"ძალიან დიდი ხანია, პაემანზე არ ვყოფილვარ" - ხატია ბრაჭული ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა
font-large font-small
"ძალიან დიდი ხანია, პაემანზე არ ვყოფილვარ" - ხატია ბრაჭული ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა
ხშირად მეუბნებიან, რომ ლამაზი ღიმილი მაქვს

მსახიობ ხატია ბრაჭულს ახალი წლის დადგომამდე ვესაუბრეთ. შესაბამისად, "ქალურ-დიასახლისური" თემების გარდა, 2017 წელიც მიმოვიხილეთ...


- წელს პირველი შემთხვევაა, როცა ნაძვის ხე შინ ნაადრევად, ბარბარობამდე დავდგით. ახალ სახლში ვართ. ახალი წლის დღესასწაული ძალიან გვიხარია. საახალწლო სუფრასაც მივხედავთ... ახალი წლის ღამის გეგმებს რაც შეეხება, ალბათ, ტრადიციულად, დღესასწაულს ჯერ სახლში შევხვდები. ყოფილა შემთხვევა, როცა ეს ტრადიციაც დამირღვევია - ახალ წელს ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად ან საღამოს წამყვანის ამპლუაში შევხვედრივარ. სავარაუდოდ, წელს ჯერ ოჯახში შევხვდები, შემდეგ მეგობრებს ვეწვევი და იმ ადგილებსაც ვესტუმრები, სადაც საახალწლო გართობა, ზეიმი იქნება.

- საახალწლო სუფრისთვის საჭირო კერძებიდან, რომლის მომზადების პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე?

- სუფრისთვის მთავარი რაც არის (საცივი, გოზინაყი...) დედა ამზადებს - ჯერჯერობით ამაში ვერ ჩავერევი. თუ რამეში დახმარება სჭირდება, ვეხმარები. თავად ძირითადად, სალათებს ვამზადებ.

- საახალწლო სამოსს განსაკუთრებულად არჩევ?

- ყველა საახალწლო დეტალი ძალზე მნიშვნელოვანია. მსურს, ახალ წელს ახალი კაბით შევხვდე. ჰოროსკოპსაც ვითვალისწინებ: ვცდილობ, იმ ფერის სამოსში გამოვეწყო, რაც აქტუალური და აუცილებელია. მოკლედ, საახალწლო შტრიხებს ვითვალისწინებ. ამჟამად, ძალიან მინდა, ახალი წლის დღესასწაულზე წითელი ფერის კაბა მეცვას, რადგან ჩემთვის საუკეთესო დღეა. მინდა, მეც ვბრწყინავდე და ჩემ გარშემო ყველაფერიც...

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?

- არა. რა თქმა უნდა, ქალში რაღაც სექსუალურიც უნდა იყოს, მაგრამ ისეთი არ ვარ, როგორიც რამდენიმე ჩვენი პოპულარული მსახიობია, რომელთა დანახვისთანავეც პირდაპირ იტყვი, რომ სექსუალურია - ჩემს თავს ასე ვერ ვუწოდებ. საერთოდ, საკუთარი თავის შეფასება ძნელია - სხვას უნდა ჰკითხოთ...

- უმეტესად, რა სახის კომპლიმენტებს იღებ?

- ხშირად მეუბნებიან, რომ ლამაზი ღიმილი მაქვს. ეს ღიმილი ჩემი "სავიზიტო ბარათია". ალბათ, ჩემი გარეგნობის დემონსტრირება ღიმილით ხდება. დადებითი აურა რომ მაქვს, ამასაც ხშირად აღნიშნავენ და კომპლიმენტად მივიჩნევ...

- როგორ ფიქრობ, საქართველოში რთულია, იყო ქალი?

- არა, ქალობა რთული ალბათ, უფრო მუსლიმანურ ქვეყნებშია, საქართველოში პირიქით - ოდითგანვე ქართველ ქალს პატივს სცემდნენ. უბრალოდ, ცოტათი გაჭირვებული ქვეყანაა და ცხოვრება რთულია - ქალისა და მამაკაცისთვისაც.

- ბოლო დროს, სექსუალური შევიწროების თემა აქტუალურია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი დაჟინებული მზერის, "მიშტერების" საკითხს მოჰყვა. ამაზე რას ფიქრობ?

- დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ალბათ, ისეთი კანონები, რაზეც შეიძლება, მე გამეღიმოს ან სხვასაც, საჭიროა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენთვის გასაკვირი კანონები აქვთ, მაგრამ პირადად მე, არც განვიხილავ. მგონია, რომ ასეთი კანონები იმ ადამიანებზეა მორგებული, ვისაც ეს პრობლემები, მაგალითად - მიშტერება აწუხებს.
- ანუ ისე არავინ მოგშტერებია, რომ თავი სექსუალურად შევიწროებულად გეგრძნო?
- (იცინის) მოშტერებაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ცნობილი ადამიანი, მსახიობი ვარ და ყურადღების ცენტრში ვექცევი. მცნობენ, ხალხს ვაინტერესებ, მაკვირდებიან, მაგრამ საბედნიეროდ ისე - არა, რომ თავი სექსუალურად შევიწროებულად ვიგრძნო.

- შენი სადაქალოს საუბრის ძირითადი თემა რა არის?

- ჩემი ბავშვობის დაქალებთან, რომლებსაც ყოველდღიურად (ტე­ლეფონით თუ პირადად) ვეკონტაქტები, საჭორაო არასოდეს მელევა. მგონი, ყველა ადამიანი ასეა: თუკი დიდი ხნის უნახავი მეგობარი არ არის, ყველაფერზე ვსაუბრობთ, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, ზოგად თემებსაც განვიხილავთ... მეგობრული ურთიერთობა იმას გულისხმობს, რომ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ.

- სიყვარულში იმედი გაგცრუებია?

- არა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძნია, ჩემთვის იმედი არავის გაუცრუებია.

- შეგიძლია გაგვიმხილო, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ჯერჯერობით არაფერი. კარიერაზე, საქმეებზე ვარ "გადართული". პირადზე არც ვფიქრობ - ეს ყველაფერი თავისით "მოვა". ამჟამად, ამ საკითხს დროს არ ვუთმობ.

- თავშეკავებული ადამიანი ხარ?

- საერთოდ - კი, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება, ასეთი არ ვიყო, რადგან ემოციური ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს... ქალი თავშეკავებული უნდა იყოს, ოღონდ - ზომიერად, რა თქმა უნდა.

- ისე თუ გაბრაზებულხარ, რომ ვინმე უშვერი სიტყვებით გაგელანძღა?

- (იცინის) კი. თავს ისეთად ვერ მოგაჩვენებთ, რომ თითქოს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

- რამ შეიძლება, ასე ძალიან გაგაბრაზოს?

- არ ვიცი. ასე ვთქვათ, "ქაჯი გოგოსთვის" დამახასიათებელი თვი­სებები არ მაქვს. თუ ვინმე გამილანძღავს, ალბათ - მხოლოდ გულში ან ჩუმად მითქვამს, ან - მეგობართან. კონფლიქტები არ მიყვარს და მაქსიმალურად ვერიდები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც გამოსავალი ვიპოვო და საქმე ჩხუბამდე არ მივიყვანო...

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ხშირად სტუმრობ?

- როგორ არა! თავის მოვლა აუცილებელია, მით უმეტეს - მსახიობისთვის. ეს ისეთი პროფესიაა, რომ ვალდებული ხარ, კარგად გამოიყურებოდე. უბრალოდ, შეიძლება, მატერიალური საშუალება არ გქონდეს, რომ იმდენი პროცედურა ჩაიტარო, რამდენიც გინდა, თუმცა დღეს ბევრი საშუალება არსებობს, თავს სახლის პირობებშიც რომ მოუარო...

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, შენთვის ეს ტრაგედია იქნება?

- ჯერ მხოლოდ 26 წლის ვარ - ჯერჯერობით გარეგნობაში დიდად არ "ჩავრეულვარ", რომ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებზე დამოკიდებული ვიყო. უბრალოდ, ისეთი პროცედურებით ვსარგებლობ, რისი გაკეთებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ასე რომ, ჩემთვის ამ დაწესებულებების გაქრობა ტრაგედია არ იქნებოდა.

- ასაკის მატება გაშინებს?

- 25 წლამდე ასაკზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ყველაფერს მსუბუქად, ვარდისფერ ფერებში ვხედავდი. ახლა უკვე ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ - გარკვეული ვალდებულებები მაკისრია, დამოუკიდებლობისკენ უფრო მეტად მივისწრაფვი... უბრალოდ, თითქოს წლები ახლა უფრო სწრაფად გადის, ვიდრე წინათ. ადრე საზაფხულო არდადეგები გრძელი მეჩვენებოდა, დღეს კი, როცა მგონია, რომ რაღაც გუშინ მოხდა, აღმოჩნდება, რომ 1-2 წლის წინ იყო... დრო სწრაფად გადის. სხვა ისეთი რადიკალური ცვლილებები არ ხდება, რომ შემაწუხოს. ალბათ, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ამასაც აღარ მივაქცევ ყურადღებას.

- სევდიან ფიქრებს როგორ უმკლავდები?

- ჩემი ხასიათის ეს თვისება მომწონს: შეიძლება, უცებ სევდიანი ფიქრებით "სადღაც წავიდე", მაგრამ ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება მარტივად შემიძლია. ალბათ, ამაში პროფესიაც მეხმარება და შინაგანადაც ასეთი ვარ: როგორც წყენის 2 წუთში დავიწყება, პატიება და გაღიმება შემიძლია, ასევე - ჩემი განწყობის, გრძნობების მართვაც კარგად გამომდის. მგონი, ეს კარგია.

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- განსაკუთრებულად. მინდა, ლამაზად გამოვიყურებოდე, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, პაემანზე არ ვყოფილვარ.

- შენი რჩეული როგორი უნდა იყოს?

- თეორიულად რომ ჩამოვაყალიბოთ, ალბათ, ქალს გვერდით აუცილებლად სიმპათიური, განათლებული, კარგი იუმორის გრძნობის მქონე, რეალიზებული მამაკაცი გინდა, რეალურად კი შენი მეორე ნახევარი "ფეხზე დამდგარი", რეალიზებული, თავისი საქმის მცოდნე, კარგი ხასიათის ადამიანი უნდა იყოს, რაც მთავარია - ყურადღებიანი და მშრომელი.

- 2017 წელი შენთვის როგორი იყო? ახალი წლისგან რას ელი?

- ეს წელი ჩემი კარიერისთვის სტაბილური იყო - რადიკალური ცვლილებები არ ყოფილა. კარგი, სამახსოვრო მოგზაურობები მქონდა პრაღასა და ათენში. საზაფხულო არდადეგებიც კარგი გამომივიდა. საცხოვრებლად ახალ სახლშიც გადავედით... მომავალი წლისგან ბევრ სიახლეს, საინტერესო შემოთავაზებებს, წარმატებებს, ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას ველოდები... ჟურნალი "გზის" მკითხველებს კი ვუსურვებ, ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეთ, ჯანმრთელად იყვნენ და 2018 წელს ყველა სურვილი აუხდეთ!

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი...
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"
რა მოგონებას ამოშლიდა ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან
ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს
აზრად არ მომივიდოდა, რომ მომავალში ამდაგვარი გვარ-სახელის მქონე რეალური ადამიანები გაჩნდებოდნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი