ვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს? - ვერ მო­ვით­მი­ნე და ვკითხე.
- იმი­ტომ, რომ შენ არას­დ­როს არა­ფერს გი­მა­ლავ­დი და არც ახ­ლა ვა­პი­რებ.
- ახ­ლა რო­დის, დღეს? თუ დღე­ი­დან?
- დღე­ი­დან. იმე­დია, ამ სა­ღა­მო­თი არ ამო­ი­წუ­რე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­ღაც ფორ­მით მა­ინც ხომ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ერ­თ­მა­ნე­თის ნახ­ვას, არა?
- არ ვი­ცი... ალ­ბათ... ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
- მე უარს არ ვამ­ბობ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა შენ­მა ნახ­ვამ. არ მე­გო­ნა, აწი რა­მე თუ გა­მი­ხარ­დე­ბო­და.
- ცუ­დი წლე­ბი იყო, მაგ­რამ კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა.
- კარ­გი, მაგ­რამ სევ­დი­ა­ნი... ახ­ლაც იმა­ვე აზ­რ­ზე ხარ?
- რა აზ­რ­ზე?
- ჩემ­ნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ქალს ცო­ლად ვერ შე­ირ­თავ, რა­მე რომ იყოს?
- შენს თავს გუ­ლის­ხ­მობ?
- არა, რას ამ­ბობ, - გა­ი­ცი­ნა, - ზო­გა­დად ვამ­ბობ. დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში რომ მომ­ხ­და­რი­ყო ჩვე­ნი წარ­სუ­ლი, ისევ ისე მო­მექ­ცე­ო­დი?
- არა, ახ­ლა სულ სხვა ჭკუ­ა­ზე ვარ და ბევ­რი რამ ფე­ხებ­ზე მკი­დია.
- ცო­ლი? შვი­ლი?
- მსგავ­სი არა­ფე­რი! ქა­რი­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.
- რა­ტომ მე­რე? - მკითხა, მაგ­რამ ისე შე­ე­ფაკ­ლა ღაწ­ვე­ბი, აშ­კა­რად ესი­ა­მოვ­ნა, რო­ცა ჩე­მი ბერ­ბი­ჭო­ბის ამ­ბა­ვი შე­იტყო.
ადა­მი­ა­ნი სა­ო­ცა­რი არ­სე­ბაა. ყო­ველ­თ­ვის იპო­ვის ან აღ­მო­ა­ჩენს რა­ღა­ცა­ში იმე­დის ნა­პერ­წ­კალს.
- რა ვი­ცი... შენ შემ­დეგ ვე­ღარ ვენ­დე ქა­ლებს.
- მე მაბ­რა­ლებ შენს მარ­ტო დარ­ჩე­ნას? - ირო­ნი­უ­ლად გა­მომ­ხე­და.
- ვხუმ­რობ. შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ შე­ვე­ლიე. დრო­ე­ბი­თი კავ­ში­რე­ბი უფ­რო მხიბ­ლავს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.
- ჰო, ეგ კი. ეგ ყო­ველ­თ­ვის ჭარ­ბი დო­ზით იყო შენ­ში, - სარ­კას­ტუ­ლად გა­ი­ცი­ნა.
- ერ­თი შვი­ლის მე­ტი რა­ტომ არ გა­ა­ჩი­ნე?
- აღარ მო­მინ­და და იმი­ტომ. მეც თა­ვი­სუფ­ლე­ბა მინ­დო­და, შე­ნი არ იყოს. ჩემს გე­მო­ზე მსურ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ვი­ყა­ვი კი­დეც. არა­ფე­რი და­მიკ­ლია, რაც ცხოვ­რე­ბამ შე­მომ­თა­ვა­ზა. ვიგ­რი­ა­ლე, სა­ნამ ლა­მა­ზი და ახალ­გაზ­რ­და ვი­ყა­ვი.
- შენ ახ­ლაც ახალ­გაზ­რ­და ხარ.
- მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი აღარ ვარ, თუმ­ცა რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე არც ახ­ლა ვამ­ბობ უარს. აი, და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს და უკეთ გა­მიც­ნობ. ცუ­დი დღე­ე­ბიც ბევ­რი მქო­ნია და კარ­გიც. მაგ­რამ არა­ფერ­საც არ ვნა­ნობ. მთა­ვა­რია, შვი­ლი მყავს ისე­თი, არა­ვის რომ არ ჰყავს. სა­ა­მა­ყო. სა­უ­კე­თე­სო. გა­იც­ნობ და მიხ­ვ­დე­ბი, რომ არ ვცდე­ბი. იმე­დია, მას მა­ინც გა­უ­მარ­თ­ლებს... შენ კი ახ­ლა უფ­რო სიმ­პა­თი­უ­რი ხარ, ვიდ­რე მა­შინ. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. მიკ­ვირს, მარ­ტო რომ ხარ. შენ­ნა­ი­რი კა­ცი რო­გორ გა­მო­ე­პა­რათ ქა­ლებს?
- ნან, ცო­ტა­თი მა­ინც არ ნა­ნობ? - ხმა­დაბ­ლა, შეც­ვ­ლი­ლი ხმით ვკითხე.
- შენ? - შე­მო­მიტ­რი­ა­ლა კითხ­ვა და თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი