ვინ არის ეკო ფანგანისთვის მისაბაძი ქალბატონი - "ჩემი შინაგანი განწყობა ითხოვს, რომ ფერადი ტანსაცმელი მეცვას"
font-large font-small
ვინ არის ეკო ფანგანისთვის მისაბაძი ქალბატონი - "ჩემი შინაგანი განწყობა ითხოვს, რომ ფერადი ტანსაცმელი მეცვას"
სტამბოლი და რომი განსაკუთრებით მიყვარს!


"თუ შინაგანი განწყობა ძალიან კარგი გაქვს, ეს აუცილებლად აისახება გარეგნობაზე. მე ხშირად ვახსენებ სიტყვა "რუჯს", მაგრამ სოლარიუმში აღარ დავდივარ უკვე მესამე წელია. ვისაც უნდა, რომ კანი საერთოდ არ დაუბერდეს, მზეზე არ უნდა გაირუჯოს. ფიზიკური აქტივობა, ბევრი წყლის მიღება ეხმარება გარეგნული ახალგაზრდობის გაუმჯობესებას", - ამბობს ეკო ფანგანი, რომელსაც გემოვნებაზე ვესაუბრე.




- ბავშვობაში რომელი წიგნები იყო თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

- პატარა რომ ვიყავი, ყველაზე მეტად მაინ რიდის "თეთრი ბელადი", "უთავო მხედარი" და "თეთრი თათმანი" მიყვარდა... ამ წიგნებზე ვგიჟდებოდი, სულ ვკითხულობდი და თავი წარმომედგინა იმ გოგონების ადგილას, რომლებიც იქ ფაზენდებზე იყვნენ. ვიცვამდი გრძელ კაბებს და დავდიოდი აქეთ-იქით... შემდეგ წამოვიზარდე და მომეწონა ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი". ჩემი საყვარელი წიგნია დღემდე... შემდეგ რუსული კარგად ვისწავლე და ბევრი წიგნი რუსულად მაქვს წაკითხული. მაგალითად, პატარა ასაკიდან დიუმას ნაწარმოებით დავინტერესდი.

- რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი სამოგზაუროდ - მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ზოგადად, ძალიან მიყვარს მეგაპოლისები! ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი... პატარა რომ ვიყავი, ჩვენი ოჯახი თურქეთში ცხოვრობდა. იქ დიპლომატიური სამსახური ჰქონდა მამას, საქართველოში კი ცოტა რთული პერიოდი იყო (90-იანი წლები) და იქ კარგ პირობებში რომ აღმოვჩნდი, ამით აღფრთოვანებული ვიყავი. მას შემდეგ ბევრი ქვეყანა და ქალაქი მოვიარე, მაგრამ სტამბოლი მაინც რჩება ჩემს უსაყვარლეს ქალაქად. სტამბოლი და რომი განსაკუთრებით მიყვარს! იტალიური კულტურა ყოველთვის მიზიდავდა, იტალიაში ვსწავლობდი კიდეც... რომი ძალიან მომწონს და მილანს, ფლორენციას თუ პარიზს, ბევრად მირჩევნია...
ნამყოფი ვარ საბერძნეთის კუნძულზე. რუსეთშიც ვიყავი და სხვათა შორის, მოსკოვიც მომწონს, რადგან მეგაპოლისია. ვიმყოფებოდი ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში, საფრანგეთში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხეთში... მალაიზიასა და შრი-ლანკაზეც ვიყავი. დიდი სურვილი მაქვს ბრაზილიაში წავიდე და ინდონეზიაში - კუნძულ ბალიზე. აზიური კულტურა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. GzaPress

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გემოვნებიანი მცხოვრებლებით?

- საფრანგეთში ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობს და ძნელია გამორჩევა... თუმცა, არის ქუჩები, კაფეები, თავშეყრის ადგილები, სადაც ფრანგები ჭარბობენ და მათ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი გემოვნება აქვთ... ასევეა ლონდონიც... თუმცა, ჩემთან ყველაზე ახლოს იტალიაა. შეიძლება ინგლისელები და ფრანგები მეტად დახვეწილები იყვნენ, მაგრამ ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, იტალიაში ვიცხოვრებდი.

- როგორი ჩაცმის სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- თავიდან ბოლომდე სპორტულად გამოწყობილიც ხშირად ვარ, კლასიკურადაც ვიცვამ, საღამოს კაბებიც მაქვს და არ არსებობს სტილი, რომელშიც თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ. მთავარია, კონკრეტული სამოსი მომწონდეს და ყველაფერს ვირგებ... ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ფერებთანაც. ნებისმიერი ფერის სამოსი მაცვია, მაგრამ განსაკუთრებულად ნათელი ფერები მიყვარს. გარუჯულ სხეულს უხდება - წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, მწვანე... თეთრი ყველაზე მეტად მიყვარს, შავ სამოსსაც ვატარებ. შავი უფრო ზამთარში მომწონს, მაგრამ ჩემი შინაგანი განწყობა ითხოვს, რომ ფერადი ტანსაცმელი მეცვას.

- როგორი აქსესუარები მოგწონთ?

- ყველანაირი! ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის რამე მომწონებია, გამიკეთებია და ისე დამთხვევია, რომ ცოტა ხანში მოდის ზენიტში ყოფილა... საათი ყოველთვის მიკეთია, სამაჯურებიც, საყურეც. მასიურ მძივებს ნაკლებად ვიყენებ, თუმცა იყო პერიოდი, როცა ხშირად ვიკეთებდი... GzaPress

- საქართველოში რამდენად გემოვნებიანად იმოსებიან სხვადასხვა თაობის ქალბატონები?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ არის იმდენი საშუალება, რამდენიც საჭიროა... თუმცა, კონკრეტულ წრეებში, ძალიან გემოვნებიანად იცვამენ და გამორჩეულებიც არიან. როდესაც მოდის სფეროს ქართველი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულზე მიდიან, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან. ქართველებს კარგი გემოვნება რომ აქვთ, ამაზე ეს ფაქტიც მეტყველებს... საერთაშორისო პრესა ხაზგასმით აღნიშნავს ქართველების გემოვნებას და ჩვენი მოდის კვირეულებზე მოწინავე გვერდებზე წერენ... ე.წ. ქუჩური ჩაცმულობა კიდევ სხვა თემაა და მთელ მსოფლიოში თითქმის ერთნაირია... მაგალითად, ესპანეთში ღამის კლუბში რომ შეხვიდეთ, ისეთი ჩაცმულები არიან, იფიქრებ, აქ სად მოვხვდიო?..

- როგორი სახლია თქვენთვის კომფორტული საცხოვრებლად?

- ახლა ჩემთვის პატარა ბინას აბსოლუტურად ჩემი გემოვნებით ვაწყობ. სრულიად ვინტაჟურ სტილშია და ისე მომწონს, რომ სულ იქ მინდა ყოფნა... სახლშიც ჩანს ადამიანის ბუნება, თუ პირადად მისი მოწყობილია. თუმცა, ხშირად, ერთ ოჯახში ბევრი ადამიანი ერთად ცხოვრობს და სახლი ბებია-ბაბუის დროსაა გარემონტებული. როდესაც კონკრეტული ადამიანის გარემონტებულ ბინაში მოვხვდები, მაშინვე ვგრძნობ, რა ტიპის ადამიანია, როგორი გემოვნება აქვს და ა.შ.

- რამდენად გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი?

- ოცდაოთხი საათი ნამდვილად არ ვტრიალებ სამზარეულოში, რადგან ამის საჭიროება არ მაქვს. დედაჩემი საოცარი კულინარია, საკმაოდ ცნობილი. თუმცა, როცა მიწევს რაიმეს მომზადება, ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან გემრიელი კერძები გამომდის. ეს საქმე არ მეზარება. ხაჭაპური არ გამომიცხვია, მაგრამ უპრობლემოდ გამოვაცხობ: ცომის მოზელაც ვიცი და ყველის გამზადებაც სახაჭაპურედ... გურმანი ოჯახიდან ვარ, სულ რაღაც მზადდებოდა სახლში და პატარაობიდანვე მეც ამ პროცესში ვიყავი ჩართული... არსებობს ოჯახები, სადაც სადილები არ კეთდება, ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ. ჩვენთან ეს მიუღებელი იყო. ჰოდა, მეც ყველაფრის გაკეთება ვიცი, რაც მიხარია და მსიამოვნებს. ტრაბახი გამომდის, მაგრამ სიმართლეს ვამბობ...

- ახლახან დასრულდა დასვენების სეზონი... დასასვენებლად მთა უფრო მიმზიდველია თქვენთვის თუ ზღვა?

- ივლისში რაჭაში ვიყავი. რამდენჯერმე გახლდით ბათუმში. აგვისტოში კვარიათშიც ჩავედი, მაგრამ გული მწყდება, საზღვარგარეთ რომ ვერ წავედი დასასვენებლად. სახლში რემონტი მქონდა და ამიტომ... ისე, ადრე ზღვას ვანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ ბოლო დროს მთაც შემიყვარდა. თუმცა, ყველგან თან დამაქვს გასარუჯი საშუალება, რადგან ზაფხული სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... ახლაც, როცა დრო მაქვს, აუზზე დავდივარ. ძალიან მიყვარს წყალთან და მზესთან სიახლოვე. GzaPress

- საქართველოში ქალები მტკივ­ნეულად განვიცდით ასაკის მატებას...

- ეს მხოლოდ საქართველოში არ არის ასე, მთელ მსოფლიოში იგივე ხდება და ამიტომაც იკეთებენ ათასგვარ ინიექციას. თუნდაც ჰოლივუდში, ადამიანები გაბერილ ბუშტებს ემსგავსებიან... შინაგან განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს! ვიღაც იტყვის, შინაგანად კი ხარ ბავშვური, მაგრამ ბერდები და ასაკი გემატებაო... თუ შინაგანი განწყობა ძალიან კარგი გაქვს, ეს აუცილებლად აისახება გარეგნობაზე. ფიზიკური აქტივობა, ბევრი წყლის მიღება დაგვეხმარება გარეგნული ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. რაც უფრო მოღუშულია ადამიანი, მით მეტი მიმიკური ნაოჭი გაუჩნდება. უმოძრაობაც ცუდად მოქმედებს. ბევრი პარკია თბილისში, იქვეა პატარ-პატარა სავარჯიშო ტრენაჟორებიც და უნდა ვეცადოთ, ასეთ ადგილებში ხშირად ვიაროთ.
-
დაასახელეთ 60 წელს გადაცილებული ქართველი ქალბატონი, რომელიც თქვენთვის სამაგალითოა...

- დედაჩემი წელს გახდა 60 წლის და ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი ცხოვ­რება ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურება... ალბათ, გენეტიკამაც შეუწყო ხელი, ასევე - ძალიან მოძრავია. ასევეა დეიდაც... მამიდა საერთოდ, ისეთი ტიპის ქალია, სულ ვეუბნები, - ხომ დაგემსგავსები-მეთქი?
რაც შეეხება ცნობილ ქალბატონს - ნანი ბრეგვაძე ყველანაირად სამაგალითოა! თავისი გემოვნებით, აღნაგობით, დახვეწილობით, გარეგნობით... საბედნიეროდ კიდევ ბევრი საამაყო ქალბატონი გვყავს ქართველებს, რომლების ჩამოთვლაც უსასრულოდ შეიძლება...

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნიაკოს პირველი სერიოზული შეკითხვა ასეთი იყო: - დედიკო, ოქროს იმიტომ ყიდულობენ, რომ დაალომბარდონო?
ხანდახან საკუთარ თავს ეკრანზე რომ ვხედავ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო
16 წლისა ვფიქრობდი, რომ მასზე უგონოდ შეყვარებული ვიყავი
"ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის..."
"მე და მერაბ ნინიძეს პანთეონში, საფლავებთან მისვლა გვიყვარდა"
რატომ თქვა უარი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლზე თამთა პატაშურმა
ემოციური "ხიბულა" და ზურაბ ანთელავას ახალი "ლამაზი გაუგებრობა"
მომხიბვლელობა ყოველთვის სიგამხდრეს არ ნიშნავს
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი