"ვნანობ იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში 2015 წლის სექტემბერში მოხდა"
font-large font-small
"ვნანობ იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში 2015 წლის სექტემბერში მოხდა"
მსახიობის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

"სპექტაკლებიდან მონოლოგები შევკრიბე, მიზანსცენა გავაკეთე, მუსიკად ქართული საგალობლები და გია ყანჩელის ნაწარმოებები გამოვიყენე, აჭარული ცეკვის ელემენტები ჩავრთე და ეს ყველაფერი გასულ წელს, მოსკოვში მცხოვრებ მეგობრებს ვუჩვენე - მოწონება დაიმსახურა და თებერვლის ბოლოს, ამ სპექტაკლით თეატრალურ ფესტივალზე ვარ მიწვეული", - ამბობს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი და პარალელურად, თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლზე - "მეფე ლირი" მუშაობს.
ახლახან მის ცხოვრებაში უსიამოვნო ამბავი მოხდა: 3-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. როგორ იქცევა, როდესაც რთული პერიოდი აქვს, რის გამო იღებს საყვედურებს, ვის აზრს ითვალისწინებს ყოველთვის და ვინ არის ქერა ლამაზმანი, რომელმაც მსახიობი აღაფრთოვანა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 19 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ეს პროფესია 5 წლის ასაკში ავირჩიე და არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მაშინ ჩემთვის მსახიობობა ცეკვასთან, სიმღერასთან, ლექსების კარგად თქმასთან ასოცირდებოდა. მინდოდა პოპულარული ვყოფილიყავი და სადაც მივიდოდი, ყველგან ტაში დაეკრათ, ოვაციით შემხვედროდნენ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ოჯახის წევრები ამბობენ, - შენი მკურნალი ექიმი ჯერ არ დაბადებულაო. მეგობრები ამბობენ, არანორმალურიაო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად არ მიცნობს, ამბობს, რომ ეპატაჟური ვარ. არადა, ეპატაჟურობისგან მგონი, ყველაზე შორს ვდგავარ.
- სინამდვილეში...
- ...ძალიან სევდიანი კაცი ვარ, ზედმეტად სევდიანიც. ვიცი, ეს ბევრს გაუკვირდება. როცა საზოგადოებაში მიწევს ტრიალი, სევდას ვნიღბავ. ყველას თავისი ტკივილი აქვს და არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩემი სევდა ვინმეს თავს მოვახვიო. თვალები მაინც ყიდის ადამიანს, მას სულის სარკეს ტყუილად არ ეძახიან.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...კიდევ ერთი დილა გამითენდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ეს სამართლიანობის შეგრძნებაა და ამის დათმობას არც ვაპირებ. რთულია, ყოველთვის იყო მართალი, მაგრამ ამას უნდა ცდილობდე. ჩემთვის მთავარია, ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ოჯახთან, სამეგობროსთან, საზოგადოებასთან, ქვეყანასთან...
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ზედმეტად ემოციური და "ფეთქებადი" ვარ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებ და მერე ამას ვნანობ. თუ არასწორად "ავფეთქდი", ბოდიშს ვიხდი. რომ არა ეს თვისება, ჩემი ცხოვრება სხვაგვარი იქნებოდა, ნაკლები პრობლემა მექნებოდა.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ტყუილი.
- არ მჩვევია...
- ...ტყუილი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...მაშინ იყო, როცა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მანდო როლი სპექტაკლში - "ჰარალეთი, ჰარალეთი".
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო ქველმოქმედი, დავეხმარო ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში, ძალას თავს ზემოთაც ვპოულობ. საკუთარ თავს ვერ ვეხმარები, თორემ სხვების დახმარება კარგად გამომდის.
- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს შევცლიდი. ვფიქრობ, ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია იმდენს ვერ გააკეთებს, რასაც მშობლები ღმერთის დახმარებით აკეთებენ.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...ვინმე გადამეტებულად მაქებს. თუმცა, როცა შექება გულწრფელია, ეს ძალიან მომწონს.
- ვნანობ, რომ...
- ...ო!!! ცხოვრებაში პირველად მაქვს დიდი სინანული. ვნანობ იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში 2015 წლის სექტემბერში მოხდა. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამეძიები.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანში შეცდომის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოსწორების პოტენციალს ვხედავ.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...გაგებით ვეკიდები. ახლა, ამ წუთში თავი ჩემმა ერთმა დიდმა შეცდომამ შემახსენა, რომელსაც ვნანობ და ალბათ, მანამდე ვინანებ, ვიდრე ცოცხალი ვიქნები.
- ვიბნევი, როცა...
- ...ვექცევი ლამაზი მანდილოსნების ყურადღების ქვეშ.
- წონასწორობიდან გამოვდივარ...
- ...როცა თვალებში "ნაცარს მაყრიან". ამ დროს რა შემიძლია გავაკეთო, ამაზე ნუღარ მალაპარაკებ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სადმე ტყეში, სადაც პატარა ქოხში მხოლოდ მე ვიქნები. ეს არც გაქცევა იქნება და არც რომანტიკა, ეს იქნება საკუთარი თავის ხელახლა პოვნა.
- სიყვარული ეს...
- ადამიანის მიერ გამოგონილი დოგმაა. სიტყვა "მიყვარხარ" მითქვამს, ალბათ, მომავალშიც ვიტყვი და მაინც ვთვლი, რომ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა მიჩვევა. ეს ორ ადამიანს შორის ურთიერთპატივისცემა, გაგება, თანხვედრაა - ასეთია სიყვარულის ჩემეული ახსნა. არსებობს თანდაყოლილი სიყვარული, რომელიც დედასთან, მამასთან, და-ძმასთან გაკავშირებს, მომავალში ასევე, მეყვარება შვილი. აქვე დაისმება კითხვა - ცოლი? ცოლიც მეყვარება, მაგრამ ამ სიყვარულს მიჩვევა ერქმევა. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს დავშორდი. დღეში რამდენი ჟურნალისტი მირეკავს, ვეღარ ვითვლი, მაგრამ ინტერვიუზე ყველას უარს ვეუბნები. ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მხოლოდ იმას დავადასტურებ, რომ ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობთ. მე და მარიამი ერთმანეთს ქორწინებიდან 3 თვეში დავშორდით.
- ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში...
- მე არასდროს ვარ მარტო.
- ქერა, ძალიან ლამაზ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა...
- ...მართლა ლამაზი გოგოა, აღფრთოვანებული ვარ მისით. ეს ალბათ, ჩემი ახალი გატაცებაა. ის არის ადამიანი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავიცანი. ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მომავალში რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტყვით.
- მარიამთან დაშორების მიზეზი...
- ...ღალატი არ ყოფილა. ეს ქერა გოგონა ამ ამბავთან არაფერ შუაშია.
- ვრისკავ, როცა...
- ...ზუსტად ვიცი, შედეგი ის იქნება, რის გამოც ვრისკავ. რისკზე ექსპრომტადაც არაერთხელ წავსულვარ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ბევრს ლაპარაკობ, თან - ზედმეტად ემოციურად და ხალხს ღლიო. ამას რომ მეუბნებიან, ვერ წარმოიდგენ, გული როგორ მწყდება. მინდა, ადამიანები გავამხიარულო, ყველგან დადებითი განწყობა და მუხტი შევიტანო. მოჯღანულ სახეებს რომ ვხედავ, გულში ვიგინები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ეს არის ჩემი ოცნება: ავაშენებდი ლამაზ, კოხტა, მრავალბინიან სახლს, უსახლკარო ადამიანებისთვის. მეორე სახლსაც ავაშენებდი, სადაც მე და ჩემთვის საყვარელი ადამიანები ბედნიერად ვიცხოვრებდით.
- თავისუფლება...
- ...ძალიან გავცვითეთ ეს სიტყვა, რომელიც საოცრად ღრმა და მრავლისმომცველია. თავისუფლებაა ვაკეთო საქმე, რომელიც მომწონს და სხვებსაც მოსწონთ.
- ბედისწერის...
- ...ძალიან მჯერა. დედაჩემი ჩემზე ორსულად (სიტყვა "ფეხმძიმე" არ მიყვარს) რომ იყო, მაშინ სქესის წინასწარ დადგენა, მგონი, არ ხდებოდა. ქუჩაში უცნობი ქალი აედევნა და უთხრა, - თქვენ 3 დღეში ვაჟი შეგეძინებათ. ის ცხოვრებაში 3 მომაკვდინებელ ტრავმას გადაიტანს, სამივეს გადაურჩება და იქნება ძალიან ბედნიერიო. მართლაც, ახდა მისი სიტყვები: 3 დღეში დავიბადე, 3 მომაკვდინებელი ტრავმა გადავიტანე და ახლა ისღა დამრჩენია, ვიყო ბედნიერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედამ იმ ქალის ნათქვამი რომ გაიაზრა და მისკენ შებრუნდა, იქ აღარავინ იყო, უცნობი ქალი აღარსად ჩანდა. ერთხელ ხილვა მეც მქონდა: უცნობმა მამაკაცმა მკითხა, - რისთვის ცხოვრობ? მე ვუპასუხე: არაფრისთვის. - აბა, რატომ ცხოვრობ? - იმისთვის, რომ არაფერი ვაქციო ყველაფრად-მეთქი. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ხუმრობით დავწერე: იმდენად დიდი პიროვნება უნდა გავხდე, რომ სომხებმა თქვან, ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი სომეხი იყოო.
- როცა მარტო ვარ...
- ...საკუთარ თავს ვესაუბრები. ზოგჯერ ეს დიალოგი ფურცელზე მონოლოგის ან ლექსის სახით გადამაქვს. ნაყოფის მომტანი ლაპარაკი უფრო მიყვარს. ზოგჯერ იმ ადამიანებთანაც მაქვს დიალოგი, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან ან არიან და ვერ ვუბედავ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...მაქსიმალურად ვცდილობ, მეგობრების გარემოცვაში ვიყო, ეს ყველაზე მეტად მშველის.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ეს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელია.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ერთხელ ჩემთვის ძალიან საყვარელმა ბაბუმ მითხრა: თუკი სხვისი მკვდარი ოდესმე ჩემთვის მძინარე გახდებოდა, იქ დასრულდებოდა ჩემი პიროვნება. ჯაყელის გვარს ამ ადამიანის პატივსაცემად ვატარებ. მისი კიდევ ერთი ფრაზა გამახსენდა: სხვას რომ მუცელი ასტკივდება, ხელი შენს მუცელზე მოისვიო.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ...მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ყველა ადამიანი მიყვარს. მინდა, ერთმანეთს ვეფერებოდეთ, კეთილ სიტყვებს ვეუბნებოდეთ და ქუჩაში წაქცეულს რომ დავინახავთ, წამოდგომაში ვეხმარებოდეთ. ცხოვრება ბუმერანგია. მე უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს ქვეყანაზე. ჩემს საყვარელ "გზას" ბევრ ექსკლუზივს და მკითხველს ვუსურვებ, რომელიც ისედაც არ გაკლიათ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
09.02.2016
გაიხარე საყვარელი ადამიანი ხარ ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს მიყვარხარ
მია
01.02.2016
ანრი ბედნიერი იყავი
კობა იაგანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს კითხ­ვა სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარ­და

მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ასეა დღემდე.

რატომ ოცნებობდა ტრაქტორისტობაზე გიორგი ცხადაძე

მოდის ამაყად და ქედმაღლულარდ, ჩვენ პირდაღებული შევყურებთ

"შესაძლოა, მან ჩემს ქალურ გაპრანჭვაზე გაიცინოს, მაგრამ ეს არ მაბრაზებს"

ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც არ ცეკვავს, ბედნიერი არ არის


მიჭირს ჩვეულებრივი ურთიერთობა ახლობელ-მეგობრებთან

კვირის სიახლეები
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

5 კომენტარი
სტალინის დაუძინებელი მტრის მკვლელობის ამბავი
სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული

1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა.
19 კომენტარი
წერილი, რომლის გამოც 73 წლის დიმიტრი ყიფიანი სამუდამოდ გადაასახლეს
დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი - მო­ხუ­ცი წა­მე­ბუ­ლის გვირ­გ­ვი­ნით
8 კომენტარი
"ისე გააჩინა ტყუპი, დღემდე დაქალებმაც  არ ვიცით ვინ არის მამა"
ქალთა უამრავი ტიპიდან რომელი ხარ შენ?!

4 კომენტარი
რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!
აი, რას ყვება გურამ ახალაია:
0 კომენტარი
უინ­ს­ტო­ნის სტი­ლი მარ­ლ­ბო­როს­გან
ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში, ის­ტო­რი­კო­სი, ფერ­მ­წე­რი...

0 კომენტარი
გულის დაავადების 6 სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ!
პერიოდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
დამალული სიმართლე, რომელიც ლამის, ტრაგედიად იქცა...
"არასოდეს დაბრუნდებოდა საქართველოში, რომ არა ცალმხრივი სიყვარული და ფეხმძიმობა"
3 კომენტარი
"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო
რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას

1 კომენტარი