"ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მარ­თო ადა­მი­ა­ნი"
font-large font-small
"ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მარ­თო ადა­მი­ა­ნი"
მსა­ხი­ო­ბი ნი­კა ფა­იქ­რი­ძე 3 წე­ლია, რაც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის და­სის წევ­რია, წერს ლექ­სებს (ჩე­მი აზ­რით, კარგ ლექ­სებს), უყ­ვარს კითხ­ვა. კნუტ ჰამ­სუ­ნის "მის­ტე­რი­ე­ბი" ის ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­მაც მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და სხვაგ­ვა­რად და­აწყე­ბი­ნა ფიქ­რი.

- კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. არ­ც­თუ ისე დი­დი ხნის წინ, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც კვი­რა­ში ორჯერ ბავ­შ­ვებს კითხ­ვის სა­ათს ვუ­ტა­რებ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო იყო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეც­ნო­ბო­დი, მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ ნა­წარ­მო­ბებს ჩავ­ღ­რ­მა­ვე­ბო­დი. ბო­ლო 3 წე­ლი, იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, ჩემ ირ­გ­ვ­ლივ სრუ­ლი ქა­ო­სია. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და დღე­ში ორჯერ სპექ­ტაკ­ლ­ში თა­მა­ში, იმ­დე­ნად დიდ დროს მო­ითხოვს, ხში­რად ვე­ღარც კი ვა­ხერ­ხებ, სა­სურ­ველ ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ვეც­ნო. 3 წე­ლია, რაც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის და­სის წევ­რი ვარ. რო­ცა ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი იდ­გ­მე­ბა და რო­ლე­ბი ნა­წილ­დე­ბა, იმ დრა­მა­ტურ­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რა თქმა უნ­და, ვეც­ნო­ბი, ვი­სი პი­ე­საც იდ­გ­მე­ბა, მის სხვა პი­ე­სებ­საც ვკითხუ­ლობ.
ამ­ჟა­მად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პუბ­ლი­ცის­ტი­კა­ზე ვმუ­შა­ობთ. სპექ­ტაკ­ლ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ორ ილი­ას იხი­ლავს ანუ ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­ო­რე­ბას. ერ­თი ილია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს ნა­თელ ფე­რებ­ში ხე­დავს, მე­ო­რე ილი­ას რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან აში­ნებს და ამ­ბობს: "ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი გა­ნა არის სად­მე ერი?", თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სარ­კე­ში ახე­დებს. მე­ო­რე კი ამ­ხ­ნე­ვებს და ეუბ­ნე­ბა "აწ­მ­ყო თუ არა გწყა­ლობს, მო­მა­ვა­ლი შე­ნი­ა".
მე ვთა­მა­შობ ილი­ას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს ნა­თელ ფე­რებ­ში ხე­დავს. მე­ო­რე ილი­ას შალ­ვა ან­თე­ლა­ვა თა­მა­შობს. პი­ე­სას დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი დგამს.
რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში წიგ­ნე­ბის გმი­რე­ბი რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიძ­მა­კა­ცებ­დი მერ­კუ­ცი­ოს­თან. "რო­მეო და ჯუ­ლიე­ტა­ში" რო­მეო ვი­თა­მა­შე, თუმ­ცა ხა­სი­ა­თით მერ­კუ­ციო უფ­რო ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მომ­წონს მი­სი მო­ნო­ლო­გი, მას­ში ბევ­რი სი­მარ­თ­ლეა, დღეს და­წე­რილს ჰგავს, ამი­ტო­მაა შექ­ს­პი­რი გე­ნი­ა­ლუ­რი, ის ყო­ველ­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვეა.
ანა კა­რე­ნი­ნას­ნა­ი­რი ქა­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და, ის იდე­ა­ლუ­რია, რომ­ლის მსგავ­სიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. რო­გორც ვი­ცი, ამ პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი, ავ­ტორ­მა 4-5 ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი­დან შექ­მ­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ვგიჟ­დე­ბი იმ სამ­ყა­რო­ზე, რო­მელ­საც მწერ­ლო­ბა ჰქვია.
ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კნუტ ჰამ­სუ­ნის "მის­ტე­რი­ებ­მა" მო­ახ­დი­ნა. სხვაგ­ვა­რად და­მა­ნახ­ვა ცხოვ­რე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­ყა­ლი­ბებთ ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ არ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ­მა გმირ­მა იცის, სად, რო­გორ, რა­ნა­ი­რად უნ­და მო­იქ­ცეს და ადა­მი­ა­ნებ­ზე ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ახ­დენს, 2 წუთ­ში ყვე­ლას თავს აყ­ვა­რებს. ერ­თხელ ეს მეც ვცა­დე, მა­შინ ნა­წარ­მო­ე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვი. ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე მოვ­ხ­ვ­დი. ცო­ტა ხანს ჩუ­მად ვი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, რო­გორ უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, რომ მათ შევ­ყ­ვა­რე­ბო­დი და მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც ნა­წარ­მო­ებ­ში იყო აღ­წე­რი­ლი. ქალ­თან, რო­მე­ლიც ძაღ­ლებ­ზე გიჟ­დე­ბო­და, მი­ვე­დი და ცხო­ვე­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი და­ვუწყე, მო­ვი­გო­ნე ამ­ბა­ვი, რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნე ძაღ­ლი... ყვე­ლას სწო­რედ ის ვუთხა­რი, რის მოს­მე­ნაც უნ­დო­დათ და ეს ძალ­ზე ეფექ­ტუ­რი იყო. მე­რე რომ დავ­ფიქ­რ­დი, სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლის ცო­ტა­თი შემ­რ­ცხ­ვა, მაგ­რამ ამ ერ­თ­მა შემ­თხ­ვე­ვამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თ­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. თუ გულ­წ­რ­ფე­ლი იქ­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მა­გას არა­ფე­რი სჯობს. ცხოვ­რე­ბა იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ გა­არ­კ­ვიო, გა­მო­ი­მუ­შაო უნა­რი შე­ატყო, ვინ გე­თა­მა­შე­ბა და ვინ არა. ჩე­მი საქ­მეც ხომ ესაა. სულ მა­გას გა­ვურ­ბი­ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში არ ვი­არ­ტის­ტო.

- ფრან­გუ­ლი ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­გორ ადა­მი­ა­ნებს უღი­მის ბე­დი?
- არ ვი­ცი.
- გამ­ბე­დავ ადა­მი­ა­ნებს. ნო­დარ დუმ­ბა­ძის რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი მოთხ­რო­ბის გმი­რია გო­გი თუ­შუ­რაშ­ვი­ლი?
- "კუ­კა­რა­ჩას".
- ადა­მი­ა­ნის რო­მელ გრძნო­ბას უწო­და შექ­ს­პირ­მა "მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ურ­ჩხუ­ლი"?
- სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბის თქმა შე­იძ­ლე­ბა?
- მრის­ხა­ნე­ბას, სიყ­ვა­რულს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას თუ სი­ძულ­ვილს?
- სი­ძულ­ვილს?
- ცდე­ბი.
- ეჭ­ვი­ა­ნო­ბას.
- ეს ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და: "ჩე­მი დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბის სი­უ­ჟე­ტებს ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვის დროს ვი­გო­ნებ. ეს ისე­თი სუ­ლე­ლუ­რი რამ არის, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მოგ­დის თავ­ში აზ­რე­ბი მკვლე­ლო­ბა­ზე", და­ა­სა­ხე­ლე იგი.
- აგა­თა კრის­ტი.
- რას ეძა­ხი­ან ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მთი­უ­ლეთ­ში?
- არ ვი­ცი.
- ახალ­ყო­ილ­ნი.
- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სიტყ­ვაა.
- "ცოდ­ვაა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, რად­გან მა­მა­კა­ცე­ბი ტი­რა­ნე­ბი ხართ, სუ­ლერ­თია მა­მა იქ­ნე­ბით, საქ­მ­რო თუ ქმა­რი. თქვენ არ იცით, რა მო­ითხო­ვოთ ქა­ლის­გან. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქცე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა, კახ­პააო იტყ­ვით, თუ თა­ვი შე­ი­კა­ვა, პუ­რი­ტა­ნიაო... თქვენ უკი­დუ­რე­სი ევ­რო­პე­ლის და აზი­ე­ლის კაპ­რი­ზე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გაქვთ არე­უ­ლი, რო­ცა ქა­ლი საყ­ვარ­ლად გინ­დათ, მის­გან თა­ვი­სუ­ფალ ქცე­ვას მო­ითხოვთ, რო­ცა მას ცო­ლად გა­იხ­დით, მე­რე აზი­ურ კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბას" - კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მელ რო­მან­ში ვკითხუ­ლობთ ამ სიტყ­ვებს?
- "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში".
- მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა იხი­ლა, რო­გორ ვარ­დე­ბო­და ვაშ­ლე­ბი ხი­დან, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თ­მა იკითხა, - რა­ტომ? და­ა­სა­ხე­ლე ის პი­როვ­ნე­ბა.
- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნი.
- "ჩე­მი თა­ვია ჩე­მი­ვე მტე­რი, თა­ვი რომ არა, მე რა დამ­წ­ვავ­და?" - რო­მე­ლი ნივ­თის მო­ნო­ლო­გია მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძის ეს ლექ­სი?
- ასან­თის.
- რა ერ­ქ­ვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც სუტ­კ­ნე­ი­ნას ეძახ­დ­ნენ?
- ხო­რე­შა­ნი.
- არ­სე­ბობს ლე­გენ­და იმის შე­სა­ხებ, რომ მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ­მა მო­ხუც­მა ფლო­რენ­ცი­ელ­მა მე­შუ­შემ, ერ­თი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, სამ­ყა­როს სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად შე­ხე­და. მის საფ­ლავ­ზე წე­რია, რომ სალ­ვი­ნო პირ­ვე­ლი იყო, ვინც ეს და­ამ­ზა­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- რად­გან მე­შუ­შე იყო, შე­საძ­ლოა, სათ­ვა­ლეს გუ­ლის­ხ­მობ­დეს.
- დი­ახ. რა ჰქვია ჯა­ნი რო­და­რის ცნო­ბი­ლი ზღაპ­რის გმირს?
- ჩი­პო­ლი­ნო.
- და­ას­რუ­ლე მარ­ლენ დიტ­რი­ხის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "დი­დი სხვა­ო­ბაა იმ კა­ცებს შო­რის, ვინც დი­დი ფუ­ლი იშო­ვა და ვინც..."
- ვერ და­ვას­რუ­ლებ.
- "...ვინც და­ბა­დე­ბი­დან მდი­და­რი­ა". ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პენ-კლუბ­ში?
- მწერ­ლე­ბი.
- ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მელ სტილს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ზამ­თ­რის სა­სახ­ლის არ­ქი­ტე­ქტურა სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში?
- ბა­რო­კოს, არა?
- დი­ახ. ვინ არის კომ­პო­ზი­ტო­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­ს­ზე შექ­მ­ნი­ლი სიმ­ღე­რი­სა "ჩე­მო კარ­გო ქვე­ყა­ნავ"?
- რე­ვაზ ლა­ღი­ძე.
- "ქა­ლი კა­მე­ლი­ე­ბით" ალექ­სან­დ­რე დი­უ­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პი­ე­სად გა­და­ა­კე­თა და "მარ­გა­რიტა გო­ტი­ე" უწო­და. რო­მე­ლი ოპე­რა შექ­მ­ნა ამ სი­უ­ჟეტ­ზე ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ?
- "ტრა­ვი­ა­ტა".
- რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არა აქვს მსაჯს უფ­ლე­ბა გან­სა­ჯოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი?
- რო­დე­საც მი­სი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დი თა­მა­შობს. იყო პე­რი­ო­დი, ფეხ­ბურთს მეც ვთა­მა­შობ­დი, სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ აზარ­ტუ­ლი არ ვარ. გა­სარ­თობ თა­მა­შებ­საც კი ვერ ვთა­მა­შობ. სპორ­ტ­ში მო­ვი­გებ­დი თუ წა­ვა­გებ­დი, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. კა­რა­ტე­ზე დავ­დი­ო­დი, მე­რე დავ­ფიქ­რ­დი, ვურ­ტყამთ ერ­თ­მა­ნეთს და ამით ვი­ღაც ხა­რობს, ეს რა არის? რა არის ასეთ გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო?
- რას თვლი­და ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუ­ლე­ლედ ბერ­ნარდ შოუ, რაც ერ­თ­მა­ნეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ 2 ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა?
- ქორ­წი­ნე­ბას.
- "წყა­რო­ზე ჩა­გიყ­ვანს და არ და­გა­ლე­ვი­ნებ­სო,/ მწყურ­ვალს დაგ­ტო­ვებ­სო, ჩაჰ­ყ­ვე­ბი ვინ­ცო,/ ცოლ-შვილს გაგ­ყ­რის და აგა­რე­ვი­ნებ­სო, შენ­ზე თუ უთ­ქ­ვამთ, პა­ტა­რა ცი­ცოვ!/ მე იმ ასაკ­ში არა ვარ ახ­ლა და/ არც იმ ჭკუ­ა­ზე - ცოლ-შვილს გა­ვე­ყა­რო,/ მაგ­რამ შე­მო­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლის მახ­რა და/ პა­ტა­რა ცი­ცოვ, უნ­და და­მეხ­მა­რო"... ვინ არის ავ­ტო­რი?
- მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე.
- კი­ბეს აქვს 9 სა­ფე­ხუ­რი. რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე უნ­და დავ­დ­გეთ, რომ შუ­ა­ში ვი­ყოთ?
- მე-5.
- 1919 წელს კი­ევ­ში სო­ლოვ­ცო­ვის დარ­ბაზ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ დად­გ­მუ­ლი ლო­პე დე ვე­გას დრა­მა "ცხვრის წყა­რო" საბ­ჭო­თა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რა­ტომ?
- პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა სპექ­ტაკ­ლი იყო.
- გო­გო­ლი, დოს­ტო­ევ­ს­კი, შევ­ჩენ­კო, ნეკ­რა­სო­ვი - ამ მწერ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი იყო პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი?
- ვერ ვიხ­სე­ნებ.
- შევ­ჩენ­კო. "მოვ­ნა­ხე ნა­ჭე­რი, ზე­წა­რი იყო, ისე­თი და­კე­რე­ბა რომ აღარ მო­უ­ხერ­ხ­და. გა­და­ვა­კა­რი ჩარ­ჩო­ზე, თურ­მე დაგ­რუნ­ტ­ვა ნდო­მე­ბია. რომ დავ­ხა­ტე, უკან უკე­თე­სი ნა­ხა­ტი შე­იქ­მ­ნა". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი აღ­წერს ასე, თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტის შექ­მ­ნის ამ­ბა­ვი?
- ვერ ვიხ­სე­ნებ.
- მი­გა­ნიშ­ნებ, ის იმე­რე­თი­დან იყო, იქ ცხოვ­რობ­და.
- ოტია იოსე­ლი­ა­ნი.
- რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­ში, ქარ­თ­ლ­ში და დე­და­ქა­ლაქ­შიც?
- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის.
- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ლა­მა­ზე ქა­ლის­თ­ვის პრობ­ლე­მად გა­და­იქ­ცე­ვა ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში. რო­ცა ის არ გაქვს და რო­ცა მის გარ­და სხვა..."
- ვერ და­ვას­რუ­ლებ.
- "...სხვა არა­ფე­რი გაქვს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნიაკოს პირველი სერიოზული შეკითხვა ასეთი იყო: - დედიკო, ოქროს იმიტომ ყიდულობენ, რომ დაალომბარდონო?
ხანდახან საკუთარ თავს ეკრანზე რომ ვხედავ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო
16 წლისა ვფიქრობდი, რომ მასზე უგონოდ შეყვარებული ვიყავი
"ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის..."
"მე და მერაბ ნინიძეს პანთეონში, საფლავებთან მისვლა გვიყვარდა"
რატომ თქვა უარი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლზე თამთა პატაშურმა
ემოციური "ხიბულა" და ზურაბ ანთელავას ახალი "ლამაზი გაუგებრობა"
მომხიბვლელობა ყოველთვის სიგამხდრეს არ ნიშნავს
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი