იუნა შაფათავა ამერიკულ ცხოვრებაზე - "საქართველოში თავისუფლება უზრდელობა რომ ჰგონიათ, აქ ასე ნამდვილად არ არის"
font-large font-small
იუნა შაფათავა ამერიკულ ცხოვრებაზე - "საქართველოში თავისუფლება უზრდელობა რომ ჰგონიათ, აქ ასე ნამდვილად არ არის"
"შევეცდები ამერიკას დავანახვო, რომ სასურველი მოქალაქე ვარ"

რამდენიმე თვეა, რაც იუნა შაფათავა ნიუ-იორკში ცხოვრობს. იქ თავისი ოცნებების ასასრულებლად წავიდა და ახლა ცდილობს, ამერიკული ცხოვ­რების აქტიურ ტემპს თავისებურად აუწყოს ფეხი.


- ამერიკაში ჩემი პოტენციალის რეალიზაციისთვის წამოვედი შარშან, 17 დეკემბერს და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გახსოვს, ადრე რომ ინტერვიუ ჩავწერეთ, გითხარი, - საფრანგეთში ან ამერიკაში წავალ-მეთქი და ეს ამიხდა. წამოვედი იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან "გამოვიჩხირე" ვიწრო მსოფლმხედველობაში. აქ ბევრი ქართველი გავიცანი და მივხვდი, ქართველობა დიაგნოზია. ცუდი გაგებით არ ვამბობ, მაგრამ ინტელექტი რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტია. აქ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად: როგორ გამცირებს თანამემამულე და როგორ ცდილობს, გული გატკინოს. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი ადამიანებიც შევიძინე, ვინც მეგობრად მთვლიან და მათი მადლობელი ვარ.
- სასურველი სამუშაოს პოვნა რამდენად რთულია?
- აქ სერიოზულ სამსახურში რომ მიგიღონ, რაღაც ბექგრაუნდი უნდა გქონდეს საქართველოში. ჩვენი დიპლომი "ჭრის", თუმცა, მე დიპლომის კი არა, საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის იმედად წამოვედი. მიზანი აქ დამკვიდრება უნდა იყოს და არა - ფულის დაგროვება. თუ დამკვიდრდები, ამას ფულიც მოაქვს. ამერიკა ყველას აძლევს შანსს. ლეგალი ხარ თუ არალეგალი, შენ ფულს "აკეთებ". ამერიკა ზეშესაძლებლობების ქვეყანაა, არ ვაჭარბებ. მოსკოვშიც ხომ მიცხოვრია და იქ სხვა ტემპია, ასე მრავალეროვანი არ არის. აშშ კი ამბობს, რომ ის ემიგრანტებზე დგას და მათი წახალისებაა მთავარი მიზანი. მესამე-მეოთხე თაობა რომ აქ ცხოვრობს, ისეთი ხალხიც გავიცანი და არავის ავიწყდება, ვინ საიდან იყო. ესინი თავიანთ ნაციონალობას დიდ პატივს სცემენ.
- ნოსტალგიის მომენტი არ გქონდა?
- ნოსტალგია იყო თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ცრემლი თავისით მომდიოდა, ჩემი დები, მაშა მენატრებოდა. თუმცა, თუ გინდა, რაიმეს მიაღწიო, უნდა გაიაზრო, რომ არ შეიძლება, ერთ ადგილას იყო მიჯაჭვული. ემიგრაციაში ყოფნა ადვილი არ არის, ფსიქოლოგიურად მაგარი უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბუთების ბოლომდე მოწესრიგებას ველოდები, ვცდილობ, რაღაც ვაკეთო, არ ვჩერდები. ის, რაც საქართველოში სამარცხვინოდ მიაჩნიათ, აქ ჩვეულებრივი მომენტია. ვამპირივით მემატება ენერგია, ძალიან ინტერესიანი ვარ და აქ ყოფნა სტიმულს მაძლევს. ყველანაირი განათლების მქონე ხალხი ცხოვრობს. მინდა, ურთიერთობა მქონდეს ზეინტელექტის მქონე ადამიანებთან. ვერ წარმოიდგენ, მორალურად რამდენად გამოკვებილი ვარ. ის, რაც საქართველოში მაკლდა, აქ ავინაზღაურე.
- სად დადიხარ ხოლმე, როგორ ატარებ დროს?
- დავდივარ კონცერტებზე, რობერტ დე ნიროს საღამოზეც ვიყავი, ალეკ ბოლდუინის წიგნის პრეზენტაციას და ბროდვეიზე სპექტაკლს დავესწარი; მაიკლ დუგლასი, შონ პენი ვნახე; უ2-ს კონცერტისთვის ბილეთი ვიყიდე "სულ ზემოთ", რადგან ძვირი ღირდა, მაგრამ გამიმართლა და ორგანიზატორმა სცენასთან ახლოს დამსვა. ძალიან ვისიამოვნე. როცა რაღაც ძალიან გინდა, შეუძლებელი არაფერია.
- საბუთების სრულად მოწესრიგებას დიდი დრო სჭირდება?
- ლეგალი ვარ, ყველანაირი წესის დაცვით ჩამოვედი. ძალიან მაგარი იურისტი მყავს და ყველანაირად დამეხმარა. ჩემი საბუთების საქმე 50/50-ზეა, მაგრამ შევეცდები ამერიკას დავანახვო, რომ სასურველი მოქალაქე ვარ და ამ ქვეყანაში ჩემს წვლილს შევიტან. სამუშაო ნებართვა მჭირდება, რათა ის გავაკეთო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა ქეისი - სექსუალური დევნა. იცი, რაზე მეტირება? ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ასე მიუღებელია, რაც მე ძალიან მდიდარ, წარმატებულ, ცნობილ ქალად მაქცევდა მსოფლიო მასშტაბით, აქ არავის უკვირს. ამ თემაში, რასაც სექსი ჰქვია, ბევრ ქალზე მეტი მესმის - ქალის როლი საზოგადოებაში, მამაკაცთან ურთიერთობა და ა.შ.
- ამ თვეების განმავლობაში, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობ, მეგობარი მამაკაცი თუ გყავდა?
- როგორც ასეთი, "ბოიფრენდი" არ მყავს ხოლმე. ხომ ვიცი კაცების ფსიქოლოგია... ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, პაემანზეც დავდივარ, ერთად ვერთობით კაფეებში, ბარებში, ივენთებზე, ინტელექტუალურ ადგილებში, ვსეირნობთ და ა.შ. აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ქალებს სხვანაირ პატივს სცემენ. რომ ამბობენ, ბარში ქალი თავის დანახარჯს იხდის და კაცი თავისასო, ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია. თუ კაცი მეპატიჟება, თანხასაც ის იხდის.
- ამერიკაში მამაკაცები როგორ გამოხატავენ ქალისადმი სიმპათიას?
- ამერიკელი კაცები ერთი მეორეზე ძლიერები არიან შინაგანად და არც შენი სიძლიერე აკომპლექსებთ. მე კი ყველაზე ძლიერი მჭირდება! ძალიან ყურადღებიანები არიან, განსხვავებულები. მსიამოვნებს მათი ეს დამოკიდებულება. აქ რომ ჩამოვედი, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო ქალი. მიხარია ის, რომ აქ ადამიანებისგან პოზიტიურ და დადებით დამოკიდებულებას ვხედავ ჩემ მიმართ. ერთი კვირის წინ, ტიპმა სიყვარული ისე ამიხსნა, ვიტირე... ამ დილით ოკეანესთან ვიდექი და ისე მეძინებოდა, ვფიქრობდი, - აქ მომცა ერთი სახლი და აღარაფერი მინდა-მეთქი, მაგრამ ისეთი რიტმია, მერე უნებურად იქოქები. ნიუ-იორკში ბრაიტონ ბიჩზე ვცხოვრობ და ქართველები ამ ადგილს დასცინიან, - ყოფილი საბჭოთა კავშირიაო. თუმცა, იქ ცხოვრება სულაც არ მიშლის ხელს რაიმეში, მთელ ნიუ-იორკში დავდივარ, ვსეირნობ, ვათვალიერებ, სანაპიროზე ვცურავ, 24-საათიანი ინფრასტრუქტურა მაქვს. მანჰეტენზე ცხოვრება კი ორჯერ უფრო ძვირი დამიჯდება. ჩემი მიზანი ლოს-ანჯელესი და კალიფორნიაა. ვცდილობ, ყველა აქაური ქართველი ვნახო, ვინც თავის საქმეს რეალურად კარგად აკეთებს და მართლაც წარმატებულია.
მანდ იცი, რა თქვა ზოგმა ჩემზე? - ვერაფერს მიაღწია და ახლა საქართველოზე რაღაცებს ლაპარაკობსო. ახლახან ჩამოვედი და რის მიღწევაზეა საუბარი? მე ყველაფერს გავაკეთებ, რისი სურვილიც მაქვს და ნახავენ. მე ჩემს ლეგენდას, ჩემი ცხოვრების სცენარს ვწერ. მინდა გავხდე ლეგენდარული ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისთვის და თავისი სამშობლოსთვის. მე ხომ არ ვამბობ, რომ აქ გასათხოვრად ჩამოვედი. ჩემი ცხოვრება, რასაც მე გავაკეთებ, მაინც ჩემს სამშობლოს ეძღვნება. მინდა, წარმატებული ქართველი ქალი გავხდე აქ! მინდა ვაჩვენო, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი, მიუხედავად იმისა, სად დაიბადა.
- ხალხი რამდენად პოლიტიზებულია და ტრამპისადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ?
- მაგალითად, რობერტ დე ნიროს საღამოზე, ტრამპის ხსენების გარდა, ვერაფერს გაიგონებდი. ის ბევრ კარგსაც აკეთებს და ბევრს - ცუდსაც, მაგრამ ხმამაღლა არავინ აგინებს. მაგალითად, მე პირდაპირ მაგინებენ ქართველები და ამას უკვე შევეჩვიე. საქართველოში თუ კომენტარებში ლანძღვას შევეჩვიე, აქაური ქართველები პირისპირ გიდგანან და ისე გაყენებენ შეურაცხყოფას. თუმცა, სიმართლე გითხრა, მე ამისთვისაც მზად ვიყავი. ქართველმა მითხრა, - იუნა, ხომ იცი, რომ ბოზი ხარო. უცხოელი ამას როგორ მაკადრებს? როცა სადმე მივდივარ და ვყვები, რა გამიკეთებია, იცი, რას მეუბნებიან? ნუ გავიწყდება, რომ წიგნი ხარ და არა - ყდაო, - ძალიან მომწონს მათი ეს გამოთქმა. ნუ განსჯი წიგნს ყდის მიხედვითო, - უცხოელები სულ ამას მახსენებენ, ქართველებისთვის კი ბოზი ვარ.
- ქართველებისგან ასეთმა და­მოკიდებულებამ რაღაც დოზით ხომ არ დაგაკომპლექსა?
- რეალურად, სწორედ ამას გამოვექეცი. ჩემი შესაძლებლობები ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ საქართველოში ყდას უყურებენ და არა - შინაარსს. რაც მანდ უხამსობად და უზრდელობად ითვლება, აქ იმას გამბედაობად და სითამამედ მიიჩნევენ. ჩემს სექსრჩევებს რომ ვაკითხებ ხალხს, ამბობენ: ოჰ, მყ გოდ, რა მაგარი ხარო! ხომ გესმის სხვაობა? უმადური უნდა ვიყო, ეს რომ ვერ დავინახო და მთავარი განსხვავება იცი, რა არის? საღამოს ადამიანებისგან ზარები და დახამებული მესიჯები კი არ მომდის, - სექსი მინდა შენთანო, პირიქით, გულშემატკივრობას ვგრძნობ. სად არის შენი საბუთები? დროზე, მიაწექიო, - მარტო ეს მესმის! ასეთ დროს კი, რა თქმა უნდა, სპორტსმენსაც სულ სხვა მოტივაცია ექნება, მსახიობსაც და ყველას. ყველაზე მეტად სოფიკოზე მწყდება გული, ჩვენი ნაკრების პირველი ნომერია და არასდროს მქონდა ფული, რომ აქ ჩამომეყვანა და ისე ეცხოვრა, როგორც საჭიროა. არადა, ერთადერთი, რასაც ამერიკაში გთხოვენ, შრომისმოყვარეობაა. ჩემთვის დახურული კარი და მიზეზი არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთ ქვეყანაში. აქ რომ დააცემინო, მსოფლიოს ესმის და საქართველოში სალტოები რომ აკეთო, იტყვიან, - ბოზია, ზედმეტად ამბიციურიო. ამერიკაში საათის მექანიზმივითაა აწყობილი და განვითარებული ყველა სფერო. ქართველმა ბიჭმა მითხრა, - აქ ყველა ამბიციით ჩამოდის და მერე, "მოჯდებიან" ხოლმეო... მე არ ვიცი, ვინ რა ამბიციით ჩადის, მაგრამ მე ჩემი ამბიციები არ მავიწყდება და როცა ამას ვამბობ, არავინ მჭორავს, ეს ამბიციური "ნაშა" ვინ არისო? პირიქით, ლამაზი ხარ და მაგრად გამოიყურებიო, - სულ ამას მეუბნებიან. ხასიათის ბუნებრიობა უკვირთ. ოჰ, სჰე ის სო რეალ! - ამბობენ. აქ პიროვნება აინტერესებთ.
- ბევრ ქართველს ჰგონია, რომ ევროპა და ამერიკა "ცუდ რამეებს" გვახვევს თავს. როგორი დამოკი­დებულება აქვთ აშშ-ში, მაგალითად, ლგბტ საკითხების მიმართ?
- ამერიკაში ერთ-ერთ საკითხზე მითხრეს, ჩვენი საზოგადოება ამ თემისთვის მზად არ არისო. მანდ კი აწყობთ იყვირონ, რომ ვითომ საქართველოში ვიღაც იჩაგრება. არავინაც არ იჩაგრება. ის გაუნათლებელი გოგონები, ვითომ "ენჯეოები" აფუჭებენ ყველაფერს, ხალხსაც ამცირებენ, საკუთარ თავსაც აყენებენ შეურაცხყოფას და ცნობიერებას ამახინჯებენ. აქ ლგბტ თემებზე ისე არ საუბრობენ, როგორც საქართველოში. მინდა, გავიხსენო შემთხვევა, როცა გია ჯაჯანიძემ იკითხა, - ამ ქალბატონებიდან რომელი ჯობიაო? ამ დროს ჩვენთან ერთად იჯდა კესარია აბრამიძე. ვფიქრობ, მას ასეთი კითხვა საერთოდ არ უნდა დაესვა. კესარიას მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ის რეალურად, ქალი გახდა და ვულოცავ მას. ყოველთვის ვაფასებ, როდესაც ადამიანს თავისი ამბიცია და მიზანი აქვს. ამერიკა იმდენად პურიტანული ქვეყანა აღმოჩნდა, თვითონაც რომ არ ველოდი. საქართველოში თავისუფლება უზრდელობა რომ ჰგონიათ, აქ ასე ნამდვილად არ არის, ძალიან კულტურული ხალხია. ნიუ-იორკი, ბროდვეი ძალიან მომწონს! ღიმილიანი სალამი და ყოველ დილით მოკითხვა აქ ჩვეულებრივი ამბავია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. პოზიტიურად ვარ განწყობილი, თუმცა, ძალიან ცუდი სცენარისთვისაც მზად ვარ. მსოფლიოს გულში ვარ და აქედან ყველაფერი კარგად ჩანს.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ჰყო­ლო­და ისე­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ვინც რა­ღაც დის­კომ­ფორტს, ჩვენ შო­რის ბა­რი­ერს გა­ა­ჩენ­და?
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი