ქეთი ხუციშვილის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ, ფლირტი და უპასუხო კითხვები
font-large font-small
ქეთი ხუციშვილის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ, ფლირტი და უპასუხო კითხვები
"ორმხრივი ურთიერთობით, ჯანსაღი ემოციებით "ვკაიფობ"

"მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი თითქმის არ ჰყავს. ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. მოსწონს მამაკაცები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მსახიობ ქეთი ხუციშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ყოველდღე ჰოროსკოპს არ ვეცნობი, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. პირადი რუკა არასდროს შემიდგენია.

- "მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

- ეს ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, სიმართლისგან შორს არ არის. საზოგადოების აზრი მაინტერესებს, მაგრამ ყველა საკითხზე ჩემი შეხედულება მაქვს.

- მოულოდნელობები შენს ცხოვ­რებაში ხშირია?

- კი, ჩემს ცხოვრებაში ზოგჯერ სიურპრიზებიც ხდება. ცოტა ხნის წინ, საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი პოპულარული სერიალის პერსონაჟი თუ გავხდებოდი. რაც რეალობისგან ძალიან შორს დგას, იმაზე არც კი ვოცნებობ.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- გულწრფელი.

- ასტროლოგები თვლიან, რომ შენ ცნობისმოყვარე ხარ.

- ცნობისმოყვარეობა შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ. არასდროს მაინტერესებს, მეზობლის სახლში რა ხდება. კამათის ხმა თუ გამოდის, ამ დროს მირჩევნია, მუსიკა ჩავრთო. ცნობისმოყვარე ვარ იმ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ და მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების ამბები მაინტერესებს.

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთისა თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას შესაძლოა, შეურაცხყოფად მოეჩვენოს".

- ნივთების, ჩასაცმლის, სუნამოს მიმართ მჭირს მსგავსი რამ. არის მომენტი, როცა ისე ძალიან მინდა, იმდენად დიდი სურვილი მაქვს შევიძინო, სხვა რამეს ვიკლებ, სურვილს ვისრულებ, მაგრამ გადის რამდენიმე დღე და შესაძლოა, ის ნივთი სულაც არ გამოვიყენო, აღარ ჩავიცვა, სუნამო გავაჩუქო. ზოგიერთი ნივთი ძალიან მალე მბეზრდება. ასეთი უცნაური ხასიათი მაქვს.

- მსგავსი რამ ადამიანებთან მიმართებაშიც გქონია?

- უხეშად და ცუდად არასდროს ვიქცევი. სულ ვაკონტროლებ თავს, რომ არავის ვაწყენინო, მაგრამ უნებლიეთ, შეიძლება რაღაც შემეშალოს. მქონია შემთხვევა, ურთიერთობით დავინტერესებულვარ, მაგრამ ძალიან მალე მივმხვდარვარ, რომ მასთან საერთო არაფერი მქონდა და მიმიტოვებია.

- "ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია, ყველაფერ ახალსა და გამოუცნობს პირველი აღიარებს".

- ეს ნამდვილად ჩემი თვისებაა. ძველი ნივთები სახლში არასდროს შემომაქვს, ცუდი აურა აქვს. მირჩევნია, უბრალო ხისგან დამზადებული, მაგრამ ახალი იყოს.

- "მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".

- ჩემი თავი ვერ ამომიხსნია და ცხოვრების ამოხსნა მით უმეტეს, რთულია. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა საკუთარ თავს კითხვას ვუსვამ და პასუხი არ მაქვს. ზოგჯერ პასუხი ვიცი, ზოგჯერ ჩემში ორი ადამიანი იღვიძებს და ერთმანეთს ეკამათება...

- "მიუხედავად იმისა, რომ მას გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი თითქმის არ ჰყავს".

- ნამდვილად ასეა, უფრო სწო­რად, შეიძლება ითქვას, რომ მეგობარი არც მყავს. ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო ვარ, შემიძლია უცხო ადამიანთან ურთიერთობაში ორ წუთში შევიდე. ყველა მეუბნება, რომ ჩემგან კარგ აურას გრძნობენ. ისიც უთქვამთ, ადამიანებთან კონტაქტი გვიჭირს და შენ ადვილად გაგიშინაურდითო. ამ ყველაფრის ფონზე, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მეგობარი მყავს.

- რატომ? გულწრფელობა გიჭირს?

- არა, ზედმეტად გულწრფელიც კი ვარ. ეს ის შეკითხვაა, რომელიც საკუთარი თავისთვის, სანამ შენ დამისვამდი, არაერთხელ მიკითხავს და პასუხი ვერ გამიცია.

- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო".

- არ მიყვარს, როცა მავალდებულებენ, მკაცრი ტონით მომმართავენ. ტკბილი სიტყვით ჩემი დაყოლიება რთული არ არის. მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძახილის ნიშნით ლაპარაკი, საშინელებაა. საბოლოოდ, ყოველთვის შინაგან ხმას ვუსმენ და თუნდაც შეცდომა დავუშვა, ხელს არავის შევაწმენდ, საკუთარი თავის გარდა. მარცხიც და წარმატებაც, კარგიც და ცუდიც ჩემი დამსახურება იქნება. რაც შეეხება აზრის შეცვლას, უნდა ვიცოდე, ვინ მელაპარაკება, მის არგუმენტებს ფასი რომ ჰქონდეს.

- "ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".

- შეიძლება, ასე ითქვას: ყოველთვის ვფიქრობ, ვინ არის? შეიძლება ვენდო? ისეთი შემთხვევაც მქონია, მეგონა, სანდო იყო და შევმცდარვარ.

- ადამიანებისგან იმედგაცრუ­ება ხშირად გქონია?

- კი.

- ასეთ დროს როგორ იქცევი?

- მე პასუხს არავის ვთხოვ, კონფლიქტი იმდენად მკლავს, რომ მირ­ჩევნია, წყენა ჩავყლაპო.

- და მიიღო, როგორც გამოცდილება?

- არ ვიცი, შეიძლება, შემდეგშიც იგივე შეცდომა დავუშვა, მაგრამ იმ ადამიანთან დისტანციას ვიცავ.

- "იშვიათად ტყუის".

- ტყუილი მეზიზღება. უმნიშვნელო, უწყინარი ტყუილიც კი არ მჩვევია.

- "არ უყვარს სესხის გაცემა და აღება".

- მგონია, ფულთან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. ვალის ძა­ლიან მეშინია. ვინმესი ლარიც რომ მემართოს, ისიც კი მაწუხებს. სულ ორჯერ მქონდა ვალი და ეს იმდენად შემაწუხებელი იყო, საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, - მირჩევნია, რაღაც მოვიკლო და ჩემს ხელთ არსებული თანხა, თვიდან თვემდე სწორად გადავანაწილო.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლი­ტულ­შია. რაც მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც მეტია იდუმალება, უკეთესია".

- ასეთი გასაიდუმლოებული ამბებისადმი ინტერესი ნამდვილად მაქვს. მინდა, ამოვხსნა, მაგრამ ეს თუ მოვახერხე, მერე შესაძლოა, ინტერესი დავკარგო. შეიძლება ბრძოლაც მომბეზრდეს და შუა გზაში მივატოვო.

- "მოსწონს მამაკაცები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან".

- ნამდვილად ასეა, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ყველაზე მეტად, გულწრფელი ადამიანები მიყვარს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ფლირტის მოყვარული ხარ. ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ. ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომელზეც ჯერ ლაპარაკი შეიძლება.

- ეჭვიანი ხარ?

- აქამდე ისე მოვედი, ეს განცდა არასდროს მქონია. მე ორმხრივი ურთიერთობით, ჯანსაღი ემოციებით "ვკაიფობ". როგორც კი ორ ადამიანს შორის ეჭვიანობის მცირე დოზა შემოდის, ურთიერთობას ვამთავრებ. არ შემიძლია, ვინმესთვის რამის მტკიცება, ფიცი და თავის მართლება.

- კეკლუცობა გიყვარს?

- ნებისმიერი ქალი კეკლუცია, ვიღაცას ეპრანჭები, გინდა მოსწონდე ადამიანებს, კაციც ასეა და ქალიც. ადამიანის ბუნებაა ასეთი, სულ ფლირტი აქვს.

- რამდენად დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- შინაგანად ლაღი და თავისუფალი ვარ, მაგრამ აუცილებელია გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელსაც ჩემს განცდებს გავუზიარებ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ თავს არ ვენდობი, ოჯახის წევრებსა და ძალიან ახლობლებს აუცილებლად უნდა მოვუსმინო.

- "ხარბია და ცოტათი ქედმაღალიც".

- ეს ძალიან დიდი ტყუილია. სიხარბისა და ქედმაღლობისგან შორს ვდგავარ და ეს გულწრფელად მიხარია. საკუთარ თავზე დიდი წამოდგენა არასდროს მქონია. შეიძლება, ეს ერთგვარი ნაკლიც კი იყოს, ზომაზე მეტად თავმდაბალი ვარ.

- "არ ხიბლავს სტაბილური ურთიერთობები. ის ხშირად იცვლის როგორც სამუშაო ადგილს, ასევე პარტნიორს".

- (იცინის) ყველას უნდა, გვერდით ისეთი პიროვნება ჰყავდეს, ვისთანაც სტაბილურად კარგად იქნება, მაგრამ როცა ადამიანთან თავს კარგად ვერ გრძნობ, დისკომფორტს გიქმნის და აზრთა სხვადასხვაობა გაქვთ, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. არაკონფლიქტური ვარ, ამიტომ ასეთ ურთიერთობას საწყისშივე ვკლავ.

- "არ უყვარს სახლის დალაგება".

- ეს მეორე დიდი ტყუილია. არ შემიძლია, დაულაგებელ სახლში გავჩერდე, სამზარეულოში გაურეცხავი თეფში დავტოვო. ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როცა სახლი დალაგებულია. არეულ სახლში მეც ვირევი.

- "მოსწონს ისეთი სამსახური, სადაც მრავალ ადამიანთან უწევს ურთიერთობა".

- რა თქმა უნდა და ასეთი სამსახური ვიპოვე. ზოგადად, ადამიანები და ახალი ურთიერთობები მიყვარს. სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ. არ მიყვარს ზედმეტად მიმოსვლა, ღრიანცელის ატანა არ შემიძლია. სახლში უნდა ვისვენებდე. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ახლობლებთან ერთად წყნარ და საინტერესო ადგილზე მივდივარ.

- მოგზაურობა გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ არ მაქვს იმდენად დიდი შემოსავალი, რომ ხშირად ვიმოგზაურო.

- წელს დასვენებას სად აპირებ?

- ჯერ თბილისში ვარ, საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ისე, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, დასასვენებლად ყველა თავისთან მეპა­ტიჟება. მეც მაქვს სოფელი ხოვლეში. მირჩევნია, საზღვრებს გავცდე.


თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი