ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"
font-large font-small
ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"
"უნ­და ეცა­დო, საკ­ვებ­მა გარ­გოს, აბა, რაც არ გარ­გებს, იმით უბ­რა­ლოდ ნაყ­რ­დე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას 24 თე­ბერ­ვალს 55 წე­ლი შე­უს­რულ­და და ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღე სუფ­რას­თან, ქე­იფ­თან, გემ­რი­ელ საკ­ვებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცნო­ბი­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტი "გურ­მა­ნის" რუბ­რი­კის­თ­ვის ჩა­მე­წე­რა, თა­ნაც მი­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ცე­მებ­შიც მი­ნა­ხავს და ვი­ცი, რომ ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც კარ­გად გა­მოს­დის, პრო­დუქ­ტის ურ­თი­ერ­თ­შე­ხა­მე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­შიც ერ­კ­ვე­ვა და რჩე­ვებს ჩვენც გვაძ­ლევს. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით ვუ­ლო­ცავთ მას იუბი­ლეს.


საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა
- კარ­გი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თუ სად­მე არ მო­მე­წო­ნა, იქ მე­ო­რედ აღარც შე­ვალ. ძი­რი­თა­დად ან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი აქვთ, ან ყვე­ლა­ფე­რი - ცუ­დი, მზა­რე­ულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უგე­მუ­რი საჭ­მ­ლის არ "მწამს". უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ლა­თებს ვა­ნი­ჭებ და თვი­თო­ნაც ვამ­ზა­დებ. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ფი­ლეს მო­ხარ­შავ, და­ძიძ­გ­ნი, დიდ მწვა­ნე ვაშლს წვრი­ლად დაჭ­რი, ჩაყ­რი, ცო­ტა ბე­კო­ნი, მა­ი­ო­ნე­ზი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, პილ­პი­ლი არ უნ­და და მა­გა­რი რა­მე გა­მო­დის. ჩე­მებ­მა ამ სა­ლათას "მე­ჯიკ ზუ­რა" და­არ­ქ­ვეს (ი­ცი­ნის). კი­დევ გეტყ­ვით: კიტ­რი, სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, ოხ­რა­ხუ­ში, 1 ს/კ თაფ­ლი და ერ­თი ცა­ლი ლი­მო­ნი ჩა­წუ­რუ­ლი. სა­ლათა­ში ძმარს არას­დ­როს ვუშ­ვ­რე­ბი, რად­გან პრო­დუქტს ვი­ტა­მი­ნებს აკარ­გ­ვი­ნებს. ლი­მონ­მა რომ თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ცხელ წყალ­ში ჩაგ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ტა­მი­ნებს კარ­გავს. თუ გინ­და, რკი­ნა მი­ი­ღო, ვაშ­ლი აუცი­ლებ­ლად ლი­მონ­თან ერ­თად უნ­და მი­ირ­თ­ვა. ჩ ვი­ტა­მი­ნიც გერ­გე­ბა და რკი­ნა­საც იღებ. უნ­და ეცა­დო, საკ­ვებ­მა გარ­გოს, აბა, რაც არ გარ­გებს, იმით უბ­რა­ლოდ ნაყ­რ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სო­კო არა­ნა­ი­რად არ მიყ­ვარს, მძი­მეა კუ­ჭის­თ­ვი­საც, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტის­თ­ვი­საც და არა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლო მას­ში არ არის.

ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე წვე­ნი
- თუ ხვდე­ბი, რომ ცივ­დე­ბი, იღებ თი­თო ცალ გრე­იპ­ფ­რუტს, ფორ­თო­ხალ­სა და ლი­მონს. ჭრი და მათ­გან წვენს აკე­თებ, ერ­თ­მა­ნეთ­ში ურევ და ას­ხამ ერთ სუფ­რის კოვზ ნორ­მა­ლურ თაფლს, ჩაყ­რი ოთხი კაკ­ლის ლებ­ნებს, ერთ ცალ დაჭ­რილ კივის. ამ სითხეს სამ ნა­წი­ლად გა­ყოფ და აუცი­ლებ­ლად ჭა­მის მე­რე სვამ, კუ­ჭი და ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი რომ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს. ყო­ველ­დღი­უ­რად ამის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ენერ­გი­ას გაძ­ლევს. ვი­საც ციტ­რუს­ზე ალერ­გია აქვს, ჯო­ბია, მის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვოს და ვაშ­ლი ან მი­სი წვე­ნი მი­ირ­თ­ვას. ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვაშლს კურ­კე­ბი­ა­ნად ვჭამ, მხო­ლოდ ყუნწს ვტო­ვებ. რო­გორც ვი­ცი, ვაშ­ლის კურ­კას რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დღე­ში ორ ვაშლს თუ მი­ი­ღებ, ექი­მის გზა და­გა­ვიწყ­დე­ბაო.

კვე­ბის რე­ჟი­მი
- მსა­ხი­ობს ვერ ექ­ნე­ბა აწყო­ბი­ლი კვე­ბის რე­ჟი­მი. მით უმე­ტეს, თუ გას­ტ­როლ­ზე ხში­რად უწევს სი­ა­რუ­ლი. 7-8 სა­ათ­ზე რომ კონ­ცერ­ტი გაქვს და ათ სა­ათ­ზე ბან­კე­ტი, მე­რე გვი­ან დგე­ბი ან ხუ­თი სა­ა­თი გზა­ში ხარ, რე­ჟი­მის დაც­ვას ვერ მო­ა­ხერ­ხებ. დი­ლით, უზ­მო­ზე ხა­ჭოს ვჭამ, ესაა ჩე­მი საჭ­მე­ლი. მე­რე, შვრი­ის ფა­ფას ან წი­წი­ბუ­რას. ისეთ საჭ­მელს ვე­რი­დე­ბი, რაც და­მამ­ძი­მებს.

საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი, ინ­დუ­რი სა­ცი­ვი და ჩაი
- ხორ­ცე­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მომ­წონს, კარგ ხორცს ვერ ავარ­ჩევ. ყველს კი კარგს ავარ­ჩევ, ვხვდე­ბი, "პა­რა­შო­კი­ა" თუ არა. ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ან ყველს ვე­რი­დე­ბი. კვერცხს მო­ხარ­შულს უფ­რო ვჭამ, ვიდ­რე შემ­წ­ვარს, უფ­რო სა­სარ­გებ­ლოა. საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას თევ­ზის ჭა­მა უფ­რო მიყ­ვარს. იქ საჭ­მელს ვარ­ჩევ ხოლ­მე, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ხომ თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კუ­ლი­ნა­რია აქვს. ჩე­მი პირ­ვე­ლი გას­ტ­რო­ლი ინ­დო­ეთ­ში იყო - დე­ლი, ბომ­ბეი, კალ­კუ­ტა, 1984 წელს და იქ სა­ცი­ვი ვჭა­მე. უგემ­რი­ე­ლე­სი იყო და გა­მიკ­ვირ­და. მა­შინ მე­გო­ნა, რომ სა­ცი­ვი მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლებ­მა ვი­ცო­დით. ლო­ბი­ოც ვჭა­მე, კარ­გად შე­ნე­ლე­ბუ­ლი. იქ ჩა­ის რძით სვა­მენ და ცო­ტა და­რი­ჩინს ამა­ტე­ბენ, თა­ვი­სე­ბურ არო­მატს აძ­ლევს. ჩა­ი­ში რძე იმ მხრი­ვაა კარ­გი, რომ თუ რა­ი­მე ცუ­დი კონ­ცენ­ტ­რა­ტია, რძე თვი­თონ იღებს, ლი­მო­ნიც - ანა­ლო­გი­უ­რად. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი გა­ზი­ა­ნი სას­მ­ლის და­ლე­ვი­სას, შიგ­ნით აუცი­ლებ­ლად ლი­მონს ვა­წუ­რავ. ყვე­ლა­ზე კარ­გი, და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ჩაია.

პი­ცის წარ­მო­შო­ბის ამ­ბა­ვი
- პი­ცა, იცი, რო­გორ კეთ­დე­ბო­და თა­ვი­დან? რო­ცა იყო კა­პი­ტა­ლიზ­მი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, დე­და საჭ­მელს რომ გა­ა­კე­თებ­და, კიტრს ხომ გაფ­ც­ქ­ვ­ნი­და, პო­მი­დორს ყუნ­წის ნა­წილს ხომ აჭ­რი­და, ამას არ ყრი­და, ამ ნარ­ჩე­ნებს აგ­რო­ვებ­და, პუ­რი­დან რა ფქვი­ლი და ცო­მიც დარ­ჩე­ბო­და, იმას კი­დევ და­ათხე­ლებ­და და ამ კიტ­რის, პო­მიდ­ვ­რის, ხახ­ვის, ძეხ­ვის ნარ­ჩე­ნებს ზედ და­აყ­რი­და. ენ­რი­კემ მო­მიყ­ვა, მექ­სი­კელ­მა მზა­რე­ულ­მა, აქ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და. საჭ­მ­ლის კე­თე­ბი­სას ისიც არა­ფერს ყრი­და და იმ ნარ­ჩე­ნე­ბის­გან კი­დევ რა­ღა­ცას აკე­თებ­და.

ქარ­თუ­ლი სუფ­რის ავ-კარ­გი და "ტრი­პა­ჩი" თა­მა­დე­ბი

- სა­ერ­თოდ, სუფ­რა­ზე რომ მივ­დი­ვარ, არ მიყ­ვარს რია-რია, თა­მა­და რომ ყო­ველ წუთს ფეხ­ზე მა­ყე­ნებს სადღეგ­რ­ძე­ლოს დროს. ასე­თი ად­გი­ლე­ბი­დან ბევ­რ­ჯერ "გა­მოვ­პა­რულ­ვარ". ადა­მი­ა­ნი სუფ­რას­თან უნ­და ის­ვე­ნებ­დეს და თუ თა­მა­დამ თა­ვი­სი უაზ­რო ლა­პა­რა­კით დამ­ღა­ლა, და­ლე­ვაც აღარ მინ­დე­ბა, ცო­ტა ხან­ში ბო­დიშს მო­ვუხ­დი და გავ­დი­ვარ. ზო­გი ლა­მაზ ქალ­თან "ტრი­პა­ჩობს", - აი, რო­გო­რი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლი და დიქ­ტა­ტო­რი ვა­რო. სუფ­რა, ქე­ი­ფი გან­ტ­ვირ­თ­ვის­თ­ვი­საა მო­გო­ნი­ლი. იმი­ტომ მიყ­ვარს, ერ­თი ჭკუ­ის 3-4 ადა­მი­ა­ნის დას­ხ­დო­მა. დღეს ადა­მი­ა­ნებს ვე­რაფ­რით გა­აკ­ვირ­ვებ, ერ­თის გარ­და - მე შენ მო­გე­ცი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­აკ­ვირ­ვებ. ბავ­შ­ვო­ბი­დან რა­საც ვის­მენ, იგი­ვე რომ მითხ­რა, თან უაზ­როდ, ამით ვერ გა­მაკ­ვირ­ვებ.

სა­ქე­ი­ფო სიმ­ღე­რე­ბი უც­ნა­უ­რი ტექ­ს­ტე­ბით
- ჩვე­ნი სუფ­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად იცი, რა მიკ­ვირს? შე­იძ­ლე­ბა, ორი სა­ა­თი ვი­ქე­ი­ფოთ და სა­მი სა­ა­თი ერ­თ­მა­ნეთს ვა­ცი­ლებ­დეთ, ვერ მო­ა­ბა თა­ვი, რომ მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და გა­ა­ცი­ლო. სიმ­ღე­რა რომ გვაქვს - ქე­იფს ვიწყებ დი­ლი­დან. დი­ლი­დან რომ ქე­იფს და­იწყებს კა­ცი, იმან რა საქ­მე უნ­და გა­გი­კე­თოს? კი­დევ, უყუ­რე - მტრის ჯი­ნა­ზე ვი­ლო­თა­ვებ დღე და ღა­მე. მტრის ჯი­ნა­ზე რა­ტომ უნ­და ილო­თაო? ან ეს - დო­ქის ტუ­ჩი მირ­ჩევ­ნია ქა­ლი­სას. აი, რა­ტომ უნ­და გერ­ჩივ­ნოს? ყვე­ლა­ფე­რი ღვი­ნო­ზეა აწყო­ბი­ლი, რაც ხა­სი­ათ­ში გვაქვს ქარ­თ­ვე­ლებს. ბუ­ნე­ბა­ში გა­ვალთ, დავ­ს­ხ­დე­ბით, დავ­ლევთ, სამ­შობ­ლოს, უფ­ლის, წი­ნაპ­რე­ბის, მი­წა-წყლის სადღეგ­რ­ძე­ლო­ებს შევ­ს­ვამთ, უფ­ლის­გან და­ლოც­ვი­ლი მი­წა რომ ვართ, აღ­ვ­ნიშ­ნავთ და ბო­ლოს, ასე­თი იცი, რას გა­ა­კე­თებს? იმ ნა­გავს იქ და­ტო­ვებს და პირ­ვე­ლი­ვე ხეს­თან მო­შარ­დავს. ამას ყვე­ლა არ აკე­თებს, მაგ­რამ 80% მა­ინც... ბუ­ნე­ბას და­გი­ლო­ცავს და ბო­ლოს... ად­რე მარ­თ­ლა ქე­ი­ფობ­დ­ნენ, ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი. მა­მა­ჩე­მის დრო მახ­სოვს, ქე­ი­ფი ის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, სა­დაც კა­ცე­ბი ის­ვე­ნებ­დ­ნენ. ახ­ლა სვა­მენ, ლო­თო­ბენ. ერ­თე­უ­ლებს შე­მორ­ჩა ქე­ი­ფის კულ­ტუ­რა.

ილუ­ზი­ო­ნის­ტის 55 წლის იუბი­ლე
- დი­დი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის გა­დახ­და არ მიყ­ვარს, სულ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში რომ ხარ და ყვე­ლა­ფე­რი შენ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­კარ­გავს, და­ძა­ბუ­ლი ვარ... სა­მი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ბი­ჭის­გან ორი - სე­სი­ლი და ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ე­ბი, ქა­ლიშ­ვი­ლის­გან - ნი­კა კუპ­რა­ვიშ­ვი­ლი. კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, საყ­ვარ­ლე­ბი, მოს­წონთ, რო­ცა ფო­კუ­სებს ვუ­ტა­რებ. ერ­თხელ ჩემ­მა ამ­ხა­ნაგ­მა იხუმ­რა, იმ­დე­ნად კარ­გე­ბი არი­ან, თა­ვი­დან­ვე რომ შვი­ლიშ­ვი­ლი ჩნდე­ბო­დეს, მა­გა­რი იქ­ნე­ბო­დაო (ი­ცი­ნის).

თამ­თა და­დე­შე­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სიმღერას არა პროფესიად, არამედ ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნევდი

"ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს"

"არა მარტო მანქანებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც კი უჭირთ გადაადგილება"

"საკ­მა­ოდ კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ და გემ­რი­ელ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ"

"მივიღოთ კანონი, რომ მუსიკის გარკვეულ სიხშირეზე ხმამაღლა დაკვრა აიკრძალოს"

კვირის სიახლეები
თემურ ცაგურია: "ზვიად გამსახურდიასთან ერთად მეცხვარეების სუფრაზე დაახლოებით ვოცდაათჯერ მოვილხინე"
როგორ დაიწერა ლექსი და სიმღერა - "მივალ მივყვები, თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა..."

1 კომენტარი
 ბერა: "მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ"

"პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"


1 კომენტარი
"გააჩერეთ, მომაჯდა!" - უროლოგის ხუმრობები
ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რო­მელიც 3 წელია, კლინიკაში ურო­ლოგად მუშაობს

3 კომენტარი
კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი

ილია ჭავჭავაძის ნათლულის პარიზული ყოფა

0 კომენტარი
"ფეთქებადი" ხასიათი მაქვს - ვინ ეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში "მის საქართველოს"
"მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, რომ სილამაზის კონკურში მიმეღო მონაწილეობა"

3 კომენტარი
იურისტისთვის მიუღებელი შეკითხვა და ის, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება

"კომპრომისების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია"

2 კომენტარი
"ჩემზე ამბობენ, გეიაო" - გიორგი მარშანია შეყვარებულს დაშორდა
"ვცდილობ, წყენა, გაბრაზება გულში არასდროს ჩავიდო და უარყოფითი განწყობები არ მქონდეს"
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
მილიონერზე გათხოვილი ალალი ქუთაისელი...
ქუთაისელმა მზიამ იტალიიდან დამირეკა:
1 კომენტარი
სო­ხუ­მუ­რი ყა­ვის და­უ­ვიწყა­რი გე­მო, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლებ­სა და აფხა­ზებს ერ­თ­ნა­ი­რად ენატ­რე­ბათ
მე­გო­ნა, მე­გობ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო...

0 კომენტარი
ამ­ბა­ვი ლუ­კა მე­წის­ქ­ვი­ლე­ზე

"აზ­რ­ზე რო­ცა მო­ვი­და, უკუ­ნი იდ­გა ირ­გ­ვ­ლივ, რო­მე­ლიც აღა­რას­დ­როს გა­თენ­და..."


1 კომენტარი
უცნაური შურისძიება...
ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა

0 კომენტარი