წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XII)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XII)
ნაწილი მეთორმეტე
ცუ­დი დღე­ე­ბი და­მიდ­გა. გუ­ნე­ბა­მოშ­ხა­მუ­ლი დავ­დი­ო­დი. რო­გორ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია? უფ­რო სწო­რად, რა უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სა­მი­ვე კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით? ნა­ნას­თან ძველ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ აღ­ვად­გენ­დი, ეს გა­მო­რიცხუ­ლი იყო - რო­გორც ქა­ლი, ის აღარ მი­ზი­დავ­და, მაგ­რამ მე­გობ­რო­ბა შე­მეძ­ლო. მარ­თ­ლა სუ­ლით და გუ­ლით და­ვუდ­გე­ბო­დი გვერ­დით. სა­მა­გი­ე­როდ, ნი­ნის­თან ყოფ­ნა მწად­და. მწად­და მთე­ლი არ­სე­ბით, მაგ­რამ იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ესეც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის შვილ­თან რო­მა­ნი რომ გა­მე­ბა... მაგ­რამ... არ­სე­ბობ­და ერ­თი `მაგ­რამ"... სა­ნამ ნა­ნა გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და ჰო­რი­ზონ­ტ­ზე, მა­ნამ­დე ვიც­ნობ­დი ნი­ნის და ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. მარ­თა­ლია, იგი არ მიც­ნობ­და და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მი­რა­ჟი იყო მი­სი მხრი­დან ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც...
არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­ზე ცუ­დის თქმა, მით უფ­რო იმათ­ზე, ვის­თა­ნაც კარ­გად ვგრძნობ­დი ერთ დროს თავს... ამ­ბო­ბენ, ეს ძლი­ე­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბააო. ჩემს ძლი­ე­რე­ბა­ში ეჭ­ვი არას­დ­როს შემ­პარ­ვია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნილს ჩე­მი გო­ნებ­რი­ვი ტყუ­პის­ცა­ლის­თ­ვის ყვე­ლაფ­რის თქმა შე­მეძ­ლო. მას­თან ნა­ნა ხში­რად მი­გი­ნე­ბია. ან­დ­რია ერ­თი და ან­დ­რია ორი ხში­რად კა­მა­თო­ბენ. აი, მა­გა­ლი­თად, ახ­ლაც. ან­დ­რია ერ­თი ამ­ტ­კი­ცებს, რად­გან ნა­ნა ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბით ცდი­ლობს შენ­თან და­ახ­ლო­ე­ბას, არ ღირს მას­თან გა­ში­ნა­უ­რე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბა, დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აჯო­ბებ­სო. ან­დ­რია ორი კი­დევ უმ­ტ­კი­ცებს, ეგ იმი­ტომ, რომ ნა­ნას ჯე­რაც უყ­ვარ­ხარ და არ უნ­და კი­დევ ერ­თხელ დაგ­კარ­გო­სო. არა­და, არ მეს­მის, რა არის აქ სა­კა­მა­თო. არც ან­დ­რია ერთს და არც ან­დ­რია ორს არ აღელ­ვებს ნა­ნა... აი, ისე, კა­ცი რომ აღელ­დე­ბა ქა­ლის და­ნახ­ვა­ზე ან შე­ხე­ბა­ზე. ჰო­და, რა­ტომ კა­მა­თო­ბენ, ვერ გა­მი­გია.
ნა­ნა­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბა არ შემ­ც­ვ­ლია. რო­გორც მა­შინ მოვ­ნათ­ლე, წარ­სულ­ში, დღემ­დე ისე ვიხ­სე­ნი­ებ - წამ­ხ­და­რი ქა­ლი. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა - არც ქალს, არც მა­მა­კაცს. შე­იძ­ლე­ბა ღა­ლა­ტიც ვა­პა­ტიო ადა­მი­ანს, თუ­კი არ მო­მატყუ­ებს და ამის შე­სა­ხებ დრო­უ­ლად მეტყ­ვის. გე­ფი­ცე­ბით, მარ­თ­ლა შე­მიძ­ლია ასე პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ თუ ჩე­მი გა­შიფ­ვ­რის მე­რე ჩა­მა­ყე­ნებ საქ­მის კურ­ს­ში, ვე­რა, ვერ გა­პა­ტი­ებ. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში დარ­ჩა. მე­რე რა? ახალ­გაზ­რ­და იყო, გა­მო­უც­დე­ლი, მე ვიტყო­დი - ხა­მიც, და­უ­ნა­ხა­ვიც... ამი­ტომ ვერ გათ­ვა­ლა. არ იცო­და, რას მო­უ­ტან­და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი. იქ­ნებ არც უნ­და ვამ­ტყუ­ნებ­დე? მას ოჯა­ხის შექ­მ­ნა უნ­დო­და, გათხო­ვე­ბა, შვი­ლე­ბი... მე ეს არც ერ­თი არ მინ­დო­და. ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, დღეს ერ­თად რომ არ ვართ? მე თუ ის? თუ და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით, უფ­რო მე, ვიდ­რე ის. მა­შინ რას ვერ­ჩი? მარ­თა­ლია, არ უნ­და ვერ­ჩო­დე. რო­გორც ჩანს, სა­ბაბს ვე­ძებ, რომ იმ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნის მცდე­ლო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­შა­ლო ხე­ლი.
თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე და გა­ვიზ­მო­რე. მე­ყო ამ­დე­ნი ფიქ­რი. ასეა თუ ისე, ცხოვ­რე­ბა მა­ინც მშვე­ნი­ე­რია. მით უფ­რო, დი­ლით, რო­ცა გა­იღ­ვი­ძებ და პირ­ვე­ლი, რა­საც თვა­ლის გა­ხე­ლის შემ­დეგ აკე­თებ, გაზ­მო­რე­ბაა. იდე­ა­ლუ­რი დი­ლა გაზ­მო­რე­ბით იწყე­ბა და თუ გსურს, იგი იდე­ა­ლუ­რად დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­იზ­მო­რო, გა­ი­ღი­მო, გვერ­დი მო­ი­ნაც­ვ­ლო და ისევ და­ი­ძი­ნო. ძი­ლის შებ­რუ­ნე­ბა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს ცხოვ­რე­ბა­ში.
ცხოვ­რე­ბა კი მშვე­ნი­ე­რია. მი­სი არ უნ­და გე­ში­ნო­დეს, პი­რი­ქით, შე­ნი ცხოვ­რე­ბის ავ­ტო­რი უნ­და იყო და არა მა­ყუ­რე­ბე­ლი. სცე­ნა­რი თა­ვად უნ­და და­წე­რო, კო­რექ­ტი­ვე­ბიც თვი­თონ უნ­და შე­ი­ტა­ნო, თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც უნ­და ჩარ­თო შიგ და სა­ინ­ტე­რე­სოც გა­მო­ვა. ასე რომ, ცხოვ­რე­ბა პი­ე­საა და არა ჭად­რა­კის თა­მა­ში. ეს არის იმ­პ­რო­ვი­ზა­ცია თე­მა­ზე... შე­იძ­ლე­ბა მი­ნო­რუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა მა­ჟო­რუ­ლი... ყვე­ლა­ფე­რი შემ­ს­რუ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ავ­ტო­რიც თა­ვად ხარ და მსა­ხი­ო­ბიც. ხა­რის­ხის გა­რან­ტო­რი მხო­ლოდ შენ ხარ, სხვა არა­ვინ.

ნი­ნის­თან შეხ­ვედ­რამ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი და­აჩ­ქა­რა. ორი დღე რომ გა­ვი­და, ავ­დე­ქი და ნა­ნას სახ­ლ­ში მი­ვა­დე­ქი. არ და­მი­რე­კავს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ვეცხა­დე. თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და, ისე გა­უკ­ვირ­და. სი­ხა­რუ­ლის ტალ­ღამ სი­წით­ლეს­თან ერ­თად შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­და­უ­რა სა­ხე­ზე. თუმ­ცა, რა­ღა შე­უმ­ჩ­ნევ­ლად... მე ხომ და­ვი­ნა­ხე. მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი მი­ვარ­თ­ვი. ვი­ცო­დი, ყვა­ვი­ლე­ბი რომ უყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი.
- ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ მი­ჩუ­ქე­ბია შენ­თ­ვის ყვა­ვი­ლე­ბი? - ღი­მი­ლით ვკითხე და გა­დავ­კოც­ნე. ჯე­რაც ახალ­გაზ­რ­დუ­ლად ფა­ფუ­კი და სა­ლუ­ქი სა­ხის კა­ნი ჰქონ­და.
- არ მახ­სოვს... უფ­რო სწო­რად, ერ­თი მახ­სოვს და არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა, სხვე­ბი არა.
- ალ­ბათ იმ ერ­თის გარ­და სხვა შემ­თხ­ვე­ვა არც ყო­ფი­ლა, რად­გან ის ერ­თი მეც მახ­სოვს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ამ­თავ­რე და ერ­თა­დერ­თი ვარ­დი გა­ჩუ­ქე, იმას გუ­ლის­ხ­მობ, არა?
- ჰო, - ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი და­აკ­ვე­სა თვა­ლე­ბი­დან.
აი, ეს ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი მდა­გავ­და ყო­ველ­თ­ვის, სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი­დან მაშ­ხა­ლა­სა­ვით რომ გაყ­რი­და ხოლ­მე.
- მარ­ტო ხარ?
- მარ­ტო ვარ, კი. ლე­ლი ჯე­რაც არ მო­სუ­ლა. იმე­დია, დარ­ჩე­ბი მის მოს­ვ­ლამ­დე.
- არ ვი­ცი, ვნა­ხოთ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცო­ტა ხანს დავ­რ­ჩე­ბი, გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ.
- სამ­სა­ხუ­რი­დან მო­დი­ხარ?
- ჰო, შინ არ შე­მივ­ლია.
- მა­შინ გა­სა­დი­ლებ. გუფ­თა მაქვს...
- არა, არ მშია, მად­ლო­ბა. ყა­ვას დავ­ლევ, თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ გე­ზა­რე­ბა.
- ახ­ლა­ვე. შენ შე­დი, და­ჯე­ქი, მე კი ახ­ლა­ვე მო­ვალ, - ნა­ზად თქვა და სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ე­შუ­რა.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში გა­ვე­დი. ძირს და­გე­ბუ­ლი ხის იატა­კი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­ზე ჭრა­ჭუ­ნებ­და. ვინ იცის, რა ხნი­საა ეს სახ­ლი, რამ­დენ წელს ით­ვ­ლის. უც­ნა­უ­რია, აქ რომ გა­და­უწყ­ვე­ტია სახ­ლის შე­ძე­ნა. ნუ­თუ მარ­თ­ლა ჩემ გა­მო გა­ა­კე­თა ეს?
თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და წა­მით წარ­სულ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლე. იმ დრო­ის ენით აუწე­რე­ლი მო­ნატ­რე­ბა მჭირ­და. ის ნა­ნა მე­ნატ­რე­ბო­და და მსურ­და, ეს - აღარ. ცუ­დია, ასე რომ ხდე­ბა. რო­გორ გინ­და აუხ­ს­ნა ადა­მი­ანს, ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მი­ზი­და­ვო. მო­მი­წევს ახ­ს­ნა, სხვა გზა არ მრჩე­ბა.
- ზუს­ტად ისე­თი მო­ვა­დუ­ღე, რო­გო­რიც გიყ­ვარ­და. იმე­დია, გე­მოვ­ნე­ბა არ შეგ­ც­ვ­ლია, - მო­მეს­მა ამ დროს ზურგს უკან.
ნე­ლა შე­მოვ­ბ­რუნ­დი, მის­მა ნათ­ქ­ვამ­მა ხან­ჯა­ლი­ვით გა­მი­ა­რა გულ­ში. ესეც კი და­უ­მახ­სოვ­რე­ბია.
- შენ არ გინ­და? მარ­ტო მე უნ­და დავ­ლიო? - ფინ­ჯა­ნი გა­მო­ვარ­თ­ვი.
- წე­ღან დავ­ლიე. ბევრს არ ვსვამ, მხო­ლოდ დი­ლა-სა­ღა­მოს. შენ, რო­გორც ჩანს, და­გა­ვიწყ­და.
- არა, არ დამ­ვიწყე­ბია, მაგ­რამ მე რა ვი­ცო­დი, თუ უკ­ვე და­ლე­უ­ლი გქონ­და? - გა­ვუ­ღი­მე. მარ­თ­ლა არ დამ­ვიწყე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვ­და, რაც მას­თან მა­კავ­ში­რებ­და და ეს არც იყო გა­საკ­ვი­რი, მე ხომ მიყ­ვარ­და. თუმ­ცა, მა­საც ხომ ვუყ­ვარ­დი რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში? ბო­ლოს გა­ა­ფუ­ჭა ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ, ალ­ბა­თო­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, თუ ყვე­ლა­ზე არა, ერთ-ერ­თი ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი მა­ინც ვი­ყა­ვით იმ წლებ­ში... ალ­ბათ...
- შე­ნი ყვე­ლა ჩვე­ვა მახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბი.
- მარ­თ­ლა? - გა­მე­ცი­ნა, - მავ­ნე ჩვე­ვე­ბი აღარ მაქვს... სიყ­ვა­რულ­საც კი არ ვწყა­ლობ.
ოდ­ნავ შე­სამ­ჩ­ნე­ვად შე­ერ­ხა წარ­ბე­ბი.
- რას ნიშ­ნავს ნე­ტავ ეს? - ხმა­დაბ­ლა იკითხა, ჩემ წინ სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, ხე­ლის­გუ­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­ი­ლა­გა და თი­თე­ბი უტაქტ-ურიტ­მოდ აათა­მა­შა.
- ქა­ლის შეყ­ვა­რე­ბას გა­და­ვეჩ­ვიე. ზედ­მე­ტი ტვირ­თია ჩემ­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი. ახ­ლა მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და გა­სა­გე­ბად, არა? - გა­მი­ხარ­და, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და თა­ვი­სით რომ ჩა­მო­ვარ­და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ჭი­რის დღე­სა­ვით მე­ზა­რე­ბო­და სა­ჩო­თი­რო სა­უბ­რის დაწყე­ბა და არც ვი­ცო­დი, სა­ი­დან და­მეწყო.
- ეგ შენ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ზედ­მე­ტი ტვირ­თი იყო, - გამ­ქი­რა­ვად მეს­რო­ლა.
- არა, ასე არ არის.
- იცი? ხან­და­ხან მგო­ნია, რომ არც არას­დ­როს გყვა­რე­ბი­ვარ. უბ­რა­ლოდ, სა­მა­რი­ა­ჟოდ გჭირ­დე­ბო­დი. შე­მომ­ხე­დეთ, რა ლა­მა­ზი საყ­ვა­რე­ლი მყავს! - დამ­გეს­ლა.
თით­ქოს თვალთ და­მიბ­ნელ­და. იმ­დე­ნად შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი იყო მი­სი სიტყ­ვე­ბი, რომ სიბ­რა­ზის­გან კან­კალ­მა ამი­ტა­ნა. კი­დევ კარ­გი, რო­გორც ექიმს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­მი­მუ­შავ­და თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტი. თა­ვის შე­კა­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­მეძ­ლო.
- დი­დი ვე­რა­ფე­რი სა­მა­რი­ა­ჟო იყა­ვი სი­ფი­ლი­სი­ა­ნი გო­გო, - ისე აგ­დე­ბუ­ლად შე­ვე­პა­სუ­ხე, გეს­ლის ნთხე­ვის სურ­ვი­ლი გა­ვუქ­რე, - რომ არ მყვა­რე­ბო­დი, ჩემ გვერ­დით ვერ იქ­ნე­ბო­დი... ერ­თი დღეც ვერ იქ­ნე­ბო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზეს, შენ­ზე ბევ­რად ლა­მა­ზე­ბიც არ­სე­ბობ­დ­ნენ. იცი რამ გა­ა­ფუ­ჭა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? შენ­მა შე­ხე­დუ­ლე­ბებ­მა. იმან, რომ თა­ვი სამ­ყა­როს ცენ­ტ­რი გე­გო­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვი, რომ ყვე­ლა მა­მა­კა­ცი შენ ირ­გ­ვ­ლივ იტ­რი­ა­ლებ­და, მე - მით უმე­ტეს. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა შე­ნი სა­ხე, რო­ცა ძა­ლი­ან მშვი­დად შევ­ხ­ვ­დი შენს ღა­ლატს და დარ­ჩე­ნა არ გთხო­ვე. ალ­ბათ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვი, რომ ვერ დაგ­თ­მობ­დი. რა­ღაც დო­ზით მარ­თა­ლი ხარ... გა­მი­ჭირ­და შე­ნი დათ­მო­ბა. მაგ­რამ ეს არ იყო ის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა შე­იძ­ლე­ბა. ღა­ლა­ტის პა­ტი­ე­ბა არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მე სხვა რა­მე გა­მი­ჭირ­და. შე­ნი ტყუ­ი­ლე­ბი ვერ ავი­ტა­ნე. ქალ­მა ერ­თხელ თუ სცა­და შე­ნი მოტყუ­ე­ბა და გა­მო­უ­ვი­და, მე­რე აღარ და­გინ­დობს. უფ­რო და უფ­რო დი­დი ხა­ლი­სით და უფ­რო და უფ­რო დახ­ვე­წი­ლი ტყუ­ი­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას იწყებს, რა­თა შე­ნი მოტყუ­ე­ბით ღვთა­ებ­რი­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღოს.
- მე­გო­ნა, წარ­სულ­ზე აღარ ვი­ლა­პა­რა­კებ­დით... - ხმა წა­ერ­თ­ვა, წე­ღან ენერ­გი­უ­ლად ათა­მა­შე­ბუ­ლი ხე­ლის თი­თე­ბი უღო­ნოდ ჩა­ებღა­უჭ­ნენ სა­ვარ­ძ­ლის სა­ხე­ლუ­რებს.
- შენ და­იწყე, ჩე­მი ბრა­ლი არ არის... - მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და ყა­ვა მოვ­ს­ვი.
- ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი ბრა­ლია...
- ყო­ველ­თ­ვის არა და არც ყვე­ლა­ფე­რი... ნუ იგო­ნებ... მო­დი, ცო­ტა გავ­მ­ხი­ა­რულ­დეთ, აქ საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად არ მოვ­სულ­ვარ. მე­გო­ნა, ერ­თ­მა­ნე­თის ნახ­ვა გაგ­ვი­ხარ­დე­ბო­და.
- ჰო, მეც ასე მე­გო­ნა. - ორაზ­როვ­ნად მი­პა­სუ­ხა და ირო­ნი­უ­ლად ჩა­ი­ღი­მა, - არა უშავს, ისე ვი­მე­გობ­როთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა?
- რა თქმა უნ­და. მა­პა­ტიე, არ ვი­ცი, რა­ტომ მოხ­და ასე. თუ და­მი­ჯე­რებ, მე თვი­თო­ნაც მიკ­ვირს.
- ძა­ლი­ან კარ­გა­დაც იცი.
- შენ რა იცი, მე რა ვი­ცი?
- ყვე­ლა ადა­მი­ან­მა იცის, რა­ტომ ხდე­ბა მის თავს ესა თუ ის. მო­დი, ნუ­ღარ გა­ვაღ­რ­მა­ვებთ. ორი­ვე­ნი კარ­გად ვხვდე­ბით, რაც ხდე­ბა. რაც არის, არის. უბ­რა­ლოდ, შე­ნი და­კარ­გ­ვა არ მინ­და. მე შენ არ მი­ძებ­ნი­ხარ, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნ­დი. მე­გო­ნა, ეს ღვთის ნე­ბა იყო. რად­გან ხელ­მე­ო­რედ ერ­თ­მა­ნეთს შეგ­ვახ­ვედ­რა, ნი­შა­ნი მოგ­ვ­ცა-მეთ­ქი. წარ­სულ­მა კი­დევ ერ­თხელ შე­მა­ტორ­ტ­მა­ნა, თუმ­ცა ახ­ლა უკ­ვე შე­მიძ­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა, ისე იოლად აღარ ვე­ცე­მი, რო­გორც მა­შინ, მი­ა­მი­ტო­ბა­ში. მი­ა­მი­ტო­ბის ეტა­პი დი­დი ხა­ნია, დამ­თავ­რ­და. ახ­ლა ის­ღა მინ­და, რომ სხვა მხრივ მა­ინც და­მიდ­გე გვერ­დ­ში. იმე­დია, წარ­სუ­ლის მცი­რე დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ამის უფ­ლე­ბას მაძ­ლევს. ჩე­მი გო­გოს მდგო­მა­რე­ო­ბა მაშ­ფო­თებს. იცი, რამ­დე­ნი წე­ლია, ვი­ღაც უყ­ვარს? ამ დროს თვი­თო­ნაც არ იცის, ვინ. ვი­ღაც. უსა­ხე­ლო, უგ­ვა­რო, უთ­ვის­ტო­მო... იქ­ნებ არც არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რად. შე­იძ­ლე­ბა ქა­ლი­ცაა, რას გა­ი­გებ! ამას რომ ვუხ­ს­ნი, ცოფ­დე­ბა, არ მის­მენს... და­მეხ­მა­რე, გთხოვ... კაცს სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლია ქა­ლის შე­გო­ნე­ბა, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის სხვა­ნა­ირ ხერ­ხებს ფლობს. მე ყო­ველ­თ­ვის მჯე­რო­და შე­ნი და ახ­ლაც შე­ნი იმე­დი მაქვს... ამ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა მთლად გა­ა­გი­ჟა ახალ­გაზ­რ­დო­ბა. იქ ცალ­კე ცხოვ­რე­ბა აქვთ აწყო­ბი­ლი. მინ­და, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­უ­მარ­თ­ლოს და არა ვირ­ტუ­ა­ლურ­ში. მთელ სი­ცოცხ­ლეს ფან­ტა­ზი­ებ­ში ხომ არ გა­ლევს? ვუშ­ვე­ლოთ რა­მე... ერ­თად ვუშ­ვე­ლოთ... გთხოვ, ამა­ზე მა­ინც არ მითხ­რა უარი.
- არ ვი­ცი, რა გითხ­რა... მე სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ რო­გორ გგო­ნია, მას სჭირ­დე­ბა ჩე­მი დახ­მა­რე­ბა? არ მეტყ­ვის, შენ ვინ გე­კითხე­ბა, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რომ იჭ­რე­ბიო? მე მის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი ვარ. ვი­ღაც ვარ, გა­რე­დან მო­სუ­ლი...
- მთა­ვა­რია, მი­სი ნდო­ბა მო­ი­პო­ვო...
- მაგ­რამ რო­გორ?
- რო­გორ და... - პა­უ­ზა გა­ა­კე­თა, ჩა­ახ­ვე­ლა და თვა­ლე­ბი და­ხა­რა. მივ­ხ­ვ­დი, რა­ღაც ისე­თი უნ­და ეთ­ქ­ვა, რაც მე არ მე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­და, - ვი­თომ შევ­რიგ­დით, ვი­თომ ერ­თად ვართ... ასე­თი სცე­ნა გა­ვი­თა­მა­შოთ...
- ნა­ნა... - შე­ვაწყ­ვე­ტი­ნე, რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, სა­ი­თაც უმიზ­ნებ­და.
- ნუ მაწყ­ვე­ტი­ნებ, ძა­ლი­ან გთხოვ... შენ არას­წო­რად გა­ი­გე. უბ­რა­ლოდ, ხში­რად უნ­და იარო ჩვენ­თან. მე და­გი­რე­კავ, რო­ცა შინ იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ მა­შინ მო­დი. ნუ გე­ში­ნია, ისე არ გა­ვა­კე­თებ, რომ მარ­ტო­ნი დავ­რ­ჩეთ, თუ ეს გაშ­ფო­თებს. მინ­და, ერ­თ­მა­ნეთს შე­ეჩ­ვი­ოთ. მე­რე სად­მე გახ­ვალთ, და­პა­ტი­ჟებ ან რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი. მოკ­ლედ, შენ ეგე­ნი არ გეშ­ლე­ბა, რა­ღას მა­ლა­პა­რა­კებ? მთა­ვა­რია, იმის არსს ჩას­წ­ვ­დე, რის ახ­ს­ნა­საც ვცდი­ლობ.
ამ დროს კა­რის სა­ხე­ლუ­რი გატ­კა­ცუნ­და.
- მო­ვი­და! - ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა ნა­ნამ, სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- მე­რე რა? მო­ვი­დეს, ჩვენც ხომ ეს გვინ­და.
ნი­ნი ჩემს და­ნახ­ვას არ ელო­და.
- უი, თქვენ? რო­მელ­მა ქარ­მა გად­მო­გაგ­დოთ? - ისე ცი­ვად მკითხა, უსი­ა­მოვ­ნო ტალ­ღამ გუ­ლის სიღ­რ­მე­ში რა­ღა­ცას მი­მა­ხეთ­ქა.
- ამ სახ­ლის­კენ მო­მა­ვალ ქარს გა­მოვ­ყე­ვი, - ხუმ­რო­ბა­ში ვცა­დე გა­ტა­რე­ბა, ვი­თომ მი­სი ირო­ნია ვერ ვიგ­რ­ძე­ნი.
- აჰა... - დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რა ჯერ მე მო­მაპყ­რო, მე­რე დე­და­მისს, - რა­ღაც ვერ ვატყობ, იმ ქა­რის კმა­ყო­ფი­ლი იყოთ ან ერ­თი, ან მე­ო­რე. სწო­რად მივ­ხ­ვ­დი? ისე­თი დაძ­მ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი გაქვთ, თით­ქოს და­საფ­ლა­ვე­ბი­დან ამ­წუ­თას დაბ­რუნ­დით.
- რა სა­ზიზღ­რო­ბებს გა­ი­ძა­ხი, გო­გო, რა გჭირს? - გა­ღი­ზი­ან­და ნა­ნა და ად­გა, - აბა, გი­ჟი­ვით უნ­და ვი­ცი­ნო­დეთ თუ რა?
- არა, არა­ფე­რი. თქვენ თუ კარ­გად გრძნობთ თავს, მე რა... - მხრე­ბი აიჩე­ჩა და ქვე­და ტუ­ჩი მოპ­რუ­წა, - მე მხო­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბა.
- ჰო­და, გა­მო­იც­ვა­ლე ტან­საც­მე­ლი და ვი­სა­დი­ლოთ. ან­დ­რი­აც მში­ე­რია.
- რა­ტომ მე­რე, რას ელო­დე­ბო­დით?
- შენ. - ძა­ლი­ან მშვი­დი, ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხი­თა და მომ­ნუს­ხ­ვე­ლი მზე­რით ვუთხა­რი და ხე­ლე­ბით `ე­საა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა" ჟეს­ტი გა­მოვ­სა­ხე.
მი­სი გა­ო­ცე­ბა წარ­ბე­ბის აჭიმ­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. ერ­თხანს უნ­დობ­ლად მი­ყუ­რებ­და, მე­რე თა­ვი გა­იქ­ნია და თა­ვის ოთახ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.
ნა­ნამ სუფ­რა გა­აწყო. საჭ­მე­ლი გა­აცხე­ლა. გუფ­თის სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მატ­მა სამ­ზა­რე­უ­ლო გა­და­ავ­სო. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მომ­ში­ვე­ბო­და. მარ­თ­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­მევ­დი ახ­ლა, მით უფ­რო, რომ გვერ­დით ნი­ნი მე­ყო­ლე­ბო­და, მის ხმას გა­ვი­გო­ნებ­დი, მის მზე­რას და­ვი­ჭერ­დი, მის ის­რე­ბი­ვით ირო­ნი­ას ავის­ხ­ლეტ­დი...
სა­ნამ ნი­ნი გა­მო­ვი­დო­და, ნა­ნამ ჩურ­ჩუ­ლით მთხო­ვა, იქ­ნებ რო­გორ­მე და­ი­თან­ხ­მო, რომ ამ დღე­ებ­ში სად­მე გა­მოგ­ყ­ვეს - ან კი­ნო­ში, ან თე­ატ­რ­ში... რა­მე მო­ი­ფიქ­რეო.
შორს და­ვი­ჭი­რე. რა­ტომ უნ­და და­მე­პა­ტი­ჟა კი­ნო­ში ან თე­ატ­რ­ში დე­და­მი­სის გა­რე­შე? რა­ღაც გა­მარ­თ­ლე­ბა ხომ უნ­და ჰქო­ნო­და ჩემს წი­ნა­და­დე­ბას? მე კი ძა­ლი­ა­ნაც მინ­დო­და ასე, მაგ­რამ ეთი­კუ­რად რომ არ იყო ლა­მა­ზი?
ამ დროს სპორ­ტულ შარ­ვალ­ში გა­მოწ­ვარ­თუ­ლი შე­მო­გოგ­მან­და. არ ვი­ცი, იმ­წუ­თას სა­ი­დან მო­მა­ფიქ­რ­და, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი უცებ მომ­წიფ­და გო­ნე­ბა­ში და და­ვიწყე:
- ლე­ლი... ერ­თი თხოვ­ნა მაქვს შენ­თან, თუ არ დამ­ზარ­დე­ბი...
- მე ნი­ნი მქვია! - ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ხმით მო­მა­ხა­ლა.
დავ­მუნ­ჯ­დი. ხომ ვი­ცო­დი, რომ ნი­ნი ერ­ქ­ვა, მაგ­რამ ისე იმოქ­მე­და მის­მა აღი­ა­რე­ბამ, რომ ზუს­ტად ისე გა­მიკ­ვირ­და, წე­სით, რო­გორც უნ­და გამ­კ­ვირ­ვე­ბო­და.
- ლე­ლი! - გა­ის­მა ნა­ნას გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლი.
- მე ნი­ნი მქვია, დე­და! და თუ შე­იძ­ლე­ბა, აუხ­სე­ნი ამ ადა­მი­ანს, ლე­ლის რა­ტო­მაც მე­ძა­ხი! - და გა­ჩუმ­და, მაგ­რამ რად­გან ნა­ნა ხმას არ იღებ­და, თვი­თონ­ვე გა­აგ­რ­ძე­ლა, - დე­დას უყ­ვარს ეს სა­ხე­ლი და ბავ­შ­ვო­ბი­დან ასე მე­ძა­ხის, არა­და, და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ნი­ნი მი­წე­რია და ყვე­ლა ასე მომ­მარ­თავს. მეც ნი­ნი მომ­წონს, ლე­ლი კი არა და ვერ შე­ვაგ­ნე­ბი­ნე დე­და­ჩემს, ეგ სა­ხე­ლი არ და­მი­ძა­ხოს. იქ­ნებ თქვენ იქო­ნი­ოთ მას­ზე გავ­ლე­ნა?
სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. მე გა­უნ­ძ­რევ­ლად ვი­ჯე­ქი, ხმას არ ვი­ღებ­დი და ნა­ნას რე­აქ­ცი­ას ვაკ­ვირ­ვე­ბო­დი. ის კი ად­გა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და.
- რას აკე­თებ? - მო­გუ­დუ­ლი ხმით ვკითხე ნი­ნის, - მე მსაყ­ვე­დუ­რობ­დი, ცუ­დად ექ­ცე­ვი და მე­ში­ნია, გუ­ლი არ გა­უს­კ­დე­სო და შენ თვი­თონ რას აკე­თებ? ინ­სულ­ტი სხვა­ნა­ი­რად კი არ ვი­თარ­დე­ბა...
- ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. და­ვი­ღა­ლე უკ­ვე ამ ტყუ­ი­ლე­ბით. არ მიყ­ვარს, რო­ცა მატყუ­ე­ბენ, მით უფ­რო არ მიყ­ვარს, რო­ცა მე ვიტყუ­ე­ბი. თუ ერ­თად უნ­და ვი­ყოთ, ერთ ჭერ­ქ­ვეშ ვიცხოვ­როთ თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი, ერ­თ­მა­ნე­თი არ უნ­და მო­ვატყუ­ოთ... ასე არ არის?
- მარ­თა­ლი ხარ, ასეა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხის­ტად გა­მო­გი­ვი­და. დე­დას ასე არ უნ­და მო­ექ­ცე, მით უფ­რო, კა­ცის თან­დას­წ­რე­ბით.
- აუ, ნუ მას­წავ­ლი, ვის­თან რო­გორ მო­ვიქ­ცე! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა შე­მო­მი­ტია, - ჭკუ­ის და­რი­გე­ბე­ბი არ იყოს!..
- მო­დი, გა­ვი­დეთ სად­მე და მე და შენ ცალ­კე ვი­სა­უბ­როთ, კარ­გი? - ვცდი­ლობ­დი, მოთ­მი­ნე­ბი­დან არ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.
- მე და შენ ცალ­კე რა­მე გვაქვს სა­სა­უბ­რო?
- რა გე­მარ­თე­ბა, ნი­ნი? დღეს სა­ერ­თოდ ვერ გცნობ... - ისე ალა­ლად მივ­მარ­თე, რომ სულ გა­და­მა­ვიწყ­და, ვინ ვი­ყა­ვი.
ნერ­ვი­უ­ლი სი­ცი­ლი აუტყ­და, ის­ტე­რი­კუ­ლი.
- `დღეს სა­ერ­თოდ ვერ გცნობ"... ისე მე­უბ­ნე­ბი, თით­ქოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად მოვ­დი­ო­დეთ. შენ რა იცი, მე რო­გო­რი ვარ სხვა დროს?
კი­ნა­ღამ გავ­ყი­დე ჩე­მი თა­ვი, მაგ­რამ სუ­ლაც არ დავ­ბ­ნე­ულ­ვარ.
- ორი-სა­მი შეხ­ვედ­რაც კი საკ­მა­რი­სია, რომ ადა­მი­ან­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მ­ნას. გაც­ნო­ბის დღი­დან სულ სხვა­ნა­ი­რი მე­გო­ნე, ახ­ლა სულ სხვას გხე­დავ.
- ეს ის­ტე­რი­კაა, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის... ცხოვ­რე­ბა მაქვს ასე­თი, რას ვი­ზამთ. დე­და­ჩემ­მა არ შე­მოგ­ჩივ­ლა? გეტყო­და რა­მეს, ვინ და­უშ­ლი­და?.. რაო, რაო, წე­ღან? რა­ღაც სათხო­ვა­რი მაქ­ვ­სო?
- სა­ჩუ­ქა­რი მინ­და ვი­ყი­დო და­ახ­ლო­ე­ბით შე­ნი ასა­კის გო­გოს­თ­ვის, ჩე­მი თა­ნამ­შ­რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა ხვალ და თუ და­მეხ­მა­რე­ბი...
თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა და ღრმად ამო­ი­ოხ­რა, თან ლო­ყე­ბი გა­მო­ბე­რა.
- მე­რე­და, სა­დი­ლი?
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ჭა­მის მა­და გა­მიქ­რა, ისე­თი ამ­ბე­ბი და­ატ­რი­ა­ლე...
- ჰო. მარ­თა­ლი ხარ... კარ­გი, წა­ვი­დეთ. მო­ი­ცა, დე­და­ჩემს ვნა­ხავ. - ხე­ლე­ბით დო­ინ­ჯი შე­მო­ი­ყა­რა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და, სა­ი­დანც თეფ­შე­ბის ჩხა­რაჩხუ­რის ხმა მო­ის­მო­და.
კარ­გა ხანს მო­მი­წია ლო­დინ­მა. არ ვი­ცი, რა­ზე ილა­პა­რა­კეს, მაგ­რამ რო­ცა ნი­ნი შე­მო­ვი­და, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ჩან­და, ნა­ნას კი, რო­მე­ლიც უკან მოჰ­ყ­ვე­ბო­და, თვა­ლე­ბი ცრემ­ლით ავ­სე­ბო­და.
- მა­პა­ტიე, ან­დ­რია... გა­უ­გებ­რო­ბა­ში მო­გა­ყო­ლე, ხომ ხე­დავ... არ გეწყი­ნოს, კარ­გი? მე მხო­ლოდ კარ­გი მინ­დო­და... - უხერ­ხუ­ლად მო­იფ­შ­ვ­ნი­ტა ხე­ლე­ბი.
- არა­ფე­რიც არ მწყე­ნია. რა იყო საწყე­ნი? შენ მარ­თა­ლი ხარ, მას შემ­გო­ნე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა. ვეც­დე­ბი, რა­მე გა­ვა­კე­თო... შენ­თ­ვი­საც და მის­თ­ვი­საც...
- მად­ლო­ბა... მი­დით, მი­დით, მითხ­რა უკ­ვე, გავ­დი­ვარ­თო... იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დეს... - თით­ქოს ტრან­ს­შიაო, უაზ­როდ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, ხე­ლი ნა­ზად გა­იქ­ნია და კვლავ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და...
რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მე და ნი­ნი ვა­კის­კენ მივ­ქ­რო­დით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
11.01.2018
გაგრზელება როდის იქნება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი