ენჯი და მისი 3 "ბიჭი"
font-large font-small
ენჯი და მისი 3 "ბიჭი"
"ჩემი ცოლის დაქალებისა" და "ფსიქოპატთა თამაშების" "მსახიობი" - ლაბრადორი ენჯი 5 შვილის დედა გახლავთ.
შვილებთან ერთად, ენჯი მსახიობ ზურა ინგოროყვასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მართალია, ამჟამად, ზურა გოგა ხაინდრავას ფილმში გამომძიებლის როლს ასრულებს, მაგრამ მის გმირს ძაღლი არ ჰყავს და შესაბამისად, ენჯიკოს ჯერჯერობით, "შემოქმედებითი პაუზა" აქვს აღებული. მისი პატრონი და "პროდიუსერი" აღნიშნავს, რომ ზედიზედ სხვადასხვა როლით ეკრანზე ენჯიკოს გამოჩენა საინტერესო არც იქნება.


- ცხოველები ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ოთხფეხა მეგობარი კატა იყო. თურმე, კნუტი ჯიბეში ჩასმული შინ მიმიყვანია და მითქვამს, - ამას აღარ გავუშვებ-მეთქი... მერე სახლში კატები ხშირად მიმყავდა. ერთხელ ლეკვიც მივიყვანე. ერთდროულად კატა, ძაღლი და თუთიყუშიც მყოლია.

- ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- იდეალური, რადგან მცირე ასაკიდან ერთად იზრდებოდნენ. კატა ცოტათი უფროსი იყო, როცა ლეკვი მოვიყვანეთ. ფისუნია დინჯი იყო, ლეკვი კი მას აწვალებდა, ნერვებს უშლიდა. კატა თათს მიარტყამდა ხოლმე. ლეკვი ხვდებოდა, რომ უნდა გაჩერებულიყო.

- ამჟამინდელ მეგობართან - ლაბრადორ ენჯისთან რამდენ­წლიანი მეგობრობა გაკავშირებთ?
- ჩვენს მეგობრობას 6 წელი 13 ნოემბერს შეუსრულდა.

- ენჯი თქვენთან როგორ მოხვდა?

- მეგობრებმა იცოდნენ, რომ ლეკვი ძალიან მინდოდა. ზურა შარიას დიდი დამსახურებაა, რომ ენჯი ძაღლების ერთ-ერთი კლუბიდან მაჩუქეს. ზურას 2 ძაღლი ჰყავდა და კლუბში დადიოდა ხოლმე...

- ენჯი როგორი აღსაზრდელი იყო?

- ძალიან იოლი. თვე-ნახევრის იყო, როცა მომიყვანეს. ლეკვობაშიც კარგი "გოგო" იყო და ახლაც ასეთია. საერთოდ, ლაბრადორები უპრობლემო ძაღლუკები არიან.

- ლეკვებს პატრონის საწოლში ძილი უყვართ...

- კი, ბატონო, ენჯის ჩემთან სძინავს.

- ამ ფაქტს მეუღლე არ აპროტესტებს?

- არა, არა! შინ ენჯიკოს 3 შვილიც გვყავს. უკვე 5 თვის "ბიჭები" არიან.

- 3 ლეკვს რას უპირებთ?

- ჩვენთან იქნებიან, ვერ ველევით.

- ალბათ, ენჯი კიდევ იმშობიარებს...

- არა, ეს მშობიარობის ბოლო შანსი იყო...

- ლეკვების მამას შვილების ნახვის უფლებას აძლევთ?

- ძაღლი და მისი პატრონი ერთხელ მოვიდნენ, ეგ იყო და ეგ... საერთოდ, ერთი ლეკვი ხომ ლეკვების მამის პატრონს მიჰყავს? თავიდანვე ვთხოვეთ, რომ ენჯის შვილებს ჩვენ დავიტოვებდით. ამიტომ, ზედმეტი ყურადღება აღარ გამოიჩინეს.

- ამდენ ძაღლზე როგორ ზრუნავთ?

- ცოტა რთულია, მაგრამ საინტერესო. ძალიან საყვარლები არიან. თითოეული ისე გვიყვარს, რომ სირთულეებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ.

- კონკრეტულად, რა სირთულეს აწყდებით?

- ძირითადად, ოთხივე ძაღლის გასეირნება რთულია, დანარჩენი - პრობლემა არ არის.

- შინ თავისი კუთხე აქვთ თუ ოთახი?

- კუთხე აქვთ, მაგრამ ვინაიდან ენჯის ყველაფრის უფლება აქვს, მისი შვილებიც ამ უფლებებით სარგებლობენ. სამივე დამჯერი ლეკვია. ენჯი ხომ იდეალური იყო? ესენი კიდევ უფრო იდეალურები არიან.

- თქვენს "ბიჭებს" რა ჰქვიათ?
- ბონო, ჩარლი და ბარი.

- ენჯი "მსახიობია". მისი შვილებიც რაიმე ნიჭს ხომ არ ამჟღავნებენ?
- ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. სამივე განსხვავებული ტიპია: ბარი ძალიან "ცოცხალია"; ბონო ისეთი დინჯი, გაწონასწორებულია, რომ მეტსახელად "ბეყეს" ვეძახით; შუათანას - ჩარლის ნებისმიერ გაფაჩუნებაზე თავი წამოყოფილი აქვს - სიტუაციას აკონტროლებს. ამიტომ მას "ოჯახის დამცველს" ვეძახით.

- თქვენს ოთხფეხა მეგობრებს განსაკუთრებული ურთიერთობა ოჯახის
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომელ წევრთან აქვთ?

- ყველა ძალიან უყვართ, მაგრამ ძაღლებმა იციან, პატრონი ვინ არის. ლაბრადორები ძალიან მოსიყვარულეები არიან. ოჯახის ყველა წევრზე, სტუმრებზე, მეგობრებზე გიჟდებიან! ერთხელ ნანახ ადამიანს იმახსოვრებენ. როგორც კინოლოგები ამბობენ, მონადირე ძაღლს ადამიანზე 50 ათასჯერ ძლიერი ყნოსვა აქვს, ლაბრადორს კი - მონადირე ძაღლზე 20 ათასჯერ მეტი. მაგალითად, ენჯი 8 თვის იყო, როცა ჩემი ერთი მეგობარი გვესტუმრა. შემდეგ ეს მეგობარი უცხოეთში გაემგზავრა და დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. ჩვენთან რომ მოვიდა, ენჯიმ მაშინე იცნო. ლაბრადორები ასეთი გულთბილები არიან.

- ენჯი დიდი ხნით მარტო დაგიტოვებიათ?
- როცა გასტროლზე ან გადაღებაზე ვყოფილვარ, დიდი ხნით დამიტოვებია, მაგრამ შინ ოჯახის სხვა წევრები ყოფილან. მარტოდმარტო მაქსიმუმ, 5 საათით დამიტოვებია.

- შინიდან თქვენს წასვლას განიცდიან?
- ოჯახის წევრები ამბობენ, - როცა შინიდან მიდიხარ, ძალიან უხასიათოდ არის, მოდუნებული და უკონტაქტოაო. პირველად რომ დავტოვე (ბაქოში გასტროლზე ვიყავი), კართან დაწოლილა და მხოლოდ საჭმელად დგებოდა ხოლმე. სულ მელოდა... ნელ-ნელა ჩემს წასვლას შეეჩვია, მაგრამ ჩემს გარეშე ისეთი მხიარული არ არის, როგორც მას სჩვევია... ლეკვები ჯერ არ დამიტოვებია. ამიტომ არ ვიცი, რას იზამენ. სამაგიეროდ, მაღაზიაში რომ ჩავიდე, უკან დაბრუნებულს ისეთი სიხარულით მეგებებიან, თითქოს შინიდან ერთი თვით ვიყავი წასული.

- სიხარულს როგორ გამოხატავენ?

- კუდის ქიცინითა და გმინვით. ენჯის სიხარულისგან ჩაუფსამს კიდეც...

- ენჯის ან ლეკვებს თქვენთვის რაიმე ოინი არ მოუწყვიათ?

- განსაკუთრებულად "ხულიგნები" არ არიან, მაგრამ მაგალითად, პატარები შინ სამჯერ, ნახევარი საათით დავტოვე (რეპეტიცია მქონდა, ოჯახის წევრები სამსახურში იყვნენ...) და სამჯერვე ინტერნეტის კაბელი გადაღრღნეს.

- ენჯის დედობის მერე ხასიათი ხომ არ შეეცვალა?

- მე ვერ ვატყობ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამბობს, - მგონი, ცოტა ეჭვიანობს, როცა "ბავშვებს" ეფერებიო. წინათ მთელ ყურადღებას ენჯის ვუთმობდით. საერთოდ, ლაბრადორები ეჭვიანი ტიპები არ არიან.

- ზურა, "ჩემი ცოლის დაქალებში" ენჯი რატომ აღარ ჩანს?
- ეს სცენარისტს უნდა ვკითხოთ. იმედია, გამოჩნდება, თან - შვილებით.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები



- მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, მის გა­რე­შე ვერ ვძლებ. ამ დროს ბევრ რა­მეს სწავ­ლობ, ახალ კულ­ტუ­რებს ით­ვი­სებ, გე­მოვ­ნე­ბას იყა­ლი­ბებ, უფ­რო შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი ხდე­ბი, შენს ქვე­ყა­ნას მე­ტად აფა­სებ, უფ­რო სწრა­ფად იზ­რ­დე­ბი, ახალ ადა­მი­ა­ნებს ეც­ნო­ბი და ა.შ. უცხო­ეთ­ში, ძი­რი­თა­დად, არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ეთ­ნოგ­რა­ფია მა­ინ­ტე­რე­სებს - გა­რე­მო, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და გა­რე­მო, თუ რო­გორც ცხოვ­რო­ბენ. სულ დავ­დი­ვარ სოფ­ლებ­ში, სახ­ლებ­ში შე­ვიჭყი­ტე­ბი ხოლ­მე, ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ის­ტო­რიაა, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ინ­გ­ლი­სუ­რი არ იცის, მაგ­რამ სათ­ქ­მელს ჟეს­ტე­ბის ენით ვა­გე­ბი­ნებ.

მსოფ­ლიო ეგ­ზო­ტი­კა
- გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით, აზი­უ­რი - ჩი­ნუ­რი, ტა­ი­ლან­დუ­რი, იაპო­ნუ­რი, ინ­დუ­რი, ევ­რო­პუ­ლი­დან - ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი და კი­დევ უფ­რო შორს რომ წა­ვი­დე, - მექ­სი­კუ­რი. ეს კერ­ძე­ბი, ძი­რი­თა­დად, სუ­ნე­ლე­ბი­თა და საკაზ­მე­ბი­თაა მდი­და­რი, თო­რემ ხორ­ცი ყველ­გან ხორ­ცია, ბოს­ტ­ნე­უ­ლი - ყველ­გან ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი - ყველ­გან ცო­მე­უ­ლი. სწო­რედ ამ გე­მოს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­მო მომ­წონს ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი და ისი­ნი თა­ვი­ან­თი კუ­ლი­ნა­რი­ით მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზეც კი ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას. მა­გა­ლი­თად, ინ­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ისეთ ქვეყ­ნებ­შიც შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა - ბან­გ­ლა­დე­ში, შრი-ლან­კა, მავ­რი­კი. არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში ცხვარს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, აზი­ა­ში ფრინ­ვე­ლი და ზღვის ნო­ბა­თია უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი, ნაკ­ლე­ბად - ღო­რის ხორ­ცი. ინ­დო­ე­თის ნა­წი­ლი ის­ლა­მუ­რია, პა­კის­ტა­ნიც და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძრო­ხა მათ­თ­ვის წმინ­და ცხო­ვე­ლია.

"ბრენ­დუ­ლი" "ჩი­ხირ­თ­მა" და "ჩა­ქა­ფუ­ლი"

- საჭ­მ­ლის კე­თე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მიყ­ვარს, ორი მი­ზე­ზის გა­მო შემ­ძულ­და - ამის­თ­ვის დრო არ მაქვს და ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს... ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ოღონდ მგო­ნია, რომ უკ­ვე ცო­ტა დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, კუ­ჭის­თ­ვის ძა­ლი­ან მძი­მეა და მა­თი ერ­თ­მა­ნეთ­ში არე­ვაც ცუ­დად მოქ­მე­დებს. დახ­ვე­წა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ, მა­გა­ლი­თად, პუ­რის სა­ფუ­არ­ზე უარის თქმას ან ნაკ­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბას. კარ­გია, რომ შე­მო­ვი­და მა­გა­ლი­თად, ცომ­გა­მოც­ლი­ლი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი და უფ­რო გამ­სუ­ბუქ­და. ანა­ლო­გი­უ­რად კარ­გი იქ­ნე­ბა სხვა კერ­ძე­ბის უფ­რო შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, "გა­ევ­რო­პე­ლე­ბა". ჩვე­ნი კერ­ძე­ბი ძი­რი­თა­დად, ნიგ­ვ­ზის­გან, ზე­თის­გან მზად­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ბერ­ძ­ნეთ­სა და ხმელ­თა­შუა ზღვის ქვეყ­ნებ­ში ზე­ი­თუ­ნის ზეთს იყე­ნე­ბენ აქ­ტი­უ­რად. იგი ხელს უწყობს საჭ­მ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბას, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქია და რაც მთა­ვა­რია, მავ­ნე­ბე­ლი არ არის. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო კერ­ძია "ჩა­ქა­ფუ­ლი", მე ვიტყო­დი, რომ თუ კარ­გად გა­ა­კე­თებ, მსოფ­ლიო ბრენ­დია. ტყე­მა­ლი არც ერთ უცხო­ურ კერ­ძ­ში არ შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა, ცო­ტა თეთ­რი ღვი­ნოც ხომ თა­ვი­სე­ბურ არო­მატს აძ­ლევს და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი წვნი­ა­ნე­ბი­დან, ჩემ­თ­ვის ჩი­ხირ­თ­მაა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი. ქათ­მის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ბევ­რ­გან მი­ჭა­მია, მაგ­რამ ჩი­ხირ­თ­მის­ნა­ი­რი - არ­სად. წვნი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არის ასე­თი - ტა­რა­ტო­რი, ოდ­ნავ შეს­ქე­ლე­ბუ­ლი მა­წო­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბულ­გა­რეთ­ში. მას­ში ცო­ტა­ო­დე­ნი ნი­ო­რი, ნი­გო­ზი და გა­ხე­ხი­ლი კიტ­რია. ტა­რა­ტო­რი შე­გიძ­ლია თლი­ლი ჭი­ქი­თაც და­ლიო ან კოვ­ზით მი­ირ­თ­ვა. ცი­ვად მზად­დე­ბა, ოღონდ ეს არ არის ე.წ. "აკ­როშ­კა", რო­მელ­შიც, მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბო­ლო­კია. ტა­ი­ლან­დუ­რი წვნი­ა­ნია - ტო­მი­ა­მუ, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. ტა­ი­ლან­დურ სა­წე­ბ­ლებს უც­ნა­უ­რი გე­მო აქვს - მი­ირ­თ­მევ და არ იცი, ტკბი­ლია, მწა­რე თუ მჟა­ვე. მხა­ლე­ულს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, ქარ­თულ კერ­ძებ­ში არ გვხვდე­ბა უხ­ვი რა­ო­დე­ნო­ბით ბოს­ტ­ნე­უ­ლი, რაც ასე სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის. და­სავ­ლეთ­ში უამ­რა­ვი სა­ხის სა­ლა­თი არ­სე­ბობს, ქარ­თუ­ლი ბაღ­ჩე­უ­ლი კი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ახალ-ახა­ლი სა­ლა­თე­ბი მო­ვი­გო­ნოთ. მა­გა­ლი­თად, ახალ­ცი­ხე­ში, მეს­ხეთ­ში, უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის კერ­ძია ისე­თი, რაც ქა­ლაქ­ში ნაკ­ლე­ბად იცი­ან. ყაზ­ბე­გი­დან, მთი­უ­ლე­თი­დან ხინ­კა­ლი გვაქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამას გარ­და, ბევ­რი რამ არ­სე­ბობს.

ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი და სა­ფირ­მო - ტყე­მა­ლი და სვა­ნუ­რი მა­რი­ლი

- მე უფ­რო მე­ტად, სოფ­ლის პრო­დუქ­ტი მიყ­ვარს და რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მი ვი­ყი­დო, მა­გა­ლი­თად, რო­ცა ვინ­მეს­თან ოჯახ­ში ავ­დი­ვარ, ქარ­თუ­ლი შო­კო­ლა­დი მი­მაქვს და ამით იმის გან­ც­და მაქვს, რომ მი­ნი­მუმ 5 თეთ­რი იქ და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ხელ­ფას­ში წა­ვი­და და ბევ­რ­ჯერ შე­სუ­ლი 5 თეთ­რით მას უკ­ვე ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ღო­ბე გა­ა­მაგ­როს, თა­ვის შვილს გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს და სეს­ხის აღე­ბა­ზე აღარ იფიქ­როს. და­კონ­სერ­ვე­ბულ ბოს­ტ­ნე­ულ­საც ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სას ვყი­დუ­ლობ. ტყე­მა­ლი და სა­წე­ბე­ლა უცხო­ეთ­ში სა­ჩუქ­რად, აუცი­ლებ­ლად, და­ფა­სო­ე­ბუ­ლი, ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი მი­მაქვს და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან ხოლ­მე. ტყემ­ლის მსგავ­სი და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მსგავ­სი არ­სად არა­ფე­რი შემ­ხ­ვედ­რია. ტყე­მა­ლი და სვა­ნუ­რი მა­რი­ლიც კი, ვფიქ­რობ, უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. ასე­ვე, ღვი­ნო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­რი­ლი. მა­რილს ურე­ვენ წი­თელ ღვი­ნო­ში, მე­რე აშ­რო­ბენ და უცხო არო­მა­ტი აქვს. ქარ­თუ­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც იშ­ვი­ა­თად ამ­ზა­დე­ბენ. ეს უფ­რო მე­ტად მეს­ხეთ­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. ზო­გი­ერთ მო­ნას­ტერ­ში ახ­ლაც იყე­ნე­ბენ.

ქორ­წი­ლი ხან­ჯ­ლე­ბით

- აფ­რი­კულ, ინ­დურ, არა­ბულ ქორ­წი­ლებ­ში მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ. მა­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად კერ­ძებ­ში არ აისა­ხე­ბა, რამ­დე­ნა­დაც სა­ქორ­წი­ლო რი­ტუ­ალ­ში. ყველ­გან თა­ვი­სე­ბუ­რია. ზღვის ქვეყ­ნებ­ში წყვი­ლის სა­ნა­პი­რო­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა უყ­ვართ. ნავ­მი­სად­გო­მე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, ბო­ლომ­დე მი­დი­ან, წრეს არ­ტყა­მენ და გა­მო­დი­ან. მე მომ­წონს ქარ­თუ­ლი სა­ქორ­წი­ლო ტრა­დი­ცია - ნე­ფე-დე­დოფ­ლის ხან­ჯ­ლე­ბის ქვეშ გავ­ლა. ერთ-ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ციაა, რო­მე­ლიც არ­სად მი­ნა­ხავს. ქორ­წი­ლებ­ში, სა­დაც მე ვარ ნამ­ყო­ფი, ევ­რო­პულს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, უფ­რო მე­ტად ეროვ­ნულ სა­მოს­ში არი­ან გა­მოწყო­ბი­ლე­ბი. ჩვენ­თან ჩო­ხა-ახა­ლუ­ხი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და ეს კარ­გია. შოტ­ლან­დი­უ­რი სა­მო­სი იყო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, ინ­დუ­რიც. კა­ბა თით­ქ­მის ყველ­გან თეთ­რია, მაგ­რამ აზი­ა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თეთ­რი ზო­გან მგლო­ვი­ა­რე ფე­რია.

ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბი უცხო­ურ ა-ლა-ფურ­შე­ტებ­ზე
- ოფი­ცი­ა­ლურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, რო­გორც წე­სი, ა-ლა-ფურ­შე­ტე­ბია და ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნაც წარ­მო­ა­ჩი­ნონ და მა­თი სამ­ზა­რე­უ­ლოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხე­ბიც შე­ი­ტა­ნონ, მცი­რე ზო­მის ულუ­ფე­ბით. ჩვენ­თან ეს სინ­ჯეს მომ­ც­რო ზო­მის ხა­ჭა­პუ­რე­ბის, ფე­ნო­ვა­ნი ლო­ბი­ა­ნე­ბის, მხა­ლი­სა და მჭა­დის ფონ­ზე. ჩე­მი აზ­რით, ა-ლა-ფურ­შე­ტებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უფ­რო ფარ­თოდ წარ­მო­ვად­გი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, სულ­გუ­ნის ბურ­თუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, სა­მა­რი­ლის ზო­მის ფინ­ჯ­ნებ­ში ბა­ჟე­ე­ბი იყოს, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი რა­მეს ჩა­ა­წობს და ისე მი­ირ­თ­მევს. ბა­ჟე ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო კერ­ძია. კუბ­და­რიც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე ფორ­მის მო­ფიქ­რე­ბა. ინ­დო­ეთ­ში არის ღვე­ზ­ლის ტი­პის - სა­მო­სა, სამ­კუთხე­დის ფორ­მი­საა, მას­ში ბოს­ტ­ნე­უ­ლია და ინ­დო­ეთ­სა და ინ­დუ­რი კულ­ტუ­რის ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა წვე­უ­ლე­ბა­ზე ნა­ხავ.

ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის "რო­ლი" კუ­ლი­ნა­რი­ა­ში

- მაქვს გა­სინ­ჯუ­ლი ბევ­რი კერ­ძი, მაგ­რამ არ გა­მი­სინ­ჯავს ძაღ­ლის ხორ­ცი. ცუ­დად გავ­ხ­დე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი - ხო­ჭო, ტა­რა­კა­ნა, გვე­ლი, კუ, ცხე­ნი. ზიზღის გრძნო­ბა არა მაქვს. რო­დე­საც პირ­ვე­ლად ბა­ყა­ყის ხორ­ცი გავ­სინ­ჯე, მახ­სოვს, მა­ლა­ი­ზი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი და მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბო­დი. მაგ­რამ ერ­თი წა­მით დავ­ფიქ­რ­დი და წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ხ­დე ცუ­დად, რო­ცა სხვე­ბი მი­ირ­თ­მე­ვენ და არა­ფე­რი მოს­დით-მეთ­ქი და ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვიწყე ღეჭ­ვა. მალ­ტა­ში კურ­დღ­ლის ხორ­ცია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და ის რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­საც კურ­დღ­ლის ხორ­ცი აქვს. კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია.

ცუ­ლის­პი­რა და ლო­ბი­ა­ნი
- ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი გვქონ­და, რო­მე­ლიც გა­დაგ­ვარ­და და სი­მინ­დ­მა და ლო­ბი­ომ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. მა­გა­ლი­თად, ლო­ბი­ა­ნე­ბის მსგავ­სი ნამ­ზა­დი ცუ­ლის­პი­რა­თი კეთ­დე­ბო­და. იგი და­ახ­ლო­ე­ბით ბარ­დის მარ­ც­ვ­ლის­ხე­ლა მარ­ც­ვ­ლე­უ­ლია, რო­მელ­საც მარ­თ­ლაც ცუ­ლის ფორ­მა აქვს, ოღონდ მი­ნუ­სი ის ჰქონ­და, რომ დიდ­ხანს უნ­დო­და ხარ­შ­ვა. ლო­ბიო შე­და­რე­ბით მა­ლე იხარ­შე­ბა, ამი­ტომ დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თ­ვის უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოდ­გა ლო­ბი­ო­ზე გა­დას­ვ­ლა და ლო­ბი­ა­ნის გა­მოცხო­ბა, ვიდ­რე ცუ­ლის­პი­რა­სი.

რიო, კარ­ნა­ვა­ლი, მა­დო­ნა

- სამ­ხ­რეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ნამ­ყო­ფი ვარ ბრა­ზი­ლი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ჩი­ლე­ში, პა­რაგ­ვა­ი­სა და პა­ნა­მა­ში. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სონი იყვნენ იქა­უ­რი ინ­დი­ე­ლე­ბი, ისი­ნი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ. სამ­ხ­რეთი ამე­რი­კა ზედ­მე­ტად კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ჰალ­ს­ტუ­ხი­ა­ნი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რად ჩაც­მუ­ლი ტი­პი მო­ვი­დეს, იარა­ღი მო­გა­დოს და და­გა­ყა­ჩა­ღოს. რი­ო­ში კარ­ნა­ვა­ლის დროს მოვ­ხ­ვ­დი, პირ­და­პირ გა­მაფ­რ­თხი­ლეს, საც­ვ­ლე­ბი­სა­მა­რა გა­დი, ლუ­დის­თ­ვის 3 დო­ლა­რი ჩა­ი­დე და რაც კი ძვირ­ფა­სი გაქვს, მო­იხ­სე­ნიო. 2010-ის კარ­ნა­ვალ­ზე ვი­ყა­ვი და სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ერთ-ერთ გა­მომ­ს­ვ­ლელ­ზე ვთქვი, ეს გა­ი­მარ­ჯ­ვებს-მეთ­ქი და მარ­თ­ლაც, იმ წელს "ტი­ჟუ­კამ" გა­ი­მარ­ჯ­ვა. სხვა­თა შო­რის, ჩემ პირ­და­პირ მა­დო­ნა იჯ­და თა­ვის ბო­იფ­რენ­დ­თან ერ­თად და ამ სა­ნა­ხა­ო­ბას ერ­თად ვა­დევ­ნებ­დით თვალ­ყურს.

ყვე­ლა­ზე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი სა­ში­ში საკ­ვე­ბით
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ვი­ეტ­ნამ­მა, ტუ­ნის­მა მო­ახ­დი­ნა, ბან­გ­ლა­დე­ში ჩემ­თ­ვის იყო ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც გა­მა­ო­რა. ჯერ იყო და გა­მოქ­ცე­ვა მინ­დო­და და ახ­ლა რომ გა­მიშ­ვან, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი. სადაც ყველაზე მოუწესრიგებელია მოძრაობის წესები, ეს ქვეყანა ყველაზე მტვრიანია. ჩვენ ან­გე­ლო­ზე­ბი ვართ მათ­თან შე­და­რე­ბით. რაც იქ ხდე­ბა, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. და­კა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ა­ნი დე­და­ქა­ლა­ქია და უბინ­ძუ­რე­სია. სულ შიშ­ში ვი­ყა­ვი, რად­გან ხში­რად ეჯა­ხე­ბი­ან ქვე­ი­თებს და მძღო­ლე­ბი ისე ეჩხუ­ბებიან ერ­თ­მა­ნეთს, გე­გო­ნე­ბა, სიყ­ვა­რულს უხ­ს­ნი­ა­ნო. მან­ქა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იჭყ­ლი­ტე­ბა და ისი­ნი გზას აგ­რ­ძე­ლე­ბენ. სამ ადა­მი­ან­ზე ერ­თი ვე­ლო­რიქ­შა მო­დის და ორ­ზე - ერ­თი ტუკ­ტუ­კი. ბან­გ­კოკ­ში შე­და­რე­ბით უფ­რო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბაა. ავ­ღა­ნეთ­ში, პა­კის­ტან­ში, ინ­დო­ე­თის თით­ქ­მის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბია ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი, მო­ზამ­ბი­კი, ზიმ­ბაბ­ვე. ნა­გა­ვი თა­ვის გარ­შე­მო დაფ­რი­ა­ლებს, მაგ­რამ თუ ამას გა­ნი­ხი­ლავ, რო­გორც მა­თი კულ­ტუ­რის ნა­წილს, მა­შინ არ არის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი. ტუ­რის­ტე­ბი, რო­გორც წე­სი, ად­გი­ლობ­რივ საკ­ვებს არ ეტა­ნე­ბი­ან, თუ რა­მე მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გი რეს­ტო­რა­ნი არაა. იქ ქუ­ჩა­ში ჭა­მა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, ინ­ფექ­ცია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვს. წყლის ხა­რის­ხი კრი­ტი­კა­საც კი ვერ უძ­ლებს, უბ­რა­ლოდ, მა­თი ორ­გა­ნიზ­მი ამ ბაქ­ტე­რი­ებს შეჩ­ვე­უ­ლია და ნაკ­ლე­ბად მგრძნო­ბი­ა­რეა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი­დან ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია.

ლაშ­ქ­რო­ბე­ბის საკ­ვე­ბი - ჩურ­ჩხე­ლა და კიტ­რი
- ლაშ­ქ­რო­ბებ­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს ის კერ­ძი და წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი მი­აქვს, რო­მელ­საც მომ­ზა­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მშრა­ლი წვნი­ა­ნი, რო­მელ­საც ადუ­ღე­ბულ წყალს და­ას­ხამ და ეგაა. ჩურ­ჩხე­ლა, ნი­გო­ზი ან კიტ­რი ლაშ­ქ­რო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბია. კიტ­რი ბევრ წყალს შე­ი­ცავს, ჩურ­ჩხე­ლა კი ისე­თი ნო­ყი­ე­რია, გა­ნაყ­რებს. თევ­ზა­ო­ბა და ნა­დი­რო­ბა არ მიყ­ვარს, ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ გა­და­ვაგ­დე ან­კე­სი ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე, ერ­თი პა­ტა­რა თევ­ზი ამო­ვიყ­ვა­ნე და იმის მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ჩე­მი საქ­მე არ იყო.

სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი უზ­მო­დან სამ­ხ­რამ­დე
- სა­სურ­ვე­ლია, კერ­ძებ­ში ხახ­ვი იყოს. კო­რე­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნის დიდ­ხანს სი­ცოცხ­ლის ერთ-ერ­თი "მი­ზე­ზი" შე­იძ­ლე­ბა იყოს ხახ­ვი. ამი­ტომ, თუ გინ­დათ დიდ­ხანს იცოცხ­ლოთ, ხახ­ვ­ზე უარს ნუ იტყ­ვით! ნი­ორს მა­ინც უფ­რო ან­ტი­სეპ­ტი­კურ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ანი­ჭე­ბენ. ჩი­ნეთ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცია აქვთ, ჭა­მის წინ, ცხელ ჩა­ის მო­გი­ტა­ნენ, უფა­სოდ, უმე­ტე­სად, მწვა­ნე ჩა­ის და შეკ­ვე­თა მე­რე მო­აქვთ. ჭა­მის წინ ჩა­ის და­ლე­ვა თურ­მე ნიშ­ნავს, რომ კუ­ჭი ივ­სე­ბა სითხით და იმ­დენს აღარ ჭამ, რომ გა­სუქ­დე, ის ცხე­ლი სითხე კი მო­ნე­ლე­ბას უწყობს ხელს. სა­ერ­თოდ, ამ­ბო­ბენ, რომ საჭ­მელს 10-15 წუ­თი წყა­ლი არ უნ­და და­ა­ყო­ლო, რომ ეს საკ­ვე­ბი კუჭ­ში თა­ვი­სით ჩა­ვი­დეს, წყლით არ უნ­და და­აჩ­ქა­რო. მწვა­ნე ჩაი კარ­გია, ოღონდ და­ძი­ნე­ბამ­დე 2-3 სა­ა­თით ად­რე ნუ მი­ირ­თ­მევთ. მწვა­ნე ჩა­ის ნა­ყენს მე­ო­რედ რომ და­ას­ხამ წყალს, იმა­ზე უკე­თე­სია, ვიდ­რე - პირ­ვე­ლი დას­ხ­მი­სას. ბა­ლა­ხე­ულ ჩა­ის 100 გრა­დუ­სამ­დე ცხე­ლი წყლის დას­ხ­მა უხ­დე­ბა, ხი­ლის ჩა­ის - 80 გრა­დუ­სამ­დე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და არ იცა­ვენ ხოლ­მე. თუ კარ­გი ჩაია, ჩა­ი­დან­ში ფე­რი ორ წუთ­ზე მეტ­ხანს არ უნ­და იყოს გა­ჩე­რე­ბუ­ლი.
ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თაფ­ლი, რო­გორც ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წარ­მი, ზო­გან უზ­მო­ზე და ძი­ლის წინ თაფ­ლი­ან წყალს სვა­მენ, სა­ღა­მოს რომ და­ა­ყე­ნებ, დი­ლით უნ­და და­ლიო და პი­რი­ქით. ოღონდ კოვ­ზი არ ჩა­ტო­ვოთ. ზო­გი წყალ­ში ვერ­ცხ­ლის კოვზს ტო­ვებს ღა­მით და დი­ლით იმას სვამს. ასე­ვე, კარ­გია კა­მი­ა­ნი ან ლი­მო­ნი­ა­ნი წყა­ლი, ბევრ ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს. ერთ კოვზ ზე­ი­თუ­ნის ზეთ­საც სვა­მენ, კუ­ჭის­თ­ვი­საც სა­სარ­გებ­ლოა. 2-3 წუ­თის მე­რე აყო­ლე­ბენ თაფლს, მე­რე 20-30 გრა­მი არა­ყი - პა­ტარ-პა­ტა­რა შუ­ა­ლე­დე­ბით, ბო­ლოს ვაშ­ლი და 15 წუთ­ში ჭა­მენ. ვაშ­ლი ხომ რკი­ნას შე­ი­ცავს და კარ­გია უზ­მო­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას 4-5-ჯე­რად კვე­ბას ანი­ჭე­ბენ, ცოტ-ცო­ტა ულუ­ფე­ბით და შე­და­რე­ბით ნო­ყი­ე­რი - სა­დი­ლია.


თამ­თა და­დე­შე­ლი
"როცა ადამიანთან ძლიერი სიყვარული გაკავშირებს, მას ყველგან გაჰყვები"

სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს კითხ­ვა სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარ­და

მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ასეა დღემდე.

რატომ ოცნებობდა ტრაქტორისტობაზე გიორგი ცხადაძე

კვირის სიახლეები
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

6 კომენტარი
სტალინის დაუძინებელი მტრის მკვლელობის ამბავი
სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული

1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა.
20 კომენტარი
წერილი, რომლის გამოც 73 წლის დიმიტრი ყიფიანი სამუდამოდ გადაასახლეს
დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი - მო­ხუ­ცი წა­მე­ბუ­ლის გვირ­გ­ვი­ნით
8 კომენტარი
"ისე გააჩინა ტყუპი, დღემდე დაქალებმაც  არ ვიცით ვინ არის მამა"
ქალთა უამრავი ტიპიდან რომელი ხარ შენ?!

4 კომენტარი
რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!
აი, რას ყვება გურამ ახალაია:
1 კომენტარი
უინ­ს­ტო­ნის სტი­ლი მარ­ლ­ბო­როს­გან
ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში, ის­ტო­რი­კო­სი, ფერ­მ­წე­რი...

0 კომენტარი
გულის დაავადების 6 სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ!
პერიოდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
დამალული სიმართლე, რომელიც ლამის, ტრაგედიად იქცა...
"არასოდეს დაბრუნდებოდა საქართველოში, რომ არა ცალმხრივი სიყვარული და ფეხმძიმობა"
3 კომენტარი
"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო
რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას

1 კომენტარი