"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
font-large font-small
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი


იურისტი, მსახიობი, მომღერალი - ქეთი ხუციშვილის "წარმატების ფორმულა" შრომისმოყვარეობას პლუს იღბალია. ვისზეა ის შეყვარებული და ვისი დახმარებით ახერხებს სულ კარგ ხასიათზე ყოფნას? - ამას მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.



- როგორი ბავშვი იყავი? მშობლები ხშირად გიბრაზდებოდნენ?
- ძალიან კომუნიკაბელური, ლაღი, მხიარული და აუტანლად ცელქი ვიყავი. დღემდე ლეგენდები დადის ჩემს სიცელქეზე. აქტიური გახლდით, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, სულ "ვეშმაკობდი". როგორც ახლა მეუბნებიან, თურმე მშობლებს ძალიან ვანერვიულებდი, სახლიდან ვიპარებოდი და ძირითადად, კორპუსის ქვემოთ მდებარე პოლიკლინიკაში მპოულობდნენ. შენიშვნებს არასდროს ვითვალისწინებდი.

- ახლა თუ ითვალისწინებ?

- (იცინის) ახლა უკვე დიდი გოგო ვარ და არც შენიშვნებს ვიმსახურებ.

- გადაწყვეტილების მიღების დროს სხვის, ანუ შენი კეთილის მსურველი ადამიანების აზრს თუ ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც დამოუკიდებლად ვიღებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შვილისა და ჩემი დის აზრი.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებს აბრაზებდი?

- ცუდი მოსწავლე ვიყავი. მეზიზღებოდა სკოლა, თავის საგნებიანად და მასწავლებლებიანად... თუმცა, პედაგოგებს არ ვაბრაზებდი. საერთოდ არ მაინტერესებდა სკოლაში არაფერი, მათ შორის, არც მასწავლებლების გაბრაზება და არც შატალოზე წასვლა. უცხო სხეული იყო ჩემთვის სკოლა. მას მერე, რაც იქ სწავლა დავასრულე, ერთხელაც არ მომნატრებია.

- ხშირად აცდენდი გაკვეთილს?

- უმიზეზოდ არასდროს ვაცდენდი. მიუხედავად სიძულვილისა, პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდან მქონდა და ვიცოდი, მინდოდა თუ არა, სკოლაში უნდა მევლო.

- რომელიმე პროფესიაზე თუ ოცნებობდი?

- მეოცნებე არასდროს ვყოფილვარ, არარეალურ რაღაცებზე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა და სიმღერა ძალიან მიყვარდა, მეგონა, მსახიობობას ვერასდროს შევძლებდი, მხოლოდ სახლში, შინაურებთან ვმღეროდი და ვცეკვავდი... მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩემი მსახიობობის. ამბობდა, - ცეკვა და სიმღერა ის საქმე არ არის, რითაც ცხოვრებას შეძლებო.

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

- პროფესიით გიმუშავია?

- დიახ, იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი.

- სკოლის პერიოდში ან ბაღში შეყვარებული თუ გყავდა?

- არც სკოლის პერიოდში მყვარებია და არც საბავშვო ბაღში. სასიყვარულო თავგადასავლებს არ ვეძებდი, სხვა რაღაცები უფრო მაინტერესებდა და მხიბლავდა. მაგალითად, ცეკვა, სიმღერა, თამაში...

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

- საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ მიყვარს შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა. თავის ქებაში თუ არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ მსახიობობის ნიჭიც აღმომაჩნდა და ბავშვობის ოცნებაც ამიხდა. საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდები, შანსი სათანადოდ უნდა გამოიყენო - ეს არის და ეს.

- მიზანდასახული ხარ?

- კი, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველანაირ საშუალებას არ მივმართავ. არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც არავის და არაფრის გამო არ გავაკეთებ.

- სიზარმაცის გამო არასდროს არაფერი გაგიფუჭებია?

- კი, გამიფუჭებია. ზოგჯერ დამზარებია იქ წასვლა, სადაც მისვლით შეიძლება, ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო. სიზარმაცე ცუდი თვისებაა და სულ ვცდილობ, ამ სენმა არ მძლიოს. თუმცა ხანდახან გამონაკლისიც ხდება.

- მომიყევი შენს პირველ წარ­მა­ტებაზე...

- ეს იყო პირველი კონცერტი ესპანურენოვან ბენდთან ერთად, დიდი ხნის წინ. მაშინ ოცნება ავისრულე.

- ესპანური სიმღერების სიყვარული რამ განაპირობა?

- ყოველთვის, როცა ესპანურ სიმღერას ვუსმენდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი იყო, თითქოს მასში "მეორე მე" სახლობდა. ძალიან მიზიდავს და უზომოდ მომწონს "ფლამენკო".

- დამოუკიდებლად სწავლობდი ესპანურენოვან სიმღერებს?

- დიახ, სახლში ვსწავლობდი, ვამუშავებდი. ერთი მოსმენით შემიძლია, ზუსტად ისე შევასრულო სიმღერა, როგორც ორიგინალშია.

- როგორ იწყება შენი დილა?

- ბუნებით ტოროლა ვარ, ადრე ვდგები, მსუბუქად ვსაუზმობ და ერთ საათში სავარჯიშოდ მივდივარ.

- რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობაა... ვვარჯიშობ, ვცურავ, ზომიერად ვირუჯები, არასოდეს მომიწევია, ალკოჰოლსაც არ ვსვამ, ვიკვებები ჯანსაღად და ვცდი­ლობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო.

- კარგი განწყობილების შენარჩუნებას როგორ ახერხებ?

- ვარჯიში ჩემთვის დიდი სტი­მულია და იმაში მეხმარება, რომ ცხოვრების ხალისი არ დავკარგო... კიდევ, რა თქმა უნდა, მყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც ყოველ დღეს მილამაზებენ და შესაბამისად, განწყობაც მოდის.

- ვინ იქონია გავლენა შენი გე­მოვნების ჩამოყალიბებაში?

- ჩემმა ოჯახმა და იმ ადამიანებმა, ვის გარემოცვაშიც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. თუმცა, ადამიანი გემოვნებას იყალიბებს კითხვითა და ცნობიერების ამაღლებით.

- ხშირად იცვლი იმიჯს?

- თითქმის არასდროს ვამბობ უარს ცხოვრებისეულ გამოწვევებზე. თუმცა, ექსპერიმენტების მოყვარული არ ვარ. ზუსტად ვიცი, რა მიხდება და როგორ, ამიტომ რაღაცებს არ ვეძებ. კმაყოფილი ვარ საკუთარი იმიჯითა და სტილით.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- არაფერს შევცვლიდი. მადლობა უფალს და ჩემს მშობლებს იმისთვის, როგორიც გამაჩინეს.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?

- ჩემი შეყვარებული გადასაღები მოედანია (იცინის).

- როცა მამაკაცების ყურადღების ცენტრში ხვდები, ეს გაღიზიანებს?

- ყურადღებასაც გააჩნია. ვისი დანახვაც არ მსიამოვნებს, იმისგან არც ყურადღება მინდა და არც არაფერი. GzaPress

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- პირველ რიგში, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, თბილი და ყურადღებიანი მამაკაცები მომწონს. რა თქმა უნდა, გარეგნობაც უნდა ჰქონდეს და ინტელექტიც...

- როგორ გამოხატავენ მამაკაცები შენდამი სიმპათიას? რით ხარ მათგან განებივრებული?

- როგორ გამოხატავენ სიმპათიას? - სიტყვით, საქმით და ა.შ.

- ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ხარ, თუ გაქვს შენი "წარმატების ფორმულა"?

- თავშიც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: როცა საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოგახვედრებს იღბალი, თავში არ უნდა აგივარდეს, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა აღიჭურვო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მიღწეული შეინარჩუნო და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლენო.

- რას მიიჩნევ შენი ცხოვრების მარცხად? ეგუები დამარცხებას თუ ყოველთვის იბრძვი იმისთვის, რაც გულით გინდა?

- ცხოვრების მარცხად არც ერთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ მივიჩნევ. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გვზრდის და გვაძლიერებს.

- პროფესიული არჩევანი ოდესმე გინანია?

- იურისტობა კი, მსახიობობა - არასდროს. ეს ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და ბედნიერი ვარ ამით.

- შენი საქმიანობა თუ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- თუ სტაბილურად მექნება საქმე, რატომაც არა!

- რა დროს უთმობ თავის მოვ­ლას? სილამაზის სალონებს ხშირად სტუმრობ?

- იმდენ დროს ვუთმობ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ფორმაში მოვიყვანო.

- სიყვარულს ასაკი აქვს? გჯერა ერთი ნახვით შეყვარების?

- კი, მჯერა... ასაკი ყველაფერს აქვს, სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია.

- გახსოვს, პირველი პაემანი როდის გქონდა და რა განწყობით მიდიოდი?

- გულწრფელად გეტყვი, საერთოდ არ მახსენდება პირველი პაემნის ამბები.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი