გიორგი ცაავას "ბრძოლის ველი" და თეთრად გათენებული ღამეები
font-large font-small
გიორგი ცაავას "ბრძოლის ველი" და თეთრად გათენებული ღამეები
ყოველთვის კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ

როცა მუშაობ, ყინვაზე არ ფიქრობ

მის ანგარიშზე ოცამდე ფილმია. თუმცა, ყველაზე მეტი პოპულარობა სერიალებმა - "ტიფლისი" და "ქერჩი" მოუტანა. გიორგი ცაავას პერსონაჟები ქიარიმა - "ტიფლისიდან" და გრიგორი მალკოვიჩი "ქერჩიდან" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სახეა. ამავდროულად, გიორგი ორივე სერიალის ლოკაციის მენეჯერია.


- საუბარი "ქერჩით" დავიწყოთ. სად იყო თქვენი ლოკაციის ადგილი ანუ "ბრძოლის ველი"?
- უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით გომბორში - მიტოვებულ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზის ტერიტორიაზე და ასევე, სერიალის პირველი სეზონის ბრძოლის კადრების გადასაღებად სპეციალურად აშენებულ ქალაქის ქუჩებში.

- ბევრი მსახიობი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ სტუდენტობისას მათ არ აქვთ კამერასთან მუშაობის გამოცდილება, არ იციან საბრძოლო იარაღების ხმარება, ჯირითი და ა.შ. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ თვალსაზრისით?

- იქიდან გამომდინარე, რომ 90-იან წლებში ვარ გაზრდილი, ვიცი, რა არის იარაღი (იღიმის). აქტიურად ვიყავი სპორტით დაკავებული და ბრძოლის ხელოვნებასთან დაკავშირებულ დავალებებთან გამკლავება ამიტომ არ მიჭირს. რაც შეეხება ჯირითს, ბავშვობიდან იპოდრომზე დავდიოდი. როლებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა სამხედრო პირების თამაში და ნელ-ნელა, გამოცდილება შევიძინე.

- "ქერჩში" თქვენს გმირს რუსულად უწევს საუბარი. საკმაოდ კარგად ჟღერს თქვენი რუსული...

- დიდი მადლობა. რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, ბევრი რუსულენოვანი მეგობარი მყავს და ეს ამის დამსახურებაა.

- როგორია თქვენი პერსონაჟი "ქერჩიდან"?

- გრიგორი მალკოვიჩი გამოცდილი მეომარია, რომელიც ბევრ ბრძოლაში მონაწილეობდა, ბევრი თანამებრძოლის სიკვდილი უნახავს. ახლა ახალგაზრდა ქართველი ბიჭების ნაკადის მეთაურია და მათზე ღელავს, ზრუნავს. გრიგორის ქართველი დედა ჰყავს, თავად კი უკრაინელია.

- ღამის გადაღებები ხშირად გქონდათ. ასეთ რეჟიმში მუშაობა არ გიჭირთ?

- ვერ აღგიწერთ, როგორი ყინვა იყო გომბორში. არადა, ხშირად გვიწევდა იქ დარჩენა და ღამით მუშაობა. ბუნებრივია, მხოლოდ რეჟისორი და მსახიობები არ ვმუშაობდით, იქვე იყო მთელი სტაფი: მხატვრები, გამნათებლები და ა.შ. ალბათ, როცა მუშაობ, ყინვაზე არ ფიქრობ. "მატორი" რომ ისმოდა და მუშაობას ვიწყებდით, მსახიობები არაფერს ვიმჩნევდით, მაგრამ როგორც კი სცენის გადაღება სრულდებოდა და ისმოდა - "სტოპ", მერე უკვე ყველას გვეწყებოდა შეუჩერებელი "კანკალიზაცია" (იღიმის). ახლა გადაღებები დასრულებულია. სიმართლე გითხრათ, დილით გადაღებებზე წასვლა რომ არ მიწევს, ცოტა არ იყოს, ცუდ ხასიათზე ვდგები.

- ტყეში გავარდნილი ყაჩაღის - ქიარიმას როლი შეასრულეთ "ტიფლისში". ის გრიგორისგან განსხვავებული სახეა. როგორ ფიქრობთ, მაინც რომელი როლით დაამახსოვდით მაყურებელს?

- მაღაზიაში თუ ქუჩაში, ყველა ქიარიმათი მომმართავს: "ქიარიმ, როგორ ხარ?" "ქიარიმ, მაგარი ხარ!" შარშან, მე და ლევან დაბრუნდაშვილი ამერიკაში ვიმყოფებოდით და სწორედ იქ ვიგრძენი, რომ სერიალი შედგა. სადაც უნდა მივსულიყავით, თუკი სადმე ქართველს ვნახავდით, ყველა მოდიოდა და მადლობას გვიხდიდა ამ სერიალისთვის. ეს ძალიან კარგი განცდა გახლდათ. იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა სრულიად უცნობები გვიხდიან მადლობას. ქუჩაში რომ მესმის: "გაიხარეთ, ბიჭებო!" "ჯიგრული სერიალია", "ნამდვილად ქართულია" და ა.შ. ეს მიხარია. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, შევქმნით ახალ-ახალ კარგ პროდუქტს.

- სოციალურ ქსელში თუ ადევნებ თვალს სერიალს და თქვენს პერსონაჟებს როგორი გამოხმაურება აქვს?

- არა, მე არ ვკითხულობ, მაგრამ მეგობრები მიყვებიან. სერიალსაც, როცა ვახერხებ, მაშინ ვუყურებ. დროა ჩავუჯდე და თავიდან ბოლომდე ვუყურო (იღიმის). ისე, ყოველთვის კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ზოგჯერ ისეთ რეჟიმში გიწევს მუშაობა, დრო არ გაქვს საიმისოდ, რომ წინასწარ იფიქრო ამა თუ იმ ეპიზოდის შესრულებაზე. ზოგჯერ ადგილზე იცვლება ტექსტი და ასეთ შემთხვევაში იმპროვიზაცია გიწევს.

- გიორგი, კიდევ რომელიმე პროექტში ხომ არ ხარ დაკავებული?

- რეზო გიგინეიშვილი "ჯინსების თაობის" გადაღებას გეგმავს, რომელშიც ერთ-ერთი როლი უნდა შევასრულო. ყველაფერი გაზაფხულზე გადაწყდება.

- ოჯახზეც გკითხავთ. თქვენს უფროს შვილს რეჟისორობა სურდა...

- დიახ, ნიკოლოზი მეორე კურსის სტუდენტია. ის ანიმაციის რეჟისორი იქნება, ხოლო მეორე - ალექსანდრე, ჯერ სკოლის მოსწავლეა. ძალიან არ მომწონს, როცა მშობელი შვილების გადაწყვეტილებებში ერევა, რაღაცებს აძალებს. ვინმესთვის რამის დაძალება ჩემთვის წარმოუდგენელია. პირადად მე, მსახიობის პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. ჩემს უბანში, ეზოშიც სულ რაღაც სპექტაკლებს ვდგამდით, სადაც თან რეჟისორი ვიყავი და თან - მსახიობიც. ერთხელ "რობინ ჰუდიც" დავდგით და მთავარ გმირს მე ვთამაშობდი... თავიდან "გეპეიში", ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლას ვგეგმავდი (მამა ენერგეტიკოსია), მაგრამ შემდეგ, მეგობრის რჩევით, გადაწყვეტილება შევცვალე და ხელოვნების ინსტიტუტში ჩავაბარე, რომელიც თავის დროზე ბადრი გრუზინსკიმ გახსნა... სკოლაშიც აქტ­იურად ვიყავი ღონისძიებებში ჩარ­თული. ჯგუფი გვქონდა ჩამოყალიბებული და მე დრამზე ვუკრავდი. რამდენიმე სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მუსიკა ძალიან მიყვარს. კონკრეტულ ჟანრს არასოდეს მივყვები, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო, რაც ჩავწერე, რეგია. სიმღერას "ჩემი ქვეყანა" ჰქვია.

- სულ რამდენ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- დღემდე ოცამდე ფილმში მაქვს ნათამაშები. პირველად ერეკლე ბადურაშვილის ფილმზე - "კიდევ ერთი ქართული ისტორია" მომიწია მუშაობამ, შემდეგ იყო ალეკო ცაბაძის "რენე მიდის ჰოლივუდში" და. ა.შ. უარყოფითი როლების თამაში ხშირად მიწევს. ერთადერთი გამონაკლისი და დადებითი როლი, მგონი, ზღაპარში - "ანო და ვანოს თავგადასავალი" ვითამაშე - ოჩოპინტრეს მეგობარი გახლდით.

- 20-მდე ფილმში თამაში მსახიობისთვის არ არის ცოტა. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, ბევრი მსახიობი საერთოდ ჩამოშორდა ამ პროფესიას. თან, 90-იან წლებში, თანხების უქონლობის გამო, გადაღებები ძალიან იწელებოდა. პროფესიის შეცვლაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ერეკლე ბადურაშვილის ფილმი რომ ვახსენე, რეჟისორი მასზე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. გახმოვანება კიდევ უფრო გვიან მოხდა. მქონდა ისეთი სცენები, სადაც ექვს კაცს ვახმოვანებდი. ტექსტები დაკარგული იყო, ამიტომ ვიჯექი კომპიუტერთან და პირის მოძრაობის მიხედვით ვარჩევდი, ვინ რას ამბობდა. ზოგის ფრაზები ზეპირად მახსოვდა და გახმოვანების პროცესში ესეც დამეხმარა. ამავდროულად, ათი წელი სხვა პროფესიით ვიმუშავე: 2001 წელს მუშაობა დავიწყე "თბილგაზში", ზეინკლად. ბოლო სამი წელი იქ უფროსის მოადგილე ვიყავი, მთავარი ინჟინერი. იმ დროს მამაჩემი უკვე აღარ მუშაობდა სისტემაში, ანუ ეს "ბლატებით" არ მომხდარა. მამას შეეძლო, ნებისმიერი რაიონის უფროსად დავენიშნე, მაგრამ მახსოვს, როგორ მითხრა, - თუ რამეს გინდა მიაღწიო, ნულიდან უნდა დაიწყოო და ასეც მოხდა.

- მამას რა თანამდებობა ჰქონდა?

- "თბილგაზის" გენერალური დირექტორი იყო.

- იმ ათი წლის განმავლობაში, პარალელურად, ფილმებშიც გიღებდნენ?

- დიახ, ასე იყო. ალბათ, იღბლიანი ვარ. კასტინგების შესახებ ინფორმაციას არასოდეს ვეძებ, თავად მიკავშირდებიან და როლებს მთავაზობენ.

- არც ერთ თეატრში არ მუშაობთ, არა?

- ახლა არა, მაგრამ დაახლოებით 15 წლის წინ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი.

- ამბობენ, თეატრმა იცის ნოსტალგიაო, მაგრამ მგონია, რომ კინო უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. ასეა?

- დიახ, ასეა. თეატრმა კი იცის ნოსტალგია, მაგრამ ალბათ, მონატრების განცდამ გადამიარა.

- ოდესმე, თქვენ მიერ განსახიერებული რომელიმე გმირი თუ მოგნატრებიათ?

- "ტიფლისის" პირველი სეზონიდან მეორემდე, თითქმის ერთი წელი იყო ჩემი გმირის - ქიარიმას როლის სცენების გადაღებების პაუზა. მეორე სეზონში სულ ორად ორი გადაღების დღე მქონდა. პირველ დღეს, დაკითხვის სცენა უნდა მეთამაშა. ფორმა რომ ჩავიცვი და სარკესთან დავდექი, მივხვდი, თუ როგორ მომნატრებია ქიარიმა და სარკეში ჩემს ანარეკლს ლაპარაკი დავუწყე, მადლობას ვუხდიდი. მოკლედ, ძალიან არაადეკვატური ვიყავი და თვალზე ცრემლიც კი მომადგა (იღიმის).

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
04.02.2016
გიო ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ და გისურვებ დიდ წარმატებებს!
ზვიადი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის ყვე­ლა მა­მა­კაც­ში პო­ტენ­ცი­ურ ქმარს ხე­დავს"

მსა­ხი­ო­ბი, მეტ­სა­ხე­ლად "მორ­ბე­ნა­ლი სტრი­ქო­ნი"

კულისებში გატარებული ბავშვობა და მსახიობის ყველაზე დიდი სისუსტე

შარშან, ივლისში დამამტკიცეს როლზე და ერთ თვეში უკვე მომზადებული მივედი
გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."

მიხარია, სერიალს დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა

რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი ცხოვრებიდან ჯანეტ ქერდიყოშვილი

გიორგი გოცირიძე 13 დღე კომაში იყო

დარწმუნებული ვიყავი, კარგ პროდუქტს შექმნიდნენ და ჩემი მოლოდინი გამართლდა

კვირის სიახლეები
საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თ­ვის "მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი" მე­ხი
უცხო­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი

9 კომენტარი
"ის სიცოცხლისთვის აღარც იბრძოდა..." - მაშველი პირადსა და საქმეზე, რომელიც ადამიანის გადარჩენას გვავალდებულებს
თა­ვი მყა­რად იგ­რ­ძ­ნო, ამოგ­ვ­ხე­და და რა­ტომ­ღაც, უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით ლან­ძღ­ვა დაგ­ვიწყო

7 კომენტარი
განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს"... "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"
ვისურვებდი, წელიწადის ეს დრო სადმე კარგ კურორტზე გამეტარებინა

6 კომენტარი
"ნუცა მეცოდება" - ანი ბებია საკუთარ შეცდომებსა და ბედისწერაზე
ცხოვრებას თავიდან უნდა რომ ვიწყებდე ...
0 კომენტარი
არა­მი­ან­ცის გა­ტა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და
არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და და ეგო­ნა, რომ ამ ჭო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი უვ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ

53 კომენტარი
ავტოავარიას შეწირული სამი ლამაზი სიცოცხლე
იმდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა, თბილისში რეანიმობილით ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა
3 კომენტარი
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია

10 კომენტარი
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თეთ­რი ელე­ნე - "შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა 15 კი­ლო­მეტ­რ­ზე მე­ტი გა­ი­ა­რეს ფე­ხით და "ბრო­ლის ქა­ლი" მულ­მა გა­და­მა­ლა"
ვლა­დი­მე­რის ოჯა­ხი ნა­ხირს სა­ი­თაც აძო­ვებ­და, იქით გა­ურ­ბო­და ვაჟს თვა­ლე­ბი და შეთ­ქ­მუ­ლე­ბაც მო­ეწყო!

1 კომენტარი
გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია - არანორმალური ქმედებები, სიცილი და ცეკვა
ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის

7 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

4 კომენტარი
გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

24 კომენტარი