უკვდავნი ჩვენ შორის ანუ სიკვდილი არ არსებობს!
font-large font-small
უკვდავნი ჩვენ შორის ანუ სიკვდილი არ არსებობს!
ჩატარდა ანალიზები, რომლებმაც უჩვენა, რომ სხეულის მდგომარეობა შეცვლილი არ იყო

საუკუნეთა განმავლობაში კაცობრიობა ოცნებობდა უკვდავებაზე. მარადიული ცხოვრება მათაც კი სურდათ, რომლებმაც არ იცოდნენ, რითი დაეკავებინათ საკუთარი თავი მორიგ უქმე დღეებზე. ამ ოცნების საფუძვლად კი სიკვდილის მიმართ ირაციონალური პანიკური შიში იდო - როცა არ იცი, რა გელის გარდაცვალების შემდეგ. მართლა არსებობენ თუ არა ჩვენ შორის უკვდავნი, რომლებიც საკუთარ საიდუმლოს ინახავენ?

მუდმივი მგზავრი აგასფერი
რელიგიური გადმოცემით, როცა იესოს გოლგოთისკენ თავისი მძიმე ჯვარი მიჰქონდა, დაქანცული ერთი სახლის კედელს მიეყრდნო, რათა ოდნავი შვება მაინც ეგრძნო, მაგრამ ამ სახლის პატრონმა, ხელოსანმა აგასფერმა მას დაუყვირა:
- წადი შენს კუთვნილ გზაზე და იქ მოისვენებ!
- მე კი წავალ, - წარმოთქვა ქრისტემ, - მაგრამ შენ მუდმივ მგზავრობაში იქნები. იხეტიალებ ქვეყანაზე და არ გექნება განსვენება და სიმშვიდე.
ეს ამბავია ადამიანზე, რომელმაც ღმერთი შეურაცხყო და ამიტომაც მისგან ადამიანურ სამყაროში მუდმივი ხეტიალისთვის გაიწირა, შეიძლება საშინელ, ჭკუის სასწავლებელ ზღაპრად მიჩნეულიყო, მაგრამ აგასფერთან გაიგივებული წუთისოფლის ლეგენდისეული მგზავრი სხვადასხვა საუკუნესა და ქვეყანაში გვხვდება. მაგალითად, გადმოცემის თანახმად, 1223 წელს, იტალიელი ასტროლოგი გვიდო ბონატი მას ესპანეთის სამეფო კარზე შეხვედრია. ხუთი წლის შემდეგ, ინგლისის წმინდა ალბანის სააბატოს ქრონიკაში გაკეთებული იყო ჩანაწერი სომეხი არქიეპისკოპოსის ვიზიტის შესახებ, რომელსაც მოუყოლია, რომ სომხეთში რამდენჯერმე შეხვედრია მარადიულ მგზავრს და მასთან უსაუბრია კიდეც. მისი სიტყვების თანახმად, ამ კაცს ბევრი რამ ენახა და ბევრიც სცოდნია; კარგად ხსომებია მოციქულთა გარეგნობა და მთელი სიზუსტით, დაწვრილებით აღუწერია ათას წელზე უფრო მეტი ხანდაზმულობის მქონე მოვლენები.
1242 წელს აგასფერი საფრანგეთში გამოჩნდა. 1505 წელს ბოჰემიაც მოინახულა. შემდეგ, არაბულ აღმოსავლეთში გადაინაცვლა. 1547 წელს კი ევროპაში, კერძოდ - ჰამბურგში დაბრუნებულა.
ეპისკოპოსი შლეზვიგ პაულ ფონ ეიტაზენის დამოწმებით, ეს "მსოფლიო ადამიანი უმცირესი აქცენტის გარეშე მრავალ ენაზე მეტყველებდა; არ ჰქონდა არავითარი ქონება, იმ ტანისამოსის გარდა, რომელიც ემოსა; ხოლო მთელ ფულს, რაც გააჩნდა, ღატაკებს ურიგებდა".
XVII საუკუნის ბოლოს, ოქსფორდისა და კემბრიჯის პროფესორებმა მას გამოცდა მოუწყეს, რომლის დროსაც ამ ადამიანმა ისინი უძველესი ისტორიის ბრწყინვალე ცოდნით შეაცბუნა. მან ჩინებულად იცოდა დედამიწის სრულიად უკიდურეს ხმელეთთა გეოგრაფიაც, სადაც არაერთხელ იყო ნამყოფი.
ვინ არის ეს გულცივი ხელოსანი, რომელმაც უფალს აწყენინა? მაგი, ალქიმიკოსი, უკვდავების ელექსირის აღმომჩენი თუ პარალელური სამყაროდან მოვლენილი სტუმარი? ან იქნებ, სტუმარი მომავლიდან, რომელიც ქვეყნებსა და საუკუნეებში დროის მანქანით მოგზაურობს? ჩვენთვის ალბათ უფრო საინტერესო უკანასკნელი ვერსიაა. შესაძლოა, ასეთი მოგზაური დროში რამდენიმე იყო და ძველი ლეგენდა იძლევა საშუალებას, რომ ისინი აგასფერთან გავაიგივოთ, რითაც აიხსნებოდა მათი უცნაური შემეცნების საიდუმლო.


აპოლონიუს თიანელიGzaPress

ეს ადამიანიც ქრისტეს თანა­მედ­როვე გახლდათ, რომელიც ალ­ქიმიით იყო დაკავებული. მან მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, აითვისა ეგვიპტელ და ინდიელ ქურუმთა საიდუმლოებანი. დომიციანეს მმართველობის პერიოდში (81-96 წლები) აპოლონიუსი რომში დაბრუნდა, სადაც ჯადოქრობის ბრალ­დებით დააკავეს. ყველას თვალწინ, ის სასამართლოს შენობიდან გაქ­რა, თითქოს აორთქლდა. გაუჩინარდა, რომ კვლავ გამოჩენილიყო XII საუკუნეში, ფილოსოფოსისა და ალქიმიკოსი არტეფიუსის სახელით. ჩვენს დრომდე მისმა ორმა ტრაქტატმა მოაღწია: ფილოსოფიურ ქვასა და სიცოცხლის გახანგრძლივების ხერხებზე. უკანასკნელის შესავალ ნაწილში ავტორმა მიუთითა, რომ თვი­თონ ამქვეყნად აგერ უკვე 1025 წელია ცხოვრობს. თანამედროვეებმა არტეფიუსი აპოლონიუს თიანელთან გააიგივეს, რადგან მათ შორის ბევრი საერთო დაინახეს. ვარაუდობენ, რომ აპოლონიუს-არტეფიუსმა უკვდავების ელექსირის დამზადება შეძლო და დღემდე ადამიანთა შორის ცხოვრობს. თუმცა, ბოლოს იგი XIX საუკუნეში ნახეს.


გრაფი სენ-ჟერმენი
ის ევროპის მაღალი საზოგადოების სალონებში XVIII ს-ის მეორე ნახევარში ბრწყინავდა. სენ-ჟერმენი თანამედროვეებს ნუსხავდა სხვადასხვა ამბის თხრობით ფილოსოფოს პლატონთან და ქრისტეს მოციქულებთან შეხვედრების შესახებ. მოხუცი არისტოკრატები იგონებდნენ, რომ მას შეხვედრიან, როცა ბავშვები იყვნენ და შემდეგაც. ამასთან, გრაფი სულაც არ იყო შეცვლილი. ეს ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩნდებოდა, სხვადასხვა სახელით: ის იყო იტალიელი მარკიზი დე მონფერატი; ესპანელი გრაფი დე ბელამი; ინგლისელი ლორდი ველდონი; რუსი გრაფი სალტიკოვი; უნგრელი გრაფი დე ცაროგი. როგორც ამბობდნენ, მისი მომსახურებით და ოკულტურ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებით მრავალ ამა სოფლის ძლიერ ადამიანს უსარგებლია. ითვლება, რომ სენ-ჟერმენი 1784 წელს, გოლშტინიაში, განმარტოებულ სასახლეში გარდაიცვალა, მაგრამ 1788 წელს ის ვენეციაში ნახეს; საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს - ციხეში, სადაც არისტოკრატები იმყოფებოდნენ; ხოლო 1938 წელს და 1940 წელს, იერუსალიმში, ქრისტეს საფლავთან გამოჩნდა.


ალესანდრო კალიოსტროGzaPress

ითვლება, რომ ეს მაგი და ალქიმიკოსი ასევე ფლობდა უკვდავების ელექსირის საიდუმლოს. მან ამ ელექსირის მოქმედებაც კი აღწერა: პირველი პორციის მიღებისას, ადამიანი გონებას კარგავს სამი დღით, რომლის დროს კონვულსიებით (კრუნჩხვა) იტანჯება. მის სხეულზე ორთქლის წვეთები გამოსდის. გარკვეული ხნის შემდეგ, წამლის დარჩენილი ნაწილი მიიღება და პაციენტი ღრმა ძილს ეძლევა. ძილის დროს მას ეწყება თმის ცვენა; გარდა ამისა, სცვივა კბილები. ეს ყოველივე რამდენიმე საათში აღდგება. ელექსირის მიღების მომენტიდან მე-40 დღის დილით, პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელებული და მარადიული სიცოცხლისთვის მომზადებული დგება.


მომავლის მედიცინა

რთულია თქმა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ჯადოსნური ელექსირი, რომელიც მის მფლობელებს უკვდავებას ჩუქნიდა, მაგრამ მედიცინას უკვე ჩვენს დღეებში შეუძლია საოცრებათა მოხდენა.
თხუთმეტიოდე წლის წინ, ერთი მოსკოვური კლინიკის მეცნიერებმა, რომლებიც ღეროვან უჯრედებზე მუშაობდნენ, ექსპერიმენტი ჩაატარეს 19 წლის სტუდენტ-მედიკოსზე, რომელიც დაინტერესებული იყო ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიებით. ახალგაზრდა კაცმა უჯრედული თერაპიის კურსი გაიარა და მას შემდეგ, მისმა ორგანიზმმა დაბერება შეწყვიტა. ის ერთ ბიოლოგიურ ასაკში დარჩა. ამჟამად, საპასპორტო მონაცემების მიხედვით, იგი 34 წლისაა და ჰყავს ცოლ-შვილი. თავად ამ ექსპერიმენტული კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. ის 19 წლის ყმაწვილივით გამოიყურება. ამ დრომდე, ჯერ ავად არ გამხდარა, თუმც, ეცადნენ, რომ ის რაიმე ინფექციური დაავადებით დაესნებოვნებინათ. ერთი სიტყვით, მამაკაცს საუცხოო იმუნიტეტი გააჩნია, მაგრამ ნუთუ შეიძლება, რომ ის უკვდავად მივიჩნიოთ? ალბათ არა, რადგან თერაპიის ჩატარება ყოველწლიურადაა საჭირო და არავის შეუძლია თქვას, როდის ჩაირთვება დაბერების მექანიზმი, თუ სამედიცინო ჩარევა შეწყდება.

თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ყოველ ადამიანში გენურ დონეზე ჩადებულია "ბიოლოგიური საათი" - ე.წ. ტელომერები. დნმ-ის ეს მონაკვეთები ქრომოსომთა დაბოლოებებზეა განლაგებული და იკლებს ცხოვრების მდინარებასთან ერთად. დიდი ხნის მანძილზე ვერ მოხერხდა "ტელომერთა" რაოდენობის გაზრდა ან შენარჩუნება უცვლელი რაოდენობით, სანამ არ შეინიშნა კიბოს უჯრედთა უნიკალური ეფექტი. მათში შემცველი ფერმენტი "ტელომერაზა" საშუალებას აძლევს უჯრედებს, რომ არ დაბერდნენ და უთვლელი რაოდენობით დაიყონ. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა უჩვენეს, რომ ამ ფერმენტის წყალობით ხანში შესული ეგზემპლარები ბევრად უფრო მხნე ხდებოდნენ. ისინი გარეგნულადაც ახალგაზრდავდებოდნენ და ხელახლა შთამომავლობასაც კი იძლეოდნენ. ამგვარი ცდები აქამდე ადამიანებზე არ ჩაუტარებიათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტელომერაზით დატვირთულ ჯანმრთელ უჯრედებს დიდი შანსი აქვს, რომ კიბოს უჯრედებად გადაიქცნენ. თუმცა, ამერიკელი მკვლევარი ელიზაბეტ პერიში რისკზე შეგნებულად წავიდა. მან პირველმა გაბედა, მოზრდილი ადამიანის გენომში შეჭრილიყო და - ეს ექსპერიმენტი საკუთარ თავს ჩაუტარა. მისი მიზანი იყო, ეპოვა სიბერის წამალი და მისი დახმარებით დაემარცხებინა ყველაზე საშიში დაავადებები. ტელომერაზის გარდა, ელიზაბეტის სისხლში შეყვანილ იქნა გენ-ინჰიბიტორი მიოსტატინი, რომელიც კუნთების დისტროფიას აფერხებს. ამ ექსპერიმენტიდან დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ თვითონ საცდელი ობიექტი თავს მხნედ და ახალგაზრდულად გრძნობს.
თანამედროვე მედიცინამ დიდი მიღწევები გააკეთა ტრანსპლანტოლოგიისა და გენური ინჟინერიის სფეროში. მომავალში ისინი ალბათ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს დადებენ. ცალკეულ პირებს უკვე ახლა ხელეწიფებათ, რომ მუდამ ახალგაზრდანი დარჩნენ და პრაქტიკულად (დიდი ფულის სანაცვლოდ და მუდმივი სამედიცინო კონტროლის დახმარებით) უკვდავნიც, ოღონდ, ეს მხოლოდ ფიზიკურად. მაგრამ, რა გააახალგაზრდავებს სულს?.. ხომ არ იქცევა ახალ უკვდავთა ტვირთად გასული წლები და ფსიქოლოგიური დაღლილობა?..


გაყინვა მკვდრეთით აღდგომის იმედითGzaPress

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯეიმს ჰაირამ ბედფორდი 74 წლისა თირკმელების კიბოთი იტანჯებოდა. ამ დროისთვის, მეტასტაზები ფილტვებსაც მოედო. ის - მსოფლიოში პირველად - დათანხმდა, რომ მისი სხეული გაეყინათ. ბედფორდი 1967 წლის 12 იანვარს გაყინეს, სიკვდილიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, საიმისოდ, რათა მომავალში გაეცოცხლებინათ - იმ დროისთვის, როცა მედიცინა კიბოს მკურნალობას შეძლებდა. 1991 წელს, პროფესორის მკვდარი სხეული დალუქული კაფსულიდან ახალ კრიოსტატში გადაიტანეს. ჩატარდა ანალიზები, რომლებმაც უჩვენა, რომ სხეულის მდგომარეობა შეცვლილი არ იყო და ხრწნის არავითარი ნიშნები არ ფიქსირდებოდა.

სწორედ ბედფორდიდან იღებს დასაბამს პრაქტიკული კრიონიკა (ბერძნული სიტყვიდან - სიცივე) - ადამიანებისა და ცხოველების ღრმა გაყინვის მდგომარეობაში შენახვის ტექნოლოგია. ზოგჯერ კრიოკონსერვაციას მთელ სხეულს არ უქვემდებარებენ, არამედ მხოლოდ თავს ან თავის ტვინს. ამჟამად, მთელ მსოფლიოში კრიონირებულია დაახლოებით 370 ადამიანი და 200 ცხოველი. სადღეისოდ, ამ ტექნოლოგიაზე აშშ-ში ორი მსხვილი კომპანია მუშაობს: კრიონირების ინსტიტუტი და ალკორი (ამ უკანასკნელში ინახება გარდაცვლილი პროფესორის გვამი). სიდიდით მესამე - რუსული კომპანიაა "კრიორუსია". ცოტა ხნის წინ, აქ 52 პაციენტი გაყინეს. სხეულები და თავები აქ თხევადი აზოტით სავსე, სპეციალურ ჭურჭელში - დიუარაში ინახება, დაბალ, 196-გრადუსიან ტემპერატურაზე. ფასები საკმაოდ მაღალია: ადამიანის სხეულის გაყინვა 36 ათასი დოლარი ჯდება; თავის ან თავის ტვინის კი - 12 ათასი.

გაყინვით კი გაიყინენ, მაგრამ არა­ვინ იცის, რამდენი დრო გაივლის, სანამ მოვა მათი გალღობის ჟამი. კიდევ რა თანხა იქნება გადასახდელი მათი შენახვისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ გადნობის საფასურზე. ამიტომაც, აღნიშნული კომპანიები სპონსორებს ეძებენ და ცდილობენ ისინი დააინტერესონ, რათა "გაცოცხლების ფონდში" რაც შეიძლება მეტი თანხები მიიზიდონ. არსებობს იმის საფრთხე, რომ გაცოცხლების პროცესი შედეგიანი არ აღმოჩნდება, რადგან ყინულის ბასრი კრისტალები სისხლძარღვებს ანადგურებს და დღეისთვის, გადნობა უსაფრთხო არ არის. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 30-50 წლის შემდეგ, ამ პრობლემასაც დასძლევენ.
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კრიონიკის სათავეებთან რუსი მეცნიერი, ლევ ტერმენი იდგა და თავისი იდეა ჯერ კიდევ ლენინს გაუზიარა. თუმცა, მას სტალინური პრემია მიანიჭეს, არა გაყინვის ტექნოლოგიის აღმოჩენისთვის, არამედ მოსასმენი საშუალებების გამოგონებისთვის. სხვათა შორის, ის საკუთარ თავს უკვდავს ეძახდა და ხუმრობით ყველას სთავაზობდა, უკუღმა წაეკითხა მისი გვარი - "ტერმენ-ი - ნემრეტ-ი" (ნე მრიოტ - რუსულად - არ კვდება). ის 97 წლისა გარდაიცვალა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კრიონიკას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს მხოლოდ ადამიანის ოცნების - იცოცხლოს მარადიულად - ექსპლუატაციაა.
დაბოლოს, ნუთუ საჭიროა ფიზი­კური უკვდავება, როცა თავად სული უკვდავია? ის ხომ ჩვენს სხეულში დაბადებისთანავე სახლდება, ასრულებს დავალებულ პროგრამას, ვითარდება, სრულყოფას განიცდის, გადაჭრის საკუთარ ამოცანებს და ტოვებს დროებით სამყოფელს საიმისოდ, რომ ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს; ან გარკვეული ხნის შემდეგ, ახალ სხეულში გადავიდეს (ვის - როგორ...). ასე, რომ... სიკვდილი არ არსებობს!


ირინა ჯანდიერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რად მინდა სკოლა, როცა დამოუკიდებლად ვისწავლე რამდენიმე ენა"
სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­გი­რებს შე­დეგ­ზე და არა _ პრო­ცეს­ზე. პრო­ცე­სი ყო­ველ­თ­ვის და­მა­ლუ­ლია, შე­დე­გი კი ყვი­რის
როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს


"ძაღ­ლი ოთა­ხი­დან გა­იქ­ცა და უკან ვე­რაფ­რით და­აბ­რუ­ნეს"



კიტრი წყურვილის მომკვლელი შესანიშნავი საშუალებაა.
ყველა მეწარმე ვალდებულია, ზუსტი ინფორმაცია დააწეროს თავის პროდუქტს...

ვიეტნამში ძალიან ბევრს აინტერესებს ათასი კუნძულის მხარე

"ყოველთვის მომწონდა რუსუდან კერვალიშვილი"

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
9 კომენტარი