კულტურათა გზაჯვარედინზე თავმოყრილი ყველა გემო, ტრადიცია და უამრავი რეცეპტი ერთ წიგნში
font-large font-small
კულტურათა გზაჯვარედინზე თავმოყრილი ყველა გემო, ტრადიცია და უამრავი რეცეპტი ერთ წიგნში
შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ სპეციალურად მომზადებული ვიდეოები კონკრეტული კუთხიდან

ქართული და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული და დამკვიდრებული კვებითი სისტემების შესახებ არაერთი საისტორიო წყარო მოგვეპოვება. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს აბრეშუმის გზას წარმოადგენდა, უამრავმა საინტერესო მასალამ, კვების კულტურის თავისებურებებმა, სარიტუალო, რელიგიურმა, სუფრის ტრადიციებმა და ქცევის ეტიკეტებმა, კერძის რეცეპტმა თუ სანელებელმა მოიყარა თავი.


მასალა უხვი და საინტერესოა, თუმცა ერთ წიგნში მათი თავმოყრა დღემდე ვერ მოხერხდა. 24 აპრილს, საქართველოში პირველად, "საქართველოს კულინარიული ატლასის" რვატომეულის პირველი ტომი გამოიცემა. გამოცემის ინიციატორი გამომცემლობა "პალიტრა L" გახლავთ. წიგნის ავტორებმა, ქეთი ადეიშვილმა და ირმა იანტბელიძემ მთელი საქართველო მოიარეს და მოძიებულ და დასურათებულ ინფორმაციას ერთიან ნაშრომში მოუყარეს თავი. შეხვდნენ როგორც ცნობილ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, კულინარებს, ასევე ადგილობრივ ყველაზე სახელგანთქმულ კუბდარის მცხობელს სვანეთში, ლორის გამომყვანს რაჭაში, აჭარული ხაჭაპურის უბადლო მცხობელს, ყველაზე გემრიელი ჩურჩხელის ამომვლებს კახეთში, ელარჯის მომზადებით მთელ სამეგრელოში სახელგანთქმულ ბებოს, კულინარიული ტრადიციების მოდარაჯე და მოამაგე ადამიანებს იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ქართლში... ასე, ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, აითვისეს "საქართველოს კულინარიული ატლასი".
ქეთი ადეიშვილი:
- ქართულ სამზარეულოზე ბევრი დაწერილა. ბარბარე ჯორჯაძიდან მოყოლებული, პერიოდულად გამოიცემოდა წიგნები ქართული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ ფართომასშტაბიანი კულინარიული რეცეპტების წიგნი, სადაც, ქართულთან ერთად, საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის კულინარიული ტრადიციების შესახებაც იქნებოდა მოთხრობილი, აქამდე არ არსებობდა. ჩვენი პროექტის ამოცანა სწორედ ამგვარი, ინფორმაციულად მდიდარი, ერთგვარად უნიკალური გამოცემის შექმნა იყო.
- რა მასალა იქნება თავმოყრილი პირველ ტომში?
- საგაზაფხულო ტრადიციების შესახებ მოგითხობთ. ამ პერიოდში არაერთი რელიგიური დღესასწაული იმართება - აღდგომა, ნოვრუზ ბაირამი, კლოჭი, ფესახი. ყველა ტრადიციასა და დღესასწაულს შესაბამისი სტატია მივუძღვენით, რომლებშიც თემა ეთნოგრაფიული, ისტორიული და კულინარიული კუთხით გაიშლება.
ირმა იანტბელიძე:
- სანამ წიგნზე მუშაობას დავიწყებდით, ბევრი ადამიანის შეხედულებასა და ინტერესს გავეცანით. გამოცდილებაც საკმაოდ დაგვიგროვდა, რადგან მე და ქეთის 2 წიგნი გვაქვს გამოცემული კულინარიის თემაზე, ასევე უკვე მერამდენე წელია, ვაკეთებთ კულინარიულ ჟურნალს - "გემრიელია", ხშირი ურთიერთობა გვაქვს განსხვავებული გემოვნებისა და ინტერესების მქონე მკითხველთან. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ ვიცით მათი მოთხოვნების შესახებ. "საქართველოს კულინარიული ატლასი" მკითხველს საშუალებას მისცემს, გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება და ინტერესების არეალი.
კიდევ ერთი დეტალია, რომელიც ჩვენს წიგნს ყველა სხვა გამოცემისაგან განასხვავებს. "საქართველოს კულინარიული ატლასის" თითოეულ ტომში უნიკალური შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ სპეციალურად მომზადებული ვიდეოები კონკრეტული კუთხიდან, ადგილობრივი მზარეულის მიერ ტრადიციული კერძის მომზადების პროცესი და მოისმინოთ ამ კერძის მომზადებასთან, მირთმევის კულტურასთან და რეცეპტის ისტორიასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ამბები.
- რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახში "საქართველოს კულინარიული ატლასი"?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი ტიპის წიგნი საქართველოს კულინარიული თავისებურებების შესახებ ჯერ არ გამოცემულა. ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს როგორც უამრავ ინფორმაციას ქვეყნის, მისი კულტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ, ასევე, სუფრის გაწყობის წესსა და სუფრასთან ქცევის ეტიკეტზეც გვიამბობს. მივიღებთ ძალიან ბევრ და სასარგებლო რჩევას, მაგალითად, ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ. წიგნში შეხვდებით ღვინისა და ყველის რუკებს. ამა თუ იმ პროდუქტის სახეობებში კარგად გასარკვევად, შევქმენით ცნობარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება მკითხველს სხვადასხვა ინგრედიენტის ზუსტად ამოცნობაში.
პ.ს. უნიკალური რვატომეულის - "საქართველოს კულინარიული ატლასი" - პირველი ტომის შეძენა 24 აპრილიდან გაზეთ "კვირის პალიტასთან" ერთად იქნება შესაძლებელი.

ეკა სალაღაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი