რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ
font-large font-small
რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ

"მარ­ხ­ვა არ არის შიმ­ში­ლო­ბა და დი­ე­ტა"


ბო­ლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მარ­ხუ­ლობს. ალ­ბათ, ამის გა­მოც გა­მოჩ­ნ­და დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ წარ­წე­რა - "სა­მარ­ხ­ვო". სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კვე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა ობი­ექ­ტ­ში მო­გარ­თ­მე­ვენ სა­მარ­ხ­ვო კერ­ძებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მარ­ხ­ვის დროს არ შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, არა­მედ ის მო­წე­ვი­სა და და­ლე­ვის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს.
მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერ­თი მარ­ხ­ვა მრა­ვალ­დღი­ა­ნია, ზო­გი­ერ­თი - ერ­თ­დღი­ა­ნი. დი­დი მარ­ხ­ვა სულ ოთხია და მათ­გან ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია აღ­დ­გო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნა მარ­ხ­ვა, რო­მე­ლიც 48 დღე გრძელ­დე­ბა. იგი ყვე­ლა­ზე მკაც­რიც არის, გან­სა­კუთ­რე­ბით - პირ­ველ და ბო­ლო კვი­რას. თევ­ზი ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ ხა­რე­ბა­სა და ბზო­ბას.


იმის­თ­ვის, რომ მარ­ხ­ვის შემ­დეგ კვე­ბის სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა ორ­გა­ნიზმს სტრე­სად არ ექ­ცეს, სა­მარ­ხ­ვო სუფ­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვით შეც­ვ­ლის წე­სე­ბის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ხ­ვის შემ­დეგ კვე­ბის მკვეთრ შეც­ვ­ლას შე­იძ­ლე­ბა, საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მოშ­ლა და დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც მოჰ­ყ­ვეს. მარ­ხ­ვის დროს ორ­გა­ნიზ­მი ნახ­შირ­წყ­ლო­ვან-მცე­ნა­რე­ულ საკ­ვებს ეჩ­ვე­ვა. თუ მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­შინ­ვე იმას მი­ირ­თ­მევთ, რაც უფ­რო გემ­რი­ე­ლი და ცხი­მი­ა­ნია, გას­ტ­რი­ტი და სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ აგ­ც­დე­ბათ.

მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი და ვი­ტა­მი­ნე­ბი, უფ­რო მე­ტი ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნის რა­ცი­ო­ნის ბა­ზი­სია. გა­მო­დის, რომ მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწორ კვე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა. იმ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ვე­ბი ხში­რად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია, ძი­რი­თა­დად ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუ­ქტე­ბით მზად­დე­ბა და ზოგ­ჯერ მავ­ნე­ბე­ლიც (ის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ მა­სა­ლას, კონ­სერ­ვან­ტებს შე­ი­ცავს) კია, გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც არ­სე­ბობს. ამის­თ­ვის სა­ჭი­როა, ესო­დენ პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა, რომ­ლის ფორ­მუ­ლა­შიც ჯან­სა­ღი და ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბიც შე­დის. მსოფ­ლი­ოს ბევ­რი დი­დი ქა­ლა­ქის და­რად, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­შიც არ­სე­ბობს პირ­ვე­ლი ბი­ო­კა­ფე, რომ­ლის შემ­ქ­მ­ნე­ლი სტე­ფან სტო­ი­ა­ნო­ვი მარ­ხ­ვის შემ­დ­გო­მი მე­ნი­უს გა­სამ­ხე­ლად და სა­სარ­გებ­ლო კვე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მზად არის. მაშ ასე: თავ­სარ­თი "ბი­ო" სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი უგე­მუ­რი ან­და ნაკ­ლე­ბად ნო­ყი­ე­რია. ბი­ო­ე­ტი­კე­ტი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ კონ­სერ­ვან­ტებს, ნა­ტუ­რა­ლურ სა­ღე­ბა­ვებ­სა და არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ინ­გ­რე­დი­ენ­ტებს შე­ი­ცავს.

ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით კი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო, გემ­რი­ე­ლი და ნო­ყი­ე­რი სა­დი­ლე­ბი მზად­დე­ბა. ასე რომ, ბი­ო­კა­ფეს შეფ­მ­ზა­რე­უ­ლი სტუმ­რებს მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით, მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­თა და თევ­ზით მომ­ზა­დე­ბულ, სხვა­დას­ხ­ვა სა­ნე­ლებ­ლი­თა და სო­უ­სით შე­ნე­ლე­ბულ სა­დი­ლებს სთა­ვა­ზობს. ასე­თი საჭ­მე­ლი კი, ყვე­ლა სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლო­ცაა.
ბი­ო­კა­ფე­ში ყვე­ლა სა­დი­ლი ნამ­დ­ვი­ლი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუ­ქით მზად­დე­ბა.
კა­ფე­ში მომ­ხ­მა­რე­ბელს სას­მე­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და ბი­ლო­გი­უ­რად სუფ­თას სთა­ვა­ზო­ბენ. მე­ნი­უ­შია: იშ­ვი­ა­თი კენ­კ­რო­ვა­ნე­ბის წვე­ნე­ბი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი და 20 და­სა­ხე­ლე­ბის ბა­ლა­ხე­უ­ლი ნა­ყე­ნე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი - გა­მამ­ხ­ნე­ვებ­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლი და გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
მთა­ვა­რი იდეა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ოლო­გი­უ­რად უსაფ­რ­თხო კვე­ბის აქ­ტი­უ­რი გავ­რ­ცე­ლე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა.

წმინ­და სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით მარ­ხ­ვა სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის. ამ დროს ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გაწ­მენ­და და გა­ჯან­სა­ღე­ბა. მარ­თა­ლია, ხორ­ც­სა და რძე­ზე უარის თქმის გა­მო ორ­გა­ნიზმს პრო­ტე­ი­ნე­ბი და ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი აკ­ლ­დე­ბა, მაგ­რამ ეს დე­ფი­ცი­ტი ნა­წი­ლობ­რივ ივ­სე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი ცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, პარ­კოს­ნებ­ში (სოია, ლო­ბიო, მუ­ხუ­დო), არა­ქის­ში, თხილ­ში, კა­კალ­ში, სო­კო­ში უხ­ვად არის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ადა­მი­ა­ნის მოთხოვ­ნას ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ზე. უჯ­რე­დი­სით მდი­და­რი მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბის წყა­ლო­ბით ძლი­ერ­დე­ბა ნაწ­ლავ­თა პე­რის­ტალ­ტი­კა და წეს­რიგ­დე­ბა კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ნახ­შირ­წყ­ლებს ორ­გა­ნიზ­მი ცი­ლო­ვან საკ­ვებ­ზე (ხორ­ცი, თევ­ზი) იოლად ით­ვი­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ენერ­გია ეხარ­ჯე­ბა მის გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად.

მარ­ხ­ვი­სას ნორ­მა­ლიზ­დე­ბა საჭ­მ­ლის მო­ნე­ლე­ბა და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა. ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის მცე­ნა­რე­უ­ლით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა იძ­ლე­ვა მო­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნორ­მა­ლი­ზე­ბი­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რა­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბი­სა და ჰი­პერ­ტენ­ზი­ის დროს. ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მი დი­დი ოდე­ნო­ბით შე­ი­ცავს ქო­ლეს­ტე­რინს, რო­მე­ლიც ახ­შობს სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა გან­ვ­ლა­დო­ბას და ამ­ცი­რებს მათ ელას­ტი­კუ­რო­ბას, ქმნის მიდ­რე­კი­ლე­ბას ათე­როს­კ­ლე­რო­ზი­სა და სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ. მაგ­რამ ქო­ლეს­ტე­რი­ნი აუცი­ლე­ბე­ლიც არის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის. მის­გან სინ­თე­ზირ­დე­ბა ბევ­რი სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჰორ­მო­ნე­ბი, ნაღ­ვ­ლის მჟა­ვე­ბი, ზო­გი­ერ­თი ვი­ტა­მი­ნი. ამი­ტომ ხსნილ­ში ვი­ღებთ ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებს და, მა­შა­სა­და­მე, ქო­ლეს­ტე­რინს, ხო­ლო მარ­ხ­ვის დროს ორ­გა­ნიზმს ამ ნივ­თი­ე­რე­ბის­გან ვას­ვე­ნებთ.
ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ერ­თ­ფე­რო­ვან კვე­ბას და საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას. სა­მარ­ხ­ვო მე­ნი­უ­ში შე­დის ყო­ველ­გ­ვა­რი ბურ­ღუ­ლი, პუ­რი, სოია, პარ­კოს­ნე­ბი, სო­კო, ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ნი­გო­ზი. ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მი­ირ­თ­ვან მუ­რა­ბა, თაფ­ლი, ჩი­რი, სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვ­რე­ბი... მთა­ვა­რია, გვახ­სოვ­დეს: მარ­ხ­ვა არ არის შიმ­ში­ლო­ბა და დი­ე­ტა. მარ­ხ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით.
ვარდისფერი - მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.
"ემოციებსაც ისეთივე "მოვლა" და "კვება" სჭირდება, როგორც სხეულს"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი