წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XI)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XI)
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
ლა­მა­ზი­ცაა, ჭკვი­ა­ნიც და თავ­მომ­წო­ნეც. აი, ტი­პუ­რი ექი­მი ქა­ლი ხომ გი­ნა­ხავთ, თა­ვა­ღე­რე­ბუ­ლი რომ და­დის. მე თუ მკითხავთ, ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ზე იოლი გა­მო­საც­ნო­ბი ორი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან - ექი­მე­ბი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. რა­ღაც­ნა­ი­რი და­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ზა უჭი­რავთ, ეგ­რე­ვე რომ მიხ­ვ­დე­ბი, ვის­თან გაქვს საქ­მე. მეც ეგე­თი პო­ზა მი­ჭი­რავს, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ვთა­მა­შობ ან სხვას ვაჩ­ვე­ნებ თავს, მა­გა­რი ვარ-მეთ­ქი. თა­ვის­და უნე­ბუ­რად ხდე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გი­ყა­ლიბ­დე­ბა თავ­მომ­წო­ნე­ო­ბის ეს ჟეს­ტი.
ჰო­და, ჩვე­ნი ქე­თი­ნოც ასე და­დის. მის ამ­პარ­ტავ­ნე­ბას მხო­ლოდ პრო­ფე­სია და სი­ლა­მა­ზე კი არ უწყობს ხელს, წარ­მო­მავ­ლო­ბაც. გუ­რი­ე­ლია, ბა­ტო­ნო, მა­შა­სა­და­მე - თა­ვა­დუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს. აი, სად გვერ­ხე­ვა ქარ­თ­ვე­ლებს. რამ­დენ­ჯერ მი­ფიქ­რია, მო­ნარ­ქია რომ აღ­დ­გეს ჩვენ­თან, სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი დატ­რი­ალ­დე­ბა-მეთ­ქი. ალ­ბათ დავ­ჭამთ ერ­თ­მა­ნეთს, "შე გლე­ხო­სა" და "შე შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­როს" წა­მო­ძა­ხე­ბით. გაბ­რექ­ვე­ბი მე­რე უნ­და ნა­ხო! თა­ვა­დე­ბი და აზ­ნა­უ­რე­ბი ალ­ბათ აღარ და­ე­ტე­ვი­ან მი­წა­ზე!
ქე­თი­ნოს დი­დი ხა­ნია, ვუყ­ვარ­ვარ. რა ვქნა, არ არის ჩე­მი ბრა­ლი, ქა­ლებ­ში ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით რომ ვსარ­გებ­ლობ. სა­კუ­თა­რი თა­ვის ქე­ბას ხომ არ და­ვიწყებ, მაგ­რამ მაქვს ალ­ბათ რა­ღაც ისე­თი, რის გა­მოც მო­წო­ნე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ. პირ­ველ რიგ­ში ის, რომ უცო­ლო ვარ.
რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო და, სამი წე­ლი მა­ინც იქ­ნე­ბა, ქე­თიმ სიყ­ვა­რუ­ლი რომ ამიხ­ს­ნა და ჩემ­გან უარი მი­ი­ღო. სა­შინ­ლად მქენ­ჯ­ნი­და სინ­დი­სი, მაგ­რამ მი­სი შეყ­ვა­რე­ბა არ შე­მეძ­ლო და რა მექ­ნა? ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის ხომ არ შე­ვირ­თავ­დი ცო­ლად? ჰო­და, იმ დღეს, რო­ცა ნი­ნიმ და­მი­რე­კა, ქე­თი­ნოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი. ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი "და­ცე­მა" სადღეგ­რ­ძე­ლოს ვამ­ბობ­დი, ჩე­მი მო­ბი­ლუ­რი რომ ახ­ტუ­ნავ­და. სა­ნამ სუფ­რას მი­ვუს­ხ­დე­ბო­დით, ზა­რი გა­მოვ­რ­თე და ვიბ­რა­ცი­ა­ზე და­ვა­ყე­ნე, იმი­ტომ, რომ სწო­რედ ასეთ უდ­როო დროს არ და­ე­რე­კა ვინ­მეს. აბა, რო­გო­რია, დი­დი ამ­ბით რომ გა­ი­ძა­ხი იუბი­ლა­რის სადღეგ­რ­ძე­ლოს, ქარ­გავ და ქარ­გავ წი­ნა­და­დე­ბებს და უცებ! ბით­ლე­ბის მე­ლო­დი­ით ვი­ღაც გი­რე­კავს!
მო­ნი­ტორ­ზე ნი­ნის ნო­მე­რი და­ფიქ­სირ­და. ვერ გად­მოვ­ცემ, რო­გო­რი ბა­გა­ბუ­გი ატე­ხა გულ­მა. დამ­ცეცხ­ლა, მაგ­რამ რო­გორ დამ­ცეცხ­ლა! ამიხ­და ოც­ნე­ბა და ეგაა!
ნი­ნის ნო­მე­რი დი­დი ხნის წინ მქონ­და, თვი­თონ მომ­ცა ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა ერ­თ­მა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, თუმ­ცა არას­დ­როს და­მი­რე­კავს. ალ­მა­ცე­რად დავ­ხე­დე ტე­ლე­ფონს და გა­ვაგ­რ­ძე­ლე სადღეგ­რ­ძე­ლო, მაგ­რამ ისე ომა­ხი­ა­ნად აღარ გა­მო­მი­ვი­და. ცო­ტა ხნის შემ­დეგ კი აივან­ზე გა­ვე­დი და თვი­თონ და­ვუ­რე­კე. ოღონდ ცო­ტა გა­ო­ცე­ბულ­მა ვკითხე, რო­მე­ლი ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი, ვი­თომ არ ვი­ცო­დი, ვინ მი­რე­კავ­და. მე ხომ წე­სით მი­სი ნო­მე­რი არ უნ­და მცოდ­ნო­და. მან კი ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი ვი­ნა­ო­ბა არ იცო­და.
- გა­მარ­ჯო­ბა, ან­დ­რია! - ხმით ვერ ვი­ცა­ნი.
- გა­გი­მარ­ჯოს! - ისევ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ტო­ნით მი­ვუ­გე.
- ლე­ლი ვარ... ნა­ნას გო­გო.
აჟი­ტი­რე­ბულ­მა არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. არ მინ­დო­და, ყალ­ბად გა­მომ­ს­ვ­ლო­და.
- ა, სა­ლა­მი, სა­ლა­მი... რო­გორ გი­კითხოთ, ლე­ლი? არ ვე­ლო­დი თქვენს ზარს... ხომ მშვი­დო­ბაა? ნა­ნას ხომ არა­ფე­რი და­ე­მარ­თა? - ვი­თომ ბა­ი­ბურ­ში არ ვი­ყა­ვი, მი­ვა­ყა­რე და მი­ვა­ყა­რე შე­კითხ­ვე­ბი.
- ნა­ნა მთლად ჯან­ზე ვერ არის და სწო­რედ მა­გი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შეგ­ხ­მი­ა­ნე­ბო­დით... თქვე­ნი ნახ­ვა მინ­დო­და, თუ პრობ­ლე­მა არ არის.
- დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე რო­გორ ვეტყ­ვი უარს თქვე­ნის­თა­ნა ქალ­ბა­ტონს. მით უფ­რო, თუ სა­უ­ბა­რი ნა­ნას ეხე­ბა.
- დი­დი მად­ლო­ბა, ან­დ­რია... რო­დის გეც­ლე­ბათ?
- ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ლე­ლი, თუნ­დაც ამ­წუ­თას... თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტეთ.
- ანუ ამ სა­ღა­მოს შეძ­ლებთ?
- რა თქმა უნ­და. თქვენ­თან გა­მო­ვი­დე? - ყა­სი­დად ვკითხე, თუმ­ცა უკ­ვე ვი­ცო­დი, რომ ამა­ზე უარს მეტყო­და. მე ხომ პი­რის­პირ უნ­და დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და.
- არა, არა! ჩემ­თან არა! ცალ­კე მინ­და თქვე­ნი ნახ­ვა, დე­დას გა­რე­შე.
გა­მე­ღი­მა. გუ­ლი უც­ნა­უ­რად მი­ფან­ც­ქა­ლებ­და. ამ გო­გოს ჭკუ­ი­დან გა­დავ­ყავ­დი.
შევ­თან­ხ­მ­დით. ერთ სა­ათ­ში ვა­კის პარ­კის შე­სას­ვ­ლელ­თან უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ახ­ლა ჩე­მი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ქე­თი­ნოს­გან წას­ვ­ლა იყო. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან ეწყი­ნე­ბო­და. ისე­თი ტყუ­ი­ლი უნ­და გა­მო­მეცხო, რომ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო.
ოთახ­ში შევ­ბ­რუნ­დი. სტუმ­რე­ბი უკ­ვე დაწყ­ვი­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და ცეკ­ვავ­დ­ნენ. თვა­ლე­ბით ქე­თის და­ვუწყე ძებ­ნა, რო­მე­ლიც ამ დროს ზურ­გი­დან "მო­მე­პა­რა" და მხარ­ზე ხე­ლი მო­მი­თა­თუ­ნა.
- ან­რი, არ მე­ცეკ­ვე­ბი? ამა­ზე მა­ინც არ მითხ­რა უარი, - მე­ო­რე წი­ნა­და­დე­ბას ხა­ზი გა­უს­ვა.
ისე ვი­ყა­ვი აღ­ლ­ვე­ბუ­ლი, გა­ღი­მე­ბაც კი არ გა­მო­მი­ვი­და წე­სი­ე­რად. სიტყ­ვის უთ­ქ­მე­ლად წა­ვავ­ლე ხე­ლი, ჩა­ვი­ხუ­ტე და ვალ­სის რიტმს ავ­ყე­ვით.
- ქე­თი, მა­ლე უნ­და წა­ვი­დე, იცი? - და­ვიწყე...
- რას ამ­ბობ! ჯერ არ მო­სულ­ხარ და უკ­ვე წას­ვ­ლას აპი­რებ? - შე­იცხა­და.
- ახ­ლა ისეთ­მა პა­ცი­ენ­ტ­მა და­მი­რე­კა, მი­უს­ვ­ლე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა. ხომ იცი, უყუ­რადღე­ბო­ბა არ მიყ­ვარს.
- გეტყო­ბა, რო­გორ არ გიყ­ვარს! - გაბ­რაზ­და ქე­თი­ნო, - რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც მა­შინ იქ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა, რო­ცა საქ­მე მე მე­ხე­ბა? ისე არ მი­კა­რებ, არ მი­კა­რებ და და­ბა­დე­ბის დღე მა­ინც შე­მარ­გე ადა­მი­ა­ნუ­რად, არ შე­იძ­ლე­ბა?
- მა­პა­ტიე... ხომ ხე­დავ, რა დო­ნის ვი­გინ­და­რა ვარ... რად გინ­და ჩემ­ნა­ი­რი კა­ცი, მითხა­რი ერ­თი... - ამო­ვიხ­ვ­ნე­შე და ჩემს მხარ­ზე და­დე­ბულ მის ხელს ვა­კო­ცე.
- შენ მე სი­ცოცხ­ლე გა­მი­ნა­ხევ­რე... - სევ­დი­ა­ნად გა­აგ­რ­ძე­ლა, - ცო­ლო­ბა­ზე აღარ მაქვს ლა­პა­რა­კი, საყ­ვარ­ლა­დაც კი და­მი­წუ­ნე.
- კარ­გი, რას ამ­ბობ! - და­ვი­ზაფ­რე ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, - ქე­თი, მე­ო­რედ არ გა­მა­გო­ნო მსგავ­სი ფრა­ზა, გეს­მის? რა და­გი­წუ­ნე, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე? უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და გუ­ლი გტკე­ნო­და. საყ­ვარ­ლო­ბა შე­ღა­ვა­თი არ არის, ეს ერ­თი და მე­ო­რეც... ხომ იცი, რომ მე საყ­ვარ­ლე­ბი არ მყავს... არ ვარ ის კა­ტე­გო­რია...
- ნუ, შენ ხომ სა­ერ­თოდ არ ხარ "კა­ტე­გო­რი­ა"... - მთლად მო­მი­ღო ბო­ლო, - არა­ფერ­ში არ ჯდე­ბა შენ­ნა­ი­რი ტი­პი. კა­ცი ვერ გა­ი­გებს, რა გინ­და და სა­ით­კენ მი­ე­ქა­ნე­ბი!
რა უნ­და მე­პა­სუ­ხა? გა­ღი­მე­ბის ნაც­ვ­ლად და­ვიჯღა­ნე. ვიმ­სა­ხუ­რებ­დი მის­გან გა­კიცხ­ვას და მშვი­დად მი­ვი­ღე საყ­ვე­დუ­რე­ბი. ქე­თის კი არა, ყვე­ლას უკ­ვირ­და, რა­ტომ არ შედ­გა ჩვე­ნი ტან­დე­მი. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ქა­ლი, წე­სი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, გავ­ლე­ნი­ა­ნი... მე­ტი რა უნ­დო­დაო? ასე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ ჩემს ზურგს უკან. ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, თა­ვა­დიც! ამ მხრივ რან­გით ჩემ­ზე მაღ­ლა იდ­გა. სად აზ­ნა­უ­რი და სად თა­ვა­დი?
ქე­თიმ უეც­რად გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი ჩე­მი მკლა­ვე­ბი­დან და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხმით მითხ­რა:
- წა­დი, გა­და­შენ­დი!
ასეთ ქცე­ვას ჩემს თვალ­ში ქა­ლუ­რი ის­ტე­რი­კა ჰქვია. ჰო­და, ეს ქა­ლუ­რი ის­ტე­რი­კა ის­ტე­რი­ა­ში რომ არ გა­დაზ­რ­დი­ლი­ყო, ქუ­დი და­ვი­ხუ­რე, და­ვემ­შ­ვი­დო­ბე თა­ნამ­შ­რომ­ლებს და წა­მო­ვე­დი.
ცო­ტა ხანს ვი­ხე­ტი­ა­ლე ვა­კის პარ­კის გვერ­დი­თა ჩა­სას­ვ­ლელ­თან, სა­დაც მან­ქა­ნა და­ვა­ყე­ნე და დრო რომ მო­ვი­და, მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­თან და­ვერ­ჭ­ვე.
ნი­ნიმ არ მა­ლო­დი­ნა, ზუს­ტად და­ნიშ­ნულ დროს მო­ვი­და, ანუ სა­ღა­მოს ცხრა სა­ათ­ზე. ისე, ცხრა სა­ა­თი სა­ღა­მოა თუ ღა­მე? პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნ­და ეს შე­კითხ­ვა და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ჭეშ­მა­რი­ტი პა­სუ­ხი არ ვი­ცი. ზაფხულ­ში ალ­ბათ სა­ღა­მოა, რად­გან ცხრა­ზე არ არის და­ღა­მე­ბუ­ლი, ზამ­თარ­ში კი - ღა­მე, რად­გან ექვს სა­ათ­ზე იწყებს შე­ბინ­დე­ბას. და რად­გან ახ­ლა არც ზაფხუ­ლია, არც ზამ­თა­რი და მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­მოდ­გო­მაა, სა­სი­ა­მოვ­ნო ოქ­ტომ­ბე­რი, ალ­ბათ ცხრა სა­ათ­ზე ღა­მე უფ­რო ით­ქ­მი­სა, რად­გან კარ­გა ხა­ნია, ცა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით გა­ივ­სო და ირ­გ­ვ­ლივ ლამ­პი­ო­ნე­ბი ანა­თებს.
- დი­დი ხნის მო­სუ­ლი ხართ? - სუს­ხის­გან ნი­ნის ღაწ­ვე­ბი შეჰ­ფაკ­ლო­და.
- ამ­წუ­თას მო­ვე­დი, - სა­ხე­გა­ბად­რულ­მა მი­ვუ­გე და მის გა­მოწ­ვ­დილ ხელს ჩე­მი შე­ვა­გე­ბე.
თი­თე­ბი ცი­ვი ჰქონ­და.
- შეგ­ცივ­დათ? ხე­ლი გაგ­ყინ­ვი­ათ... - მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნე.
- არა, არ მცი­ვა. უბ­რა­ლოდ, ასე ვარ სულ. ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი სულ ცი­ვი მაქვს... ზამ­თარ-ზაფხულ.
- სად წა­ვი­დეთ? აქ ხომ არ ვიდ­გე­ბით?
- რა ვი­ცი, სად­მე ხომ არ დავ­მ­ს­ხ­და­რი­ყა­ვით?
- შეგ­ცივ­დე­ბათ... ჩა­ვი­დეთ ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, რა­მე კა­ფე იქ­ნე­ბა, ან ბა­რი, ან რა­მე ეგე­თი.
უსიტყ­ვოდ და­მიქ­ნია თა­ვი. პარ­კი გა­დავ­ჭე­რით და ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გა­ვე­დით. მარ­თ­ლაც ვი­პო­ვეთ პა­ტა­რა, მყუდ­რო ბა­რი და შე­ვე­დით. წყნა­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა უკ­რავ­და. კუთხის მა­გი­დას­თან დავ­ს­ხე­დით, სა­დაც სი­ნათ­ლე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ურ­ტყამ­და.
კოქ­ტე­ი­ლი შე­ვუკ­ვე­თეთ. სა­სუს­ნავ­ზე ნი­ნიმ სას­ტი­კი უარი გა­მო­მიცხა­და. მეც სუფ­რი­დან მოვ­დი­ო­დი და ჭა­მა ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და. მი­წის თხი­ლი და შო­კო­ლა­დი მა­ინც მო­ვა­ტა­ნი­ნე, ცუდ ტო­ნად რომ არ ჩამ­თ­ვ­ლო­და.
- მა­პა­ტი­ეთ, ან­დ­რია, ასეთ დროს, ამ სი­ცი­ვე­ში გა­რეთ რომ გა­მო­გიყ­ვა­ნეთ... - და­იწყო ნი­ნი-ლე­ლიმ.
- ბო­დი­შე­ბი არ გვინ­და, გთხოვ. და კი­დევ ერთ რა­მეს ვითხოვ - იქ­ნებ შე­ნო­ბით მივ­მარ­თოთ ერ­თ­მა­ნეთს? მგო­ნი, უკ­ვე აღარ ვართ უცხო­ე­ბი.
სა­ხე­ზე სი­წით­ლემ გა­და­ურ­ბი­ნა.
- თა­ნახ­მა ვარ. ჩე­მი აზ­რით, დრო­უ­ლიც კი არის, ისეთ საქ­მე­ზე ვარ მო­სუ­ლი.
- აბა, გის­მენ. და­იწყე შე­ნი "ი­სე­თი საქ­მე".
არა­და, მე უკ­ვე შემ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ხომ ვი­ცო­დი, რა­ზეც უნ­და ელა­პა­რა­კა. ამი­ტო­მაც წი­ნას­წარ ყვე­ლა­ფე­რი გავ­თ­ვა­ლე - რა მეთ­ქ­ვა, რო­გორ და­მე­ჭი­რა თა­ვი.
- მე დე­დას ამ­ბა­ვი მა­ღელ­ვებს... ბო­ლო დროს ვერ ვცნობ. რაც თქვ... შენ შეგ­ხ­ვ­და, თა­ვის თავს აღარ ჰგავს. არ ვი­ცი, ეს სიყ­ვა­რუ­ლია თუ უბ­რა­ლოდ, წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბით აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ძვე­ლი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ რაც უნ­და იყოს, კარ­გი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ზედ­მე­ტად ინ­ფან­ტი­ლუ­რი გახ­და. არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უნ­და, სახ­ლის და­ლა­გე­ბაც კი ეზა­რე­ბა. სა­დი­ლებს რომ არ ამ­ზა­დებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მა­ო­ცებს.
- შე­ნი აზ­რით, ჩემ გა­მო ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი?
- რა­ტომ­ღაც, ასე მგო­ნია... არ მინ­და დე­და­ჩემს ჩრდი­ლი მი­ვა­ყე­ნო, მაგ­რამ აჯო­ბებს, სი­მარ­თ­ლე ით­ქ­ვას. რომ არ უყ­ვარ­დე, ასეთ დღე­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­და. სხვა დრო­საც შეხ­ვედ­რია თა­ვი­სი წარ­სუ­ლი­დან ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს, მაგ­რამ ასე არას­დ­როს გა­ნუც­დია. პირ­ვე­ლად ვხე­დავ ასეთ ნა­ნას. მე ვი­ცი თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბე­ბი. ბევ­რ­ჯერ მო­უ­ყო­ლია. ვი­ცი, რო­გორ გიყ­ვარ­დათ ერ­თ­მა­ნე­თი. რა­ტომ არ შე­უღ­ლ­დით, ეგეც მი­ამ­ბო. შენ გარ­და მგო­ნი, არც ჰყვა­რე­ბია არა­ვინ. მა­მა­ჩემს რომ უსიყ­ვა­რუ­ლოდ მის­თხოვ­და, ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი.
- და რა­ტომ მის­თხოვ­და უსიყ­ვა­რუ­ლოდ, ამა­ზე არას­დ­როს ულა­პა­რა­კია?
- ოჯა­ხი მსურ­და მქო­ნო­დაო, შვი­ლე­ბი მყო­ლო­დაო...
- ოჯა­ხი... არა მგო­ნია, ეს ყო­ფი­ლი­ყო მი­ზე­ზი, ნ... - კი­ნა­ღამ ნი­ნი წა­მომ­ც­და. კი­დევ კარ­გი, მო­ვას­წა­რი ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რა, - ლე­ლი... ჩე­მი აზ­რით, უკ­ვე მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ვყავ­დი და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ უნ­დო­და. ჩვენ არას­დ­როს გვი­სა­უბ­რია ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე. ეს თე­მა გან­სა­ხილ­ვე­ლად არას­დ­როს წა­მოგ­ვიჭ­რია. მარ­თა­ლია, მე ყო­ველ­თ­ვის მში­შა­რა ვი­ყა­ვი და სიტყ­ვა ოჯა­ხი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ ეტაპ­ზე მა­ში­ნებ­და, მაგ­რამ მას თუ ჰქონ­და ამის სურ­ვი­ლი, უნ­და ეთ­ქ­ვა... ერ­თხელ მა­ინც... იქ­ნებ მეც გა­მე­გო და სა­ერ­თო აზ­რამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით?
- მარ­თ­ლა გიყ­ვარ­დათ დე­და?
- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.
- და ცო­ლად რა­ტომ არ გინ­დო­დათ მი­სი შერ­თ­ვა? რო­ცა სიყ­ვა­რუ­ლი, ში­ში და სიძ­ნე­ლე­ე­ბია, ჩე­მი აზ­რით, არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს. მა­პა­ტიე, ეს ჩე­მი აზ­რია. რა უნ­და მოხ­დეს, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო რა­მე­ზე უკან და­ვი­ხიო? ოღონდ მის გვერ­დით ვი­ყო, ვინც მიყ­ვარს და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შიშ­მა რო­გორ უნ­და შე­მი­შა­ლოს ხე­ლი?
არ ვუ­პა­სუ­ხე, მხო­ლოდ ამო­ვიხ­ვ­ნე­შე, მაგ­რამ ისე ამო­ვიხ­ვ­ნე­შე, ჩე­მი ვე­ე­ბერ­თე­ლა გუ­ლი მთლი­ა­ნად ამო­ვა­ყო­ლე. ხომ არ ვეტყო­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა მი­ზე­ზიც მქონ­და. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ არც იცო­და ამის შე­სა­ხებ და მე ხომ არ ვა­ხა­რებ­დი?
- ნა­ნა რას ამ­ბობს ამა­ზე? რა­ტომ არ მირ­თავ­და ცო­ლა­დო? - გა­ვი­ღი­მე, მაგ­რამ ვაი, ამ გა­ღი­მე­ბას.
- მე მი­სი წრის არ ვი­ყა­ვი და უტყ­დე­ბო­დაო.
- რაო?! - ისე შეყ­ვი­რე, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლამ ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და, - რა სი­სუ­ლე­ლეა! ლ... ლე­ლი, ეს აბ­სურ­დია! რას ნიშ­ნავს, ჩე­მი წრის არ იყო? გა­ნა რა წრი­დან ვი­ყა­ვი ასე­თი? ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭი, უბ­რა­ლო, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან. დედ-მა­მა თუ პრო­ფე­სო­რი მყავ­და, ამის გა­მო რა, ზე­მო­დან დავ­ყუ­რებ­დი? ოდეს­მე რა­მე მიგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბია? ეგ­რე დე­ი­და­მი­სიც თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ქა­ლი იყო, მთე­ლი თბი­ლი­სი იც­ნობ­და... ასე არ არის? არა, არა, ეს ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ჩე­მი... ჩე­მი... რო­გორ ვთქვა... ამის გა­მო არ მით­ქ­ვამს უარი მის ცო­ლად მოყ­ვა­ნა­ზე, გეს­მის? - აღ­ვ­შ­ფოთ­დი. არ მეს­მო­და, რა­ტომ ცდი­ლობ­და ნა­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თ­ვის გად­მო­ებ­რა­ლე­ბი­ნა? ერ­თ­გ­ვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა? თა­ვის მარ­თ­ლე­ბის მო­მენ­ტი? შვილს სი­მარ­თ­ლეს ვერ ეტყო­და და გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად მე ამირ­ჩია? მაგ­რამ ნი­ნის რა­ტომ უნ­და დარ­ჩე­ნო­და ჩემ­ზე ცუ­დი წარ­მოდ­გე­ნა?
- ან­დ­რია, შე­ნი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბა სუ­ლაც არ მინ­დო­და. მე­გო­ნა, თუ და­ვი­ლა­პა­რა­კებ­დით, რა­ღაც გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვი­დით, მაგ­რამ რო­გორც ვატყობ, მთლად გა­ვა­ფუ­ჭე საქ­მე.
- არა, არა, შენ რა შუ­ა­ში ხარ... უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, ისე­თი რა­მე დამ­წა­მონ, რა­შიც ბრა­ლი არ მი­მიძღ­ვის. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვინ იქ­ნე­ბა ბრალ­მ­დე­ბე­ლი - დე­და­შე­ნი, დე­და­ჩე­მი, პეტ­რე თუ პავ­ლე... პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ვურ­ბი­ვარ. შეც­დო­მაც ბევ­რი მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში და ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ნია კი­დე­ვაც, რა­ღაც ისე რომ ვერ გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ რაც არ ჩა­მი­დე­ნია, იმას ვერ და­ვიბ­რა­ლებ. მას მე აღარ ვუყ­ვარ­დი და ამი­ტო­მაც წა­ვი­და ჩემ­გან. ეს იყო მი­ზე­ზი, სხვა არა­ფე­რი! მინ­და შენც იცო­დე. ამას მა­საც ვეტყ­ვი, რო­ცა ვნა­ხავ. ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ზე მა­შინ, იმ წლებ­ში, მაგ­რად ვიჩხუ­ბეთ. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­საც ხვდე­ბო­და თურ­მე და მი­მა­ლავ­და, რა­მაც წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. შენ შე­იძ­ლე­ბა დე­და­შე­ნი ყვე­ლა­ზე წმინ­და გგო­ნია ამ­ქ­ვეყ­ნად, მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავ...
- ან­დ­რია... არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლად მი­მაჩ­ნი­ხარ გაც­ნო­ბის წუ­თე­ბი­დან­ვე, მაგ­რამ დე­და ჩემ­თ­ვის ყველ­აფე­რია. მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თ­ვის, რომ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი დამ­კ­ლე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, უმა­მოდ გამ­ზარ­და.
- აკი სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც დავ­ქ­ვ­რივ­დიო?
- ეგ კი, მაგ­რამ იქამ­დე უკ­ვე გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ... კარ­გა ხნის... 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მას გა­ე­ყა­რა. მე­რე ის ბი­ნა აყიდ­ვი­ნა, სადაც ახ­ლა ვცხოვ­რობთ, ვე­რა­ზე. ბევ­რი წვა­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რა დე­დამ. სხვი­სი გან­ს­ჯა იოლია. წლო­ბით საზღ­ვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და, ვი­ღა­ცე­ბის მომ­ვ­ლე­ლად. ახ­ლა მე აღარ ვუშ­ვებ იქით, ეყო უკ­ვე. მინ­და, რომ ჩემ გვერ­დით იყოს. რამ­დენ­ჯე­რაც ვი­ღაც გა­იც­ნო, არც ერ­თხელ არ გა­უ­მარ­თ­ლა... სამ­ჯერ გათხოვ­და და გა­მოთხოვ­და...
- სამ­ჯერ? - წარ­ბე­ბი ავ­ზი­დე, ეს რა­ღაც ახა­ლი იყო ჩემ­თ­ვის.
- ჰო. არ უთ­ქ­ვამს? მე კი მითხ­რა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვიო.
- არა, არ უთ­ქ­ვამს. თუმ­ცა, ამას რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს...
- მეც ასე მგო­ნია, რომ ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს.
- ნი­ნი, გუ­ლახ­დი­ლად მითხა­რი, ჩემ­თან რის სათ­ქ­მე­ლად მოხ­ვე­დი? - სა­ჭი­რო­ზე უფ­რო ცი­ვად გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ძა­ლი­ან აღ­რე­ნი­ლი ვი­ყა­ვი ნა­ნა­ზე.
- რის და... - და­იბ­ნა, თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თა და ჩა­ახ­ვე­ლა, - თუ დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას არ აპი­რებ, იქ­ნებ აღარ გა­აღ­რ­მაო მა­ინც... რომ მე­რე უარე­სი შე­დე­გი არ მი­ვი­ღოთ... ხომ გეს­მის... ჯო­ბია, აქე­დან­ვე იცო­დეს სი­მარ­თ­ლე, ვიდ­რე მე­რე დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დეს. მეც ცო­დო ვარ... მთლად დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არც მე მაქვს და გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მინ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ამ მხრივ მა­ინც მქონ­დეს სიმ­შ­ვი­დე.
- სა­ერ­თოდ არ ჰგავ­ხარ დე­და­შენს... - გა­მე­ღი­მა, ამ­ჯე­რად მთე­ლი სით­ბო ჩა­ვაქ­სო­ვე ჩემს ღი­მილ­ში.
- ჰო, დე­დაც მა­გას მე­უბ­ნე­ბა, მთლად მა­მა­შენს ჰგავ­ხარ, ჩე­მი სრუ­ლი­ად არა­ფე­რი გა­მოგ­ყ­ვაო.
- სი­ლა­მა­ზე...
- სი­ლა­მა­ზე? არა მგო­ნია, დე­დას ვგავ­დე...
- რა­ღა­ცით ჰგავ­ხარ... იერით, მიხ­რა-მოხ­რით... გა­მო­ხედ­ვით...
- შე­იძ­ლე­ბა, არ ვი­ცი... - ისევ გა­წით­ლ­და.
- დე­და­შე­ნი ძა­ლი­ან შეც­ვ­ლი­ლა... სულ სხვა­ნა­ირს ვიც­ნობ­დი, ახ­ლა სულ სხვა­ნა­ი­რია...
- და­ი­ტან­ჯა და იმი­ტომ...
- სა­მა­გი­ე­როდ, შენ ხარ ძა­ლი­ან რბი­ლი, მსუ­ბუ­ქი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ურ­თი­ერ­თოდ, - შე­ვა­პა­რე.
- დი­დი მად­ლო­ბა, - და­ი­მორ­ცხ­ვა და თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?
- არ ვი­ცი... - პირ­და­პირ პა­სუხს თა­ვი აარი­და, - უფ­რო სწო­რად, არ ვი­ცი, ვარ თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...
- ააა. არა უშავს, ასეთ რა­მე­ებ­ში სწრა­ფად ხდე­ბა გარ­კ­ვე­ვა. მთა­ვა­რია, რომ ვი­ღაც არ­სე­ბობს...
- ჰო... დი­დი ხა­ნია, უკ­ვე... მაგ­რამ ჯე­რაც გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბაა... ხან­და­ხან მგო­ნია, რომ დე­და­ჩე­მის ცხოვ­რე­ბის გზას ვი­მე­ო­რებ...
მის­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა აღი­ა­რე­ბამ გუ­ლი შე­მი­კუმ­შა. ჩემ­ზე უკეთ ვინ მიხ­ვ­დე­ბო­და, რას გუ­ლის­ხ­მობ­და. რა იცო­და, რომ მის წინ ამ­წუ­თას სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნი იჯ­და, ვი­საც სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად უყ­ვარ­და... ის ადა­მი­ა­ნი, ვი­ნაც ასე გა­ა­წა­მა...
ჩე­მი თა­ვი შე­მე­ზიზღა... ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დი კა­ცი ვი­ყა­ვი... მხო­ლოდ მე შე­მეძ­ლო ასე­თი რა­მე­ე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა, ასე უგუ­ლოდ მოვ­ქ­ცე­ო­დი ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს...
არ ვი­ცი, თა­ვის დრო­ზე ნა­ნას ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა შეც­დო­მა იყო თუ არა, მაგ­რამ ახ­ლა, ამ ასაკ­ში ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა, ამი­ტომ სი­მარ­თ­ლე უნ­და მეთ­ქ­ვა.
- ლე­ლი... რად­გან ასე­თი გულ­წ­რ­ფე­ლი ხარ ჩემ­თან და ბო­ლომ­დე მენ­დე, მეც მინ­და გულ­წ­რ­ფე­ლი ვი­ყო. დე­და­შე­ნი მარ­თ­ლა მიყ­ვარ­და, სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და-მეთ­ქი შე­მიძ­ლია გითხ­რა. მაგ­რამ ახ­ლა სულ სხვა გრძნო­ბა მაქვს მის მი­მართ, რა­საც სიყ­ვა­რულს ვერ და­ვარ­ქ­მევ. არ ვი­ცი, ხვალ და ზეგ რა მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გალ­ღ­ვეს ეს ყი­ნუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ვერ ვა­პა­ტიე წარ­სულ­ში მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი. მე შე­მიძ­ლია მის­თ­ვის ვი­ყო ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი, გვერ­დით მდგო­მი, მაგ­რამ ამა­ზე მეტს ვერ შეგ­პირ­დე­ბი.
- მე კი არა, იმას უთხა­რი ეს... მე რა შუ­ა­ში ვარ, - ჩურ­ჩუ­ლით შე­მე­პა­სუ­ხა. ჩემ­მა ნათ­ქ­ვამ­მა ისე და­ამ­წუხ­რა, წარ­ბი რომ შეკ­რა, აღარ გა­უხ­ს­ნია, - ოღონდ ცო­ტა რბი­ლად, თუ შე­იძ­ლე­ბა... მე­ში­ნია, გუ­ლი არ გა­უს­კ­დეს... და ამ დღე­ებ­ში აუცი­ლებ­ლად შე­მო­ი­ა­რე, წე­სია ასე­თი. მგო­ნი, ჩემ­გან არ უნ­და გეს­წავ­ლე­ბო­დეს! - ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მი­ღი­მა, ჩან­თას ხე­ლი და­ავ­ლო და გა­მო­უმ­შ­ვი­დო­ბებ­ლად გა­ვარ­და ბა­რი­დან.
ახ­ლაც სწო­რედ ისე­თი ჩხვლე­ტა ვიგ­რ­ძე­ნი გულ­ში, რო­გო­რიც მა­შინ, რო­ცა ნა­ნამ მი­მა­ტო­ვა... ნი­ნი წა­ვი­და, მარ­ტო დავ­რ­ჩი და თით­ქოს აცივ­და ირ­გ­ვ­ლივ... მი­სი წყე­ნი­ნე­ბა­ღა მაკ­ლ­და... რო­გორც ჩანს, დღეს ცუდ ფეხ­ზე ავ­დე­ქი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი