რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს
font-large font-small
რას ჰყვება მომღერალი, რომლის ქმარიც პატრიარქს იცავს
"პირველად შევხვდი უწმინდესს და თან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს..."

სალომე დოლიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ვოისი" გაიცნო. ის პატრიარქის დაცვის წევრს, მამუკა არაბულს გაჰყვა ცოლად და წყვილი უკვე პატარასაც ელოდება. პროექტიდან დიასახლისობამდე რა გზა გაიარა სალომემ და რა აჩუქა მათ ჯვრისწერის დღეს პატრიარქმა? - ამ ყველაფერზე სალომე გვესაუბრა.

- რომ ვთქვა, "ვოისის" მერე რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, ცოტა უფრო აქტიურად გავაგრძელე ცხოვ­რება. ამ პროექტის საშუალებით ცნობილი გავხდი და შესაბამისად, უფრო მეტი პროფესიული შემოთავაზება გამიჩნდა. თვითონ პროექტმა ნამდვილად, ბევრი რამ მომცა: გავიცანი ადამიანები, რომლებსაც დღეს მეგობრებად მოვიხსენიებ და შევიძინე გამოცდილება.
- პოპულარობის მოპოვება უფრო რთულია თუ მისი შენარჩუნება?
- ბოლო დროს პოპულარობის მიღწევა მარტივი გახდა. ამისთვის საკმარისია, ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთო... რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვი, მით უფრო პოპულარული გახდები (იცინის). თუმცა, ეს დროებითია; თუ არ გააგრძელე საკუთარ თავზე მუშაობა და სიახლეები არ შესთავაზე ხალხს, რა თქმა უნდა, დაგივიწყებენ. მე ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა უკვე მოვიპოვე და ახლა მხოლოდ ამის შენარჩუნებაზე მაქვს საზრუნავი, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ წარმატებული გავხდე.
- ამჟამად რას აკეთებ საიმისოდ, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდე?
- გამოდის, რომ პაუზა მაქვს, რადგან ბავშვს ველოდები. ახლახან დავოჯახდი. გადავწყვიტე, ეს პერიოდი მშვიდად გავატარო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები და პატარის დაბადების მერე ვაპირებ, ეს დრო ავინაზღაურო და ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ, რომ უკეთ წარმოვჩნდე, ვიდრე ეს პროექტში შევძელი.
- ვინ არის შენი რჩეული? სად და როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?
- მე და მამუკამ ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანით. მას თურმე, დიდი ხნით ადრე მოვწონდი და არ იცოდა, როგორ მოსულიყო ჩემამდე... პირველი შეხვედრა ძალიან ბანალური იყო, კინოში წავედით, მერე კაფეში დავსხედით. მოკლედ, დავახლოვდით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვკითხულობდით ერთმანეთს და ბოლოს მივხვდით, იმაზე მეტი ხდებოდა ჩვენ შორის, ვიდრე უბრალოდ მოწონებაა. ასე განვითარდა ჩვენი სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.
- მან რით მოგხიბლა?
- როგორც აღვნიშნე, ჩვენი სიყვარული მალე განვითარდა. დიდი დრო არ დაგვჭირვებია, რომ მივმხვდარიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა. საერთოდ, როდესაც შენს მეორე ნახევარს პოულობ, მას ეგრევე, ბევრი ფიქრის გარეშე ცნობ (იცინის). თავიდან სულ ვაკვირდებოდი, აბა, რა არ მომეწონებოდა მასში და ბოლოს მივხვდი, რომ ფაქტობრივად, ყველაფერი მომწონდა. არ მჯეროდა, რომ შევხვდი ისეთ პიროვნებას, როგორსაც სულ მინდოდა, გადავყროდი. შეყვარებულები დიდი ხანი არ ვყოფილვართ. ალბათ, მთლიანად 6 თვეს მოიცავს ჩვენი ურთიერთობა.
- რა თვისება მოგეწონა მასში?
- ძალიან თავშეკავებულია. მივხვდი, რომ ღირსეული და ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. თუმცა, ყველაზე მეტად მისმა თავშეკავებულობამ მომხიბლა. არ მიყვარს ცანცარა, არასერიოზული ბიჭები.
- ვინ იყვნენ თქვენი მეჯვარეები და თაფლობის თვე სად გაატარეთ?
- ქორწილი თბილისში, ერთ-ერთ ლამაზ რესტორანში, ძალიან ახლო მეგობრების, ნათესავებისა და ოჯახის წევრების წრეში გვქონდა. ყველაფერი საოცრად ლამაზი გამოვიდა. მეჯვარეები ჩვენი ბავშვობის დროინდელი მეგობრები იყვნენ. თაფლობის თვის გასატარებლად სამოგზაუროდ არ წავსულვართ. იმ პერიოდში ეს ვერ მოვახერხეთ, მერე კი აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და მოგზაურობა სამომავლოდ გადავდეთ.
- მეუღლე პატრიარქის პირადი დაცვის წევრია, არა?
- დიახ, ჩემი მეუღლე - მამუკა არაბული პატრიარქის პირად დაცვაშია. ტურიზმის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სპორტსაც აქტიურად მისდევს. ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს და ერთი სული მაქვს, მეც როდის შევუერთდები. ძალიან მინდა, მასთან ერთად, აქტიურად ვივარჯიშო.
- ალბათ, ქორწილის დღეს პატრიარქმა დაგლოცათ, არა?
- რა თქმა უნდა, ქორწილის დღეს ვიყავით პატრიარქთან. მან დაგვლოცა, ხატი გვაჩუქა. ერთად ვისხედით ცოტა ხანი და ვისაუბრეთ. საოცრად ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი უწმინდესს და თან, მან ჩემთვის ასე მნიშვნელოვან დღეს დაგვლოცა. მაშინ განცდილი არასდროს დამავიწყდება.
- რთული იყო ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება?
- ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას და ვხუმრობდი ხოლმე, გათხოვების ფობია მაქვს-მეთქი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ ჩემთვის რთული იყო და თითქოს, გამიჭირდა კიდეც გათხოვებაზე ფიქრი. თან, ასაკით რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ რამეზე ფიქრობ, გიჭირს, ფრთხილობ და ბუნებრივია, ამ ნაბიჯის გადადგმის გეშინია კიდეც... თუმცა, რაც უფრო გადის დრო, უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილებისა და არჩევანის სისწორეში.
- სიყვარულში რომ გამოგიტყდა, როგორი რეაქცია გქონდა?
- დავიბენი. ამას არ ველოდი და ვერ მივხვდი, მისთვის რა უნდა მეთქვა. თუმცა, მთავარი სულაც არ არის, ვინ როდის ან როგორ ეტყვის ადამიანს, მიყვარხარო. მთავარია, ვინ როგორ გაგრძნობინებს და დაგიმტკიცებს ამას, თორემ ლაპარაკი ადვილია.
- დაოჯახების შემდეგ, რა განსხვავებული თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?
- ჩემთვის ის იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ. იმედია, ისიც ამავეს ფიქრობს ჩემზე.
- თუ არსებობს თემა, რაზეც ვერ თანხმდებით, სხვადასხვა მოსაზრება გაქვთ?
- არის თემები, რაზეც ვერ ვთანხმდებით და ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდეთ. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმებას ვაღწევთ... არასოდეს ვჩხუბობთ. რაღაც ელემენტარულის გამო, ერთმანეთს არასოდეს ვაწყენინებთ. ხომ იცით, ბოლოს მაინც მეგობრობა და მშვიდობა იმარჯვებს ხოლმე (იცინის).
- რაზე შეიძლება იკამათოთ?
- აი, არც ვიცი, რაზე ვკამათობთ ხოლმე, ალბათ უფრო, ფილმებზე (იცინის). მე ვთქვათ, რაღაც ფილმს მინდა ვუყურო, იმას სხვა რამე უნდა და ერთმანეთს პულტს არ ვუთმობთ (იცინის)... ბოლოს, ორივეს გვეცინება და ასე მხიარულად სრულდება ჩვენი კამათი.
- მარტო ცხოვრობთ თუ მეუღლის მშობლებთან ერთად?
- მარტო ვცხოვრობთ. მეუღლე წარმოშობით ხევსურია და მისი მშობ­ლები იქ ცხოვრობენ. თუმცა, ხშირად ჩამოდიან ჩვენთან და ზაფხულში ჩვენც ჩავალთ ხევსურეთში. ძალიან გამიმართლა, მამუკას მშობლები არაჩვეულებრივი, კულტურული, შეგნებული ადამიანები და რაც მთავარია, ძალიან თბილები, უბრალოები არიან.
- სადილის მომზადება თუ იცი? რას ამზადებ ყველაზე გემრიელს?
- ყველაფრის მომზადება ვიცი. სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს. მამუკას ჩემი მომზადებული თითქმის ყველაფერი მოსწონს. თუმცა, ძირითადად, ხორციან კერძებს ანიჭებს უპირატესობას.
- დილით ყავას რომელი ამზადებთ?
- ჩემი მომზადებული ყავა ძალიან უყვარს და სულ მეუბნება, რომ განსაკუთრებულად გემრიელ ყავას ვამზადებ. ამიტომ, ყოველ დილით ვანებივრებ. გამონაკლისია ისეთი დღეები, როცა დილით ძალიან ადრე უწევს სამსახურში წასვლა - ასეთ დროს არ მაღვიძებს, ყავას თავად იმზადებს.
- საოჯახო საქმეები გადანაწილებული გაქვთ?
- საოჯახო საქმეებს ძირითადად, მე ვაკეთებ, მამუკა უბრალოდ, ყველაფერში ძალიან მეხმარება.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
01.10.2017
ღმერთმა ბედნიერად და ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს , ჯანმრთელი და ჭკვიანი შვილი გყოლოდეთ.
ნაზიკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი