"ყველაზე სექსუალური მაშინ ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ"
font-large font-small
"ყველაზე სექსუალური მაშინ ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ"
ვცდილობ, პოზიტიური ენერგია გავცე

მომღერალი და ტელეწამყვანი მარიტა როხვაძე მხიარული ადამიანი გახლავთ. მასთან ურთიერთობისას პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით, თუმცა მელანქოლიური ფიქრები მარიტასაც აწუხებს. რატომ არავის უმხელს, როცა ცუდ ხასიათზეა, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ. ასევე, გაიგებთ, რატომ გრძნობს თავს მომღერალი იმ ჭიაყელად, რომელიც პეპლად გადაიქცა და გაფრინდა...


- ბავშვობაში არასოდეს მიფიქრია, ნეტავ, ბიჭი ვყოფილიყავი-მეთქი, რადგან "ბიჭური" თამაშებით ვერთობოდი და ამ მხრივ, ჩემს სქესს პრობლემა არ შეუქმნია. ასე რომ, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ... თუ რას ნიშნავს ქალად ყოფნა, ალბათ, ეს ახლა უფრო გავიგე, რადგან როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, ამას უკეთ ხვდები...

- როცა სადაქალო იკრიბებით, რა თემებზე ჭორაობთ?

- მოდი, იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენ კი არ ვჭორაობთ, ვსაუბრობთ. ძირითადად, ვცდილობთ, იმაზე ვილაპარაკოთ, რა საქმითაც დაკავებულები ვართ. ამიტომ სამეგობრო წრეში ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, განსახილველ თემებს შორის თაყვანისმცემლების საკითხიც არის (იცინის). იმასაც არ ვიტყვი, რომ ფრთიანი ანგელოზები ვართ და ვიღაცებს არ ვჭორავთ. ვფიქრობ, ეს სადაქალოში მიღებულია.

- მეგობრების აზრი შენი რჩეულის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია? პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტლებაზე დაქალების აზრი ზეგავლენას ახდენს?

- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ზეგავლენას ახდენს. ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩვენს აზრზე ვრჩებით. შეიძლება, დაქალის მიერ შენი საყვარელი ადამიანის მიმართ ცუდი აზრის გამოთქმის გამო დაქალზე განაწყენდე, როცა უკვე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა აგეწყობა.

- ღელავდი, ვიდრე მეგობრები შენი რჩეულის ვინაობას გაიგებდნენ?

- საერთოდ, როცა ადამიანთან ყოფნას გადავწყვეტ, მერე ვაცნობ მეგობრებს. ამიტომ ვერ ვიტყვი - ვორჭოფობდი, ჩემი მეგობრები რას მეტყვიან-მეთქი.

- შენ შესახებ გავრცელებულ ჭორებზე რას გვეტყვი?

- ჭორებზე უკვე მეცინება. მე და ჩემ გარშემო მყოფები, მეგობრები, ნათესავები ჩემ შესახებ გავრცელებული ჭორებით ვერთობთ. წინათ მძაფრი რეაქცია მქონდა: საკუთარ თავზე ისეთი რაღაცები გამიგონია, რომ ჭორის ავტორთან მივსულვართ, პასუხი მოგვითხოვია, ბოდიში მოუხდიათ... ახლა ეს ყველაფერი ისეთი სასაცილოა, რომ შემიძლია, ჩვეულებრივად გავატარო. "მარიტამ "კუპალნიკი" ჩაიცვა, რაღაც გამოუჩნდა" - ამ ტიპის ჭორებს ვგულისხმობ, თორემ თუ ძალიან ბოროტი ჭორი გავიგე, რომელიც ჩემზე და ჩემ ირგვლივ მყოფებზე ცუდად მოქმედებს, მაშინ ძალიან ცუდი ადამიანი ვხდები. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და ნებისმიერს, ვინც უნდა იყოს, ძალიან ცუდად მოვექცევი.

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?

- რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, ყველა ქალი თავისებურად სექსუალურია-მეთქი. შეიძლება, შარმიანი იყოს, მაგრამ სექსუალურობა სხვაა. მიმაჩნია, რომ ყველაზე სექსუალური მაშინ ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ, ხელში მიკროფონი მიჭირავს და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩემთვის სცენა ყველაფერია და სიმღერისას რაღაცნაირი ვხდები... ბევრს უთქვამს, - სიმღერს დროს სულ სხვა ადამიანი ხარო. სცენაზე ძალიან ემოციური, სექსუალური ვარ. შეიძლება, სახლში ასეთი საერთოდ არ ვიყო.
GzaPress
- რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად მომხიბვლელი იყო?

- ბოლო დროს საერთოდ არა­ფერს ვაკეთებ (იცინის). გათამამებული, კარგად "აციმციმებული" ვარ, აღარც ვვარჯიშობ... მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის სიყვარული ყველაზე კარგი რამ არის: სულ იღიმი, გიხარია, ბედნიერი, პოზიტიური ხარ... გინდა, რომ ყველა კარგად იყოს. შურიანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პოზიტიური განწყობილება ახლა უფრო გამძაფრებული მაქვს, ყველას ვუღიმი. იცი, თავს როგორ ვგრძნობ? ჭიაყელადან პეპელა რომ ხდები და გაფრინდები. აი, ასე მსუბუქად ვარ. შეიძლება, წონა მსუბუქი არ მქონდეს, მაგრამ თავს ასე ვგრძნობ (იცინის).

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები, მოსამზადებლად რა დრო გჭირდება?

- ისეთ ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც საათით და 20 წუთით დაგვიანება უყვართ. ვერ ვხვდები, პაემანზე რატომ უნდა დააგვიანო, როცა ერთი სული გაქვს, საყვარელი ადამიანი ნახო და ეს ძალიან გიხარია? თუ ადამიანთან შეხვედრა არ გინდა, რატომ ალოდინებ ან საერთოდ, მასთან პაემანზე რატომ მიდიხარ?! ჩემი საყვარელი ადამიანი არასოდეს მილოდინებია. შეიძლება, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა პაემანზე ადრე მივსულვარ... მომზადებას რაც შეეხება, თუ გადაღება ან კონცერტი არ მაქვს, მაკიაჟს არ ვიკეთებ, არც "გრანდიოზულად" ვიცვამ. ბუნებრივად ყოფნა მიყვარს. ყოველდღიურად გარეთ გასვლა, შოპინგი მომწონს. შეიძლება, ვიღაცები ფიქრობენ, - ცნობილი ადამიანია და ქუჩაში ფეხით რატომ უნდა იაროსო? ფეხითაც უნდა ვიაროთ, მეტროთიც და ხალხთან ურთიერთობაც ვიცოდეთ. ასე რომ, ბუნებრიობა მიყვარს. ვფიქრობ, რაც უფრო ბუნებრივია ქალი, მამაკაცებს უფრო მეტად მოსწონთ.

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი ხარ?

- 18-19 წლის ასაკში, როცა წონაში პირველად დავიკელი.

- ქალურ შურს ხშირად აწყდები ცხოვრებაში?

- პირადად მე, რაც შეიძლება, ქალის შემშურდეს, იუმორის იმაზე მეტი გრძნობაა, ვიდრე მე მაქვს, რადგან ძალიან იშვიათია, როცა ქალს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. მიმაჩნია, რომ იუმორის ძალიან კარგი გრძნობა მაქვს, მაგრამ მინახავს ადამიანი, ვისაც შეუძლია, გარკვეულ სიტუაციებში უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე მე. A ამის ძალიან მშურს... წონაში როცა დავიკელი, მაშინ ჩემთვის უთქვამთ, - შენი ნებისყოფის როგორ მშურსო...

- ალბათ, ეს დადებით კონტექსტში უთქვამთ, არა?

- კი. შეიძლება, ისიც შურდეთ, რომ გვერდით კარგი მამაკაცი მყავს, მაგრამ ამას ვერავინ მეტყვის (იცინის).

- მაგრამ ასეთი შური გიგრძნია?

- ყოფილა სიტუაცია, როცა უცხო გარემოში თავი ძალიან კარგად მიგრძნია, ჩემ გვერდით მყოფ ქალბატონს კი - არა, რადგან მას გვერდით ისეთი კაცი არ ჰყოლია, როგორიც საჭიროა.

- რამ შეიძლება, ცუდ ხასიათზე დაგაყენოს?

- მაგალითად, დილიდან რომ ბუზღუნებენ, ხასიათი მიფუჭდება. კიდევ, შეიძლება, ხასიათი ამინდმა გამიფუჭოს. მაგალითად, დღეს ველოდი, რომ გარეთ თოვლი დამხვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ამბავი არ მომეწონა. ასევე, ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა რაღაცის ჩაცმა მინდა და იმის გამო ვერ ვიცვამ, რომ გარეთ ცივა ან წონაში მოვიმატე... მოგეხსენებათ, მარტო ვცხოვრობ. ყოფილა შემთხვევა, სახლში გამიღვიძია, მშობლებთან ერთად ყოფნა მომნდომებია, მერე მშობლების სიყვარული ერთიანად "მომწოლია", მიტირია და მთელი დღე სახლში ვყოფილვარ... ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი: მულტფილმების, ფილმების ნახვისას ვტირი (იცინის)...

- განწყობის გაუმჯობესებას როგორ ახერხებ?

- თუ თავად არ იცი, მელანქოლიური განწყობიდან საკუთარი თავი როგორ გამოიყვანო, დამიჯერე, ამაზე ვერავინ იზრუნებს, რადგან, მაგალითად, მეგობარი ისეთ ხასიათზე უნდა იყოს, რომ შენი "გამოყვანა" შეძლოს. საერთოდ, წუწუნი არ მიყვარს. არ ვამბობ, - აუ, ახლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ-მეთქი.Yყველას ჰგონია, არასოდეს არაფერი მაწუხებს, სულ კარგად ვარ. ეს ასე არ არის. უბრალოდ, შეიძლება, ამას არ ვამბობ, რადგან როგორც აღვნიშნე, წუწუნი არ მიყვარს. ვიცი, რომ წუწუნით სხვასაც ცუდად გავხდი. ამიტომ გამომუშავებული მაქვს, რომ საკუთარი თავი თავად გამოვიყვანო: ვიშოპინგო, მაღაზიაში ჩავიდე, რამე გემრიელი ვიყიდო და შევჭამო, კარგ ფილმს ვუყურო, მუსიკას მოვუსმინო, რაღაც წავიკითხო და ა.შ.
GzaPress
- ბილწსიტყვაობა გჩვევია?

- ვაიმე, ბოლო პერიოდში - ძალიან (იცინის)!

- რატომ, რამ იმოქმედა?

- იცი, რამ? მართალია, ავტომობილი არ მყავს და საჭესთან არ ვზივარ, მაგრამ როცა ტაქსით ვმგზავრობ, ვხედავ, მანქანები როგორ ცუდად დადიან, ნერვები მეშლება და რაღაც ცუდი წამომცდება ხოლმე - მეც ადამიანი ვარ. ძალიან არ მომწონს, როცა ქალი ბილწსიტყვაობს. ხანდახან მეგობრების წრეში, როცა ადამიანი გაბრაზებული ხარ და რაღაცას ემოციურად ჰყვები, გინებასაც წამოაწევ ხოლმე (იცინის). არა მგონია, ისეთი ადამიანი არსებობდეს, ვისაც უცენზურო სიტყვა არასოდეს წამოსცდენია. აი, წყევლას ისევ სალანძღავი სიტყვების თქმა სჯობს.

- ვინმეს დაუწყევლიხარ?

- ვაიმე, არა მგონია! ისეთი ცუდი ადამიანი არ ვარ, რომ ვინმემ დამწყევლოს, მაგრამ ზოგს "გამომუშავებული" აქვს და უნდა თუ არა, სულ იწყევლება. გამიგონია, წყევლა მაწყევრის არისო... ასე რომ, ვინც იწყევლებით, ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ, დამიჯერეთ. პირიქით, კარგი რაღაცები ილაპარაკეთ. წყევლა საშინელებაა. ბუმერანგივით არის. რასაც იტყვი და სამყაროში "გაუშვებ", ის ყოველთვის უკან დაგიბრუნდება. ამიტომ სულ ვცდილობ, პოზიტიური ენერგია გავცე, რომ სამყაროს ვუთხრა, თუ როგორ მიყვარს, მერე კი მან დამიბრუნოს სიყვარული და მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი ვიყო, ცუდად არ გავხდე, ბევრი ფული მქონდეს (იღიმის)...


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"
რა მოგონებას ამოშლიდა ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან
ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი