"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები
font-large font-small
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"


"ის ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასტროლოგებისთვის ყველაზე რთულად აღსაწერია. ისეთი ჯიუტია, რომ ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თევზებს. ეს კი დიპლომატ და "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტ თათია დოლიძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე რთულად აღსაწერი თევზებია, რატომ?
- ჩემი ნიშანი ხომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზია. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ეს ხასიათზეც პირდაპირაა ასახული. ამის დასტურია ის, რომ მრავალმხრივი ინტერესი მაქვს, ძალიან ბევრი რამის კეთება შემიძლია.

- "ურჩევნია დინებას მიჰყვეს, იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".

- ამაში ვერ დავეთანხმები.

- დინებას უფრო ხშირად მიჰყვები თუ საპირისპირო მიმართულებით ცურვა გჩვევია?

- მთლად ასე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. მე ჩემი სქემა მაქვს. რაც ჩემს წარმოსახვას არ ემთხვევა, იმ მონაკვეთებში, რა თქმა უნდა, საპირისპიროდ ცურვას ვიწყებ. ზოგჯერ არის მომენტი, დინებას მივყვები, მაგრამ ინერტული არასდროს ვარ.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ეს თვისება ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. როცა პესიმიზმის მოჭარბებას ვგრძნობ, საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ. ყველა პრობლემის და წარმატების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- "ისეთი ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ჯიუტი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციაში მარტივად შევდივარ. მარტივად ვთმობ იმ შემთხვევაში, როცა იმ კონკრეტულ ამბავს ისეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ დავიხარჯო. თუ მნიშვნელოვანია, მაშინ ამბობენ, რომ ჯიუტი ვარ.

- მაშინაც ჯიუტობ, როცა იცი, რომ ცდები?

- არა, ამ დროს შემიძლია ვაღიარო, ძალზე სამართლიანი ადამიანი ვარ.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- მიზანს უფრო დავარქმევ, ვიდრე ოცნებას. ამ ცხოვრებაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს. მჯერა, ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. მქონდა შემთხვევები, მეუბნებოდნენ, მიწაზე ჩამოდიო, მაგრამ მე დავუმტკიცე, რომ იმ დროს ცაში არ ვიყავი.

- შენი მეუღლე (ვაკო თურნავა) პირდაპირ ეთერს ყოველთვის ესწრება?

- ბუნებრივია, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში, რაღაცაში არ მეთანხმებოდეს, ან მისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა და დათმობა მოგვიხდა იმისთვის, რომ ურთიერთობაში ჰარმონია გვქონოდა.

- როდესაც "ცეკვავენ ვარსკ­ვლავებიდან" შეთავაზება მიიღე, წინააღმდეგი იყო, გეცეკვა?

- მას აინტერესებდა, რატომ მქონდა მონაწილეობის სურვილი, ამას ხომ ჩემს საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა. როცა მე ავუხსენი, გაიგო. აპროტესტებდა იმას, რომ მასთან ნაკლებ დროს გავატარებდი, რეალურად ასეც მოხდა. სამაგიეროდ შევთანხმდით, როგორც კი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულდება, დანაკლისს ერთიანად ავინაზღაურებთ.

- რას გეგმავთ?

- ქორწილს, ჯვრისწერას. ხელი 13 ნოემბერს მოვაწერეთ, მანამდე ეკლესიაში დაწინდულები ვიყავით. ეს დღე მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეჯვარეებთან ერთად აღვნიშნეთ, ქორწილის ორგანიზების დრო არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, ეს დღე ზაფხულამდე გადაგვედო. ახლაც ვერ ვახერხებთ ორგანიზების გაკეთებას. არადა, ქორწილი ივნისის თვეში გვინდა გავაკეთოთ.

- რომანტიზმი, სიგიჟეები, ეს ყველაფერი რა დოზით არის თქვენს ურთიერთობაში?

- სიგიჟეები ნაკლებად არის, რომანტიკა არც ერთს არ გვაკლია. მას საგმირო საქმეების კეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაკავებულია, საკუთარი საქმის გადადება შეუძლია, ოღონდ ჩემ გვერდით იყოს. როცა მე ბრიუსელში ვცხოვრობდი, თავად მილანში იყო, მაგრამ ჩემს ხშირად ნახვას მაინც ახერხებდა, სულ დაფრინავდა, ყურადღების ცენტრში ვყავდი. კარგი მენეჯერია და ეს საქმეც სასურველ შედეგამდე მიიყვანა. GzaPress

- თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?

- ჩვენ იმ პერიოდში ორივე საქართველოში ვიყავით. ჩემთანაც და მასთანაც სტუმრად იტალიელი კოლეგა იყო ჩამოსული. ჩემი მეგობრის ჩარევით მოვხვდი ქართულ-იტალიურ საღამოზე და დღემდე ხუმრობს, სახლში თავად მომაკითხაო, ის მასპინძელი იყო.

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს".

- ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. კონკრეტული შემთხვევის გახ­­­­სენება მიჭირს, მაგრამ საკუთარ თავზეც და სხვებზეც წინათგრძნობები ხშირად მქონია.

- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება იოლია".

- მიმნდობი ვარ და ზოგჯერ იმდენად მინდა, რაღაც ისე იყოს, როგორც მე წარმომედგინა, თავსაც ვიტყუებ.

- "ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- არა, ძალიან რისკიანი ვარ.

- რისკზე "ბრმად" წასვლაც შეგიძლია?

- იმ შემთხვევაში, თუ პასუხის­მგებლობის ქვეშ მხოლოდ საკუთარი თავი მყავს.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- მაგას ისიც დავამატოთ, რომ გურული ვარ. პირად ცხოვრებაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ, ვიდრე - პროფესიაში. მე რომ თავნება არ ვყოფილიყავი, შეიძლება დღეს წარმატების ამ საფეხურზე ვერც ავსულიყავი.

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია, ზოგი თვლის, რომ ყველა­ფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ მაქვს ინტერესი ადგილების, საქმეების, ამბების მიმართ. ჭორაობაც კი არ მჩვევია და როცა ეს სხვებისგან მესმის, მაგასაც კი უსიამოვნოდ ვიღებ.

- წარმატებული ხარ დიპლომატიურ საქმიანობაში, საამისოდ გაეროში შენი გამოსვლის გახსენებაც კი საკმარისია. როგორ ფიქრობ, წარმატებას რის ხარჯზე მიაღწიე?

- ნიჭი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს გვაქვს, მაგრამ დიდი შრომის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. 5 (ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური და რუსული) უცხო ენაზე ვლაპარაკობ. ყოველთვის ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, მშრომელი ვიყავი. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, მერე - უნივერსიტეტშიც. ცეკვასთან შეხება არასდროს მქონია. არადა, ანბანი თუ არ იცი, ისე პოემას ვერ დაწერ. მონაცემები მაქვს, მაგრამ ბაზაც რომ მქონოდა, დღეს ბევრად უკეთ ვიცეკვებდი. ეს ცხოვრება რა შესაძლებლობებსაც მაძლევს, ვიღებ, როგორც გამოწვევებს, მუდმივად ვცდილობ, სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე.

- "მას შეუძლია იყოს მაცდური, სასტიკი გულუხვი. გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".

- კი, ასეა. ნებისმიერს შეგვიძლია სისასტიკე, როცა ვინმე ჩვენს ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანს ცუდად ეხება ან დიდი დონის უსამართლობაა.

- ცხოვრებაში იმის აუცილებლობა რამდენად გქონია, რომ მაცდური ყოფილიყავი?

- ყველა გოგო მაცდურია. მე განსაკუთრებული მაცდურობა და სექსუალურობა არ მახასიათებს.

- "ის კარგად ახერხებს გრძნო­ბებით მანიპულირებას".

- ეს ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს აუცი­ლებელია. შენ თუ ვერ მოახერხე, იმ მეორე ადამიანის ემოციები შენთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანო, წარმატებულიც ვერ იქნები.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორითაც გამოიმუ­შა­ვებს".

- ძალიან მიყვარს ოჯახის წევრების განებივრება, მათთვის საჩუქ­რების მიძღვნა. განსაკუთრებით დედა მყავს ამოჩემებული. მისი გარ­დერობი ჩემი აწყობილია, მთელი მსოფლიო შემოვატარე.

- საკუთარი შემოსავალი რა ასა­კიდან გაქვს?

- 18 წლიდან. ჰოლანდიაში სწავლის დროს საკმაოდ კარგი სტიპენდია მქონდა, თვეში 1.000 ევროს ოდ­ე­ნობით, ამასთან ერთად სწავლის და ყველა ხარჯს მიფინანსებდნენ.

- შოუბიზნესი ჩემთვის ახალი სფეროა. პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" თავს თანდათან უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ხალხმრავალ ადგილებზე გამოსვლას, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას შეჩვეული ვარ, მაგრამ ეს სხვა მიმართულებით ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში ნერვიულობის ხარისხი ყოველი პირდაპირი ეთერის შემდეგ იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან დიდ განცდებში ვარ. დაძაბულობამ ბევრჯერ ხელიც შემიშალა. პროექტის დასაწყისში მეტი შებოჭილობა მქონდა, ახლა შედარებით გახსნილი ვარ, დროთა განმავლობაში ცეკვაც გავაუმჯობესე. აქედან გამომდინარე ვთვლი, როდესაც პროექტში მონაწილეობაზე დავთანხმდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მრავალმხრივი ადამიანი ვარ, ბევრი ინტერესი მაქვს. ეს დიდი გამოწვევაა. მართალია, კომფორტის ზონიდან გამოვედი, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილებები ადამიანებს აძლიერებს.


თამუნა კვინიკაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი