წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი X)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი X)
ნაწილი მეათე


რამ­დე­ნი­მე დღე გონ­ზე ვერ მოვ­დი­ო­დი. აღარც ევას თა­ვი მქონ­და და აღარც ნა­ნა­სი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­ლი­ზე ვფიქ­რობ­დი. ლე­ლი­ზე თუ ნი­ნი­ზე, ჯერ ეგეც გა­სარ­კ­ვე­ვი იყო. თით­ქოს ჩემს ჯი­ნა­ზე, სა­ღა­მო­ო­ბით კომ­პი­უ­ტერს არ ვშორ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ნი­ნი თუ ლე­ლი არა და არ შე­მო­დი­ო­და. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გა­და­ღა­ლა და­ბა­დე­ბის დღემ, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე და მე­სა­მე დღე­საც ეწ­ვივ­ნენ მე­გობ­რე­ბი და ამი­ტო­მაც ვერ ახერ­ხებს შე­მოს­ვ­ლას-მეთ­ქი.
რო­გორც იქ­ნა, ერ­თხე­ლაც ბედ­მა გა­მი­ღი­მა და სა­იტ­ზე გა­მოჩ­ნ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად თბი­ლად მი­ვე­სალ­მეთ ერ­თ­მა­ნეთს. ბევ­რი კითხ­ვა და­მიგ­როვ­და და არ ვი­ცო­დი, პა­სუ­ხი რო­გორ, რა გზით უნ­და მი­მე­ღო. წე­სით და კა­ნო­ნით, იმ დღეს მი­სი და­ბა­დე­ბის დღე არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან აქ მო­ნა­ცე­მებ­ში სხვა ეწე­რა. რა თქმა უნ­და, ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, და­ბა­დე­ბის დღეც და წე­ლიც, სა­ხე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სხვა და­ირ­ქ­ვას, მაგ­რამ ზო­გა­დად, მა­შინ აკე­თე­ბენ ამას, რო­ცა ვი­ნა­ო­ბას მა­ლა­ვენ და თავს სხვი­სი ფო­ტო­თი იწო­ნე­ბენ. იქ­ნებ მარ­თ­ლაც ვინ­მე სხვაა, ლე­ლის ფო­ტო­ე­ბი უდევს და იტყუ­ე­ბა? ეს კი თავ­ში ფიქ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია. არაა გა­მო­რიცხუ­ლი, ასე იყოს. მა­შინ გა­მო­დის, რომ ვი­ღა­ცამ მაგ­რად გა­მა­ბი­თუ­რა. რო­გორც მე ვატყუ­ებ­დი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე მატყუ­ებ­და თვი­თო­ნაც. ესეც შენ, ბა­ტო­ნო ან­დ­რია! სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გო! ღირ­სი ხარ, თუ ასეა. ამ ეჭ­ვ­მა უარე­სად ამ­რია. ისე ვღე­ლავ­დი, რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე. ამ დო­ზით სა­ნერ­ვი­უ­ლო მას შემ­დეგ არ მქო­ნია, რაც ნა­ნას დავ­შორ­დი.
მაგ­რამ გვი­ან ღა­მით, რო­გორც კი `ფე­ის­ბუკ­ზე~ შე­ვე­დი და მი­სი პრო­ფი­ლი გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, მივ­ხ­ვ­დი, რომ არ იტყუ­ე­ბო­და. ბლო­მად მე­გო­ბა­რი ჰყავ­და და ყვე­ლა ნი­ნი­თი მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ამას ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი ადას­ტუ­რებ­და. აღარც და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვე­ბი ედო კე­დელ­ზე. ვი­ღაც ხომ აუცი­ლებ­ლად მი­უ­ლო­ცავ­და იმ დღეს? არა­და, ის იყო, წყა­ლი არ გა­უ­ვი­დო­და. რა­ღაც ხდე­ბო­და, რაც მე არ ვი­ცო­დი და რომ­ლის გარ­კ­ვე­ვაც ალ­ბათ ან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ან სა­ერ­თოდ ვე­რას­დ­როს ვერ გა­ვარ­კ­ვევ­დი.
დი­დი ამ­ბით მო­ვი­კითხეთ ერ­თ­მა­ნე­თი და გუ­ლის ფან­ც­ქა­ლით ვკითხე, ახა­ლი რა არის შენ­კენ-მეთ­ქი. იმ­დე­ნი სი­ცი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მივ­ხ­ვ­დი, მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სა­ხა­ლი­სო მომ­ხ­და­რი­ყო. აბა, ახ­ლა­ვე მო­მი­ყე­ვი, რა მოხ­და-მეთ­ქი და...
ისე უცებ აეხა­და ჩემს ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს ფარ­და, რომ პირ­და­ღე­ბუ­ლი ვკითხუ­ლობ­დი მის ნა­ამ­ბობს, გა­მა­ლე­ბუ­ლი რომ მწერ­და.
თა­ვი­დან იმით და­იწყო, რომ წი­ნა კვი­რას და­ბა­დე­ბის დღე მქონ­დაო. მე გა­ვიკ­ვირ­ვე, შე­ნი და­ბა­დე­ბის დღე ხომ 22 თე­ბერ­ვალ­საა, რა­ტომ მატყუ­ებ-მეთ­ქი. საქ­მეც ისაა, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში 22-შია, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის თხოვ­ნით ახ­ლაც მქონ­დაო.
ესეც პირ­ვე­ლი კვან­ძი.
_ რას ნიშ­ნავს დე­და­შე­ნის თხოვ­ნით? _ ერ­თი­ა­ნად აკან­კა­ლე­ბულ­მა მივ­წე­რე. ნელ-ნე­ლა ვხვდე­ბო­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რაც ხდე­ბო­და.
_ აუ, დე­და­ჩე­მის თხოვ­ნით ბო­ლო დროს იმ­დე­ნი რა­ღა­ცის დაბ­რა­ლე­ბა და გა­კე­თე­ბა მი­წევს, სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია, _ ისევ სი­ცი­ლის სმა­ი­ლე­ბი მო­მა­ყა­რა.
_ ბო­ლოს და ბო­ლოს, მეტყ­ვი თუ არა, რა ხდე­ბა? ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის­გან გუ­ლი მიმ­დის, _ რაც შე­მეძ­ლო, ვაჩ­ქა­რებ­დი, სი­მარ­თ­ლე რომ გა­მე­გო.
_ კარ­გი, ჰო, მო­გიყ­ვე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, დე­და­ჩემს ძვე­ლი `პაკ­ლო­ნი­კი~ გა­მო­უჩ­ნ­და (ა­მა­ზე ლა­მის კრუნ­ჩხ­ვა და­მე­მარ­თა, ისე ავ­ნერ­ვი­ულ­დი, რად­გან აშ­კა­რა იყო, ჩემ­ზე სა­უბ­რობ­და), გა­და­ი­რია დე­და­ჩე­მი. რაც მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა, არა­ვინ ჰყვა­რე­ბია. კი ჰქონ­და პა­ტა­რ-პა­ტა­რა რო­მა­ნე­ბი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით არა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, მე მის საქ­მე­ებ­ში არ ვე­რე­ვი და არც ვე­კითხე­ბი, რა ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. რა­საც თვი­თონ ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ, იმას მიყ­ვე­ბა ხოლ­მე და მეც ვჯერ­დე­ბი მის ნა­ამ­ბობს. ახ­ლა კი ლა­მი­საა, გა­და­ი­რი­ოს. მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში ეს ერ­თა­დერ­თი კა­ცი უყ­ვარ­და. ექი­მია, ქი­რურ­გი. მეტს აღარ გეტყ­ვი, არაა სა­ჭი­რო, ვი­ნაა და სად მუ­შა­ობს ან რა­მე. ხომ მე­თან­ხ­მე­ბი?
პა­სუ­ხად გა­ვუ­ღი­მე, გულ­ში კი ცეცხ­ლი მე­კი­და. კი­დევ კარ­გი, არ იცო­და, ვინ ვი­ყა­ვი. ის იმ­დე­ნად მენ­დო­ბო­და, რომ ვი­ცო­დი, სრულ სი­მარ­თ­ლეს მო­მიყ­ვე­ბო­და. მე კი ყვე­ლა­ფე­რი მე­ცო­დი­ნე­ბო­და და მათ შო­რის ისიც, რო­გორ უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი ნა­ნას­თან მო­მა­ვალ­ში.
_ მოკ­ლედ, ჯერ იყო და სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს (და მო­მიყ­ვა, წვი­მი­ან სა­ღა­მოს რო­გორ გა­ვუ­ჩე­რე დე­და­მისს მან­ქა­ნა და რო­გორ აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი). ამის მე­რე ერ­თხელ მო­ვი­და ჩვენ­თან სტუმ­რად, _ გა­აგ­რ­ძე­ლა ნი­ნიმ, _ მე სახ­ლ­ში არ ვი­ყა­ვი და შეგ­ნე­ბუ­ლად არც გვი­ა­ნო­ბამ­დე მო­ვე­დი, მარ­ტო რომ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ და თუ რა­მე გა­სარ­კ­ვე­ვი ან გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ჰქონ­დათ, ჩემ გა­მო ხე­ლი არ შეშ­ლო­დათ. დე­და ისე იყო გა­ხა­რე­ბუ­ლი, ვერ ვცნობ­დი. წლე­ბია, ასეთ კარგ ხა­სი­ათ­ზე არ მი­ნა­ხავს. ად­რე, თურ­ქეთ­ში რომ და­დი­ო­და, იქი­დან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. ვხვდე­ბო­დი, რომ იქ რთუ­ლი დღე­ე­ბის გა­და­ტა­ნა უხ­დე­ბო­და და მე­ცო­დე­ბო­და. მე­ცო­დე­ბო­და იმი­ტო­მაც, რომ ასეთ­მა ლა­მაზ­მა ქალ­მა ცხოვ­რე­ბა ვერ აიწყო. არა­და, ამის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი ჰქონ­და. ლა­მაზ ქალს კი არა, მა­ხინ­ჯ­საც კი გა­უ­ჭირ­დე­ბა თურ­ქეთ­ში თა­ვის პა­ტი­ოს­ნად შე­ნახ­ვა, ხომ გეს­მის? ამის შე­სა­ხებ მას არას­დ­როს დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ და არც თვი­თონ მო­უ­ყო­ლია ჩემ­თ­ვის, რას აკე­თებ­და სტამ­ბოლ­ში, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბო­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ფუ­ლი არ მოგ­ვ­კ­ლე­ბია. მგო­ნი მე­რე რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მოხ­და, რად­გან ჩა­მო­ვი­და და აღარ წა­სუ­ლა. თურ­ქე­თის ხსე­ნე­ბაც კი ზა­რავ­და კარ­გა ხანს, გამ­გ­ზავ­რე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო, ამის გა­გო­ნე­ბაც არ სურ­და. ჰო­და, გა­მი­ხარ­და, ვი­ღაც რომ გა­მოჩ­ნ­და. მინ­და, რომ კარ­გად იყოს. ახ­ლა, ამ წლებ­ში მა­ინც იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი ბედ­ნი­ე­რად. ჰო­და, რომ გვე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დააო, ეს ტი­პი და­ი­კარ­გა. არც და­რე­კა, არც გა­მო­ი­ა­რა, სა­ერ­თოდ ერ­თხე­ლაც არ მო­ი­კითხა დე­და. გა­გიჟ­და ქა­ლი, სულ ნამ­ტი­რა­ლე­ვი მხვდე­ბო­და, თვა­ლებ­და­სი­ვე­ბუ­ლი. და­უ­რე­კე-მეთ­ქი, ვეჩხუ­ბე ერ­თხელ, რას იკ­ლავ თავს, გა­ი­გე მა­ინც, რას ფიქ­რობს, ტყუ­ი­ლად რა­ტომ ითხ­რი ნერ­ვებს-მეთ­ქი. ისე­თი ამა­ყია, ისე­თი თავ­მოყ­ვა­რე, არაფ­რით და­უ­რე­კა. მე­რე მო­ი­ფიქ­რა, ვეტყ­ვი, თით­ქოს შე­ნი და­ბა­დე­ბის დღე მო­დის და დავ­პა­ტი­ჟე­ბო. გა­მე­ცი­ნა. უკ­ვე მე­ო­რედ მაგ­დებ­და უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.
_ პირ­ვე­ლად რო­დის ჩა­გაგ­დო? _ ვერ მო­ვით­მი­ნე და მივ­წე­რე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, კი­დევ რა შე­მო­მატყუ­ეს.
_ რო­დის და... პირ­ვე­ლად რომ მო­ვი­და ის კა­ცი, უთ­ქ­ვამს, ჩემს შვილს ლე­ლი ჰქვიაო, არა­და, მე ხომ ნი­ნი მქვია.
_ და რა­ში დას­ჭირ­და?
_ თურ­მე იმ კა­ცის დე­დას ერ­ქ­ვა ლე­ლი და ამით აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, ისე მიყ­ვარ­დი, ჩემს ქა­ლიშ­ვილს დე­და­შე­ნის სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვიო.
ნი­ნის მო­წე­რილ ყო­ველ ახალ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ელეთ­მე­ლე­თი მომ­დი­ო­და. სიბ­რა­ზე უფ­რო და უფ­რო მიპყ­რობ­და. ამ დო­ნის გახ­რ­წ­ნი­ლი თუ იქ­ნე­ბო­და ეს ერთ დროს ან­გე­ლო­ზი­ვით გო­გო, რას ვი­ფიქ­რებ­დი?
_ მე­რე? _ მივ­წე­რე, რომ ამ­ბის თხრო­ბა გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, მე კი უკ­ვე კბი­ლე­ბი მი­კან­კა­ლებ­და ნერ­ვუ­ლი შო­კის­გან.
_ აბა, რო­გო­რია, ვი­ღაც უნ­და გა­იც­ნო, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ნი მა­მი­ნაც­ვა­ლი და ოჯა­ხის წევ­რი გახ­დეს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დაწყე­ბა ტყუ­ი­ლე­ბით გი­წევს? არ მსი­ა­მოვ­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თვი­თონ მამ­შ­ვი­დებ­და, ოღონდ ახ­ლა და­მეხ­მა­რე და ისე მო­ვაგ­ვა­რებ ყვე­ლა­ფერს, რომ ბო­ლოს ნაწყე­ნი არ დარ­ჩე­სო. რა ვქნა, დე­დაა ჩე­მი და მე თუ არ და­ვუ­დე­ქი გვერ­დით, ვი­ღა და­უდ­გე­ბა? ერ­თი დე­ი­და ჰყავ­და მაგ სა­ცო­დავს და ისიც გარ­და­ეც­ვა­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­თე­სა­ვი არ გვყავს ისე­თი, რომ მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლა და სი­ახ­ლო­ვე გვქონ­დეს. მარ­ტო ერ­თ­მა­ნე­თი გვყავს, ამი­ტომ ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე. ასე რომ, გა­ვი­თა­მა­შეთ ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღე. ჩემს სამ და­ქალს და­ვუ­რე­კე, ავუხ­სე­ნი საქ­მის ვი­თა­რე­ბა და მკაც­რად გა­ვაფ­რ­თხი­ლე, გარ­და იმი­სა, რომ ვი­თომ ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­დი­ხართ, სა­ხე­ლიც უნ­და შე­მიც­ვა­ლოთ და ლე­ლი და­მი­ძა­ხოთ, ოღონდ არ შე­გე­შა­ლოთ და სირ­ცხ­ვი­ლი არ მა­ჭა­მოთ უცხო კაც­თან-მეთ­ქი. შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა, რა­ზეც დი­დი ხა­ნია, ვოც­ნე­ბობ­დი. სი­ხა­რუ­ლის­გან კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი.
_ რა იცო­და, რა გა­გი­ხარ­დე­ბო­და? _ ყა­სი­დად ვკითხე. თან მე­ღი­მე­ბო­და მის ნა­ამ­ბობ­ზე, თან ბრა­ზი მახ­რ­ჩობ­და.
_ დე­და­ჩემს უთ­ქ­ვამს.
_ კარ­გი ტი­პია მა­ინც? _ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვე მას­ზე.
_ ძა­ლი­ან მა­გა­რი. რა­ტომ­ღაც, ზუს­ტად ეგეთს ვე­ლო­დი. ისე­თი სიმ­პა­თი­უ­რია, დე­და­ჩე­მი კი არა, მეც არ ვიტყო­დი უარს, ეგე­თი რომ შემ­ხ­ვედ­რო­და, _ მომ­წე­რა და სი­ცი­ლე­ბიც მო­ა­ყო­ლა.
_ მარ­თ­ლა ეგე­თი კარ­გია? _ მინ­დო­და, და­მე­ზუს­ტე­ბი­ნა, რა დო­ნე­ზე მო­ვე­წო­ნე, _ ცო­ლა­დაც ხომ არ გაჰ­ყ­ვე­ბო­დი? _ და მეც გა­ვუ­ცი­ნე.
_ არა, რა ცო­ლად, მა­მა­ჩე­მის ხნი­საა, მაგ­რამ მარ­თ­ლა ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია. უბ­რა­ლოდ, მე არ ვარ ეგ ნა­ტუ­რა, თო­რემ სხვა ჩემს ად­გი­ლას მარ­თ­ლა არ იტყო­და უარს მის ცო­ლო­ბა­ზე.
_ და შენ რა­ტომ ამ­ბობ უარს?
_ გა­გიჟ­დი? ჯერ ერ­თი, დე­და­ჩემს უყ­ვარს და მე­ო­რეც, მე სხვა მიყ­ვარს.
გუ­ლი მო­მიკ­ვ­და. რო­გორ არ მინ­დო­და, ასე, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვყვა­რე­ბო­დი.
_ ხომ გითხა­რი, იმ სხვის შეყ­ვა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს-მეთ­ქი? შენ არც იცი, ვინ გიყ­ვარს. ეს ილუ­ზია უფ­როა, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლი.
_ მე­რე რა? მე მყოფ­ნის ეს ილუ­ზია და მავ­სებს. სხვა სუ­ლაც არ მა­ინ­ტე­რე­სებს.
_ მე მა­ინც მგო­ნია, რომ რო­ცა ვინ­მე კარ­გი გა­მოჩ­ნ­დე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ვირ­ტუ­ა­ლურ სიყ­ვა­რულ­ზე ხელს აიღებ და გო­ნე­ბის კარ­ნა­ხით იმოქ­მე­დებ.
_ მო­ვეშ­ვათ ამა­ზე ლა­პა­რაკს. შენ მე არ მიც­ნობ და არ იცი, რო­გო­რი ვარ. ასი წე­ლი რომ გა­ვი­დეს, მა­ინც შენ მეყ­ვა­რე­ბი და იცო­დე, გა­უთხო­ვა­რი თუ დავ­რ­ჩი, სულ შე­ნი ბრა­ლი იქ­ნე­ბა, _ და ისევ სი­ცი­ლის სმა­ი­ლე­ბი და­მა­ყა­რა.
_ ვნა­ხოთ!.. ახ­ლა კი გა­აგ­რ­ძე­ლე, მე­რე რა მოხ­და?
_ სულ ეს იყო, პრინ­ციპ­ში. კარ­გი დრო ვა­ტა­რეთ, იმ­ღე­რა, გი­ტა­რა­ზე და­უკ­რა, მა­გა­რი ხმა აქვს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის და უკ­რავს. ჩემს გო­გო­ებს ისე მო­ე­წო­ნათ, მე­ში­ნია, არ გა­იც­ნონ და დე­დას კა­ცი არ და­ა­წე­რონ.
_ სა­ი­დან უნ­და გა­იც­ნონ?
_ თუნ­დაც აქე­დან. მე შენ გეტყ­ვი, დღეს `ფე­ის­ზე~ კა­ცის მო­ძებ­ნა და და­მე­გობ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა ვინ­მეს თუ რა?
_ ჰო, ეგ მარ­თა­ლია, მაგ­რამ დე­და­შე­ნი თუ მოს­წონს, სხვე­ბი ვერ გა­მო­ი­ჭე­რენ, მა­გა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო.
_ მე რა მაქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო, დე­დამ იკითხოს. ახ­ლა მთა­ვა­რია, თვი­თონ გა­აქ­ტი­ურ­დეს. სულ დე­და ხომ არ მის­წერს და და­უ­რე­კავს?
_ ხოო, ეგეც არის... და რომ არ და­უ­რე­კოს?
_ აი, მეც მა­გას ვფიქ­რობ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ვი­ცი, რა ეშ­ვე­ლე­ბა.
_ შენ უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დე მა­შინ, გა­ი­გე? _ ვურ­ჩიე.
_ მე-ე? მე რო­გორ? _ გა­იკ­ვირ­ვა.
_ შენ უნ­და და­უ­რე­კო და და­პა­ტი­ჟო. ან ცალ­კე შეხ­ვ­დე და მე­რე და­პა­ტი­ჟო.
_ გა­გიჟ­დი? რა ცალ­კე უნ­და შევ­ხ­ვ­დე, რა­ტომ, რა მი­ზე­ზით?
_ ვი­თომ დე­და­შენ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ.
_ და რა­ზე უნ­და ვე­ლა­პა­რა­კო? მოვ­თხო­ვო, დე­და­ჩემს შეხ­ვ­დი და არ გა­ბე­დო მი­სი მი­ტო­ვე­ბა-მეთ­ქი?
_ არა, ეგ­რე არა, _ თან ვუხ­ს­ნი­დი, თან ში­ნა­გან ცახ­ცახს ვერ ვი­ო­კებ­დი, რომ დე­და-შვი­ლის თა­მაშს მეც ავ­ყე­ვი, _ უბ­რა­ლოდ, უნ­და ელა­პა­რა­კო იმ კაცს დე­და­შენ­ზე და შე­აგ­ნე­ბი­ნო, თუ არა­ფერს აპი­რებს, აქე­დან­ვე უთხ­რას და იმე­დი არ ჩა­უ­სა­ხოს, რომ მე­რე სა­ტან­ჯ­ვე­ლად არ გა­უხ­დეს-თქო. და­მი­ჯე­რე, ასე აჯო­ბებს.
_ არ ვი­ცი... იქ­ნებ არც მი­ვი­დეს იქამ­დე საქ­მე. იქ­ნებ აწი და­პა­ტი­ჟე­ბა და და­რეკ­ვა აღარ დას­ჭირ­დეს და თა­ვი­სით მო­ვი­დეს. ხომ შე­იძ­ლე­ბა? ისე კარ­გად ჩა­ი­ა­რა სა­ღა­მომ, მე რომ მის ად­გი­ლას ვი­ყო, აუცი­ლებ­ლად მი­ვი­დო­დი კი­დევ ერ­თხელ.
_ ნუ, თუ ეგ­რე იყო, ესე იგი, კი­დევ მო­ვა, _ და­ვე­თან­ხ­მე, რომ თა­ვი არ გა­მე­ცა. არა­და, მინ­დო­და, თვი­თონ და­ე­რე­კა ჩემ­თან და ცალ­კე შევ­ხ­ვედ­რო­დით. რამ­დე­ნი წე­ლი ვოც­ნე­ბობ­დი მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ახ­ლა ამის შან­სი მეძ­ლე­ო­და და არ მინ­დო­და ხე­ლი­დან გა­მეშ­ვა. თა­ნაც, მას არ ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ ეს მე ვი­ყა­ვი. ვინ იცის, იქ­ნებ ისე შე­ვაყ­ვა­რო თა­ვი? ხომ შე­იძ­ლე­ბა, შე­ვუყ­ვარ­დე? მე­რე აღარ და­ვუ­მა­ლავ, ვინც ვარ და...
არ და­მიწყოთ ახ­ლა, დე­დამის­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის შვილ­თან რო­მა­ნი გა­ა­ბაო. მე­რე რა? დე­და­მის­თან წლე­ბის წინ მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სურ­ვი­ლით გაწყ­ვი­ტა. თა­ნაც, ნი­ნი რომ შე­მიყ­ვარ­და, სუ­ლაც არ ვი­ცო­დი, ნა­ნას შვი­ლი თუ იყო. გა­ნა ჩე­მი ბრა­ლია, მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ შე­მიყ­ვარ­და? ჩე­მი შვი­ლი ხომ არ არის, რომ ვინ­მემ ამიკ­რ­ძა­ლოს? ცო­ლად მო­ვიყ­ვან თუ არა, ეგ ჯერ არა­ვინ იცის. ასე იოლად რომ შემ­ძ­ლე­ბო­და ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა, დღეს უკ­ვე და­ხუნ­ძ­ლუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი ცოლ-შვი­ლით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რ­ძელ­დეს, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მთა­ვა­რია, რა­ღაც დო­ნე­ზე გა­მო­იკ­ვე­თოს და გზა მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბა.
იმ ღა­მეს კი­დევ ცო­ტა ხანს ვი­სა­უბ­რეთ მე და ნი­ნიმ და და­ვემ­შ­ვი­დო­ბე. სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი ღა­მე ვერ და­ვი­ძი­ნე. რამ­დენ­ჯე­რაც წამ­თ­ვ­ლი­მა, იმ­დენ­ჯერ მე­სიზ­მ­რა. აი, გამ­თე­ნი­ი­სას კი ღრმად ჩა­მე­ძი­ნა და ისე­თი ერო­ტი­კუ­ლი ზმა­ნე­ბა მქონ­და, ვე­რა­ვის რომ ვერ მო­ვუყ­ვე­ბი...

რამ­დე­ნი­მე დღე ნა­ნა­ზე და­ბოღ­მი­ლი დავ­დი­ო­დი. თურ­მე რო­გორ მო­უნ­დო­მე­ბია ჩე­მი გა­ცუ­რე­ბა. ერ­თხელ ხომ გა­მა­ცუ­რა, რო­ცა მა­ლუ­ლად სხვას ხვდე­ბო­და და ბო­ლოს და­მა­ყე­ნა ფაქ­ტის წი­ნა­შე. ახ­ლა უარე­სი მო­მიწყო. თურ­მე ტყუ­ი­ლე­ბით უნ­და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა. რო­გორ მთლად ხე­ლი­დან წა­სუ­ლა! ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. თუმ­ცა, რა­ტო­მაც არა? თურ­ქეთ­ში თუ დარ­ბო­და საგ­რი­ა­ლოდ და ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად, ვე­რა­გო­ბის ჩა­დე­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა? წამ­ხ­და­რი ქა­ლი! ასეთ ქა­ლებს არას­დ­როს ვწყა­ლობ­დი. მი­სი საქ­ცი­ე­ლი ყვე­ლა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს მაძ­ლევ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­მეწყ­ვი­ტა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ახ­ლო­საც არ გავ­კა­რე­ბო­დი, მაგ­რამ ნი­ნი მა­ყოვ­ნებ­და. იგი ისე მიყ­ვარ­და, მის გა­რე­შე ერ­თი დღეც ვერ გავ­ძ­ლებ­დი. აქამ­დე თუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მი­წერ-მო­წე­რა მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ახ­ლა უკ­ვე აღარ. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი, რო­დის შე­ვე­ხე­ბო­დი, თვა­ლებ­ში რო­დის ჩავ­ხე­დავ­დი, მი­სი სუ­ნა­მოს და სხე­უ­ლის სურ­ნელს რო­დის შე­ვის­რუ­ტავ­დი. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი ნა­ნას, რომ ნი­ნი ჩე­მი და­რი­გე­ბი­სა­მებრ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ჩემ­თან და­ე­რე­კა და შეხ­ვედ­რა ეთხო­ვა. ვი­ცო­დი, ამას იგი დე­დის გუ­ლის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და. ჰო­და, მეც მაგ­რად ვი­ჯე­ქი და ვე­ლო­დი. ნა­ნას­თან კი ჯი­უ­ტად არ ვრე­კავ­დი.
ამავ­დ­რო­უ­ლად, ევას მდგო­მა­რე­ო­ბაც არ მომ­წონ­და. სულ უფ­რო და უფ­რო ცუდ ხა­სი­ათ­ზე მხვდე­ბო­და. ასე­თი სევ­დი­ა­ნი არას­დ­როს მე­ნა­ხა. რამ­დენ­ჯე­რაც ვცა­დე გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა, იმ­დენ­ჯერ თა­ვა­ზი­ა­ნად მო­მი­შო­რა თა­ვი­დან, ცუ­დად ვარ და მარ­ტო ყოფ­ნა მინ­დაო.
ერთ სა­ღა­მოს, რო­გორც იქ­ნა, გა­ვახ­სენ­დი, უფ­რო სწო­რად, გუ­ლის გა­და­საშ­ლე­ლად დავ­ჭირ­დი და და­მი­რე­კა, რომ ამო­ვი­დე, თუ გეც­ლე­ბაო. სი­ა­მოვ­ნე­ბით-მეთ­ქი. ის ყო­ველ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იყო ჩე­მი, ამი­ტომ გა­მი­ხარ­და, რომ შე­მეხ­მი­ა­ნა.
ისევ ნამ­ტი­რა­ლე­ვი ჩან­და. სა­ხელ­და­ხე­ლო სუფ­რა გავ­შა­ლე. რაც ერ­თად არ ვი­ყა­ვით, სა­დი­ლე­ბის მზა­დე­ბა შევ­წყ­ვი­ტე, ამი­ტომ რაც მქონ­და, ის გა­მო­ვი­ტა­ნე _ ძეხ­ვი, მწნი­ლი, პუ­რი და ყვე­ლი, თან ლუ­დი და არა­ყიც მო­ვა­ყო­ლე. მე და ევა ორი­ვე ლუ­დის­ტე­ბი ვი­ყა­ვით.
_ ბო­ლო დროს ვერ გცნობ... რა მოგ­დის? _ შემ­პა­რა­ვად ვკითხე, თან ლუდს ბო­კა­ლებ­ში ვას­ხამ­დი.
_ არ მკითხო... ისე ცუ­დად მიმ­დის საქ­მე­ე­ბი, რომ არ ვი­ცი, თა­ვი რო­მელ ქვას ვა­ხა­ლო, _ ისევ აევ­სო თვა­ლე­ბი ცრემ­ლით.
_ მო­დი, არ იტი­რო და ისე მო­მი­ყე­ვი, რა პრობ­ლე­მა გაქვს, კარ­გი?
თა­ვი და­მიქ­ნია და ყელ­თან მომ­დ­გა­რი ცრემ­ლი რომ ჩა­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ა­გო­რა, მე­რე არ­ყის სირ­ჩას ხე­ლი და­ა­ვა­ლო, მო­მი­ჭა­ხუ­ნა, ჩვენ გაგ­ვი­მარ­ჯო­სო, თქვა და გა­დაჰ­კ­რა. მეც მივ­ბა­ძე.
_ არის ერ­თი ვი­ღაც, ვი­საც ალ­ბათ ცხრა წე­ლი იქ­ნე­ბა, რაც ვუყ­ვარ­ვარ, _ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­იწყო ევამ, _ ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. რო­ცა წლე­ბის წინ, მიყ­ვარ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბო­და, ვი­ღი­მო­დი. ჩემ­ზე სა­მი წლი­თაა უმ­ც­რო­სი. ვფიქ­რობ­დი, ბავ­შ­ვია და გა­უვ­ლის-მეთ­ქი. თურ­მე არ გა­უ­ა­რა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ `ფე­ის­ზე~ მომ­ძებ­ნა და შე­მეხ­მი­ა­ნა. გა­მი­ხარ­და, მო­ვი­კითხე. ქუ­თა­ის­ში გა­და­სუ­ლა საცხოვ­რებ­ლად თურ­მე. ამას წი­ნათ ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მო­ვი­და სა­ნა­ხა­ვად. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი თვა­ლე­ბი... სიყ­ვა­რუ­ლით გა­ცის­კ­როვ­ნე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ბავშვს ვე­ლო­სი­პედს რომ უყი­დი­ან და სი­ხა­რულს რომ გა­მო­ხა­ტავს, აი, ისე­თი... და მო­უს­ვენ­რო­ბა... ჩე­მი ნახ­ვით დაბ­ნე­ულ­მა არ იცო­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს ვერ აკონ­ტ­რო­ლებ­და. გავ­გიჟ­დი... ასე არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი. ცოლ-შვილს მი­ხე­დე-მეთ­ქი... არ მინ­და, ჩემ გა­მო იტან­ჯო-მეთ­ქი... იცი, რა მითხ­რა? მე ბედ­ნი­ე­რი ვა­რო. ბედ­ნი­ე­რი იმით, რომ შე­ნი ნახ­ვის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ, რომ ამას არ მიკ­რ­ძა­ლა­ვო... მე­რე და­ა­მა­ტა, ცო­ლიც კარ­გი მყავს და ოც­ნე­ბის ქა­ლი­ცო. შენ ჩე­მი თეთ­რი ან­გე­ლო­ზი ხა­რო.... აღარ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქ­ვა, რით მე­ნუ­გე­შე­ბი­ნა. არას­დ­როს მყვა­რე­ბია, არც ჰქო­ნია ამის იმე­დი. ვერ მო­ვატყუ­ებ­დი, ეს უსინ­დი­სო­ბა იქ­ნე­ბო­და ჩე­მი მხრი­დან. ვე­ცა­დე, რბი­ლად ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი. გა­მაწყ­ვე­ტი­ნა... არა­ფერს გთხოვ, მინ­და, ისე­თად დარ­ჩე, რო­გო­რიც ხარ, იყა­ვი ისე­თი­ვე კარ­გი, რო­გორ­საც გიც­ნობ­დი და რო­გორ­საც გხე­დავ, რომ ბო­ლომ­დე ვი­ა­მა­ყო შე­ნი­თო... ოღონდ არ ამიკ­რ­ძა­ლო, ხან­და­ხან რომ და­გი­რე­კო, შე­ნი ხმა გა­მა­გო­ნო ან და­გი­მე­სი­ჯოო. ამას ვერ ავუკ­რ­ძა­ლავ­დი, არ შე­მეძ­ლო. ეს ერ­თ­გ­ვა­რი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა იყო ჩე­მი მხრი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მძა­ბავს მი­სი ყო­ვე­ლი ზა­რი, ყო­ვე­ლი მე­სი­ჯი ყო­ველ­თ­ვის... ეს ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბია ჩემ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში... სა­ში­ნე­ლე­ბა ისაა, რომ ჰგო­ნია, ისევ ისე­თი სუფ­თა და უმან­კო ვარ, რო­გორ­საც მიც­ნობ­და. არა­და, ხომ იცი, რო­გო­რიც ვარ. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ავუხ­დენ­დი თა­ვის ოც­ნე­ბას და და­ვუწ­ვე­ბო­დი, მაგ­რამ მე­ში­ნია. არ მინ­და, შევ­ზიზღ­დე, გეს­მის? მინ­და ისე­თი­ვე დავ­რ­ჩე მის­თ­ვის, რო­გო­რიც ვუყ­ვარ­დი. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ­სე­ბობ­დეს ამ­ქ­ვეყ­ნად, ვი­საც გულ­წ­რ­ფე­ლად ვეყ­ვა­რე­ბი და ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ვე­გო­ნე­ბი? ამა­ვე დროს, სინ­დი­სიც მქენ­ჯ­ნის, რომ ასე იტან­ჯე­ბა. გუ­შინ მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, შე­ნი ერ­თი სიტყ­ვა და ეგ­რე­ვე უარს ვიტყ­ვი ცოლ-შვილ­ზე, სა­დაც მეტყ­ვი, იქ გა­მოგ­ყ­ვე­ბიო. გეს­მის, რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ? და რა ვუთხ­რა ახ­ლა, ბო­ზი ვარ და გა­მო­ძა­ხე­ბე­ბით ვირ­ჩენ თავს-მეთ­ქი? ვის­თა­ნაც მდგმუ­რად ვდგა­ვარ, იმა­საც ვაძ­ლევ-მეთ­ქი? არ შე­მიძ­ლია, გეს­მის? ამის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია და ეს ძა­ლი­ან მტან­ჯავს.
ევას ამ­ბავ­მა და­მამ­ძი­მა. ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. მეს­მო­და მი­სი და მარ­თა­ლიც იყო. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს ერ­თი მა­ინც, ვის­თ­ვი­საც ყო­ველ­თ­ვის ოც­ნე­ბად დარ­ჩე­ბი, რო­მე­ლიც გა­გაღ­მერ­თებს და ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არა­ვის შე­გა­და­რებს, რად­გან შენ­ზე უკე­თესს ვე­რას­დ­როს წარ­მო­იდ­გენს. მის­თ­ვის სა­მუ­და­მოდ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დარ­ჩე­ბი. მე ასე­თი ვი­ყა­ვი ნი­ნის­თ­ვის და მინ­დო­და, ასე­თად­ვე დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ალ­ბათ ეს იყო ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც არ ვუმ­ჟ­ღავ­ნებ­დი ჩემს ვი­ნა­ო­ბას და არ ვხვდე­ბო­დი. ისიც ასე­თი იყო ჩემ­თ­ვის _ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი. ბევ­რ­ჯერ მით­ქ­ვამს და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მის­ნა­ი­რი ქა­ლი არას­დ­როს შემ­ხ­ვედ­რია. მარ­თა­ლია, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მის შე­სა­ხებ ბევ­რად მე­ტი ვი­ცო­დი, ვიდ­რე მას ეგო­ნა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თი ყალ­ბი ნო­ტიც არ ერია.
ამი­ტომ გუ­ლის­ყუ­რით ვუს­მენ­დი ევას და თა­ნა­ვუგ­რ­ძ­ნობ­დი.
_ მითხა­რი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, ან­დ­რია? _ ხე­ლის­გულ­ზე შუბ­ლ­დაყ­რ­დ­ნო­ბილ­მა ქვე­მო­დან ამომ­ხე­და. არას­დ­როს მი­ნა­ხავს უფ­რო უაზ­რო მზე­რა, თით­ქოს ამ­ქ­ვეყ­ნად არ იყო.
_ გუ­ლი რო­გორც გი­კარ­ნა­ხებს, ისე მო­ი­ქე­ცი, ევა! ორი ვა­რი­ან­ტი გაქვს, _ ან უნ­და უთხ­რა, ვინც ხარ და რაც მოხ­დე­ბა, მოხ­დე­ბა, ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი _ და­ა­ტო­ვე­ბი­ნე ოჯა­ხი და ცო­ლად გაჰ­ყე­ვი.
_ რა­ებს ამ­ბობ, ადა­მი­ა­ნო! რა ცო­ლად, რის ცო­ლად. ჩემ­ნა­ი­რი ქა­ლი ცო­ლად გა­მოდ­გე­ბა? ეეე! გა­მო­რიცხუ­ლია! რომ მიყ­ვარ­დეს, მა­ში­ნაც არ გა­მო­ვა ეგ ვა­რი­ან­ტი და არც პირ­ვე­ლი. ვერ ვეტყ­ვი, რე­ალ­ში ვინც ვარ.
_ მა­შინ... მა­შინ არ ვი­ცი. _ მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე, მე სხვა გზას ვერ ვხე­დავ­დი.
_ ამა­ღამ შენ­თან რომ და­ვი­ძი­ნო, შე­იძ­ლე­ბა? მარ­ტო დარ­ჩე­ნა არ მინ­და.
_ დარ­ჩი. პი­რი­ქით, მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა, თუ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, _ გა­მი­ხარ­და, დარ­ჩე­ნა რომ გა­დაწყ­ვი­ტა.
_ ოღონდ სექ­სი გა­მო­მი­ვა თუ არა, არ ვი­ცი.
_ ეგ მეც არ ვი­ცი, ამი­ტომ მო­დი, უბ­რა­ლოდ, ერ­თად და­ვი­ძი­ნოთ და და­ნარ­ჩე­ნი მე­რე ვნა­ხოთ.
ორი­ვეს გაგ­ვე­ცი­ნა, რად­გან ისიც და მეც ბო­ლომ­დე გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. აი, ეს იყო ურ­თი­ერ­თო­ბა _ ერ­თ­მა­ნეთს არ ვატყუ­ებ­დით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
28.12.2017
Gagrdzelebaaaaa
Natia
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი