რას სთხოვენ ფანები გასახდელსა და ტუალეტში სოფო საჟინიანს
font-large font-small
რას სთხოვენ ფანები გასახდელსა და ტუალეტში სოფო საჟინიანს
საქართველოს მოსახლეობას ვურჩევ, რომ ჯერ საქართველო შეიცნონ

მომღერალი სოფო საჟინიანი 21 წლის იყო, როცა მშობლებისგან დამოუკიდებლად, დასასვენებლად პირველად გაემგზავრა. მოგზაურობა ძალიან უყვარს და ბარგის კომპაქტურად ჩალაგების მეთოდიც გაგვანდო...



- უბრალოდ, დასვენება არ მიყვარს - მუშაობის პროცესით ვისვენებ. სხვადასხვა ქალაქიდან ბევრი შემოთავაზება მაქვს. სხვათა შორის, უცხოეთიდანაც მივიღე მიწვევები, მათ შორის - საბერძნეთიდან და სომხეთიდან... ზაფხულს არაჩვეულებრივად ვატარებ. ბათუმში ყოფნა ხშირად მიწევს. სულ ვმოგზაურობ, ჯერჯერობით საქართველოს ფარგლებში, ზაფხულის მიწურულს კი უცხოეთშიც გავემგზავრები. ასევე, სხვადასხვა კონკურსზეც მიწვევენ. ჯერჯერობით, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მინდა. ყველაზე მასშტაბური შემოთავაზება ამერიკიდან მივიღე, როდესაც "X-ფაქტორი" დასრულდა. თავდაპირველად, საჭირო თანხა მე უნდა გამეღო. ამდენი ფული ჩემს ოჯახს არა აქვს. ამიტომ გამგზავრება ვერ შევძელი, სამწუხაროდ.

- რომელ პროექტს გულისხმობ?

- როგორც ამიხსნეს, ახალი, ამერიკული, ძალიან სერიოზული პროექტია, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული მომღერლები მონაწილეობენ...

- სოფო, ზაფხულობით სულ ასე, აქტიურად ისვენებ?

- რაც თავი მახსოვს, კი. ისეთი ზაფხული არ მახსოვს, როცა მხოლოდ ერთ, რომელიმე ქალაქში დავისვენე - ყოველთვის "გადარბენაზე" ვარ, რადგან ძალიან აქტიური ადამიანი გახლავარ და ერთ ადგილზე ყოფნა არ მიყვარს, სულ რაღაც ახალი მინდა... საქართველო ძალიან ლამაზია. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასვენება მირჩევნია. სიმართლე გითხრათ, ზღვა დიდად არ მიყვარს. ამიტომ ბათუმში ძალიან მცირე ხნით თუ ჩავდივარ ხოლმე.

- სად ირუჯები?

- ზღვაზე (იცინის), მაგრამ იცით, რა არის? ერთადერთი პლუსი, რაც ზღვას აქვს, ჩემი აზრით, რუჯია. წყალში შესვლა დიდად არ მომწონს. რატომღაც, მთები უფრო მიყვარს: ბუნება, სიმწვანე, სადაც ადამიანს მუზა მოგდის - გინდა, დაწერო მუსიკა, ტექსტები... სიმშვიდე ძალიან მომწონს! ზომიერად რომანტიკული ადამიანი ვარ.

- საქართველოს ბევრ კუთხეში ყოფილხარ?

- კი, თითქმის ყველა კუთხე მონახულებული მაქვს და ძალიან მომწონს. ყველა მათგანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. როცა რომელიმე კუთხეს ვსტუმრობ, თითქოს ყველაფერს ტურისტის თვალით ვუყურებ და ვხვდები, რომ იქაურობა ძალიან ლამაზია! ხანდახან ვფიქრობ, რომ რაც გვაქვს, არ ვაფასებთ: სხვადასხვა ქვეყანაში, ძვირად ღირებულ "პაეზდკებში" სიარულს, საქართველოს ულამაზეს კუთხეებში დასვენება არ ჯობია? მაგალითად, ლოპოტა ჩემი საყვარელი ადგილია. საქართველოს მოსახლეობას ვურჩევ, რომ ჯერ საქართველო შეიცნონ და სხვაგან მერე წავიდნენ.GzaPress

- ლაშქრობები გიყვარს?

- ლაშქრობები კი მიყვარს, მა­გრამ კარავში დარჩენა - არა. არეულობა, სადაც ბევრი ხალხი კარვებშია, არ მომწონს, მაგალითად - "ჯემ ფესტის" კონცერტები, სადაც მთელი დღე მტვერში უნდა იყო, ვერ მოწესრიგდები (იცინის)... დახურულ სივრცეში ყოფნა უფრო მიყვარს, სადაც შეგიძლია, ლამაზ მუსიკას მშვიდად მოუსმინო. სხვათა შორის, ვგიჟდები, ოპერა ისე მიყვარს - რომელიმე ცნობილი მომღერლის კონცერტს დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი.

- რამდენი ხნით დასვენება გავ­სებს ენერგიით?

- თუნდაც, 2-დღიანი დასვენება ენერგიით მავსებს, ოღონდ - ბუნებასთან ახლოს უნდა ვიყო. ბორ­ჯომზე ვგიჟდები! იქ ჩემთვის სასი­ამოვნო გარემოა - ბუნება, ჰაერი მომწონს. ვგრძნობ, რომ ვსუნთქავ... თბილისში მთელი ზაფხულის გატარება ძალიან რთულია.

- უცხოეთში სად დაგისვენია, როგორი შთაბეჭდილებით დაბრუ­ნებულიხარ?

- ერევანში ხშირად ჩავდივარ, რადგან იქ ახლო ნათესავები მყავს - ძალიან ვერთობით. არის საინტერესო ადგილები, რისი მონახულებაც შეიძლება. კონცერტებიც მაქვს ხოლმე. 2012 წლიდან ("ნუცას სკოლაში" მონაწილეობის მერე), ერევანში ხშირად მიწვევენ.

- ანუ ერევანში კარგად გიცნობენ?

- კი. სომხეთში დაახლოებით 1 კვირის წინაც მიმიწვიეს. ვნახოთ, რა იქნება - წასვლას ვგეგმავ... ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში გამგზავრებას რომ ვაპირებდი (2012 წელს), "ახალი ხმა" დაიწყო, სადაც აპლიკაცია გავაზავნე. ამიტომ ეგვიპტეში გამგზავრება ჩამეშალა. ის საგზური დავკარგე.

- ხომ არ ნანობ?

- პრინციპში - არა, რადგან "ახალ ხმაში" მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე... ეგვიპტეშიც წავალ, არა უშავს.

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ ხოლმე?

- ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ უფრო - კომფორტული. თუნდაც, როცა ტანისამოსს ვყიდულობ, პირველ რიგში, მოხერხებული უნდა იყოს - დისკომფორტს არ მიქმნიდეს. ბოლო დროს შავი ფერი აღარ მომწონს. თითქოს მაწუხებს - ჩემთვის დეპრესიული გახდა. არადა, გარდერობში უმეტესწილად შავი ფერის სამოსი მაქვს. მთელ ჩემს გარდერობს ვცვლი: ვცდილობ, ღია ფერის ტანსაცმელი (შაბიამნისფერი, ყვითელი, იასამნისფერი...) შევიმატო. რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმებსაც ღია ფერისას ვარჩევ.

- როცა დასასვენებლად მიემგზავრები, თან ბევრი ბარგი მიგაქვს?

- სხვათა შორის, ყველას უკვირს, ერთ პატარა ჩემოდანში ამდენ რამეს როგორ ატევო? მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში გავემგზავრე, სადაც ვიმღერე. "ფეშენ შოუ" გვქონდა, Vიცტორია"ს შეცრეტ-ის სტილში. ძალიან ხარისხიანი გამოვიდა. ბათუმში 1 კვირით ვიყავი. ყოველდღე ერთი და იმავე ტანსაცმლის ჩაცმა არ მიყვარს. ყველას უკვირდა - ერთი ჩანთით, ასე კომპაქტურად იმდენი რამის წაღება როგორ შევძელი (იცინის).

- მართლაც, როგორ შეძელი?

- ბევრი უსარგებლო ნივთი არ უნდა წაიღო. ზოგს ასეთი ჩვევა აქვს: ამბობს, რა იცი, როდის ჩავიცვამო და თითქმის ყველაფერს ჩემოდანში ალაგებს. მე ზუსტად ვიცი, რომელ დღეს რა უნდა ჩავიცვა. შესაბამისად, ზედმეტი ტანისამოსი აღარ მიმაქვს.

- ბარგის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- ძალიან ცოტა... მქონია შემთხვევა, როცა ზღვაზე გასამგზავრებლად 15 წუთში მოვმზადებულვარ... მოკლედ, სადმე წასასვლელად ყოველთვის მზად ვარ (იცინის).

- საკურორტო რომანი გქონია?

- არასოდეს. ბავშვობაში ბიჭებთან ყოველთვის უთანხმოება მქონდა. ბიჭებისა და გოგონების ურთიერთობას ყოველთვის მკაცრად ვუყურებდი. ფემინისტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკურორტო რომანი ოჯახის შექმნით დასრულებულა, მაინც არ მომწონს. საკურორტო რომანის სურვილი არასოდეს მქონია და არც არავისთვის მიმიცია შანსი. ისეთ ურთიერთობას არ გავაბამ, რომელშიც მომავალს ვერ ვხედავ. 1-2-თვიანი ურთიერთობების არ მწამს, სწორად არ მიმაჩნია.

- როცა ისვენებ, შენი პოპულარობის გამო, ხალხის ყურადღება დისკომფორტს გიქმნის?

- არა. ყველაზე მაგარია, როცა მოდიან და მეუბნებიან: შენ სოფო ხარ? შეიძლება, შენთან ერთად ფოტო გადავიღოო? ეს ძალიან მაბედნიერებს პლაჟზე ან თუნდაც, სასტუმროს ტუალეტში (იცინის)... კი, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. უფროსი ასაკის ქალბატონები აუზის გასახდელში შემოსულან და ჩემთვის უთქვამთ - ძალიან გვიყვარხარ, შენი ფანები ვართო. თბილისის ერთ-ერთ აუზზე, გასახდელში ქალბატონმა ფოტოს გადაღება მთხოვა - ჩემი შვილი თქვენი ფანია და ძალიან გაუხარდება, რომ გნახეთო. უცნობები ქუჩაშიც ხშირად მოდიან და გამომელაპარაკებიან ხოლმე.

- ძირითადად, ვისთან ერთად ისვენებ?

- მეგობრებთან. ძირითადად, ჩემზე ასაკით უფროსი (50 წლამდე), დაოჯახებული მეგობრები მყავს. მათთან ერთად კარგ დროს ვატარებ და ბევრ რამეს ვსწავლობ. იშვიათად ოჯახის წევრებთან ერთადაც ვისვენებ.

- შეგიძლია, ისეთი საზაფხულო არდადეგები გაიხსენო, რომელმაც შენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა?

- 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში, ბათუმში "ჩავრჩით" (მე და ჩემი ძმა ბებოსთან ერთად ვისვენებდით). ძალიან ძლიერი სტრესი მივიღე. ვიცოდი, რომ ბევრი ქალაქი აღებული იყო. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ცუდი რაღაცები ხდებოდა... ბათუმში ყოფნა 1 თვე მოგვიხდა. შემდეგ მახსოვს, ბათუმიდან გზაზე მხოლოდ ერთი, პატარა მანქანა (რო­მელშიც ჩვენ ვისხედით) მოდიოდა. ყოველ წუთს ველოდებოდი, რომ ჩაგვცხრილავდნენ და რაღაც მოგვივიდოდა. მაშინ იმ ხალხზე ვფიქ­რობდი, რომლებიც რეგიონებში იყვნენ და ომის ტკივილი პირადად გამოიარეს, ყველაფერი ნახეს... მაშინ 16 წლის ვიყავი... მას შემდეგ ბევრი ზაფხული გავიდა, რომელიც კარგად მახსენდება, მაგრამ წელს ნამდვილად განსაკუთრებული ზაფხული მაქვს: ბევრს ვმოგზაურობ, რაც ძალიან მიყვარს და არ მღლის. თან, უცხო­ეთში მცხოვ­რები ჩემი ახლობლებიც ჩამოვიდნენ - ისე მოხდა, რომ საქარ­თველოში დაბრუნება ყველამ ახლა მოინდომა. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ნათესავები ვნახე... "X-ფაქტორის" მერე, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამიტომ წლევანდელი ზა­ფხული ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული და კარგია!..

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ჰყო­ლო­და ისე­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ვინც რა­ღაც დის­კომ­ფორტს, ჩვენ შო­რის ბა­რი­ერს გა­ა­ჩენ­და?
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი