ქართველი ქალბატონები, რომლებიც საინტერესოდ გამოიყურებიან
font-large font-small
ქართველი ქალბატონები, რომლებიც საინტერესოდ გამოიყურებიან
ნიუ-იორკში 15 წელი ვცხოვრობდი და იქ დამეუფლა განცდა, რომ მე არ ვარ მხოლოდ ამერიკის მოქალაქე


დალი ჩიტალაძე: "მსურს მასა გავაფერადო"


"დაბალმა და მსუქანმა ქალბატონმა შეიძლება ისე ჩაიცვას სპორტული ტანსაცმელი, რომ ძალიანაც მოუხდეს. ჯინსები არსებობს სხვადასხვანაირი სტილის: თავისუფალი, გამოყვანილი და ასე შემდეგ"... - ამბობს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, რომელსაც სურს, თბილისი რაც შეიძლება ფერადი გახადოს...


- ბავშვობაში რომელი მწერლები და წიგნები იყო თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

- ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა: "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ბიძია თომას ქოხი", "კარლსონი, რომელიც ცხოვრობს სახურავზე"... ვიდრე მულტფილმი "კარლსონი" პოპულარული გახდებოდა, მანამდე დედა გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას ამ წიგნს და ძალიან შეგვიყვარდა ეს პერსონაჟი. თბილად მახსენდება ის პერიოდი, დედა წიგნს რომ კითხულობდა და ჩვენ სიცილით ვკვდებოდით... როცა წამოვიზარდე, რომანების კითხვა ჩუმად დავიწყე. ემილ ზოლასა და ონორე დე ბალზაკის რომანები განსაკუთრებით მიზიდავდა. აკრძალული ლიტერატურა იყო ჩვენთვის. დედამ რომ მითხრა, - ჯერ პატარა ხარ და ვერ გაიგებო, უფრო დამაინტერესა. ღამით, ჩუმად ვკითხულობდი, რომ არავის გაეგო. რაც აკრძალულია, ის ბავშვისთვის უფრო საინტერესოა.

- რომელი ქვეყნებია თქვენთვის სამოგზაუროდ უფრო მიმზიდველი - მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ: იმდენი შესაძლებლობა მქონდეს, რომ აუცილებლად მოვიარო ის ქვეყნები, რომლების ნახვაც ძალიან მინდა... უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. საერთოდ, კოსმოპოლიტანი ვარ და ვთვლი, რომ პლანეტის მოქალაქე უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი სამშობლო! ნიუ-იორკში 15 წელი ვცხოვრობდი და იქ დამეუფლა განცდა, რომ მე არ ვარ მხოლოდ ამერიკის მოქალაქე (ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - ამერიკის და საქართველოსი), მინდა ვიყო პლანეტის მოქალაქე. ჩვენ უნდა გვიყვარდეს დედამიწა! ერთხელ თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. საოცარია დედამიწის მიზიდულობის ძალა! ზევით ხომ ძალიან ცივა და რომ ეშვები, გრძნობ დედამიწის სითბოს, ეს სასწაული განცდაა! ძალიან ბევრი და კარგი მოგონება მაქვს მოგზაურობიდან და ამიტომაც მინდა, კიდევ ბევრი ადგილი ვნახო!

- ცოტა ქართველს თუ უცხოვრია 15 წელი ნიუ-იორკში, მით უმეტეს, თქვენ იქ მოდის სფეროში მუშაობდით... როგორია თქვენი თვალით დანახული ნიუ-იორკი?

- მე ვთვლი, რომ ადრე რომი იყო მსოფლიოს დედაქალაქი, მაგრამ ახლა - ნიუ-იორკია... ეს არის ევროპისა და მთელი მსოფლიოს კულტურის ნაზავი, მთელი მსოფლიოდან ჩასული ხალხის ქალაქი! ამიტომ ვამბობ, რომ ნიუ-იორკში ცხოვრებამ მომცა ეს განცდა, რომ პლანეტის მოქალაქე ვარ. ნიუ-იორკი სხვა ცნებაა, ეს არ არის ამერიკა! ეს ოცდამეორე საუკუნის ქალაქია! ერთ ნახევარსფეროში ნიუ-იორკია და მეორეში - ტოკიო! ძალიან მინდა ტოკიოს ნახვაც...

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება გემოვნებიანი მცხოვრებლების თვალსაზრისით?

- ნამყოფი ვარ შემდეგ ქვეყნებში: ამერიკა, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, რუსეთი, სომხეთი... საერთოდ, ძალიან მიყვარს სიძველე. ისტორიული ქალაქები მიყვარს. სხვათა შორის, ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა. ახლაც ფილმები უფრო მეტად, ისტორიული ჟანრის მიყვარს - ხელოვნების ისტორია, დედამიწის ისტორია ძალიან მაინტერესებს. მჯერა ფანტასტიკის. ჟიულ ვერნმა რაც დაწერა საუკუნეების წინ, ხომ ყველაფერი ახდა?! რაც შეეხება მოვლილ და გემოვნებით გამორჩეულ ხალხს, თავის მოვლა ყველგან ერთნაირია. მიყრუებულ სოფელშიც რომ იცხოვროს ადამიანმა, იქაც მოახერხებს თავის მოვლას, თუკი ამის სურვილი ექნება... გემოვნებით კი პარიზსა და ნიუ-იორკში ძალიან საინტერესოდ ჩაცმულები დადიან. ნიუ-იორკში თავისებური სტილი აქვთ - კომფორტული და ამასთანავე, ძალიან ელეგანტური. ჩემი საყვარელი დიზაინერია ამერიკელი რალფ ლორენი, სწორედ მას აქვს ასეთი სამოსი შექმნილი. ასევეა, კელვინ კლაინიც... განსაკუთრებული გემოვნებით ჩაცმული დადიან პარიზში, მილანში, ლონდონში... რომ შეხედავ, მიხვდები კიდეც, ვინ პარიზელია, ვინ მილანიდან და ვინ - ლონდონიდან...

- როგორ უნდა იმოსებოდეს ქალი, ყოველთვის სწორად რომ ეცვას?

- ჩემი დევიზია, რომ ყველა ქალმა უნდა მოირგოს ყველანაირი სტილი! ერთ სტილში თუ გაცვია, საინტერესო არ ხარ!... მაგალითად, დღეს მთელი დღე საყიდლებზე ვიყავი და "სთრით სთაილი" (ქუჩის სტილი) უნდა მცმოდა, ანუ კომფორტული და თან, ელეგანტური. შენი გემოვნება უნდა აჩვენო, როგორ ააწყობ საკუთარ "ქუჩის სტილს". როგორ ხასიათზეც ვარ, ისე ვიცვამ... საქმიან მოლაპარაკებაზე სხვანაირი ჩაცმული წავალ, წვეულებაზე - სხვანაირი და ოპერაში - სრულიად განსხვავებული. რადგან მოდის ექსპერტი ვარ, ყველას მოვუწოდებ, რომ სცადონ და ყველანაირი სტილი მოიხდინონ! არასწორი გამოთქმაა, - მე ეს სტილი არ მიხდებაო! რას ნიშნავს, არ გიხდება? - სწორად თუ ჩაიცვამ, აუცილებლად მოგიხდება!

- დაბალ და მსუქან ქალბატონს სპორტული ტანსაცმელი მოუხდება?

- დიახ! დაბალმა და მსუქანმა ქალბატონმაც შეიძლება ისე ჩაიცვას სპორტული ტანსაცმელი, რომ ძალიანაც მოუხდეს. უკაცრავად, მაგრამ მე არ ვამტკიცებ, რომ ას კილოზე მეტი წონის მქონე ქალბატონი უპრობლემოდ მოირგებს სპორტულ სამოსს. კარგად გამიგეთ, ჯერ უმთავრესია ჯანსაღი ცხოვრების წესი! თავის მოვლა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება! ზოგჯერ ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც ჰორმონული დარღვევები აქვთ და აუცილებლად უნდა მიხედონ თავს! როცა ჯანმრთელი ხარ, მაშინ გინდა, კარგად გეცვას და ლამაზად გამოიყურებოდე!

- ჩვენს ქვეყანაში ყველანაირ ჩაცმულობას ასაკობრივადაც ზღუდავენ, ქალი თითქოს დაჩაგრულია... თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- თუ არ დაიჩაგრავ თავს, ვინ დაგჩაგრავს?! მე უკვე საკმარისად დიდი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ასაკი! ყველა ასაკში კომფორტულად ვიყავი და 80 წლისაც ასე ვიქნები! ბევრი ტკივილიც მინახავს, უფულობაც, ფულიანობაც, სიხარულიც, მწუხარებაც, ალბათ წინ კიდევ ბევრი მელის, მაგრამ საბედნიეროდ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და სულ მგონია, ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება! როცა რამე არ მაქვს და ეს ძალიან მაწუხებს, ვიცი, მომავალში გამოსწორდება... ადამიანი თუ სადმე დაჩაგრულად გრძნობ თავს და ამჩნევ, ამას ვერ მოერევი, იქაურობას აუცილებლად უნდა გაეცალო, როგორც ამას არაჩვეულებრივი ქართული ანდაზა გვასწავლის... ასაკის მატებას პირიქით, დადებითად უნდა შევხედოთ. მაგალითად, ბევრი 20 წლის გოგო არ გამოიყურება საინტერესოდ, მაგრამ გახდა 30 წლის და საინტერესო გახდა, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა - 40 წლის ასაკში და ა.შ. საერთოდ გემოვნება გამოცდილებიდანაც მოდის! გემოვნება ღვთით ბოძებული ნიჭია, მაგრამ შეგიძლია, შენში განავითარო. უნდა მოუსმინო შენზე გემოვნებიან ადამიანს და ისწავლო! ქართველი ერის სენია, რომ სულ გვგონია, ყველაფერი ვიცით და არავის არაფერი არ უნდა ვკითხოთ... სწავლა სიბერემდეო, - ეს ძალიან კარგი და სასარგებლო გამოთქმაა!

- 60 წელს გადაშორებული ქართველი ქალბატონებიდან, ვინ არის თქვენთვის სამაგალითო? ამ რუბრიკის ბევრი რესპონდენტი ნანი ბრეგვაძეს ასახელებს...

- დიახ, მეც დავასახელებდი! ძალიან საინტერესო ქალბატონია და იმიტომ გამოიყურება ასე ახალგაზრდულად, რომ ძალიან კეთილია! ვგიჟდები მასზე. მიყვარს მისი პიროვნება, მისი ცხოვრების სტილი.

- ამბობენ, რომ დაიკარგა ე.წ. თბილისური მოდა... თითქოს ადრე უფრო გემოვნებიანად იცვამდნენ...

- უბრალოდ, თბილისში ძალიან გაიზარდა მცხოვრებლების რაოდენობა... ქუჩაში რომ გავივლი, სულ მინდება, მასა გავაფერადო. ძალიან ჭარბობს შავი და ნაცრისფერი, თეთრს იშვიათად ნახავ... ყველას ვთხოვ, უფრო ფერადი გახადონ თავიანთი სამოსი...

- როგორი აქსესუარები გიყვართ?

- მიყვარს ის, რაც ტენდენციურია... ჩემს გარდერობში თავსაბურავებს დიდი ადგილი უჭირავს. ჩანთებს იმის მიხედვით ვარჩევ, რომელ სამოსს რა შეეფერება და სად მივდივარ. სამკაულები მიყვარს და ბლომად მაქვს. არ მეგულება ქალბატონი, რომელსაც ბრილიანტი არ უყვარს - ქალები და ბრილიანტები ვმეგობრობთ... ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ გარდერობის შექმნა წლების განმავლობაში ხდება. მეც, გარდერობს დიდი ხანია, ვაწყობ. ყველას ვურჩევ, ხარისხში გადაიხადონ ფული და არა - რაოდენობაში. იყიდეთ ერთი და საუკეთესო!
საუბრის დასასრულ, მსურს დავასახელო ცნობილი ქალბატონები, რომლებიც განსაკუთრებულად მაღალი გემოვნებით გამოირჩევიან და ელეგანტურად იმოსებიან... ძალიან მომწონს: ანუკი არეშიძე, ნინო კუზანოვა, მაკა ჩიჩუა, ეკატერინე ხვედელიძე, ია ფარულავა, კრისტი ყიფშიძე, ლენკა ციციშვილი, ნინო ელიავა... ადრე არ იყო ამდენად საინტერესო, მაგრამ ბოლო დროს ძალიან კარგი გახდა რუსკა მაყაშვილი...



მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
21.12.2017
და ესენი გამოიყურებიან საინტერესოდ???????? დასკვნა: არ გქონიათ გემოვნება
კოტე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"
რა მოგონებას ამოშლიდა ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან
ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი