"მოთმინება და პატიება უნდა ვისწავლოთ" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს
font-large font-small
 "მოთმინება და პატიება უნდა ვისწავლოთ" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს
"შეუგნებელი ადამიანები მაგრად მაღიზიანებს"

"ჩემს თავზე პირველი მე ვღადაობ"


მსახიობ ლევან სუხიტაშვილს იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რომელიც მას აღიზიანებს და აბრაზებს. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ თვალთ მიბნელდება, ჩემთვის გამაღიზიანებელი, თავხედური საქციელის შემსწრე რომ ვხდებიო...


- პირველი, რაც ძალიან მაღიზიანებს, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობა დაბოღმილია, მეორე - მოდაში შემოსული ქილიკია. განსაკუთრებით მოდური კი სარწმუნოების ქილიკი გახდა. ერთი ადამიანი რაღაცას იტყვის, დანარჩენები აჰყვებიან... ბევრი ათეისტი ვიცი, ვინც სარწმუნოებაზე საერთოდ არ ღადაობენ და არ ხუმრობენ. "ცხვრების კიკინი" იმიტომ მაღიზიანებს, ვიღაცის ღადაობებს რომ აჰყვებიან ხოლმე. შეიძლება, გამეცინოს, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებ.

- პროტესტს არ გამოხატავ?

- 1-2-ჯერ "პოსტი" დამიწერია, რომ ასეთი ხალხი ცხვრებს მაგონებს. ვიღაც ათეისტი სარწმუნოების ან მღვდლის შესახებ რაღაცას "წაიკაიფებს". შეიძლება, მართლა "წასაკაიფებელი" იყოს, მაგრამ გასაქილიკებელი, აბუჩად ასაგდები არაა, მერე სხვა, კეთილსინდისიერი მღვდელიც რომ გარიონ და ყველანი ერთ ქვაბში მოხარშონ... საერთოდ, ადამიანების საკუთარი თავებისადმი დამოკიდებულება, გლობალური "იღლიის სუნი" მაღიზიანებს. კიდევ კარგი, ზაფხულის ამინდები გვიან დგება და ამ მხრივ, ცოტათი დასვენებული ვარ...

- სად აწყდები ასეთ მოუწესრიგებელ ხალხს?

- შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს... ასეთ შემთხვევაში, როგორი მაგარი "ნაშაც" უნდა იყოს, მნიშვნელობა აღარ აქვს... კი, ვიცი, ჭარბოფლიანობა დაავადებაა, მაგრამ ასე თუ ისე, სამკურნალო საშუალებები არსებობს. თან, 1-2 ადამიანზე არ ვამბობ, უმრავლესობაზე ვსაუბრობ.

- ოდესმე შინიდან მოუწესრიგებელი გასულხარ? თავად თუ აღმოჩე­ნილხარ არასახარბიელო სიტუაციაში?

- თუ სადმე მაგვიანდება, ეს იმის გამო ხდება, რომ აუცილებლად უნდა მოვიწესრიგო თავი და შინიდან ისე გავიდე. თუ მაგალითად, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი, ყოველთვის ზურგჩანთით დავდივარ, რომელშიც პირსახოცი და ჰიგიენური ნორმებისთვის საჭირო რაღაცები მიდევს. როგორც კი საშუალება მომეცემა, მაგალითად, მეგობართან გადავივლებ წყალს... არსებობს საშუალებები, რომ ადამიანებმა თავს მიხედონ. ყველას მოვუწოდებ: მნიშვნელობა არა აქვს, რა გაცვიათ. მგონი, დღესდღეობით ისე არავის უჭირს, რომ წყალი გადაივლოს და 3-ლარიანი დეზოდორანტი შეიძინოს.

- სიბინძურის გამო, ვინმესთვის შენიშვნა მიგიცია?

- დედა მომიკვდეს, პირდაპირ მითქვამს - სუნი აგდის და იქნებ თავს მიხედო-მეთქი.

- პასუხად რა მიგიღია?

- არაფერი. თავი უხერხულად უგრძნიათ. მგონი, კარგია, შენიშვნას რომ ვაძლევ. თუ არ ვეტყვი და "გავუტარებ", დათვურ სამსახურს გავუწევ, მით უმეტეს - თუ ახლობელია.A აუცილებლად უნდა უთხრა, რადგან შენ შეიძლება, "გაატარო", მაგრამ სხვამ გაჭოროს. ადამიანმა მადლობა უნდა გადაგიხადოს, როცა შენიშვნას აძლევ. მსგავს შენიშვნებს მეც სიამოვნებით მივიღებდი.

- ძირითადად, შენი შენიშვნის მიზანს ხვდებიან თუ უარყოფითად იღებენ?

- არ ვიცი, ხვდებიან თუ არა, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ ვუთხრა ხუმრობით ან ნახევრად ხუმრობით, ან - პირდაპირ, ან - უნდა შევაპარო... სიტუაციას გააჩნია.

- თუ ფიქრობ, საჯაროდ ისე არ მოიქცე, რომ საზოგადოებამ მერე კრიტიკის ქარცეცხლში არ გაგატაროს?

- ჩემს თავზე პირველი მე ვღადაობ. ასე რომ, საკუთარ თავზე თავად რომ გეცინება, სხვა ვეღარ ღადაობს. ჩემს თავს თუ დავცინი, სხვამ როგორღა უნდა დამცინოს? შეიძლება, ჩემივე დაცინულზე გაიცინოს... ისე, მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. რაღაც სისულელეები დაუწერიათ, მაგრამ "ვატარებ" ხოლმე.GzaPress

- საუბრის დასაწყისში დაბოღმილი ხალხი ახსენე...

- სულ მინდა, შინიდან გამოსული ხალხს მივესალმო. ზოგი პირქუში გამოხედვით მპასუხობს, ზოგს გახარებია, როცა მივსალმებივარ... მაღიზიანებს, მაგალითად, მაღაზიაში ვიღაც რომ "ბლატაობს" - მომსახურე პერსონალს თუ რამე შეეშალა, იმ შეცდომას გადააყოლებენ, თითქოს თავად ცხოვრებაში არაფერი შეშლია. ქალაქის "წეს-ჩვეულებები" - ავტომობილების გაუთავებელი სიგნალები მაღიზიანებს. მძღოლმა ძალიან უნდა დააშავოს, რომ დავუსიგნალო. ადამიანი შუქნიშანთან, "წითელზე" რომ დგახარ და ჯერ ყვითელი ანთებული არაა, ამ დროს კი ვიღაც უკვე ასიგნალებს, აი, მაშინ "მეკეტება"! 1-2-ჯერ მანქანიდან გადმოვხტი, მივედი და მძღოლს წყნარად ვკითხე: რატომ დამისიგნალე-მეთქი?!. ჩვევაში აქვს გადაზრდილი, თორემ განა, საჭიროების გამო ასიგნალებს? არ ვიცი, პირველი ვინ იქნება, მაგრამ ამის გამო, ვიღაცას ცუდად მოვექცევი, რადგან ძალიან მაღიზიანებს. ავტომობილით მოძრაობის წესებზე საუბარი ხომ საერთოდ, არც ღირს!.. პირადად მე, შანსი არაა, რომ საგზაო წესები მცირედით მაინც დავარღვიო. მთელ ქალაქს შემოვივლი და მანამდე არ გავაჩერებ მანქანას, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ხელს არავის შევუშლი, თუნდაც "მარშრუტკით" მგზავრობა ან ფეხით სიარული მომიხდეს. ყოველთვის მიკვირს, როცა ადამიანებს ვეკითხები, თუ რატომ გააჩერეს მანქანა ისეთ ადგილას, რომ სხვას ხელი შეშლოდა და ვერ ხვდებიან, რა მინდა. პირიქით, პრეტენზიები თავად აქვთ - რა ვქნა ძმაოო? შეუგნებელი ადამიანები მაგრად მაღიზიანებს.

- საერთოდ, სიბრაზეს როგორ გამოხატავ?

- თვალთ მიბნელდება.

- კიდევ გაიხსენე რამე, რაც გაბრაზებს და არ გითქვამს?

- ყველა ჩამოვთვალე, სხვამ რამ უნდა გამაღიზიანოს? ყველა კარგად, მაგრად იყოს. ბევრი რამ მომწონს და მიხარია კიდეც, მარტო გაღიზიანება ხომ არაა?.. მართლა ძალიან მინდა, რომ ჩვენი მანკიერი ჩვევები აღმოვფხვრათ, თუნდაც - საგზაო მოძრაობის წესებიდან დაწყებული... მაგალითად, ძალიან მწყინს, როცა ბანკის თანამშრომელ გოგონას ეჩხუბებიან, რადგან რაღაც შეეშალა ან დააგვიანა... თუნდაც სუპერმარკეტში ვინმეს თუ რამე შეეშლება, რომ წყევლიან. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. 1-2-ჯერ პერსონალს გამოვსარჩლებივარ და მოჩხუბრისთვის მითქვამს, - დაახლოებით, 15 წუთი რომ დაგაკვირდე, იმდენ რამეს დააშავებ, რომ გასატყეპი იქნები-მეთქი. მინდა, მოთმინება და პატიება ვისწავლოთ. მაგალითად, ჩემი 5 წლის შვილი რუსთაველზე სასეირნოდ მყავდა. ხელში პატარა ქაღალდი და ბამბის ნაყინი ეჭირა. ვაკვირდებოდი და, მანამდე არ გადააგდო, ვიდრე სანაგვე არ ნახა. მიხარია, რომ ასეთი ქცევის პატრონს ვხედავ. ჩვენი ქცევების მიხედვით, ჩვენი შვილები სწავლობენ, პატარები მაგალითს ჩვენგან იღებენ. ზოგჯერ ძალიან ცუდი ტიპი ვარ, შეიძლება - აღვირახსნილიც, მაგრამ როცა ბავშვების გარემოცვაში ვარ, ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ პატარებმა ჩემგან ცუდი მაგალითი არ აიღონ. ბავშვს უფროსის საქციელი "ნორმა" ჰგონია - ფიქრობს, რომ როცა გაიზრდება, თავადაც ასე უნდა მოიქცეს. ამიტომ მსურს, რაღაცები საკუთარ თავში შევცვალოთ...

ეთო ყორღანაშვილი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.06.2017
მომწონს ეს ადამიანი და მისი აზრი, რადგან ყოველთვის სიმართლეს ამბობს, ყოველგვარი შლამაზების გარეშე!!!
თეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

რა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა ნა­ნა ცინ­ცა­ძემ შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს


როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამს, თავს ქალად გრძნობს.
"ჯაკომომ მოინდომა და ახლა არაჩვეულებრივად წერს და კითხულობს ქართულად"

"გათ­ვ­ლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ისე იარა, ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად მო­ახ­დი­ნა"


"თუ ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რია, მას ეს ისე­დაც, ყო­ველ­თ­ვის ეტყო­ბა"


სო­ფო სა­ჟი­ნი­ა­ნი: "მინ­და, გა­მიც­ნონ, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ..."

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

1 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


2 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

4 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

2 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
11 კომენტარი