წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი IX)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი IX)
ნაწილი მეცხრე

ნა­ნას­თან სტუმ­რად ყოფ­ნის შემ­დეგ სა­მი კვი­რა გა­ვი­და. ამ სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხე­ლაც არ და­მი­რე­კავს. არ ვი­ცი, რა იყო ეს. შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი მიგ­რ­ძ­ნობ­და, რომ რა­ღაც ისე ვერ იქ­ნე­ბო­და? მე ხომ იმ­დე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ სა­ოც­რე­ბე­ბი მხო­ლოდ ჩემ­ნა­ირს უნ­და გა­დახ­დეს თავს? აბა, უც­ნა­უ­რი არ არის, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­უ­ჩე­რო ქუ­ჩა­ში უც­ნობ ადა­მი­ანს მან­ქა­ნა, რო­ცა ასე არას­დ­როს მოქ­ცე­ულ­ხარ და აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ეს უც­ნო­ბი შე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია? ან კი­დევ... რა­ღა ბო­ლო შემ­თხ­ვე­ვი­დან და­ვიწყეთ, სულ თა­ვი­დან რომ მოვ­ყ­ვეთ, თუნ­დაც იმ დღი­დან, ნა­ნა პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე და შე­მიყ­ვარ­და... გა­გი­გო­ნი­ათ მსგავ­სი ვინ­მეს­გან? პა­ცი­ენტს ასე­თი სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დეს, ახ­ლოს რო­გორ უნ­და გა­ი­კა­რო, თუ მარ­თ­ლა არ შე­გიყ­ვარ­და? ჰო­და, რა­ღა მე შე­მიყ­ვარ­და? იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ მე ვარ ასე­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი, ჩე­მი ბე­დის­წე­რაა მხო­ლოდ ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი. მარ­ტო ჩემ­ნა­ირ დამ­თხ­ვე­ულს არ ელე­ვა უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.
პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ არე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას ევას გა­მო­ჩე­ნაც და­ე­მა­ტა. არ მითხ­რათ, მდგმურ­თან რო­მა­ნი იმ­დე­ნად ხში­რი შემ­თხ­ვე­ვაა, მა­გით ვერ გაგ­ვაკ­ვირ­ვე­ბო. ჯერ ერ­თი, ეს რო­მა­ნი არ არის და მე­ო­რეც - მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს. მე კი რას ვა­კე­თებ? ცო­ლი­ვით ვექ­ცე­ვი. ამას­თან, მე და ჩემს მდგმურს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ხომ არ და­გა­ვიწყ­დათ, რამ­დე­ნია? მე­რე რა მოხ­დაო, იტყ­ვის ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი. შე­იძ­ლე­ბა არც არა­ფე­რი, მაგ­რამ მა­ინც სინ­დი­სი მქენ­ჯ­ნის. ამის კომ­პ­ლექ­სი რომ არ მქო­ნო­და, აქამ­დე გა­ვიც­ნობ­დი ჩემს ვირ­ტუ­ა­ლურ ნი­ნის და სულ სხვა გზით წა­ვიყ­ვან­დი ჩემს ცხოვ­რე­ბას.
სა­მი კვი­რა მე და ევაც მშვე­ნივ­რად ვერ­თო­ბო­დით ერ­თად და ოჯა­ხო­ბა­ნა­საც გა­და­სა­რე­ვად ვთა­მა­შობ­დით. სა­მი კვი­რის შემ­დეგ კი მო­ნას­ტე­რი ში­ნაც აირია და გა­რე­თაც.
ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ინ­ტერ­ლუ­დია სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აივ­სო. სეტყ­ვა­სა­ვით მეყ­რე­ბო­და თავ­ზე ახალ-ახა­ლი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბე­ბი. ერ­თის გა­აზ­რე­ბას ვერ ვას­წ­რებ­დი, რომ უეც­რად მე­ო­რე გა­მოტყ­ვ­რე­ბო­და სა­ი­დან­ღაც. თუმ­ცა, მო­დი, თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყ­ვეთ, თო­რემ მგო­ნი, ასე ვე­რა­ფერს გა­გა­გე­ბი­ნეთ.
სა­მი კვი­რის შემ­დეგ ევამ ნელ-ნე­ლა უკ­ლო ჩემ­თან დროს ტა­რე­ბას - არც ღა­მით რჩე­ბო­და, არც თა­ვის­თან მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. ხან­და­ხან ორი-სა­მი დღე ისე გა­ვი­დო­და, სექ­სიც კი არ გვქონ­და. მე კი ისე მი­ვეჩ­ვიე, ცო­ტა არ იყოს, უჩ­ვე­უ­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და საქ­მის ასე­თი შე­მობ­რუ­ნე­ბა. სა­მი ზღაპ­რუ­ლი კვი­რის შემ­დეგ ზღაპ­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი დამ­თავ­რე­ბა სრუ­ლი­ა­დაც არ მაწყობ­და, მაგ­რამ ხმას არ ვი­ღებ­დი. რა პრე­ტენ­ზია უნ­და წა­მე­ყე­ნე­ბი­ნა შვი­ლის ტო­ლა მე­ძა­ვის­თ­ვის? ჩემ­თან სექ­სი რა­ტომ არ გინ­და-მეთ­ქი, ხომ არ ვკითხავ­დი? ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მოვ­ბეზ­რე­ბო­დი?
მას იმ­დენ­ნა­ი­რი კა­ცი ეყო­ლე­ბა ნა­ნა­ხი, მხო­ლოდ ერ­თით რომ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, გა­უ­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, გულს ამით ვიმ­შ­ვი­დებ­დი და ისე ვიქ­ცე­ო­დი, თით­ქოს სუ­ლაც არ მა­ნაღ­ვ­ლებ­და, ევა დაწ­ვე­ბო­და ჩემ­თან თუ არ დაწ­ვე­ბო­და. არა­და, მა­ნაღ­ვ­ლებ­და. მა­ნაღ­ვ­ლებ­და კი არა, ლო­დი­ვით მაწ­ვა გულ­ზე მი­სი გულ­გ­რი­ლო­ბა თუ უყუ­რადღე­ბო­ბა.
ისიც შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ბო­ლო დროს უხა­სი­ა­თოდ იყო. ჩა­ი­კე­ტე­ბო­და თა­ვის ოთახ­ში და შუქ­საც არ აან­თებ­და, იჯ­და სიბ­ნე­ლე­ში ასე გა­მო­კე­ტი­ლი.
ბო­ლოს, რომ ვერ მო­ვით­მი­ნე, უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზი ვკითხე. იმის დარ­დი მქონ­და, ჩემ­ზე ხომ არ იყო ნაწყე­ნი. ისე­თი არა­ფე­რი, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი მაქ­ვ­სო. ხან სა­ი­დან მი­ვუ­დე­ქი, ხან სა­ი­დან, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვათ­ქ­მე­ვი­ნე. რა უნ­და მექ­ნა, შე­ვეშ­ვი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­ცა სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვ­ლად გა­უ­ა­რეს­და და ახ­ლა უკ­ვე არც დღე და არც ღა­მე ში­ნი­დან არ გა­დი­ო­და, სა­ლა­პა­რა­კოდ ჩა­ვე­დი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე, მითხა­რი, რა გე­მარ­თე­ბა-მეთ­ქი.
უბ­რა­ლოდ, გა­მი­ღი­მა და მორ­ჩა, ჩე­მი შე­კითხ­ვა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.
- ევა, გუ­ლახ­დი­ლად მითხა­რი, მე ხომ არ მემ­დუ­რი?
- არა, რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე? - შორს და­ი­ჭი­რა.
- აბა, რა­ტომ გა­მირ­ბი­ხარ? სტუმ­რა­დაც არ ამო­დი­ხარ ჩემ­თან.
- შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ, ან­დ­რია. სტუმ­რად კი არა, ხომ ხე­დავ... სა­მუ­შა­ო­დაც აღარ გავ­დი­ვარ, - სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლით ამომ­ხე­და.
- ჰო­და, რა­ტომ, რა მოხ­და ამის­თა­ნა, მე ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი?
- არ ვი­ცი... არა მგო­ნია. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა მე თვი­თონ უნ­და და­ვეხ­მა­რო ჩემს თავს. მად­ლო­ბა, მაგ­რამ არა­ვის შე­წუ­ხე­ბა არ მინ­და, მით უფ­რო - შე­ნი.
- კი არ შე­მა­წუ­ხებ, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რებ და და­მა­ვა­ლებ, თუ რა­მე­ში გა­მო­მი­ყე­ნებ, - დახ­მა­რე­ბა გულ­წ­რ­ფე­ლად შევ­თა­ვა­ზე.
- ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი არ მჭირ­დე­ბა, ან­დ­რია. თუ აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, მე­რე ვნა­ხოთ. ხომ იცი, არ მო­გე­რი­დე­ბი, - ამ­ჯე­რად მხი­ა­რუ­ლი ღი­მი­ლი გა­მო­ი­სა­ხა ტუ­ჩებ­ზე და ფე­ხის წვე­რებ­ზე აწე­ულ­მა ტუ­ჩებ­ში ნა­ზად მა­კო­ცა.
რად­გან ვე­რა­ფე­რი და­ვაც­დე­ნი­ნე, შე­ვეშ­ვი. ვი­ფიქ­რე, გა­ივ­ლის ცო­ტა დრო და მე­რე თვი­თონ მო­მიყ­ვე­ბა, რა და­ე­ტა­კა-მეთ­ქი.
ამა­სო­ბა­ში მე­ო­რე ფრონ­ტი გა­აქ­ტი­ურ­და. ნა­ნა და­რეკ­ვით არ მი­რე­კავ­და, მაგ­რამ მე­სიჯს მე­სიჯ­ზე მიგ­ზავ­ნი­და. ხან მო­მი­კითხავ­და, ხან სა­ყ­ვე­დურს მომ­წერ­და, სად და­მე­კარ­გეო, ხა­ნაც გავ­ცივ­დი და რას მირ­ჩევ, რა წა­მა­ლი დავ­ლიოო და ასე შემ­დეგ.
ვბრა­ზობ­დი ჩემს თავ­ზე, ასე სა­ზიზღ­რად რომ ვიქ­ცე­ო­დი. გა­ნა რა გახ­და ერ­თი და­რეკ­ვა და ადა­მი­ა­ნის მო­კითხ­ვა? ად­რე მე­გო­ნა, შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი თუ არა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბო­და, ძვე­ლი გრძნო­ბე­ბი ისევ ამეშ­ლე­ბო­და და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­დო­და. ამა­ზე ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ აი, ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რამ მოხ­და. სიყ­ვა­რუ­ლით რომ არ მიყ­ვარ­და, გა­სა­გე­ბი იყო, მაგ­რამ სხვა მხრი­ვაც რომ არ მი­ზი­დავ­და? ნუ­თუ ისე შე­ვეჩ­ვიე ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ ნა­ნას ასა­კის ქა­ლე­ბი აღარ მხიბ­ლავ­და? იქ­ნებ ეს იყო მი­ზე­ზი? ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ნი­ნის ვეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­დი, რე­ა­ლუ­რად ევას­თან მქონ­და მთე­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვე­ბი...
იქ­ნებ უფ­რო ხში­რად უნ­და მე­ნა­ხა ნა­ნა, რომ უკეთ გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვი ჩემს თავ­ში? ერ­თი სიტყ­ვით, სას­ტი­კად ავი­რიე. უკ­ვე აღარ ვი­ცო­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა მინ­დო­და და ვის­თან მინ­დო­და. ვე­რა და ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. იმ­დე­ნად შე­ვიც­ვა­ლე, სამ­სა­ხურ­შიც კი შე­ამ­ჩ­ნი­ეს, რომ რა­ღაც ვერ მქონ­და რიგ­ზე. შე­ამ­ჩ­ნი­ეს და წა­ვი­და ჭო­რე­ბი. ზო­გი ამ­ბობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიაო, ზო­გიც ნა­ად­რე­ვი კლი­მაქ­სი და­ეწყოო, ჩურ­ჩუ­ლებ­და თურ­მე. რომ იცო­დეთ, რო­გორ არ მა­ნაღ­ვ­ლებ­და ეს ჭო­რე­ბი. წა­მი­თაც არ გა­მივ­ლია გულ­ში, რო­მე­ლი­მეს­თ­ვის სა­პი­რის­პი­რო და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა. ან­დ­რო პა­უ­ზამ­დე ჯერ შორს იყო, წე­სით, მა­მა­კა­ცებს სა­მოც წლამ­დე არ ეწყე­ბათ კლი­მაქ­სუ­რი პე­რი­ო­დი. რას იფიქ­რებ­დ­ნენ სხვე­ბი, ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებ­და, მე ჩე­მი დარ­დი მქონ­და, რომ­ლის გან­ქარ­ვე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. მაგ­რამ რო­ცა სა­ში­შად აგორ­და ჭო­რე­ბი და უკ­ვე იმის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვა და­იწყეს, რომ თურ­მე ერექ­ცი­ა­ში `მო­ვი­კოჭ­ლებ­დი~, აი, მანდ მივ­ხ­ვ­დი, რომ უნ­და მე­მოქ­მე­და. ახ­ლა კლი­ნი­კის ქა­ლებს თუ არ და­ვე­რე­ო­დი, ცუ­დად წა­მი­ვი­დო­და საქ­მე.
ავ­დე­ქი და ლი­ზით და­ვიწყე, ორ­მო­ცი წლის ექი­მით, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ღა­მით მო­რი­გე­ობ­და ხოლ­მე. ქმარს გა­შო­რე­ბულს პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და ღა­მე ემუ­შა­ვა, ამი­ტომ კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ხელ­ფას­საც მეტს აძ­ლევ­და. ლი­ზის­თან ად­რეც მქო­ნია `ერ­თი ღა­მის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი~, ამი­ტომ დი­დი ხვეწ­ნა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ხვეწ­ნა კი არა, მგო­ნი, ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, `გა­ვე­სინ­ჯე~, მარ­თა­ლი იყო თუ არა ჩემ­ზე მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი.
ამი­ტო­მაც, ჩე­მი მო­რი­გე­ო­ბის ღა­მეს არც ვა­ციე, არც ვაცხე­ლე და ლი­ზის ხე­ლი მო­ვუ­ფა­თუ­რე. ჩე­მი მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რი­დან სა­ჭი­რო დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნა და კა­ბი­ნეტ­ში ჩა­ვი­კე­ტეთ. სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ცო­ტას კი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ოღონდ ახ­ლა არ მი­ღა­ლა­ტოს ჩემ­მა მა­მა­კა­ცურ­მა ღირ­სე­ბამ და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის და­სა­ცი­ნი არ გავ­ხ­დე-მეთ­ქი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ოღონდ სხვა დროს თუ ღა­მით ორ-სამ­ჯერ მო­ვიგ­დებ­დი ხოლ­მე კა­ბი­ნეტ­ში, ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ერ­თი აქ­ტით დავ­კ­მა­ყო­ფილ­დი.
მე­ო­რე მო­რი­გე­ო­ბა­ზე მა­რია და­ვით­რიე, მთა­ვა­რი ექ­თა­ნი, ნა­ხევ­რად ქარ­თ­ვე­ლი და ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლი, გათხო­ვი­ლი, ორ­შ­ვი­ლი­ა­ნი. არ დამ­ძ­რა­ხოთ ახ­ლა, გათხო­ვილ ქა­ლებს რა­ღას და­ე­რიეო. სუ­ლაც არ არის ჩე­მი ბრა­ლი. ამ მა­რი­ამ სის­ხ­ლი გა­მიშ­რო მთე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ თა­ვი­სას არ მი­აღ­წია. თით­ქოს ჩემ­თან სექ­სი მის­თ­ვის პა­ნა­ცეა ყო­ფი­ლი­ყოს, გა­სა­ქანს არ მაძ­ლევ­და. ბო­ლოს მეც ჩა­ვიქ­ნიე ხე­ლი, თუ თვი­თონ არ ენაღ­ვ­ლე­ბა ქმრის ღა­ლა­ტი, მე სა­ერ­თოდ რა­ტომ უნ­და ვი­ნაღ­ვ­ლო-მეთ­ქი და მო­სახ­დე­ნი მო­ვახ­დი­ნე, თა­ნაც დღი­სით-მზი­სით, პირ­და­პირ სა­ორ­დი­ნა­ტო­რო­ში, ოღონდ შა­ბა­თი იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით კლი­ნი­კა­ში.
მე­გო­ნა, ამ ორი ახა­ლი ამ­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბოდ­ნენ ჩე­მი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და ჭო­რა­ო­ბას აღარ გა­აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ თურ­მე სა­და ხარ! ახ­ლა იმა­ზე და­იწყეს სჯა-ბა­ა­სი, ნე­ტავ რა ეტა­კა ან­დ­რია ექიმს, ასე რამ გა­უ­აქ­ტი­უ­რა ლი­ბი­დოო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამ კლი­ნი­კა­ში, რომ არ და­გა­ფიქ­სი­რონ. არა მგო­ნია, ლი­ზის და მა­რი­ას თვი­თონ გა­ენ­დოთ სხვე­ბის­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო, ან­დ­რი­ას­თან სექ­სი გვქონ­დაო. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებ­მა ასი თვა­ლი და ასი ყუ­რი გა­მო­ი­ბეს, რომ ეს და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ. მარ­თა­ლია, რო­ცა ამ­ბო­ბენ, კედ­ლებ­საც კი ყუ­რე­ბი აქ­ვ­სო.
ასე იყო თუ ისე, ჩე­მი კო­ლე­გე­ბის გაცხო­ვე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­ვა­ნე­ლე და ახ­ლა უკ­ვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა დას­კ­ვ­ნას გა­მო­ი­ტან­დ­ნენ ჩე­მი მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის, ანუ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ლი­ბი­დოს შე­სა­ხებ.

მე­ხუ­თე კვი­რა იმით და­იწყო, რომ ნა­ნამ და­მი­რე­კა და მთხო­ვა, სამ­შა­ბათს მას­თან სტუმ­რად მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ლე­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და შე­ნი და­პა­ტი­ჟე­ბა მთხო­ვაო. ასეთ რა­მე­ზე უარი რომ მეთ­ქ­ვა, მი­სი შვი­ლის თვალ­ში პა­ტი­ვის­ცე­მას დავ­კარ­გავ­დი, ამი­ტომ შევ­პირ­დი, აუცი­ლებ­ლად მო­ვალ, ოღონდ მითხა­რი, რა მოს­წონს, სა­ჩუქ­რად რა ვუ­ყი­დო-მეთ­ქი. კაშ­ნე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლიაო, მითხ­რა, თან მწვა­ნე ფე­რი მოს­წონ­სო. რა სჯო­ბია, რო­ცა იცი, რა უნ­და მი­უ­ტა­ნო ადა­მი­ანს სა­ჩუქ­რად. ეს ყო­ველ­თ­ვის თავ­სა­ტეხს მი­ჩენს, რო­ცა ვინ­მე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბა. ახ­ლო მე­გობ­რებს კი ვი­ცი, რაც უნ­და ვა­ჩუ­ქო, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ცის სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვა მე­ად­ვი­ლე­ბა, მაგ­რამ აი, ქა­ლის სა­ჩუ­ქარ­ზე ყო­ველ­თ­ვის ვწვა­ლობ. ვინ იცის, რას ელო­დე­ბა შენ­გან, შენ კი რას აარ­ჩევ.
მე­ო­რე დღეს­ვე გავ­ვარ­დი მა­ღა­ზი­ებ­ში, რომ კაშ­ნე­ე­ბი შე­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და თუ უცხო რა­მეს გა­და­ვაწყ­დე­ბო­დი, ბა­რემ შე­მე­ძი­ნა.
ლა­მის მთე­ლი დღე მო­ვუნ­დი სა­სურ­ვე­ლი ფე­რის და ფაქ­ტუ­რის კაშ­ნეს შერ­ჩე­ვას. ჯერ ერ­თი, სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი ლე­ლის და მინ­დო­და, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სა­ჩუქ­რით და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა. მე­ო­რეც, ნა­ნას შერ­ცხ­ვე­ნაც არ მინ­დო­და. რა­ტომ უნ­და ეფიქ­რა მის შვილს, დე­და­ჩემს ერ­თი გო­ი­მი ქი­რურ­გი ჰყვა­რე­ბია და კარ­გიც უქ­ნია, ცო­ლად რომ არ გაჰ­ყო­ლიაო.

ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვიპ­რან­ჭე­ბო­დი სარ­კის წინ. მინ­დო­და, მის შვილ­სა და მე­გობ­რებ­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიც კი ვი­ყა­ვი, რომ ასე მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც დიდ­ხანს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ჩემს თავს, სა­ნამ სახ­ლი­დან გა­ვი­დო­დი.
სა­ჩუ­ქა­რიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მი­ფუ­თეს. ულა­მა­ზე­სი კაშ­ნე ვი­ყი­დე, იტა­ლი­უ­რი. მარ­თა­ლია, ძვი­რი და­მიჯ­და, მაგ­რამ ფასს აღარ და­ვე­ძებ­დი. მთა­ვა­რი იყო ეფექ­ტი მო­მეხ­დი­ნა. ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი აღარ ვი­ყი­დე. ცო­ტა არ იყოს, გო­ი­მუ­რი მეჩ­ვე­ნა ასე­თი სა­ჩუქ­რის გვერ­დით კი­დევ ყვა­ვი­ლე­ბი. თა­ნაც, მე ხომ მას არ ვიც­ნობ­დი. რა სა­ჭი­რო იყო ამ­დე­ნი რა­მით მის­ვ­ლა?
მან­ქა­ნა, რო­გორც წი­ნა ჯერ­ზე, ახ­ლაც ჩემს ეზო­ში და­ვა­ყე­ნე და ფე­ხით ავუ­ყე­ვი აღ­მართს. ნა­ნას ბი­ნამ­დე სულ რა­ღაც ორა­სი­ო­დე მეტ­რი იქ­ნე­ბო­და.
ეზო­ში შე­სულ­მა მაღ­ლა ავი­ხე­დე. ფან­ჯა­რა­ში ვი­ღა­ცე­ბი მო­ჩან­დ­ნენ. ნა­ნას ბი­ნა გა­ჩახ­ჩა­ხე­ბუ­ლი იყო, სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ის ჰან­გე­ბი ეზო­ში იღ­ვ­რე­ბო­და.
დინ­ჯად ავუ­ყე­ვი კი­ბეს, სახ­ლ­ში რომ ორ-ორ სა­ფე­ხურს ვახ­ტე­ბო­დი, ისე კი არა. ზა­რი დავ­რე­კე და შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი მარ­ცხე­ნა ხელ­ში და­ვი­კა­ვე.
კა­რი გა­ი­ღო და ნა­ნას ჯე­რაც ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი შე­მო­მე­ფე­თა იმ სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ას­თან ერ­თად, ეზო­ში რომ მეს­მო­და.
- კი­დევ კარ­გი, მოხ­ვე­დი! რომ არ მო­სუ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცი, რას ვი­ზამ­დი! - შეს­ძა­ხა ნა­ნამ და კი­სერ­ზე ჩა­მო­მე­კი­და.
რა­ღაც­ნა­ი­რად მე­უ­ხერ­ხუ­ლა, ასე ში­ნა­უ­რუ­ლად რომ შემ­ხ­ვ­და. იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი გა­დაჩ­ვე­უ­ლი მას­თან სი­ახ­ლო­ვეს, რომ მე­ხა­მუ­შა მი­სი სხე­უ­ლის სიმ­ხურ­ვა­ლე და ფა­ფუ­კი ძუ­ძუ­ე­ბის შე­ხე­ბა.
- ლე­ლის გა­უ­ხარ­დე­ბა, - რო­ცა სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია ვერ მი­ი­ღო, ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია და მო­რი­დე­ბუ­ლი მზე­რა მეს­რო­ლა, - ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს შე­ნი გაც­ნო­ბა.
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. ჩე­მი მო­დუ­რი მოკ­ლე ქურ­თუ­კი გა­ვი­ხა­დე თუ არა, ხელ­ში მე­ცა, გა­მო­მარ­თ­ვა და მკლავ­ზე გა­და­ი­კი­და.
- ჩემს ოთახ­ში შე­ვი­ტან, აქ იმ­დე­ნი ჰკი­დია, არ და­ე­ტე­ვა, - ახ­ს­ნა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი და წინ გა­მიძღ­ვა.
- ლე­ლი! - და­ი­ძა­ხა, რო­გორც კი სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ვე­დით.
სულ ოთხი გო­გო და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა­ნი გაპ­რან­ჭუ­ლე­ბი. რა თქმა უნ­და, ნა­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ლო­დი­ნი ასე­თი მქონ­და. არც შევ­მ­ც­დარ­ვარ, მაგ­რამ რო­გორც კი ლე­ლი ჩემ­კენ მოტ­რი­ალ­და და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რა შე­მავ­ლო, ად­გილ­ზე გავ­ქ­ვავ­დი. მიკ­ვირს, ინ­ფარ­ქ­ტი რო­გორ არ და­მე­მარ­თა...
ნა­ნას ლე­ლი ულა­მა­ზე­სი იყო და ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სხვა რამ აღ­მოჩ­ნ­და. ჩემ წინ ნი­ნი იდ­გა, ჩე­მი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.
არ გე­გო­ნოთ, რომ გავ­გიჟ­დი ან ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­მეწყო. მარ­თ­ლა ნი­ნი იყო, გო­გო, რო­მელ­საც ათას სხვა გო­გო­ში ამო­ვიც­ნობ­დი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ მსგავ­სე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. მსგავ­სე­ბა და ასე­თი? გა­მო­რიცხუ­ლია! ადა­მი­ა­ნე­ბი ასე გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჰგვა­ნან ერ­თ­მა­ნეთს, თუ ტყუ­პის­ცა­ლე­ბი არი­ან. ორი სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სხვა­დას­ხ­ვა მშობ­ლის შვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა ასე და­ემ­ს­გავ­სოს ერ­თ­მა­ნეთს.
ვერ გეტყ­ვით, რა გა­და­ვი­ტა­ნე. ხომ ვამ­ბობ­დი, სა­ოც­რე­ბე­ბი მხო­ლოდ მე უნ­და და­მე­მარ­თოს-მეთ­ქი. ჩემ გარ­და ვინ უნ­და დამ­დ­გა­რი­ყო ამის­თა­ნა გა­მოც­დის წი­ნა­შე? კი­დევ კარ­გი, თვი­თონ არ მიც­ნობ­და და ჩემ­ზე არა­ფე­რი იცო­და. ამა­ში კი გა­მო­მად­გა ჩე­მი სიფ­რ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სცოდ­ნო­და ჩე­მი ვი­ნა­ო­ბა, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი. მის­თ­ვი­საც რამ­ხე­ლა შო­კი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი აქ ნახ­ვა. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ჩე­მი თა­ვის ამ დო­ზით მად­ლო­ბე­ლი.
- ლე­ლი, გა­ი­ცა­ნი, ან­დ­რია ჯორ­ჯი­კია, ჩე­მი მე­გო­ბა­რი, - აი, ასე წარ­მად­გი­ნა ნა­ნამ თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­თან.
- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. რა­ტომ­ღაც, ზუს­ტად ასე­თი წარ­მო­მედ­გი­ნეთ, - ხე­ლი ჩა­მო­მარ­თ­ვა ლე­ლიმ და ნა­ზად გა­მი­ღი­მა.
- ჩემ­თ­ვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­სი­ა­მოვ­ნო კი არა, დი­დი პა­ტი­ვია, რომ გა­გი­ცა­ნით, - არც მე და­ვა­კე­ლი ხიბ­ლი ჩემს ღი­მილს და სა­ჩუ­ქა­რიც გა­ვუ­წო­დე, - ეს მცი­რე­დი ძღვე­ნი ჩემ­გან, გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს.
- რა­ტომ შე­წუხ­დით? უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, არ იყო სა­ჭი­რო, - თავ­მ­დაბ­ლო­ბად და­იღ­ვა­რა ნი­ნი-ლე­ლი და გა­მო­მარ­თ­ვა თუ არა სა­ჩუ­ქა­რი, მა­შინ­ვე გახ­ს­ნას შე­უდ­გა.
ეფექ­ტი სა­ო­ცა­რი იყო. რო­ცა კაშ­ნე და­ი­ნა­ხა, ისე შეჰ­ყ­ვი­რა, სა­მი­ვე გო­გომ მის­კენ გა­მო­ი­ხე­და. ისე­დაც არ გვაკ­ლ­და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა მზე­რა, ახ­ლა ხომ სა­ერ­თოდ, ისე­თი თვა­ლე­ბით მოგ­ვ­ჩე­რე­ბოდ­ნენ, შე­ვიშ­მუშ­ნე.
- ვა­ი­მეეე! ზუს­ტად ისე­თია, რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი! - ისევ იყ­ვი­რა ლე­ლიმ და კაშ­ნე ყელ­ზე შე­მო­იხ­ვია, - ადა, ნა­ხე! მა­კას ზუს­ტად ასე­თი არ ჰქონ­და?
- ხო, ოღონდ ის სხვა ფე­რებ­ში იყო, - გაპ­რან­ჭუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვა სათ­ვა­ლი­ან­მა ადამ და მზე­რით გა­მე­კეკ­ლუ­ცა, - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბა გქო­ნი­ათ, - შე­მა­ქო.
- უკაც­რა­ვად, თქვენ ექი­მი ხომ არ ხართ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ო­რე გო­გო მო­მი­ახ­ლოვ­და, რო­მელ­საც წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ცხვი­რი და ჩი­ნე­ლი­ვით წვრი­ლი თვა­ლის გუ­გე­ბი ჰქონ­და.
- კი, ექი­მი ვარ... ქი­რურ­გი... - თა­ვი და­ვა­კან­ტუ­რე და ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ვი­ყა­ვი. ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­შინ­ლად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი.
- მე თქვენ გიც­ნობთ. შარ­შან ბი­ძა­ჩემს გა­უ­კე­თეთ ოპე­რა­ცია. გრი­გოლ ლა­ფე­რა­ძე გახ­სოვთ? სიმ­სივ­ნე ჰქონ­და სწორ ნაწ­ლავ­ზე.
- ააა, კი, რო­გორ არა, მახ­სოვს. რო­გორ არის?
- არა უშავს, კარ­გად. სხი­ვე­ბი გა­ი­კე­თა ცო­ტა ხნის წინ და რა ვი­ცი, უკე­თაა, სამ­სა­ხურ­შიც კი გა­ვი­და.
- გო­გო­ე­ბო, გე­ყო­ფათ ახ­ლა, ნუ და­ღა­ლეთ კა­ცი, თო­რემ ამ­დე­ნი ქა­ლის შემ­ხედ­ვა­რე გა­გიჟ­და. მო­დი, დავ­ს­ხ­დეთ, დროა უკ­ვე.
ნა­ნას შე­ძა­ხილ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ ამ­დენ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რას არ ვი­ცი, რო­გორ გა­დავ­რ­ჩე­ბო­დი. აშ­კა­რა იყო, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე და ნა­ნამ მგო­ნი, ცო­ტა იეჭ­ვი­ა­ნა კი­დეც.
რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ჩემ გარ­და სხვას არც არა­ვის ელო­დე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და, ვინ ვი­ყა­ვი, ნა­ნას­თან რა მა­კავ­ში­რებ­და და რო­გორ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე. რა­ტომ­ღაც, თავს ზედ­მე­ტად შე­ბო­ჭი­ლად ვგრძნობ­დი. არ ვი­ცი, ამა­ზე რამ უფ­რო მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ალ­ბათ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად: ლე­ლი ნი­ნი აღ­მოჩ­ნ­და, ნა­ნა ჩემ გვერ­დით თავს ძველ ამ­პ­ლუ­ა­ში გრძნობ­და და სხვებ­საც აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, ეს კა­ცი ჩე­მია და არა­ვინ გა­ბე­დოთ მი­სი დათ­რე­ვაო.
ვი­ნატ­რე, ერ­თი კა­ცი მა­ინც მო­ვი­დო­დეს, რომ კა­ცუ­რად ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი და ჭი­ქა მი­ვუ­ჭა­ხუ­ნო-მეთ­ქი.
ნატ­ვ­რა არ ამიხ­და. არც კა­ცი შე­მოგ­ვ­მა­ტე­ბია და არც ქა­ლი. კარ­გა ხანს მუნ­ჯი­ვით ვი­ჯე­ქი. ვერ მო­ვილ­ხი­ნე ისე, რო­გორც მჩვე­ვია. დავ­ლიე კი­დეც, შევ­ხურ­დი, ალ­კო­ჰოლ­მა მთელ სხე­ულ­ში და­მი­ა­რა, მაგ­რამ შე­ბო­ჭი­ლო­ბა არა და არ მო­მეხ­ს­ნა. ვუც­ქე­რო­დი ლე­ლის და გო­ნე­ბი­დან არ მშორ­დე­ბო­და მას­ზე ფიქ­რი. რა უც­ნა­უ­რია ცხოვ­რე­ბა. რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ნა­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მიყ­ვარ­და? ან რა­ტომ ერ­ქ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­ნი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი ლე­ლი? იქ­ნებ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ერ­თი სა­ხე­ლი უწე­რია, მე­ო­რეს კი ახ­ლობ­ლე­ბი ეძა­ხი­ან? ამ კითხ­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად პა­სუხს ვერ გავ­ცემ­დი. ისიც არ ვი­ცო­დი, რო­გორ უნ­და გა­მე­გო სი­მარ­თ­ლე. ნი­ნის ხომ არ ვკითხავ­დი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა სა­ხე­ლი ხომ არ გქვია-მეთ­ქი? ვერც ლე­ლის შე­ვე­კითხე­ბო­დი, შემ­თხ­ვე­ვით ნი­ნი­საც ხომ არ გე­ძა­ხი­ა­ნო.
ყვე­ლა­ფერს ალ­ბათ დრო და­ა­ლა­გებ­და. რო­გორ­ღაც თა­ვის­თა­ვად გა­ე­ცე­მო­და ყვე­ლა ბუნ­დო­ვან შე­კითხ­ვას პა­სუ­ხი. ასე ხდე­ბა ხოლ­მე და მეც ამის იმე­დი მქონ­და.
რო­გორც იქ­ნა, სას­მე­ლი მო­მე­კი­და და ცო­ტა­თი გავ­მ­ხი­ა­რულ­დი. და­ძა­ბუ­ლო­ბაც ნელ-ნე­ლა მო­მეხ­ს­ნა და ბო­ლოს ისეთ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი, გი­ტა­რაც კი მო­ვითხო­ვე.
ლე­ლიმ მა­შინ­ვე გა­მო­მირ­ბე­ნი­ნა გი­ტა­რა. აუწყო­ბე­ლი იყო, კარ­გა ხანს ვეწ­ვა­ლე, რომ ამეწყო, მე­რე კი სიმ­ღე­რე­ბი და­ვა­გუ­გუ­ნე. ჩე­მი ხმის ტემ­ბ­რით, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა მო­ი­ხიბ­ლა. შემ­დეგ სხვე­ბიც ამ­ყ­ვ­ნენ და მშვე­ნი­ე­რი სა­ღა­მოც გა­მოგ­ვი­ვი­და.
ბო­ლოს შე­ვატყ­ვე, რომ სახ­ლ­ში წას­ვ­ლა არა­ვის უნ­დო­და. უფ­რო სწო­რად, ყვე­ლა იმას ელო­და, მე რო­დის წა­ვი­დო­დი, რომ მე­რე ჩემ­ზე ეჭო­რა­ვათ. ამი­ტომ იმე­დი არ გა­ვუც­რუე ლე­ლის, ნა­ნას და მათ სტუმ­რებს. თორ­მეტს გა­დას­ც­და თუ არა, ჩე­მი წას­ვ­ლის დროა-მეთ­ქი, გა­მო­ვაცხა­დე.
დი­დი ამ­ბით და­მემ­შ­ვი­დობ­ნენ. ლე­ლიმ აუცი­ლებ­ლად კი­დევ გვეს­ტუმ­რე­თო, მითხ­რა, ოღონდ მარ­თ­ლა გუ­ლით, ყო­ველ­გ­ვა­რი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის გა­რე­შე.
ნა­ნა უკან გა­მომ­ყ­ვა, რომ კა­რამ­დე მი­ვე­ცი­ლე­ბი­ნე, მაგ­რამ შუა გზა­ზე ხე­ლით მა­ნიშ­ნა, აქეთ წა­მო­დიო და სა­ძი­ნებ­ლის კა­რი შე­ა­ღო. გა­მახ­სენ­და, მოს­ვ­ლი­სას ჩე­მი ქურ­თუ­კი თა­ვის ოთახ­ში რომ გა­ი­ტა­ნა, ამი­ტომ არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია.
- ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე, - მითხ­რა გა­ბად­რუ­ლი სა­ხით, რო­ცა ქურ­თუ­კი მო­მა­წო­და.
- მა­ხა­რია, თუ ასეა, - ვთქვი და ქურ­თუ­კი ჩა­ვიც­ვი, მაგ­რამ ღი­ლე­ბის შეკ­ვ­რა ვერ მო­ვას­წა­რი, რად­გან ნა­ნამ და­მას­წ­რო.
- წას­ვ­ლის წინ არ მა­კო­ცებ, ად­რე რომ მკოც­ნი­დი ისე? - ზედ ყურ­თან მი­ჩურ­ჩუ­ლა, რო­ცა ბო­ლო ღი­ლი შე­მიკ­რა და ხე­ლის ზურ­გი ნი­კაპ­თან მო­მა­დო.
სუნ­თ­ქ­ვა შე­ვი­კა­რი. ვინ იცის, ამ­დენ ხანს სწო­რედ ამ კოც­ნას ელო­და. ხე­ლი მოვ­ხ­ვიე და თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე. ისევ ის მზე­რა, და­უ­ვიწყა­რი და ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი... ვა­კო­ცე... მთე­ლი ვნე­ბა ჩა­ვაქ­სო­ვე ამ კოც­ნა­ში. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, იგი მთე­ლი არ­სე­ბით ჩემ­კენ მო­ი­წევ­და, მაგ­რამ მე კვლავ ვე­რა­ფე­რი ვიგ­რ­ძე­ნი. ამ­წუ­თას ჩე­მი გო­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თი ფიქ­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ ფიქრს ლე­ლი ერ­ქ­ვა...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 50-ე ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი