"საკუთარ თავს ვუჩქმეტ ხოლმე და მაშინვე მეტირება" - ვინ არის გოგონა, რომელსაც მსახიობობა უადვილდება
font-large font-small
"საკუთარ თავს ვუჩქმეტ ხოლმე და მაშინვე მეტირება" - ვინ არის გოგონა, რომელსაც მსახიობობა უადვილდება
"მსახიობობა არ მინდა, რადგან ვიცი, ხანდახან ცუდ კინოებში გადამიღებენ"

სერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" განახლდა. სიუჟეტის მიხედვით, ცოტნე ცოტაშვილი, რომელიც საქართველოდან გაქცეული იყო, შვილის გამო, კვლავ თბილისში დაბრუნდა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას შემდეგი სერიებიდან შევიტყობთ, ჩვენ კი ცოტნე ცოტაშვილის ქალიშვილის როლის შემსრულებელი, 7 წლის ლიზი მარღანია უნდა გაგაცნოთ. ის პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, მაია სტეფნაძის ქალიშვილი გახლავთ.

- ლიზი, ამ სერიალში როგორ მოხვდი?
- დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ კასტინგი ტარდებოდა. მანამდე ცოტნეს (მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. - ავტ.) არ ვიცნობდი. კასტინგზე ვნახე და გავუცინე. მაშინ მივხვდი, რომ ამ სერიალში თამაში ძალიან მინდოდა. რთული დავალება არავის მოუცია და რაც დამავალეს, ყველაფერი ადვილად გავაკეთე. რეჟისორმა მითხრა, - კარგი გოგო ხარო. თან, ჩემი სახელიც მოეწონა. მითხრა: ლიზი ლამაზი სახელია და სერიალში სხვა სახელს არ დაგარქმევო.

- ცოტნესა და თიკას შვილობაც ადვილია? შენი დედიკო ხომ მაიაა და იქ სხვა დედა რომ გყავს, ამას როგორ ეგუები?

- ორივე ისეთი თბილია, ისე მეფერებიან, რომ თავიდანვე ძალიან მომეწონენ. ამიტომ, მათი შვილობაც ადვილია.

- ცოტნეს ისე ეფერები, ადამიანს ეგონება, რომ მართლა შენი მამიკოა.

- მართლა ძალიან მიყვარს და იმიტომ! თბილი ადამიანია, სულ მეფერება და მკოცნის.

- ყველაზე მეტად, რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდა?

- რატომღაც, ყველაზე ადვილად ის სცენა ვითამაშე, როცა მომიტაცეს. საერთოდ არ გამჭირვებია და არც შემშინებია. ძნელი კი ის იყო, ცოტნემ რომ სახლიდან გამომაპარა და პიჟამათი კიბეზე ჩამოვდიოდი. ის კიბე ცივი იყო, მე კი ჩუსტისა და პიჟამას გარდა არაფერი მეცვა. ისე ციოდა, რომ ხელები გამეყინა და ვეღარ ვშლიდი. მაშინ იმ კიბიდან ცოტნე ჩავარდა, ვითომ ფეხი მოიტეხა, მე კი მართლა შემეშინდა და ცოტა ვიტირე კიდეც.

- ვიცი, რომ გადაღებები საკმაოდ დამღლელია. შენ არ იღლები?

- ხანდახან მეც ვიღლები (იღიმის).

- გადაღებების დროს რომ გეუბნებიან, იტირეო, ამას როგორ ახერხებ?

- ტირილი ადვილი არ არის. მოგიყვებით, როგორ ვტირი ხოლმე. თავიდან დედამ ხახვი წამოიღო, თვალებთან წამისვა და ასე ვიტირე, მაგრამ მერე ხახვი აღარ დამჭირვებია. საკუთარ თავს ვუჩქმეტ ხოლმე და მაშინვე მეტირება.

- შენ ალბათ, მსახიობობა გინდა.

- არა, მოდელობაზე ვოცნებობ. ადრე პოლიციელობა მინდოდა, რადგან მათი ფორმა მომწონს, მაგრამ გადავიფიქრე. ან იყოს: მოდელიც ვიქნები და პოლიციელიც. მსახიობობა არ მინდა, რადგან ვიცი, ხანდახან ცუდ კინოებში გადამიღებენ. მე კიდევ, ცუდი როლების შესრულება არ მინდა.

- ახლა სერიალში თამაშის გარდა, კიდევ რითი ხარ დაკავებული?

- თანამედროვე ცეკვებსა და სიმღერაზე დავდივარ. ადრე სხვაგან დავდიოდი. იქ ბევრი სიმღერა ვისწავლე და კლიპიც გადამიღეს, მაგრამ ნელ ცეკვებს გვასწავლიდნენ, მე კიდევ, სწრაფი ცეკვები მომწონს. ახლა რომელ სტუდიაშიც ვარ, იქ სწრაფ ცეკვებს გვასწავლიან. გიგა კუხიანიძე დედას მეგობარია და შესთავაზა, ლიზი ჩემთან ატარეო. დედამაც მიმიყვანა.
მაია სტეფნაძე:
- გიგა მართლა ჩემი მეგობარია და თვითონ შემომთავაზა, რომ ლიზის მასთან უფასოდ ესწავლა ცეკვა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ლიზი ძალიან მონდომებულია. რომ გითხრათ, იმის იმედი მაქვს, რომ "ევროვიზიაზე" გავა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება ასეც მოხდეს.

- ლიზი, სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?

- კლასში სულ 20 ბავშვი ვართ და მათგან 13 ჩემი მეგობარია.

- ალბათ, ყველამ იცის, რომ სერიალში თამაშობ და შენი სკოლელები გცნობენ კიდეც, არა?

- ერთხელ ქუჩაში ქალმა მიცნო. სკოლაში სულ მეკითხებოდნენ, სერიალი როდის გაგრძელდებაო? ჩემს მასწავლებელს ეს სერიალი ნანახი არ ჰქონდა და ვუთხარი, - იქ ვთამაშობ-მეთქი. გაუკვირდა და მერე არ ვიცი, უყურა თუ არა.

- ლიზი, ყველაზე მეტად, რაზე ოცნებობ?

- ხანდახან მსახიობობაზეც კი მეფიქრება, მაგრამ უფრო იმაზე ვოცნებობ, მოდელი როდის გავხდები. ლამაზი ტანსაცმელი მიყვარს. გადაღებებზეც ჩემი შერჩეული ტანსაცმელი მაცვია. გამახსენდა, კიდევ ვოცნებობ, რომ ჩემი უფროსი დაც ჩემთან იყოს. ის ჩინეთში ცხოვრობს და სულ მენატრება. ხშირად ვურეკავ.

- შენს დას მოსწონს, სერიალში რომ თამაშობ?

- კიდევ ერთი დაიკო მყავს, თეონა ჰქვია. ჰოდა, "ჩემს სერიალს" ნინოს ის უგზავნის ხოლმე. ნინო კი ეუბნება, - ლიზი მაგარი გოგოაო.

- შენ და დედიკო რომ კონკურენტ ტელევიზიებში მუშაობთ, ამაზე რა აზრის ხარ? ამის გამო ხომ არ კამათობთ ხოლმე?

- დედას მხოლოდ იმაზე ვეჩხუბები, - სახლში მალე მოდი-მეთქი, რადგან სულ სამსახურშია. მარტო შაბათ-კვირას არის ჩემთან. დანარჩენ დღეებში ჩემთან ძიძა - ირმაა.

- დაბოლოს, იქნებ გაგვიმხილო, რა მოხდება შემდეგ სერიებში?

- ცოტნე თბილისში დაბრუნდება და აღარ წავა. დანარჩენს ვერ მოგიყვები, რადგან ყველაფრის მოყოლა არ შეიძლება.



ნათია ჟივიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
26.03.2016
ბავშვს რომ ბავშვობა აცლოთ არაა??
ლოლა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ჰყო­ლო­და ისე­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ვინც რა­ღაც დის­კომ­ფორტს, ჩვენ შო­რის ბა­რი­ერს გა­ა­ჩენ­და?
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი