რა საქ­მი­ა­ნო­ბა არ უყ­ვარს სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძეს
font-large font-small
რა საქ­მი­ა­ნო­ბა არ უყ­ვარს სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძეს
გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს

მსა­ხი­ო­ბი სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძე კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა სულ ცო­ტა ხნის წინ, ეკ­რან­ზე ახ­ლა­ხან გა­მო­სულ, კი­დევ ერთ ფილ­მ­ში - "აღ­სა­რე­ბა" ლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში იხი­ლეს, სა­დაც მე­რი­ლინ მონ­როს­თან მის ვი­ზუ­ა­ლურ მსგავ­სე­ბა­ზე ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ პერ­სო­ნა­ჟე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­ურ სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას თე­ატ­რ­ში ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რ­ძობს. დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, რო­გორც ქალს, ცხა­დია, უწევს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს დი­დად არ ხიბ­ლავს, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მო­ვა­ლე­ო­ბა მა­ინც არ აძ­ლევს. სო­ფი­ას ამ­ჯე­რად თა­ვი­სი დი­ა­სახ­ლი­სუ­რი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ვე­სა­უბ­რეთ.



კუ­ლი­ნა­რია, სა­ო­ჯა­ხო შო­პინ­გი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ქა­ლუ­რი საქ­მე
- გუ­ლახ­დი­ლად რომ გითხ­რათ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა არა­ნა­ირ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს. დი­დი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, თუმ­ცა, თუ რა­ი­მე მო­ვინ­დო­მე, ვცდი­ლობ, გუ­ლი­ა­ნად გა­ვა­კე­თო და კარ­გი გა­მო­ვი­დეს. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მე­ხერ­ხე­ბა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლიც გა­მომ­დის, მაგ­რამ გურ­მა­ნი არ ვარ და თუ სა­ჭი­რო­ე­ბა არ მო­ითხოვს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის შე­საძ­ლოა, არც არა­ფე­რი მო­ვამ­ზა­დო. რო­ცა მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად, სუფ­რის გაწყო­ბას უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ, მომ­წონს ლა­მა­ზი ჭურ­ჭე­ლი, ფე­რე­ბი, გა­ფორ­მე­ბა, რაც უფ­რო სა­დაა, მით უფ­რო მი­სა­ღე­ბია ჩემ­თ­ვის. მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, რა­ი­მე ჭურ­ჭე­ლი თუ მო­მე­წო­ნე­ბა, ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე, გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით და ეს მო­მენ­ტი უფ­რო მსი­ა­მოვ­ნებს, ვიდ­რე საჭ­მე­ლე­ბის მზა­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მის კე­თე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­წევს. კარ­გია, რომ ქა­ლე­ბის შრო­მა ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­და, უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და - ტან­საც­მ­ლის თუ ჭურ­ჭ­ლის გა­სა­რეცხი და ჩვე­ნი საქ­მეც შე­და­რე­ბით გა­მარ­ტივ­და.

ყვე­ლა­ზე არა­სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი და მო­ვა­ლე­ო­ბა
- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მის კე­თე­ბა არ მიყ­ვარს, მა­ინც ვა­კე­თებ და რო­ცა სახ­ლი და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი, და­ლა­გე­ბუ­ლი და დაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლია, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და მშვი­დად ვგრძნობ. მა­გა­ლი­თად, და­უ­თო­ე­ბა არ მიყ­ვარს და მხო­ლოდ მა­შინ ვა­უ­თო­ებ, თუ­კი აუცი­ლე­ბე­ლია... ისე, სა­უ­თო­ე­ბე­ლი მა­გი­დაც კი არ მაქვს სახ­ლ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მიტყ­და და აღარც ვი­ყი­დე. ჩემ­თ­ვის ჭურ­ჭ­ლის და­რეცხ­ვაც ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, სამ­წუ­ხა­როდ, ჭურ­ჭ­ლის სა­რეცხი მან­ქა­ნა არ მაქვს, თუმ­ცა, ოჯახ­ში რად­გან მხო­ლოდ მე და ჩე­მი შვი­ლი ვართ, ბევ­რი რა­მის რეცხ­ვა ისე­დაც არ მი­წევს. მა­რი დი­დი გო­გოა და მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე, თუმ­ცა, არც მას უყ­ვარს. ზო­გა­დად, არა მგო­ნია, ეს რო­მე­ლი­მე ქალ­ბა­ტო­ნის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყოს, მაგ­რამ რად­გან მო­ვა­ლე­ო­ბაა, ამი­ტო­მაც ვას­რუ­ლებთ. ე.წ. უბორ­კის დროს, დამ­ხ­მა­რე ქა­ლი მო­დის და მეხ­მა­რე­ბა. სი­სუფ­თა­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბა, ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნი, ავე­ჯის ან სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­ძე­ნა უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია ჩემ­თ­ვის. ჭურ­ჭ­ლის ყიდ­ვა მიყ­ვარს. სახ­ლის მოწყო­ბა პას­ტე­ლურ ფე­რებ­ში უფ­რო მომ­წონს, 2-3 ფერ­ში, თვალს არ აღი­ზი­ა­ნებს და უფ­რო მშვიდ გა­რე­მოს ქმნის.
- კერ­ვა თუ გე­ხერ­ხე­ბათ?
- სხვა­თა შო­რის, კი. ხში­რად, რო­ცა რა­ი­მეს ვყი­დუ­ლობ, მე­რე, ჩემს გე­მო­ზე, ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­და­ვა­კე­თებ ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა შე­მოვ­ჭ­რა ან რა­მე მი­ვა­კე­რო და ა.შ. ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ქალს გა­მო­უ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, დრო­ის ფაქ­ტო­რია.

ტკბი­ლე­უ­ლი, ნამ­ცხ­ვ­რე­ბი და კე­თი­ლი ბე­ბო
- ბავ­შ­ვო­ბი­სას, ნამ­ცხ­ვ­რებს ხში­რად ვა­კე­თებ­დი, ალ­ბათ, რო­ცა მი­ხა­რო­და და ბევ­რი დრო მქონ­და. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ახ­ლა დი­დი ხა­ნია არ გა­მო­მიცხ­ვია. დე­დას ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ აცხობ­და, მე­რე, მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ­დით, ბე­ბო კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიწყობ­და ხელს, ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით მა­მა­რა­გებ­და და კე­თე­ბა მი­ხა­რო­და.GzaPress

ცხა­რე კუ­ლი­ნა­რია
- წარ­მო­შო­ბით იმე­რე­ლი ვარ და ქარ­თულ კერ­ძებს ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, ხა­ჭა­პურ­საც. ერ­თა­დერ­თი, რაც არ მიც­დია, ხინ­კ­ლის კე­თე­ბაა, და­სავ­ლეთ­ში ნაკ­ლე­ბად აკე­თე­ბენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხა­რე კერ­ძე­ბი და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რეუ­ლო­დან ამ მხრივ, მეგ­რულს გა­მოვ­ყოფ­დი. ინ­დუ­რიც მომ­წონს, მექ­სი­კუ­რიც, საკ­მა­ოდ ცხა­რეა; რუ­სულ და უკ­რა­ი­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­საც გა­მო­ვარ­ჩევ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ურს, სპა­გე­ტი ბევ­რ­ჯერ გა­მი­კე­თე­ბია სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად, მაგ­რამ დი­დად არ მომ­წონს. აი, ჩი­ნუ­რი და იაპო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი კი არ ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თევ­ზი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­დან თევ­ზის გარ­და სხვას ვე­რა­ფერს ვჭამ. სას­მელს რაც შე­ე­ხე­ბა, ვსვამ, ოღონდ ბევრს და ხში­რად არა, რად­გან ალერ­გი­ას მაძ­ლევს და ვე­რი­დე­ბი. სა­მე­გობ­როს ტრა­დი­ცია გაქვს, ხან­და­ხან კვი­რა­ო­ბით ვიკ­რი­ბე­ბით და გემ­რი­ელ კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ, ყვე­ლა თა­ვი­სას იგო­ნებს და ასე ვერ­თო­ბით.

ჯან­სა­ღი კვე­ბა ლა­მა­ზი ფი­გუ­რი­სა და გან­წყო­ბის­თ­ვის
- ჯან­საღ კვე­ბას ყუ­რადღე­ბას ნამ­დ­ვი­ლად ვაქ­ცევ, ვცდი­ლობ, მი­ვი­ღო ბევ­რი სითხე, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ნაკ­ლე­ბი ცხი­მი. გარ­კ­ვე­ულ წე­სებს ვი­ცავ, თუმ­ცა, დი­ე­ტა არას­დ­როს და­მი­ცავს. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ხორცს კანს ყო­ველ­თ­ვის ვაც­ლი. უფ­რო მე­ტად, მო­ხარ­შულ კერ­ძებს მი­ვირ­თ­მევ, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მით, სა­ფუვ­რის გა­რე­შე პუ­რით, რაც იმა­ში გეხ­მა­რე­ბა, რომ ფორ­მა­ში იყო. ეს გან­წყო­ბა­ზეც მოქ­მე­დებს, უფ­რო ენერ­გი­უ­ლი ხარ, მე­ტის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს. არის პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა რე­გუ­ლა­რუ­ლად ვვარ­ჯი­შობ. ვარ­ჯიშს 15-20 წუ­თით სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც ვა­ხერ­ხებ, ტო­ნუს­ში რომ ვი­ყო. ჯან­საღ კვე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს კა­ნის სი­ჯან­სა­ღი­სა და სხე­უ­ლის ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თ­ვის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის­თ­ვის.

ბა­ნა­ნი და შო­კო­ლა­დი ცომ­ში
- ავი­ღოთ გა­ყი­ნუ­ლი ფე­ნო­ვა­ნი ცო­მი, ერ­თი ფი­ლა შა­ვი ან რძი­ა­ნი შო­კო­ლა­დი, ჩავ­დოთ ამ ცომ­ში, შეგ­ვიძ­ლია ბა­ნა­ნი ან სხვა ხი­ლიც ჩა­ვაჭ­რათ და თავ­ზე კვერ­ცხის გუ­ლი მო­ვუს­ვათ. ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კითხე, გა­ვა­კე­თე და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და. თქვენც გირ­ჩევთ, მო­ამ­ზა­დოთ.

გვან­ცა დგე­ბუ­ა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი მოდელის წარმატება
თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო
"მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვა­ხერ­ხებ.
თვა­ლე­ბით და­ჭე­რი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მუ­სი­კით ცხოვ­რე­ბა
"პრინცესა ტურანდოტი" - მხიარული ზღაპარი და ამღერებული მსახიობები
"მითი, რომ მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან, დამემსხვრა"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი