ნინო ბაშარულის "ის ვაჟი" - ოცნებასა და რეალობაში
font-large font-small
ნინო ბაშარულის "ის ვაჟი" - ოცნებასა და რეალობაში
ტანდემი უცნობთან და პროტესტი კლიპებში ნაჩვენებ სიშიშვლეს

მომღერალი ნინო ბაშარული კლიპის პრემიერისთვის ემზადება. სიმღერის - "ის ვაჟი" ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად გახლავთ. სულსა და გულს რომ ჩუქნიდა, ცისკრის წყალს ასმევდა და ქვეყნად არნახულ ყვავილებს ფეხთით უყრიდა - სიზმრად ნანახი ვაჟის ნაკვალევი ჯუთაში, შუაფხოში, გომბორის მთაზე და კოჯრის ტყეში ეძება. დანარჩენს მომღერალი თავად გვიამბობს.


- "ის ვაჟი" 2009 წელს დავწერე. დადარდიანებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც გვერდით დამიდგებოდა, ჩემი იმედი იქნებოდა, დარდებს გამიქარვებდა... კლიპში გუჯა ბურდული და ახალგაზრდა მსახიობი, ბექა ყულიჯანაშვილი მონაწილეობენ. გადაღებები სოფელ ჯუთადან დავიწყეთ. არც კი ვიცი, ამ სოფლის სილამაზე სიტყვებით როგორ აღგიწეროთ. საოცარი ადგილები ვნახეთ. ჯუთაში 2 დღე დავყავით. ამინდმა ხელი შეგვიწყო: დილით ისეთი ნისლი იყო, გარშემო არაფერი ჩანდა, მერე მზე ამოდიოდა, ნისლი იფანტებოდა და ჩვენ წინ ზღაპრული სილამაზე იშლებოდა. ჩვენ ჭიუხების წინ, პატარა სახლებში ვცხოვრობდით. გაიხედავდი და ერთ მთაზე ცხენები იყო მიმოფანტული, მეორეზე - ცხვრები. ჭიუხები დღის განმავლობაში ფერს რამდენჯერმე იცვლის: მზის ამოსვლისას ნაცრისფერია, მერე იისფერი ხდება... ამ სიმღერის არანჟირების ავტორი გიორგი ფხალაძე, კლიპის რეჟისორი კი ლევან ლომაშვილია. სცენარი ნინია სადღობელაშვილმა დაგვიწერა. ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი კახა შარტავა, ასევე - ლაშა იორდანაშვილი, ვახტანგ წივწივაძე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

- კლიპის სიუჟეტი როგორ ვითარდება?

- კლიპი გუჯა ბურდულის გმირის ოცნებით იწყება, ახალგაზრდობა ახსენდება. მის ცხოვრებაში იყო "ის ქალი", როგორც ქალის ცხოვრებაში იყო "ის ვაჟი". გუჯა ბურდული საოცნებო ვაჟია, ოღონდ - წლების შემდეგ, ასაკში შესული. როგორი იყო ახალგაზრდობაში? - ამ როლს მსახიობი ბექა ყულიჯანაშვილი ასრულებს, მაგრამ მისი სახე არ ჩანს. ყველა ქალს ხომ თავისი საოცნებო ვაჟი ჰყავს და არ გვინდოდა, ეს "ოცნება" ჩარჩოებში ჩაგვესვა. "ის ვაჟიც" ისე ბერდება, რომ თავის საოცნებო ქალს ვერ ხვდება. ნინიას სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება. დავდივარ და დავეძებ ვაჟს, რომელიც სიზმრებში მეზმანება. ამ კლიპში ორი ადამიანის ამბავია გაერთიანებული.

- სად ეძებდი შენს ვაჟს, რომელი ადგილები მოიარეთ?

