"შეყვარებული არ მყავს" - ქართველი ნიჩბოსნის გულახდილი ინტერვიუ
font-large font-small
"შეყვარებული არ მყავს" - ქართველი ნიჩბოსნის გულახდილი ინტერვიუ
მიზანდასახული გახლავართ... ვფიქრობ, კეთილი ადამიანი ვარ.

23 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ჩეხეთში, ქალაქ რასიცში მიმდინარე კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. ნახევარფინალურ გაცურვაში მან 200-მეტრიანი დისტანცია 39.986 წამში დაფარა და შესარჩევი ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა. ტურნირის ფინალურ ეტაპზე კი, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ შეჯიბრებაში ქართველი ნიჩბოსნის შედეგი 38,439 წამი იყო და მეორე ადგილი მოიპოვა - ეს ნადირაძის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ნიჩბოსანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე პოზიციას დასჯერდა.


- რა ასაკიდან დაინტერესდით სპორტით და კონკრეტულად - ნიჩბოსნობით?

- 13 წლის ვიყავი, ნიჩბოსნობით რომ დავინტერესდი. ისე, ბავშვობაში ბევრ სახეობაში მოვსინჯე ძალა. ფეხბურთზეც დავდიოდი, კარატეზეც და რაგბიზეც. თუმცა, მაინცდამაინც სერიოზულად არც ერთ ამ სპორტის სახეობას არ ვეკიდებოდი. მერე კარგა ხნით მივანებე თავი ყველაფერს. 12 წლის ვიყავი, როდესაც მეგობარმა, რომელიც სერიოზულად მისდევდა "კანოეს", ვარჯიშზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა, რა იყო ეს კანოე. პატარები ვიყავით და წყალი, ნიჩაბი, ნავი, ორივეს ძალიან მოგვეწონა. მართალია, დამტვრეული ნავი და ნიჩაბი იყო, მაგრამ მაინც (იცინის). იმ დროიდან შევიყვარე სპორტის ეს სახეობა და დღემდე თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი შედეგები მქონდეს.

- სპორტის ეს სახეობა, ჩვენს საუკუნეში რამდენად პოპულარულია?

- წარსულში, როგორც ჩვენი წინა თაობა ამბობს, ნიჩბოსნობის შესანიშნავი სკოლა არსებობდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობამ ბოლო პერიოდში პოპულარობა დაკარგა. დიდი გუნდიც ჰყავდა საქართველოს. უცხოეთში ნიჩბოსნობა პოპულარულია. დიდი თანხებიც იხარჯება მისი განვითარებისთვის. უნგრეთში მაგალითად, ნიჩბოსნობა ნომერ პირველი სპორტია.

- გარდა იმისა, რომ კარგი ცურვა უნდა იცოდე, კიდევ რა არის აუცილებელი, რათა სპორტის ამ სახეობაში მოსინჯო ძალა?

- დიახ, ცურვა აუცილებელია! როდესაც ბავშვი პირველად იწყებს ამ სპორტის სახეობაზე სიარულს, თუ ცურვა არ იცის, პირველ რიგში, ცურვას ასწავლიან. ნიჩბოსნობა ისეთი სპორტია, რომ ყველა მხრივ განვითარებული უნდა იყო, კარგად სირბილი შეგეძლოს, სწრაფი უნდა იყო და აქედან გამომდინარეობს კარგი შედეგებიც.

- სირბილი რა შუაშია ნიჩბოსნობასთან?

- ისე ჩანს, თითქოს ნიჩბის მოსმისას მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი მუშაობს. სინამდვილეში, ამ დროს პროცესში სხეულის ყველა კუნთია ჩართული. თუ ფეხები სუსტია, კუნთები შეიძლება, სახიფათოდ გადაიტვირთოს. თანაც, სისხლის კარგად "გადასროლისთვის" ძლიერი და ჯანმრთელი გულია საჭირო, ამას კი სწორედ სირბილი უწყობს ხელს.

- რამდენი წელია, რაც სპორტის ამ სახეობით ხართ დაინტერესებული?

- 2006 წელს დავიწყე ვარჯიში. თუმცა, ვთვლი, რომ ეს მაშინ გართობა უფრო იყო ჩემთვის. შემდეგ ძიუდოზე მინდოდა სიარული და იქაც საკუთარი ძალების მოსინჯვა. მშობლებს არ უნდოდათ ნიჩბოსნობა მექცია პროფესიად, რადგან იცოდნენ, საქართველოში რა პირობებიც იყო სპორტის ამ სახეობისთვის. სიმართლე გითხრათ, მეც ძიუდო მეჩვენებოდა უფრო პერსპექტიულად. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, საქართველოს ჩემპიონატზე გავალ და მერე დავანებებ ამ სპორტს თავს-მეთქი. გავედი ჩემპიონატზე და მოვიგე, საქართველოს ჩემპიონი გავხდი სპორტის ამ სახეობაში და ამიტომაც შემოვრჩი ნიჩბოსნობას.

- რა სირთულეებთანაა სპორტის ეს სახეობა დაკავშირებული?

- ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ არ გვაქვს ინვეტარი, არ არის სპეციალური ტრენაჟორი. ზამთარში, როცა წყალი არ არის გაყინული, მაინც ვვარჯიშობთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია, გაცივდე ან ფილტვების ანთება აიკიდო... იყინება ნავიც, ნიჩაბიც... სხვა ქვეყნებში ნიჩბოსნებს აქვთ სპეციალური ტრენაჟორები, რომელზეც იგივე მოსმას აკეთებ, როგორც ნავში, საქართველოში კი ასეთი კომფორტი არა გვაქვს.GzaPress

- სად ვარჯიშობთ უფრო ხშირად, საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

- 2015 წლამდე ძირითადად, ბაზალეთზე, ფოთსა და მცხეთაში ვვარჯიშობდით, მერე კი, როცა ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოვიპოვეთ, შეკრებები უკვე მინგეჩაურის სასწავლო-სპორტულ ცენტრში გვქონდა.

- პირველი წარმატება როდის გხვდათ წილად?

- პირველი წარმატება საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება იყო. მაშინ 14 წლის ვიყავი და ვფიქრობ, სწორედ ამ წარმატებამ შემაყვარა ნიჩბოსნობა. მეორე დიდი წარმატება 2011 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებში გასვლა და მე-14 ადგილი გახლდათ - თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დროისთვის ეს ჩემთვის მართლა დიდი წარმატება იყო, არც ველოდი ამ შედეგს... 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მესამე ადგილზე გავედი.

- თქვენ ხართ პირველი ქართველი კანოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონტაზე ვერცხლის მედალი მიიღო. ეს ალბათ, ძალიან დიდი შრომის შედეგია...

- 14 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა შედეგები, პრაქტიკა და გამოცდილება მასწავლიდა, როგორ ან რა მეთოდებითა და ვარჯიშებით უნდა წავსულიყავი წინ. წელს ამ შედეგს უკვე ველოდი... მოგეხსენებათ, შარშან ოლიმპიადაზე მე-5 ადგილზე გავედი, წლის დასაწყისში კი მსოფლიო თასზე მეორე ადგილი მერგო. რა თქმა უნდა, მსოფლიო თასი არ არის ისეთი დიდი შეჯიბრება, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მსოფლიო თასის დროს მივხვდი, რომ შემეძლო, უფრო დიდი შედეგები მქონოდა. მეტად მოვემზადე, მეტი ენერგია ჩავდე საქმეში, თვე-ნახევარი ბელორუსიაში ვვარჯიშობდი, კარგ პირობებში და ვფიქრობ, სწორედ ნორმალურ პირობებში ვარჯიშმა მომიტანა გამარჯვება - მეორე ადგილი ჩემთვის კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ წინ მაქვს ყველაფერი. მინდა კიდევ უფრო დიდი შედეგები ვაჩვენო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი.

- საკუთარი თავი დაახასიათეთ, რა თვისებებით გამოირჩევით? შრომისმოყვარეობის გარეშე ალბათ, ამ წარმატებას ვერ მიაღწევდით... კიდევ რა თვისებაა ამისთვის საჭირო?

- დიახ, შრომისმოყვარე და მიზანდასახული გახლავართ... ვფიქრობ, კეთილი ადამიანი ვარ. არასდროს არავის ვუსურვებ ცუდს და სხვას არ გავუკეთებ ისეთ რამეს, რაც არ მინდა, მე გამიკეთონ.
GzaPress
- ფულადი ჯილდო თუ გერგოთ ამ გამარჯვებისთვის?

- შეიძლება მერგოს კიდეც, ჯერ არ ვიცი. კანონში უწერიათ, რომ მეკუთვნის ფულადი ჯილდო და წლის ბოლოს არის პრემიების გადაცემა. თუმცა ვფიქრობ, რომ დიდად გასაოცარი თანხა არ იქნება.

- გარდა იმისა, რომ სპორტსმენი ხართ, გაქვთ სხვა პროფესია?

- დიახ, მშენებელ-ინჟინერი ვარ. 2015 წლამდე მშენებლობებზე ვმუშაობდი, ბევრი სახლის აშენებაში მიმიძღვის წვლილი. სხვათა შორის, დამოუკიდებლადაც ავაშენე ერთი სახლი. მიყვარს ეს საქმე. ჯერ უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, მე-4 კურსზე ვარ. პარალელურად ვსწავლობ სპორტულ კოლეჯში.

- სპორტი გაძლევთ იმის საშუა­ლებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყოთ?

- საქართველოს პირობებში ჩემი ანაზღაურება ნორმალურია... უცხოეთში, როცა კონკურეტ სპორტსმენებთან ამ თემაზე საუბარი მიწევს, მერიდება ხოლმე ჩემი ხელფასის დასახელება. ისინი ხუთჯერ და კიდევ უფრო მეტს იღებენ. უხერხული მომენტია, როცა ისეთი ადამიანები, რომლებიც ფინალამდეც ვერ მიდიან, დიდ ანაზღაურებაზე საუბრობენ და შენ მიზერული თანხის დასახელება გიწევს. მაქვს უამრავი შემოთავაზება, რომ ვიასპარეზო სხვა ქვეყნის სახელით და ყველანაირი პირობაც მექნება იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო, მაგრამ არ ვთანხმდები. ჩემი ქვეყნის სახელით მინდა გამოვიდე და საქართველოშიც სათანადოდ დამაფასონ.

- როგორც ვიცი, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში ვისახელეთ თავი. რა შეგრძნება იყო იმის გაცნობიერება, რომ სამშობლო ასახელეთ?

- ოლიმპიადის ლიცენზია რომ მოვიპოვე, ეს ძალიან სასიხარულო იყო. საქართველოს ისტორიაში ნიჩბოსნობაში ჩემამდე არავის მიუღია მონაწილეობა, ახლა კი გულშემატკივრები გაუჩნდა სპორტის ამ სახეობას.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ყველაზე დიდი გულშემატკივარი ოჯახია და განსაკუთრებით - დედა. სულ ნერვიულობს და განიცდის, უხარია ჩემი წარმატებები და ამაყობს ჩემი შედეგებით.

- თქვენს გეგმებზეც გვითხარით რამე...

- მსოფლიო ჩემპიონატით დაიხურა წელს სეზონი, თუ რაიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზე არ წავედით, მაგრამ ვფიქრობ, არსად წავალ, რადგან ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენ არ გვაქვს. 2 თვე დავისვენებ და მერე ალბათ ვარჯიშს დავიწყებ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული გყავთ?

- შეყვარებული არ მყავს. ჯერ არ მცალია პირადი ცხოვრების ასაწყობად, წინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი