"ვოცნებობ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ"
font-large font-small
"ვოცნებობ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ"
თაკო აბაშიძე დაძლეულ შიშებსა და საკუთარ ბედნიერებაზე

"ადამიანების ოცნებების ასრულება - აი, ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე საოცარი სამსახური. ვფიქრობ, სიკეთის კეთება სტიმულია, ბედნიერება კი - ცხოვრების მიზანი. არ მეშინია შეცდომების დაშვების, რადგან ვთვლი, რომ შიშს სწორედ იმასთან მივყავართ, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია", - ამბობს მსახიობი თაკო აბაშიძე.


- შეხედე საკუთარ თავს სარკეში და მითხარი, რამდენი წლის ხარ?

- ვფიქრობ, ცვალებადი ასაკი მაქვს: ხან 15 წლის ვარ, ხან - 5-ის, ხანაც - 50-ის... გააჩნია განწყობას, მდგომარეობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

- რა ჯობია: მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოსცადო ის?

- ვთვლი, რომ ადამიანი წარუმატებლობას, მარცხს არ უნდა შეეგუოს და ამან არც უნდა შეაშინოს. აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს, ღამეს - დღე და ა.შ.

- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ვფიქრობ, რომ ის ისეთი მშვენიერია, 100 წელი საშუალო ასაკად რომ იქცეს, მაინც ცოტა იქნება... რატომ ვაკეთებ იმას, რაც არ მომწონს? გულწრფელად გეტყვი, რომ ამას აღარ ვაკეთებ. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც რაღაც არ მომწონდა, მაგრამ ვაკეთებდი, ახლა კი ასე აღარ ვიქცევი. ვფიქრობ, საკუთარ თავს არასოდეს არაფერი არ უნდა ვაიძულოთ.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ადამიანების ოცნებების ასრულება - ეს ყველაზე საოცარი სამსახური იქნებოდა და ძალიან ბედნიერიც ვიქნებოდი.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- ორივე... ეს ორივე ერთმანეთის ნაწილია. თუ არ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ და მით უმეტეს, თუ საკუთარი შესაძლებლობების არ გჯერა, ვერაფერს გააკეთებ.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს. რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- ძალიან ბევრ რამეს. თუ ასე ცოტა დრო მექნებოდა, მაშინ ადამიანებს არ ვაცდიდი საკუთარი თავის ბოლომდე გამომჟღავნებას და უფრო მეტად, ჩემს ინტუიციას მივენდობოდი.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ყველა მოვლენის გაკონტროლება შეუძლებელია. თუმცა, თუ ის რაღაც პირადად მე მეხება, ვცდილობ გავაკონტროლო. მნიშვნელოვანი რაღაცები ყურადღების მიღმა არასოდეს მრჩება.

- შეგიძლია, პატარებს რაიმე ურჩიო?

- მათ ვურჩევ, ყოველთვის ეძებონ ბედნიერება - არ აქვს მნიშვნელობა, რაში იპოვიან მას, მთავარია ჰქონდეთ.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- რა თქმა უნდა, დავარღვევდი.

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია.

- უაზრო ოცნებები არ მქონია. მსახიობობა მინდოდა და გავხდი. იყო კიდევ რაღაცები, რაც ძალიან მინდოდა და ამიხდა. ზოგადად, ჩემი ოცნებაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ და აღარასდროს იყოს ომი.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი და რატომ?

- არსად წავიდოდი! მე არაერთხელ მქონდა ჩემი ქვეყნის დატოვების შანსი, თუმცა უარი ვთქვი. არ შემიძლია საქართველოს გარეშე ცხოვრება. მიყვარს ის: ღარიბიც, მდიდარიც, ძლიერიც და სუსტიც. რამდენჯერაც წავსულვარ, ნოსტალგიის გრძნობა გამჩენია და ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო მალე მოვა?

- სიმართლე გითხრა, არ დავკვირვებივარ (იცინის). შეიძლება, ზე­დიზედ ორჯერ დავაჭირო... ფსი­ქო­ლოგიური მომენტია, სხვა არაფერი.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- სულელი ნამდვილად არ მინდა ვიყო.

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- რა თქმა უნდა, კი... ვფიქრობ, ისეთივე ვარ ჩემი მეგობრებისთვის, როგორი მეგობრებიც მინდა, რომ მყავდეს.

- რა უფრო უარესი იქნება: შენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, თუ ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტო ურთიერთობა?

- ჩემთვის უკეთესი იქნება ის, რაც ჩემს მეგობარს ენდომება. არ მიყვარს ეგოისტი ხალხი. არ არის აუცილებელი, ძალიან ახლოს გყავდეს ადამიანი და ყოველდღე ხედავდე... იყოს ბედნიერი იქ, სადაც ამას იპოვის.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ბარბარე მაჩუქა და განვიცადე სიყვარული, რომლის მსგავსი გრძნობა უბრალოდ, სამყაროში არ არსებობს.

- რომელს აირჩევდი, ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- რა თქმა უნდა, ახლის მოპოვებას. ვინც წარსულით ცხოვრობს, მას მომავალი არა აქვს...

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- კი, შესაძლებელია. მთავარია იმის სურვილი, რომ იცოდე სიმართლე და არ გინდოდეს ტყუილში ცხოვრება.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- ჩემს ცხოვრებაში თუკი რაიმე შიში მქონდა, დავამარცხე. შიშს არ შეუძლია ადამიანის დაცვა, ის ასუსტებს წინააღმდეგობას და უფრო ახლოს მიჰყავხარ სწორედ იმასთან, რისიც გეშინია. მე აღარ ვარ მშიშარა!

- გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული?

- კი, მახსოვს, მაგრამ ამ ამბავს ახლა არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. არ ვარ ბოღმიანი და არასოდეს ვიტოვებ გულში წყენას.

- რა არის შენი ბავშვობის დროინდელი ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ჩემი ოჯახი. მომწონდა, როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებოდით... ეს მომენტები მაქვს ჩარჩენილი სინათლის სხივივით, რაც ყველაზე მეტად მათბობს და მაძლიერებს კიდეც. GzaPress

- წარსულში ჩადენილმა რა ქმე­დებამ გაგრძნობინა თუნდაც წამით, რომ ადამიანი ხარ?

- ამას ვგრძნობ ყოველთვის, როდესაც მიყვარს... როცა მეცოდება და მინდა დავეხმარო, მაშინაც ვგრძნობ, რომ ადამიანი ვარ.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?

- არა, ასე არ არის, ადამიანს დასაკარგი რაღაც ყოველთვის აქვს. ამიტომ იმას, რაც გვაქვს, რაც გვაბედნიერებს და გვასულდგმულებს, აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.

- შეიძლება დაუფიქრებლად უპასუხო, შენთვის რა არის კარგი და რა - ცუდი?

- ჩემთვის კარგია ყველაფერი ის, რასაც სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს და ცუდია ის, რაც ამ შეგრძნებებს მაკარგვინებს.

- ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიდონ და სანაცვლოდ, სამსახურის მიტოვება მოგთხოვონ, როგორ მოიქცევი?

- მილიონი დოლარით გაცილებით მეტ კარგ საქმეს გავაკეთებდი, ვიდრე დღეს ვაკეთებ.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- არა! მსოფლიო აღიარება ჩემთვის ასე აუცილებელი თუ გახდებოდა, ცხოვრების ამ 10 წელს იმ გზის პოვნას მოვახმარდი, რომელიც მიზანთან მიმიყვანდა. სიცოცხლის წლებს არაფრის გამო არ გავყიდი.

- არსებობს განსხვავება ცხოვ­რებასა და არსებობას შორის?

- არ მიყვარს ასეთი სიტყვების თამაში, თუმცა ალბათ, არის სხვაობა. ეს არის სხვაობა - ბედნიერებასა და ინსტინქტების დაკმაყოფილებას შორის.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- თამამად ვამბობ, რომ შეცდომების დაშვების არ მეშინია.

- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- დღეს დილით გული ამიჩქარდა და დაახლოებით ერთი წუთი ვუსმენდი...

- რა გიყვარს უფრო მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- დიახ, დავხატე სურათი, რომელიც გამოხატავდა დიდ სიყვა­რულს...

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ძალ­ზე ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ვიტყ­ვი: ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი დრა­მა­ტურ­გი შექ­ს­პი­რია".
ამბავი დაცლილი ყულაბისა და სიკეთის კეთებით მოგვრილი ბედნიერების
ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხი თინი გვაზავა
"ა­სე მგო­ნია, ამ ზაფხულს ვე­რას­დ­როს და­ვი­ვიწყებ"

მიზანდასახული გახლავართ... ვფიქრობ, კეთილი ადამიანი ვარ.

კარგად ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ შემდეგ, ნალაპარაკევის დაწერა რომ მინდა, "ვიჭედები"

"ფეხბურთს ვთამაშობდი, მანამდე მოცურავე ვიყავი, კიკბოქსინგზეც დავდიოდი"

როგორია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის რჩეული

2009 წელს ტანგო კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
9 კომენტარი