სალომე ღვინიაშვილის ახალი ამპლუა და ქალის იმიჯის მისეული ვერსია
font-large font-small
სალომე ღვინიაშვილის ახალი ამპლუა და ქალის იმიჯის მისეული ვერსია
"ვფიქრობ, რომ ქალი მუდამ უნდა ბრწყინავდეს!"

პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. დამამთავრებელ კლასში სწავლისას იცოდა, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩაებარებინა. ბაბუა მოქანდაკე ჰყავდა, მამა - მხატვარი. თავად, პატარაობიდანვე გაპრანჭვა და ლამაზი ტანსაცმელი მოსწონდა. წარმატებული სამოდელო კარიერა დაასრულა და დღეს ბრენდ "სალომე ღვინიაშვილის" დამფუძნებელია. საერთოდ, თვითკრიტიკული ადამიანია და ფიქრობს, რომ ეს კარგი თვისებაა.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე საახალწლო განწყობა გვაქვს - მზადება და ფუსფუსია სამზარეულოში. 31 დეკემბრის საღამოს, 12 საათზე გაწყობილ სუფრას მთელი ოჯახი მივუსხდებით. ასეა ტრადიციულად. ბავშვობაშიც ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით.

- დიზაინერისთვის მოდელობა კარგი გამოცდილებაა?

- დიდი პრაქტიკა გავიარე მოდელად მუშაობის დროს. ჯერ მარტო რამდენ ჩვენებაში გამოვსულვარ!.. ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა "დიორი" და "ბალმენი", ჩემს ტანზე ბევრი ტანსაცმელი შეკერილა. პარიზში მოდელად შოურუმებში და ე.წ. მოზომვებში (გიხდიან, რადგან შენს ტანზე კერავენ) ვმონაწილეობდი. უამრავ ცნობილ დიზაინერთან მიმუშავია, მათ შორის, ერთ-ერთი - ჟივანში იყო. როცა კოლექცია ჩემს ტანზე იკერებოდა, იმდენ ნიუანსს ვხედავდი და ვიმახსოვრებდი, სხვა ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევდა. მახსოვს პირველი გრანდიოზული ემოციები, როცა უზარმაზარ სამკერვალოში მოვხვდი! მერე დიზაინერისთვის შთამბეჭდავი პრაქტიკაც მივიღე.

- სამოდელო ასპარეზზე პირველი გამოსვლის დროს რამდენი წლის იყავით?

- 15-ის. მაკა ასათიანის გრანდიოზულ ჩვენებაზე ფრანგ მოდელებთან ერთად გამოვედი. ის პერიოდი განსაკუთრებული იყო იმ მხრივ, რომ მაკა დიდ და ლამაზ ჩვენებებს აწყობდა. ჩემი გამოჩენა ხალხმა შეამჩნია და პატარა გოგოსთვის ეს ძალიან სასიამოვნო ეტაპი იყო. მახსოვს ჩემი პირველი ინტერვიუც. ყველაფერი მახარებდა.

- თქვით, პოდიუმზე აღარ გამოვალო, მაგრამ რომ გთხოვონ, არ დათანხმდებით?

- ჟურნალებისთვის, სარეკლამო რგოლებში ახლაც ვმონაწილეობ. მომწონს და მიყვარს კამერასთან ან ვიდეოკამერასთან მუშაობა, მაგრამ ჩვენებისთვის, ვფიქრობ, რომ დრო და ასაკიც არ მაქვს შესაფერისი.

- მოდელს შეუძლია ტანსაცმლის დიზაინში ცვლილების შეტანა?

- გამორიცხულია. ის არის მანეკენი, რომელსაც ევალება, ჩაიცვას ის, რასაც სთავაზობენ. მას არა აქვს უფლება, თქვას, - ეს არ მიხდება და სხვა რამეს ჩავიცვამო. ეს უბრალოდ, დაუწერელი კანონია. ადრე ჩვენებებზე რატომღაც, მოდელების მშობლები, ბებიები, ნათესავები დადიოდნენ. არადა, ეს სამსახურია, ბიზნესია. იქ უნდა მივიდეს მყიდველი, მაღაზიის წარმომადგენელი, ჟურნალისტი - სამუშაო პროცესი უნდა სუფევდეს.

- ვისი აზრია მნიშვნელოვანი თქვენთვის, საქმის შეფასებისას?

- კარგი სიტყვების მოსმენა ყველასგან სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია ჩემი ოჯახის აზრი, ჩემი მეუღლის კომპლიმენტი. ისე, ყველას ვერ მოეწონება ჩემი ნამუშევარი და, სიმართლე გითხრათ, არც მინდა, ყველას მოვწონდე. ეს ნორმალურია.

- გამორჩეულ და განსაკუთრებულ დღეებში ვისი შეკერილი ტანსაცმლით იმოსებით?

- სანამ საკუთარი ატელიე მექნებოდა, ჩემს კოლეგებთან მივდიოდი. თითქმის ყველასთან - ავთანდილი იქნებოდა, თამუნა ინგოროყვა, ანუკი არეშიძე, დათუნა სულიკაშვილი თუ სხვა, - შემიკერია ან მიყიდია ტანსაცმელი.

- ქსოვილების შერჩევა ალბათ რთულია...

- რთულია, მაგრამ სასიამოვნო. სტამბოლში "პრემიერ-ვიზიონის" გამოფენაზე ვიყავი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქარხნებიდან ჩამოტანილი ქსოვილების ნიმუშების შერჩევა ხდება.

- უდროო დროს არ მოგნდომებიათ რამე ჩანახატის გაკეთება?

- ხშირად, როცა ღამით ვწევარ, რაღაც იდეა მომდის; ტელეფონში ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს.

- რა გეგმები გაქვთ ახლო მომავლისთვის?

- კოლექციაზე ვმუშაობ, რომელსაც გაზაფხულის ფეშენ-ვიკზე გამოვიტან და შემდეგ, პარიზის შოურუმზე მინდა წავიღო.

- განტვირთვის დროს რას აკეთებთ?

- თხილამურებზე სრიალი, მოგზაურობა მიყვარს. საყვარელი ქალაქებიდან გამოვარჩევ: ლონდონს, პარიზს, ბერლინს. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა - ცეკვაა. ბერლინში მეგობრებთან ერთად დავდივარ და იქ ბევრს ვცეკვავ ხოლმე.

- საფეხბურთო ატრიბუტიკის ამსახველი ბევრი ნივთი გაქვთ?

- ბურთის ფორმის პატარა მაცივარი და სკამი გვქონდა. რაღაცებს მეგობრებიც გვჩუქნიდნენ ხოლმე. ამ ტიპის საყურეც მიყიდია.

- ბოლოს, 2016 წლის ფერებისა და მოდის ტენდენციების შესახებ გვითხარით.

- 2016 არის ძალიან ბრჭყვიალა და შესაბამისად, ნაირგვარი ფერების წელი. საერთოდ, ლამაზია, როცა რაღაც ბრწყინავს. ვფიქრობ, რომ ქალი მუდამ უნდა ბრწყინავდეს! არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც ოქროსფერ და ბრჭყვიალა კაბაში უნდა გამოეწყოს; ამის მიღწე­ვა პატარა დეტალითაც შეიძლება. ამასთან ერთად, გაზაფხულზე მოდაში იქნება პასტელური ფერები; შავი - ელეგანტურ და კლასიკურ ფრად რჩება. დღეს მოდის სფეროში ჩარჩოები აღარ არსებობს, ამიტომ ვისაც რა უხდება, ის უნდა ჩაიცვას.

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც"
რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იუმორისტული სკეტჩები, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც გიორგი მღებრიშვილი გახლავთ.
მისი ხმა ხშირად ისმის რადიოდადგმებიდან. ახლახან, "სტუმარ-მასპინძელი" ჩაწერა მთლიანად.
"ფული, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება, პოპულარობა - ეს ყველაფერი დროებითი და წარმავალია...
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
12 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი