"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
font-large font-small
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს


ალბათ, გიორგი გილიგაშვილი სერიალის - "ტიფლისის" მაყურებლებს ახსოვთ, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობის შემდეგ, გიორგი პოპულარობის ზენიტში აღმოჩნდა, რადგან მისი საუბრის სტილი, ტერმინოლოგია, სიდარბაისლე თანამედროვე ქართული სამეტყველო ენისგან განსხვავდება. ამასთან დაკავშირებით გიორგის ასეთი აზრი აქვს: "ყველაზე თანამედროვე ის ტერმინოლოგიაა, რომელიც არ კვდება. წარმოიდგინეთ, 4 ათასი წლის წინ, ხეთების მეფე ამბობს: "ჩემმა მზემან, დავიპყარ ეგვიპტე". 4 ათასი წლის წინანდელ სიტყვას ვამბობ და თქვენ მეუბნებით, ძველიაო?! ჩემმა მზემ, ასე დედამიწაც ძველია, გალაქტიკაც და საერთოდ, ქუდები დავიხუროთ და აქედან წავიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ძველია..."

გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანი გახლავთ. მიიჩნევს, რომ ეროვნული მოტივები ოფიციალურმა გაერთიანებებმა კი არ უნდა წარმოაჩინოს, არამედ - თითოეულმა ქართველმა საკუთარ თავში პატარა საქართველო უნდა აცოცხლოს... ვეცადეთ, ეს საინტერესო პიროვნება "გზის" მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

- გიორგი, როცა ინტერვიუსთვის ვთანხმდებოდით, მითხარით, - შვიდ-ნახევარ წუთში დამირეკეთო. ასე კარგად ფლობთ დროის მენეჯმენტს - ყველაფერს ზუსტად გეგმავთ თუ იხუმრეთ?

- არა, ჩემო კარგო, არასდროს არაფერს ვგეგმავ და არც ვიხუმრე. დაახლოებით ასე ჩავთვალე, რომ ეს დრო დამჭირდებოდა - არც 10 და არც 5 წუთი, შვიდ-ნახევარი...

- ტელეგადაცემაში გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდით. რეალურ ცხოვრებაში პოპულარობას გრძნობთ?

- მე ცნობილი დავიბადე: დაბადებისთანავე, ჩემს ოჯახში ყველა მიცნობდა (იცინის). მერე ნათესავებმაც გამიცნეს, მეზობლებმაც... თქვენ რასაც გულისხმობთ, სხვათა შორის, ჩემკენ მომართული მზერათა რაოდენობა გაორმაგდა თუ არ გასამმაგდა... რაც მთავარია, ეს ყველაფერი მავსებს და მახარებს. როცა სხვა იღიმის, მის ღიმილსა და ბედნიერებას ვიზიარებ. გულწრფელი ღიმილი გულწრფელი პოეზიაა, რაც ადამიანს ადამიანად დარჩენაში ეხმარება. დიდება უფალს...

- რატომ ჩამოგიყალიბდათ საუბრის ასეთი სტილი, მანერა?

- რა გითხრათ? ერთ დღეს არ გადამიწყვეტია, რომ ასე მესაუბრა. უბრალოდ, რაღაცებმა მოიტანა, პირველ რიგში - ჩემმა გენმა. ეს ჩემი სიტყვები არ არის - მინდა, ამას ხაზი გავუსვა: ხალხს ჩემი საუბარი იმიტომ მოეწონა, რომ ეს მათ გენშია, მათი წინაპრის სიტყვებია, ეს ყველაფერი მათია. ამიტომ შეიყვარეს და მეც ამიტომ მიყვარს ყველა. ჩვენ ერთნი ვართ, უერთმანეთოდ არ შეგვიძლია...

- როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- ხილიანელი ვარ, ჩემმა მზემ. იმ თაობის წარმომადგენელი გახლავარ, რომელიც 90-იან წლებს მეტ-ნაკლებად მოესწრო (1988 წელს დავიბადე). მეც ჩვეულებრივად გავიზარდე ქუჩური გარჩევების, ავტომატის ჯერით სროლების ფონზე... უბრალოდ, დედაჩემი დედამიწაზე ყველაზე ლამაზია, მამაჩემი კი - ყველაზე ძლიერი, ჩემი დები - ყველაზე მშვენიერები. ჩემს ძმას რაც შეეხება, ეს ბავშვი ისე მაბრაზებს, რომ ახლა მასზე მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდა ვთქვა (იცინის), რადგან ყველაზე მეტად მიყვარს. მის მიმართ ჩემი სიყვარული ლამის სამშობლოს სიყვარულს უდრის. 17 წლის არის. ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა.

- თქვენ შესახებ ზოგი ამბობს, - ასე ყურადღების მისაქცევად საუბრობს, თამაშობსო..
.
- გეტყვით, რომ: "არასდროს მითამაშია, საქმე არ ვიცი, რაშია./ უფალი თუკი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია?!/ მითხრეს, სიკვდილი გზაშია, მიმაფრენს ჩემი რაშია,/ თავშესაფარი მთაშია, ცა-მიწის გასაყარშია./ ხორცი გავიღე, არ მშია, ცხონება დათმენაშია,/ გლოვის ცრემლები თვალშია, მაყვალი ეკალნარშია./ არასდროს მითამაშია, საქმე არ ვიცი, რაშია,/ უფალი თუკი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია?!."

- თქვენი საუბრის სტილის გამო, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- მსგავსი არაფერი ყოფილა... ჩემი საუბრის სტილში გასაკვირი საერთოდ არაფერია. თქვენ ყველაფერი გაიგეთ, რასაც ვამბობ? უხერხულობას გიქმნით? რამე უტაქტოდ ხომ არ მითქვამს? ანუ ყველაფერი კარგად არის, ხომ? ამის გამო კომფორტულად ვარ: პატივისცემის ნიშნად, ჩემი თანდასწრებით, იმ უცენზურო სიტყვების თქმას ვერავინ ბედავს, რომლებიც გოგოსა და ბიჭს შორის საუბრისას მიღებული არ უნდა იყოს, მაგრამ დღესდღეობით მიღებულია.

- მეტყველებისას ბარბარიზმებს არ იყენებთ?

- ბევრჯერ გამომიყენებია. საშინელი მოსაუბრე ვარ. ამ თვალსაზრისით, ძალიან ცოდვილი გახლავარ, ბევრი შეცდომა დამიშვებია. რაკი თქვენი ხედვით - არქაულ და ჩემი ხედვით - თანამედროვე სიტყვებს ვიყენებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენათმეცნიერი, ლიტერატორი ვარ და უშეცდომოდ ვსაუბრობ, ჩემმა მზემ. ჩემს შემთხვევაში, საუბრის ასეთი სტილი ჩემი ერთ-ერთი ნაბიჯია, რაც მამშვიდებს, ზედმეტ ბილწ სიტყვას მარიდებს და რა თქმა უნდა, დღევანდელობას სიცოცხლეს სძენს, აფერადებს, რადგან თითქოს ყველაფერი მკვდარი და უფერულია...

- როგორც ვიცი, პროფესიით სამართალმცოდნე ხართ. პროფესიით გიმუშავიათ?

- ახლაც ვმუშაობ, სამწუხაროდ.GzaPress

- სამწუხაროდ - რატომ?

- ჯობია, ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობდეს, ვიდრე სამსახური ჰქონდეს, რომელიც საჭირო და აუცილებელია დღევანდელობაში... მე ლექსების წერა მიყვარს. არადა, ყოველდღე სამოქალაქო სამართლის კოდექსთან "ურთიერთობა" მიწევს. უფალი ადამიანს ტალანტს ხომ აძლევს? ვისურვებდი, ეს ტალანტი ყველას აღმოეჩინოს. შემდეგ, ამის მიხედვით, ვისაც სურს, იყოს ხაბაზი, კალათბურთელი, რკინაზე იმუშაოს... მინდა, ჩემს სამშობლოში ყველამ ის აკეთოს, რისი ტალანტიც აქვს და არა - ის, ვისაც რა უნდა, თორემ ასე ყველას პრეზიდენტობა უნდა, ოღონდ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები: მე მეფობა თუ მომინდება (იცინის)...

- მონარქიული მმართველობის მხარდამჭერი ხართ?

- ვიხუმრე, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ, მონარქიის არსი სხვანაირად მესმის: ის რამდენიმე მკაცრ ნიუანსს შეიცავს, სადაც ადამიანის თანასწორობა უპირობოდ ხაზგასმულია. ალბათ, "მონარქია" ყველას ისე ესმის, როგორც პრიორიტეტული კაცი და ჩაგრული ქალი. ასე არ არის. უფალმა პირველად ადამი შექმნა, შემდეგ ადამის ნეკნისგან - ევა. კაცია და "მეტია", ქალი კი - "ცოტა", საკითხი ასე არ განიხილება. ქრისტემ ეკლესია როგორც შეიყვარა, ვაჟმა ქალი ისე უნდა შეიყვაროს. წარმოიდგინეთ, ქრისტემ ეკლესია ისე შეიყვარა, რომ მის გამო თავი დადო და ჯვარს ეცვა...

- ცხადია, სამსახურშიც თქვენთვის ჩვეული სტილით საუბრობთ, ხომ?

- რა თქმა უნდა. აბა, მაშინ მა­გარი მსახიობი ვიქნებოდი და "ოსკარს" მომცემდნენ (იცინის). სამწუხაროდ, "ოსკარი" არ მაქვს.

- თუმცა, მსახიობიც ხართ...

- ჩემზე "მსახიობი" არ ითქმის, რადგან ისეთი როლები მითამაშია, როგორი ტიპიც რეალურად ვარ (იღიმის).

- არც ერთ სოციალურ ქსელში არ ხართ დარეგისტრირებული...

- იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს წუთისოფელში. "ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, ამდენი აღარ მცალია (იცინის)... მხოლოდ ამის გამო, თორემ პრობლემა არ მაქვს - ცუკერბერგს მოვიკითხავ (იღიმის)...

- კიდევ რას გვეტყვით თქვენ შესახებ? რაიმე ჰობი გაქვთ?

- ბევრი ჰობი მაქვს. საკუთარი თავის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი... ვალსის ცეკვა ძალიან მიყვარს. "დაისი" ჩემი საყვარელი "ცეკვების ცეკვაა"!..

- ყოველდღიურად როგორ იმო­სებით?

- "დოლჩე & გაბანა", "გუჩი", "ვე­რსაჩე"... ახლა "ჰუგო ბოსის" შარვალი მაცვია.

- ჩოხას არ იცვამთ?

- როდესაც ადამიანი ეროვნული იდეით, სარწმუნოებით, მორალით ხარ შემოსილი, თავისთავად, უკვე ეროვნული "სამოსით" დაიარები. გარეგნობას რა მნიშვნელობა აქვს? ილიას ჩოხა არ ემოსა, მაგრამ მასზე დიდი ქართველი დამისახელეთ... იმდროინდელ საქართველოში ილიას ყველაზე ევროპულად ეცვა. მთავარია, შინაგანად როგორი ხარ...

- თქვენს ძველ ინტერვიუებს გადავხედე - ქალაქში ცხენით მართლა დადიოდით?

- მაგ შემთხვევაში, "ფერარის" ვგულისხმობდი - წინ ხომ ცხენის ემბლემა აქვს.

- თქვენი გული დაკავებულია?

- ამ ეტაპზე, დაკავებულია ფეთქვით (იცინის).

- კარგი, მაშინ ასე გკითხავთ: რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ ვინმესთან?

- რომანტიკული ურთიერთობა მაქვს მთვარესთან, ჩემს მუზასთან, პოეზიასთან...

- საინტერესოა, თქვენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- მე ყველანაირ გოგოს ვაქცევ ყურადღებას, თვითონ კი - არ ვიცი... არავის მოვწონვარ, იცით?

- რას ამბობთ? სოციალურ ქსელში თქვენს ვიდეოს ბევრი გოგონა აზიარებს "გულებით" და რომანტიკული მინაწერებით...

- განგებ არ ვნახულობ, რომ მერე თავში არ ამივარდეს (იცინის). სერიოზულად კი გეტყვით: როდესაც ადამიანს გაქებენ, შეიძლება, საკუთარი თავი იმაზე კარგი გეგონოს, ვიდრე ხარ; როდესაც შეურაცხგყოფენ, შეიძლება, კაცთმოყვარეობა არ გეყოს და შენც ბოღმა ჩაიდო გულში... ამ ყველაფერს თავს ვარიდებ. რა ინფორმაციაც ჩემს ფარნიან მობილურ ტელეფონში მომდის და რასაც ძალიან მსუბუქად მეუბნებიან, სულ ესაა... თუკი ვინმეს მართლა მოვწონვარ, მერე მისი ნომერი მომწერეთ ჩუმად (იცინის).

- სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა გქონიათ?

- მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს. არ მყვარებია არასდროს, სამწუხაროდ, მაგრამ დიდება ქრისტეს, როდესაც შემიყვარდება, მინდა, ეს სიყვარული კუბოს კარამდე იყოს, ერთი და განუმეორებელი...


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან
"კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.
"გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" გააზრებულად წაიკითხოს"
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
"ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ"
რა შეცვალა "ჩემი ცოლის დაქალებმა" მსახიობის ცხოვრებაში
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი