"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"
font-large font-small
"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"
"ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა ბედისწერის არსებობაში"

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თეატრის სცენაზე თამაშობს, პოპულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. დავით ხახიძის გმირი, ზვიადი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ ამჟამად სერიალში შესვენების პერიოდი აქვს. სამაგიეროდ, დაკავებულია გოგა ხაინდრავას ფილმში, რომლის პრემიერაც ზაფხულისთვის იგეგმება. რის გამო საყვედურობენ, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, როდის მიდის რისკზე და რის გამო იბნევა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
- ...1973 წლის 2 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...არქეოლოგი. მე და მამა ხშირად ვუყურებდით გადაცემებს არქეოლოგიური კვლევების შესახებ და ალბათ, ამიტომ. ისე, მანამდე მინდოდა, თვითმფრინავის პილოტი ვყოფილიყავი, მსახიობობის სურვილი კი მოგვიანებით გამიჩნდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...აბა, რა გითხრათ? ცუდს არ აგონებენ ხოლმე ადამიანს და... ამბობენ, რომ ემოციური კაცი ვარ. მომავლის დაგეგმვა და დალაგება არ მჩვევია, ცივი გონებით გადაწყვეტილებებსაც ემოციის ფონზე ვიღებ. ხშირად მესმის, რომ პრაქტიკული ადამიანი არ ვარ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ეს იყო მაშინ, როდესაც შალვა გაწერელიასთან მოვხვდი და იმავე წელს დამამტკიცეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში - "ნუცას სკოლა". 1997 წელი იყო.
- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს შევცვლიდი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, შვილები და მეგობრები. ბედნიერი ვარ, რომ მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. მამა მსახიობი იყო და ამ სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. სკოლა რომ დავამთავრე, სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. სადიპლომოზე რომ ვმუშაობდი, იმ პერიოდში თეატრალურში გამოცდები იწყებოდა. ჰოდა, ერთი სასწავლებელი დავამთავრე და საბუთები მეორეში შევიტანე, რადგან ეკონომიკის სფეროში ჩემს თავს ვერ ვხედავდი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ჩემი ქვეყნისა და იმ ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულია, ვინც სამშობლო აქამდე მოიტანა. ხშირ შემთხვევაში ხომ, ეს ჩვენი წინაპრების თავგანწირვის ხარჯზე ხდებოდა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ცოტათი სიზარმაცე, ემოციურობა. საკუთარ თავზე მეტი უნდა ვიმუშაო, რომ საქმეში წარმატებული ვიყო.
- არ მჩვევია...
- ...წუწუნი. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, ეს მოწუწუნე კაცია.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...საჯაროდ მაქებენ. შესაძლოა, გულის სიღრმეში ეს მესიამოვნოს კიდეც, მაგრამ როდესაც გრძნობ, რომ ზედმეტი მოსდით და სიტყვები გულწრფელობას სცდება, ეს უკვე სასიამოვნო აღარ არის. მირჩევნია, ქცევით მაგრძნობინონ ან პირად საუბარში მითხრან, - ეს კარგი იყო, ეს გამოსასწორებელია და ა.შ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...არსებობს ასეთი ფრაზა: "ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრი". რა თქმა უნდა, მეც შემშლია და ბოდიშიც მომიხდია. მოღალატე ადამიანებს ვერ ვიტან! არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც აპატიებ თუ არ აპატიებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ აპატიებ, წყენა გულში აღარ უნდა დაგრჩეს. თუ ვიღაცის შეცდომა ყოველთვის გახსოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ აპატიე.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვერ ვიტყვი, რომ არ ვიმეორებ. ზოგიერთი რამ გამითვალისწინებია, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომაც დამიშვია ხოლმე. ძველი შეცდომა მაშინ მახსენდება, როცა კონკრეტულ პრობლემას, უსიამოვნებას ხელმეორედ ვეჯახები.
- ვიბნევი, როცა...
- ...მატყუებენ. შესაძლოა, იმ დროს არ ვუთხრა, რომ ყველაფერს ვხვდები, მაგრამ გავა დრო და ამას მაინც ვეტყვი. შესაძლოა, ეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმაც გავაკეთო. თუმცა, ტყუილის ხარისხს გააჩნია.
- ვიტყუები, როცა...
- ...ტყუილი ყველას გვითქვამს, მაგრამ გააჩნია, რას ვიტყუებით. არის მომენტი, როცა ტყუილის თქმა ძალიან მიჭირს და არის მომენტი, როცა მოხერხებული ვხდები.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...რადგან ახლა საქართველოში ზამთარია, ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო გოაში. ზამთარი არ მიყვარს. არ მესმის ადამიანების, ვისაც 4-5 თვე სიცივე არ ჰბეზრდებათ. თოვლი და რომანტიკა 2 კვირით კარგია, მერე მოსაბეზრებელი ხდება. მზე რომ არ ჩანს, დეპრესია მეწყება. ჩემს ხასიათზე ამინდი ძალიან მოქმედებს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ტყუილი და ღალატი უკიდურესად მაღიზიანებს. "ფეთქებადი" ხასიათიდან გამომდინარე, წონასწორობიდან მალე გამოვდივარ.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაზე ადამიანური გრძნობაა.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...ხშირად მივდივარ. რისკზე დაუფიქრებლადაც წავსულვარ. თუ შედეგს წონი, ამას რისკი აღარ ჰქვია. მე კი ვრისკავ შედეგის მიუხედავად: ან იქნება ის, რაც მინდა, ან - არა. ზოგადად, აზარტული ვარ. აზარტული ჟინი დიდი და სასიამოვნო ადრენალინია. სპორტული აზარტიც მაქვს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...არაპრაქტიკულობის გამო.
- ვუფრთხილდები...
- ...ურთიერთობებს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...სოფელს გავაშენებდი და იქ ჩემს საყვარელ ადამიანებს დავასახლებდი. ეს სოფელი როგორი იქნებოდა? - ლამაზ ბუნებას შევარჩევდი.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, ვერავინ მაიძულებს, წავიდე საკუთარი ნების წინააღმდეგ და დავხუჭო თვალი იმაზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- თავისუფლება...
- ...ეს არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა. თავისუფლება მშვიდად ფიქრია შენზე, სამშობლოზე, სამყაროზე... ვაჟა-ფშაველას აქვს ძალიან საინტერესო წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". მას ამ წერილში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები და საერთოდ, ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია.
- ბედისწერის...
- ...მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა ბედისწერის არსებობაში, მაგრამ ამ ამბებს იმ მიზეზის გამო ვერ გიამბობთ, რომ ძალიან პირადულია.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს საუკეთესო წამალი მეგობრებთან ურთიერთობაა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვფიქრობ ათას რამეზე. განმარტოება, ტყეში სიარული, თევზაობა მიყვარს, ნადირობა - ნაკლებად. მიყვარს ბუნება, იქ ფიქრისთვის მეტი დრო გაქვს. ვთვლი, რომ კარგი მეთევზე ვარ. ამ პროცესზე ვგიჟდები, ეს ჩემი ჰობია. შემიძლია, სათევზაოდ ყოველდღე ვიარო, უმეტესად - ხრამზე ვთევზაობ, რადგან სუფთა მდინარეა. თევზაობისთვის მომზადება ეს მთელი რიტუალია. ასეთ დროს ყველა ყოფითი საფიქრალი უკან გრჩება. სოფელსა და ბუნებაზე შეყვარებული კაცი ვარ. ჩემი გვარი თუშურია, ხახიძეები სოფელ აგიურთიდან ვართ. ეს სოფელი შენაქოსთან ახლოსაა.
- ვნანობ, რომ...
- ...არ მივიღე უფრო კარგი განათლება, ვიდრე შემეძლო. ვნანობ, რომ სიგარეტს ვეწევი. პროფესიული კუთხით სანანებელი არაფერი მაქვს.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...ასეთი პიროვნებები მამაჩემი და ჩემი პედაგოგი - შალვა გაწერელია იყვნენ. შალვა გაწერელიამ თეატრის სამყაროს მაზიარა... ყველა ადამიანის აზრს ვითვალისწინებ, ვისაც სამშობლო უყვარს. როგორ შეიძლება, არ დაუჯერო ილია ჭავ­ჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილს...
- ვჯიუტდები, როცა...
- ...ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით თავს მომახვიონ აზრი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ვჯიუტდები, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანები გულწრფელები არ არიან. სიჯიუტე ჩემი ხასიათის გამოკვეთილი თვისებაა.
- მე რომ პოლიტიკაში ვიყო...
- ...გულწრფელი ვიქნებოდი. გული მწყდება, პოლიტიკოსების უმრავლესობას ეს თვისება რომ არ აქვს. არადა, როგორ შეიძლება, სამშობლოსთან და შენიანებთან გულწრფელი არ იყო? ახლო წარსულში არაგულწრფელობის რამდენი მაგალითი გვაქვს, ვინ მოთვლის. რა თქმა უნდა, ისეთი პოლიტიკოსებიც არსებობენ, რომლებსაც სამშობლო უყვართ და ამას საქმით ამტკიცებენ.
- ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...როცა თბილისის "დინამო" ჩემპიონი გახდა, მე და მამა ამ თამაშს ერთად ვუყურებდით. მამაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, ქვეყნად ვინმე ჩემზე მეტად თუ უყვარდა. ამ დღეს მკითხა, - იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო. ცუდად გავხდი, საშინლად მეწყინა და მასთან დალაპარაკება აღარ მინდოდა. ბუნებრივია, მაშინ მისი ნათქვამი ვერ გავაცნობიერე. გავიდა წლები და შეგნებულ ასაკში მივხვდი, რას ნიშნავდა მამის ნათქვამი. მისი განზრახვა ალბათ, ის იყო, რომ ბავშვობიდანვე უფრო მეტი მეფიქრა სამშობლოზე.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- რაც შეიძლება მეტი სიყვარული და სითბო გამოვავლინოთ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ და ფხიზლად ვიყოთ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
21.02.2016
გაიხარე. ღმერთმა დაგლოცოს
მზია
15.02.2016
არ ვიცნობ, მაგრამ აშკარაა,რომ კარგი ადამიანია. ღმერთმა გვიმრავლოს კარგი ადამიანები.
დალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კულისებში გატარებული ბავშვობა და მსახიობის ყველაზე დიდი სისუსტე

შარშან, ივლისში დამამტკიცეს როლზე და ერთ თვეში უკვე მომზადებული მივედი
გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."

მიხარია, სერიალს დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა

რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი ცხოვრებიდან ჯანეტ ქერდიყოშვილი

გიორგი გოცირიძე 13 დღე კომაში იყო

დარწმუნებული ვიყავი, კარგ პროდუქტს შექმნიდნენ და ჩემი მოლოდინი გამართლდა

ზაალი რომ დაიბადა, ქალმა ძაძები გაიხადა

წიგნში ასახულია მოღალატე, ალკოჰო­ლიკი და მატყუარა სამი ქალის ამბავი

წყლის საყიდლად რომ ვჩერდები, იქაც კი სიმღერას მთხოვენ

კვირის სიახლეები
საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თ­ვის "მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი" მე­ხი
უცხო­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი

9 კომენტარი
"ის სიცოცხლისთვის აღარც იბრძოდა..." - მაშველი პირადსა და საქმეზე, რომელიც ადამიანის გადარჩენას გვავალდებულებს
თა­ვი მყა­რად იგ­რ­ძ­ნო, ამოგ­ვ­ხე­და და რა­ტომ­ღაც, უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით ლან­ძღ­ვა დაგ­ვიწყო

7 კომენტარი
განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს"... "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"
ვისურვებდი, წელიწადის ეს დრო სადმე კარგ კურორტზე გამეტარებინა

5 კომენტარი
"ნუცა მეცოდება" - ანი ბებია საკუთარ შეცდომებსა და ბედისწერაზე
ცხოვრებას თავიდან უნდა რომ ვიწყებდე ...
0 კომენტარი
არა­მი­ან­ცის გა­ტა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და
არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და და ეგო­ნა, რომ ამ ჭო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი უვ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ

52 კომენტარი
ავტოავარიას შეწირული სამი ლამაზი სიცოცხლე
იმდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა, თბილისში რეანიმობილით ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა
3 კომენტარი
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია

10 კომენტარი
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თეთ­რი ელე­ნე - "შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა 15 კი­ლო­მეტ­რ­ზე მე­ტი გა­ი­ა­რეს ფე­ხით და "ბრო­ლის ქა­ლი" მულ­მა გა­და­მა­ლა"
ვლა­დი­მე­რის ოჯა­ხი ნა­ხირს სა­ი­თაც აძო­ვებ­და, იქით გა­ურ­ბო­და ვაჟს თვა­ლე­ბი და შეთ­ქ­მუ­ლე­ბაც მო­ეწყო!

1 კომენტარი
გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია - არანორმალური ქმედებები, სიცილი და ცეკვა
ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის

7 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

4 კომენტარი
გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

19 კომენტარი