- ჯუთა, შუაფხო, გომბორის მთა, კოჯრის ტყე. შუაფხოში ოჩიაურების ძველი, მიტოვებული სახლია, სადაც პოეტი ანა კალანდაძე ხშირად ჩადიოდა და დროის გარკვეულ პერიოდს იქ ატარებდა, ლექსებს წერდა. ამ მიტოვებული სახლის გვერდით, მისი პატრონის ნათესავები ახლაც ცხოვრობენ. ჰოდა, მათ ის ადგილიც კი გვიჩვენეს, სადაც ანა დროის დიდ ნაწილს ატარებდა. წარმოიდგინე, ამ სახლის წინ ზის ჩაფიქრებული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გუჯა ბურდული. ვუყურებდი ამ ყველასთვის სათაყვანებელ მსახიობს, მის უკან მდგარ ხის ძველ სახლს, მთებს და ამ ყველაფერს მართლა ჰქონდა ის საოცარი ძალა, რომ მოვწყვეტოდი რეალობას და ისტორიაში "გადავსახლებულიყავი". არა მგონია, ამ კადრებმა მაყურებელზე არ იმოქმედოს... შესაძლოა, ამ კლიპის ნახვის შემდეგ ვინმემ მოძველებულ აზროვნებაში "დამადანაშაულოს", მაგრამ ვთვლი, რომ კლიპი, სადაც ეროვნულობა, ტრადიციებისადმი პატივისცემაა ხაზგასმული, ე.წ. ჯინსების თაობაშიც კი მღელვარებას გამოიწვევს. ისტორიასთან დაბრუნება და შეხება, პირადად ჩემში, ყოველთვის დიდ აღტაცებას იწვევს. ის, რაც ჩვენმა წინაპარმა გამოიარა, ჩვენს გენეტიკაში მყარად დევს. შესაძლოა, გარე ძალებმა რაღაც ჩაკლან, მაგრამ შეუძლებელია, გენეტიკა ყველა ადამიანში მოკლან. დღეს ძალიან ადვილია პოპულარობა მოიპოვო. მაგალითად, თუ ილია ჭავჭავაძეს აუგად მოიხსენიებ ან საჯაროდ გაიხდი, მერე უკვე ყველას ეცოდინება, ვინ ხარ, ეს კი ძალიან არ მომწონს. ამიტომ მინდოდა, კლიპი ეროვნულ მოტივებზე გადამეღო. მიხარია, რომ ეს შევძელი. ვუყურებ სხვა კლიპებს, სადაც სიშიშვლე ჭარბი დოზითაა, აქცენტი ადამიანის სხეულზე კეთდება და არ მომწონს.

- ამის გამო კოლეგები გაგინაწყენდებიან.

- არ გამინაწყენდებიან. თუ კრიტიკას ვიმსახურებ, თავადაც გამაკრიტიკონ. მე ვიღებ რჩევებს და გაცნობიერებული მაქვს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც უნდა ვისწავლო. შესაძლოა, მასწავლებელი ბავშვიც კი იყოს. გამაკრიტიკონ და ჩემგანაც მიიღონ ეს სიტყვები. მე ეს ფორმა ჯანსაღი ურთიერთობა მგონია. ჩემი აზრი ვერ უნდა გამოვთქვა იმის გამო, რომ ვიღაცას ვაწყენინებ? რატომ უნდა დავკნინდე? ჩემი აზრები რატომ უნდა "ჩავკეტო"? საზოგადოება იმისთვისაა, რომ მსგავსი თემები გავშალოთ, ვიმსჯელოთ. ქართველებს კლიპებში უკანალების ჩვენება არ გვიხდება.

- ამ კლიპით რა გზავნილს აწვდი საზოგადოებას? შენი სათქმელი რა არის?

- ამ კლიპში მე ყველა ქალის სათქმელს ვამბობ, ტკივილი გარეთ გამომაქვს. სიყვარულისთვის დრო და სივრცე არ არსებობს. შეიძლება, გავიდეს ბევრი წელი და სიყვარულის კვალი არ წაიშალოს. ჭეშმარიტ გრძნობას დაბრკოლებები არ აჩერებს. ჯუთაში გადაღებულ კადრებში არის ერთი ეპიზოდი, როცა მთის კიდემდე მივდივარ, უკვე გადასავარდნია, მაგრამ "ის ვაჟი" რომ დამენახა, ალბათ, გადავხტებოდი კიდეც.

- გუჯა ბურდულთან მუშაობა როგორი იყო?

- ამ ადამიანთან ურთიერთობა, ბედნიერებასთან ერთად, დიდი გაკვეთილიც არის. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ, რაღაც ახალს ვსწავლობ. მინდა, სულ ვუსმინო. ხმის ისეთი ტემბრი აქვს, ვფიქრობ, რომ ცის გახსნისას, უფალი მოსეს ასეთი ხმით ელაპარაკებოდა. კლიპში გადაღება რომ შევთავაზე, უყოყმანოდ დამთანხმდა. გუჯა ბურდული ხომ ახალგაზრდობაში ბევრი გოგონას საოცნებო ვაჟი გახლდათ.

- გადაღების პროცესი რთული იყო?

- რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. გომბორზე ისე ყინავდა, ტუჩებს ვეღარ ვამოძრავებდი, თხელ კაბაში ერთიანად ვკანკალებდი.

- რეალურ ცხოვრებაში "ის ვაჟი" იპოვე?

- ბუნებრივია, ამ სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემი შინაგანი განცდების შედეგად დავწერე. მერე ისე მოხდა, რომ ზუსტად ასეთი ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა. დღეს ის ჩემი მეუღლეა - პოეტი გელა კაციტაძე. ის ჩემი სიმღერების ტექსტების ავტორი გახდა. გელა იყო ჩემი პირველი მსმენელი. კალმითა და ფურცლით ხელში დამდევდა, რაიმე რომ არ დამვიწყებოდა და იწერდა.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ერთმანეთი მეგობრის ოჯახში გავიცანით და დავმეგობრდით. მან ბევრჯერ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან, პრობლემების დაძლევაში დამეხმარა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენ შორის გაცილებით დიდი გრძნობა გაჩნდა. დედას ჩემი ხელი ძალიან სასაცილოდ სთხოვა. მოვიდა და უთხრა: ქალბატონო დალი, თქვენი შვილის ხელი მინდა გთხოვოთ. მართალია, კერძების მომზადება არ იცის და არც სახარბიელო დიასახლისია, მაგრამ მაინც მიყვარს, ყველაფერს მე ვასწავლიო. დედა ამბობდა, ამ სიტყვებით თავი შემაყვარაო. მალე ვიქორწინეთ, 1 წელიწადში კი ლაზარე გაგვიჩნდა.GzaPress

- შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ჩემი მეუღლის ტექსტზე დავწერე სიმღერა, რომელიც თბილისს ეძღვნება. გელა წლების განმავლობაში ემიგრანტი იყო და ძალიან ემოციური ტექსტი გამოუვიდა. თითქმის ყველაფერი მზად არის. სიმღერა მე და უცნობმა (გია გაჩეჩილაძემ) ერთად ჩავწერეთ.

- თქვენი ტანდემი როგორ შედგა?

- როდესაც სტუდიაში ამ სიმღერას ვწერდი, უცნობი იქ ყოფილა და ჩემი ხმა გაუგონია. ნამღერს იმდენად უმოქმედია, იქვე, იმ წუთში რეჩიტატივი დაუწერია. მერე ეს რეჩიტატივი სიმღერას "დაადეს", - ნინოს თუ მოეწონება, დავტოვოთ, თუ არა და, მერე წავშალოთო. რომ მოვუსმინე, აღვფრთოვანდი. მინდა, ეს სიმღერა თბილისს ვაჩუქო.

- კლიპს "ის ვაჟი" როდის ვიხილავთ?

- ამ კლიპის პრემიერა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში შედგება. გარდა ამისა, დაგეგმილი მაქვს, "სამეფო უბნის თეატრში" მოვაწყო საღამო და ვიდრე კლიპი დიდ ეკრანზე გავა, მანამდე ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად, "ცოცხალი" კონცერტი მექნება. ეს იქნება საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც ჩემი მეგობრები თექის ნამუშევრებს მოიტანენ, გაყიდიან და შემოსული თანხით უნარშეზღუდულ ბავშვებს დავეხმარებით.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
01.03.2016
ეს..ბაბუაა ალბათ ამ გოგოსი,თუ ვინ არი...
მაგარი ხარ ნინო,ულამაზესი...
01.03.2016
სწორია "ქართველებს კლიპებში უკანალების ჩვენება არ გვიხდება"
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ფეხმძიმედ იყო, როცა პოლიტიკაში წასვლის შეთავაზება მიიღო"


"მნიშვნელოვანია, როცა ადამიანმა ბავშვობიდანვე იცი, რა გინდა"


"ნინო კასრაძესა და მერაბ ნინიძესთან თამაში ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა"

როგორც ყველა ქართველზე, გავრცელებულმა ციხის კადრებმა ჩემზეც ცუდად იმოქმედა
"თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომაზე ვოცნებობდი"
"პესიმისტურ განწყობაზე ძალიან ცოტა ხანი ვარ. უხასიათობა არ მჩვევია",
"ერთმანეთს ლონდონში, კინო­ფესტივალზე შეხვდნენ, როდესაც თურქული ფილმების ჩვენება იყო."

კვირის სიახლეები
თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი
ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან.
0 კომენტარი
ამ­ბა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნალ თაღ­ლით­სა და მდიდ­რე­ბის "მპარ­სავ­ზე"

სა­უ­ბა­რი წი­ნაპ­რებ­ზე, რო­მელ­საც დამ­ნა­შა­ვის ალა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყ­ვა


1 კომენტარი
"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.
12 კომენტარი
ამ­ბა­ვი ლუ­კა მე­წის­ქ­ვი­ლე­ზე

"აზ­რ­ზე რო­ცა მო­ვი­და, უკუ­ნი იდ­გა ირ­გ­ვ­ლივ, რო­მე­ლიც აღა­რას­დ­როს გა­თენ­და..."


5 კომენტარი
"მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმიდან "ჰეროკრატია"?
"ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"?

6 კომენტარი
ცამეტი წლის გოგონას "ბედნიერება" და ტრაგედია...

სანამ ესეც სხვას არ გაუუბედურებია, წაიყვანე და უპატრონე, სიცოცხლის ბოლომდე შენზე ვილოცებთო...


3 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლე და სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა
"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."


15 კომენტარი
ბუთხუზა მეეზოვის გულისტკივილი
"ისეთ კარგ "დუხებს" ვისხამ, თავადაც მსიამოვნებს"

5 კომენტარი
რის­თ­ვის კვდე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი?!
ცო­ტა ხნის წინ, 40 წლის ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და მი­სი "არ­ყოფ­ნა" ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლი გა­ხა­და სიკ­ვ­დი­ლის მი­ზეზ­მა...

11 კომენტარი
ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს

3 კომენტარი