არის თუ არა გვანცა დარასელია ეჭვიანი და რას მოითხოვს მეუღლისგან
font-large font-small
არის თუ არა გვანცა დარასელია ეჭვიანი და რას მოითხოვს მეუღლისგან
გვანცა დარასელიას ინტუიცია, შიშები და მიზანდასახულობა

"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია. სასურველი მამაკაცის შესაბმელად ყველა ხერხს მიმართავს. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მას შეუძლია, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს. პედანტია. წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ამ ადამიანს ხშირად, პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგთა მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ასტროლოგიას, როგორც მეცნიერებას, ვაღიარებ, მაგრამ ჩემთვის დამაჯერებლობა აკლია... ერთი პერიოდი ძალიან იყო მოდაში და დღესაც, ზოგიერთი ჩემი მეგობარი მკითხავთან დადის. ამის გამო მათ ხშირად ვსაყვედურობ. არ მესმის, დროს და ფინანსებს რისთვის ხარჯავენ? არ მიყვარს, როდესაც რაიმეზე ვარ დამოკიდებული. ადამიანი საკუთარ მომავალს თავად ქმნის. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ თქვა, - მსოფლიოს ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ არსებობს ერთადერთი შიში და მას სიკვდილის შიში ჰქვია. ყველა დანარჩენი შიში კი აქედან მომდინარეობსო. მე ამ აზრს ვეწინააღმდეგები და მგონია, რომ ორი სახის შიში არსებობს: სიცოცხლის შიში და სიკვდილის შიში. სიცოცხლის შიშია, როცა გეშინია დაბრკოლებების, წინააღმდეგობების, ცუდი ამბების, სირთულეებისო. ნათიას ვეთანხმები, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, მეშინია, განვიცდი. არ ვიცი, კონკრეტულ ნაბიჯს რა მოჰყვება. როცა შვილი გყავს, სულ რაღაცის გეშინია. მგონია, რომ ეს განცდები სიცოცხლის შიშში გადის.

- "ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

- დედაჩემს აქვს საოცარი ინტუიცია. მოვლენებს წინასწარ გრძნობს და ეს თვისება ჩემშიც აღმოვაჩინე. ძალიან ადვილად შემიძლია გამოვიცნო, როცა ადამიანი იტყუება - ოღონდ, მას კარგად უნდა ვიცნობდე. უცებ ვგრძნობ ადამიანების აურას. როცა ცუდი აურა "მოდის", ვცდილობ, იქაურობას გავეცალო. ინტუიცია სხვებთან დაკავშირებით, უფრო მეტად მაქვს განვითარებული, საკუთარ თავზე - ნაკლებად. ძალიან ფრთხილი ვარ.

- "საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უფრო მეტად უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას".

- არ ვეთანხმები. რეალისტი ვარ, მეოცნებე - ნაკლებად. ვცდილობ, გადაწყვეტილებები ყოველთვის გო­ნებით მივიღო და ემოციას არ ავყვე.

- "დაწყებულ საქმეს ყოველთვის ამთავრებს".

- მართალია! მთავარია, დავიწყო და საქმეს აუცილებლად, ბოლომდე მივიყვან.

- მიზანდასახული ხარ?

- მეტ-ნაკლებად.

- 100 ქულიდან შენს მიზანდასახულობას რამდენს მიანიჭებდი?

- 70-ს.

- ასტროლოგები კი მიიჩნევენ, რომ მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეგიძლია. ასეთი ძლიერი არ ხარ?

- არა. ჩემი თავი ხშირად დამიჭერია იმაში, რომ მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეები ცოტათი მაშინებს. მიზნის მიღწევა ამორალური გზებით, ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ჩემთან წარმატება ადვილად მოვიდა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება წვალობენ და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდიან. მე გამიმართლა, თან - მგონია, რომ ეს დავიმსახურე კიდეც.

- "ინსტინქტი კარნახობს, შემოეხვიოს გარს მას, ვისი გადარჩენაც სურს".

- მართალია. მაგალითად, როცა შვილთან ერთად სადმე მივდივარ, იმ მომენტში გარემოს ვერც კი აღვიქვამ. ყურადღება მთლიანად ბავშვზე მაქვს გადატანილი. ჩემთვის უმთავრესია, ის უსაფრთხოდ იყოს. ოღონდ, პარალელურად ვცდილობ, ჩემი ზედმეტი ყურადღებით არ შევაწუხო, არ დავთრგუნო.

- "ფულის შოვნა არ უჭირს. საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს".

- კი, ეგრეა. მფლანგველი არ ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფულის შენახვა მჩვევია. ვცდილობ, თვიდან თვემდე ხარჯი გავთვალო და თანხა სწორად გადავანაწილო.

- "პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს. ხშირად ეჭვიანია".

- ტყუილია, ყოველთვის მქონდა დიდი არჩევანი და ყოველთვის მომწონდა ბიჭები, რომლებიც ინიციატივას იჩენდნენ. მორცხვი, უინიციატივო ადამიანების მიმართ ინტერესი არ მქონდა. ჩემმა მეუღლემ, შეიძლება ითქვას, მომიტაცა, მაგრამ არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

- ეჭვიანი ხარ?

- ჩემი მეუღლეა ეჭვიანი, მე - ნაკლებად. ის რომ აგვიანებს, ეჭვები არ მაწუხებს.

- მისი ეჭვიანობა შემაწუხებელია?

- სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამას თავად აცნობიერებს და წუხდება. ცდილობს, ეს გრძნობა მოთოკოს. მის ამ თვისებას მეც ანგარიშს ვუწევ. ჩვენს რეალობაში მამაკაცების უმრავლესობას ასეთი მენტალიტეტი აქვს. ერთად ყოფნა ორივეს გვიხარია და გვსიამოვნებს. მიხარია, როცა ღონისძიებებზე მეუღლესთან ერთად მეპატიჟებიან.

- "ქალი გველი, სასურველი მამაკაცის შესაბმელად, ყველა ხერხს მიმართავს".

- ასე ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, ეს არც დამჭირვებია. ადამიანებს ყოველთვის მოვწონდი და ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ. გოგონები რომ ბიჭებს აეჭვიანებენ, ორაზროვან მესიჯებს სწერენ, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. მე ყოველთვის გულწრფელობა მხიბლავდა და დღემდე ასეა.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყოველთვის მართლები არიან, რომ ყველაფერი მათი კომფორტისთვის უნდა გააკეთონ და რომლებიც არ ასრულებენ ე.წ. შავ სამუშაოს. ასეთებთან ძალიან გამბედავი ვხდები და ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. თუ მეტოქე ჩემზე სუსტია და ცდილობს, წინ გაძვრეს, ამას ვერ ავიტან. ჩემზე ძლიერს კი მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ! ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან. სკოლის ასაკიდან მოყოლებული, დღემდე, ყველა უსამართლოდ მოცემული შენიშვნა მახსოვს. თუ ოდესმე კონფლიქტში შევსულვარ, ეს უსამართლობისა და ცილისწამების გამო მომხდარა.

- "მას ეხერხება, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს".

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. ასაკით ყოველთვის ყველას უფრო დიდი ვგონივარ, ვიდრე ვარ. დემაგოგი ნამდვილად არ გახლავართ.

- პედანტი ხარ?

- ნაკლებად. არის პრინციპული საკითხები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. მაგალითად, სტუდიაში ყოველთვის ვასწორებ სტუმრის სავარძელს. არ მსიამოვნებს, როცა სტუმარი ლაპარაკის დროს პროფილში ჩანს. ის, რომ სახლში მტვერი ყოველდღე გადავწმინდო და მსგავსი რაღაცები არ მახასიათებს. ხშირად ჩემი ჩანთაც არეულია. ყოველთვის ვიცი, პირადი ნივთები სად მაქვს და რასაც გამოვიყენებ, ერთ ადგილზე ვაგდებ (და არა ვდებ).

- "რასაც ქალწულის წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია, ეს ქაოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. აქედან გამომდინარე, არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილი აქვს".

- დაგეგმვა მიყვარს. ბედნიერი ვიძინებ, როცა დღეს ისე ვატარებ, როგორც დაგეგმილი მქონდა. შეიძლება, ტირილამდე მივიდე, თუ გეგმა ჩამეშლება. ჩემგან ეს თვისება ბავშვს გამოჰყვა. ჩემი მეუღლე კი ძალიან არაპროგნოზირებადია. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. შეუძლია, დღესვე ადგეს, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება ქაოსს - ეს ძალიან მღლის.

- "მისთვის აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც, 2 კვირის შემდეგ. გაურკვევლობა ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს".

- გაურკვევლობა არ მიყვარს. არც საქმისადმი ზედაპირული მიდგომა მჩვევია. ამიტომ, ხშირად ვსვამ კითხვებს: რატომ? როგორ? ვცდილობ, ობიექტურობა დავიცვა.

- "ჩვევას, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, მის მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს".

- ეს თვისება ადრე უფრო მეტად მქონდა, ახლა ცოტა გამოვსწორდი. დავფიქრდი და მივხვდი: შეიძლება, კონკრეტული რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ თუ ჩემი სიტყვა ვერაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ ვიღაცას გულს ვატკენ, ვჩუმდები. ადამიანები ფუნდამენტალურ თვისებებს არ იცვლიან.

- "ბუნებით ლიდერი არ არის. კულისებს მიღმა სამუშაო ურჩევნია პროჟექტორების შუქსა და მქუხარე აპლოდისმენტებს".
- აპლოდისმენტებიც მიყვარს და პროჟექტორების შუქიც.

- "უმცირეს დეტალსაც კი აკვირდება, როგორც საკუთარ, ისე სხვის გარეგნობაში. მის მახვილ თვალს არასოდეს არაფერი გამოეპარება".
- ეგრეა, მაგრამ მალევე მავიწყდება.

- "წესრიგის გამძაფრებული სიყვარული, ხშირად, პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს. ის პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნია".

- ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ მომთხოვნი ვარ.

- შენ არ ეთანხმები?

- მგონია, რომ ამ მხრივ ბალანსს ვიცავ. შეიძლება, ძალიან მინდოდეს, რომ მეუღლე მთელი დღე თავს დამტრიალებდეს, მაგრამ ვიცი, ეს შეუძლებელია. როცა თავისი მეგობრის დაბადების დღეზე გვიან ღამემდე რჩება, მას გაბუტული არ ვხვდები და არ ვუსაყვედურებ, - ყურადღება რატომ მომაკელი-მეთქი?

- აბა, რატომ თვლის, რომ მომთხოვნი ხარ?

- მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. მას საამისოდ ნაკლები დრო რჩება, რაც ზოგჯერ მაღიზიანებს.

- "ხალხმრავლობას გაურბის".
- როცა სადმე მივდივარ, ვნახავ მეგობრებს, ერთ ჭიქას დავლევ, ცოტას ვისაუბრებ და ეგ არის. აი, რამდენიმე საათი უაზროდ რომ სხედან, ერთი და იმავე თემას განიხილავენ - ეს ჩემთვის ძალიან დამღლელია. ბოლო პერიოდში დროის ფასს მივხვდი.

- "ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".

- მართალია. ეს თვისება ადრეც რომ მქონოდა, გაცილებით კარგი იქნებოდა. ახლა დროს ნაკლებად ვკარგავ.


თამუნა კვინიკაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
09.04.2016
ამ გოგოს ერთი ნაკლი აქვს:რ2-ზე მუშაობს...
თამარი
29.02.2016
საყვარელი გოგო ხარ გვანცა
ნარგიზა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მანანა კოზაკოვა: "საკუთარ თავს ვბწკენდი, რომ სიცილი არ დამეწყო"

"ამის გამო ცხვირი არაერთხელ "მოვიტეხე", მაგრამ ვერ გამოვსწორდი"

"მამას ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს"

ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ვად მაქვს - წი­ნას­წარ ვგეგ­მავ, რა წა­ვი­კითხო

უნივერსალური ნივთი ყველა სიტუაციისთვის - შავი მაღალ­ქუსლიანი ფეხსაცმელია.

რა ისწავლა ცნობილი თამადების გვერდით ზურა ყიფშიძემ


"ვიბნევი, როცა თვალებში მიყურებს ის ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები"

ხინკალი, ხაჭაპური... რა გინდა, სულო და გულო, არ გამოუვიდეს

კვირის სიახლეები
მოულოდნელი პოპულარობა და პოლიტიკოსობაზე მეოცნებე "სექსსიმბოლო"
სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალს გამსგავსებენ

1 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

2 კომენტარი
 "მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული
მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში ადა მერე ამერიკაში

1 კომენტარი
5 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ყუ­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ამ­ბა­ვი
კრი­მი­ნა­ლი დამოუკიდებელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მაშ­ველ­თან, რო­მელ­მაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ცხე­და­რი იპო­ვა

სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხ­ვე­ვა 17 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში მოხ­და.
7 კომენტარი
რა ხდება ეკრანს მიღმა სოფო ნიჟარაძესა და ცირა კობიაშვილს შორის
"მე და დედა ვცდილობთ, მშვიდად ვიყოთ"

3 კომენტარი
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"

4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
დან­გ­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნი და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას იტა­ლი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი
იტა­ლი­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია

7 კომენტარი
ქმრის­თ­ვის გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პ­ლის შე­დე­გი - "სხვის­მა შვილ­მა ცხოვ­რე­ბა გა­მი­ლა­მა­ზა"
მას მე­რე, რაც ეს ხილ­ვე­ბი და­მეწყო, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცა

0 კომენტარი
"დე­დამ­თი­ლო­ბის სინ­დ­რომს" შე­წი­რუ­ლი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა...
მა­მა, რო­მელ­საც გარ­დაც­ვ­ლილ შვილ­ზე მე­ტად, "ზედ­მე­ტი ხარ­ჯი" აღელ­ვებ­და

8 კომენტარი