თათა ჯაშის შიში, რომელიც რეალობად იქცა - "მინდა, უფრო ამბიციური ვიყო"
font-large font-small
თათა ჯაშის შიში, რომელიც რეალობად იქცა - "მინდა, უფრო ამბიციური ვიყო"
"ცეკვის გაგრძელების იმედიც აღარ მქონდა"



"ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო... თუმცა მგონია, რომ ადამიანებმა ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ და არ დავხარჯოთ დრო სხვის ყურებასა და რაღაცების აწონ-დაწონაზე... ვეტრფი ბედნიერებას და სამყაროს შეცნობის უსაზღვრო შესაძლებლობებს", - მითხრა ბალერინა თათა ჯაშმა.


- ამწამს ბედნიერი ხარ? რა არის შენთვის ბედნიერება?

- რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ... ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ უბედურებას დიდი დრო დავუთმოთ. ბედნიერებაა ოჯახის ყოლა და იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვარს ან იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მოგწონს... მთავარია, გინდოდეს ბედნიერება და საამისოდ მიზეზს ყოველთვის იპოვი.

- ბედნიერი ადამიანი ჩუმად უნდა იყოსო, - ამბობენ. ეთანხმები ამ აზრს?

- ნაწილობრივ ვეთანხმები... როცა შინაგანად დამშვიდებული, გაწონასწორებული და ბედნიერი ხარ, ამის აფიშირების მოთხოვნილება არ გიჩნდება. თუმცა, ადამიანები იმპულსურები, ცვალებადები ვართ და მეტ-ნაკლებად ყველას გვინდება, ჩვენი სიხარულის, ბედნიერებისა თუ წუხილის სხვისთვის გაზიარება.

- ოდესმე წარუმატებლობა გიგემია? როგორი გემო აქვს?

- წარმატება რომ დააფასო, ბევრი დაცემა და წარუმატებელი ნაბიჯი უნდა დააგემოვნო. ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა, როცა სათანადოდ გაიაზრებ განვლილ ნაბიჯებს, ხვდები, რამხელა გამოცდილება შეგძინა ცხოვრების ამა თუ იმ უარყოფითმა ეტაპმა.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხოვ­რება ხანმოკლეა, ხშირად ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს... როგორ ფიქრობ, ასე რატომ ვიქცევით?

- მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება ალბათ, ბავშვობაში, სკოლაში ხდება, ხოლო როცა ასაკი გვემატება, სხვების მოსაზრების, სურვილების გათვალისწინებაც გვიწევს.

- შენი ცხოვრებიდან რომელიმე პერიოდს წაშლიდი?

- რთულია ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. ცხოვრების მანძილზე ადამიანები ბევრ შეცდომებს ვუშვებთ და ყველაფრის გამოსწორებაზე რომ ვიოცნებოთ, გამოდის, არ ვყოფილვართ ჩამოყალიბებული, შემდგარი ადამიანები.

- ყოველთვის გჯერა საკუთარი თავის? უსმენ გულის კარნახს?

- თავდაჯერებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა, ახლობელი ადამიანების აზრიცაა. მათ ისევე ვუსმენ, როგორც საკუთარი გულის კარნახს.

- რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი საკუთარ ხასიათში?

- ცხოვრებისეული რაღაცების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას შევცვლიდი... მინდა, უფრო ამბიციური ვიყო. ასე მგონია, დამთმობი ხასიათი ხელს მიშლის პროფესიულ წინსვლაში.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ალბათ, იმ დონეზე ვაკონტროლებ, როგორც ეს შესაძლებელია. საკუთარ წარუმატებლობას სხვას არასდროს ვაბრალებ. ვიცი, ჩვენს ცხოვრებას თითქმის თავადვე ვქმნით, მაგრამ რაღაც პროცენტით, ბედ-იღბალი და გარშემო მყოფები გვაძლევენ მიმართულებებს.

- ცხოვრებისეული წინააღმდეგობების წინაშე ფარ-ხმალს იოლად ყრი?

- არა, ნამდვილად არა! სირთულეების დაძლევა ძალას მმატებს.

- როგორ ფიქრობ, საკუთარი საქმიანობით ადამიანებისთვის სიკე­თე მოგაქვს?

- ალბათ, ბევრი ისეთი პროფესია არსებობს, რომელსაც ადამიანებისთვის ბევრად მეტი სიკეთე მოაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი საქმიანობით ხალხს სილამაზეს ვჩუქნი. ასევე, არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში. ყოველთვის მოხარული ვარ, როცა ჩემი პროფესიით შემიძლია, ადამიანების დახმარების საქმეში რეალური წვლილი შევიტანო.

- დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავს თუ ხშირად, შუა გზაზეც ტოვებ?

- მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო, კონკრეტული საქმე ჩემთვის აზრს კარგავს, მაშინ თავს ვანებებ.

- აუხდენელი ოცნება გაქვს?

- მინდა, მოტოციკლეტის მართვა ვისწავლო, ავიღო შესაბამისი მართვის მოწმობა და ვიყო "ბაიკიანი" ბალერინა. ვერ ვიტყვი, რომ აუხდენელი ოცნებაა. სავარაუდოდ, შევძლებ ამ სურვილის რეალობად ქცევას.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, რომელ ქვეყანას აირჩევ?

- სამუდამოდ სხვაგან რომ წავიდე ეს წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოში ხშირად ჩამოსვლის პერსპექტივა თუ მექნება, მაშინ საცხოვრებლად მხოლოდ ამერიკას ავირჩევ.

- შეიძლება, ვიღაცას შენგან გან­სხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ის შენთვის მაინც, სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანი იყოს?

- ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომლებსაც რიგ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნის.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- ვეტრფი ბედნიერებას, მაგრამ უზომო შესაძლებლობები იმის, რომ შეიცნო ეს სამყარო, მეტად მხიბლავს. ამიტომ, უბედურ გენიოსობას ავირჩევდი.

- ხშირად გიჩნდება სურვილი რაღაც ახლის შესწავლის?

- ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ მიყვარს ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთება. ამის გამო, ხშირად ახალშეძენილი ჰობი ჩემთვის არა სიამოვნება, არამედ შრომისა და საკუთარ თავთან ბრძოლის მიზეზი გამხდარა. ამ ეტაპზე, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ სიმებიან საკრავზე, კერძოდ - ჩელოზე დაკვრა ვისწავლო, მაგრამ მეშინია, ამან ზედმეტად არ ჩამითრიოს.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- არ ვიცი, ამისთვის სამყაროს მადლიერი უნდა ვიყო თუ არა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გახლავართ ინდივიდი, რომელსაც გარდა 5 შეგრძნებისა, აზროვნების და განსჯის უნარი აქვს. შესაბამისად, მაქვს შესაძლებლობა, შევიცნო სამყარო.

- რომელს აირჩევ: ძველი მოგო­ნების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- რა თქმა უნდა, ახლის მოპოვებას. ვფიქრობ, უკან არ უნდა ვიყუროთ, წინ უნდა ვიაროთ. წარსულზე ფიქრში დროის კარგვას, აწმყოთი ტკბობა სჯობს.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- ძალიან აბსტრაქტული შეკითხვაა. სწორი მიდგომით, ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი. თუმცა, ხან­დახან სიმართლის გასაგებად ბრძო­ლა და ომიც არაა საკმარისი.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- კი, ჩემი ბავშვობის შიში იყო კარიერის ნაადრევად დასრულება. პატარაობიდანვე იმდენად კარგად მივდიოდი წინ, სულ იმის შიში მქონდა, ყველაფერი 18-19 წლის ასაკში არ დასრულებულიყო. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდში მივიღე ისეთი ტრავმა, რომ კარიერა დასრულდა და ცეკვის გაგრძელების იმედიც აღარ მქონდა. საბედნიეროდ, წლების მერე ყველაფერი შეიცვალა და კვლავ ვცეკვავ. მაგრამ სულ მექნება კითხვა, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი კარიერა მაშინ, რომ არა ჯანმრთელობის პრობლემები.

- ადამიანების გაცნობა და დაახლოება სიამოვნებას განიჭებს?

- ძალიან კომუნიკაბელური არ ვარ, მაგრამ დადებითი და საინტერესო ადამიანების გაცნობა ყოველთვის სასიამოვნოა.

- რა არის შენი ბავშვობის დრო­ინდელი ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ასეთი ბევრია, მაგრამ მკაფიოდ და სასიამოვნოდ მახსოვს აგარაკზე გატარებული ზაფხულის საღამო. ოჯახთან და ნათესავებთან ერთად, რაღაც თამაშით ვიქცევდით თავს, ბევრს ვიცინოდით, ვერთობოდით და ამით უზომო კმაყოფილებას განვიცდიდი.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- მაცდური კითხვაა, მაგრამ ჩემთვის საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნის 10 წელს ვერაფერში გავცვლი.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- ადამიანური ინსტინქტია, ვერიდოთ შეცდომებს და ყველაფერ უარყოფითს. ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, მაგრამ მგონია, ადამიანებმა ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ და არ დავხარჯოთ დრო სხვის ყურებაში.

- რა ან ვინ გიყვარს უფრო მეტად? ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- ყოველდღიურად გამოვხატავ სიყვარულსა და პატივისცემას ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.

- მბრძანებლობა, სხვებზე ზეწოლა, კრიტიკულობა, მოუთმენლობა, სიზარმაცე - გაქვს რომელიმე ეს თვისება?

- საბედნიეროდ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თვისება მკაფიოდ გამოხატული არ მაქვს. თუმცა, სიტუ­აციის მიხედვით, ცოტა მოუთმენლობა, სიზარმაცე და კრიტიკულობა ხანდახან ჩემშიც იჩენს თავს.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

"ერთი ქალი მოვიდა - თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!"

საქართველოს მოსახლეობას ვურჩევ, რომ ჯერ საქართველო შეიცნონ

არა­საქ­მი­ან გა­რე­მო­ში ორ­მა­გად მე­გობ­რუ­ლი ვარ


ნინი გრძელიშვილი: "პლაჟზე გადაპრანჭული სიარული "მეგოიმება"

"ცოტათი უცნაური ვიყავი, არაკომუნიკაბელური და ჩაკეტილი"


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი