მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი
font-large font-small
მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი
თათა ქენქაძე გათხოვდა

გაჭირვებული ოჯახიდან არც მე ვარ

წყვილმა ნიშნობის დღეები მალდივიზე გაატარა და ახალი ლამაზი ბუდე ვაკეში მოიწყო. ქორწილი და საქორწინო მოგზაურობა ჯერ წინ არის. ბედნიერ წყვილს შინ ვესტუმრეთ.

თათა:
GzaPress- ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. ჩემი გამზრდელი ბებიის მეზობელი და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ლაშას კლასელი იყო და სწორედ მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. დღემდე არ ვაღიარებდი, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით, რომ პირველად მე მივწერე (იცინის). ლაშა ჯერ ინგლისში, მერე - ამერიკაში სწავლობდა - ეს ყველაფერი მეგობრისგან ვიცოდი. ამ ადამიანით დავინტერესდი და მივწერე. თუმცა, შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვაწვალებდი. თან, თვითონ ვუგეგმავდი: დღეს არა, ხვალ გნახავ-მეთქი, მერე გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და არ მივდიოდი (იცინიან). ერთი წლის შემდეგ კი შევხვდი.

- ლაშა, არ ბრაზდებოდი, თათა ასე რომ გეთამაშებოდა?
- ვბრაზდებოდი, მაგრამ წყენა მალე მავიწყდება. მაქსიმუმ, 5-10 წუთი ვბუზღუნებდი ალბათ.

თათა:
- ექვსი წლის განმავლობაში ერთ დღეზე დიდხანს არ გავბუტულვართ და ეს ლაშას დამსახურებაა.

ლაშა:
- მე თბილი, რბილი ხასიათი მაქვს, ეს კი ჩვეულებრივი ავადმყოფია (იცინიან). მაგალითად, ტანსაცმელების ყიდვის მანიაკი ანუ შოპოჰოლიკია. ყოველდღე რაღაც რომ არ იყიდოს, არ შეუძლია. ასეთ დროს ჩხუბობს, ბრაზობს.

თათა:
GzaPress- არა, არა, ასეთი მონსტრიც არ ვარ!

ლაშა:
- ადამიანს შეუძლია, ყველაფერი "გაატაროს", თუ გიყვარს და უყვარხარ. თათა ბავშვივითაა, ძალიან თბილია.

თათა:
- "ბესთ მოდელი" რომ გავხდი, ლაშამ დედამისი გამაცნო... სხვათა შორის, დედისერთა ვარ, მშობლები რაღაც სხვანაირად მიფრთხილდებოდნენ და არ მოსწონდათ ლაშა, მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ.

ლაშა:
- თათას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ყველასთან ჩხუბი მქონდა. როცა მიხვდნენ, რომ ჩემი გოგო იყო და არაფრით დავთმობდი, სხვა გზა მონახეს: თათას მშობლებამდე მიიტანეს ამბავი, - ცუდი ბიჭია, თქვენს ქალიშვილს "სხვა თვალით" უყურებსო და იმათმაც ამითვალწუნეს. ამის გამო მათ არც ვამტყუნებ.

თათა:
- ლაშას ჩემი მშობლების გაცნობა უნდოდა, რათა მათთვის ყველაფერი აეხსნა, მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის უფლებას; მეშინოდა მამას რეაქციის. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემებმაც გაიცნეს და ისე შეიყვარეს, როგორც საკუთარი შვილი. ასევე შემიყვარეს მეც ლაშას მშობლებმა. დედამთილებზე ცუდ რაღაცებს რომ ამბობენ, მიკვირს. დედამთილსაც ვერ ვუწოდებ, ისეთი თბილი და საყვარელი ადამიანია ლია. მას სახელით მივმართავ.

- ლაშა, შენი მშობლები რას საქმიანობენ?
- დედა "ქართუ ბანკის" მთავარი იურისტი, მამა - რეზო კახნიაური პროფესიით იურისტია. ის ემზარ კვიციანის ადვოკატი იყო. ამავდროულად, ბიზნესმენია, მშენებელი და ყოფილი გენერალი. მეც მამის კვალს გავყევი, იურისტი ვარ და პატარ-პატარა ბიზნესებიც მაქვს (იღიმის).

- ალბათ, ჭორაობენ, რომ თათამ არჩევანი შენზე სწორედ იმიტომ შეაჩერა, რომ მატერიალურად ძლიერი ხარ...

თათა:
- ამას გაბოროტებული ბიჭები ამბობენ და ის ადამიანები, ვინც არ მიცნობს. ვინც მიცნობს და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იცის, ამის თქმას არ იკადრებს. გაჭირვებული ოჯახიდან არც მე ვარ. დედისერთა გახლავართ და მშობლები ყოველთვის მათამამებდნენ, ყველა სურვილს მისრულებდნენ.

- ალბათ ბევრმა ბიჭმა გამოიგლოვა შენი გათხოვება...

ლაშა:

- სიმართლე გითხრა, ეს არც მაინტერესებს. თუ თათა ჩათვლიდა, რომ ჩემზე უკეთესად სხვასთან იქნებოდა, ნამდვილად არ დავუწყებდი ხვეწნას.

- როგორ გგონია, არჩევანი შენზე რატომ შეაჩერა?
- ერთმანეთის გვესმის, ზოგჯერ - უთქმელადაც, თვალებით ვუგებთ ერთურთს.

თათა:
- ერთნაირები ვართ და არ არის ეჭვიანი, ბოლომდე მენდობა; არასდროს აქვს პრეტენზია ჩაცმის სტილზე. მამაჩემსაც არასდროს უთქვამს, - კაბა გამოიცვალე, მოკლეაო. სამოდელო სააგენტოს წყალობით მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და მამას ამის გამო ერთხელაც არ გამოუთქვამს პრეტენზია.

GzaPress


- ფაქტობრივად, საცურაო კოსტიუმით იქორწინე.
- ჰო. მალდივის ასეთი კაბა მოუხდა, მაგრამ ეს ქორწილი არ იყო, იქაური ჯვრისწერა გახლდათ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რათა ქორწილში ფოტოკოლაჟი ვუჩვენოთ სტუმრებს. ულამაზესი ადგილებია. 9 დღე გავატარეთ ამ კუნძულზე და დღემდე მომყვება შთაბეჭდილება. ეს ლაშას დედის საჩუქარი, ნიშნობის აღსანიშნავი მოგზაურობა იყო.

- თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა ეს 9-დღიანი სიამოვნება?
- 30 ათასი ევრო.

ლაშა:
- მცხეთაში რესტორანს ვაშენებ. რესტორნის გახსნა და ჩვენი ქორწილი ერთ დღეს შედგება. სხვათა შორის, ეს რესტორანი თათას უნდა ვაჩუქო.

- თათა, პროფესიით ვინ ხარ?
- ჯერ ისევ ვსწავლობ, ჟურნალისტიკაზე და სამოდელო კარიერასაც ვაგრძელებ "კატრინში". ლაშა ამ საქმეს არ მიშლის.

- ერთმანეთზე არასდროს გიეჭვიანიათ?

ლაშა:
- არა. ეჭვიანობა არასრულფასოვნების კომპლექსია, მე კი დარწმუნებული ვარ, თათას ვუყვარვარ და შესაბამისად, საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. მგონია, რომ ჩემსავით კარგად ვერავინ მოექცევა თათას და თუ მაინც სხვისკენ გაექცევა თავი, მე აუცილებლად დამემშვიდობება.

თათა:
- მე ეჭვიანი და ეგოისტიც ვარ. გოგოებზე კი არ ვეჭვიანობ, არამედ ზოგადად, როცა სხვას ზედმეტ ყურადღებას აქცევს, ვბრაზდები და ასეთ დროს ძალიან სასაცილო ვარ. ზოგჯერ სტუმრებზე, მის მეგობრებზე ვეჭვიანობ. სულ მინდა, ჩემთან იყოს.

- საწოლს ვინ ალაგებს?

ლაშა:
- დამხმარე ქალი. არ ვარ ისეთი ქმარი, ამის გამო ცოლს საყვედური რომ ვუთხრა. თუმცა, სასაყვედუროც არაფერია, ყველაფერი წესრიგში აქვს. ერთადერთი, რასაც ვთხოვ, ის არის, რომ ჩემი ტანსაცმელი დაუთოებული, დაკეცილი ან საკიდზე ჩამოკიდებული უნდა იყოს. თათას გარდერობი სულ თავდაყირაა, ჩემს გარდერობში კი ყოველთვის წესრიგია (იცინიან).

თათა:
- ჩემზე მეტად უყვარს საყიდლებზე სიარული, თან - სულ ბრენდებს ყიდულობს. სახლშიც კი ბრენდი აცვია.

- ძირითადად, რა თემაზე კამათობთ?

ლაშა:
GzaPress- დაგვიანებაზე. საშინლად არაპუნქტუალურია. შეყვარებულები რომ ვიყავით, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, ნახევარი საათით ადრე ვურეკავდი, - მოვედი-მეთქი; მერე გზიდან ვურეკავდი, - ამდენ ხანს რატომ მალოდინებ-მეთქი? და მაინც, ერთი საათი მიწევდა ლოდინი მის სახლთან.

- სიურპრიზების გაკეთება რომელს უფრო გიყვართ?
- თათას არ უყვარს სიურპრიზები. ყოველთვის უნდა იცოდეს, რას ყიდულობ მისთვის.

თათა:
- რომ არ მომეწონოს, მერე რა უნდა ქნას?! მირჩევნია, ფული მომცეს და თავად ვიყიდო ის, რაც მინდა.

ლაშა:
- ამას წინათ, დაბადების დღეზე "არმანის" მაღაზიაში შევედი. ახალი კოლექცია ჰქონდათ. ორი ჩემოდანი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ვუყიდე. მანქანის საბარგული გავავსე და მივუტანე. დღემდე ყუთებში აწყვია, არ იცვამს. არადა, მაგარი კოლექცია ჰქონდათ. ფასდაკლებით ფეხსაცმელში 800 ლარი მივეცი, მაგრამ არ მოსწონს. მას მერე ვცდილობ, სიურპრიზი აღარ გავუკეთო.

თათა:
- 2 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და უკვე წინასწარ ვიცი, მანქანა უნდა მიყიდოს.

ლაშა:
- დიდი ჯიპები მოსწონს. ვნახოთ, მანამდე როგორ მოიქცევა, როგორ მოუვლის ქმარს. იცი, რით ვკაიფობ? იმით, რომ თათა ბედნიერია. ვიდრე ცოლად მოვიყვანდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მეყიდა საკუთარი თავისთვის, ახლა იმაზე ვფიქრობ, ცოლს როგორ ვასიამოვნო და ჩემი აზრით, სწორედ ეს არის სიყვარული.
ნინო მჭედლიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (21)
12.04.2017
გმერთო, რა იქნება ყველა წყვილი ასეთი ბედნიერი იყოს და რა თქმა უნდა ეკონომიურადაც უზრუნველყოპილი,გამრავლებას და ოჯახის სიმტკიცეს ვუსურვებ!
კურო
21.03.2017
ხანდახან მგონია, ასეთ სტატიებს ხალხის გულზე გასახეთქად აქვეყნებენ. წაიკითხეთ კომენტარები , რამხელა აგრესია მოდის მათგან. არადა, ვის რა დაუშავა ამ წყვილმა? მშვენიერი ახალგაზრდები არიან. რა გჭირთ, ხალხო, სულ არ გიმართლებთ ცხოვრებაში?! საკუთარ ბოღმაში რომ იხრჩობით, თუ ამჩნევთ?
ნენო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით.
ვარდისფერი - მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.
"ემოციებსაც ისეთივე "მოვლა" და "კვება" სჭირდება, როგორც სხეულს"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი