"ადამიანებს ურჩევნიათ თვალი დახუჭონ და სიცარიელეში იცხოვრონ"
font-large font-small
"ადამიანებს ურჩევნიათ თვალი დახუჭონ და სიცარიელეში იცხოვრონ"
რა მოგონებას ამოშლიდა ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან


არსებობა უბრალოდ მინიმუმამდე დაყვანილი ცხოვრებაა, რომელიც მხოლოდ ძილით, ჭამით და უბრალო ყოფით აისახება. ცხოვრება კი გრძნობების, ემოციების, წარმატების, წარუმატებლობის, გამარჯვების, დამარცხების, სიყვარულის, იმედგაცრუების, სიხარულისა და ზღვა ემოციების მთელი ნაირსახეობაა - ამბობს მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი მხოლოდ ბედნიერებაშია.


- ცხოვრების ამ ეტაპზე თავს რა ასაკში გრძნობ?
- 18-19 წლის ასაკში მგონია საკუთარი თავი.

- მომთმენი ხარ? შეგიძლია წარუმატებლობა და დამარცხება ისე მოითმინო, რომ ეს ვერავინ შეგატყოს?

- წარუმატებლობის მოთმენა ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ეს არც ისე ცუდია, რადგან ამ მომენტში უფრო მეტად გწყურია წარმატება, აფასებ მას და როდესაც მიაღწევ, მორიგი წარმატება ბევრად უფრო "გემრიელია". ამიტომ უფრო ცუდია, არასოდეს გამოცადო ის. წარუმატებლობა დეპრესიაში არასდროს მაგდებს და შესაბამისად, ამას ვერც ვერავინ მატყობს.

- შენ ყოველთვის იმას აკეთებ, რაც მოგწონს თუ ირგვლივ მყოფების აზრსაც ითვალისწინებ?

- შეუძლებელია ადამიანმა მუდმივად აკეთოს ის, რაც მხოლოდ თავად მოგწონს. ვფიქრობ, ეს დიდი ეგოიზმია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა რაღაც ხდის ბედნიერს. თუმცა, ჩვენი შეცდომა ალბათ ის უფროა, რომ გვავიწყდება, ცხოვრება ხანმოკლეა და მეტ დროს ბრაზსა და სიძულვილს ვუთმობთ, რაც ცხოვრების ბედნიერ წუთებს გვპარავს. ჩემი აზრით მთავარია, არასოდეს შევწყვიტოთ სწავლა, რათა ჩვენი თვალთახედვის არე უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?
- გავიცნობდი ჩემს დიდ ბებო შურას. მადლობა ღმერთს, მეორე დიდ ბებოს მოვესწარი.

- რა ტიპის სამსახური გაგხდიდა ბედნიერს?

- სადაც მექნებოდა მოწყენილი და ცხოვრებისგან დათრგუნვილი ადამიანების გაბედნიერების საშუალება, სადაც შევძლებდი მათზე ზრუნვას და ყურადღების მიქცევას... მოკლედ, ფსიქოლოგი ვიქნებოდი.

- ყოველთვის იმას აკეთებ, რისიც გჯერა?

- რისი გაკეთებაც უნდა დავიწყო, მჯერა, რომ შევძლებ, მაქვს რწმენა, ვდებ დიდ მონდომებასა და შრომას... მუშაობის პროცესში შეიძლება, ორჭოფობა დავიწყო და დავუსვა საკუთარ თავს კითხვა: რისთვის ვაკეთებ ამას? თუმცა დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

- რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- ყოველთვის ვცდილობ წვრილმანებს ყურადღება არ მივაქციო, ვიყო მადლიერი იმ ყველაფრით, რაც მაქვს, გავატარო მეტი დრო ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან, ვიფიქრო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარშემო მყოფებსა და მათ გრძნობებზე.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენ ირგვლივ ხდება?

- კონტროლი ყველა ურთიერთობაში და ზოგადად ცხოვრებაში ენერგიისა და დროის ფუჭი კარგვაა, რადგან ჩვენზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული... თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ნერვები უაზრობას არ შევწიროთ.

- ოდესმე მეგობარი გაგიჭორავს? თუ მოგისმენია შემთხვევით შენი მეგობრის ან ახლობელი ადამიანის უსამართლო კრიტიკა?

- ყველაზე მეტად მეზიზღება უსამართლობა, არაჯანსაღი კრიტიკა. ზურგს უკან სხვა ადამიანებზე ლაპარაკი არ მიყვარს. უამრავი საინტერესო თემაა, რაზეც შეიძლება საუბარი. სხვისი პირადი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებს, ამიტომ თუ ვინმეს რაიმეს თქმა სურს, ეს პირადად იმ ადამიანს უნდა უთხრას. GzaPress

- დაარღვევდი კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- რა თქმა უნდა, კი. სიყვარული ყველა კანონზე მაღლა დგას. თუ საყვარელი ადამიანი განსაცდელშია, დაუფიქრებლად დავარღვევდი კანონს და გადავარჩენდი.

- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქვს რაღაც ისეთი, რაც მას სხვისგან განასხვავებს. ვიტყვი ერთს, ვცდილობ არასოდეს მოვიტყუო და არ ვატკინო ადამიანებს გული. მიყვარს სხვისთვის დღის გალამაზება და მიმაჩნია, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. სიტყვას შეუძლია ერთი ჩვეულებრივი დღე განსაკუთრებული და სამახსოვრო გახადოს, ამიტომ აუცილებელია ერთმანეთს მეტი კარგი რამ ვუთხრათ.

- გაქვს აუსრულებელი ოცნება?

- დიახ, მაქვს ოცნებები, რომლის ასასრულებლად ვმუშაობ. თავს არ ვზოგავ, რომ ჩემი ყველა ოცნება რეალობად იქცეს... ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ფრანგული ენის სწავლა.

- სამუდამოდ საცხოვრებლად რომელ ქვეყანაში წახვიდოდი?

- ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და არა მგონია, საცხოვრებლად სხვაგან წავსულიყავი. თუმცა, დროებით სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამერიკაში. მიყვარს იქ მცხოვრები ადამიანები: ბედნიერი, თავაზიანი, მზრუნველი ხალხია, ერთმანეთს პატივს სცემენ და თან, ამერიკაში ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს.

- რომელს ისურვებდი იყო: ბედნიერი სულელი თუ ჭკვიანი უბედური?

- ვფიქრობ, ცხოვრების აზრი ბედნიერებაში იმალება, ამიტომ თუ ვიქნებოდი გენიოსი და ჩემს ნიჭს ვერაფერში გამოვიყენებდი, მაშინ ჯობია, ისევ სულელი და ბედნიერი ვიყო.

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- კი, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ვარ კარგი მეგობარი, ერთგული და უღალატო.

- რა უფრო კარგი იქნებოდა შენთვის, შენი მეგობარი საცხოვრებლად სამუდამოდ წავიდეს უცხო ქვეყანაში თუ შენ გვერდით იყოს და შეწყვიტო ურთიერთობა?

- უკეთესია ახლოს გყავდეს და შეწყვიტო მასთან ურთიერთობა, ვიდრე სამუდამოდ გადაიკარგოს უცხო ქვეყანაში.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროს მადლიერი?

- ჩემი ოჯახისა და მეგობრების გამო. ნამდვილად არაფერი დაუშურებია სამყაროს ჩემთვის, მან საუკეთესო ადამიანები გამომიგზავნა.

- არჩევანი რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი, ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- ახალ მოგონებას რომ ისედაც მოვიპოვებ, ამის მჯერა. ცხოვრება მოულოდნელობითა და მოგონებებით სავსეა. ამიტომ რაიმე ცუდ მოგონებას წავშლიდი. მაგალითად, ძაღლი რომ დამეღუპა, მთელი კვირა ვტიროდი ამის გამო.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- ხანდახან სიმართლის გასაგებად ბრძოლა სულ არ არის საჭირო. უბრალოდ, ადამიანებს ურჩევნიათ თვალი დახუჭონ და სიცარიელეში იცხოვრონ, რადგან ეს უფრო მარტივია. ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა, როგორი მწარეც უნდა იყოს ის.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- ადამიანი ყველაზე ხშირად ბევრს რაზეც ფიქრობს, ის იქცევა ხოლმე რეალობად. ამიტომ ვცდილობ, იმაზე, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, საერთოდ არ ვიფიქრო ან ვეცადო დავძლიო ეს შიში და თავი შევაგულიანო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- წყენას მალე ივიწყებ?

- ყველა წყენა მალე მავიწყდება. არ შემიძლია დიდხანს ვიყო გაბრაზებული. გურული ვარ და ფიცხი ხასიათი მაქვს, უცებ შეიძლება გავგიჟდე, გადავირიო, მაგრამ მეორე წამს მიზეზიც კი არ მახსოვს.

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე კარგი მოგონება?

- მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების ბავშვი ვარ, ბევრი კარგი და ფერადი მოგონება მაქვს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბამბის ნაყინი და როცა ვენო ბებოსთან ერთად მუშტაიდის ბაღში ვსეირნობდი, ყოველთვის ყიდულობდა ბამბის ნაყინს. ბამბის ნაყინის გამყიდველი კაცი უკვე მცნობდა და თითქმის ჩემი ზომის ნაყინს მიმზადებდა (იღიმის).

- თუ ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს?

- ვფიქრობ, ადამიანს ყოველთვის აქვს დასაკარგი. შეუძლებელია, ადამიანს პატარა მიღწევა მაინც არ ჰქონდეს ცხოვრებაში, რომელიც უბიძგებს და მისცემს სტიმულს, რომ იყოს კიდევ უფრო წარმატებული.

- შეგიძლია დაუფიქრებლად უპასუხო კითხვას: რა არის შენთვის ცუდი და რა - კარგი?

- კარგია ადამიანების დახმარება, ცუდია შური...

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- მირჩევნია მსოფლიო აღიარება სხვა გზით მოვიპოვო. ჩემი ცხოვრების 10 წელს არანაირ აღიარებაზე არ დავთმობ.

- არსებობს განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის?

- რა თქმა უნდა, არსებობს. აAრსებობა უბრალოდ მინიმუმამდე დაყვანილი ცხოვრებაა, რომელიც მხოლოდ ძილით, ჭამით და უბრალოდ ყოფნით აისახება. ცხოვრება კი გრძნობების, ემოციების, წარმატების, წარუმატებლობის, გამარჯვების, დამარცხების, სიყვარულის, იმედგაცრუების, სიხარულისა და ზღვა ემოციების მთელი ნაირსახეობაა.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- შეუცდომლად ცხოვრება შეუძლებელია... ვთვლი, რომ შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენი შეცდომები ჩვენივე ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია. ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვის შეცდომაზე ისწავლის.

- დაბოლოს, რა ან ვინ გიყვარს ყველაზე მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და მეგობრები მიყვარს. დიახ, ბოლოს რაც გავაკეთე, სიყვარულის გამოხატულება იყო - ჩემს დას, ნანუკას გავყევი გალერეაში.


სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"
ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს
აზრად არ მომივიდოდა, რომ მომავალში ამდაგვარი გვარ-სახელის მქონე რეალური ადამიანები გაჩნდებოდნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი