"დედისერთობის სინდრომი", საკურორტო რომანი და საუკეთესო დასვენება
font-large font-small
"დედისერთობის სინდრომი", საკურორტო რომანი და საუკეთესო დასვენება
ნინი გრძელიშვილი: "პლაჟზე გადაპრანჭული სიარული "მეგოიმება"

"აჭარა ფეშენ ვიკში" მონაწილეობის შემდეგ, მოდელი - ნინი გრძელიშვილი ენერგიის აღდგენას ბათუმში ცდილობს. საზაფხულო არდადეგებზე სასაუბროდ, ნინის "ფეშენ ვიკის" დახურვის მეორე დღეს შევეხმიანეთ...

- საზაფხულო არდადეგები ძა­ლიან მიყვარს. საერთოდ, ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია.

- ზაფხულის არდადეგებისთვის რამდენი ხნით ადრე იწყებ მომზადებას?

- სიმართლე გითხრათ, მომზადებას დასასვენებლად წასვლამდე 1 დღით ადრე ვიწყებ - ეს საქმე ყოველთვის ბოლო წუთამდე მიმყავს, მაგრამ მთელი წელი ველოდები, როდის დადგება ის დრო, რომ ზაფხულში ქალაქიდან გავიდე...

- ახლა როგორ ატარებ ზაფხულს?

- უკვე მესამე დღეა, ბათუმში ვარ. "აჭარა ფეშენ ვიკი" ტარდებოდა - გუშინ დახურვა იყო... ვაპირებ, აქ კიდევ 2 კვირით დავრჩე. შემდეგ, რამდენიმე დღით თბილისში დავბრუნდები, მერე კი მეგობრებთან ერთად, ისევ ბათუმში დავისვენებ. შეიძლება, რამდენიმე დღით მთაშიც ავიდე...

- საერთოდ, აქტიური დასვენება უფრო გიყვარს თუ პასიური?

- ბათუმში პასიური დასვენება ნაკლებად გამომდის. მთაში, ბუნებრივია, პასიურად ვისვენებ. "ფეშენ ვიკის" მერე ისეთი "გადამწვარი", გადაღლილი ვარ, რომ ფოტოსესიაზე უარი ვთქვი - მინდა, დავისვენო, დავიძინო... ძალების აღსადგენად, ალბათ, რამდენიმე დღე დამჭირდება, მერე კი აქტიურ დასვენებაზე გადავალ.

- საზაფხულო გარდერობის განახლებაზე თუ ზრუნავ?

- კი, აუცილებლად. უბრალოდ, ასეთი "წიკი" მაქვს: დასასვენებლად წასულს, თან უამრავი სამოსი და ფეხსაცმელი მიმაქვს, რასაც ზუსტად ვიცი, არ ჩავიცვამ. თუნდაც მხო­ლოდ 1 კვირით ვისვენებდე, მაინც 5 ჩემოდნით მივდივარ და ყოველ წელს ასე მემართება.

- საცურაო კოსტიუმების მოდურ ტენდენციებს ყურადღებას აქცევ?

- გასარუჯად ჩვეულებრივ საცურაო კოსტიუმს - ე.წ. ბიკინის ვამჯობინებ, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მთლიანი საცურაო კოსტიუმი ძალიან მომწონს, მაგრამ გასარუჯად და საბანაოდ არაკომფორტულია. ძირითადად, კომფორტზე ვარ ორიენტირებული.GzaPress

- რომელი ფერის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებ უპირატესობას?

- გარუჯულ კანზე მაინც ღია ფერები მომწონს: ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი... კიდევ, ის მკვეთრი ფერები მიყვარს, რაც ნამზეურს უხდება.

- პლაჟზე გასვლამდე სოლარიუმში ირუჯები?

- სოლარიუმს არ ვსტუმრობ, რადგან იქ ისე ვერ ვირუჯები, როგორც მინდა: ან ვიწვები, ან - "ზაგარი" ძალიან მალე "გადამდის"... ამიტომ ყოველთვის ზღვის ნამზეურს ვამჯობინებ. შეიძლება, უბრალოდ, მე ვფიქრობ ასე, რომ ზღვის "ზაგარი" უკეთესი და "ჩამჯდარია", ვიდრე სოლარიუმის ან თუნდაც, აუზის.

- ვარჯიშობ?

- ამ მხრივ, ცოტათი ზარმაცი ვარ (იცინის). ნებისყოფა არ მყოფნის... ვცდილობ, სატრენაჟორო დარბაზს კვირაში ერთხელ მაინც ვესტუმრო, მაგრამ ეს მცდელობა ყოველ წელს იდეის დონეზე რჩება. ბოლო დღემდე ფეხს ვითრევ. საბოლოოდ, ისე გამოდის, რომ ზაფხულის სეზონისთვის არანაირად არ ვემზადები. ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემა რომ მქონდეს, ამ მხრივ, შეიძლება, უფრო მივხედო საკუთარ თავს.

- დასასვენებლად წასვლა ექს­პრომტად თუ გადაგიწყვეტია?

- არა. საერთოდ, გადაწყვეტილებების ექსპრომტად მიღება არ მიყვარს. ყოველთვის მირჩევნია, ზუსტად ვიცოდე, როდის, სად, როგორ უნდა წავიდე... თუნდაც, ბათუმში წამოსვლის ამბებიც ნახევარი წლით ადრე "დავალაგე". საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება ხშირად არ ამართლებს. ასე რომ, ყველაფრის დაგეგმვას, გაზომვას, აწონ-დაწონას ვამჯობინებ და დასასვენებლად მომზადებული მივდივარ.

- ბათუმის გარდა, ზაფხულში შენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი სად არის?

- მაინც ბათუმში (იცინის). მახ­სოვს, ერთ ზაფხულს კაჭრეთში ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა, კარგად ვისიამოვნე... ზღვა მიყვარს და ძირითადად, ბათუმში დასვენებას ვამჯობინებ.

- დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედი დასასვენებლად?

- 3 წლის წინ. სამოდელო სააგენტოდან ჩვენებები გვქონდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა მარტო წასვლა მომიხდა... ისე, დასვენება მეგობრების კამპანიაში ან ოჯახთან ერთად მირჩევნია.

- დასასვენებლად უფროსი ადამიანის გარეშე წასვლა შენს ცხოვრებაში როდის დასრულდა?

- სიმართლე გითხრა, ჯერ არ დასრულებულა, რადგან ახლაც ოჯახთან ერთად ვარ. ყოველთვის ასე ვიქცევი: 2 კვირა ოჯახთან ერთად ვისვენებ, შემდეგ, 1 კვირა - მეგობრებთან ერთად. სადმე მარტო წასვლის სურვილი თავადაც არ მაქვს - ჯერ ასეთი დამოუკიდებელი არ ვარ. მგონი, ეს "დედისერთობის სინდრომია", დედაზე ვარ "მიჯაჭვული".

- მეგობრები როგორ ისვენებთ, როგორ ერთობით?

- როგორი ღამენათევები და დაღლილებიც უნდა ვიყოთ, დილით მაინც სანაპიროზე გავდივართ; შუადღისას ძილს ვამჯობინეთ, რომ საღამოსთვის ენერგია მოვიკრიბოთ, ღამით კი კლუბებში გასართობად მივდივართ. ყოველდღე ასე მეორდება, სანამ ბოლომდე არ "გადავიწვებით" და არ მივხვდებით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება (იცინის).

- პლაჟზე გასული კანზე, თმაზე განსაკუთრებულად ზრუნავ?

- უბრალოდ, ვფრთხილობ, სახის კანი არ დამეწვას. ძალიან თეთრი კანი არ მაქვს. ამიტომ იშვიათად ვიწვები, მაგრამ ზოგჯერ მზის გულზე წოლა დიდხანს გამომდის... თმას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ხელი ჩავიქნიე - ყურადღებას აღარც ვაქცევ, რადგან ვიცი, აზრი არ აქვს: ეტყობა, ჩემს თმას ბათუმის ჰავა არ უხდება - მეხვევა, ვერაფერს ვუხერხებ...

- პლაჟზე როგორ გამოიყურები, ამას დიდ ყურადღებას აქცევ? იპრანჭები?

- არა. ჩვეულებრივ ფორმაში გავ­დივარ. პლაჟზე გადაპრანჭული სი­არული (მაკიაჟით, ტუჩსაცხით, დახვეული ან გასწორებული თმით...) სასაცილოც კი მგონია და "მეგოიმება". შესაბამისად, ძალიან უბრალოდ ჩაცმული (შორტი და მაისური) გავდივარ.

- კარგად ცურავ?

- არა, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ ზღვაში კამერით არ შევიდე (იცინის). ტალღების ცოტათი მეშინია. თუ ზღვა ოდნავ მაინც აღელვებულია, წყალში არ შევდივარ.

- რაიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც, ტალღების შიში გაგიჩნდა?

- კი. წინათ წყლის შიში საერთოდ არ მქონდა, მაგრამ რატომღაც, ერთხელ (დღემდე არ მესმის, რატომ გავრისკე) ტალღებში შევედი. ტალღამ დამარტყა და ამომაყირავა. "შრამიც" კი დამრჩა... მას შემდეგ პატარა ტალღებისაც პანიკურად მეშინია.

- ალბათ, პლაჟზე ყურადღებას იქცევ...

- მეტ-ნაკლებად. არის შემთხვევები, როცა ცოტათი დისკომფორტიც მექმნება, მაგრამ იშვიათად ხდება, ვინმეს მიერ ჩემ მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ შემაწუხოს.

- საკურორტო რომანი თუ გქონია?

- კი, მქონია, მაგრამ მხოლოდ ფლირტით შემოფარგლულა. სერიოზულ ურთიერთობებს ისედაც ვერიდები და მით უმეტეს, საკურორტო რომანს სერიოზულად რომ შევხედო, ამაზე საუბარი ზედმეტია (იცინის). რა თქმა უნდა, ფლირტი ყოფილა და თითქმის ყოველ ზაფხულს არის.

- ახლაც?

- ჯერ არა, ახალი ჩამოსული ვარ (იცინის)...

- როგორ ფიქრობ, შეიძლება, საკურორტო რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს?

- რატომაც არა! რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ალბათ, როცა ამის სურვილი ორივე მხარეს აქვს, შესაძლებელია. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, მაგრამ ჩემს სამეგობროში მსგავსი შემთხვევა ყოფილა.

- შეგიძლია, დაუვიწყარი სა-ზაფხუ­ლო არდადეგების შესახებ მოგვიყვე?

- შარშან ბათუმში მეგობრებთან ერთად დავისვენე. ყველაფერი სა­უკეთესოდ აეწყო: კარგ კამპანიაში მოვხვდი, ფანტასტიკური ამინდებიც დაემთხვა... ის ერთი კვირა ყველაზე მაგარი იყო! ისე კარგად გავატარეთ დრო, რომ წამოსვლა აღარ გვინდოდა. თან, ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდით. დაძაბულები ვიყავით. პასუხები რომ გავიგეთ, გულზე მოგვეშვა და დავისვენეთ.


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი