"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
font-large font-small
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც


ხშირად ცნობილ ადამიანებს საკუთარი პოპულარობის შესანარჩუნებლად ბევრი რამის დათმობა უწევთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს იყოს ხალხისთვის მისაღები, მოსაწონი, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხშირად უნდა წახვიდე საკუთარი თავისა და სურვილების წინააღმდეგ? - პოპულარობაზე, წარმატებასა და მის შენარჩუნებაზე მსახიობი თინი გალდავა გვესაუბრა.



- როცა პოპულარული ხარ, შეიძლება ქუჩაში უცნობმა ადამიანმა გაგიღიმოს, მოგესალმოს, თბილი სიტყვა გითხრას. ჰოდა, შენც დადებითი ემოციებით ივსები და გიჩნდება სურვილი, მეტი და მეტი აკეთო. პოპულარული როცა ხარ, უნებლიეთ, ადამიანები შენ მიმართ კეთილგანწყობილები ხდებიან. სადაც უნდა წახვიდე, ყველგან თავაზიანად გექცევიან, პატივისცემას გამოხატავენ.

- როდის იგრძენი, რომ ცნობილი და პოპულარული ხარ?

- მაშინ, როცა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პირველი სერიები გამოვიდა ჩემი მონაწილეობით, მაშინვე ვიგრძენი, რომ ხალხი ქუჩაში უკვე მცნობდა.

- გიფიქრია იმაზე, რომ ეს მხო­ლოდ გამართლება იყო და უბრალოდ, იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდი?

- ალბათ, გამართლებისა და იღბლის გარეშე არაფერი ხდება, თუმცა იმისიც მწამს, რომ ადამიანები ჩვენს ბედსა და იღბალს თვითონ ვქმნით. როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც. როგორ იმპულსებსაც გავცემთ, ისეთსავე შედეგს მივიღებთ. მთავარია გვჯეროდეს ჩვენი თავის და ჩვენი შესაძლებლობების. ბავშვობაში სულ ვამბობდი, ცნობილი ბალერინა და მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ცნობადობა არ არის მთავარი, ეს არასწორი ფორმულირება გახლდათ ჩემი სურვილის. მთავარია, იყო პროფესიონალი.GzaPress

- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?

- მუდმივი მგონი არაფერია. საზოგადოებას ადვილად მოჰბეზრდები, თუ მუდმივად წინ არ მიდიხარ, ისინი სიახლეს ითხოვენ... ვისაც სურს, მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში, ბევრი მუშაობა და სულ ფორმაში ყოფნა დასჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩავარდნებიც ახლავს თან.

- რა გარემოებამ შეგიწყო ხელი იმაში, რომ პოპულარული გახდი?

- მოვხვდი სერიალში, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო უყურებს, ყველაზე რეიტინგული სერიალია და ამ გარემოებამ შემიწყო ხელი, რომ მოკლე დროში უკვე პოპულარული გავხდი.

- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?

- იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო, სილამაზე აუცილებელი არ არის. ალბათ, საინტერესო ტიპი უნდა იყო, ინდივიდუალური. რაღაც ისეთი უნდა გქონდეს, რაც სხვას არ აქვს.

- ოდესმე, პოპულარობას თუ შეუშლია ხელი რაიმეში და გითქვამს, - სჯობს, არ მიცნობდნენო?

- ჩემთვის პოპულარობას ხელი ნამდვილად არაფერში შეუშლია. უხერხულიც იქნება ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. ჩვენთან, საქართველოში პოპულარობა არა მგონია, ისეთი შემაწუხებელი იყოს, როგორც ეს დიდ ქვეყნებში ხდება, სადაც არსებობენ ნამდვილი ფანები და ვარსკვლავები. საინტერესოა, რომ ეს ვარსკვლავები ხშირად წუწუნებენ იმის გამო, რომ დაიღალნენ ყურადღებისგან, რომ უნდათ იცხოვრონ ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, მაგრამ რეალურად, ისინი პოპულარობის სენით დაავადებული არიან... როგორც კი აკლდებათ პოპულარობა და ხალხის ყურადღება, ეს ხდება დეპრესიის პირველი საბაბი.

- ბევრისთვის პოპულარობა იმდენად საოცნებოა, რომ ყველაფერზე მიდის ამის გამო... მაგალითად, ბევრმა ამისთვის გაიხადა და სკანდალური გახდა. რას ფიქრობ ამაზე?

- ვერავის განვსჯი. არჩევანში ყველა თავისუფალია. თითოეული ადამიანი ცდილობს თავისი ყველაზე კარგი მხარე წარმოაჩინოს. ალბათ, ვიღაც ფიქრობს, რომ საკუთარი სხეულის გამომზეურებაა მისთვის წარმატების მომტანი, ვიღაცას კიდევ, ინტელექტზე აქვს ამბიცია, ყველას თავისი მაყურებელი და შემფასებელი ჰყავს. ისე, დრო მაინც ყველაფერს "ალაგებს".

- როგორ უნდა გახდა პოპულარული - არსებობს ამის ფორმულა?

- დღეს უკვე მარტივად შეიძლება გახდე პოპულარული. არსებობს სოციალური ქსელი, სადაც სხვის დაუხმარებლად შეგიძლია საკუთარი თავი გააპიარო. ატვირთო ფოტოები, ვიდეოები... მოძებნო ისეთი რამ, რაც გაგხდის განსაკუთრებულს და ამ ყველაფერს უნდა გაუკეთო კარგი პრეზენტაცია.

- პოპულარობის ზენიტში მყოფს, "თავში აგვარდნია"?

- "თავში ავარდნის" რა გითხრათ, მაგრამ თავდაჯერებულობა მომემატა და სტიმული, რომ უფრო მეტი შემიძლია და თუ მოვინდომებ, ყველაფერი გამომივა. ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებ ჩემს შესაძლებლობებს. სულ ვამბობ, - ბევრი წელია იმისთვის საჭირო, რომ დიდი გამოცდილება მივიღო და უფრო თავდაჯერებულიც გავხდე-მეთქი.

- პირად ცხოვრებაზე პოპულარობა ხშირად ცუდად მოქმედებს. ამ მხრივ თუ გქონია დისკომფორტი?

- დისკომფორტი არ მქონია. მე არც სკანდალური ვარ და ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც ცუდი ჭორი მოუგონიათ ჩემზე.

- შენი აზრით, ბევრი ფულით წარმატების მიღწევა გაცილებით იოლია?

- ჩემთვის წარმატება იქნება, ბევრ ფულს თუ ვიშოვი. მთავარია, როგორ გამოვიყენებ თანხას. ბევრი ფულით ისეთი საქმე შეგიძლია წამოიწყო, რომელიც წარმატებას მოგიტანს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ბევრს ვიმოგზაურებდი და შევეცდებოდი, ადამიანებისთვის ცხოვრება გამელამაზებინა.

- წარმატებული ადამიანი დამოუკიდებელია, თავდაჯერებულია... შენთვის ეს ყველაფერი ძალაუფლებასთან ასოცირდება?

- წარმატებული არის ის, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. შემოქმედი ადამიანისთვის მთავარი ალბათ, აღიარებაა და არა - ძალაუფლება... ესეც ინდივიდუალურია, ჩემთვის ფული და წარმატება ძალაუფლებას არ ნიშნავს.

- ამჟამად თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- ამჟამად თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. მაქვს საყვარელი საქმე და ირგვლივ მყავს საყვარელი ადამიანები, ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ვიყო ძალიან ბედნიერი.

- ყველაზე დიდი წინაღობა წარმატების მიღწევის გზაზე, თავად ადამიანია და მას ყოველთვის შეუძლია იპოვოს მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გახდა წარმატებული...

- მიფიქრია, რატომ არ გავხდი ბალერინა? მე ხომ ამდენი დრო და ენერგია დავხარჯე ამ პროფესიის დასაუფლებლად! მაგრამ გული არ მწყდება. ვიცი, ეს ჩემთვის აუცილებელი იყო თუნდაც იმისთვის, რომ მესწავლა შრომა, დისციპლინა და მაქსიმალურად მომთხოვნი გავმხდარიყავი საკუთარი თავის მიმართ. ეს ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში.

- წარმატება და გამართლება ერთმანეთთან დაკავშირებულია?

- ალბათ, კი... ყველა ვარიანტში საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე. GzaPress

- თუ ხარ წარმატებული, პოპულარული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, უფრო იოლია წარმატებულად გათხოვდე?

- არა მგონია. "წარმატებული" გათხოვება ყველასთვის სხვადასხვაგვარია. გააჩნია, ვისთვის რა არის "წარმატება". ვფიქრობ, მთავარია, სიყვარულით გათხოვდე ისეთ ადამიანზე, რომელსაც ენდობი და რომელიც იმედს არასოდეს გაგიცრუებს. ამას უბრალოდ ვერ დაგეგმავ, უნდა გაგიმართლოს.

- სიმხდალის ყველაზე საშინელი გამოხატულება საკუთარი თავის შეცოდებაა... შეგცოდებია ოდესმე თავი?

- როცა ადამიანი ტირის, მგონია, რომ სწორედ მაშინ ეცოდება საკუთარი თავი. მეც მიტირია და შესაბამისად, ეს ალბათ, საკუთარი თავის სიბრალულის გამოხატულება იყო.

- პოპულარობა პირადი საქმეების მოსაგვარებლად თუ გამოგიყენებია?

- მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა მეგობარმა მთხოვა, - სალონში გამყევი, თმის შეღებვა მინდა და შენ რომ დაგინახავენ, ფასს დამიკლებენო. - ნუ სულელობ-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ მაინც გავყევი... მართალი აღმოჩნდა - დაუკლეს და თან, 40 ლარი... ბევრი ვიცინეთ.

- როგორ ფიქრობ, პოპულარობა თავისუფლებას ზღუდავს?

- რაღაც დოზით, კი... საზოგადოებაში ყოფნისას სულ გიწევს საკუთარი თავის კონტროლი. იცი, რომ ვიღაც გიყურებს და გაკვირდება...

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი