"ასეთი შეგრძნებებისთვის ვერავის გავიმეტებ"
font-large font-small
"ასეთი შეგრძნებებისთვის ვერავის გავიმეტებ"
დანგრეული ზღაპრული სამყარო და დიდი იმედგაცრუება

მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი - მიკი (მირიან) ჯეჯელავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს ახალი წელი მიულოცა - ახალი წლის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, ის გალა-კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი გახლდათ... როგორც მიკიმ გვითხრა, სტერეოტიპების დანგრევას ცდილობს და მისი საახალწლო სუფრის სამზადისი ამის ერთ-ერთი დასტურია.

- საერთოდ, მთელი წლის განმავლობაში, სხვა თვეებთან შედარებით, დეკემბერი ყველაზე დატვირთულია: გადაღებებში, რეკლამებში, სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობ... ასევე, ბევრი საღამოს წამყვანი ვარ. გარდა ამისა, მუშაობა აქტიურდება რადიოში, ტელევიზიაში. შეიძლება ითქვას, დეკემბერში გიჟური რეჟიმი მაქვს. მართალია, ვიღლები, მაგრამ ასეთი აქტიურობა მომწონს.
ვისურვებდი, რომ მთელი წელი დატვირთული ვიყო. ამ ორომტრიალში საახალწლო განწყობილებაც მოდის და ახალ წელს უფრო მონდომებული ვეგებები. 31 დეკემბრის დილას ტელეეთერში ვიყავი, შემდეგ რადიოში მივედი, იქიდან კი გალა-კონცერტისთვის მოსამზადებლად წავედი: მე, მანიკა ასათიანი და ნათია ბუნტური თავისუფლების მოედანზე, მთავარი საახალწლო კონცერტის წამყვანები გახლდით. ჩემს მეგობრებთან ერთად, პირველი ვიყავი, ვინც მთელ საქართველოს ახალი წელი მიულოცა.

- შარშან ის ღონისძიება, რომლის გამოც სხვა საახალწლო შეთავაზებებზე უარი თქვი, გაუქმდა. მსგავსი რამ ხშირად ხდება?

- არა, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. ამ ამბავს დადებითი მხარეც ჰქონდა: ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი ახალი წელი იყო, რომელსაც შინ, ოჯახურ გარემოში შევხვდი, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად გავერთე... მოკლედ, ძალიან კარგი ახალი წლის ღამე გვქონდა.

- შენი აზრით, საოჯახო საქმეები ცოლსა და ქმარს შორის როგორ უნდა განაწილდეს?

- ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და მეუხერხულება, რადგან ცოლ-ქმარს შორის არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება, კონკრეტული საოჯახო საქმეები შეთანხმებისამებრ აკეთონ, მაგრამ საერთოდ, რაღაცების დაყოფა, გამიჯვნა, ჩარჩოებში მოქცევა არ მიყვარს. ქალი და კაცი თანასწორუფლებიანები არიან. ყოველთვის ვცდილობ, სტერეოტიპები დავანგრიო. არ მომწონს, როცა ქალი იჩაგრება და კაცი უპირატესი ხდება. ადამიანები რომ თანასწორუფლებიანები ვართ, ეს ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გავითავისოთ. ბოლო პერიოდში, ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ვფიქრობ, საზოგადოების ცნობიერებაში გენდერული თანასწორობა უკვე "ჯდება". ვხვდებით, რომ "ქალო, ნასკი გამხადე", "კაი ტიპობა" აღარ არის...

- ოჯახში საცივის მომზადება ვისი პრეროგატივაა?

- უი, საცივს გადასარევად ვამზადებ! ცოლი რომ მეყოლება, სამზარეულოში არ შევუშვებ, რადგან კერძების მომზადება ისე მიყვარს და ისეთი გემრიელი გამომდის, რომ შეიძლება, მეორე ნახევრის ნახელავი არც მომეწონოს. ამ მხრივ, ნამდვილად შემიძლია, დავიტრაბახო.

- წელს დაკავებული იყავი, მაგრამ სხვა დროს საახალწლო სუფრაზე თუ გიზრუნია?

- როგორ არა, ამაზე ყოველთვის ვზრუნავ! 31 დეკემბერს შინიდან საღამოს 10-11 საათზე გავდივარ ხოლმე, მანამდე კი კერძების მომზადებაში, სუფრის გაწყობაში ვმონაწილეობ. ოჯახის წევრებს საჭირო პროდუქტების შეძენაშიც ვეხმარები. ამ საქმეებში ინიციატივას თავად ვიჩენ, რადგან მინდა, ყველაფერში ვმონაწილეობდე.

- პროდუქტების შეძენისას ფულს გონივრულად ხარჯავ?

- ძალიან ბევრს ვხარჯავ, მფლანგველი ვარ. არ ვფიქრობ, თანხა რაზე როგორ გადავანაწილო, ფასებს არ ვაკვირდები. ბოლოს შეიძლება, ჩემი საფულე ძალიან დათხელდეს ან დაცარიელდეს, მაგრამ რა ვქნა? ფულს ვერასოდეს ვუფრთხილდები.

- მიკი, "ქალური" და "მამაკაცური" პროფესიები არსებობს?

- მგონი, არ არსებობს. "ძაან გასული" ტიპი ვარ, ხომ (იცინის)? ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება, დასაქმებულები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. შესაძლოა, რომელიმე პროფესიას ფიზიკურად მეტი ძალისხმევა სჭირდება და საქმის კეთება უფრო ძლიერ, ჯანღონიან მამაკაცს გაცილებით უადვილდებოდეს, მაგრამ "ქალურ" და "მამაკაცურ" პროფესიებს მაინც ვერ გამოვყოფ. ახლა ჩემი სამეგობრო მახსენდება: სამსახურში ისე არიან განაწილებული, რომ ნამდვილად გამიჭირდება, გამოვყო - რომელია ქალის და რომელი - კაცის საქმე. ჩემი ახლობელი გოგონები შრომატევად სამუშაოს გადასარევად ართმევენ თავს...

- მოგწონს, როცა რომანტიკული ურთიერთობის ინიციატორი ქალია?

- რატომაც არა! ერთადერთი, არ მიყვარს, როცა თავისი ყურადღებით ზედმეტად მაწუხებენ. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ როცა გოგონას გავიცნობ, მან ურთიერთობაში დისტანცია უნდა დაიცვას. უბრალოდ, ზედმეტი ყურადღება ნებისმიერი ადამიანისგან მაღიზიანებს... გადმოდგას პირველი ნაბიჯი. იქნებ, მეც იმავე განწყობით ვუპასუხო? კაცმა არ იცის, რა მოხდება. ასე რომ, რომანტიკული ურთიერთობის ინიციატორი ქალი უხერხულობას არ შემიქმნის...

- გქონია ასეთი შემთხვევა?

- ხშირად. სხვა თემაა, ურთიერთობა რამდენად კარგად ვითარდება და სრულდება, თუმცა პირადად მე, ვცდილობ, ცუდად არასოდეს არაფერი დასრულდეს.

- რას ფიქრობ "მძიმემაკიაჟიან" ქალებზე?

- ალბათ, მოსწონთ ბევრი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება და მათ არჩევანსაც პატივს ვცემ... თუმცა, მაკიაჟი არ მიყვარს. შეიძლება, ქალმა მსუბუქად მოიხატოს სახე და ნაკვთები გამოკვეთოს ან რაღაც დაფაროს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში "გადაზედმეტებული" მაკიაჟი ნამდვილად არ ვარგა. ბუნებრიობა და გულწრფელობა მიყვარს.

- როგორ ფიქრობ: შეიძლება, ჭკვიან და განათლებულ ქალს ვულგარულად ეცვას?

- პრინციპში, ჩაცმულობა ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ ასახავს. ასე რომ, შესაძლოა, ძალიან ჭკვიან, ინტელექტუალ ქალბატონს ვულგარულადაც ეცვას. ეს მისი არჩევანია, რომელსაც სავარაუდოდ, თავისი დანიშნულება აქვს: ალბათ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების, გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა სურს. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ვულგარულობა აღარ მოუნდეს და მოკრძალებულად ჩაიცვას ან შესაძლოა, ჩაცმის ვულგარული სტილი მისი ბუნებრივი მოთხოვნილება იყოს, თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობდეს...

- ქალი მძღოლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- გადასარევი! ჩემი არც ერთი მეგობარი გოგო ავტომობილს ცუდად არ მართავს, უფრო მეტიც: ხშირად ჩემს ბიჭ მეგობრებზე უკეთესი მძღოლებიც არიან. ცუდი მძღოლი შეიძლება, ქალიც იყოს და კაციც.

- როგორ ფიქრობ, გოგონას აღზრდა უფრო იოლია თუ ბიჭის?

- ორივე სქესის შემთხვევაში ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი საქმეა. პატარას თავიდანვე სწორი მიმართულება უნდა მისცე, მაგრამ ამავდროულად, მას საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებაც უნდა ჰქონდეს. შვილი რომ მეყოლება, ამ თემაზე უკეთ დავფიქრდები. სხვათა შორის, მინდა, მინიმუმ 2 შვილი (ქალ-ვაჟი) მყავდეს. ჩემს მომავალ ოჯახში რაც უფრო მეტი ბავშვის ჟრიამული იქნება, მით უკეთესი.

- მშობლებმა შვილებს თოვლის ბაბუის შესახებ ზღაპარი უნდა უამბონ თუ ეს არაა საჭირო?

- თოვლის ბაბუის არსებობის მეც დიდხანს მჯეროდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა. ღამის 12 საათის შემდეგ, ნაძვის ხის ქვეშ ვიხედებოდი, ჩასაფრებული ვიყავი... ერთ მშვენიერ დღეს კი მშობლების საუბარს მოვკარი ყური - ჩემს საჩუქარზე ბჭობდნენ. ჩავუსაფრდი და დავინახე, დედ-მამა საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ როგორ დებდა და აი, მაშინ, მთელი ჩემი ზღაპრული სამყარო დამენგრა, მაგრამ მაინც, არაფერს ვიმჩნევდი: რამდენიმე წლის განმავლობაში, საჩუქრების სიას ჩვეულებრივად ვწერდი და მშობლები ყველაფერს მისრულებდნენ. მე კი თავს ვიკატუნებდი, თითქოს მჯეროდა, რომ საჩუქრები თოვლის ბაბუას მოჰქონდა... ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. მაგალითად, ჩემი მეგობრის შვილი 5 წლის არის და უკვე იცის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. არ ვიცი, ეს ვინ უთხრა... პირდაპირ დედასთან მიდის და ეუბნება, საახალწლო საჩუქრად რა უნდა. შესაძლოა, ბავშვებისთვის ზღაპრული სამყაროს შექმნა (გარკვეულ ასაკამდე) საჭიროც იყოს, მაგრამ იმედგაცრუებაც არ არის კარგი. მახსოვს, პირადად მე, ეს ყველაფერი როგორ განვიცადე და ასეთი შეგრძნებებისთვის ვერავის გავიმეტებ... მშობლები თუ მოახერხებენ და რამდენიმე წლის მერე, ბავშვებს სიმართლეს უმტკივნეულოდ, "რბილად" შეაპარებენ, კარგი იქნება.

- მიკი, გარეგნული მახასიათებლების გარდა, მამაკაცები და ქალები ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან?

- მაგალითად, მინახავს ქალი, რომელსაც ძლიერი ხასიათი ჰქონია, კაცს კი სუსტი. ქალები და კაცები ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, როგორც საერთოდ, ადამიანები განვსხვავდებით ერთურთისგან. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ხომ ინდივიდუალურები ვართ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომელ უცხოელ ვარსკვლავს ამსგავსებენ "პალიტრანიუსის" გადაცემის წამყვანს

საკუთარ თავზე არასდროს მიფიქრია, მეტწილად - საყვარელ ადამიანებზე მეფიქრება

გაცნობისთანავე სიმპათიით განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ

"ადამიანებზე ვტოვებ შთაბეჭდილებას, რომ უდარდელი ვარ"

"ყოველთვის მაქსიმალისტი, ექსკლუზივებს გამოკიდებული ვიყავი"

დრო რო­ცა მაქვს, მა­შინ­ვე შვი­ლებ­თან გავ­რ­ბი­ვარ და ვცდი­ლობ, მათ გვერ­დით ვი­ყო


ყველა ადამიანს განსხვავებული და საკუთარ თავზე მორგებული ცხოვრების წესი აქვს.
კვირის სიახლეები
როგორ შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძე მაგდანას როლზე დუდუხანა წეროძის დამტკიცებას


"ვერიკო მაგდანას როლისთვის ისე გახლდათ მოწადინებული, სახის პლასტიკურ ოპერაციაზეც კი თანხმდებოდა"

4 კომენტარი
ბატკნის ჩაქაფული ღვინით
3-4 წუთით ადრე, სანამ კერძი მომზადდება, დავამატოთ ახალი ან დაკონსერვებული მთელ-მთელი ტყემლის ნაყოფი

0 კომენტარი
თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი
როგორ მოვამზადოთ და გამოვაცხოთ სამეფო პასკა.
4 კომენტარი
ფრინველის ხორცი - მომწამვლელი თუ სასარგებლო?!
"ზრდის ჰორმონი ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია"

6 კომენტარი
ქალი, რომელიც 13 წელი ციხეში ცხოვრობდა - ქალთა კოლონიის ყოფილი უფროსის გულახდილი ინტერვიუ
"ზოგი გარემოებამ აქცია დამნაშავედ, ზოგი ფსიქოლოგიურმა და სოციალურმა მდგომარეობამ"

9 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ექიმზე უიმედოდ შეყვარებული კაცის სევდიანი ამბავი
"მას ისე უყვარს მერი, როგორც ბალახს აპრილი..."

1 კომენტარი
სიკეთე სასწაულს ახდენს... (ნამდვილი ამბავი)
ჯაბას ზრდის შეფერხება ჰქონდა - მეტრ-ნახევარსაც ვერ მიაღწია სიმაღლეში და ძვლის სისუსტის გამო, სკოლიოზიც განუვითარდა

9 კომენტარი
მზეზე თბილი დედიკო

ერთმა მოხუცმა თქვა, - სიკვდილის არ მეშინია და დაბრმავების - კი.

1 კომენტარი