ცნობილი დედები და მამები...
font-large font-small
ცნობილი დედები და მამები...
შემთხვევითი არ არის, რომ გაზაფხულის პირველ თვეს ქალბატონების თვეს უწოდებენ

დღეს გაზაფხულის მესამე დღეა... გაზაფხული ხომ სიახლესთან, სითბოსთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან ასოცირდება. შემთხვევითი არ არის, რომ გაზაფხულის პირველ თვეს ქალბატონების თვეს უწოდებენ და ჭირვეული ხასიათითაც ხომ მარტს გვადარებენ. უკვე 25 წელია, საქართველოში დედის დღეს სწორედ ამ თვეში აღვნიშნავთ. დედაშვილობა ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი ერთდროულად, რთულიც არის და ადვილიც. რთულია სრულად გადმოსცე ის განცდა, რასაც სიტყვა "დედაშვილობა" იტევს.
დედის დღე საქართველოში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

"პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი"
ლელა მებურიშვილი:

- დედაშვილობაში ყველა დღე მნიშვნელოვანია. თარიღი კიდევ ერთი დამატებით მიზეზია იმისთვის, რომ მშობელი ასიამოვნო. როცა შენ თავად ხდები დედა, მერე უფრო მეტად აანალიზებ, შვილი რა საოცრებაა, რამდენად მნიშვნელოვანია. ალექსანდრეს დაბადების შემდეგ დედაჩემი ასმაგად დავაფასე; სრულად აღვიქვი, დედაშვილობა რა დონის სიყვარულია.
- როდესაც ალექსანდრე პირველად დაინახე, შეგიძლია, იმ წუთის ემოცია გადმოსცე?
- ძალიან რთულია, არ ვიცი, მაშინდელი ემოცია როგორ აღვწერო. ბევრი ადამიანისგან მსმენია: თავდაპირველად გამიჭირდა გააზრება და გაცნობიერება იმის, რომ შვილი გავაჩინეო. მე მსგავსი განცდა არ მქონია. პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი. იყო დედა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბუნებრივია, სიტყვა "დედაშვილობა" და განცდა, რომელსაც ეს სიტყვა იტევს, უბრალო რამ არასდროს მეგონა, მაგრამ აღმოვაჩინე, ვიდრე საკუთარ შვილს არ დაინახავ, ამ სიღრმეს ბოლომდე მაინც ვერ იგებ.
- დედობამ პიროვნულად შეგცვალა?
- გარკვეულწილად შემცვალა. შეუძლებელიც კი შეგიძლია გააკეთო, როცა ეს შენი შვილისთვის არის საჭირო. არ არსებობს დაბრკოლება. ყველაფრისთვის მზად ხარ!
- საკუთარ თავს, როგორც დედას, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ?
- ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გიჟი დედა ვარ. სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ყოველი წუთი ალექსანდრეზე ფიქრით არის მოცული. ვჩქარობ, შინ მალე დავბრუნდე და ვნატრობ, როდის გაიზრდება, რომ მერე სულ ჩემთან ერთად იყოს. მასთან ყოფნა კი მართლა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- დედას 3 მარტს როგორ მიულოცავ?
- საჩუქარი უკვე შევიძინე. ვიცოდი, რაც უნდოდა და ახლა ამ დღის დადგომას ველოდები, რომ გავახარო.

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა და ვაჟკაცურად გაუძლეს..."
ზურა ხაჩიძე:

- ბავშვობაში დედის დღეს ბებიას ვულოცავდი, რადგან დედა 14 წლის ასაკში გავიცანი. სკოლაში დამრიგებელი კონვერტებს გვამზადებინებდა, ბარათებს ვწერდით და ქალბატონებს 8 მარტს ვულოცავდით.
- შენი და დედის გაცნობა როგორ მოხდა? წარმომიდგენია, ეს რამდენად ემოციური შეხვედრა იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, ჩვენი გაცნობა ძალიან ემოციური იყო. ჩემმა მეგობარმა ისე დაგეგმა, არაფერი ვიცოდი. მითხრა, ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ თბილისიდან და მინდა, მათთან წაგიყვანოო. ეს ამბავი ბორჯომში ხდებოდა. რადგან მთხოვა, გავყევი. დედა თბილისში ცხოვრობდა და ბორჯომში ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოდიოდა. სრულიად მოულოდნელად, ფაქტის წინაშე დავდექი - ეს დედაშენიაო, - მითხრა მეგობარმა. რომ დავინახე, ვიცანი. ფოტოებით მყავდა ნანახი. მაშინდელი ემოცია, როგორ აღვწერო, არც კი ვიცი. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, თან გამიხარდა. მერე ჩვენ შორის ურთიერთობა აღდგა.
- დედას ფოტოებიდან იცნობდი და მის ნახვას არ ითხოვდი?
- არა. შესაძლოა, ეს შინაგანი პროტესტიც იყო. სამწუხაროდ, დედა 2005 წელს გარდაიცვალა. მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ დამცალდა.
- დედის დღეს მეუღლეს როგორ ულოცავ?
- მე და ანასტასია ყვავილებით ვულოცავთ. ანასტასია წერილებსაც სწერს. ახლა ბაკურიანშია და რადგან 3 მარტს თბილისში არ იქნება, უკვე მიულოცა, წასვლისას ბარათი დაუტოვა. წერს, როგორ უყვარს და ბევრ ლამაზ სიტყვას "ჩუქნის". ამ ბავშვს მილოცვის ეს ფორმა ტრადიციად აქვს. სხვათა შორის, "ქუჩის ბიჭებმა" დედის დღეს მივუძღვენით კონცერტი სპორტის სასახლეში, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა და რომლის შესახებაც ბევრი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ეს იყო ბიჭების საჩუქარი დედებისადმი.
- რას ეტყვი ქალბატონებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?
- ხათუნა ფანტასტიკური დედაა. მინდა, მივულოცო ეს დღე და წარმატება, კეთილდღეობა, შვილებთან ერთად გახარება ვუსურვო. ხათუნასთან ერთად, დედის დღეს ყველა დედას ვულოცავ!
ამაყი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, ქართველი ქალები რომ ასეთი ძლიერები არიან. მათ მხრებზე ბევრმა განსაცდელმა, ტკივილმა, სიმძიმემ გადაიარა და ვაჟკაცურად გაუძლეს, რაც დასაფასებელია. მე მსოფლიოში პირველ ადგილზე ქართველ დედას ვაყენებ.

"შვილი ტერორში არ უნდა გყავდეს"
ნინი ბადურაშვილი:

- რომ გითხრა, ოჯახში 3 მარტ­ის აღნიშვნასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ტრადიცია გვაქვს-მეთქი, ასე არ არის, სუფრას არ ვშლით. დედას და ბებიებს ყვავილებს ვჩუქნი. როდესაც ქალი დედა ხდება და შვილს პირველად ხედავს, მგონია, რომ იმწუთას მის ფსიქიკაში გადატრიალება ხდება; სხვა გრძნობა შემოდის, რომელიც იმდენად მძაფრია, იმდენად დიდი და ღრმაა, სიტყვებით ვერ აიხსნება. შედარებაც კი არ ღირს იმ გრძნობებთან, რაც მანამდე განგიცდია. ქალს დედობა ცვლის!
- როგორი დედა ხარ?
- გიჟი დედების კატეგორიას არ განვეკუთვნები. ისეთ რამეს, რაც სანერვიულო არ არის, ზედმეტად რომ განიცდიან, მსგავსი რამ არ მჩვევია. ზედმეტად ემოციური არ ვარ და შესაბამისად, ყველანაირ მოვლენას ადეკვატურად ვხვდები. ადრე არ მესმოდა, რატომ შეიძლება ინერვიულოს დედამ იმის გამო, რომ მისი შვილი ცუდად ჭამს, მაგრამ ვინაიდან ახლა მეც მსგავსი პრობლემა მაქვს, უკვე ვხვდები, სხვები რატომაც ნერვიულობდნენ. დედაშვილობა უხილავი კავშირია, მხოლოდ დედასა და შვილს შორის გაბმული "ძაფებია". ისეთი დედა ნამდვილად არ ვარ, შვილს სხვას რომ არ დააჭერინებენ ხელში, პედანტიზმის მწვერვალზე რომ არიან და უმნიშვნელო დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევენ. შესაძლოა, ეს კარგია, მაგრამ ასეთი არ ვარ.
- ელენე რომ გაიზრდება, მასთან მეგობრული ურთიერთობა გექნება თუ მკაცრი დედა იქნები?
- ჩემი აზრით, შვილთან ურთიერთობის იდეალური ვარიანტი თან მეგობრობა და თან, რიდის ქონაა. რაც უნდა მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბო, შვილს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ მე მისთვის პირველ რიგში, ვიქნები დედა და მთლად მეგობარივით არ უნდა მომექცეს, ზღვარი უნდა არსებობდეს, შვილმა ანგარიში უნდა გაგიწიოს და რაღაცები დაგიჯეროს. არ ვთვლი, რომ კარგია, როცა მშობლები რადიკალურად ერევიან შვილების ცხოვრებაში, მათ გადაწყვეტილებებში. არ მიყვარს, როცა დედები ვაჟებს აიძულებენ, თავიანთ რჩეულზე უარი თქვან, მიუხედავად იმისა, რომ ის გოგონა ცუდი სულაც არ არის. არ მომწონს ბიჭები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში დედებს ემორჩილებიან. მინდა, ელენე იყოს დამოუკიდებელი პიროვნება და ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ მოისმინოს ჩემი რჩევებიც, ნათქვამი გაიაზროს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.
- თავად როგორი შვილი ხარ?
- რჩევებს ვისმენ და ვითვალისწინებ. ეკა ჩემს ცხოვრებაში უხეშად არასდროს ჩარეულა. იყო მომენტები, როცა მკაცრად მეუბნებოდა, - ეს ასე არ უნდა იყოსო, მაგრამ ბავშვობიდან იმდენად ჯიუტი და დამოუკიდებელი ვიყავი, რაც მე მინდოდა, იმას ვაკეთებდი. მინდა, ელენეც დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. შვილი ტერორში არ უნდა გყავდეს, მას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.
- როდესაც ელენე მამას მიჰყავს, მის გარეშე გაჩერება გიჭირს?
- რა თქმა უნდა, მენატრება. ადვილი არ არის, მაგრამ თან მიხარია, რომ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, ბებია-ბაბუასთან. არ ყოფილა შემთხვევა, ჩემთან განშორების გამო ეტიროს, სტრესი ჰქონოდეს. მომწონს, რომ კომუნიკაცია შეუძლია, ბევრ ადამიანთან ურთიერთობს.

კარგად ნასწავლი გაკვეთილი
დათო ქაცარავა:

- მარტის დღესასწაულებს ქალბატონებს ყოველთვის ყვავილებით ვულოცავ. მას მერე, რაც ბავშვები წამოიზარდნენ, თავად უწყობენ დედას სიურპრიზებს, უხატავენ ფურცლებზე და ა.შ. ვფიქრობ, ამ დღეს ქალისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი ყვავილებია. ჩვენი ოჯახის ყველა მანდილოსანს ეს დღე და ყვავილებიც ძალიან უყვართ. ქალებს 8 მარტსაც ძველებურად ვულოცავ. ვაკვირდები და ქალბატონების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მოლოდინი იმისა, რომ მივულოცავთ. ჰოდა, მამაკაცებს არ გვაქვს უფლება, მათ იმედები გავუცრუოთ.
- ბავშვობაში დედას დედის დღეს და 8 მარტს როგორ ულოცავდი?
- მამა ყვავილების საყიდლად ფულს ყოველთვის მაძლევდა. ამ მხრივ, ის მაგალითის მომცემი იყო. ზოგჯერ მომყვებოდა და თაიგულს ერთად ვარჩევდით. ამ დღეს კლასელ გოგონებსაც ვულოცავდი.
- რას ურჩევ ბიჭებს, როგორ მოექცნენ დედებს?
- ყველას ვურჩევ, მშობლების მიმართ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატარონ. დედა და მამა არიან ადამიანები, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვართ და ეს სიყვარული უანგაროა. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, გავახაროთ ჩვენი საქმეებით და წარმატებებით. ყოველთვის უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. ბიჭი ოჯახში სწავლობს ქალისადმი დამოკიდებულებას, ამაში კი ლომის წილს მამა ასრულებს, ეს მისი ფუნქციაა. მე მამისგან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის - ქალისადმი დამოკიდებულებაც. საქციელი უფრო კარგი მაგალითია, ვიდრე სიტყვები. თუ მამა ბიჭს ქალისადმი პატივისცემას სიტყვით ასწავლის და შვილი მამის ქცევებში სრულიად საპირისპიროს ხედავს, ბუნებრივია, ასეთი მამის სიტყვები მისთვის დამაჯერებელი ვერ იქნება. მამა ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა. ეს "გაკვეთილი" კარგად ვისწავლე და ახლა ვცდილობ, თავად ვიყო ჩემი შვილისთვის სამაგალითო.

"მე ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი დედა ხარ"
მარიამ როინიშვილი:

- ჩემს ბავშვობაში, ყოველ 3 და 8 მარტს, მე და კოკო სახლიდან მამასთან ერთად გავდიოდით, ვყიდულობდით ყვავილებს და ჩვენი ოჯახის ყველა ქალბატონს სიხარულით ვჩუქნიდით. გარდა ამისა, დედას ვწერდით წერილებს, სკოლაში ნასწავლ ლექსებს ვკითხულობდით და ასე ვახარებდით. ამ წერილებით ვუხსნიდით სიყვარულს. ეს რიტუალი თუ ტრადიცია ჩვენს ოჯახში დღემდე გრძელდება და ძალიან მიხარია. დედები იმდენად ძვირფასები არიან, 1 და 2 დღე ფორმალურადაც კი ძალიან ცოტაა. მგონია, რომ ყოველი დღე დედისაა. დედაშვილობა ხომ ენით აღუწერელი სიყვარულია. როცა დედა თავად გავხდი, ეს მერე მეტად გავაცნობიერე. შენს შვილში ერთგვარად, საკუთარ თავსაც კი ხედავ.
- ელენე დედის დღეს როგორ გილოცავს?
- არასდროს დამავიწყდება პირველი 3 მარტის დღესასწაული, მას შემდეგ, რაც ელენე გავაჩინე. დედამ მოიფიქრა (ელენე მაშინ სულ რაღაც, 5 თვის იყო) და წერილთან ერთად, ჩემი შვილის ხელის მტევნის ანაბეჭდი მაჩუქა. ორივემ ასე მომილოცა 3 მარტი. ახლა ელენე ყვავილებს მჩუქნის, მომავალში არ ვიცი, ფანტაზიას როგორ განავითარებს. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვიაზრებ, დედობა რამხელა პასუხისმგებლობაა; როგორი სირთულეების გადალახვა უწევდა დედას ჩემი და კოკოს აღზრდისას. ვიდრე თავად არ გახდები მშობელი, ვერ გაიგებ, რატომ ნერვიულობს დედა, რატომ განიცდის მძაფრად ყველაფერს. მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი დედა მყავს. შეიძლება ითქვას, ჩემთვის დედობა თითქოს მარტივია. მე ვიცი, მომავალში როგორი დედა უნდა ვიყო, რადგან მაგალითს თამრიკოსგან ვიღებ.
- ემოციური დედა ხარ?
- კი, მაგრამ ზედმეტ ემოციებს ვთოკავ. ძალიან ძნელია ემოცია აკონტროლო მაშინ, როცა საქმე შენს შვილს ეხება.
- დღეს დედის დღეა, თამრიკოს წერილს ახლა რომ უწერდე, რას ეტყოდი?
"დედა!
მე შენ ძალიან მიყვარხარ!!! პირველ რიგში, უფალს შევთხოვ ჯანმრთელი იყო. შენ ჩემგან და კოკოსგან სიყვარული არასდროს მოგაკლდება. ამიტომ მხნეობას გისურვებ! მინდა, ჩვენს იმედად, დიდხანს იცოცხლო და ბედნიერი იყო. მე ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი დედა ხარ".


თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
09.03.2016
ბადურაშვილო, მერამდენედ ატყუებ საზოგადოებას, მთელი შენი ოჯახი სხვისი ოჯახების ცრემლებზე დგას, სხვისი შვილები არასოდეს შეგცოდებია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის ყვე­ლა მა­მა­კაც­ში პო­ტენ­ცი­ურ ქმარს ხე­დავს"

მსა­ხი­ო­ბი, მეტ­სა­ხე­ლად "მორ­ბე­ნა­ლი სტრი­ქო­ნი"

კულისებში გატარებული ბავშვობა და მსახიობის ყველაზე დიდი სისუსტე

შარშან, ივლისში დამამტკიცეს როლზე და ერთ თვეში უკვე მომზადებული მივედი
გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."

მიხარია, სერიალს დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა

რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი ცხოვრებიდან ჯანეტ ქერდიყოშვილი

გიორგი გოცირიძე 13 დღე კომაში იყო

დარწმუნებული ვიყავი, კარგ პროდუქტს შექმნიდნენ და ჩემი მოლოდინი გამართლდა

ზაალი რომ დაიბადა, ქალმა ძაძები გაიხადა

კვირის სიახლეები
საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თ­ვის "მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი" მე­ხი
უცხო­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი

9 კომენტარი
"ის სიცოცხლისთვის აღარც იბრძოდა..." - მაშველი პირადსა და საქმეზე, რომელიც ადამიანის გადარჩენას გვავალდებულებს
თა­ვი მყა­რად იგ­რ­ძ­ნო, ამოგ­ვ­ხე­და და რა­ტომ­ღაც, უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით ლან­ძღ­ვა დაგ­ვიწყო

7 კომენტარი
განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს"... "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"
ვისურვებდი, წელიწადის ეს დრო სადმე კარგ კურორტზე გამეტარებინა

6 კომენტარი
"ნუცა მეცოდება" - ანი ბებია საკუთარ შეცდომებსა და ბედისწერაზე
ცხოვრებას თავიდან უნდა რომ ვიწყებდე ...
0 კომენტარი
არა­მი­ან­ცის გა­ტა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და
არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და და ეგო­ნა, რომ ამ ჭო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი უვ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ

53 კომენტარი
ავტოავარიას შეწირული სამი ლამაზი სიცოცხლე
იმდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა, თბილისში რეანიმობილით ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა
3 კომენტარი
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია

10 კომენტარი
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თეთ­რი ელე­ნე - "შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა 15 კი­ლო­მეტ­რ­ზე მე­ტი გა­ი­ა­რეს ფე­ხით და "ბრო­ლის ქა­ლი" მულ­მა გა­და­მა­ლა"
ვლა­დი­მე­რის ოჯა­ხი ნა­ხირს სა­ი­თაც აძო­ვებ­და, იქით გა­ურ­ბო­და ვაჟს თვა­ლე­ბი და შეთ­ქ­მუ­ლე­ბაც მო­ეწყო!

1 კომენტარი
გზა, საიდან დაბრუნებაც ძნელია - არანორმალური ქმედებები, სიცილი და ცეკვა
ადამიანი კლუბში არ მიდის, თუ მომხმარებელი არ არის

7 კომენტარი
რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული
მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

4 კომენტარი
გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

22 კომენტარი