სანდრო კურცხალიძის ცალმხრივი სიყვარული - "რომ დავინახო, შეიძლება, ისევ შემიყვარდეს"
font-large font-small
სანდრო კურცხალიძის ცალმხრივი სიყვარული - "რომ დავინახო, შეიძლება, ისევ შემიყვარდეს"
სოფო უნიკალური, ძალიან მაგარი გოგო და უბრალოდ, კარგი ადამიანია

სანდრო კურცხალიძე "X ფაქტორში" გამოჩენისთანავე მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა: განსხვავებული ხმის ტემბრის მქონე ბათუმელი ბიჭი, რომელიც შეიძლება ითქვას, პროექტში შემთხვევით მოხვდა, ფინალისკენ ისე მიიწევდა, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებდა... სიმღერაში წარმატების მიუხედავად, პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით, სანდრო ისევ ორჭოფობს...


- ხალხისგან უფრო მეტად, კარგ დამოკიდებულებას, სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ... რა თქმა უნდა, ზოგჯერ კრიტიკაც არის, მაგრამ ამას მივესალმები.

- ძირითადად, რას გიკრიტიკებენ?

- ზოგი ამბობს, სიმღერისას ყელს ძალას ატანს, ვიღაცას ჰბაძავსო...

- ცდილობ, მათ აუხსნა, რომ ეს ასე არ არის?

- თავს ვალდებულად არ მივიჩნევ, ვინმეს რამე ავუხსნა. ვისაც მოსწონს, მოსწონდეს, ვისაც - არა, პრობლემა არ არის. უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: თუ არ მოსწონთ, რატომ უსმენენ? კრიტიკა გასაგებია, მაგრამ გალანძღვა - არა.

- მოდი, ჟურნალის მკითხველებს უამბე - პროექტში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?

- მე არ გადამიწყვეტია: ჩემი მეგობარი "X ფაქტორის" პრეკასტინგზე მიდიოდა. მთხოვა, გამომყევიო. არ ვიცოდი, რისი კასტინგი იყო. გავყევი და მერე ისე მოხდა, რომ სცენაზე გამოვედი.

- სცენაზე გასვლამდე არ ფიქ­რობდი, რომ შეიძლება სიმღერა ცუდად შეგესრულებინა?

- არა, სცენაზე "X ფაქტორში" მონაწილეობამდეც ვიდექი - ამის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ასეთ პროექტთან და ტელევიზიასთან შეხება არ მქონია. ცოტათი ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა, რადგან ჩემთვის პირველი პროექტი იყო. ავღელდი, მაგრამ ისე - არა, რომ შემტყობოდა.GzaPress

- ჟიურისგან, მაყურებლებისგან ასეთ რეაქციას ელოდი?

- რა თქმა უნდა, გაკვირვებას ველოდი (მაგრამ - დოზირებულს), რადგან სხვანაირი ტემბრის ხმა მაქვს. არ მეგონა, ჩემზე ასეთ აქცენტს თუ გააკეთებდნენ...

- რამდენი ხანია, რაც მღერი?

- გონზე რომ მოვედი, იმ დღიდან (იცინის). თავდაპირველად, ფანდურით დავიწყე: ჩემი მეზობელი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. ჩემმა მშობელმა მუსიკის ხმა გაიგონა და მითხრა: - სანდრო, არ გინდა, შევიდეთო? დიდად არაფერი მაინტერესებდა და ყველაფერზე ვთანხმდებოდი... იქიდან დაიწყო და დაიწყო!..

- ბავშვობაში კიდევ რაიმეთი ხომ არ იყავი გატაცებული?
- არა მხოლოდ ბავშვობაში: რაგბის ბათუმის გუნდის მოთამაშე ვიყავი (ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში). ახლახან დავანებე თავი... 4-5 წლის წინ, სპექტაკლში - "სამოსელი პირველი" დომენიკოს როლი შევასრულე. გურამ დოჩანაშვილმაც მნახა... სპექტაკლი ჩემმა სკოლამ დადგა. მისი ქალაქგარეთ გატანა არ იგეგმებოდა. პირველად ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ვითამაშე. შემდეგ ისე მოხდა, რომ დოჩანაშვილის ყუ­რამდე მივიდა, რომ ვიღაცას მისი ნაწარმოები დაუდგამს. თბილისში ჩამოსვლა მოგვიხდა. სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოვადგინეთ. ბატონმა გურამმა მოსვლა ვერ შეძლო - სპექტაკლს მისი მეუღლე ესწრებოდა, მაგრამ შემდეგ ბათუმში (ოპერის სახლში), კიდევ ერთხელ ვითამაშეთ, სადაც გურამ დოჩანაშვილი პირადად ვნახეთ, ერთმანეთს მივესიყვარულეთ...

- რა გითხრა, გახსოვს?

- პატარა ვიყავი და ბევრი დეტალი არ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი ემოციები ჩემთვის დაუვიწყარია!..

- სანდრო, "X ფაქტორში" მონაწილეობამდე, სად მღეროდი?

- ბავშვობაში - ხალხურ ანსამბლში. უცხოეთში გასტროლებზე დავდიოდით, ბევრი ქვეყანა მოვიარეთ... შემდეგ სწავლას მივხედე, რადგან მუსიკის გამო, ხელი მეშლებოდა. მერე მე და ჩემმა კლასელებმა ბენდი შევქმენით - მუსიკას თავი მაინც არ დავანებე. კაფეებში ვმუშაობდით. შემდეგ ის ბენდი დაიშალა და სხვაგან გადავედი, ბოლოს კი "X ფაქტორში" აღმოვჩნდი...

- მუსიკალური თვალსაზრისით, საკუთარი თავი უკვე იპოვე?

- დიდი ხანია ვიცი, რაც მინდა. მხოლოდ მუსიკის სფეროში მუშაობა რომ შემიძლია, ეგეც ვიცი, მაგრამ რაღაცების გამო, ჯერ კიდევ ვორჭოფობ - ამ სფეროს გავყვე თუ არა?

- რა მიზეზები გესახება ხელის შემშლელად?

- მაგალითად, საქართველოში ეს სფერო არაპერსპექტიულია, უცხოეთში მუსიკალური განხრით სწავლის გაგრძელება კი მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული. თუ ისეთი სასწაული მოხდა, რომ ვიღაცამ "ხელი მომკიდა" და სასწავლებლად გამიშვა, წინააღმდეგი არ ვიქნები.

- შენთვის მუსიკის ალტერნატივა სწორედ მეზღვაურობა რატომ გახდა?

- ამ შემთხვევაში, მუსიკაა ალტერნატივა.

- ანუ ძირითად პროფესიად მეზღვაურობა გესახება?

- მე არ მესახება, ასეა საჭირო. რადგან მამა მეზღვაურია, მხოლოდ ამ სფეროსა და მუსიკასთან მქონდა შეხება.

- როგორც ვიცი, ერთიან ეროვ­ნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემა შეგექმნა...

- პროექტის ფინალი 3 ივლისს იყო. ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდაც ამ დღეს გახლდათ. როცა გამოცდებისთვის რეგისტრაცია გავიარე, "X ფაქტორში" მონაწილეობა იდეაშიც არ მქონია. ამიტომ გამოცდების ჩაბარების ადგილად ბათუმი მივუთითე. უკვე პროექტში რომ გავედი, "გავქაჩე" და მივხვდი, შეიძლებოდა ფინალში მოვხვედრილიყავი, გამოცდების ჩაბარების ადგილის - ქალაქის შეცვლის თხოვნით ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავასაც მივმართე, მაგრამ რატომღაც, უარი მითხრა. ქალაქის შეცვლა ვერ მოხერხდა. ამიტომ გამოცდის ჩაბარებაც ვერ ხერხდებოდა. საბედნიეროდ, გამიმართლა და 3-ის ნაცვლად, 4 ივლისს დაინიშნა გამოცდა. ფაქტობრივად, "X ფაქტორის" ფინალიდან პირდაპირ გამოცდაზე წავედი...

- სანდრო, პროექტში შესრულებული ნომრებიდან, ყველაზე მეტად, რომლით ხარ კმაყოფილი?

- არც ერთით, რადგან ახლა რომ გამიყვანო სცენაზე, ყველას თავიდან და უკეთესად შევასრულებდი.GzaPress

- შენთვის კომფორტული რომელი მუსიკალური ჟანრია?

- რა თქმა უნდა, ბლუზი. პროექტში ამ ჟანრის სიმღერა საერთოდ არ შემისრულებია - ხალხმა სხვა ამპლუაში გამიცნო.

- პროდიუსერებს შესთავაზე, რომ ბლუზშიც მოგესინჯა ძალა?

- თავად ვერ შევთავაზებდი, რადგან მათთან შეხება არ მქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი აზრი დამიფიქსირებია, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

- შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რომელი მენტორის აზრი იყო?

- რა თქმა უნდა, სოფოსი. ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი მენტორი გახლდათ და ყველაზე ხშირი კონტაქტი მასთან მქონდა. სოფო უნიკალური, ძალიან მაგარი გოგო და უბრალოდ, კარგი ადამიანია.

- მუსიკასთან დაკავშირებული ღირებული რჩევები ვისგან მიგიღია?

- მხოლოდ მშობლებისგან და კიდევ ერთი პიროვნებისგან, მაგრამ მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ. ჩემზე გაცილებით უფროსია. ჩემ მიმართ მეგობრულად განწყობილია, რჩევებს მაძლევს ხოლმე. ამ პიროვნებას ძალიან ვაფასებ... კიდევ, მინდა აღვნიშნო, რომ "X ფაქტორში" ჩემი მონაწილეობა ორი ადამიანის დამსახურებაა: ერთია ეკუნა გურგენიძე, ვისაც პრეკასტინგზე გავყევი, მეორე კი - ჩემი მათემატიკის მას­წავლებელი და უახლოესი მეგობარი - ნინო სამსონია, რომელმაც პრეკასტინგის მერე, კასტინგზე ჩა­მოსვლა გადამაწყვეტინა (მანამდე არ ვაპირებდი).

- შენი მშობლებიც მუსიკალურ სფეროში მუშაობენ?

- პროფესიონალურ დონეზე მუსიკით ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არაა დაინტერესებული - პირველი ვარ, მაგრამ ყველა მღერის. ხმა გენეტიკურად გამომყვა: მამას და ბაბუას ჩემნაირი ხმა აქვთ.

- "X-ფაქტორმა" რა შეცვალა ან შეცვლის შენს ცხოვრებაში. როგორ ფიქრობ?

- პიროვნულად იგივე დავრჩი, ვინც ვიყავი: ხალისიანი სანდრო ვარ, რომელსაც ყველა და ყველაფერი უყვარს, მაგრამ რატომღაც, ცოტათი სერიოზული გავხდი, ოდნავ - აგრესიულიც, უფრო ზუსტად - ნერვიული. შესაძლოა, ეს განრიგის გამო მოხდა: სულ "გადარბენებზე" ვიყავი, ვფიქრობდი, - იქ არ დამაგვიანდეს, აქ არ შემეშალოს-მეთქი და ა.შ.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არც არაფერი. შეყვარებული არ მყავს.

- როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას?

- დახვეწილი (იღიმის)... ჩამოყალიბებული არ მაქვს, რომ შავგვრემანი ან ქერა უნდა იყოს. ერთი ვიცი, პირველად მაგარი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს, კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეს. ხასიათს რაც შეეხება, ყველანაირს მივიღებ. მთავარია, ტვინი არ შემიჭამოს: სანდრო, ის მინდა, ეს მინდა, ცუდად ვარ, აღარ შემიძლიაო (იცინის)... ყველაზე მეტად, წუწუნს ვერ ვიტან.

- ამ მხრივ, ცუდი გამოცდილება გაქვს? ვინმეს ხვდებოდი?

- არა, თქვენ წარმოიდგინეთ, შეყვარებული არასდროს მყოლია. სავარაუდოდ, დიდხანს არ მეყოლება, რადგან ერთხელ მიყვარდა და ეს ამბავი, როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა, ანუ ცალმხრივად შეყვარებული ვიყავი. წვალება აღარ მინდა...

- ისევ გიყვარს?

- დიდი ხანია, არ მინახავს. შეიძლება, რომ დავინახო, ისევ შემიყვარდეს.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

"ერთი ქალი მოვიდა - თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!"

საქართველოს მოსახლეობას ვურჩევ, რომ ჯერ საქართველო შეიცნონ

არა­საქ­მი­ან გა­რე­მო­ში ორ­მა­გად მე­გობ­რუ­ლი ვარ


ნინი გრძელიშვილი: "პლაჟზე გადაპრანჭული სიარული "მეგოიმება"

"ცოტათი უცნაური ვიყავი, არაკომუნიკაბელური და ჩაკეტილი"


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი