უფ­რო მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დით სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს! - "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ისევ გვი­ტევს
font-large font-small
უფ­რო მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დით სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს! - "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ისევ გვი­ტევს
სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­გი­რებს შე­დეგ­ზე და არა _ პრო­ცეს­ზე. პრო­ცე­სი ყო­ველ­თ­ვის და­მა­ლუ­ლია, შე­დე­გი კი ყვი­რის


რად­გან მომ­ხ­და­რი მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ოჯა­ხის კი არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტრა­გე­დიაა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, კი­დევ ერ­თხელ მი­ვუბ­რუნ­დეთ ამ თე­მას და თავ­დაც­ვის მიზ­ნით ავ­ხ­ს­ნათ, რა არის ამ სა­ხი­ფა­თო თა­მა­შის არ­სი და მი­ზა­ნი. "ლურ­ჯი ვე­შა­პი" - სუ­ი­ცი­დუ­რი თა­მა­შია. ბავ­შ­ვებს სთა­ვა­ზო­ბენ 50-მდე სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბას და ამ ყვე­ლაფ­რის სა­ბო­ლოო შე­დე­გი მა­თი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნაა. თა­მა­შის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ზარ­დებს ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის მოკ­ვ­ლით ემუქ­რე­ბი­ან, თუ სი­ცოცხ­ლეს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით არ და­ას­რუ­ლე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ თა­მა­შის მსხვერ­პ­ლ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც იზ­რ­დე­ბა.
გლდან­შიც და ვა­ზი­სუ­ბან­შიც მხო­ლოდ მე­ზობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა შევ­ძე­ლით. ისი­ნი მომ­ხ­და­რის გა­მო შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი და აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან.


ნი­ნო, ვა­ზი­სუ­ბან­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლის მე­ზო­ბე­ლი:

- დი­დი ხა­ნი არ არის, რაც ეს ოჯა­ხი ჩვენს კორ­პუს­ში გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად და ამი­ტომ მე­ზობ­ლე­ბი წე­სი­ე­რად არც კი ვიც­ნობთ. რო­დე­საც სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით გა­დაჰ­ყავ­დათ, ვერც კი ვი­ცა­ნით, ვი­სი ბავ­შ­ვი იყო. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხ­და­რით, ჩვენც ხომ მშობ­ლე­ბი ვართ და შვი­ლე­ბი გვყავს, ღმერ­თ­მა ყვე­ლა და­ი­ფა­როს მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბის­გან! არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცით, რა­ტომ გად­მოხ­ტა და მარ­თ­ლაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის ბრა­ლი იყო თუ სხვა პრობ­ლე­მა ჰქონ­და. თქვეს, ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შ­ვი იყოო... იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს დე­და­მი­სი ეჭ­ვობს, რომ მი­სი შვი­ლიც "ლურჯ ვე­შაპს" თა­მა­შობ­და, რა­მაც იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა კი­დეც. ისიც თქვეს, რომ გო­გო­ნამ და­ტო­ვა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც წერ­და, - ჩემს პრობ­ლე­მებს თქვენ მა­ინც ვერ მო­აგ­ვა­რებ­დი­თო. ასე ამ­ბობს ხალ­ხი და სხვას ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ფაქ­ტი ის არის, რომ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი მომ­რავ­ლ­და, რაც ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. რო­გორ უნ­და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ან რა არის მო­ზარ­დე­ბის ამ­გ­ვა­რი ქცე­ვის მი­ზე­ზი? ხში­რად ვფიქ­რობ ამა­ზე. ჩე­მი აზ­რით, უპირ­ვე­ლე­სი მი­ზე­ზი ალ­ბათ ის არის, რომ მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის რა­ღაც­ნა­ი­რად ზე­და­პი­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა, აი, თუნ­დაც ჩე­მი მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ: ყო­ველ დი­ლით 8 სა­ათ­ზე გავ­რ­ბი­ვარ სამ­სა­ხურ­ში, მოვ­დი­ვარ გვი­ან და ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ, რომ ბევ­რ­ჯერ ლა­პა­რა­კის თა­ვიც კი აღარ მაქვს. ად­რე ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცო­დი, ჩემს შვი­ლებს რა აინ­ტე­რე­სებ­დათ, ახ­ლა აღარც კი ვი­ცი, რა არის მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო და რი­თი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე. კი, რა თქმა უნ­და, შვი­ლე­ბი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარს და მა­თი­ვე მო­მავ­ლის­თ­ვის ვშრო­მობთ მეც და ჩე­მი მე­უღ­ლეც, მაგ­რამ ხომ არ სჯობს, უფ­რო მე­ტი დრო გა­ვა­ტა­როთ მათ­თან და უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ?
შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი და დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დ­ნენ გლდა­ნის III მიკ­რო­რა­ი­ო­ნის იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბიც, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.


მა­ნა­ნა, მე­ზო­ბე­ლი:

- გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ ბიჭს, ხში­რად შე­მო­დი­ო­და ხოლ­მე ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცე­ბის სა­ყიდ­ლად. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შ­ვი იყო - ჭკვი­ა­ნი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, წე­სი­ე­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით. დღეს რომ მითხ­რეს, XVI სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტაო, ვერ ვი­ჯე­რებ­დი. რა­ტომ, რა სჭირ­და სა­მა­გი­სო-მეთ­ქი? კარგ და წე­სი­ერ ოჯახ­ში იზ­რ­დე­ბო­და. და ჰყავ­და და ამ­ბო­ბენ, თუ თა­მაშს ბო­ლომ­დე არ და­ას­რუ­ლებ­და, სწო­რედ მი­სი მოკ­ვ­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, შე­ე­შინ­და და იმი­ტომ გად­მოხ­ტაო. მარ­თ­ლა რა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ჩვენს თავს? ნუ­თუ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ და­იბ­ლო­კოს მსგავს თა­მა­შებ­ზე წვდო­მა? რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ არ არ­სე­ბობს ამის­თ­ვის რა­მე ბერ­კე­ტი? რას აკე­თე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ძი­ნებ­ლებ­ში რა ხდე­ბა, იმას იგე­ბენ და ამ ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვეს ვე­ღარ მი­აგ­ნეს? რა­ტომ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს ამა­ზე ხმა­მაღ­ლა, რა­ტომ არ იწე­რე­ბა ხში­რად ამის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და პრე­სა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­ში­ში თა­მა­შის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მის ერ­ჯე­რა­დად გა­შუ­ქე­ბა უშ­ვე­ლის საქ­მეს? მე, მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ გა­ვი­გე ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი ჩემ­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა კი­დევ?
- მეც პირ­ვე­ლად გა­ვი­გე "ლურ­ჯი ვე­შა­პის" შე­სა­ხებ (სა­უ­ბარ­ში სხვა ქალ­ბა­ტო­ნიც ჩა­ერ­თო) და სა­მე­ზობ­ლო­ში მომ­ხ­და­რი ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ შე­ში­ნე­ბულ­მა გა­დავ­ქე­ქე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე, მა­ლუ­ლად შე­ვა­მოწ­მე ჩე­მი შვი­ლე­ბის მი­მო­წე­რე­ბიც. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ წა­კითხუ­ლით: "გა­ა­კე­თე რა­მე მტკივ­ნე­უ­ლი შე­ნი თა­ვის­თ­ვის, არა­ვის და­ე­ლა­პა­რა­კო, გა­ი­ჭე­რი ტუ­ჩე­ბი, ამო­ი­კაწ­რე ვე­შა­პი ხელ­ზე, გად­მოხ­ტი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბი­დან" და ა.შ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად რო­გორ იმორ­ჩი­ლე­ბენ ბავ­შ­ვებს? სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბი­ნე­ბენ და 50 დღე­ში თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას აიძუ­ლე­ბენ! ფაქ­ტობ­რი­ვად, უმ­წეო ბავ­შ­ვე­ბის სი­ცოცხ­ლეს გა­ნა­გე­ბენ და იმას აკე­თე­ბი­ნე­ბენ, რაც უნ­დათ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვმუ­შა­ობ და მგო­ნია, რომ ბავ­შ­ვებს უსაფ­რ­თხოდ ვტო­ვებ სახ­ლ­ში, სა­დაც სა­შიშ­რო­ე­ბა არ ელით და თურ­მე სწო­რედ სახ­ლ­ში, კომ­პი­უ­ტერ­თან ემუქ­რე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტი საფ­რ­თხე. გა­მუდ­მე­ბით მე­ფიქ­რე­ბა ამ ამ­ბავ­სა და შინ და­ტო­ვე­ბულ შვი­ლებ­ზე, ნუ­თუ გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს?
GzaPress
- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, პირ­ველ რიგ­ში მა­ინ­ტე­რე­სებს, ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი რა­ტომ ხდე­ბი­ან 12-დან 16 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი?

რუ­სუ­დან ფხა­კა­ძე, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი:
- ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა იოლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით - გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. ამ დროს მო­ზარ­დი გა­მო­ე­ყო­ფა პირ­ვე­ლად წრეს - ოჯახს და თა­ვის სამ­ყა­როს ქმნის. ამ სამ­ყა­როს ძი­ე­ბა კი გა­რეთ, ქუ­ჩა­ში იწყე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა მი­უ­ღე­ბელ წრე­ებ­სა თუ ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ში, რად­გან სა­კუ­თა­რი მეს დამ­კ­ვიდ­რე­ბა იქ უფ­რო უად­ვილ­დე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ პრო­ცე­სებს ძა­ლი­ან ძნე­ლად ეგუ­ე­ბი­ან, რად­გან თვლი­ან, რომ შვი­ლი ყო­ველ­თ­ვის უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს და რო­დე­საც ასე არ ხდე­ბა, სწო­რედ მა­შინ იჩენს თავს კონ­ფ­ლიქ­ტიც. მშობ­ლებს არ ეს­მით, რამ შეც­ვა­ლა ბავ­შ­ვი და რა­ტომ აღარ ემორ­ჩი­ლე­ბა, მაგ­რამ რა ხდე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში? ისი­ნი ამ ასაკ­ში ბავ­შ­ვო­ბას ემ­შ­ვი­დო­ბე­ბი­ან და ახალ ცხოვ­რე­ბას­თან მარ­ტო გამ­კ­ლა­ვე­ბი­სა და შეხ­ვედ­რის მცდე­ლო­ბე­ბი აქვთ. ამი­ტო­მაც არის ასე­თი რთუ­ლი ეს პე­რი­ო­დი მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც და შვი­ლე­ბის­თ­ვი­საც. ასეთ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც სის­ტე­მუ­რი, ძა­ლა­დობ­რი­ვი და აზარ­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მსგავ­სი თა­მა­შე­ბი ით­რევთ, ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი ამა­ში შვე­ბას ხე­და­ვენ. ამ დროს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ და ვერ აანა­ლი­ზე­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რ­თხეს.

- რა არის ის სა­გან­გა­შო სიმ­პ­ტო­მე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სუ­ი­ცი­დუ­რი ფიქ­რე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს?

- მარ­ტო მო­ზარ­დი კი არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი, ვინც ხში­რად ამ­ბობს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში: უნ­და მოვ­კ­ვ­დე, მე­ტი აღარ შე­მიძ­ლია, თავს მო­ვიკ­ლავ და ა.შ. გარ­კ­ვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას. ეს გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი მი­ნიშ­ნე­ბაა, რომ მას ბევ­რი უფიქ­რია სიკ­ვ­დილ­ზე, ასე­თი­ვე მი­ნიშ­ნე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ დეპ­რე­სი­უ­ლო­ბა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბაც, ისე­ვე, რო­გორც წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სე­ნია და მას­თან ბრძო­ლა ლო­ზუნ­გე­ბით არ გა­მო­ვა. მო­ზარ­დე­ბი კი მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან კომ­პი­უ­ტერ­ზე, მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ინ­ტერ­ნე­ტი. თით­ქოს ქუ­ჩა­ში არ დგა­ნან, სახ­ლ­ში არი­ან და ერ­თო­ბი­ან, მაგ­რამ სწო­რედ რომ სახ­ლ­ში იქ­მ­ნე­ბა ის საფ­რ­თხე, რო­მელ­საც ასეთ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ.


- ესე იგი, ყო­ველ წუთს უნ­და გა­ვა­კონ­ტ­რო­ლოთ, თუ რას უყუ­რე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში?

- ისე უნ­და გა­ვა­კონ­ტ­რო­ლოთ, რომ მან არ იცო­დეს ამის შე­სა­ხებ და ვერც მიხ­ვ­დეს. თუ ხე­დავთ, რომ ბავ­შ­ვი ხში­რად უყუ­რებს ისეთ ფილ­მებ­სა და გა­და­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბა­ზეა და მი­სი ფსი­ქი­კის­თ­ვის და­მან­გ­რე­ვე­ლია, უნ­და შეს­თა­ვა­ზოთ სხვა, მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. თუმ­ცა, მარ­ტო ოჯახ­სა და სკო­ლას ვერ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ ამა­ში. აი, მა­გა­ლი­თად, გა­ვი­გეთ, რომ "ლურ­ჯი ვე­შა­პი" და­მან­გ­რე­ვე­ლია, მაგ­რამ რას ვა­კე­თებთ? არა­ნა­ი­რი გან­გა­შის ზა­რი, არა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა. გა­და­ცე­მებ­ში უნ­და ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ, რო­გო­რი სა­ში­ში თა­მა­შია და რა საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. იქ­ნებ ბევ­რი და­ა­ფიქ­როს ამ ყვე­ლა­ფერ­მა და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მი­სი გავ­რ­ცე­ლე­ბა. 9 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და ამ ამ­ბის შემ­დეგ ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა არ და­ი­ზა­რა, ორი სა­ღა­მო და­უჯ­და ბავშვს და მშვი­დად, გა­სა­გე­ბად აუხ­ს­ნა, თუ რა­ტომ არის ეს ბო­რო­ტე­ბა და რა­ტომ უნ­და ერი­დოს ამ­გ­ვარ ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შებს.

- ანუ უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა კი არ და­ა­ინ­ტე­რე­სებს ბავშვს და ცუდ შე­დე­გებს კი არ მი­ვი­ღებთ, პი­რი­ქით - აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა?

- იცით, რა­შია საქ­მე? თუ ამას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­უ­მა­ლა­ვენ მო­ზარდს იმის ში­შით, რომ თვი­თო­ნაც არ და­ინ­ტე­რეს­დეს და არ და­იწყოს თა­მა­ში, ის ხომ მა­ინც გა­ი­გებს სხვა გზით: მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან? არ ჯო­ბია, რომ მშობ­ლე­ბი უფ­რო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი და მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ ამ ამ­ბავს და შვი­ლებ­საც ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით აუხ­ს­ნან?

- ვთქვათ, ბავ­შ­ვ­მა რა­ღაც ეტაპ­ზე გა­უმ­ხი­ლა მშობ­ლებს, რომ თა­მაშ­ში ჩა­ით­რი­ეს. რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ამ დროს მშო­ბე­ლი? გა­მო­ი­ჩი­ნოს სიმ­კაც­რე, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა შე­უზღუ­დოს, თუ...

- ...რო­გორც ვი­ცი, თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე­ებს უშ­ლი­ან ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მათ­თ­ვის რა­მის გამ­ხე­ლას. მსხვერ­პ­ლის იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მას­ზე მუდ­მი­ვად ჰქონ­დეთ ზე­გავ­ლე­ნა. თუ მო­ზარ­დი გა­ამ­ხელს თა­ვის შეც­დო­მას, სიმ­კაც­რე აქ არ გა­მოდ­გე­ბა. თუ შვი­ლი გო­ნი­ე­რე­ბას გა­მო­ი­ჩენს და გეტყ­ვით, რაც ხდე­ბა, ამას გა­გე­ბით უნ­და შეხ­ვ­დეთ, უნ­და გა­ი­აზ­როთ, რომ მას "სა­ხა­დი" აქვს და ბევ­რი უნ­და ელა­პა­რა­კოთ მსგავ­სი თა­მა­შე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე, მი­ახ­ვედ­როთ, რომ ეს ის არ არის, რაც მას ჰგო­ნია. მაგ­რამ საქ­მე იცით, რა არის? სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­გი­რებს შე­დეგ­ზე და არა - პრო­ცეს­ზე. პრო­ცე­სი ყო­ველ­თ­ვის და­მა­ლუ­ლია, შე­დე­გი კი ყვი­რის. სწო­რედ და­მა­ლუ­ლი პრო­ცე­სე­ბის დროს არის სა­ჭი­რო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ ვკითხუ­ლობ: ვინ რას აკე­თებს დღეს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? ჩვენ ვფიქ­რობთ: ეს ჩვენს თავს არ ხდე­ბაო და პრობ­ლე­მა­დაც არ მი­ვიჩ­ნევთ, მაგ­რამ ვინ რა იცის, რო­დის "მოგ­ვი­კა­კუ­ნებს" კარ­ზე? ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სა­ხელ­მ­წი­ფომ ერ­თად უნ­და იმოქ­მე­დოს. ახ­ლა კი დუ­მი­ლია, ვიდ­რე სტა­ტის­ტი­კა გარ­კ­ვე­ულ ციფ­რებს არ და­დებს. კი­დევ რამ­დე­ნი შემ­თხ­ვე­ვა იქ­ნე­ბა გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი? ამი­ტო­მაც ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებს კი არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, ჩე­მი პო­ზი­ცია სის­ტე­მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბაა. ეს კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ და აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით ვებ­რ­ძო­ლოთ ამ­გ­ვარ "სიმ­სივ­ნე­ებს"...

პ.ს. ჩე­მი აზ­რით, გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ ისევ მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­შია, რაც, ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვებს აკ­ლი­ათ... "ლურ­ჯი ვე­შა­პის" შემ­ქ­მ­ნელ­მა სტუ­დენტ-ფსი­ქო­ლოგ­მა (ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხეს), ფი­ლიპ ბუ­დე­ი­კინ­მა გა­ნაცხა­და, რომ ამ თა­მა­შის შექ­მ­ნით მი­სი მი­ზა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაწ­მენ­და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ! ვიდ­რე ამ თა­მა­შით და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, იქ­ნებ მის ამ სიტყ­ვებს მა­ინც და­უ­ფიქ­რ­დეთ და მიხ­ვ­დეთ, რო­გორ ადა­მი­ანს ენ­დო­ბით - ადა­მი­ანს, რომ­ლის­თ­ვი­საც თქვენ არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ათ და რა­ტომ აძ­ლევთ ასეთ ადა­მი­ა­ნებს იმის უფ­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­დაწყ­ვი­ტონ თქვე­ნი სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის ამ­ბა­ვი და ამით უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნონ თქვენს მშობ­ლებს, დედ­მა­მიშ­ვი­ლებს, მე­გობ­რებს?! ბავ­შ­ვე­ბო, იქ­ნებ უფ­რო მე­ტად ენ­დოთ მათ, ვი­საც უყ­ვარ­ხართ და უფ­რო მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დეთ სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს!

გა­სულ კვი­რას თბი­ლის­ში კი­დევ ორ­მა მო­ზარ­დ­მა და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით: გლდან­ში 14 წლის ბი­ჭი XVI სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა, ხო­ლო ვა­ზი­სუ­ბან­ში - 13 წლის გო­გო­ნა XIII სარ­თუ­ლი­დან. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნიც "ლურ­ჯი ვე­შა­პის" მსხვერ­პ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. ეს სა­ხი­ფა­თო ონ­ლა­ინთა­მა­ში რუ­სეთ­ში, ევ­რო­პა­ში, აზი­ა­ში, აფ­რი­კა­სა და სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში უკ­ვე კარ­გა ხნის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლი ფაქ­ტი 2017 წლის 27 მა­ისს და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც თბი­ლის­ში 12 წლის გო­გო­ნამ მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მით თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა სცა­და, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა - სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მო­ზარ­დ­მა გა­ნაცხა­და, მას ინ­ტერ­ნე­ტით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ უცხო პი­რე­ბი და ისიც მათ მი­ერ მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და. შემ­დეგ იყო 30 მა­ი­სი, რო­დე­საც ახალ­სო­ფელ­ში 16 წლის გო­გო­ნამ და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და რო­გორ ამ­ბობ­დ­ნენ, ისიც "ლურ­ჯი ვე­შა­პის" მო­რი­გი მსხვერ­პ­ლი იყო.

ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რად მინდა სკოლა, როცა დამოუკიდებლად ვისწავლე რამდენიმე ენა"
როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს


"ძაღ­ლი ოთა­ხი­დან გა­იქ­ცა და უკან ვე­რაფ­რით და­აბ­რუ­ნეს"

ჩატარდა ანალიზები, რომლებმაც უჩვენა, რომ სხეულის მდგომარეობა შეცვლილი არ იყო



კიტრი წყურვილის მომკვლელი შესანიშნავი საშუალებაა.
ყველა მეწარმე ვალდებულია, ზუსტი ინფორმაცია დააწეროს თავის პროდუქტს...

ვიეტნამში ძალიან ბევრს აინტერესებს ათასი კუნძულის მხარე

"ყოველთვის მომწონდა რუსუდან კერვალიშვილი"

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
9 კომენტარი