რით ჰგავს რუსკა ქარქაშაძე ანა ფრანკს
font-large font-small
რით ჰგავს რუსკა ქარქაშაძე ანა ფრანკს
"დასკვნებიც გამოვიტანე, რატომ გახდა ადოლფ ჰიტლერი დიქტატორი"


14 წლის მსახიობს - რუსკა ქარქაშაძეს წიგნის კითხვის აუცილებლობა კარგად აქვს გააზრებული. მიაჩნია, რომ თუკი ადამიანს ყველა თემაზე საუბარი შეუძლია, ეს განათლების დამსახურებაა, რაც თავისთავად, წიგნების კითხვიდან "მოდის"...

- წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა გადაღებებით დავიტვირთე და ისე ვეღარ ვახერხებ, როგორც მაგალითად, შარშანწინ ზაფხულში ვკითხულობდი, მაგრამ მაინც ვცდილობ... კითხვისთვის დრო რომ არ მრჩება, ეს, ცოტა არ იყოს, მანაღვლიანებს.

- შენს მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ წიგნის კითხვა შეგყვარებოდა?

- სხვათა შორის, არა. წიგნებით მცირე ასაკიდან დავინტერესდი. მახსოვს, პირველად წიგნი რომ წავიკითხე, წაკითხული სპექტაკლივით თვალწინ დამიდგა და მშობლებსაც ვუთხარი, - ყველაფერი ასე წამომიდგენია-მეთქი. შემდეგ წიგნების კითხვა შემიყვარდა. მშობლებს თქმა არ დასჭირვებიათ, - დაჯექი და წაიკითხეო.

- თუ გახსოვს, პირველად რომელი წიგნი წაიკითხე?

- რა თქმა უნდა, მახსოვს. ჯერ "ტომ სოიერის თავგადასავალი" წავიკითხე, შემდეგ - "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", მერე - "პეპი გრძელიწინდა" და "კარლსონი"...

- მაშინ დაახლოებით რამდენი წლის იყავი?

- 7-8-ის.

- წასაკითხი წიგნები თავად შეარჩიე?

- ეს წიგნები სახლში რომ მქონდა, ამიტომ დავინტერესდი. ჯერ გარეკანმა მომხიბლა - არ ვიცოდი, როგორი ნაწარმოები იყო. როცა წავიკითხე, ძალიან მომეწონა. "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალიც" იმ წიგნშივე წერია, რომელშიც "ტომ სოიერი". ამიტომ ისიც მივაყოლე...

- ასაკისთვის შეუფერებელი წიგნი თუ წაგიკითხავს?

- კი, წამიკითხავს, მაგრამ ხშირად, კითხვა დამიწყია და თავი დამინებებია - მივმხვდარვარ, რომ ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი იყო, შინაარსი ვერ გამიგია. მერე ასეთი წიგნის კითხვა მოგვიანებით გამიგრძელებია და შინაარსიც გამიგია.

- მაგალითად?

- ჟიულ ვერნის "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" ძალიან პატარამ წავიკითხე. თავდაპირველად, წიგნში აღწერილი მეცნიერული რაღაცები ცოტათი ვერ გავიგე, მაგრამ მერე, რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა - მათემატიკური ამოხსნები, წყალქვეშა სამყაროს საოცარი ამბები უკეთ გავიგე...

- საზაფხულო არდადეგებზე წიგნების კითხვას სკოლაში თუ გავალებენ?

- არ გვაძალებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, სასურველია, წავიკითხოთ. არდადეგებიდან დაბრუნებულები განვიხილავთ ხოლმე, ვინ რა წავიკითხეთ... მოკლედ, საკუთარი სურვილით ვკითხულობთ.

- წასაკითხ ლიტერატურას თავად არჩევ?

- დიახ, ბოლო დროს თავად ვარჩევ.

- რის მიხედვით არჩევ, რას ითვალისწინებ?

- მაგალითად, ახლახან თანამედროვე ბესტსელერი - "ყველა­ფერი ყველაფერი" წავიკითხე. ამ წიგნთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო. ბევრი ამბობდა, ძალიან კარგიაო... მართლა მომეწონა.

- კლასიკურ ნაწარმოებებს ეცნობი?

- კი. კლასიკა ძალიან მიყვარს!

- ყველაზე მეტად, რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონს?

- შტეფან ცვაიგი ძალიან მომწონს. მის ნაწარმოებებში დიდი აზრი დევს, მაგალითად - "უცნობი ქალის წერილში", რომელიც ძალიან მიყვარს... შტეფან ცვაიგის ნაწარმოებები მარტივად წასაკითხია, მაგრამ მათში ღრმა აზრია... ამ ავტორზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!..
- საინტერესოა, "უცნობი ქალის წერილი" რა ასაკში წაიკითხე?
- დაახლოებით ერთი წლის წინ. კითხვა 2-3 დღეში დავასრულე. პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელი ლიტერატურული ნაწარმოებია?

- ჩემზე ძლიერი ზეგავლენა ადოლფ ჰიტლერის წიგნმა - "ჩემი ბრძოლა" მოახდინა, რადგან იმ პერიოდში, სპექტაკლში - "1945" ვთამაშობდი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ იყო. როლის გამო, ადოლფ ჰიტლერით ძალიან დავინტერესდი. მის შესახებ ინფორმაცია "დავგუგლე" და "ჩემი ბრძოლა" წავიკითხე. ძალიან მომეწონა. ეს 2-3 წლის წინ იყო. მაშინ ასე თუ ისე, პატარა ვიყავი. ადოლფის ბიოგრაფიიდან ბევრი რამ არ ვიცოდი და "ჩემი ბრძოლიდან" გავიგე: სად დაიბადა, როგორ იზრდებოდა... ეს ყველაფერი ჩემთვის სიახლე იყო. დასკვნებიც გამოვიტანე, რატომ გახდა ადოლფ ჰიტლერი დიქტატორი: დაძაბულ გარემოში გაიზარდა. დედამისი ებრაელი იყო, მამა - გერმანელი. ოჯახში სულ კონფლიქტი ჰქონდათ. ადოლფს ცუდად ექცეოდნენ, სცემდნენ... მასზე ბავშვობის დროინდელმა ტრავმამ იმოქმედა... ის ძალიან კარგად ხატავდა...

- სპექტაკლში ვის როლს ასრულებდი?

- ადოლფ ჰიტლერის პირველი შეყვარებულის როლს, რომელიც ებრაელი გახლდათ...

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ გმირს ამსგავსებ?

- ანა ფრანკს, რომელიც ნაცისტური ოკუპაციის ქვეშ მყოფიც კი იმედს არ კარგავდა, არ ნებდებდა. თან, ამ ყველაფერს წერდა და ისეთი დიდი საგანძური დაგვიტოვა, როგორიც "ანა ფრანკის დღიურია". მას საკუთარ თავს ხშირად ვადარებ: რთულ სიტუაციებში იოლად არც მე ვნებდები. შემიძლია, ანა ფრანკივით გამძლე ვიყო. ის იმედს არ კარგავდა და მეც არასდროს ვკარგავ იმედს - ბოლო წუთამდე ვიბრძვი...

- დღიურს თავადაც ხომ არ წერ?

- მცირე ასაკში ვწერდი. ნოველის ან სხვა სახის ნაწარმოების დაწერა არ მიცდია. მერე, მოუცლელობის გამო, დღიურსაც ვეღარ ვაწარმოებდი. საერთოდ, წაკითხვა უფრო მიყვარს, ვიდრე წერა.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- ძალიან და სხვათა შორის, თავის დროზე, წიგნების კითხვით ამიტომაც დავინტერესდი. სახლში დიდი კარადა გვაქვს, რომელიც მთლიანად კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებითაა სავსე.
- პოეზია მოგწონს?
- პროზაული ნაწარმოების წა­კითხვა უფრო მიყვარს, მაგრამ როცა სკოლაში დავალებას მაძლევენ, პოეზიასაც აუცილებლად ვკითხულობ.

- შეგიძლია, საყვარელი პოეტი დაგვისახელო?

- ნიკოლოზ ბარათაშვილი. მისი ლექსების კითხვა პატარამ დავიწყე, ძირითადად - სასკოლო დავალებების ფარგლებში. რაღაცნაირად, სხვებისგან განსხვავებული და მარტივად სასწავლი ლექსები აქვს.
- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდა?
- ანა ფრანკის როლს სიამოვნებით შევასრულებდი. საერთოდ, დრამა ძალიან მიყვარს.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებით თუ ინტერესდები?

- კი. მაგალითად, "ჰარი პოტერი" მომეწონა. "ყველაფერი ყველაფერი" კარგად საყურებელი ფილმია - თქვენც გირჩევთ, ნახოთ...

- როგორ ფიქრობ, ლიტერა­ტურული ნაწარმოებების ეკრა­ნიზაციები ამართლებს?

- რა თქმა უნდა, ის ე.წ. მუღამი არ აქვს, რაც წიგნის წაკითხვას ახლავს, მაგრამ ძირითადად, ამართლებს.

- წიგნი შენთვის გართობის სა­შუალებაა თუ ცოდნის მიღების?

- ერთი პერიოდი, მეცნიერებასთან დაკავშირებული ინფორმაციების გაცნობით ვიყავი გატაცებული, ენციკლოპედიებს ვკითხულობდი. ასეთ წიგნებს, რა თქმა უნდა, განათლების მისაღებად ვიყენებდი, მაგრამ ისეთი წიგნებიც არსებობს, რომელთა კითხვისას სიამოვნებასაც ვიღებ და მნიშვნელოვან რაღაცებსაც ვიგებ. სხვა თუ არაფერი, სიტყვების მარაგს ვიმდიდრებ.

- შენს თანატოლებში წიგნი პოპულარულია?

- სამწუხაროდ, ისეთი პოპულარული არ არის, როგორიც მაგალითად, ჩემი მშობლების დროს იყო. უბრალოდ, მაშინ სხვა გასართობი არ არსებობდა და ყველაფერს კითხულობდნენ... ჩემი თანატოლების მცირე ნაწილს დღესაც აინტერესებს წიგნები. როგორც აღვნიშნე, პირადად მე, კითხვა ძალიან მიყვარს. როცა ამისთვის ხშირად მეცალა, მე და ჩემი მეგობრები წაკითხულის განხილვასაც ვახერხებდით.

- სამაგიდო წიგნი გაქვს?

- კი, მაქვს: "ენციკლოპედია + ინტერნეტი" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. როცა რაღაცას ვერ ვიგებ, ამ წიგნს გადავშლი და ვამოწმებ. კიდევ, ე.წ. რუკების წიგნი მაქვს, რომელსაც თვალს ხშირად გადავავლებ ხოლმე...

- ელექტრონული წიგნების მომხმარებელი ხარ?

- ხშირი - არა, მაგრამ რამდენჯერმე წამიკითხავს. ფურცლის შეგრძნება მიყვარს - ამას ვერც ერთი ელექტრონული წიგნი ვერ შეცვლის.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- თანამედროვე ბესტსელერები მართლა ძალიან კარგია. ქალაქში სპეციალური ავტომატებიც დგას, სადაც ასეთი წიგნების დიდი არჩევანია. მარტივად წასაკითხია და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ აზრიანიც.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი