ბერა ივანიშვილის ემოციურად რთული 2015 წელი
font-large font-small
ბერა ივანიშვილის ემოციურად რთული 2015 წელი
წინასაახალწლოდ, მომღერალ ბერა ივანიშვილს სტუდიაში ვესტუმრე.
სხვადასხვა თემაზე საუბრის გარდა, მან ექსკლუზიური ინფორმაციაც გამანდო - ბერამ მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა და "ფეშენის" სფეროშიც აქტიურად ჩაება...

- 2015 ჩემთვის ძალიან პოზიტიური, ნაყოფიერი წელიწადი იყო. თუმცა, შედეგით კმაყოფილი იშვიათად ვარ - ყოველთვის უფრო მეტი მინდა. ძირითადად, რაღაცების შექმნის პროცესზე ვიყავი გადართული და საზოგადოების წინაშე ნაკლებად ვჩანდი: ბევრი სიმღერა ჩავწერეთ, ბევრი კლიპი გადავიღეთ... დაგროვდა მასალა, რომელიც 2016 წლისთვის მზად მაქვს. თავდაჯერებული გახლავართ...
- მუსიკის გარდა, შენი საპროდიუსერო საქმიანობაც წარმატებული აღმოჩნდა, არა?
- დიახ, "ჯიდიესისთვის" ნამდვილად კარგი წელი იყო: ისეთი პროექტები შეიქმნა, როგორიცაა: "ტიფლისი", "ქერჩი"... პროექტებს კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რაც სასიხარულოა.
- საქმიანობას რომ დავანებოთ თავი, სხვა მხრივ, 2015 წელს როგორ შეაფასებ?
- ემოციურად რთული წელი იყო. ამერიკაში 6 თვე ვიყავი - ამდენი ხნით უცხოეთში არასოდეს წავსულვარ და ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. თან, ჩემი უმცროსი ძმის დაბადების დღე გამოვტოვე. საერთოდ, ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა ძნელია, მით უმეტეს - თუ ამერიკაში ვარ, რადგან იქ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვა პლანეტაზე ვიმყოფები. ევროპაში ყოფნისას საქართველოსთან ახლოს ვარ.
- რამდენიმე დღის წინ შენი დაბადების დღე იყო. როგორ აღნიშნე?
- მშვიდ გარემოში, ახლობლების გარემოცვაში: ჯერ ოჯახურ წრეში, შემდეგ - სტუდიაში, ჩემი "დიდი ოჯახის" წევრებთან, მეგობრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც საქართველოში ბევრ დროს ვატარებ.
- მუსიკალურ პროექტში, რომლის ჟიურის წევრიც ხარ, მონაწილეებს უთხარი, - მართალია, შენიშვნებს გაძლევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენზე მეტი ვიციო. ჟიურის წევრი რატომ ხარ?
- ზუსტი ფრაზა არ მახსოვს, მაგრამ ის ვიგულისხმე, რომ მონაწილეებისგან, ნებისმიერი მომღერლისგან მეც ბევრი რამის სწავლა შემიძლია. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის. თავადაც ბევრი რამ მაქვს სასწავლი. უბრალოდ, გადაცემის პროდიუსერებმა მთხოვეს, რომ ზაკთან ერთად, ჟიურის წევრი ვყოფილიყავი და უარი ვერ ვთქვი. ჟიურიში ყოფნა უხერხულობას მიქმნიდა, რადგან თავადაც ახალგაზრდა შემსრულებელი ვარ. პროექტის მონაწილეებს ზემოდან არ ვუყურებ. თუ კონკურსანტს შენიშვნას ვაძლევ, ვცდილობ, ისეთი რამ ვთქვა, რაც დანამდვილებით ვიცი.
- შენი ფავორიტი კონკურსანტი ვინ იყო?
- ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავდა. სუპერფინალში საკმაოდ კარგი მონაწილეები იყვნენ. ფინალის დღეს მოუთმენლად ველოდი...
- თავად გაართმევდი თავს იმ დავალებებს, რასაც კონკურსანტები აკეთებდნენ?
- კონკურსანტები მართლა რთულ საქმეს აკეთებდნენ: ძნელია, ერთ გადაცემაში სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მოერგო. კარგი კითხვაა, მაგრამ პასუხი არ მაქვს... თავს გავართმევდი თუ ვერა, არ ვიცი, მაგრამ მუსიკაში ყველაზე მეტად, "სონგრაიტინგი" მიყვარს - ანუ როცა იცი, სიმღერა როგორ დაწერო, მელოდია და ტექსტი ერთმანეთს როგორ შეუხამო. ამჟამად ყველაზე დიდ სიამოვნებას ეს საქმე მანიჭებს.
- როგორ ფიქრობ - შენი, როგორც შემსრულებლის მთავარი ხიბ­ლი რა არის?
- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: ჩემს გულშემატკივრებს უნდა ჰკითხოთ, ჩემი ხიბლი რა არის.
- თავად რას მიიჩნევ?
- ჩემთვის ამაზე ლაპარაკი უხერხულია. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს მსმენელებს ხარისხიანი "პროდუქტი" შევთავაზო. სიმღერის თითოეულ "ხაზს" მართლა ბევრ დროს ვუთმობ, თუმცა შეიძლება, ნახევარ საათშიც - "ფრი სტაილის" რეჟიმში "დავწერო" (წერისას ფურცელსა და კალამს არ ვიყენებ). ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი, "ნამდვილი" ვიყო შემოქმედებაში, გულშემატკივრებთან ურთიერთობაში... ჩემი აზრით, მსმენელი ამას გრძნობს.
- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
- არა მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც საკუთარ თავს უგემოვნოდ მიიჩნევს.
- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ ან რამ მოახდინა?
- ალბათ, ყველა ადამიანის მსგავსად, უპირველეს ყოვლისა - ოჯახმა, შემდეგ - იმ გარემომ, რომელშიც მოვხვდი, სამეგობრო წრემ, საქმიანობის სფერომ...
- გარეგნობაზე, სამოსზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობ?
- ვცდილობ, ფორმაში ვიყო. მუსიკის შემდეგ, ჩემი ყველაზე დიდი გატაცება სპორტია. დღე ისე არ გავა, რომ არ ვივარჯიშო. არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა კაცისთვის აუცილებელია, კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს (ცხადია, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს). ვფიქრობ, არასპორტული ცხოვრების სტილი არც ერთ ახალგაზრდას არ შეშვენის. ჩემი ბოლო სიმღერაც - "ჩემპიონი" ამ თემას უკავშირდება და სამოტივაციო სიმღერა გახლავთ... ჩაცმულობას რაც შეეხება: ჩემი აზრით, დღესდღეობით "ფეშენი" და მუსიკა ორი, თითქმის განუყოფელი სფეროა. ჩემმა მეგობარმა მუსიკოსებმა "ფეშენ ვიკზე" რამდენჯერმე დამპატიჟეს (უცხოეთში). მოდის სფეროში საკმაოდ კარგი სანაცნობო მყავს. მაგალითად, ვივიენ ვესტვუდს პირადად ვიცნობ. ბოლოს პარიზის "ფეშენ ვიკზე" გახლდით. მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სააგენტოსთან - "ნექსტ მოდელთან" კონტრაქტი გავაფორმე. ასე ვთქვათ, "ტალანტის განყოფილებაში" ამიყვანეს, როგორც ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი და არა - როგორც მოდელი. პარიზის "ფეშენ ვიკი" საკმაოდ წარმატებული იყო. ჩემდა გასაკვირად, ხალხი ქუჩაში მცნობდა (ბოლო კლიპის გამო). ჩასვლიდან მეორე-მესამე დღეს, სააგენტოდან დამიკავშირდნენ და კონტრაქტი შემომთავაზეს.
- კონტრაქტის პირობებში რა შედის?
- ისინი ჩემს იმიჯზე ზრუნავენ; მათ ინტერესშია, რომ ჩემი იმიჯი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს (თუნდაც - "სწორ" "ფეშენ შოუებზე" დასწრებით). ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ "ფეშენ კამპანიაში" ჩამრთონ, ამა თუ იმ ბრენდის სახე გამხადონ...
- მოდელობაზე გიფიქრია?
- პოდიუმზე სიარულზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ამა თუ იმ ბრენდის რეკლამაში მონაწილეობას თუ შეიძლება, "მოდელობა" დავარქვათ, გამოდის, რომ ამ სფეროში ვარ...
- შენი აზრით, შეიძლება, განათლებული ადამიანი უგემოვნოდ ჩაცმული იყოს?
- არ ვიცი, სასკოლო თუ უფრო მაღალი დონის განათლება გემოვნებიანად ჩაცმასთან კავშირში რამდენად არის: ვიცნობ ადამიანებს, ვინც დღე და ღამე იმდენს სწავლობენ, რომ ტანსაცმელზე არც ფიქრობენ. საერთოდ, ჩაცმულობა ადამიანზე ბევრის მთქმელია: შეგიძლია, ერთი შეხედვით მისი ინტელექტი და ბევრი სხვა რამეც განსაზღვრო. ამ თემა­ზე იმ ადამიანებთანაც მისაუბრია, რომლებმაც "ფეშენის" სფეროში ჩემზე მეტი იციან. ჩემი აზრით, სამოსში ადამიანი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. პირადად მე, ისეთ რამეს არ ჩავიცვამ, რაშიც დისკომფორტს ვიგრძნობ.
- ჩაცმულობის მხრივ, შენთვის სამაგალითო, გემოვნებიანი ადამიანი ვინ არის?
- ვერავის დაგისახელებთ. კონცერტის ან კლიპის გადაღების წინ, ტანსაცმლის შერჩევაში ყოველთვის დედა მეხმარებოდა, რჩევებს ყოველთვის მისგან ვიღებდი. არსებობენ ადამიანები, რომელთა ჩაცმის სტილიც მომწონს...
- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდები?
- საუკეთესო განწყობილებით. მჯერა, 2016 წელი წარმატებული, აქტიური და შეიძლება ითქვას, ჩემს კარიერაში გარდამტეხი იქნება. ახალი წლის დღესასწაულზე ოჯახის წევრები ყოველთვის სახლში ვიკრიბებით, ერთად ვსხდებით, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე (როგორ ჩაიარა გასულმა წელმა, რას ველით ახალი წლისგან...), ჩვენს სურვილებზე...
- ბერა, კულინარიაში მოგისინჯავს ძალები?
- კი, ბავშვობაში: წვნიანი მოვამზადე და ისეთ ადამიანებს გავასინჯე, ვისაც ჩემი ხათრი ჰქონდათ, მაგრამ იმდენად ცუდი გახლდათ, რომ ხათრმაც არ გაჭრა და მითხრეს, რომ ჩემი ნახელავი საშინელება იყო. მერე კერძის მომზადება აღარ მიცდია (იცინის). სამაგიეროდ, სიმღერებს "ვაცხობ".
- "გზის" მკითხველებს რას უსურვებ?
- უპირველეს ყოვლისა, წარმატებულ წელიწადს, ბევრ პოზიტივს, ბედნი­ერებას, ოჯახებში მშვიდობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მანანა კოზაკოვა: "საკუთარ თავს ვბწკენდი, რომ სიცილი არ დამეწყო"

"ამის გამო ცხვირი არაერთხელ "მოვიტეხე", მაგრამ ვერ გამოვსწორდი"

"მამას ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს"

ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ვად მაქვს - წი­ნას­წარ ვგეგ­მავ, რა წა­ვი­კითხო

უნივერსალური ნივთი ყველა სიტუაციისთვის - შავი მაღალ­ქუსლიანი ფეხსაცმელია.

რა ისწავლა ცნობილი თამადების გვერდით ზურა ყიფშიძემ


"ვიბნევი, როცა თვალებში მიყურებს ის ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები"

ხინკალი, ხაჭაპური... რა გინდა, სულო და გულო, არ გამოუვიდეს

კვირის სიახლეები
მოულოდნელი პოპულარობა და პოლიტიკოსობაზე მეოცნებე "სექსსიმბოლო"
სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალს გამსგავსებენ

1 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

2 კომენტარი
 "მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული
მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში ადა მერე ამერიკაში

1 კომენტარი
5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი
კრი­მი­ნა­ლი დამოუკიდებელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მაშ­ველ­თან, რო­მელ­მაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ცხე­და­რი იპო­ვა

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხ­ვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და.
7 კომენტარი
რა ხდება ეკრანს მიღმა სოფო ნიჟარაძესა და ცირა კობიაშვილს შორის
"მე და დედა ვცდილობთ, მშვიდად ვიყოთ"

3 კომენტარი
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
დან­გ­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნი და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას იტა­ლი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი
იტა­ლი­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია

7 კომენტარი
ქმრის­თ­ვის გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პ­ლის შე­დე­გი - "სხვის­მა შვილ­მა ცხოვ­რე­ბა გა­მი­ლა­მა­ზა"
მას მე­რე, რაც ეს ხილ­ვე­ბი და­მეწყო, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცა

0 კომენტარი
"დე­დამ­თი­ლო­ბის სინ­დ­რომს" შე­წი­რუ­ლი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა...
მა­მა, რო­მელ­საც გარ­დაც­ვ­ლილ შვილ­ზე მე­ტად, "ზედ­მე­ტი ხარ­ჯი" აღელ­ვებ­და

8 კომენტარი