რას ვჭამთ?!
font-large font-small
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ მო­ას­წ­რო ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო: მრეწ­ვე­ლო­ბა გა­ნად­გურ­და და სა­ხელ­მ­წი­ფოს აღარც ინ­ჟინ­რე­ბი დას­ჭირ­და. იმ­დე­ნი კი, არც ფუ­ლი აღ­მო­აჩ­ნ­და და არც მა­რი­ფა­თი, კერ­ძო ბიზ­ნე­სი რომ წა­მო­ეწყო და კარ­გა ხანს იარა უმუ­შე­ვარ­მა. მის ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და, რად­გან სა­მი შვი­ლის მა­მას პუ­რიც ვერ მიჰ­ქონ­და სახ­ლ­ში...

ცო­ტა ხნის წინ შინ მო­მად­გა და და­ბეჭ­დი­ლი ფურ­ც­ლე­ბი და­მი­ტო­ვა: გად­მო­მი­თარ­გ­მ­ნე ქარ­თუ­ლად და თუ ბიზ­ნე­სი ავაწყ­ვე, მე ვი­ცი შე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მაო...
მა­სა­ლა არ იყო რთუ­ლი სა­თარ­გ­მ­ნი: ხორ­ცის­გან ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­სა და ამის­თ­ვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რებ­ზე გახ­ლ­დათ ინ­ფორ­მა­ცია. ორ დღე­ში გა­ვუმ­ზა­დე და წარ­მა­ტე­ბაც ვუ­სურ­ვე.
ტექსტს ჩემ თვალ­წინ მო­უთ­მენ­ლად გა­და­ხე­და და წარ­ბე­ბი შეჭ­მუხ­ნა: აქ რაც წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი თუ ისე გა­ვა­კე­თე, მცი­რე ბიზ­ნე­სი კი არა, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­წარ­მოც გა­კოტ­რ­დე­ბა, ხორცს ისე­თი ფა­სი ადევ­სო. თუმ­ცა, ჩე­მი დახ­მა­რე­ბით მა­ინც გა­ა­კე­თა შეკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე და­ნად­გარ­ზე: ცო­ლი მა­ფი­ნან­სებს და უნ­და გა­ვუ­მარ­თ­ლო იმე­დი. ათი წე­ლი­წა­დია, გა­დახ­ვე­წი­ლია და ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბას ვე­ღარ უძ­ლებს. მი­სი დაბ­რუ­ნე­ბა კი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შევ­ძ­ლებ თუ არა რა­ი­მე საქ­მის წა­მოწყე­ბას და მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნე­სად ქცე­ვა­სო...
წა­ვი­და და ალ­ბათ, არც და­თო გა­მახ­სენ­დე­ბო­და და არც მი­სი ბიზ­ნე­სი, ერთ დღეს გა­ხა­რე­ბუ­ლი რომ არ მომ­დ­გო­მო­და კარ­ზე: სამ თვე­ში ამო­ვი­ღე და­ნა­ხარ­ჯი და მინ­და, შენც გცე პა­ტი­ვი. ამ­ჯე­რად ჩემს სა­წარ­მო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძეხ­ვე­უ­ლი მო­გარ­თ­ვი და რო­ცა მო­გე­ბა­ზე წა­ვალ, ღი­რე­ბულ სა­ჩუ­ქარ­საც მო­გარ­თ­მე­ვო. ათ კი­ლოგ­რა­მამ­დე მა­ინც იქ­ნე­ბო­და და არ ვი­ტო­ვებ­დი, რად­გან ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ და არც კი ვი­ცი, რო­დის ვჭა­მე ბო­ლოს ხორ­ცი. რომ ვუთხა­რი, გა­ე­ცი­ნა: ჰო­და, ზუს­ტად სა­შე­ნო პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლა, ხორ­ცი თით­ქ­მის არ­ცაა ში­გო და აღარ და­მი­ზუს­ტა, რა იგუ­ლის­ხ­მა. კი­ბე ჩა­ირ­ბი­ნა და ნო­ბა­თი შე­მო­სას­ვ­ლელ­ში და­მი­ტო­ვა. გავ­ხ­სე­ნი და სუ­ნი ნამ­დ­ვი­ლად არ ჰქონ­და ცუ­დი, არც ფე­რი და არც შე­სა­ხე­და­ო­ბა. ეზო­ში გა­და­ვი­ხე­დე და ჩრდილ­ში მჯდომ მე­ზობ­ლებს გავ­ძა­ხე: ძეხ­ვე­უ­ლი მო­მი­კითხეს, მე კი ასეთ რა­მე­ებს არ ვჭამ. თუ ინე­ბებთ, წა­ი­ღეთ და ღმერ­თ­მა შე­გარ­გოთ-მეთ­ქი!..
გა­ხა­რე­ბუ­ლებ­მა წა­ი­ღეს. რო­გორც მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩემს ეზო­შიც თით­ქ­მის ყვე­ლა კა­ცი უმუ­შე­ვა­რია და ასეთ მო­სა­კითხ­ზე რა­ტომ იტყოდ­ნენ უარს? ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გაშ­ლი­ლი ჰქონ­დათ სუფ­რა, სას­მე­ლიც კი მო­უდ­გეს გვერ­დით ძეხვს...
მე კი ერ­თი ძეხ­ვი და­ვი­ტო­ვე. ეზო­ში ძა­ლი­ან კარ­გი ძაღ­ლი გვყავს - ბომ­ბო­რა. ყვე­ლა ვაჭ­მევთ, რა­საც და რო­გორც მო­ვა­ხერ­ხებთ. გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯ­რი­დან და ვერ და­ვი­ნა­ხე. ძეხ­ვი იქ­ვე, რა­ფა­ზე დავ­ტო­ვე, - გა­მოჩ­ნ­დე­ბა ცო­ტა ხან­ში და გა­და­ვუგ­დებ-მეთ­ქი, მაგ­რამ...
ის ძეხ­ვი სულ გა­და­მა­ვიწყ­და. მხო­ლოდ სა­მი დღის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე რა­ფის კუთხე­ში მიგ­დე­ბუ­ლი, ფარ­და რომ გა­დავ­წიე. ზიზღის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნ­და, რად­გან ჯერ კი­დევ ცხე­ლი დღე­ე­ბი იდ­გა და წე­სით, უნ­და დამ­პა­ლი­ყო, მაგ­რამ... ნუ­რას უკაც­რა­ვად - ძვე­ლე­ბუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი სუ­ნი ას­დი­ო­და. ეგ იყო, ცო­ტა ფე­რი შეს­ც­ვ­ლო­და, თით­ქოს გა­მომ­შ­რა­ლი­ყო და გა­ხუ­ნე­ბუ­ლი­ყო.
მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ საკ­ვე­ბად ნამ­დ­ვი­ლად უვარ­გი­სი გახ­ლ­დათ და შე­მე­შინ­და, - მე­ზობ­ლე­ბი ხომ არ დავ­წამ­ლე-მეთ­ქი? მაგ­რამ ისევ ეზო­ში ის­ხ­დ­ნენ და ისევ მხი­ა­რუ­ლად ყა­ყა­ნებ­დ­ნენ. ღმერთს მად­ლო­ბა შევ­წი­რე, რომ ამ­დე­ნი კა­ცის ცოდ­ვა არ და­ვი­დე თუნ­დაც, უნე­ბუ­რად...
ბომ­ბო­რაც იქ­ვე დარ­ბო­და. ავ­დე­ქი და გა­და­ნა­ხუ­ლი ძეხ­ვი გა­და­ვუგ­დე: მი­ვი­და, დაყ­ნო­სა და მა­შინ­ვე იბ­რუ­ნა პი­რი. რაც ადა­მი­ა­ნებ­მა არ და­ი­წუ­ნეს, იმას ძაღ­ლ­მა პი­რი არც და­ა­კა­რა.
მა­შინ­ვე და­თოს ნო­მე­რი ავ­კ­რი­ბე: და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ხორ­ცის ნამ­ცე­ციც არაა იმ შენს ძეხ­ვე­ულ­ში და გა­ფი­ცებ ყვე­ლა­ფერს, მითხა­რი, რის­გან ამ­ზა­დებთ ან ვინ­მე თუ ყი­დუ­ლობს-მეთ­ქი?!
პირ­და­პირ პა­სუხს თა­ვი აარი­და: მეც იმას ვა­კე­თებ, რა­საც ყვე­ლა. ლა­რი­ან ძეხ­ვ­ში რომ ხორცს არა­ვინ ჩა­გი­დებთ, ამას ყვე­ლა ჭკვი­ა­ნი მიხ­ვ­დე­ბაო... არა­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვაკ­ვირ­დი და ყვე­ლა ხალ­ხ­მ­რა­ვალ ად­გილ­ზე და­ვი­ნა­ხე თი­თო რე­ა­ლი­ზა­ტო­რი მა­ინც, მკლავ­ზე ათო­ბით "ძეხ­ვი" რომ ჩა­მო­ე­კი­დე­ბი­ნა და მყიდ­ვე­ლის გა­სა­გო­ნად ყელს იღად­რავ­და: "ა­ბა, ახა­ლი ძეხ­ვი, იაფად!.." სამ­წუ­ხა­როდ, მყიდ­ვე­ლიც არ აკ­ლ­დათ და ძა­ლი­ან მეწყი­ნა, შე­მე­შინ­და და შე­მე­ცო­და ხალ­ხი, რად­გან ყვე­ლა გვღა­ლა­ტობს და ისე "გვყი­დის", რო­გორც ახერ­ხებს და ვუ­ღირ­ვართ. უხელ­ფა­სო­ბი­თა და უპენ­სი­ო­ბით გა­წა­მე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გად არ­ჩევს კარ­გ­სა და ცუდს, მაგ­რამ ლა­რი­ან "ძეხვს" რო­მელ სუ­პერ­მარ­კეტ­ში და­ახ­ვედ­რე­ბენ? ჰო­და, ბევ­რ­საც აღარ ფიქ­რობს: მთა­ვა­რია, კი­დევ ერ­თი დღე გა­და­ა­გო­როს და კუ­ჭი მო­ატყუ­ოს. შორს არც და ვერც იხე­დე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­დაა და რას აკე­თებს ამ დროს? რა­ტომ არ ალაგ­მავს "ბიზ­ნეს­მენ­თა" ბო­რო­ტე­ბას, რომ­ლე­ბიც ისეთ პრო­დუქტს სთა­ვა­ზო­ბენ ხალხს, თავ­მოყ­ვა­რე ძაღ­ლიც რომ არ შე­ჭამს და მო­მა­ვალ­ში ყვე­ლას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის?!
ხალ­ხო, ნუ იყი­დით სა­ეჭ­ვო პრო­დუქტს ქუ­ჩა­ში. ხმელ პუ­რი­სა და უშაქ­რო ჩა­ის მირ­თ­მე­ვა გერ­ჩივ­ნოთ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას...

ინ­გა ჯა­ყე­ლი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
02.09.2017
საქართველოში ყველაფერს იაფს ყიდულობენ საჭმელად და ყველაფერ ძვირს კი ჩასაცმელად!!!მერე უკვირთ რატომ იხოცებიან ადრიანად....
მარი
23.08.2017
რა ნამუგარეცხილია ის არაკაცი
კოლხი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყავის ზომიერი მირთმევა მნიშვნელოვნად აფერხებს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს"
"პა­ლიტ­რა L"-ის მო­რი­გი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი - "მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" შე­უც­ვ­ლელ მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ
"ერ­თი დო­ნა­ცი­ით სა­მი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი"
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
"რად მინდა სკოლა, როცა დამოუკიდებლად ვისწავლე რამდენიმე ენა"
სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­გი­რებს შე­დეგ­ზე და არა _ პრო­ცეს­ზე. პრო­ცე­სი ყო­ველ­თ­ვის და­მა­ლუ­ლია, შე­დე­გი კი ყვი­რის
როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს


"ძაღ­ლი ოთა­ხი­დან გა­იქ­ცა და უკან ვე­რაფ­რით და­აბ­რუ­ნეს"

ჩატარდა ანალიზები, რომლებმაც უჩვენა, რომ სხეულის მდგომარეობა შეცვლილი არ იყო

კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი