რას ასწავლის ლევან სუხიტაშვილი მცირეწლოვან შვილებს
font-large font-small
რას ასწავლის ლევან სუხიტაშვილი მცირეწლოვან შვილებს
"საყვარელი წუწუნიც" არსებობს"

რა თქმა უნდა, ბევრი სტერეოტიპი სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ რატომღაც, ზოგჯერ ადამიანები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებულ, თუნდაც, მოძველებულ მოსაზრებებს მაინც იზიარებენ - მიუხედავად იმისა, რომ დამკვიდრებული აზრი რეალური მაგალითებით გამყარებული არ ან აღარ არის... მსახიობ ლევან სუხიტაშვილთან ინტერვიუმ სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების "მსხვრევა-მსხვრევით" ჩაიარა.


- საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემას ვერ ვხედავ. სექსუალური უმცირესობის თემასავით, ესეც "ძალით აფიშირების" პონტია: ვიღაცებს უნდათ, რაღაცებზე ილაპარაკონ და ასეთი ამბავი ამიტომაც არის, თორემ მაგალითად, არ გამიგონია, ვინმე სამსახურში იმიტომ დაეჩაგროთ, რომ მდედრი ან მამრია. ერთადერთი, "ლაუნჯებში" ვხედავ ხოლმე, რომ უფრო ხშირად ქალები დადიან და კაცებს არ უშვებენ.

- რატომ?

- უნდათ, მათ გარეშე იყვნენ. კაცები რეკავენ: გეხვეწებით, მოვალთო, მაგრამ ქალები პასუხობენ, - არა, არ მოხვიდეთ, მარტო გოგოები ვართო. ასე რომ, კაცების ჩაგვრას უფრო ვხედავ (იცინის).

- ლევან, ჯენტლმენი ხარ?

- არა, უფრო ზუსტად - ვერა. სტერეოტიპები და ნაძალადევად "თქვენობით" ლაპარაკი არ მიყვარს. არიან ადამიანები, რომლებსაც ასე საუბარი მოსწონთ. მე რომ გადავწყვიტო, ხვალიდან ჯენტლმენი ვიქნები-მეთქი, ეს არ გამომივა და არც მომიხდება.

- მაგალითად, ქალს გზას არ უთმობ, კარს არ უღებ?
- ეს ადამიანის თვისება უნდა იყოს და ჯენტლმენობად არ მიმაჩნია. ისე, ქალისთვის გზის დათმობას მირჩევნია, პირველი მე შევიდე და კარი დავუჭირო, რადგან მე რომ გავხსნა და ქალი გავატარო, კარი ცხვირში მოხვდება. ჯენტლმენობა უბრალოდ, ერთგვარი "ჩარჩოა".

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს პერსონაჟს - ჩაქუჩას ცოლი ღალატობდა, რომლის შესახებაც მისმა მეგობარმა - მიშკამ შეიტყო. შექმნილ სიტუაციასა და მიშკას საქციელზე რას ფიქრობ?
- სხვათა შორის, სცენარის წაკითხვის შემდეგ მეც ვიფიქრე, შექმნილ სიტუაციაში გამოსავლის სხვა ვარიანტი თუ არსებობდა. ისეთი დელიკატური საკითხია, რომ მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. მსგავსი შემთხვევა რეალურ ცხოვრებაში მქონია: ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მეუღლის ღალატის შესახებ ყველაფერს ვხვდებოდით და ძმაკაცს ვერაფერს ვეუბნებოდით. მივხვდი, რომ კარგად არ ვიქცეოდით, სიმართლეს რომ ვმალავდით. ჰოდა, ბოლოს ყველაფერი ვუთხარით.

- ამ შემთხვევაში, ზოგჯერ სიმართლის მთქმელი მეგობრები იჩაგრებიან...
- არა, არ დავჩაგრულვართ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, მეგობრის წინაშე მართლები არ ვიქნებოდით. ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

- ანუ ცოლ-ქმარი დაშორდა?

- კი.

- ადამიანთა გარკვეული კატეგორია მიიჩნევს, რომ კაცს ღალატი ეპატიება, ქალს - არა...

- რა თქმა უნდა, ღალატი არც ერთი სქესის წარმომადგენელს არ ეპატიება.

- ზედმეტი მაკიაჟის მქონე ქალების დანახვისას რას ფიქრობ?
- ამას ვერ ვიტან. სისადავე მიყვარს. არ მესმის, როცა ზოგი ქალი უბნის მაღაზიაშიც კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მიდის. ასევე, არ მესმის, როცა საცეკვაოდ მიდიხარ, რა აუცილებელია, "მაღლები" გეცვას და ასე "იხტუნაო"? მომწონს, როცა ქალი სადად გამოიყურება, ხოლო მაკიაჟიანი და "განავაროტკებული" არ ჩანს, რეალურად როგორია.

- შენი აზრით, შესაძლებელია, განათლებულ, ჭკვიან ქალს ვულგარულად ეცვას?
- ძირითადად, ძალიან განათლებულებს ვულგარულად არ აცვიათ, რადგან მათ საკუთარი კარიერის, განათლების გარდა, არაფერი აინტერესებთ. 60-70% ასეა - სამოსს ყურადღებას არ აქცევენ, დაუდევრად იცვამენ. არსებობენ ადამიანები, რომ­ლებიც გარკვეულ ეტაპამდე განათლებულებიც არიან და გემოვნებიანადაც იმოსებიან, რადგან ეს კარიერული წინსვლისთვისაა საჭირო.

- ამბობენ, მამაკაცებს უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ, ვიდრე ქალებსო. ამ მოსაზრებას ეთანხმები?
- სანახევროდ. ძირითადად, ქალებს შორის შური და ბოღმა იჩენს ხოლმე თავს... თუმცა, არა, არ ვფიქრობ, რომ კაცებს უკეთესი ძმაკაცობა აქვთ, ვიდრე ქალებს - დაქალობა.

- შენს სამეგობრო წრეში რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ?
- 50/50-ზეა. თუკი ადამიანი სამეგობროდ კარგია და მიგებს, არ "ვმაზავ" - გვერდში უნდა მყავდეს.

- როცა ადამიანის სამეგობროში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ, შენთვის ეს რამის მანიშნებელია?

- ე.ი. ეგ ადამიანი ჯიგარია. საერთოდ, ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცთან მეგობრობა არ შეიძლება, რადგან ისინი "აპასნები" არიან. როცა ქალი მამაკაცთან მეგობრო­ბას შეძლებს, არსებულ ჩარჩოებს გადალახავს, ის ძალიან მაგარი გოგოა!

- რა ჩარჩოებს გულისხმობ?
- როცა ქალს ბევრი მამაკაცი მე­გობარი ჰყავს, Aსხვები ამ ფაქტს "რა­ღაცასთან" აკავშირებენ. არადა, შეიძლება, ბევრი საპირისპირო სქესის მეგობარი ჰყავდეს და მათთან ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონდეს.

- ბიოლოგიური მახასიათებლების გარდა, ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან?
- წუწუნით.

- სავარაუდოდ, ქალები წუწუნებენ?

- ჰო, აბა, რა!

- რა თემაზე?
- წუწუნი ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ.

- გამონაკლისის გარეშე, ყველა ქალი წუწუნებს?
- კი, მაგრამ ზოგი - საყვარლად, ზოგი - საზიზღრად... დიახ, "საყვარელი წუწუნიც" არსებობს.

- ლევან, ცოლს მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს თუ ქმარს?

- რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, შემოსავალი იყოს.

- ანუ როცა ქალს მეტი შემოსავალი აქვს, ეს ფაქტი მამაკაცს არ აკნინებს?
- ეს მათ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. თუ კაცი კომპლექსიანი შტერია და ქალის მეტი შემოსავლის გამო დაკომპლექსდება - ეს მისი პრობლემაა.

- საგზაო წესებს ქალი მძღოლები უფრო ხშირად არღვევენ თუ მამაკაცები?
- იცი, რა? ამაზეც ხშირად მიფიქრია. აი, გენდერული პრობლემა: კაცებს უნდათ, რომ ქალები დაჩაგრონ - თითქოს თავად უკეთესი მძღოლები არიან. სინამდვილეში, კაცი მძღოლები ბევრად უფრო ცუდად იქცევიან და მერე ქალებზე ლაპარაკობენ... უბ­რალოდ, სათქმელი ხომ უნდა ჰქონდეთ?! ძირითადად, ქალი ავტომობილს მშვიდად მართავს, კაცზე უფრო ფრთხილია. შესაბამისად, ის ნაკლებად საშიშია, ვიდრე გამოშტერებული კაცი. პირადად მე, მოძრაობის წესებს არასოდეს ვარღვევ. წესრიგის დაცვას ქვეითად მოძრაობის დროსაც ვცდილობ. ძირითადად, მოძრაობის წესების დაუცველობის გამო, კაცები უფრო მიშლიან ნერვებს, ვიდრე ქალები. ამიტომ, იმ სტერეოტიპს არ ვიზიარებ, რომ თითქოს კაცები ქალებზე უკეთესი მძღოლები არიან.

- ქერა ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპს თუ ეთანხმები?

- ვერ ვხვდები, ეს სტერეოტიპი რატომ არსებობს (იცინის). ადამიანი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, მის ინტელექტთან რა შუაშია? ეს "რასისტულ" სტერეოტიპად მიმაჩნია.

- "ქალური" და "მამაკაცური" პრო­ფესიები არსებობს?
- რა თქმა უნდა!

- მაგალითად?

- "კაცი გამოძახებით" ქალი ვერ იქნება (იცინის). კაცი "პანელზე" ვერ დადგება - ჰომოსექსუალებს არ ვგულისხმობ.

- ანუ ქუჩის მეძაობა "ქალური პროფესიაა"?

- ყოველ შემთხვევაში, არ მინახავს, კაცი "პანელზე" იდგეს. შენ გინახავს?.. ასევე, ქალი "მატორისტი" ან "ჟეშტიანშიკი" ვერ იქნება - ამ მძიმე სამუშაოს ვერ გაუძლებს, რადგან "მატორი" უნდა ასწიოს, დაშალოს... შეიძლება, ქალი ავტომობილის დიზაინერი ან რაიმე მსგავსი პროფესიის იყოს.

- ლევან, ოჯახში ლიდერი საჭიროა?

- "ლიდერი" რას ნიშნავს, ოჯახი პარტიაა? ოჯახში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, ბავშვებიც უნდა მონაწილეობდნენ.

- გოგონას და ბიჭუნას აღზრდისას რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი?

- სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ორივე - გოგონაც და ბიჭიც ადამიანად უნდა აღზარდო. მაგალითად, ოჯახში არ უნდა ხედავდნენ, რომ ვიღაცაზე ჭორაობენ. შვილი საბავშვო ბაღში რომ მიმყავს, რამდენიმე კანფეტს ვაძლევ, რათა მეგობრებს უწილადოს, ხელგაშლილობა ისწავლოს. როცა გაიზრდება, ადამიანების სიყვარული უნდა შეძლოს. სიკეთეს, ადამიანობას რომ ისწავლის, დანარჩენი ყველაფერი კარგად გამოუვა.

- სქესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტერეოტიპი დამისახელე, რომელსაც დაამსხვრევდი.

- (ფიქრობს) ქალი ვიცი "კუხნაში" - ხუმრობად მიმაჩნია. ბევრი კაცი მინახავს, ვისაც ეს ფრაზა უთქვამს და სინამდვილეში, "კუხნაში" თავად უფრო ხშირად არიან... აი, კაცებს ძუძუები რომ ჰქონდეთ, ცუდი არ იქნებოდა - ქალებს ბავშვის გამოკვებაში შეეშველებოდნენ ხოლმე (იცინის). ხომ არსებობს "სტერეოტიპი", რომ ბავშვს ძუძუ ქალმა უნდა აწოვოს?.. ინტერვიუ გენდერულ თანასწორობაზე საუბრით დავიწყეთ და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ რაღაცების გამო დიდ ამბავს ნუ ატეხენ. ვიღაც რაღაცას თუ წაიყმუვლებს, დანარჩენები ცხვრებივით აჰყვებიან. არ მინახავს, რომ რეალურად, სქესის ან თუნდაც, სექსუალური ორიენტაციის გამო, ვინმეს ჩაგრავდნენ. და კიდევ, როცა ვიღაც რელიგიაზე ვითომ გაიღადავებს, დანარჩენებიც აჰყვებიან ხოლმე. არადა, თუკი ადამიანს იუმორის გრძნობა გაქვს, ღადაობა ბევრ რამეზე შეიძლება და მაინცდამაინც რელიგიის თემით ნუ ეცდებით საკუთარი "იუმორის" წარმოჩენას, რადგან ეს იუმორი კი არა, სხვა რაღაცაა და ცუდად ჩანს.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ჰყო­ლო­და ისე­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ვინც რა­ღაც დის­კომ­ფორტს, ჩვენ შო­რის ბა­რი­ერს გა­ა­ჩენ­და?
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი